მწერლის ღამეები(თავი9)დასასრული
-ჯერ მას ვნახავ..ერთხელ და უკანასკენლად..-თათია მის გვერდით იდგა და არ შორდებოდა-წადი,მარტო შევალ..-ძალით გაუღიმა დაქალს. კარებთან იოვანეს ძმაკაცი შეხვდა.არჩილი ნერვიულად ახამხამებდა თვალებს და რაღაც გადაუჭრელზე ფიქრობდა. -გამარჯობა..-შეეგება ქალს-თქვენ ალბათ მირანდა ხართ? -დიახ..მას ხომ მიხედავთ?-უმწეოდ ჰკითხა მამაკაცს. -დიახ-თქვენ სად მიდიხართ? -მე არ შემიძლია ასეთს ვუყურო,არ შემიძლია ვიყურო როგორ ...უბრალოდ მე ის დავკარგე..იმედი აღარაფრის მაქვს..-ქალი თავიდაუნებურად აგიხსნა..-ახლა მინდა გამოვემშვიდობო და მერე არ ვიცი რა იქნება..-ამის გაგონებაზე არჩილმა თავი გააქნია და ქალს ანიშნა,შედიო. მირანდას გული ხელით ეჭირა..სული ეხუთებოდა სუნთქვაგახშირებულს და დაბინდებული თვალებით აკვირდებოდა საწოლზე მწოლიარე იოვანეს.. -მირანდა..-მამაკაცმა გაშტერებული თვალებით შეხედა ქალს. -შენ ყველაფერი წამებში გავიწყდება,ამიტომ მანამ უდა წავიდე,სანამ დაგავიწყდება,რომ აქ ვიყავი და რომ დაგემშვიდობე..-მოწყვეტით აკოცა მამაკაცს..მის ტუჩებს ბოლოჯერ შეეხო და შეშიენბული პალატიდან გავარდა. -მიდიხართ?-შორიდან დაინახა არჩილმა ის,რაც პალატაში მოხდა.სწორედ ამას აეჩუყებინა მისთვის გული და,ამიტომ იდგა შტერი თოჯინასავით. -ჰო.-თავი დაუქნია ქალმა..-შემპირდით რომ არ მიატოვებთ? -გპირდებით... -ვწუხვარ,ამ ყევლაფერის გამო..როგორც გითანათგრძნოთ არ ვიცი..-მამაკაცის სიტყვებმა უფრო ატკინა გული,გაახსენა საკუთარი უმწეობა და მხოლოდ თავი დაუქნია..საავადმყოფოლს მიღმა თათია ელოდა,ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა.საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ,ჩანთა მხარზე გადაიკიდა და უკანმოუხედავად დატოვა საავადმყოფო. -მოხვედი..-გაუღიმა თათიამ და ჩანთა გამოართვა. -არა..-უკან დაიბრუნა მირანდამ..-არ ვარ ცუდად..ფიზიკურად არაფერი მიჭირს,მაგრამ ეს უარესია..დამიბრუნე! საკუთარ სახლში დაბრუნებამ,საკუთარი კიბეების დანახვამ ისევ იოვანე გაახსენდა და ისევ აუჩუყდა გული..უკევ არაფერი აინტერესებდა,არაფერი იცოდა და მხოლოდ ტანჯვა აცხორვებდა..საყვარელი ადამიანის მონატრებას ვეღარ უძლებდა..ქვეყნად არაფერი იცოდა ერთი რამის გარდა და ეს იოვანე იყო..არ შეეძლო ეცხორვა იმ ყველაზე ნათელი წერტილი გარეშე,რომელსაც იოვანე ჩუქნიდა.. -მას არ დავუხატივარ..იმ საღამოს უნდა დავეხატე,როცა ეს მოხდა..-გაახსენდა ის საბედისწერო დღე,რომელიც მის ცხოვრებას უეცარი გასროლასავით დაატყდა თავს და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა..-ის აღარაა..მე კიდე სუსტი ვარ..მივატოვე,როცა უჭირდა,მაგრამ არ შემიძლია ისეთს ვუყურო..მე ხომ არ მინდა ასეთი მახსოვდეს..იქნებ სჯობდა მომკვდარიყო..-საწოლზე მიწოლილიყო,ხან ჭერს აშტერდებოდა და ხან იმ ნახატს იკრავდა გულში,რომელიც საყვარელმა მხატვარმა აჩუქა..-მისი გალერეა..მისი ყველაფერი გამაგიჟებელი იყო..-გაახსენდა როგორ უსვამდა ტუჩებზე ფუნჯს,როგორ სწავლობდა მის სახესა და მის სხეულს..ახსენდებოდა წარსული და მომავლისკენ მჭვრეტელი თვალი უფრო ეხვშებოდა.. -რამე ხომ არ გინდა?-თათიამ შემოიხედა მის ოთახში,მაგრამ დაინახა თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი დაქალი,მაშინვე გავიდა.. -უკვე სექტემბერი და ის აღარაა..-დანანებით წარმოთქვა....-იქნებ ჩემი ბრალია..მე რომ არ გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში ან თუნდაც რომ არ ჩავსულიყავი იმ დასაწყევლ ფილიპინებზე ეს არ მოხდებოდა..არ მოხდებოდა..-ნაცნობ სიტყვებს იმეორებდა და გული უფრო სტკიოდა..მთელი მისი არსება შეძრწუნებულიყო.თვალები ებინდებოდა და ტირილიც კი არ შეეძლო.. უბედურებას დაეტაცა მისთვის ხელი..მთელი დღეები საწოლზე წოლის,ტირილისა და თვითგვემის მეტს ვერაფერს აკეთევდა..ვინ არ იცოდა მისი ამბავი,მაგრამ თანათგრძნობა არავის შეეძლო,ის ხომ არაფერი იღებდა,არც ერთ თბილს სიტყვას იკარებდა გულზე და მხოლოდ იოვანეს სახეს გაიძახოდა.. შვიდი სექტემბერიც დადგა..სწავლაც დაიწყო უნივერსიტეტში,მაგრამ მიმზიდველი ლექტორი არსად ჩანდა..არც მწერალი ჩანდა საიტზე და არც საუკეთესო მეგობარი პოსტზე..თათიას,თიკოსა და ანას საშინლად დააკლდათ მირანდას სიცილი,გულიანი კისკისი და მისი ბრძნული რჩევები..უბრალოდ ის დააკლდათ,მისი მეგობრობა დააკლდათ და სწორედ ეს იყო უბედურება. აღარ ხალისიანი,აღარ ოპტიმისიტი,აღარს სასოწარკვეთილი,აღარც მწერლის მუზებით შეპყრობილი მირანდა აღარ ჩანდა...სულ გაქრა და დაიკარგა მირანდა..დაიკარგ,მაგრამ სად? სად და მწუხარებაში..ის წარსულში ჩაიკარგა და ნოსტალგიებმა მთლად ჩაძურა.. -არ მაქვს შენი თავი..-თათიამ დედამისს თვალები დაუბრიალა.. -როგორც გინდა.. -არ შემიძლია ასე..-კარები გააღო და მანქანაში ჩახტა.მირანდას მისამართის მას ისევ ახსოვდა.დიახ,ისევ სტუმრობდა საყვარელ დაქალს. -შემოდი..-კარები ღია ჰქონდა მწერალს,თვითონ კი დივანზე გადმონაცვლებულიყო. -შენი დედიკო მოვიდა..-თათიამ მისი გამხიარულება სცადა,მაგრამ მირანდა უფრო საშინელ ხასიათზე დადგა.. -განა შემიძლია ვცხოვრობდე? მე ხომ ჩემი ნაწილი დავკარგე.. -ძვირფასო,იქნებ გეცადა.. -არა,ნუ ამბობ ამას..ის თაფლისფერი თვაელები,ის მზერა,ის სიყვარული...გაქრა ეს ყველაფერი და შენ მეუბნები უნდა იცხოვროო? არ გრძელდება ცხოვრება და არც წლებია ყველაფრის მკურნალი. -ხომ მაგრამ..-თათიას სახე უფრო შეეჭმუხნა,თვალებზე მომდგარი ცრემლი ძლივს შეიკავა და მეორე მხარეს გაიხედა. -არ გამააგონო ეგ სიტყვა..-მირანდამ დაუყვირა და ფეხზე წამოდგა..-მის გარეშე დასრულდა ეს ყველაფერი..მორჩა,გათავდა.. -მისი შეყვარებული წავიდა..ამას ვერ გავუძლებო..არ შეეძლო..-უკვე მეასეჯერ იმეორებდა არჩილი და დაკარგულ ძმაკაცს უყურებდა.მასთან ხომ მთელი ცხოვრება იცნობდა,მთელი ცხოვრება მეგობრობდა მასთან...უყურებდა ტვინწაშლილს და გული უკვდებოდა,უჭირდა ამის ატანა. -საშინელებაა..-მეგობარმა მხარზე ხელი დაადო და უმეო იოვანეს შეხედა.ის ოთახიდან ოთახში გაბრუებული დადიოდა.მირანდას ახსენდბა ხოლმე,იკითხავდა ხოლმე მასზე,ტკიოდა კიდეც,მაგრამ მალევე ავიწყდებოდა.. -ეს ჩემი სამხატვროაა..-იტყოდა ხოლმე და ხელში ფუნჯს აიღებდა,დაუწყებდა ხატვას,მაგრამ აზრი მაშინევ უვარდებოდა თავიდან,ავიწყდებოდა რას აკეთებდა.რის დახატვას ცდილობდა და მაშინვე დაბინდულ სამყაროში ეშვებოდა.. -მირიანდა..-იძახდა ხოლმე ოთხკედელში მყოფი..-მირანდა შენთან მინდა...მირანდა მინდა...ის ჩემი ცოცხალი ნაწილია..-მისი არავის ესმოდა..კი,ესმოდათ,მაგრამ პასუხს არავინ სცემდა..რა ეთქვათ ან რითი ენუგეშებინათ საბრალო მხატვარი? -დავიღალე..ყველაფრით დავიღალე..-30 დეკემბერი იყო და თათია საახალწლო სამზადისში ჩაფლოდა.. -მირანდა..-გაიგო რა დაქალის ხმა,მისკენ გამოემართა.. -დაგეხმარები?-ეუცხოა მეგობრის შეთავაზება და გაფართოვებული თვალებით მისკენ წავიდა..აკვირდებოდა რა ხდება მის თავსო. -ნაძვის ხე გავაწყოთ..სარდაფში მაქვს და ამოიტანე,გთხოვ..-მუდარით აღსავსე თვალებით შეხედა. -კარგი..-გასაღები გამოართვა თათიამ და მაშინვე სარდაფისკენ აიღო გეზი.გაკვირვებული იყო დაქალის უეცარი ცვლილებით,რა დაესიზმრაო. -ლამაზი გამოგვივიდა ყველაფერი,არა? მეგობრები დაპატიჟე..-31-ში საღამოს ყველაფერი მზად ჰქონდათ..უყურებდა მირანდა საახალწლოდ მორთულ ბინას და უხაროდა.. -მირანდა,ნუთუ,დაბრუნდი?-ვეღარ მოითმინე თათიას და ქალს ჰკითხა. -კი,დავბრუნდი..-ყოველგვარი სიბრაზის გარეშე უპასუხა და გულში ჩაიკრა დაქალი. -ანუ შენ? -უბრალოდ ასე აღარ შემეძლო.. ის საღამო მშვენივრად გაატარეს.აჩიკოც კი მივიდა და მეგობრულად შეხვდა მირანდას..თიკო და ანაც მხიარულობდა..მწერალს უხაროდა ამდენი ადამიანის ერთად თავშეყვრა და სევდას არც კი იკარებდა..გრძნობდა,რომ ახალი ცხორვების დაწყებისთვის შესაფერისი დრო იყო...“ახალი წელი ახალი დღეებით..“-გაიფიქრა და სასმელი მოსვა... -ცხოვრება გრძელდება..-ჩასჩურჩულა თათიამ დაქალს და გვერდზე გაიწია.. -მიხარია,რომ მოხვედით..-გადახედა მირანდამ მეგობრებს..-ახალი წელი შემოვა მალე...-ლეპტოპისკენ გაექანა..-სად არის ჩემი ლეპტოპი?-გასძახა თათიას,რომელიც გაკვირვებული აცეცებდა თვალებს. -არ ჩაგირთავს და.. -ჩემს მკითხველებს ახალი წელი უნდა მივულოცო და ახალ წიგნზე ვაცნობო..-ქალმა მხიაურულად წამოიძახა.. -შენს უჯრაში ჩავდე საუკუნის წინ..-ხარხარით უპასუხა თათიამ და მეგობრებს გახედა..-ფეიევერკები..-პატარა ბავშვივით შემოსძახა ქალმა..-და სტუდენტებსაც შეატყობინე,რომ ბრუნდები..-მხიარულად გახედა დაქალს.. -მწერლის ღამეები ბრუნდება..-თიკო გევრდით მიუჯდა მირანდას და მის საიტზე შეიჭყიტა... მას შემდეგ შეეცადა ძველებურა ცხოვრებას დაბრუნებოდა..დრო არ იყო ყველაფრის მკურნალი,მაგრამ ის უბრალოდ ტკივილს ავიწყდებდა,უფრო უკანა მხარეს გადაჰქონდა მოგონებები,ამიტომ ქალს ყოველ წამს არ ახსენდებოდა ის თაფლისფერი თვალები,რომლებმაც გააგიჟა და შემდეგ მთლად გიჟად აქცია. -როგორ ხარ? -სამსახურიდან დაბრუნებულს თათია შემოეგება.ის მართლაც შესანიშნავი დაქალია,ძნელ სიტუაციებში მარტო არასდროს ტოვებს. -კარგად,კარგად ვარ..-ისე თქვა,გეგონებოდა რაღაც აღმოჩენა გააკეთაო,მაგრამ ეს იქნებ სწორედ ეს იყო? იქნებ აღმოჩენა იყო და უფრო მეტიც.. -დღეს რა გეგმები გაქვს? -ახალი თავი მაქვს დასაწერი,მკითხველს შევპირდი..-ენთუზიაზმით წარმოთქვა და დაქალს გადაეხვია. -შენი საყვარელი თათარა გაგიკეთე.. -რა სიუპრიზია..-სუნი ეცა მირანდას და სახლის ზღურბლს სიამოვნებით გადააბიჯა. -თხილიც გინდა?-შესთავაზა თათიამ. -კი,მინდა.-თავი დაუქნია და ჩანთა დივანზე დადო.. დიახ,ახალი რომანიც დაიწყო...ცდილობს ისე იცხოვროს,როგორც უწინ.არ ვიცი რამდენად გამოსდის,მაგრამ გამოსდის და ეს ფაქტია..იოვენა ისევ მსგავსად აგრძელებს ცხორვებას,მისი მეგობრების ისევ იტანჯებიან მისი ყურებით,მაგრამ რა ქნან?ცხოვრება ხომ ასეთი უსამართლოა.როცა არ ელი,მაინც და მაინც მაშინ გამოჩნდება რაღაც,რაც ყველაფერს შეგიცლის.. -დღეს შევხვდეთ?-ფიტნესიდან გამოსულს აჩიკო გადაეღობა. „ამ ბიჭმა რით ვერ შეიგნო რომ არ მაინტერესებს..“-გაუელვა თავში ქალს და უხერხულად შეიშმუშნა.. -მხოლოდ მეგობრულად...გაუღიმა ქალმა..-დღეს ვახშამს ავკეთებთ მე და თათია,შეგიძლია შემოიარო.. -შესასნიშნავია,მაგრამ...ისე რაღაც მინდა გითხრა.. -რა?-სახე შეეცვალა ქალს. -თათია მომწონს.. -მერე ეგ გერიდება..დღეს მარტო დაგტოვებთ..-გაუღიმა მირანდამ და მანქანისკენ აიღო გეზი.. -შენ ისევ მანქანით ხარ..-ღიმილითვე უპასუხა აჩიკომ. -უნდა გავიშვა...-გახარებული იყო დაქალის ამბით და ხან რას უყვებოდა და ხან რას... -მართალი ხარ...წარსულს არ უნდა ეჭიდებოდე..ვიცი,რომ ძლიერი ხარ.. -დიახ..-ამაყად შეხედა დაქალს.. -დღეს აჩიკოსთან მივდივარ სასეირნოდ..-ღიმილით თქვა თათიამ და ფეხზე წამოდგა-მაღაზიებში გამომყევი,გთხოვ. -რა პრობლემაა,დღეს კვრიაა..-გარდერობის კარი გამოაღო ქალმა-მაგრამ საღამომდე უნდა დავბრუნდეთ,მკითხველი მელოდება.. -ამდენი ტკივილი...ამდენი ემოცია..-საკუთარ თავთან საუბარს იწყებდა,როცა მარტო იყო..გრძნობდა,რომ წარსულის ტკივილი მუდამ ემახსორვებოდა..-უკან არაფერი რჩება..-ემოციებში ჩაკრგული წამოდგა და კარებისკენ წავიდა.. -მე ვარ.მე..ჩემო გოგონა...როგორ ხარ?-ვერონიკა შემოიჭრა მის ბინაში...ისე ეხუტებოდა,ლამის იყო დაეხრჩო.. -არ გელოდი...-იგრძნო,რომ ძალიან ენატრებოდა ბებია..ახლა აღარ ოცნებობდა მის წასვლაზე.. -გაგიხარდა? -ძალიან..-არ უცდია ემოციების დამალვა.. -დღეს ჩვენი წვეულებაა..მე და შენი..ცხორვება „იზ გოინგ“-წამოიძახა ვერონიკამ და ჩანთა ისროლა..-შემომიგორე ეს ოხერი ჩემოდანი შენმა გაზრდამ,მძღოლს ამოვატანინე..-თვალი ჩაუკრა შვილიშვილს და დივანზე გაიშოტა-რა სურნელია.. -მიხარია ძალიან,რომ გხედავ..ამდენი ბარგი რად გინდა? შენ ხომ..-შემოაგორა ჩემოდანი და ვერონიკას გაკვირვებული სახით შეხედა. -მე აქეთ გადმოვედი.. -ვაიმე..-ვერც კი მიხვდა,რატომ,მაგრამ ამან ისე ააღელვა და გაახარა,რომ სიტყვებითაც კი ვერ წარმოთქვამდა..- -ჩემი მირანდა..მაპატიე,რაც კი ჩემგან გწყენია.. -რას ამბობ..ოთახში შევაგორებ..-ჩემოდანზე ანიშნა ბებიას. -რა გვაქვს?-მაცივრის კარი გააღო ვერონიკამ და მაღალქუსლიანები გაიძრო..-როგორ დამღალეს.. -მეც მოვედი..-გვერდით მიუდგა მირანდა.. -როგორ ხარ? იმდენი ხანია თავს ვიკავებ..-უცნობი ნომრის ხმა ეცნო და მთელ სხეულში ჟრჟოლამ დაუარა. -რომელი ხარ“-გაუბედავად წამოსცდა ქალს. -არჩილი..ის მძიმედაა..ვიფიქრე,რომ მისი ბოლო დღეებში ნახვა მოგინდებოდა..ამბობენ,რომ სულ მალე წავა...-მძიმე ნაღველი იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.ამ სიტყვებზე გული ისევ ჩასწყდა მირანდას,მაგრამ ამჰერად გაწონასწორებული ადამიანივით მიუდგა ყველაფერს..არც უსლუკუნია და არც უტირია. „ის ჩემთვის მკვდარი იყო..“-ისე გაიფიქრა,თითქოს ამ ყველაფერს ელოდა,ელოდა...დიახ,ელოდა.. -მე მოვალ..აქ ვართ,მისამართს გამოგიგზავნი..-ბოლო სიტყვები მძიმედ წარმოთქვა მამაკაცმა. -რა ხდება?-დაასრულა საუბარი თუ არა,თიკო ჩაეძია. -არაფერი.. -სახე შეგეცვალა..შეგამჩბნიე..-ანაც ჩაება საუბარში. -არა,უბრალოდ სტუდენტს პრობლემები აქვს. -მოვედი..-ნაცნობივით გადაეხვია არჩილს,რომელიც ძლივს სუნთქავდა. -მირანდა,ვწუხვარ..ვიცი შენი ამბავი და..ვიცი,რაც გამოიარე. -კარგი,გეყო...ვნახო?-ჰკითხა მამაკაცს. -კი,ნახე.. ქალი აფანცქალებული გულით შევიდა პალატაში.ვინ იცის მერამდენეჯერ განიცდიდა გრძნობის ასეთ სიმძაფრეს..ასეთ ტკივილსა და სევდას.. ეს ყველაფერი იყო შემზარავი,გამაგიჟებელი,ბომბის ჩამოვარდნაზე უარესი..რას გრძნობდა მაშინ მირანდა? ვინ იცის..მას ათასი გრძნობა აწვებოდა,ათასი ემოციის ტალღა არტყადა და ეს მას ღუპავდა.. -იო..ვა...ნე..-ძლივს წარმოთქვა მამაკაცის სახელი და გაშეშებულ სილუეტს დააკვრიდა.უყურებდა მის შავ თმას,თვალებს,რომლებმაც ლექსიც კი დააწერინა,პირველი ლექსი..მანამდე ხომ ამ სფეროში არაფერი ეცადა,მაგრამ ერთ დღეს ესეც სცადა..არა კი არ სცადა,გრძნობამ დაწერა..მას არ დაიწერია,მისმა ემოციამ შექმნა.. აგოცგენბული იდგა და სულთმობრძავ მამაკაცს უყურებდა..ამადმყოფობის არასდროს ეშინოდა.არასდროს სწამდა მედიცინის,მაგრამ იმ მომენტში მასში ყევალფერი შეიცვალა...ამ დროის განმავლობაში მედიცინის იმდენად წამდა,როგორც არაფრის..მაგრამ ასევე ის სძულდა კიდეც..დიახ,სძულდა. იმ მომენტში არავინ იყო მასზე უსუსური..ხედავდა,რომ მისთვის დასაყრდნობი ადამიანი ნივთად იქცა.. რამდენიმე საათი გაატარა პალატაში გაშტერებულმა.არ იცოდა რა ექნა..მას ხომ ძალა ტირილისთვისაც კი არ ჰქონდა.. -შეიძლება?-თათიას ხმა მოემსა და უკან გაიხედა.თავი დაუქნია დაქალს და ისევ იოვანესკენ მიმართა მზერა. თათია მის გვერდით ჩაიმუხლა და ხელები ჩასჭიდა.უყრუებდა თვალებში და გული ეწვოდა.. -გავიდეთ...ცოტა ხანს დაბლა ჩავიდეთ,ყავა დავლიოთ...-თათიამ წამოაყენა დაქალი და კარისკენ უბიძგა. საავადმყოფოს კაფეტერიაში დასხდნენ.მირანდა ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა დაქალს და თან ყავას უღიმღამოდ წრუპავდა. -მე ლექსი დავწერე..გესმის ლექსი დავწერე..უფრო სწორედ,ამ ტკივილმა დაწერა..მე აღარ შემიძლია...-ამოიკვნესა ქალმა. -ყველაფერი კარგად იქნება..ესეც უნდა გადაიტანა.. -ვიცი..ვიცი,რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდან,მაგრამ ეს ტკივილი და მოანტრება ჩემში ისევ ცოცხლობს...მას რომ ვუყურებ სული მეხუთება და..უბრალოდ არ ვიცი რა ჰქვია ამ გრძნობას..გესმის? -წამიკითხე,თუ თან გაქვს..-სცადა მირანდას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. -როგორც გინდა..-გაუღიმა და ჩანთიდან პატარა ქაღალდი ამოიღო.. -მოუთმენლად გელი..-ღრმად ამოისუნთქა თათიამ. -დავიწყო? -მიდი..-გაუღიმა დაქალს და ხელის მტევნები ერთმანეთში გახლართა. შენი შავი თვალები.. შენს სურათებს ვუყურებ,თვალზე ცრემლი მადგება, ამდენი ხნის უნახავს ,გული რომ არ მელევა. ინტერვალმა დროისამ,ვერ ჩააქრო გრძნობები, რამდენი თვე გავიდა,ამერია დღეები. დროის ცვლას არ ვუყურებ,ვითვლი შენი ნახვიდან, ამდენი ხნის სიშორე და ამდენი წამები... ამდენი ვარსკვლავებით მოჭედილი კამარა, მხოლოდ შენი ბრალია,მხოლოდ შენი თვალების... არ გიცნობდი საერთოდ,მაგრამ შენზე ვფიქრობდი, გიყურებდი თვალებში და ოცნებას ვსახავდი. მიხაროდა ერთი რამ,ვიღიმოდი ამისთვის, და ეს იცი რა იყო? შენი შავი თვალები... -მასაც შავი თვალები აქვს.არა?-მეტი ვერაფერი მოიფიქრა თათიამ. -არა,მას ჰქონდა.აღარ არის ის..ის ჩემი იოვანე წავიდა და ახლა..ახლა ფიზიკურადაც მიდის.. -შენს სახელს იძახის..-არჩილმა ხმა ძლივს ამოიღო..ეტყობოდა,რომ მთლად წაშლილიყო,მთლადდამაშვრულიყო..ის საკუთარ თავს არ ჰგავდა,თუმცა მირანდაც არ იყო უკეთეს მდგომარეობაში. -აქ დავრჩები..-თათია,რომელიც გევრდიდან არ შორდებოდა კედელს მიეყრდნო. -მირანდა..-შევიდა თუ არა ქალი პალატაში,იოვაენს ხმა გაიგო.. -იოვ..-საყვარელი მამაკაცის სახელი ბოლომდე ვერ წარმოთქვა. -რამდენი ხანია,რაც.. -რა რაც?-უნდოდა გაეგო რის თქმას აპირებდა იოვანე...უნდოდა მისი უკანასკნელი სიტყვები თბილი ყოფილიყო..უნდოდა მოგონება მაინც დარჩენოდა დაკარგული მამაკაცისგან. -ეს...-ხელში რაღაც ოთხკუთხა ყუთი შეატრიალა. -იოვ..-ქალმა სახეზე ხელები აიფარა. -ცოლობა მინდოდა მეთხოვნა..მაგრამ არც ახლაა გვიანი..გახდები ჩემი ცოლი?-დიდი ენთუზიაზმით ჰკითხა მირანდას და ძლიერად ამოისუნთქა. ქალი გაშტრებული იდგა და ბრილიანტის ბეჭედს თვალს ვერ აშორებდა..უყურებდა საყვარელ შავ თვალებს და ცრემლი ადგებოდა...უნდოდა ეთქვა,კიო,როცა... -აქ რა მინდა?-ისევ დაიწყო თავიდან. ეს მსი ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წამები იყო.სევდისფრრად უმზერდა ამოჩენმებულ წერტილს.არ იცოდა რას ნიშნავდა ყოველივე ეს,არ იცოდა რა დატოვა წარსულში,მან ისიც კი არ იცოდა რას უმზადებდა მომავალი. ვნებადაკარგული თვალებით უცქერდა ერთ დროს საყვარელ სახეს,ესმოდა მისი სუნთქვა და გული ნაკუწებად ექცეოდა. -ღამის მწერალი..-რამდენიმე წუთიანი ინტერვალის შემდეგ იოვანეს ბაგეები გამოძრავდა. „შენ გიყურებდი და ჩემთვის ვდუმდი, ვერც შენ გხედავდი,ვერც შეგიგრძნობდი. მხოლოდ ცრემლების წვიმა მსდიოდა და მომავლისკენ ჩუმად მიხმობდა.“ რომანი ოთხტაეპიანი ლექსით დაასრულა,მძიმედ ამოისუნთქა და ხელები სახესთან მიიტანა.თვალები შეშუპებოდა.იმ ღამე ბევრი იტირა,არც კი სძინებია..გაახსენდა,რომ დღეს იოვანეს დაკრძალვაა. „უკანასკნელად ამ დედამიწაზე...“-ნაღვლიანად შეათვალიერა გარემო.. „მომავლის იმედი,ეს ხომ ყველაზე ძლიერი ძალაა..ის ზემოდან ქვემოთ მოძრაობს...ანუ? ეს რას ნიშნავს? ზეციდან მიწისკენ...ჩვენ ხომ ყველანი ზეცის შვილები ვართ...“-გაიფიქრა და გარდერობის კარი გამოაღო. -რა მოეწონებოდა იოვანეს?-ჰკითხა საკუთარ თავს და შავი ვიწრო კაბა გადმოიღო. -მას ემშვიდობებიან..მოდი,შენც თქვი რამე..-თათიას ხმა მოესმა და ერთიანად აკანკალდა..რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ და საზოგადოებას შეხედა. -ცხოვრება ხშირად მწარეა,მაგრამ მაინც სახალისო..აი,სწორედ ესაა უბედურება...“-სახეზე უელი ცრემლი ჩამოუგორდა... ნეტავ რისი ნიშანი იყო ეს? დასასრული. ___ მადლობთ. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.