მწერლის ღამეები(თავი6)
სახლში რომ მივიდა შეშლილს ჰგავდა,მაგრამ დასვენებასმაინც არ აპირებდა.აწეწილი თმისთვისაც კი არ მიუქცევია ყურადრება,ისე შეხტა მანქანაში და თათიას სახლისკენ აიღო გეზი. -ვინ არის? ასე გვიან?-კარებისკენ გაემართა თათია -მე ვარ,გამიღე..-მოუთმელნლად უპასუხა მირანდამ და ზალაგამოცლილი დაეშვა დაქალის დივანზე. -ვწუხვარ,მაგრამ ჩემ ადგილას წარმოიდგინე თავი..მას მერე..მე უბრალოდ თავს შეურაცყოფილადაც კი ვგრძნობდი..ხომ იცი რას ამბობს ხოლმე ხალხი? -მე ვისზე რა უნდა ვთქვა.განა ჩემმა საქმრომ იგივე არ მიყო? მერე რა დამემართა ამაზე არ მალაპარაკო,სულელო..-ხმას აუწია მირანდამ. თათია ჩუმად იჯდა და მეგობარს თვალსაც კი ვერ უსწორებდა. -მათ მაპატიეს..-უხერხულად დაიწყო და საათს დახედა..-12 ხდება...-შეხედა აღელვებულ მირანდას. -მან მითხრა,რომ შეცდა..თურმე არ უყვარდი და კიდევ ის,რომ 7 წლის წინ მიატოვეს,საცოლემ მიატოვა და მას მერე არავინ ყვარებია..ის ჩემი ერთ-ერთი მკითხველი იყო და შეხვედრა მთხოვა..მოკლედ,აღარ განვაგრძობ..დასვენება მჭირდება.. სახლში მისულს კარებთან რაღაც კონვერტი დახვდა.გაკვირვებული სახით აიღო და სახლში შევიდა.გაახსენდა,რომ დილის მერე პირველად გრძნობდა საკუთარი საცხოვრებლის სურნელს. -რა დევს შიგ?-კონვერტი მაშინვე გახია და კალამს წააწყდა..-ეს მე არ მქონდა?-მიწერილი წაიკითხა და ხარხარი აუვარდა. „მაშინ დაგრჩა..“-ბექას გზავნილი იყო.ამას თვითონაც მიხვდა და ხელწერამაც აგრძნობინა..-ჰაჰჰაა..გამაგიჟებს ეს ხალხი..-ამ ოცდაერთი წლის ლაწირაკს მაინც რა უნდა.. ერთი კვირა თათიასთან კინკლაობაში გაატარა.მერე,როგორც იქნა,დატკბა და ისევ ხალისით ატარებდა მასთან დროს..ანას პატარასთანაც ხალისობდა და იოვანეს ოინებს ისევ იტანდა.დღე არ გადიოდა,რომ არ მონატრებოდა..თითქმის ყოველ დღე ხვდებოდა.სიმართლე,რომ თქვას მხოლოდ ერთი -ორი დღე თუ გამოუტოვებიათ. ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს ანდამატური ძალა,მაგრამ არც აინტერესებდა..გრძნობდა,რომ ისედაც არეულ რეალობაში ცხოვრობდა და იოვნე არაფერს უშავებდა.. -წარმომიდგენია არა..არა,ვერ წარმომიდგენია,რა სილამაზე იმალება ამ ქვედაკაბისა და ზედას ქვეშ...-მაცდურად ჩაიილაპრაკა იოვანემ და ხელი მხარზე დაადო..-მაგიჟებ,მირანდა..-ცვეული ჰარმონიით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. -ჩემთანაც ზაფხულის რომანი გინდა?-ირონიით ჰკითხა ქალმა და თითები მის მხრებზე აათამასა.. -ანდამატი ხარ..ჩემი..მინდა დაგხატო,ოღონდ გახდილი.. -წადი შენი...-ირონიით უპასუხა მირანდამ. -სხვისთვის არ მითხოვია..მე მინდა შენ დაგხატო..-ზედა მხარზე ოდნავ ცამოუწია და ტუჩები მიადო. -იოვანე,ცოტა ხანს გადადე გვერდზე ეგ მუზები..არ შეგიძლია?-მორცხვი გოგოსავით შეხედა მამაკაცს და ფეხზე წამოდგა..-ანტიკვარული სახლი გაქვს..-იოვანემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.ისიც იმავე გაურვევლობას გრძნობდა,რასაც მირანდა. -მოდი,სადმე გავისეირნოთ..-ქალს ხელზე ხელი მოკიდა და ალმოდებული სახით შეხედა...-საოცარი ხარ! მაგრამ მუზებს როგორ თოკავ?-ინტერესით ჰკითხა და კარები გააღო. -დასვენებაა კარგია,არა? -ისე მოგზარობას ვაპირებ ერთ კვირაში და იქნებ.. -მეც ვაპირებ..-აღარ დაასრულებინა ქალმა. -წავიდეთ,ერთად.. -მხოლოდ მაშინ თუ თათიაც წამოვა და სად მიდიხარ? -ევროპაში..თათია რად გინდა? ნუთუ,ასეთი გაუბედავი ხარ? იოვანე მის ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდა,რამაც მთლად დააბნია და ააბნია ქალი.გადაწყვიტა,რომ მასთან არ წასულიყო,არ უნდოდა კვლავ ასეთ აბლაბუდაში დარჩენა.რას გრძნობდა თვითონაც არ იცოდა,მხოლოდ ერთი რამ უელავდა თავში,ეს ის კომფორტი იყო,რასაც მის გვერდით გრძნობდა.ეშინოდა,რომ გულს ატკენდნენ.იოვანეს რაც უფრო ახლოს იცნობდა,უფრო უჩნდებოდა ეჭვი,რომ რაღაც სწორად არ იყო.ეშინოდა,რომ ცარიელ ცაზე მეხი გაიელვებდა.არ უნდოდა იმედი გაცრუვდებოდა. -მე ვერ წამოვალ..-კოცნით დაემშვიდობა მამაკაცს და უკან წაიწია. -მირანდა,მე შენს გარეშე არ მინდა...შენ..-ქალმა გააწყვეტინა. -ვიცი,რომ კომფორტულად ვართ ერთად,მე იმავეს ვგრძნობ..-ქალმა თვალები ზემოთ ასწია. -მერე? -უბრალოდ დაფიქრება მჭირდება..ისედაც დიდ აბლაბუდათა ქსელში ვარ მოქცეული..მე უბრალოდ..არ მიწყინო..-გაუბედავად აათვალიერა მამაკაცის ოდნავ მოშვებული წვერი,მასსაც ხომ დასტყობოდა სიბრაზე. -სამი თვით მივდივარ...მე ამდენი ხნის მანძილზე..-აღარ დაასრულა და ქალი თავისკენ მიიზიდა. -არ გესმის ჩემი..-ძლივს წარმოთქვა მამაკაცის მკლავებქვეშ მოქცეულმა და გახშირებულ სუნთქვას ისევ წააწყდა..-იოვანე..-მამაკაცი ძლიერად აცხრებოდა მის ბაგეებს..ხელი ზედის ქვეშ შეუცურა..ქალის მთელი სხეული ხორკლმა მოიცვა..გრძნობდა ცხელ ტუჩებს კისერზე,მის ქვემოთაც..ვერ აკონტროლებდა მის შეხებას და ძალაუნებურად კისერზე ხელებს ძლიერად უჭირდა,თითქოს უბიძგებდა იმისკენ,რაზეც მამაკაცი იმ წამს ფიქრობდა.ცოტა ხანში იუბკის ზემოთ აწევა იგრძნო.ინსტიქტი ეძახდა,მიდი,ფეხებიო..მაგრამ ქალი გონს მოდიოდა.. -არა!-უკან წაიწია და იუბკის შესწორება დაიწყო. -თუ მზად არ ხარ...-იოვანემ თვალი გასუწორა და გაუღიმა,ადრეც ეუბნებოდა ტრადიციებისგან შორს ვარო.ასეთი ოჯახი არც მყოლიაო,ამბობდა. -ჰო..-თავი გააქნია და ჩანთას დასწვდა..-უნდა წავიდე..-ვითომც არაფერიო შეხედა მამაკაცს,რომლისთვისაც არასდროს გაემხილა მისი ბნელი წარსული.ის ასე ეძახდა იმ დროს,როცა მამაკაცის ოთახიდან ოთახში გადადიოდა,ლოგინიდან ლოგინში და ერთი კაცის მკლავებიდან მეორისაში. -არ გამაცილო..არ მოხვიდე..გამიჭირდება,უფრო გამიჭირდება..მომენატრები და ამ მონატრებას უფრო ნუ გააღვივებ..-ყურში ჩასჩურჩულა და ბაგეები ბიბილოსთან შეახო,შემდეგ კმოწყვეტით აკოცა და ისევ უკან წაიწია.ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს თვალებით რაღაცას იმახსოვრებდა. -რას შვრები?-თავი გააქნია ქალმა და სახეზე ხელები აიფარა..-ჩემ დახატვას აპირებ.. -ჰმმ..როცა მონატრებას ვეღარ გავუძლებ...როცა ნერწვი დუღილს დამიწყებს და,როცა სუნთქვაც გამიჭრდება..როცა მხოლოდ ამ მონატრების მონა გავხდები.. მირანდა პირდაპირ კარებისკენ წავიდა..გულში უცნაურ რამეებს გრძნობდა და ეს საშინლად აფორიქებდა,მაგრამ უკან მიბრუნება აღარ შეიძლებოდა.ერთ მომენტში ინანა კიდეც,კი რატომ არ ვუთხარიო,მაგრამ ეს უკვე გვიანი იყო..გინდ არ ყოფილიყო,უნდოდა რო.. -ის წავიდა? ისე რა ბიჭი იყო..-თათია კარგ ხასიათზე ჩანდა. -ჰო,წავიდა..არ მინდა მასზე საუბარი-მას დაქალისთვის მისა და იოვანეს ურთიერთობის შესახებ არაფერი დაუმალავს. -ჩემი გოგო ხარ..სადმე არ წავიდეთ? ჩემთან სამეგრელოში ცოტა ხანს გამომყევია..-წარბი ასწია თათიამ. -ფიფია კარგი რა..შენი ზუგდიდიც არ იყოს სოფელი..-ჩაერიმა მირანდას. -კარგი,რა..წამოდი..ცოტა ნოსტალგიაც,ბებიაჩემიც და არხეინად ვიქნებით..ხომ იცი როგორ უჭირს ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ?-შეეცადა დაქალისთვის გული მოელღვო. -უცოდველი კრავივით ნუ გამოგყავს თავი..-ირონიანარევი ხმით უპასუხა მირანდამ-კარგი,მაგრამ ჯერ არა..-შეეცოდა დაქალი და თანაც მართლაც მონატრებოდა დაქალის მამულეთი.მამულეთით მოიხსენიებდა და ასე აჯავრებდა თათიას,თუმცა მას ეს უკანასკნელი სულაც არ სწყინდა. არც ისე სწრაფად მიდიოდა,როცა კიბეზე წაიბორძიკა და ხელებით რომ არ დაყრდნობოდა,სადმე გაიშოტებოდა ან იქნებ გადაჩეხილიყო კიდეც.ესღა აკლდა უფრო გაუფუჭდა ხასიათი,სახლის კარი ძლივს გააღო და მაშინვე სასხაპეში შევიდა.გრძნობდა,რომ ამდენ უფერულობასა და დაქსაქსულობას ვეღარ გაუძლებდა. სააბაზანოდან გამოსული დივანზე მიწვა და ლეპტოპში ცაიჭყიტა.სასიამოვნო შეფასებებით გული გაუთბა,გაუხარდა,რომ მისი ნაწერი ასე ძალიან მოეწონათ.რასაკვირველია,ეს არ იყო გასაკვირი.ის ხომ მუდამ მიზანდასახული და მიმწოლი გოგონა იყო. ბოლო კომენტარმა გული მთლად აუფართხალა.ის ხომ იოვანეს ეკუთვნოდა.“გამაგიჟებს ეს ბიჭი“-გაიფიქრა და ნოსტალგირებულმა ჭერს შეხედა.ახლა უფრო მეტი რამ ამოუტივტივდა გონებაში.გაახსენდა მშობლები და კიდევ ათასი რამ. ბოლოს სული ისე ეხუთებოდა,რომ ლამის იყო გაგიჟებულიყო,თავს ვეღარ ცნპობდა.აბსტრაქციაში მყოფი ისევ იოვანეს ბაგეთა შეხებას გრძნობდა.უკვირდა ასეთი რეაქცია,მაგრამ რა ექნა?! არ იცოდა როგორ უნდა გაეძლოსექტემბრამდე. „იქნებ სულ დავავიწყდე..“-ფიქრობდა მოწყენაში ჩაძირული ქალი და მამაკაცის დარცენილ ფურცელს გულში იკრავდა.ამ უკანასკნელზე ერთად ამოხატეს რამდენიმე სიმბოლო.“არა,ეს სიმბოლოები მომკლავს“-ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. ოდნავ წვიმდა,მაგრამ ეს არც თავსხმა იყო და არც ჭექაქუხილის მეგობარ წვიმა,ამიტომ გადაწვიტა გარეთ გასულიყო.მოკლე სარაფანი გადაიცვა.ფეხით გაუჰყვა გზას,უმისამართოდ მიიწევდა წინ,როცა ნაცნობი სილუეტი შენიშნა.ჯერ გაიკვირვა,მაგრამ შემდეგ იცნო ქალი და გაშეშდა. „ამდენი ხანი...რამდენი? ბოლოს როდის ვნახე?“-ჩაფიქრდა ქალი..-„ახლა 25-ის ვარ,მაშინ 17-ის ვიყავი,როცა სკოლა დავასრულე..ანუ მთელი რვა წელია არ მინახავს.ძალიანაც არ შეცვლილა...“-გაემართა ქალისკენ და სახე გაუნათდა.გრძნობდა,რომ ეს ნოსტალგიის მორიგი შემოტევა იყო. -ლიანა მასწავლებელო..-დაუფიქრებლად წამოიძახა და ქალს წინ აეტუზა. -ეს შენ ხარ? ღმერთო,არ მჯერა..-ქალი მისკენ წაიწია და გულში ჩაიკრა..-როგორ გიხსენებდი ხოლმე..მაინტერესებდა შენი ამბავი..ახლა კი... -მეც,მეც..არ მეგონა ახლა და ქა თუ გნახავდით,მაგრამ,როგორც ჩანს,ნოსტალგიების ძლიერი ტალღები არა და არ მტოვებენ.. -რას შვრები? როგორ ხარ?-ქალი კითხვებს აყრიდა და გამალებით უკოცნიდა სახეს-გოგონამ თავის ამბები მოუყვა.როგორ ცხოვრობდა,რა უბედურება შეემთხვა,რა იყო ახალი და სხვა. -ანუ არავის ხვდები?-საქმოზეც არ დაუმალა ლიანას. -არა..-თავი გააქნია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი..-რა თბილი ხართ..თქვენ შემაყვარეთ ლიტერატურა და მისი მოტრფიალე გამხადეთ..ამის გამო ვერასდროს გადაგიხდით მადლობა...-ცრემლები წამოცვივდა მირანდას.სხვა დროს არ იყო ასეთი გულჩვილი,მაგრამ საყვარელი მასწავლებლის დანახვამ გააგიჟა.. -არ ვიცი რა გითხრა..ისე გამიხარდა შენი ნახვა..-კიდევ ერთხელ მოეხვია ლიანა.. გზა განაგრძო..უკვე გვიანი იყო.ლიანაც თავის გზაზე წასულიყო და მირანდა მარტო მიხეტიალობდა წვიმაში..არავის ხმა ესმოდა,მხოლოდ სიჩუმე და რაღა წრიალი თუ მიაღწევდა მის ყურამდე.მიდიოდა გაღიმებული და იხსენებდა ლიანას გაკვეთილებს.უნდოდა ისევ ძველ დროში ყოფილიყო,როცა მსობლებიც ჰყავდა...და,რაც მთავარია,როცა არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.. -მაშინ ბედნიერი ვიყავი..-თავისთვის თქვა,მაგრამ რას იფიქრებდა,რომ ვიღაც უსმენდა?!ექო მოესმა გვერდიდან და აფარტხალდა..-ვინ არის?-უკან შეირხა ქალი,მაგრამ ვინ დააცადა?! მამაკაცის ძლიერი მკლავების მოჭერა იგრძნო და სახე შეეცვალა-ვინ უტიფარია მანდ?-ცდილობდა სიმშვიდე შეენარცუნებინა,მაგრამ შეეძლო განა?! -მომენატრე..-იგრძნო ნაცნობი ხმა და ემოციებში შეტოპა.. -ამის დედაც,..-სიმშვიდე დაკარგა და სახეში შეხედა ნაცნობს..სიბნელეში კარგად ვერ დაინახა,მაგრამ ნაცნობმა შტრიხებმა მაშინვე აღიუდგინა ბექას ცისფერი თვალები.. -მირანდა,როგორ მინდა გაკოცო..იცი,როგორ მიზიდავ? ისე არა,როგორც ..ეს არაა..ეს სულ სხვა რამაა...-დაბნევით საუბრობდა ბიჭი,რომელსაც ენა კბილებს შორის ყვებოდა..ისიც ვერ იყო რიგზე,ვერ იყო რიგზე ისევე,როგორც მირანდა.. -გამიშვი..შენ რა დამსდევ...-ირონია შეეპარა ქალს ხმაში.ოდნავ შეტორტმანდა და მამაკაცს დაუსხლტა.. -რატომ მკრავ ხელს? იქნებ მეც მჭირდება მეორე შანსი? განა ეს არ მეკუთვნის? სხვანაირად ხომ ეს უბრალოდ ამაოება იქნებოდა?-ეტყობოდა,რომ მთვრალი იყო,სიტყვებს ვერ აწყობდა და ემოციურად გაუწონასწორებას ამჟღავნებდა,რაც მირანდას არ გამოპარვია. -მთვრალი ხარ,ბექა!-მკაცრად წარმოთქვა და უკან მეორე ნაბიჯიც გადადგა. -შენით ვარ მთვრალი,დამთვრალი და რაც გინდა ის დაუძახე..-აფორიაქებული და ვნებებში წასული მამაკაცი თავს სულ არ ჰგავდა.აღარც თავშეკავება ახლდა თან და არც არაფერი,მსგავსი არაფერი.უყურებდა ქალის ანთებულ თვალებს და გიჟდებოდა,ერთი ნაბიჯით მისკენ წაიწია,შეეხო სახეზე,ხელებით მოხატა მისი ცხვირი,თვალები..თითქოს საკოცნელად მოამზადაო,შემდეგ წელზე შემოხვია დიდი მტევნები და ახლოს იზიდავდა,ქალი უკან წაიწია და თვალები დაუბრიალა.რას აკეთებო,თუმცა ბექას აღარაფერი ესმოდა. მანქანა გვერდით ეყენა...აი,რატომ გაიხედა.შემდეგ ქალის ბაგეებისკენ წაიწია,მაგრამ მირანდამ ძლიერად თხლიშა სახეში.შეიგრძნო რა ეს,მაშინვე გაცოფდა..მისი ნაზი მოძრაობები გადაიზარდა ამაზრზენ ქმედებებში..გაგიჟებული ეძგერა ქალს და ხელი დასტაცა. -შენი დედაც ბექა..-უკიოდა ქალი,მაგრამ მის სტუდენტს ეს აღარ ესმოდა..-დამსვი,თორემ ჩემს საგანს დაგიტოვებ..-ირონია შეურია,იქნებ გამიშვასო,მაგრამ ბიჭი მას არ აქცევდა ყურადღებას.. ___ მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.