შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (7)


11-10-2015, 23:42
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 671

მომღიმარი სახით გამოგვაცილა ვატომ. შუა ღამემმდეც კი უნათებდა ნათიას თვალები.

დანიშნულ დროს მივედით, კლუბი ნელ ნელა უკვე ივსებოდა ხალხით, პირდაპირ ვატოსკენ გავემართეთ. კოქტეილს ამზადებდა, ჩვენ რომ დაგვინახა ერთ ერთი მიმტანი გამოუშვა ჩვენსკენ.
-შენ ახალი მიმტანი ხარ ხო? თბილად გამიღიმა.
პასუხის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე
-შენ მე წამომყევი. შენ კი ვატოსთან მიდი წინსაფარს ის მოგცემს. ხელი ჩამკიდა და მოსასვნებელ ოთახში გამიყვანა, ორი გოგო სავარძელში იჯდა, ერთი ყავას სვავდა მაგიდასთან.
-გოგოებო ეს ჩვენი ახალი მიმტანია.
-მე ლარა ვარ. ხელი თბილად გამომიწოდა ჩემს გვერძე მდგომაა.- ეს ნინია,მარი და ეკა.
-მე ნათია, სასიამოვნოა. ისევ ავიკარი ღიმილი სახეზე. გამიხარდა ნამდვილად გამიმართლა რომ კარგი კოლექტივი შემხვდა
-ნეტა რას აკეთებს იქ ნათია, ფიქრებში გავიპარე ისე.
-აი ეს აიღე.
საკიდზე ჩამოკიდებული საროჩკა და ქვედაბოლო გამომიწოდა
მოვირგე, რათქმაუნდა ქვედაბოლო არც ისე გრძელი იყო, თუმცა საჭიროს ფარავა.
საროჩკის ბოლოები მუცელთან გადავიკარი და ქვედაბოლო რაც შეიძლება დაბლა დავწიე რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო, თმები დავიკოსე და მეც სხვა მიმტანებს გავყევი. გამოსასლელში ეკამ ჩემი სახელი მიმამაგრა ზედაზე და მიმითითა რა როგორ უნდა გამეკეთებინა

ნათია უკვე ბართან ტრიალებდა თან ვატოს თვალს არ აცილებდა, არც ვატო აკლებდა თავის მხრივ ვნებიან მზერებს. ერთი დიდი ვნების ცეცხლი იყო გაჩაღებული მათ შორის.
12 ის მერე ჩაირთო უზომოდ ხმამაღალი მუსიკები, ხალხმაც მოიმატა, "ნემსის ჩასაგდები ადგილი" აღარ იყო როგორ იტყვია. ერთი მაგიდიდან მეორესთან მივრბოდი, მერე ბართან და მერე ისევ ასე.
პირველი დღე საშინლად დატვირთული მქონდა. ამ დღეს შედარებით ადრე გაგვანთავისუფლეს. 3 ხდებოდა ტაქსი გამოვიძახეთ და სახლში დავბრუნდით.
წყალი გადავივლეთ ლოგინში შევწექით თუ არა ორივეს მაშინვე მიგვეძინა.

***
-რატომ ტირი?
-არ მინდა რომ წახვიდე.. ამოვიბლუყუნე და მის მკერდს მივეკარი.
-ხომ იცი რომ უნდა წავიდე.
-აღარ მოხვალ?
-არა. დროა გააგრძელო ცხოვრება.მინდა რომ ბედნიერი იყო. შენ თუ ბედნიერი იქნები მეც დავმშვიდდები..
მერე გულის ცემის გაბმული ხმა.. და გაქრა
-თითქმის მოგეჩვიე, იმ იმედით ვიძინებდი რომ კიდევ ერთხელ გნახავდი სიზმარში, არ მინდა არ დამტოვო, იცოცხლე ჩემს სიზმრებში.
-მე შენს მეხსიერებაში და გულში ვიცოცხლებ.
შორიდან წყვეტილად მომესმა ხმა.

ცოტახანში კარზე გაბმულმა ზარის ხმამ გამაღვიძა.
"ალბათ ისევ ვიტირე ღამით" თვალებზე სიმძიმე ვიგრძენი და ხელის ორი მუჭითმოვიფშვნიტე, ზლაზვნით წამოვდექი ფეხები თბილ ჩუსტებში გავყავი, თხელი ხალათი მოვიცვი.
ნათიას გაგუდულს ეძინა ჯერ კიდევ.
-ნათია თხინვალელი აქ ცხოვრობს? მკითხა კურიერმა და უკნიდან წითელი ვარდების თაიგული გამოძვრინა..
-დიახ, სასიამვნო ღიმილმა გადამირბინა სახეზე. მე ავიღებ ამ ყვავილებს
-კარგით, ხელი მოაწერეთ.
ხელი მოვაწერე და სახლში აკისკისებული მაღალ განწყობაზე შემოვედი. ყვავილები ოთახში შევიტანე და ნათიას ცხვირზე მივუხახუნე
-მმ.. ამოიხვნეშა და თავი ბალიშში ჩარგო.
-ადექი ნათიი,
-დამაძინე ელი გთხოოვ. მუდარის ხმით ამოიკნავლა , თუმცა 2 წუთში საწოლზე გაიზმორა და წამოდგა
-ეს შენ. გაღიმებულმა გავუწოდე თაიგული, ჯერ თვალები კაგად მოფშვნიტა ხომ არ მეჩვენებაო.
-დროზე ნახე წერილიც აქვს გახსენი მაინტერესებს ვინაა. თლილი თითებით მოძებნა წერილი და გახსნა
"ბედნიერებაა ასეთი დამხმარეს ყოლა" ამოიკითხა და გულთან მიიდო.
-ვაიმე რა გაუკეთე ამ ბიჭს ამ ორ დღეში ნათია . გადავიკისკისეთ და ისევ ლოგინში ჩავბრუნდით.
იმდენი ვილაპარაკეთ ბოლოს ისევ მიგვეძინა ტკბილად.


საღამოს მოვწესროგდით და კლუბში წავედით, ნინი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა მე ჩემს საქმეს შევუდექი, მომდევნო დღეები ბევრად უფრო ადვილი იყო, ალბათ თავიდან მიჩვევის პროცესი გამიძნელდა თორემ დიდი არაფერი , კლიენტებიც კარგები მხვდებოდნენ ძირითადად.
მეც და ნათიამაც ერთად დავამთავრეთ უნივერსიტეტი, ორივემ ტურიზმის განხრით ვისწავლეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ აგროვებული ფულით, ტურისტული სააგენტო გაგვეხსნა.

რამოდენიმე თვემ ასე ჩაიარა, ხო აი ასე.. უაზროდ, თითქოს ერთი შეხედვით თავს ვირთობდი, მაგრამ მთელი დარდი გულზე მეწვა, აღარც გუგა მესიზმრებოდა ხოლმე ,ხო. ვცდილობდი დაეწყო ახალი ცხოვრება მაგრამ ძველი იარები ჯერ არ შემხორცებოდნენ და ისევ მეწვოდა თითოეული წამი, თითოეული ცრემლი.. ისევ მტკიოდა გული!

ამ საღამოს უჩვეულოდ ხმაურიანი და სავსე იყო ბარი, კარგა ხანია ამდენი ხალხი არ ყოფილა, დღეს დაკვეთით რუსი DJ ჩამოდიოდა, სწორედ ამიტომაც გადატენილი იყო კლუბი .
"ეხ არ გამიმართლა ამ საღამოს, რამდენი მთვრალი ვინმეა" ამოვიხვნეშე და ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე
-აუუ როგორ დამღალეს რა ხან ეს უნდათ ხან ის და საბოლოოდ ვერ გარკვეულან რა. მიწურული სახით თქვა ეკამ და თავით ხელებს დაეყრდნო
-აუუ ელენე მესამე მაგიდას მოემსახურე რაა, მე მეოთხესთან მეძახან. ბარის ბოლოდან გადმომძახა , მეც სწრაფი ნაბიჯით წავედი მესამე მაგიდისკენ, კალამი და ბლოკნოტი ხელში მოვიმარჯვე და გადავხედე იქ მჯომებს რომ შეკვეთა მიმეღო თუმცა როდესაც ნაცნობ თვალებს გადავწყდი ადგილზე გავიყინე, არც კი ვიცი რა დამემართა მაგრამ მასაც დასტყობოდა გაკვირვება თვალებში, ალბათ არ ელოდა ჩემს აქ ნახვას, თან ოფიციანტის როლში ..
მაგიდასთან ოთხი მამაკაცი და მათი თანმხლები ქალები იჯდნენ, ერთ -ერთში ჩემი ბრალმდებელი და გამომძიებელი ალექსანდრე ხუფენია ამოვიცანი.
-რას ინებებთ? სათქმელს ძლივს მოვაბი თავი და თვალები ძირს დავხარე რომ არ ავბლუყუნებულიყავი..
შეკვეთა ჩავიწერე თუარა სწრაფი ნაბიჯით გამოვედი ბარისკენ. ნათიაც სულმილეული იჯდა და საქმეზე ვატო მიეშვა.
-რაგჭირს ელ? დაბნეულობა და დაძაბულობა არ გამორჩენია, ეხ ასეთი უნდა ნამდვილი მეგობარი, უსიტყვოდ რომ მიგიხვდება ყველაფერს.
-იქ. ის.. ისევ ამერია ენა დაბნეულობისგან -კარგი მერე გეტყვი. შეკვეთა გადავეცი ნათიას და სწრაფად გავიქეცი საპირფარეშოსკენ
ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი რომ მოწოლილ მოგონებებს დგომის ძალაც არ წაერთმიათ ემთვის, კინოკადრებივით ჩამიარა ყველა ის დღე რომელიც ციხეში გავატარე, ის დღეები როდესაც ალექსანდრე ცდილობდა ეზრუნა ჩემზე, ის დღეები როდესაც ზიზღის თვალებით მიყურებდა და თავს საშუალება მივეცი რომ ემოციებისგან დავცლილიყავი.. ცრემლებისგან რომ დავიცალე სახეზე წყალი შევისხი , გავიმშრალე ხელები და საპირფარეშოდან გამოვედი.
-აახ. ვიღაცას რომ არ დავეჭირე ზღართანს გავადენდი ალბათ. ხელი თავიდან ჩამოვიღე და გაოცებისგან ნერწყვი ღრმად გადავყლაპე როდესაც ისევ მის თვალებს შევეჩეხე.



უუზომოდ ბედნიერი ვარ თუ კითხულობთ და მოგწონთ, თუ არადა მაინც ბედნიერი ვარ, ნეტა იცოდეთ როგორ მაინტერესებს თქვენი აზრები , კარგგია თუ ცუდია? ყველანი ძალიან მიყვარხართ <3



№1  offline წევრი milangirl

ნამდვილად კარგია და დიდი სიამუვნებით ვკითხულობ. იმედია მალე დადებ შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent