სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი ( თავი 1)
დილით ძველი ხის ფანჯარიდან შემოჭრილ სხივებმა შვიდზე გამაღვიძა, მზის სხივები პირდაპირ თვალებში მესობოდა. თვალები ძლივს – ძლივობით გავახილე და გვერდითა საწოლზე მშვიდად მომძინარ დედას გავხედე. მაშინვე ავდექი და ჩემი ტყის ტანსაცმელი ჩავიცვი. მართალია ზაფხული იყო მაგრამ სვანეთ ხომ სვანეთია. ცოტათი მაინც ციოდა. ხელპირი დავიბანე, თმა ისევ ნაწნავად ჩავიწენი როგორც ყოველთვის და გარეთ გავედი. ოჰ როგორ მიყვარს ჩემი სვანეთი! – გავიფიქრე და სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე. თეთნულდის მწვერვალიდან მზე ლამაზად ამოჭრილიყო და თვალს მჭრიდა. მწვანე ცამდე აწვდენილი მთები კი ამაყად დუმდნენ. მე მოხუცი კაკლის ხის ფუღუროდან მშვილდ ისარი გამოვიღე, ღობეზე გადავძვერი და ჩემი სახლის უკან მყოფ ჩაბნელებულ და იდუმალი ტყისკენ გავემართე. * * * გამარჯობა! მედ ლილე მჭედლიანი ვარ 17 წლის. სკოლა წელს დავამთავრე მაგრამ სასწავლებლად წასვლას უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ. არადა სულ მინდოდა რომ მხატვარი გამოვსულვიყავი. სულ ვხატავ ჩემს ტყეს ხოლმა მაგრამ ნახატში ვერ გადავიტან იმას რაც ამ ტყეს გააჩნია. ვცხოვრომ მესტიის ერთერთ უბანში. მყავს დედა – ლიდა დევდარიანი 39 წლის და ძმა – გიორგი მჭედლიანი 22 წლის, ვერც მან მოახერხა სასწავლებლად წასვლა. მამა... ეს ის თემა რომელზე საუბარიც არასდროს მინდოდა. მამაჩემმა მაშინ მიგვატოვა როცა მე თვეების ვიყავი გიო კი 4 წლის. არ ვიცი რატომ ან რისთვის. რისთვის დაგვტოვა ასე მაგრამ არც მინდა რომ ოდესმე გავიგო. დედას ვაფასებ ასე რომ გაგვზარდა და არ გვაგრძნობინა უმამობა და უფულობა. იმისდამიუხედავად რომ მამამ ასსე დაგვტოვა და მე მისი სახელის და გვარი დათო მჭედლიანის მეტი არაფერი ვიცი მაინცყოველდღიურად მემატება მის მიმართ მონატრების სიყვარულისა და ბრაზის გრძნობა. მაქვს ბუნებრივად ქერა, წელამდე სწორი თმა და ლურჯი თვალები. სიმაღლეში – 1.76 შიშის დროს კი პანიკები მეწყება. თუ რამის შემეშინდება ხოლმე გამუდმებით მესმის ქალის გამაყრუებელი კივილის ხმა რომელიც შიშთან ერთად იმატებს! ამაზე საშინელება მერწმუნეთ არაფერია. ბევრჯერ წამიყვანეს ფსიქიატრთან მაგრამ ვერაფერი მიშველეს. მყავს ძალიან მაგარი საუკეთესო მეგობარი – ნინო დევდარიანი, 18 წლის, ის ასევე ჩემი მეზობელიცაა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ რადგან არ მას ჰყავს მამა, მამამისი ავარიაში გარდაიცვალა. სამაგიეროდ ჰყავს ძალლიან მაგარი დედა – გვანცა დეიდა. იგი მუშაობს და ოჯახსაც არჩენს. ჩვენც ხშირად დაგვხმარებია. ასევე ნინოს ჰყავს უსაყვარლესი – მართა ბებო და ასევე უსაყვარლესი ოთხი წლის ძმა – დაჩი. და ყველაზე მთავარი, ყყავს შეყვარებული – ლუკა ბურდული. ჩემიი ოჯახი ღარიბია მაგრამ ამის არ მრცხვენია. პირიქით მიხარია რადგან ნამდვილი ცხოვრების გემო გავიგე, არ ვიხედები ვარდისფერი სათვალეებში როგორც "მდიდარი მამიკოების" შვილები. მაგრამ სხვებს ჰგონიათ რომ თუ ღარიბს დაამცირებენ ამით არაფერი მოხდება იმის მეტი რომ ისინი გაერთობიან და იხალისებენ. ჰგონიათ თუ ღარიბს დაამცირებენ ეს სასაცილოა. მე ეგ ჩემი გამოცდილებიდა ვიცი. მაგრამ იციით რა? მე ვამაყობ... ვამაყობ იმ ითი რომ მე სვანი ვარ... ჩემს სვანეთზე მეტად მე არაფერი მიყვარს. სვანეთის ხსენება უაზროდ ისევე არ შეიძლება როგორც უფლის. სვანეთის მიწაც კი წმინდათა – წმინდაა! უშბა, შხარა, თეთნულდი, ეს ის მთებია სადაც ეშმაკს ვერ შემოუღწევია. აქ არ იციან რა არის ბოროტება, შური ან ამპარტავნობა. სვანი ამ სიტყვაზეც კი ტანში მაჟრჟლებ, ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერია სვანი რომ მქვია. სვანები მხოლოდ საჭირო დროს საჭირო წინადადებას იძახიან და იშვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ნათქვამში იმდენად დიდი აზრი დევს... იმდენად დიდი სიბრძნე, რაღაც განსაკუთრებული რომ ამას მხოლოდ ისევ სვანი თუ მიხვდება. სვანური ენა... ეს ის ენაა რომელზეც მხოლოდ სვანები საუბრობენ, "ღეერბათს" უფალს მხოლოდ სვანები უწოდებენ ისეთი გრძნობით და პატივისცემით როგორც არავინ. სვანური ქუდი ეს ის ქუდია რომელსაც მხოლოდ სვანი კაცი დაიხურავს, ამითი ის თავის სვანობას ამჟღავნებს. შეიძლება ადამიან იგვარით და წარმომავლობით სვანი არ იყოს მაგრამ იმდენად უყვარდეს სვანეთი და სვანები რომ სულიერად იგი ნამდვილი სვანი იყოს. სვანური კოშკი... ამის აღწერა კი ნამდვილად გამიჭირდება. ეს ის უძველესზე უძველესი ნაგებობაა, რომელიც სვანებმა თავისი ოფლით ერთიანი ძალებით ააგეს. ვინ იცის ამ კოშკებში რამდენი რამ ინახება? ვინ იცის რამდები სვანი უყვებოდა ამ კოშკბს ისეთ რამეს რომელსაც თავის თავსაც ძლივს უტყნებოდა? ვინ იცის შენამდე რამდენ სვანს დაუდგამს ამ კოშკზე ფეხი? თქვენ არ იცით რა გრძნობაა როცა კოშკის სახურავზე დადგები, მთელს სვანეთსა და ამ გასაოცრად ლამაზ და იდუმალ მთებს გადახედავ, და თან წარმოიდგენ რომ იმ ადგილას სადაც ახლა შენ დგახარ საუკუნეების წინათ სვანური ქუდით, ჩოხაში გამოწყობილი, ქამარში ხმალ გაყრილი კაცი იდგა და ლოცულონდა, თითქოს ცოტაც და ცას შეეხებიო ისეთი გრძნობაა, მთებს რომ ზემოდან დაჰყურებ ისეთი გრძნობაა, მოკლეთ ამას ჩემი ენა ვერ აღწერს. . თავს ისე ამაყად ვგრძნობ როცა ამას წარმოვიდგენ ხოლმე ... ეს არანაირი აღწერაა მთლიანი სიმდიდრის რაც სვანეთს გააჩნია მაგრამ ცოტათი ხომ მაინც შეგიქმენით წარმოდგენა. * * * ამასობაში ტყეშიც მივედი. მშვილდისარი მოვიმარჯვე და ჩუმად დავიწყე ამ საოცარი სილამაზის თვალიერება. * * * სახლში ერთი კურდღლითა და ერთი ციყვით დავბრუნიდი. უკვე 11:30 იყო. დედას ნანადირევი მივეცი მან კი მითხრა: – ტყეშიც დატოვე გოგო რამე! – გამიღიმა – აუ კაირაა ლიდა! თვეში ერთელ ვნადირობ და ესეც არ შემარგო! – გაბუტული სახე მივიღე – თვე და კვირა ერთმანეთში ნუ გეშლება ოღონდ! – მთხრა და სამზარეულოში გავიდა მე ტანზე გადავივლე და გამოვიცვალე. ჩავიცვი: ჯინსის დახეული შარვალი, თეთრი მოკლემკლავიანი მაისური, და თეთრი ბოტასები. ტანსაცმლის დეფიციტი არასდროს გვქონია ჩვენ, რადგან დედას ძმა თომა ბიძია ყოველ კვირას აუარებელ საჩუქრებს გვიგზავნის ხოლმე, მას ჰყავს ქალიშვილი მარი ისიც ჩემი ტოლია, თომა ბიძიამ გვითხრა რომ აუცილებლად გადამიხდიდა სწავლის საფასურს მაგრამ ჯერ ვერ მიმიღია გადაწყვეილიება, არ მინდა თომა ბიძია ზედმეტად შევაწუხო თორემ ეროვნულ გამოცდებზე 70% მოვხსენი და წესით ჯავახიშვილშიც მოვხვდი მაგრამ არ ვიცი... ოთახიდან გამოვედი და ჩემი ძმის ოთახის ძველი კარი ჭრიალით შევაღე. ამ ჭრიალზე წაიზმუვლა. მე ძველ ფანჯარასთან მივედი და ფარდა გამოვწიე და მზის სხივები შემოვუშვი, შემდეგ თვითონ ფანჯარაც გავაღე და ჰაერიც შემოვუშვი. შემდეგ კი გიოს გვერდზე მივუწექი და მძინარე სახეზე დავაკვირდი. ღმერთო რა სიმპათიური ძმა მყოლია, შავი აპრეხილი თმით დაბალი წვერით, დიდი ტუჩებით და მწვანე თვალებით, თვალები არ უჩანდა მაგრამ ხომ ვიცოდი რომ მწვანეთვალებაა. მან მოულოდნელად თვალები ჭყიტა და მეც ოდნავ შევხტი საწოლზე – რაარი დებილი ხაარ?!– დავუყვირე. თავად კი სიცილით სკდებოდა. – რა მშიშარა ხარ გოგო! – სიცილით მითხრა – ჩემი შიშის პატრონს რეებს მიკეთებ შე კრეტინო! – ვუთხარი და გაბუტული სახე მივიღე. შიშში კი ქალის კივილი ვიგულისხმე – კაი დამაძინე ახლა! – თქვა და თვალები ისევ დახუჭა – გიო შეყვარებული ხომ არ გყაავს? – ეს კითხვა ძალიან ბავშვურად გამომივიდა მაგრამ ისედაც ყველა მეუბნება რომ ძალიან ბავშვური ვარ. გიოს უცეფ წყნარ სახეზე ისევ სიცილი წასკდა და გულიანად გადაიხარხარა – რა შტერი ხარ გოგო! – თქვა და თავიდან გაიცინა – რა გაცინებს მიპასუხეე! – კი მეხუთე უკვე და შენ არ გეუბნები ბატო! – სიიცილით მითხრა – დედამ დროზე აეთრიოსო თორე არ ვიცი რას ვუზამ დავატეხ საწოლს თავზეოოოო – როგორ მოვიგონე ამხელა ტყუილი მე თვითონაც არ ვიცი. არადა დედას არაფერი უთქვამს – სულ ასე ნუ იტყუები! – მითხრა გიომ და მეორე მხარეს გადატრიალდა – რა კვახი ხარ! – ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი საქმე არაფერი მქონდა და ისევ ტყეში წასვლა ვამჯობინე. – დეე ტყეში ავალ მე! – გავძახე დედას – რა გინდა ამ ტყეში ვერ გავიგე! რა ნახე ეგეთი! – მისაყვედურა დედამ – დედა ეგ მეორედ აღარ თქვა! – ვუთხარი ნაწყენმა და სახლიდან გავედი * * * ნელა მივსეირნობდი როდესაც წინიდან ვუღაც ბიჭი გამწარებული მორბოდა და დროდადრო უკან იხედებოდა. მე ვერ დამინახა და ისე მაგრად დამეჯახა რონ დაღმართზე ორივე გორვით დავეშვით. ბოლოს მოვაკებულ პატარა ადგილზე მეც და მანაც თავი როგორღაც შევიკავეთ და წამოვდექი. ტანსაცმელი მთლიანად მტვრიანი მქონდა, თავი საფუძვლიანად გავისუფთავე და ბიჭს ავხედე რომელიც თავჩახრილი მიყურებდა. ნამდვილად არსად მინახია ეგ ბიჭი. – აუ ბოდიში რაა! – მითხრა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვცდილობდი არ შემეტყო და თავი შემეკავებინა – კარგად! – ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე – სახლამდე ვერ გამომყვებიი! – მკითხა უკნიდან – ბატონოო... მე მითხარიი? – გაბრაზებულმა გავხედე – ხოოო! :) სამაგიეროდ მე ჩემზე ყველაფერს მოგიყვები! – მითხრა გაბრწყინებული სახით – მერე მე რაში მაინტერესებს შენზე რამე? – მობეზრებულად ვკითხე – რავი აბა... გზა არ ვიცი და უნდა დამეხმარო – მითხრა საცოდავი სახით – ასეთი შტერები რატო მოდიან მარტო ტყეში... წამო! – ვუთხარი ბიჭს და დაღმართს ჩავუყევი * * * მე ნიკა მქვია! 21 წლის. – მითხრა ხუთი წუთის შემდეგ – შენ რა გქვიაა? – მკითხა რომ არაფერი ვუპასუხეთ – ლილე! 17 წლის – მოკლედ ვუპასუხე – ვააა! ლილე, სვანურად მზეს ნიშნავს ვიცი და სვანური სახელია! ჩემს მეგობართან ვართ ჩამოსულები მეგობრები და მან თავის დაქალზე მოგვიყვა რაღაცეები, იმასაც ლილე ქვია! – მითხრა და გამიკვირდა – ვისთან ხართ ჩამოსულები? – ვკითხე დაინტერესებულად – ნინო დევდარიანთან! მე ჩემი შეყვარებული ლიკა – ყველაზე ძალიან მიყვარს, კიდე ლიზა – ამ გოგოს ვერავინ ვიტანთ მაგრამ გინდათუარა წამოსვლა მოუნდა და ძალით წამოვათრიეთ ამ ლიზას ძმა ბაჩო – არც ეგაა დიდად სასიამოვნო ტიპი მაგრამ თავის დას ჯობია რაღაცით, კიდე ლუკა ნინოს შეყვარებული და ყიფო, ყიფოს თითქმის მთელი თბილისის გოგოები ეტენებიან, მათ შორის ყველაზე მეტად ლიზა იჩენს თავს, ისე ლაშა ქქვია მარა ჩვენ ვეძახით ასე! – ამიხსნა ნიკამ, მე პირღია ვუსმენდი მას – მოიცა ნინოსთან ხაართ? – კი იცნოობ? – გაოცებული სახით მკითხა – ის ჩემი საუკეთესო მეგობარია! ლუკა ჩამოვიდაა? მე რატო არ მითხრეს? – დავაყარე კითხვები – ააა! გამახსენდა... ალბათ შენზე გვიყვებოდა ნინოო! მართალიც ყოფილა თურმე – დაიყვირა ისე თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთა – რას გიყვებოდათ? – ვკითხე – რას და იმას რომ ძალიან, ძალია ლამაზი ხარ! ძალიან ლამაზი ბუნებრივად ქერა თმა და უჩვეულოდ ლურჯი თვალები გაქ! კიდე იმას რომ გრძელი, სწორი და წვრილი ფეხები გაქ, იმას რომ ძალიან გიყვარს ნადირობა, ხატვა, ტყე და საერთოდ გიჟდები სვანეთზე და ამ ყველაფერზე. და ძალიან ბავშვური ხარ! და ყველაფერი სიმართლე უთქვამს! – ბილოს გაიცინა – რაიცი რომ ბავშვური ვარ? – მეც სიცილით ვკითხე – ისე გამებუტე და ისე ბუზღუნებდი მართლა ორი წლისას გავდი ასეთი გოგო! – ისევ გაიცინა – ყველა მაგას მეუბნება რომ ძალიან ბავშვური ვარ! – გავიცინე – უი ისე ხვალ ლაშქრობაზე ვაპირებთ წასვლას! ნინოს უნდოდა შენთვის ეს გუშინწინ ეთქვა მარა ვერ მოახერხა ამ შტერმა! გვინდა შენც წამოხვიდე ჩვენთან ერთად! ხო წამოხვალ? – მკითხა მოულოდნელად – რავი არამგონია! – ვუთხარი და ნინოს სახლსაც მივადექით – მადლობ რომ მომიყვანე! ხვალამდე! აუცილებლად წამოხვალ! – მითხრა და ეზოში შევიდა მე სახლში მივედი. შევედი თუარა დედა შემომეგება ღიმილით – დედა რაიყო? – ვიკითხე – თომა ბიძიანმ სალაშქროდ ტანსაცმელები, ფეხაცმელები და რაცგინდა ყველაფერი გამოგიგზავნა! – ღიმილით მითხრა – რააა! – გამიკვირდა – ჰოო! მე და გიოსაც გამოგვიგზავნა რაღაცეები! – რაიცოდა რომ ლაშქრობას აპირებდნენ ნინო და ის ვიღაცეები? – გაკვირვებულმა ვიკითხე – ნინომ დაურეკა წინა დღეებში და უთხრაო! – დედამ ისევ გაღიმა – ოხ ნინოო! – ვთქვი და ჩემს ოთახში შევედი. ღმერთო თვალები ამიჭრელდა. ტანსაცმელი აუარებელი, ასევე ფეხსაცმელი აუარებელი, მაჯის რამოდენიმე საათი, სალაშქრო და ჩვეულებრივი ზურგჩანთები, გასაშლელი კარავი და კიდევ სხვა უამრავი რამ... ყველაფერი გემოვნებით არჩეული. შემდეგ გიოს ოთახში გავედი. გიოც გაკვირვებული იყო ამდენი საჩუქრით. – გიო ტელეფონი მათხოვეე! – ვთხოვე გიოს. მანაც მომცა ტელეფონი. მე მაშინვე თომა ბიძიას დავურეკე – ალო! – გაისმა თომა ბიძიას ხმა – ალო ბიძია მე ვარ! – ვუთხარი – ვაა! ლილე როგორახარ გოგო? ძალიან მომენატრე – თბილად მითხრა – მეეეეც! ბიძია რა ქეენიი? – გაბუტული ხმით ვუთხარი – რაც საჭირო იყო! – სერიოზულად მითხრა – ნინოს ენას ამოვაცლი და მერე ვინ გეტყვის ნეტა.. – ჯინიანი ხმით ვთქვი – როდის გაიზრდები ლილეე! – სიცილით თქვა – დიდი დიდი მადლობა მართლა ბიძია! – ახლა გულწრფელად მოვუხადე მადლობა – ლილე ასეთებს ნუ მეუბნები! – დაამკაცრა ხმა – კაი კარგად ბიძია და მარი დამიკოცნე! – ვუთხარი – აუცილებლად! – მითხრა და ტელეფონი გათიშა. ახლა ნინოს ნომერი ავკრიფე და დავრეკე – ხოო გიო! – გაისმა ნინოს ხმა – გიო კიარადა აგახევ ამ სახეს გოგო! – ჩავყვირე ტელეფონში – კაი ლილე ვიცი არ უნდა მექნა მაგრამ ვქენი! ბოდიში! ხო წამოხვალ ხვალეეეეეეეეეე! – სიცილით თქვა – კიიი! – ახლა მეც გამეცინა – რომელზე მივდივაართ? – ვიკითხე – რვაზე გამომიარე კარგიი? – კაი გამოგივლი! – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე ჩემს ოთახში გავედი და ტანსაცმლიდან ის ამოვარჩიე რის წაღებაც გადავწყვიტე სალაშქროდ. * * * დილით 7–ზე გამეღვიძა. ჩავიცვი: მუქი ნაცრისფერი სვიტერი, ღიაფერის ჯინსის ოდნავ მოშვებული და კოჭებზე აკეცილი შარვალი და ნაცრისფერი ნაიკის ბოტასები. ხელპირი დავიბანე, თმა დავივარცხნე, ზურგჩანტა მოვიკიდე და გარეთ გავედი როცა დედას და გიოს ისევ ეძინათ და უკვე 8 იყო. [img]http://[img]http://s016.radikal.ru/i335/1510/d7/9c1fccb25976.jpg[/img][/img] [img]http://[img]http://s017.radikal.ru/i408/1510/8b/fae435703047.png[/img][/img] ნინოს სახლს მივადექი და დავუძახე. – ნინოოოოოოო! – ცოტახანში ისევ დავუძახე – ნიინოოოოოოოოოოოოოო! ისიც გამოიხედა ფანჯრიდან და მომაძახა: – აუ ერთ წამს დამიცადე რაა! – და თავი შეყო. მალე უკვე ზურგჩანთ – მოკიდებული გამოვიდა ბუზღუნით. რომ მოვიდა ჩემამდე გადავკოცნე და მან იბუზღუნა: – აუუ! რა დებილია ეგ ლიზა თუ რაც ქვია! მთელი ორი დღეა ემზადეება და ტანსაცმლის ჩანთაში ჩაწყობა დაავიწყდა! – მე ამაზე გამეცინა ამ დროს სახლის კარებიდან, ლუკა, ნიკა, ვიღაც ორი გოგო და ვიღაც ორი ბიჭი გამოვიდა, ერთი ბიჭი ისეთი სიმპათიური იყო ლამის გული წამოვიდა. გამოვიდნენ თუარა ლუკას ჩავეხუტე: – მომენატრე! – მითხრა მან – მეც! – ვუთხარი და მოვშორდი. ნიკას ხელის აწევით მივესალმე – სდარო ნაცნობო! – მანაც ამიწია ხელი, მე გამეცინა. – ლილე გაიცანი ეს ლიკაა! ნიკას სეყვარებული! 19 წლის – მიმითითა ნინომ, ერთ ლამზ, ყავისფერთმიან, თაფლისფერთვალება გოგონაზე, გოგონამ გამიღიმა, მეც გავუღიმე – ეს ლიზაა! 20 წლის სატანა! – მითხრა ნინომ ქერად გადაღებილ ლამაზ გოგოზე, (ბოლო სიტყვა ჩამჩურჩულა) ეტყობოდა რომ ძალიან მეტიჩარა იყო და ერთერთ ბიჭს სასტიკან ეპრანჭებოდა, აი იმას სიმპათიური რო იყო. – ეს ბაჩოა, ლიზას ძმა! – მითხრა ნინომ ჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭზე, რომელიც ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს ახლა მომკლავსთქო – ეს კი ლაშაა! იგივე ყიფო! ჩემი ბიძაშვილი! 21 წლის – მიმითითა ნინომ სიმპათიურ ბიჭზე, შორიდან ხო იყო და იყო მარა ახლოდანაც რა სიმპათიური ყოფილა, ოდნავ გრძელი აპრეხილი მოქერო, მოყავისფრო თმით, ღია ცისფერი თვალებით, დიდი ვარდისფერი ტუჩებით და დაბალი მოვლილი წვერით, მაისურიდან კი დაკუნთული სხეული და მუცელზე ექვსი კუბიკი, პრესი ეტყობოდა... თან მაღალი იყო... ვაიმე რა დამემართა... არადა არასდროს მომსვლია ბიჭზე ასეთი რამ. ლაშამ თელეფონიდან წარბებაწეულმა ამომხედა, დაახლოებით ერთი წუთი თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდა რის გამოც მთლიანად გავწითლდი, მერე კი ისევ ტელეფონს ჩახედა. – ხალხო გაიცანით ეს ლილეა, მე რო გეუბნებოდით ძაან ლამაზია თქო! – და ჩემი საუკეთესო მეგობარია წასვლას ვაპირებდით ლაშამ ბაჩოს რომ გადასჩურჩულა... უფროსწორად გადაყვირა ყველამ გავიგეთ – ნახე ბიჭო რა გოგოა! ანგელოზს გავს რა ფეხებიაქ, ან თმა ან თვალები ან ტუჩები, რა ტანი აქვს შეხედე! ასეთს სად ნახავ თბილისში! – ანიშნა ჩემზე. ამის გაგონებაზე არ ვიცოდი სად შევმძვრალვიყავი, ჩემთვის ბევრს უთქვამს რა ლამაზი ხარო მაგრამ ასეთი თვალსაზრისით არავის და ძალიან შემრცხვა. ლაშას ნათქვამი ყველას მოესმა და ყველამ მე შემომხდედა, და რადგან ლიზამ ეს გაიგო სიმწრისგან გაწითლდა და ე მომიბრუნდა – ლილე ხოოო! – ჩემსკენ დოინჯშემოყრილი წამოვიდა, მე თავი დავუქნიე – მზეს ნიშნავსო ნინიმ გვითხრა და სად გავხარ მზეს? – გაბრაზებულმა შემომიბღვირა – შეეშვი თორემ სახეს აგილეწავ! – დაუყვირა ნინომ – ასეთი ლამაზი რომ იყო მაშინ რა გიჭირს! – დაეჯღანა ნინო და ხელი მომკიდა წავედითო. ჩვენც გავუდექით გზას, როცა უკნიდან სასიამოვნო ბოხი ხმა მოგვესმა – სოფლეელები წინ მიდიაან? – ირონიით თქვა ლაშამ და ცაიცინა, რა ლამაზად იცინიის... მოიცა რაზე ვიქრობ რა დებილი ვარ – ლაშა მოკეტე! – უთხრა ნინომ – მართალს ამბობს ლაშა, ეს სოფლელი წინ რატო გავუშვაათ! – ანიშნა ჩემზე ლიზამ. სახეზე ცრემლი გადმომიგორდა ისევ რომ მამცირებდნენ – ნინო იქნებ მე დავბრუნდე სახლში, გზა ხომ შენც იცი! – ვუთხარი ნინოს – ლილე გაგაიჟდიიი? რა გატირებს გოგო, მაგათ გულისა ტირიხაარ! – მითხრა და ცრემლები მომწმინდა ნინომ – სენ თუ არ წახვალ არც მე წამოვალ იცოდე! და ამ ორ ნარცისს თუ უნდათ სახლში მიბრძანდნე – თქვა და ლიზას და ლაშას გადახედა – კაი ხოო! – თქვა უდარდელად ლაშან და გზა განაგრძო. ჩვენც წავედით. მთელი 13 საათი შეუსვენებლად ვიარეთ... ნუ პატარა შესვენებებით. ნინო, მე, ლუკა, ნიკა და ლიკა ერთად მივდიოდით, ლიკა უკეთ გავიცანი არაჩვეულებრივი გოგონა იყო. ხოლო ბაჩო და ლაშა ერთად მიდიოდნენ და საუბრობდნენ, ლიზა კი ცოტაც და მოაჯდებოდა თავზე ლაშას. ბოლოს როგორც იქნა ერთ გაშლილ ადგილას დავბანაკდით. უკვე საღამოს 9 საათი იყო და ზაფხულის მიუხედავად ტყეში მაინც ბნელოდა. კოცონი დავანთეთ, და კარვებიც გავიშალთ. ნინო და ლუკა ერთ კარავში იძინებდნენ, ნიკა და ლიკა ერთად, ლიზას უნდოდა რომ ლაშასთან ერთად დაეძინა მაგრამ როგორციქნა ლაშამ ერთი უარი უთხრა და ბაჩოსთან ერთად მოუწია ლიზას დაძინება, შესაბამისად ლაშა მარტო იძინებდა, მეც მარტო ვიძინებდი. ცოტა სევჭამეთ შემდეგ კი კოცონს მოვუსხედით ყველა. მე მალევე ავდექი კოცონიდან და დასაძინებლად გავემართე. პიჟამა ჩავიცვი. რად მინდოდა ლაშქრობაზე პიჟამა ღმერთმა იცის მაგრამ მგონდა და გამოვიყენე, თმა დავიშალე და დავიძინე. დილით ადრე შვიდზე გამეღვიძა. ჩავიცვი მოკლე ბრეტელიანი თეთრი მაისური, ჯინსის მაღალწელიანი მოკლე შორტი და ნაცრისფერი ბოტასები. გარეთ გავედი. კარავი ავკეცე და ზურგჩანთას მივამაგრე, შემდეგ ზურგჩანთახეს მივაყუდე და მე სასეირნოდ წასვლა დავაპირე როცა მომესმა ბოხი ბარიტონი, უკვე ნაცნობი: – ლილე! – უკან მშინვე შევტრიალიდი და ლაშა დავინახე – შეშებს მოიტაან? კოცონი უნდა დავანთო – კითხა, გული სასტიკად მიძგერდა მას რომ ველაპარაკებოდი რაღაცის მეშინოდა, ალბათ იმისი რომ კიდევ რამით არ დამცინებდა, მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მაშინვ ტყეში შევედი. იმდენი ტოტი შევაგროვე რომ როცა ხელში დავიჭირე წინ ვერ ვიხედებოდი. ბარბაცით წავედი ბანაკისკენ და როცა თავი სამშვიდობოს მეგონა ვიღაცას მწარედ დავეჯახე, თავივერ შევიკავე და წავიქეცი. მუხლზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომ დავხედე მუხლი მთლიანად გადამტყავებოდა და სისიხლი მდიოდა. ზემოთ რომ ავიხედე ლიზა გაცოფებული მზერით დამყურებდა, რომელიც რათქმაუნდა ლაშასგან მოდიოდა. – წინ იყურე, შენს გულისა 1200–ანი ზედა დამესვარა იდიოტო! – დამაყვირა, არადა რაღაც წითელი ნაფლეთი ეცვა. რა ეტყობოდა 1200–ის – ბოდიში1 – ესღა ვუთხარი – ჰმმ! – ცხვირი ასწია და წავიდა მე მუხლიდან მდიოდა და მდიოდა სისხლი. მთელი ფეხი წითელი მქონდა. დიდი გაჭირვებით წამოვდექი და ნატეხები ისევ ავკრიფე, შემდეგ კი კოჭლობით წავედი ლაშასკენ. რაღაცაზე ჩაფიქრებული იყო, როდესაც ცხვირწინ შეშა დავუყარე გამოფხიზლდა და მე შემომხედა. – მუხლიზე რა გჭირს? – თითქოს გულწრფელად მკითხა და ფეხზე წამოდგა – ლიზას დავეჯახე და წავიქეცი! – ვითხარ და წასვლა დავაპირე – მოიცა მე დაგეხმარები – მითხრა და ჩემთან მოვიდა – არა! არ მინდა! – ნათქვამი არ მქონდა უკვე ხელში ვყავდი აყვანილი. მე წონასწორობის შესანარჩუნებლად სწრაფად მოვხვიე კისერზე ხელები. – ხელში აყვანა არ მინდა ისეც შევზლებსი! – ვუთხარ – ვერ შეძლებდი! – თქვა ისე რომ ვითომც არაფერი – მძიმე ვარ დამსვი! – ვიფიქრე რომ მართლაც მძიმე ვიყავი, არვარ ხელში აყვანებს მიჩვეული. ჩემს სიტყვებზე ლაშამ ჩაიცინა – შენ ხარ მძიმეე? 20 კილო... ისიც ვერ იქნები. შენზე ხუთჯერ დიდ წონაზე ვვარჯიშობ. – მითხრა და იმ ხესთან დამსვა სადაც ჩემი ზურგჩანთა იყო. – რატომ ხარ ასეთი ბავშვური? – მკითხა მოულოდნელად – რა თქვიი? – გამიკვირდა კითხვა – რატო ხარ ესეთი ბავშვური მეთქი? – გამიმეორა – ყველა მაგას მეკითხება, რა შემატყვეთ ბავშვურობის? – კითხაზე კითხვით ვუპასუხე – კეთილი ხარ! ძალიან მალე იწყებ ტირილს, რატომ არაფერზე ბრაზდები? ლიზა ნერვებს გიშლის შენ კი უთმენ და არაფერს ეუბნები, წყენა მალე გავიწყება. იმედია საკმარისი მიზეზია! – ჩამომითვალა მიზეზები – არ შემიძლია ასეთი ვიყო! არ მინდა! რატო უნდა ვეძებდე შარს! – ვუთხარი გულწრფელად და ფეხის დამუშავებასაც მოვრჩი. წამოდგომაში ისევ დამეხმარა ლაშა. ლაშან წელზე ხელი მომხვია რაზეც მთლიან ტანში დამაჟრჟოლა და გზაც მისი დახმარებით გავაგრძელე. ხალხთანაც მივედით. ცოტა შევჭამეთ და გზას დავადექით. ფეხი ოდნავ მარტო მტკიოდა მაგრამ სიარულში ტკივილი უფროდაუფრო მიმატებდა. ექვსი საათი გაუჩერებლად მივდიოდით, ფეხი უფრო და უფრო მტკიოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი. ცოტახამნში ნინო ძალიან დაიღალა და ლუკამ იგი ზურგზე შეისვა და განაგრძეს სიარული, ერთი საათის შემდეგ ნიკამაც მათ მიბაძა და დაღლილი ლიკა შეისვა ზურგზე, ლიზამ მე ვისზე ნაკლები ვარო და ლაშას ძალით მოახტა, მანაც ვერაფერი უთხრა და განაგრძო სვლა. დაახლოებით ესთ საათში უკვე აღარ შემეძლო სიარული. იქვე ხესთან წვალებით მივედი და ჩამოვჯექი. ლაშამ წინიდან გამომხედა, ლიზა ჩამოსვა და ჩემსკენ წამოვიდა. მუხლზე სახვევები მოვიხსენი, უფრო გამღიზიანებოდა ნატკენი. წყლის პატარა ბოთლი რომელიც ხელით მიმქონდა მთლიანად ჩავიცალემუხლზე, რა სასიამოვნო იყო... შემდეგ მალამო გადავისვი და ამ დროს ლაშაც ჩამომიჯდა გვერდზე. – გინდაა წაგიყვანოოო? – მკითხა – არა წამოვალ ჩემით! ლიზა რატომ არ მიგყავს – ვკითხე – აუუუ! წაიღო მაგ ვიღაცამ ტვინი! ერთს ხმამაღლა ამოვისუნთქავ უკვე ჩემთანაა! – მითხრა გაწამებული სახით. მე ამაზე გამეცინა – მერე წაყვანაზე რა გიჭირს! წაიყვანე დაიღლება მე ჩემით წამოვალ! – ვუთხარი ღიმილით – მართლა ისეთი ხარ როგორც ნინომ აგვიხსნა! – თითქოს ჩემი ნათქვამი ვერც კი გაიგო – ნინო შემს მეტი არაფერზე გელაპარაკებოდაათ? – სიცილით ვკითხე – პირველი დღე სულ შენ გახსენება! – მითხრა ღიმილით – და რას ამბობდა ჩემზე? – დაინტერესებულმა ვკითხე – იმას რომ ზალიან ლამაზი ხარ! შენს გარეგნობას 5 საათი გვიხსნიდა, მერე ძალიან ბავშვურიაო, ეგ უკვე გითხარი მარა მაინც, ძალიან გიყვარს ტყე, ხატვა და ნადირობა! – ჩემზე თითქმის ყველაფერი იცოდა – ახლა ადექი და ლიზა წაიყვანე მძიმე ვარ მე! – –ვუთხარი გულუბრყვილოდ – აუ ის სუფთა ლობიოა და შენ კიდე ხელში რომ მეჭირე, ვერც ვიგრძენი რამე თუ მეჭირა, წაგიყავნ! – მითხრა თითქოს მიბრძაბნა. მე ევრი შევეწინააღმდეგე მაგრამ ძალიან ჯიუტი ყოფილა, მაინც არააქ აზირიო და მეც მოვაჯექი ზურგზე, მან ხელები მჭიდროდ მომკიდა ფეხებზე და გზას გავუყევით, გული კი ძალიან სწრაფად მიცემდა. ცოდახანში ცხვირი მის კისერში ჩავრგე, რამაც თითქოს გააკვირვა, ძალიან სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, დანარჩენებს რომ დავეწიეთ ლიზა და ბაჩო სიწლისგან პამიდორს ჰგავდნენ, ნიკა, ლიკა, ლუკა და ნინო კი ეშმაკურად გვიმზერდნენ. ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა ლაშას ზურგზე. რომ გავიღვიძე გაშლილ კარავში ამოვყავი თავი, უცეფ ვიფიქრე რომ მე მარტო ვიყავი და მაშინვე გარეთ გავიჭვრიტე, არა ყველა აქ იყო, კოცონის გრშემო შემომჯდარიყვნენ. მე მათთან გავედი: – გაიღვიძეე? – თბილი ღიმილით მკითხა ლიკამ – კი! – მეც გავუღიმე – ლილე facebook - ზე ვნახე, ბიბლიოთეკაში ახალი წიგნები მოუტანიათ! – მითხრა ნინომ რადგან იცოდა რომ მიყვარდა კითხვა – ხოოო? კაია! როგორც კი დავბრუნდებით ჩავალ ბიბლიოთეკაში! – გახარებულმა ვთქვი – შენ facebook – ის მნიშვნელობა იციი? – ირონიული ღიმილით მითხრა ლაშან. როგორც ვატყობ ისევ ძველი სახე მიიღო, მის ნათქვამზე ლიზას და ბაჩოს გაეცინათ – ბიჭო გეყოს მეტი! – მხარი გაჰკრა ნიკამ ლაშას. – მართლა იციი რაარის facebook? მაგრამ შენ ხომ ღარიბი ხარ... – ახლა ლიზამ გამოიჩინა დაცინვაში თავი – და შენ იციი რაარის სახეში ნაგლეჯი მუშტიი? თუარადა ახლა აგიხსნი! – მაშინვე ნინო ჩაება მე თვალები ამიცრემლიანდა, თან სიბრაზე მომაწვა გულზე და დავიწყე ლაპარაკი: – მერე რაა რომ ღარიბი ვარ? მე ამის არ მრცხვენია და არც შემრცხვება არასდროს... თხვენ ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობთ და მაინც ბოღმები ხართ, მე კი ნამდვილი ცხოვრების გემო ვიცი! თქვენ, "მდიდარი მამიკოების" შვილებს წარმოდგენა არ გაქთ რა არის გაჭირვება, რა არის შიმშილი რა არის სითბო, მე კი ეს ყველაფერი კარგად ვიცი, თქვენგან განსხვავებით მე მამაჩემი საერთოდ არ მახსოვს, არ ვიცი ვინაა და რას წარმოადგენს, მაგრამ მაინც ვცხოვრობ. ახლა კი შეეშვით სხვისი ცხოვრების დაცინვას და თქვენსას მიხედეთ! – ვუთხარი თუარა თვალებიდან უამრავი ცრემლი ერთდროულად ჩამომიგორდა, მაშინვე ჩემი კარვისკენ გავიქეცი და შიგ შევედი. მაშინვე პიჟამა ჩავიცვი რომელიც ტოპ მაიკას და ჩვეურებრივი ნაჭრის მოკლე შორტს შეადგენდა, თმა დავიშალე და პლედში გავხვიე, ტირილი მომინდა და დავიწყე კიდეც. რა ბოროტები არიან და რატომ? ვერ ვხვდებოდი საიდან მათში ასეთი სიბოროტე. ამ ფიქრებში და ტირილში ჩამეძინა. შუა ღამისას, დაახლოებით 03:00 – ზე რაღაც ხმაურმა გამაღვიძა. კარვიდან გავიხედე. საშინლად წვიმდა – როგორ მიყვაააარს! – წავიკივლე და დაუფიქრებლად პიჟამის ამარა კარავიდან წვიმაში ფეხშიშველი გავვარდი. ხელები გავშალე დაა სახე ცისკენ ავწიე. რა სასიამოვნო იყო რომ იცოდეთ. – რას აკეთებ? – მომესმა უკნიდან ნაცნობი ბოხი ხმა. შევტრიალდი. ლაშა დავინახე და იქვე გავქვავდი. რა სიმპათიური იყყოოოო! მხოლოდ ჩარვალი ეცვა, ზემოდან არაფერი და მის დაკუნთულ სხეულს დავჩერებოდი – იციი ნახევრად შიშველი მიდგეხარ წინ! – ვუთხარი უხერხული ხმით – შენც ნახევრად შიშველი რომ მიდგეხარ წინ... – მიტხრა და ახლაღა გავიაზრე რომ მართალი იყო და თმებგაშლილს მხედავდა როცა თმებგაშლილი დედაჩემსაც კაიხანია არ ვუნახივარ, სირცხვილისგან სულ ავწითლდი – მაინც... რას აკეთებ წვიმაში? – მკითხა ისევ როცა არაფერი ვუპასუხე. ამ დროს გამახსენდა როგორ დამცინოდა დღეს და სიბრაზე მომერია – მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ! – წარბი ავწიე და ხელები გადავაჯვარედინე – აი მეკი შენგან განსხვავებით ისეთი რამის გაკეთება შემიძლია რასაც შენ ვერასდროს გაბედავ! – მითხრა ირონიით – ეგ რა შუაშია? – უადგილოდ თქვა და ვკითხე – რატომ გგონია რომ ვერ შევძლებ თუ ეს ფულს არ ეხება? – ჯინიანობა მომაწვა – ვერ შეძლებ! ფულს ნამდვილად არ ეხება! – მითხრა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა – მაშინ შევძლებ! – მტკიცედ განვუცხადე თან მისი სიახლოვით ვიბნეოდი – კარგი! მოდი დავნიძლავდეთ, რასაც ახლა მე გავაკეთებ, იმას შენც გააკეთებ, ვადად ოთხ დღეს მოგცემ, ოთხ დღეში თუ ვერ შეასრულებ იმას რასაც მე ამწამს, მაშინ ბაჩოს აკოცებ ტუჩებში, და თუ ოთხ დღეში შეასრულებ, მაშინ მე ვაკოცებ ლიზას! – მითხრა. ცოტა შემეშინდა მაგრამ მაინც არ დავიხევ უკან – თანახმა ვარ! – ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. მან უეცრად მისკენ მიმიზიდა, სველ წელზე ხელი შემომხვია, მის სველ სხეულზე ამიკრა და ტუჩებში მაკოცა. ჩემი პირველი კოცნა... არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა, რას რას და ამას არ ველოდი მისგან. ვიცოდი რომ ეს კოცნა მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი და უბრალოდ მეთამაშებოდა, ჩემთვის კი პირველი კოცნა იყო დაბევრს ნიშნავდა. მაშინვე მოვიშორე ტუჩებიდან და გაოგნებული ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს. – რა ლამაზი ხარ! – მიტხრა და ტუჩებზე დამაშტერდა – ძალიან გემრიელი ტუჩები გაქ! სიმართლეს გეტყვი... ბევრისთვის მიკოცნია მაგრამ ასე გემრიელად არა! ახლა კი შენ თუ 4 დღეში მე არ მაკოცებ, ბაჩოსთვის მოგიწევს! – მითხრა და თავისი კარვისკენწავიდა. ცოტახანში შემომიბრუნდა და მითხრა: – ჰოო კიდე! დაშლილი თმები მაგრად გიხდება! – მითხრა და წავიდა –––––––––––––––––––––––– შემიფასეთ როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.