შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (8)


13-10-2015, 00:37
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 779

-აახ. ვიღაცას რომ არ დავეჭირე ზღართანს გავადენდი ალბათ. ხელი თავიდან ჩამოვიღე და გაოცებისგან ნერწყვი ღრმად გადავყლაპე როდესაც ისევ მის თვალებს შევეჩეხე.მაშინვე დავიბენი, მუხლებში კანკალმა დამიარა , ისე მჭიდროდ ჰქონდა თავისი ტორები ჩემს წელზე შემოწყობილი მეგონა გადავტყდებოდი ძვლებში და როგორც ეტყობოდა გაშვებასაც არ ჩქარობდა, კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა და სუნთქვას შესაბამისად გახშირებული და მძვინვარე ჰქონდა. თვალებში ათასგვარი ემოცია ჩადგომოდა თუმცა იმდენად იყო ეს ყველაფერი ერთმანეთში ახლართული რომ ვერაფერს ვარჩევდი, ფეხის წვერებიდან თმის ღერებამდე ვკანკალებდი და ეს არ იყო სიცივის კანკალი უბრალოდ, არ ვიცი.. თავში ათასგვარი სიტყვების კორიანტელი იდგა და ბოლოს ყველაფერს ისევ ძველმა მოგონებებმა სძლია, ისევ ბრალდებამ სძლია ყველაფერს, ბრალდებამ რომელიც ყოველთვის და ყველგან თავს მახსენებდა.
აცახცახებულმა სწრაფად მოვიშორე მისი განიერი მკლავები და კედელს ავეკარი , თითქოს მხსნელად დავიგულე. თვალს არ მწყვეტდა მე კი მიჭირდა მისთვის თვალებში ჩახედვა რადგან ვხვდებოდი რომ ვიძირებოდი მის გიშერივით თვალებში..
რეალობას ნათიას ხმამ დამაბრუნა, როდესცა გავიხედე ის ჩვენსკენ მოემართებოდა, ალექსანდრე მონდომებულად აათვალიერ ჩაათვალიერა და ხელი მხარზე მომადო
-ხომ კარგად ხარ ელ? სახეზე ფერი არ გადევს. ალექსანდრე იგივე მზერით მიყურებდა, ვცდილობდი მომეძებნა ათას და მილიონ კითხვაზე პასუხი მის გამოხედვაში თუმცა უფრო და უფრო ვიკარგებოდი ჩემივე დასმულ კითხვებში
-კარგი მე ხელს არ შეგიშლით. ნათიამ წასვლა დააპირა როდესაც ალექსანდრემ შეაჩერა
-არა, მე უკვე მივდივარ. ისე თქვა თვალი არ მოუშურებია ჩემთვის და 2 წამში სწრაფი ნაბიჯებით თავის მაგიდას დაუბრუნდა.
ვერც მე ვერ მოვაცილე თვალი იმ ადგილს სადაც ორიოდე წამის წინ გამომძიებელი იდგა.
-ალოო, აქ ხარ? სახის წინ ხელებს მიფრიალებდა ნათია.ძლივძლივბით დავეშვი მიწაზე და გაურკვევლი თვალებით გავხედე
-ელი რა დაგემართა, ვინ იყო ის კაცი? სიცილნარევი ხმით მკითხა, ეხ ნათია, რადროს სიცილია.. გულში ვდუდღუნებდი .
-არაფერი კარგად ვარ. ენის ბორძიკით ვუთხარი
-ძალიან კარგი, სახლში მივალთ და მერე დავილაპარკებთ თუ როგორ ხარ კარგად წარბაწევით მითხრა თითი დამიქნია და დახლისკენ წავედით. დარბაზში შესულს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას, ალექსანდრე აღარ დამხვდა
მაჩუქე სიყვარული (8)

ელენე

მაჩუქე სიყვარული (8)

ნათია


მაჩუქე სიყვარული (8)

ვატო


***
საღამო ხანი იყო, გუშინდელ ღამის ნათევს გაგუდულს ეძინა მთელი დღე, რომ მობილურის ხმამ გამოაღვიძა. ზანტად აწია დაკუნთული სხეული საწოლიდან და ზარს უპასუხა
-ძმას გაუმარჯოს..გაისმა ირაკლის ბოხი ხმა
-მმ. ახლადგაღვიძებულმა ერთი ამოიხვნეშა და ისევ საწოლს დაუბრუნდა.
-ადე სანდრიკ ძმაო . მოწესრიგდი და გამოგივლი 1 საათში კლუბში მივდივართ. ჩამოურაკრაკა და სწრაფად გათიშა მმობილური.
დიდად არ უყვარდა კლუბები და მსგავსი თავშეყრილობები, ანდაც დროც არ რჩებოდა საკმარისად ამისთვის, დღე და ღამე დაუზოგავად მუშაობდა, ზოგჯერ იმასაც ნანობდა რატომ გავყევი ამ პროფესიასო, ფიქრობდა თავი მიენებებინა გამომძიებლობისთვის და თავისი პატარა ბიზნესით შემოფარგლულიყო, რომელიც გაგიკვირდებათ და კარგ შემოსვალს იძლეოდა საკმაოდ. რა შემოსავალზეა თუმცა ლაპარაკი როდესაც გასართობი ცენტრით ამდენი ბავშვის გულს ახარებდა..
წინა ღამესაც ჯერ სამსახურის საქმეებით მერე ცენტრის საქმეებით დაკავდა და მთელი ღამე გაათია, ამიტომ ეძინა დღეს გვიანობამდე თორემ ძილისგუდა კი არაა..
მოწესრიგდა, არეული ლოგინი გაასწორა, საბუთები ერთ ადგილას მოაგროვა და სამზარეულოსკენ წავიდა ირაკლის მოლოდინში. ირაკლი მისი ბავშვობის მეგობარი იყო, ის ადვოკატი, ალექსანდრე გამომძიებელი, ხო, სწორედ ნონაც ირაკლის მეშვეობით გაიცნო და ყოველ წუთს ნონას აწუხებდა ხოლმე. ნონა და ირაკლი უკვე 2 წელი გახდებოდა რაც ერთად იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე დღეა დაშრდნენ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ახლა კი ალექსანდრეს დავუბრუნდეთ.
ყავა დალია თუ არა კარზე გადაბმული ზარის ხმა გაისმა, ვინ იქნებოდა? რათქმაუნდა ასე მხოლოდ ირაკლიმ იცოდა..
მიესალმა მეგობარს.. კარი გამოხურა და ირაკლის მანქანისკენ დაიძვრნენ. დღეს ირაკლის მანქანით წავიდოდა, იფიქრა დავლევ და განვიიტვირთები ცოტასო , ნასვამი კი საჭესთან არ ჯდებოდა.
-მანქანაში ჩაჯდა თუ არა ირაკლის კითხვისნიშნის თვალები მიანათა როდესცა უკანა სავარძელზე ორი გრძელფეხება გოგონა დაინახა.
-ირინა და ემილია. გააცნო მოკლედ მეგობარმა. ალექსანდრემ ორივე კარგად შეათვალიერა და ბოლოს მზერა ირინაზე შეაჩერა, ქალს მოკლე წითელი კაბა ეცვა, შავი მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე, წიური კულულა თმები მხარბეჭს უფარავდა, მოკლე კაბა ჯდომისას უფრო აწეოდა. არც ირინამ დააკლო ვნებიანი მზერა გამომძიებელს. მთელი გზა ჩუმად მიდიოდნენ. კლუბში შესულებმა ალექსანდრემ ირაკლი გვერძე გაიყვანა
-ამათთან რა გინდა ნონა სადაა? წარბაწევით ჰკითხა ძმაკაცს
-დავშორდით, გოგომ ურთიერთობაში პაუზა მოინდომა. აუ ჩემთავს გაფიცებ ნუ მალაპარაკე ახლა მაგაზე, მოვედი რომ გული გადავყოლოთ, ემილია ჩემია, წინასწარ გაფრთხილებ. ალექსანდრეს ხელი ბეჭზე დაარტყა და გოგოებს ფეხდაფეხ მიჰყვა.
ყველამ კუთვნილი ადგილები დაიკავეს, ცოტახანში კიდევ ორი თანამშრომელი შემოემატათ თავიანთ გოგონებთან ერთად და საღამო დაწყებულად გამოაცხადეს.
ირინამ ხელის აწევით დაუძახა ოფიციანტს და ალექსანდრეს ბეჭს ჩამოეკონწიალა. ოფიციანტმაც არ დააყოვნა და ფურცელით და კალმით მომარჯვებული დადგა მაგიდის წინ . ალექსანდრე ირინას ფეხების ყურებით იყო გართული. ქალის თავის გღძელ ფეხებს მამაკაცის ფეხებში ხლართავდა და ვნებიან მზერას სტყორცნიდა დროდადრო.
-რას ინებებთ? გაიგონა საშინლად ხავერდოვანი და მიმზიდველი ხმა. წამით ყურთასმენა დაძაბა , ხომ არ მომესმაო, შემდეგ თავი აწია და. ჰოი საოცრებავ. გაურკვევლობა იგრძნო.
ყველაზე მეტად ახლა ალბათ ელენეს დანახვას არ მოელოდა აქ, თან ასეთ ფორმაში, ხარბად აათვალიერა გოგონას სიფრიფანა ტანი და თვალები მის მოშიშვლებულ მუცელზე შეაჩერა. ან რატომ ახსოვდა აქამდე ეს გოგონა? ხო, დროდადრო წამოუვლიდა ელენეზე ფიქრები და თავს აჯერებდა მამაკაცი რომ უჩვეულო ბრალდებული იყო მხოლოდ. მეტი არაფერი.. თუმცა იყო კი მართლა ასე?
ყველა გრძნობამ ერთად იფეთქა ერთი შეხედვით მკაცრ და თავშეკავებეულ ალექსანდრეში, თვალებიდან მთელი სითბო გადმოეღვარა, თუმცა გოგონა უკვე სწრაფი ნაბიჯით გარბოდა დარბაზიდან. გულმა ვერ გაუძლო, მეგობრებთან ბოდიში მოიხადა და ოფიციანტს ფეხდაფეხ გაჰყვა, ბოლოს ქალების საპირფარეშოსთან შეჩერდა, სახელური მოსინჯა ,კარი ჩაკეტილი იყო. კედელს მიეყრდნო და თავისთავად წამოშალნენ ფიქრები ელენეზე, ეს პირველად არ იყო როცა მასზე ფიქრობდა, თითქმის სულ ახსოვდა გოგონას უმანკო თვალები, მისი ლამაზი და სევდიანი გამოხედვა, ჭკუიდან შლიდა რომ ის ბრალმდებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ გოგონასი და კიდევ.. კიდევ რა? ინტერესი ღრღნიდა, იმის ინტერესი თუ რაზე საუბრუბდა ნონა მაშინ საკანში, რას მალავდა ეს ორი ქალბატონი..
ფიქრებიდან სახელურის ხმამ გამოიყვანა, კედელს ჩამოსცილებოდა ის იყო როდესაც საპირფარეშოდან სწრაფად გამოსული სხეული ზედ შეასკდა, ხელები წელზე მოაჭედა რომ გოგონა არ დავარდნილიყო ,თავი დახარა და გადაიკარგა მის მორევივით თვალებში.
ასე რამოდენიმე ხანი ერთმანეთს უყურებდნენ როდესაც ელენემ უხეშად გაინთავისუფლა ხელები მამაკაცისგან. ჯერ არ დაწყებული საუბარი კი როგორც ჩანს ელენეს მეგობარმა ჩაშალა, ძალა მოიკრიბა ალექსანდრემ და სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდა დარბაზს, ირინეს ხელი მოჰკიდა, მეგობრებთან ბოდიშ მოიხადა და კლუბი დატოვა ქალთან ერთად.
-სად მივდივართ? ინტერესიანი თვალებით ახედა გოგონამ თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო დადუმება ამჯობინა.
სახლში მისულმა კარი მიკეტა თუ არა კოცნა კოცნით გაიყვანა ქალი საძინებელში, ფრთხილად წამოაწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა, არ სეწინააღმდეგებია ირინეც, ნელ ნელა აყვნენ ერთმანეთს, მამაკაცმა ჯერ აწითლებული ტუჩები დაუკოცნა ვნებისგან ათრთოლებულ ქალს, შემდეგ ტანზე გადაინაცვლა, ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლა კაბისგან, თვითონაც გაიხადა ტანზე და გადაეშვნენ ვნების მორევში,წამით ირინას შეხედა და თვალებში ელენე შემოეფეთა, წარბებშეკუშტულმა დახედა ვნებისგან აკვნესილ ქალს და თავი გააქნია ფიქრებისგან გასანთავისუფლებლად, უკვე გრძნობდა როგორ ნელ-ნელა იპარებოდა ბრალდებული მის ცხოვრებაში..

მაჩუქე სიყვარული (8)

ნონა

მაჩუქე სიყვარული (8)

გამომძიებელი ალექსანდრე

მაჩუქე სიყვარული (8)

ირაკლი

მაჩუქე სიყვარული (8)

ირინა


უუსაყვარლესებო და უკარგესებოო <3 ძალიან მიყვარხართ ყველა, აბა როგორ მოგწონთ?



№1 სტუმარი nia

Vaime ra xdeba ak?
Me dges cavikitxe yvela tavi ertad... Daaa... Aleqsandreze gavchede ra ra kacia nu... Gelodeci dges :-) <3<3<3<3

 


№2  offline წევრი tam28

Palian pataraa gazarde cota moculoba. Kargia sxva mxriv :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent