შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (5)


13-10-2015, 02:25
ავტორი ერკე
ნანახია 2 882

წყვდიადმა მოიცვა ერთადერთი ნათელი წერტილიც მასში და ამოუცნობი ფერით დაფარა ის. სრულ სიჩუმეში, სიბნელეში მისი არსებობაც კი უკვირდა და სიბნელეც ისე შემოჰკვროდა და შემოტმასნოდა ყველაფერს, რომ მარტივად მოშორება შეუძლებელი ჩანდა. სიცივეს აეტანა და მარტოობას ნინო ნაკაშიძე, რომელიც თავს უწონადობაში წარმოიდგენდა, თითქოს დაფრინავდა გაყინულ სივრცეში, უჰაერო სივრცეში, სადაც არანაირი სინათლე არ იყო, თითქოს ისიც შეერთებოდა სიბნელის მატერიას.
ვერ მიმხვდარიყო როგორ მოხვდა ამ სიბნელეში, რადგან ისიც კი ვერ იგრძნო თვალები როდის გაახილა და გონზე როდის მოვიდა. ხელის ფათური დაიწყო, უნდოდა რაიმე მოეძებნა, რაიმე ეგრძნო და მართლაც მატერიის ნაწილად არ შეეგრძნო საკუთარი თავი. წამიერად შეყოვნდა, რაღაც მკვრივ და მაგარს მოჰკიდა ხელი, შემდეგღა მიხვდა რომ კედელს მიაგნო, ერთ-ერთ კედელს, რომლითაც ნამდვილად დარწმუნდა ოთახში რომ იყო ჩაკეტილი და არა უწონადო მდგომარეობაში, კოსმოსის სივრცეში. თითს თვალთანაც ვერ მიიტანდი, და საკუთარ არსებობაშიც კი შეგეპარებოდა ეჭვი, ამგვარ სიბნელეში. წარმოიდგინა, როგორ ეძებენ დაკარგულს, როგორ ნერვიულობს დედა მის არყოფნაში. როგორ ადანაშაულებს ექთანს, რომელმაც აქ წამოიყვანა და თმებით ითრევს. მამას ნერვიულობა კი ვერ წარმოიდგინა, რადგან კვლავ ის მკაცრი სახე დაუდგა წინ, რაც ბოლოს ნახა და უმალვე მოიშორა მასზე ფიქრები.
სრულმა სიშავემ თავისი შედეგი გამოიღო და მოგონებები აღუძრა წარსულიდან, კადრები ცოცხლად დაინახა, თითქოს ახლაც იქ იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ წარსული იყო. ასეც არ დაჰკარგვია დროის შეგრძნება და რეალობის აღქმაც თითქმის ნორმაში ჰქონდა.
მოგონება: საღამო იყო, როცა გუგა, ნინო და გუგას მეგობარი გიორგიც თეთრ კადილაკში ისხდნენ და ნათიას ელოდნენ, რომელიც სადაც იყო უნდა გამოჩენილიყო და წინა სავარძელზე დამჯდარიყო გიოს გვერდით. ისინი წერეთელზე, მისი სახლის წინ იდგნენ და მანქანის ფარები არღვევდნენ სიბნელეს.
-სად არის ამდენ ხანს, რით ვერ მოწესრიგდა? - ნერვიულად იკითხა საჭესთან მჯდარმა და ტელეფონი ამოიღო. ჯერ დაასიგნალა რამდენჯერმე, მერე ნომერი აკრიფა, ისე რომ არც კი შეუხედია ეკრანისთვის და დარეკა. სიჩუმეს გაბმული ზუმერი არღვევდა, რომელიც ნათიას ხმამ შეცვალა.
-აღარ ჩამოდიხარ? ჩაგვეძინა ლოდინით, რით ვერ გათავისუფლდი? - ჩაიციინა გიორგიმ. - ხო, დროზე მოდი რა... არა, არა, ესენი კარგად არიან, ერთმანეთს თვალებით ეჭუკჭუკებიან და ჩემი არსებობაც კი დაავიწყდათ... - უკან მიტრიალდა და ნინოს თვალი ჩაუკრა, მას კი სიამოვნებისგან ტანში ცეცხლმა დაუარა და გაახურა. - მალე, მალეეეე - გაწელა სიტყვები. - გელოდებით სიხარულო... არა, უშენოდ სად წავალთ....... შენებს უთხარი, უვნებლად რომ დაგაბრუნებ შინ და ნუ ინერვიულებენ... მეც მიყვარხარ.... გელით.
-მალე ჩამოვა. - ახლა უკან მჯდომ წყვილს მიუბრუნდა. - მეზობელმა შეაყოვნა. აი ახლა უკვე კიბეებზე იქნება.
-ჩვეულებრივ გასეირნებაზე და შეხვედრაზე როგორ გიგვიანებს, შენ წარმოიდგინე საკურთხეველთან რამდენს გალოდინებს. - მხარზე ხელი დაჰკრა უკნიდან ძმაკაცს გუგამ და გადაიხარხარა.
-ჩაი.... - დასასრულს თავადვე მიხვდა გუგა და გიორგიმაც აღარ დაასრულა. - ეს ჩვენი საქმეა. ერთი კი უნდა ვთქვა, რომ ლოდინი ასეთ დროსაც ძალიან სასიამოვნოა.
-ჩამოვიდეს, ჩამოვიდეს თორე გავიყინე ერთ ადგილზე ჯდომით. ცოტა შეხურება არ გვაწყენდა ისე. ამოიღე ბოთლი ბიჭო. - დაუცაცხანა მეგობარს, გიორგიმ ჩანთა გახსნა და იქიდან პატარა შუშის ბოთლი ამოიღო წყლის მსგავსი სითხით სავსე. ერთჯერადი ჭიქებიც ამოაძვრინა და გუგას დაუსხა.
-ამ ჭიქით, იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც გვერდით ჰყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც ბედნიერია და მასზე ფიქრებს ვერ გაურბის, სადაც არ უნდა იყოს და გულშიც ცეცხლი უკიდია, მაგრამ არა ჩვეულებრივი ცეცხლი, არამედ სიყვარულის ცეცხლი, რომელიც არ გწვავს, მაგრამ გაგრძნობინებს რომ გწვავს. - ომახიანად, გამოთქმით თქვა გიორგი, თითქოს ლექსს ამბობდა. - მოკლედ, შეყვარებულ კაცს გაუმარჯოს. - ჭიქები მიუჭახუნეს და ამ სცენას ნინო კარგად უყურებდა და ძალიანაც სიამოვნებდა მათი შეხმატკბილებული ურთიერთობა, როგორც იყვნენ ერთად დამოკიდებულებაში და როგორ ეპყრობოდნენ ერთმანეთს. იმდენად ამაღელვებელი იყო მათი ეს ჭიქების მიჭახუნებაც, რომ ნინოს გული აუჩუყდა. - შენ ნინოს გაუმარჯოს, ამ ანგელოზივით გოგოს, რომლის ღიმილიც კი იმას გაგრძნობინებს, რომ სამოთხე ნამდვილად არსებობს და მოდი ჩემ ნათიასაც გაუმარჯოს, რომლის არსებობას ყოველთვის ვგრძნობ ჩემში, სადაც არ უნდა ვიყო რა. - ეს ბოლო წვეთი იყო, ბოლო სტადია, როცა ნინოს ცრემლები წამოუვიდა.
-გაუმარჯოოს. - თქვა გუგამაც და ნინოს აკოცა. ნინო დაიმორცხვა და ოდნავ გაწითლდა კიდეც.
-დიდი მადლობა გიორგი ასეთი საოცარი სიტყვებისთვის. მაშინვე იმჩნევა, როგორი საოცარი გულის ადამიანი ხარ და ნათიამ შენში, დიდი ბედნიერება რომ იპოვა. დიდი მადლობა შენც, ჩემო პრინცო. - თქვა და ბიჭებმაც მაშინვე გადაჰკრეს არაყი.
-ოჰ, სამაგიეროდ ცოტა ჩათბა მაინც. - გაცეცხლებულმა გუგამ დალევის შემდეგღა ძლივს წაილუღლუღა. - ნინო, შენ არ დალევ სიცოცხლე?
-არა, გაგიჟდი? დედაჩემმა რომ გაიგოს მომკლავს. თან მე ხომ იცი მალე ვთვრები.... თქვენ დალიეთ, მაგრამ ბევრი არა. საჭესთან ხარ გიო, შენ კიდევ პრინცო, ფხიზელი მჭირდები. - თვალები დაახამხამა და გამომწვევად შეხედა გუგას.
-როგორც მანდილოსანი იტყვის. - დაეთანხმა გიორგი. - ისედაც არ ვაპირებდი მეტის დალევას. პასუხისმგებელი ვარ, რომ უსაფრთხუთ წაგიყვანოთ და მოგიყვანოთ, სიტყვას კი არ გადავალ. - წყენის კილო შეეტყო, მაგრამ არც ძალიან, რომ გამოკვეთილად შეემჩნია სხვას.
სადარბაზოდან ნათიაც სკუპით გამოვიდა და გიორგიმ მის დანახვაზე მაშინვე ყიჟინა დასცა. დაასიგნალა, რომელსაც ხელი მანამდე არ აუშვა, სანამ ნათია მანქანაში არ ჩაჯდა. საჭე მის განკარგულებაში იყო და შიშნარევადაც ჩაჰფრენოდა, თითქოს ეშინოდა ვინმე წაართმევდა. ნათიას დანახვით გამოწვეული სიხარული კი უფრო მეტი იყო ვიდრე რაიმე შიში. უზომოდ უყვარდა ის და ძალიან უნდოდა მალე ცოლადაც მოეყვანა, მაგრამ აფერხებდა ასაკი, ჯერ ნათია პატარა იყო, სწავლობდა, თითქმის ნინოს ტოლი, მაგრამ მაინც პატარა და ამის გამო ისინი თავს იკავებდნენ.
-თქვენ რა უჩემოდ დაიწყეთ დალევა? - განაწყენებულმა უსაყვედურა მეგობრებს. - ლოთებო. - ჩაიბურტყუნა და წინა სავარძელზე დაჯდა. - დროზე დამისხით მეც და წავედით. დაძარი მანქანა.
იმ დღეს, სასწაული დრო გაატარეს. მთაწმინდაზე ავიდნენ ერთად და იმ ადგილას დადგნენ, სადაც თბილისი ხელის გულივით ჩანს, სადაც ხელების გაშლისას მთელი თბილისი შენს ხელში ეტევა, თითქოს მკერდში იკრავ და ისიც საოცრად გათბობს. ბავშვებივით ერთობოდნენ, პარკში სეირნობდნენ, ბევრსაც ლაპარაკობდნენ და ათასგვარი თავის გასართობიც კი მოიგონეს. ჯერ სცადეს ცნობილი მომღერლების გაჯავრება შუა ქუჩაში, ხალხსაც რომ დაენახა და მათი სახეების დაკვირვება ყველაზე სასიამოვნო რამ იყო მათთვის, ვიდრე სხვა რაიმე. შემდეგ სიბნელეში დაიღრიალებდნენ და უმიზეზოდ ხალხს დევნას უწყებდნენ, ისინიც გარბოდნენ, ალბათ ვიღაც მკვლელი ან გადარეული ეგონათ, რომელთაც რამის დაშავება შეეძლოთ, გუგა, ნინო, ნათია და გიორგი კი ამით ხალისობდნენ და მშვენივრად აქცევდნენ დღეს დაუვიწყარს.
ნინოსთვის დაუვიწყარი იყო თითოეული აღმაფრთოვანებელი, საოცარი და განსაკუთრებული წამი, რომელიც გუგამ მას აჩუქა, დაუვიწყარი იყო მისი წაკითხული ლექსი, რომელიც ისე საოცრად და პოეტურად წაიკითხა, ისე ლამაზად რომ იფიქრებდი თვით პოეტს ესაუბრები გუგას სახითო. როცა ზუსტად ფილმში ასახული მოქმედების მსგავსად, ჯერ უცნაურად იქცეოდა, თავის თავს არ ჰგავდა, თითქოს ნერვიულობაც ეტყობოდა, როცა ნინოს ხედავდა, მერე უცებ აიტაცა ხელში, ნინომ ყვირილით აიკლო, რომ დაესვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, გუგამ სკამზე დააყენა, თვითონ კი დადგა და მთელი გრძნობით დაიწყო გააზრებულად „ტანო ტატანოს“ კითხვა. კითხვის დროს ცრემლები მოსდიოდა, ნინომაც კი იტირა. ბავშვივით აღრიალდა, მხრებზე ჩამოეკიდა და მის ტუჩებს დაეძგერა სიხარულისგან.
-მიყვარხარ. - უთხრა ნინომ გუგას. გუგამ მისგან თავი გაითავისუფლა. დაუჩიქა და ჯიბიდან კოლოფი ამოიღო. გახსნას ჯერ ერიდებოდა, თუმცა ყველა მიხვდებოდა, რაც შიგნით უნდა ყოფილიყო და ნინოსაც სიხარულისგან შეაჟრჟოლა. რა თქმა უნდა, უკვე იცოდა რა პასუხსაც გასცემდა, რადგან მისი ფიქრები მხოლოდ ამას უკავშირდებოდა, მისი მომავალი ერთ ადამიანს ჯერ კიდევ თავიდან დაუკავშირა, მაგრამ გუგა ხმას ვერ იღებდა. თვალებში ნერვიულობა და საოცარი სიყვარული იკითხებოდა, დაურწმუნებლობაც იმისა, თუ რა პასუხს გასცემდა, მაგრამ ნინოს სიხარულით გამოხატულმა ყოველმა მოქმედებამ წაახალისა, უფრო გაათამამა და გუგამაც ყუთი გახსნა.
-გამომყვები ცოლად? - წყვდიადში ჩამალულმა გოგონამ გაიმეორა სიტყვები და კვლავ შეიგრძნო მაშინდელი სიხარული. შეიცნო სევდა, რომელსაც მუდამ დაჰყვებოდა სიხარულიც და ამოუწურავი სითბოც. რას წარმოიდგენდა ყველაფერი ასე საშინლად თუ დასრულდებოდა და მათი სიყვარული ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. მისთვის ეს ბედნიერება შორეული და ბუნდოვანი გახდა, მაგრამ მაინც სწამდა, რომ მაშინ გუგა გულწრფელი იყო, ნამდვილად უყვარდა და ყველაფერს დათმობდა მისი გულისთვის. რა შეეშალა? რა იყო მიზეზი იმის, რომ ასე მოიქცა? კვლავ ფიქრებს იმ დილამდე მიჰყავდა, როცა გაცეცხლდა და თავისი შინაგანი ურჩხული გამოაჩინა. ვერ წარმოედგინა მის გარეშე ცხოვრება, ვერ შეძლო სხვა კაცის წარმოდგენა მის გვერდით და ბავშვები, რომლებსაც უკვე არარეალურად მიიჩნევდა, შორეულ პერსპექტივაში მათი ხილვაც კი ქრებოდა.
-კი... - სიხარულისგან ცას ეწია გოგონა და მის გვერდით მდგარი მეგობრებიც საშინლად გაოცებულები და გახარებულები იყვნენ. არავინ ელოდა ასეთ ფინალს, მითუმეტეს არც ნინო. ცალ-ცალკე ულოცავდნენ წყვილს ბედნიერების მოპოვებაში და მათთან ერთად იზიარებდნენ იმ დიდრონ სიხარულს, რასაც ქორწინება და შემდეგ იდეალური ოჯახის შექმნა ერქვა. ნინო დარწმუნებული იყო ამაში, რომ მისი ცხოვრება იდეალურად წავიდოდა, როგორც დარწმუნებული იყო, რომ გუგას ცოლად უნდა გაყოლოდა. მისთვის სრულყოფილება იმდენად ახლოს იყო, რომ ვერც კი აცნობიერებდა სხვა რით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. გუგა წამოდგა, ნინო კი ისე მიეჭრა და ხელები მოხვია, რომ კაცი იფიქრებდა განცალკევებას აღარასდროს აპირებდნენ და მუდამ ასე დარჩებოდნენ. მათი სიყვარული იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც კი ბრწყინავდა და სიცოცხლით აგიჟებდა ორივეს.
კადრი გაქრა, ყველაფერი კვლავ უფერო წყვდიადმა მოიცვა, რომელიც არა და არ ნებდებოდა დროს, მასზე გამარჯვება ეწადა და თითქმის გაიმარჯვა კიდეც, ბოლო მოუღო მის არსებობას და ბოლო მოუღო გუგასა და ნინოს სიყვარულსაც, რომლებსაც ყველაზე მეტად სხვა არაფერი სურდათ ერთმანეთის გარდა.
ცრემლთა ნაკადის ჩამოდინება იგრძნო თვალიდან და როცა ბაგემდე მიაღწია მაშინღა მიხვდა ტიროდა. მოთქვამდა, წარსულზე დარდობდა, ენატრებოდა. სიყვარულს ნატრობდა, ერთადერთს რაც კი სურდა, იმასაც კი არ აძლევდა განგება და თავის მწარე, სიკვდილის ცელივით მჭრელ სიცოცხლეზე დაფიქრდა. ღირდა თუ არა მისთვის ცხოვრების გაგრძელება და ხომ არ ჯობდა სიცოცხლე უკვე დაესრულებინა.
***
-წამო გოგო, ლიზისაც გავუაროთ. - მოგუდული სიცილით წამოიძახა ლიკამ.
-კარგი. როგორ მომენატრა შენ არ იცი. თან დაგვეხმარება. - დაეთანხმა ნინო და იმდენად გაუხარდა, რომ კიდევ ნახავდა.
-სხვა რას შვრები? როგორ მიდის სწავლის საქმეები? - ხელი გადახვია შუა ქუჩაში ნინოს, მისი თავი მკლავებში მოიქცია, მისკენ მოზიდა და ლოყაზე მაგრად აკოცა, ისე რომ კოცნის ცხელი კვალი ზედ დასტყობოდა. - უხ, როგორ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე.
-რავიცი, ნელ-ნელა რა. მაგრამ ძალიან უაზრობაა ყველაფერი. მაინც გეპეია და სხვა რას უნდა ელოდო. არ უნდა ჩამებარებინა. - განაწყენებულმა თავი დახარა. შემდეგ კვლავ წამოიმართა და მანაც იგივე გაიმეორა, კოცნა დაუბრუნა მეგობარს. - მეც მიყვარხარ, ლამაზო.
-გეპეი. - წარმოთქვა ლიკამ. - ისე ერთხელ უნდა შემოგიაროთ თავლაში და დამათვალიერებინო. - გაეცინა.
-ჰეი. - უჯიკა მეგობარს და მანაც გაიცინა.
-რამდენგვარი ცხოველი სწავლობს?
-უჰ... - აჰყვა ლიკას ნინოც. - ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გუშინ იყო ერთი ტირანოზავრი რომ შემხვდა. გადაშენებული მეგონა, მაგრამ თურმე გეპეიში ჯერ კიდევ მოძრაობენ. - ჩაფიქრდა და შეშინებული სახე მიიღო. შემდეგ მდორედ განაგრძო საუბარი. - ისე შემეშინდა თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სადღა მახსოვდა სწავლა და ლექტორები. - მათი სიცილი ქუჩას აფერადებდა და ეს სიყვარულის სიმები მთელ მსოფლიოში ჰაეროვნად დასრიალებდნენ. ექოც გამალებულად ისმოდა.
დოლიძის ქუჩიდან სიღრმეში შეუხვიეს და იოსელიანის ქუჩაზე ლიზის კორპუსსაც მიუახლოვდნენ. ლიზიც იქვე იყო ქუჩაში და მათკენ ისე გამოექანა, გეგონებოდათ ინდიელთა ტომის ბელადი იყო და გოგონების მოსაკლავად გაბოროტებული სახით მორბოდა, მაგრამ მას სიხარული და ბედნიერება ეხატა სახეზე, პირდაპირი ემოცია გულიდან წამოსული, რაც ყოველთვის სიმართლე იყო.
სიხარულით ჩაეხუტა ორივეს. მაგრად გადაკოცნა კარგად მონატრებული მეგობრები და სიყვარულის ახსნა დაიწყო. - ნინო, ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. შენ გარეშე ვერ გავძლებ, მოვკვდები ჩემო სიცოცხლე და ცხოვრების აზრო. როგორ მინდა შენთან ერთად ყველაფერი გამოვცადო, მინდა შენთვის შევძლო მხოლოდ სიხარულის მონიჭება და ყველაფრის მოცემა, რასაც ინატრებ, რასაც ისურვებ, რომ გქონდეს. - დაიჩოქა და სახეზე ტკივილი გამოესახა. - მენატრებოდი ჩემო ღვთაებავ, ჩემი გულიდან არ ამოდიხარ და ყოველთვის მახსენებს შენ რომ ჩემში სახლობ, შენი სუნთქვები მაჭერს და თავბრუს მახვევს, იმდენად მაგიჟებ, რომ ახლა აქვე დავეცემი, გონებას დავკარგავ. - ნინო გაკვირვებული, მაგრამ უცნაურად კმაყოფილი მზერით უყურებდა და უსმენდა. - იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლა. იცოდე რაც არ უნდა მოხდეს, მინდა რომ კვლავ ასე მიყვარდე და ჩვენ შორის ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდებოდეს.
-რა საყვარელი ხარ ლიი... რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? - დრამატული ცრემლებით, რომ დასრულა მეგობრები შეშინდნენ კიდეც, ასე სერიოზულად თუ იყო საქმე. ლიზიმ ცრემლები მოიწმინდა წამოდგა და ბავშვებს უთხრა.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს. თეატრში როლი მომცეს და გავირეპეტიციესავით... ვუჰუუ... აუ, ბავშვებო, იცით როგორ მიხარია?
-ვაიმე, რა მაგარიაააა. - ორივემ ერთდროულად კივილი მორთო და ერთ ადგილზე ხტომა დაიწყეს. ლიზის კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ და მიულოცეს. - მიყვარხარ ჩემო ნიჭიერო. - თქვა ნინომ და მეგობარს გადაეხვია. - როდის იქნება ჩვენება?
-14 თებერვალს. სიყვარულის დღეს, ზუსტად ძალიან კარგად არის თარიღიც შერჩეული. ამაზე კარგ ადგილას სხვაგან ვერ წავლენ შეყვარებულები წყვილები, თუმცა ისეთი როლი მერგო, ისეთი მოსიყვარულე გოგოსი და შეყვარებული, ძალიან ბედნიერი ცოლის, არც კი ვიცი როგორ ვითამაშო. მე ხომ ერთხელაც არ მყვარებია ვინმე. ვნერვიულობ.
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. აუცილებლად შეგიყვარდება და დარწმუნებულიც ვარ შენ საუკეთესოდ ითამაშებ, მთავარი ის კი არ არის რომ შეყვარებული არ ყოფილხარ, მთავარი ის არის რას გრძნობ გულში, შიგნით კი ისეთი სიყვარული გიტრიალებს, რომ დარწმუნებული ვარ გადასარევი იქნები. თან ყველაზე ლამაზიც იქნები აუცილებლად საყვარელო. - და შეუყვარდა კიდეც, ზუსტად იმ დღეს, როცა რეპეტიციის დროს, საღამოს დაღლილი გამოვა შენობიდან და ქუჩის მეორე მხარეს გაუყვება გზას. ზუსტად მაშინ მოხდება სასწაული.
-დღეს ჩვენთან ერთად ხომ არ წამოხვალ ლიზი? - ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა ნინომ.
-სად მიდიხართ?
-დედაჩემი წვეულებას მართავს. ჯერ საყიდლებზე გამოგვიშვა მე და ლიკა, აი ესენი უნდა ვიყიდოთ. - ფურცელი ამოიღო და ლიზის გაუწოდა. - ერთად არაჩვეულებრივად გავატარებთ დროს, თან დაგვეხმარები ამ ყველაფრის ორგანიზებაში, თანაც მონატრებულ დროს ავინაზღაურებთ.
-ამას ახლა მეუბნებით? - ეწყინა და მოიღუშა. თითქოს ტკივილმა დაუარა და ჩაიკეცა.
-რასთან დაკავშირებით? - ეჭვის თვალით შეხედა მაინც.
-გახსოვს, რომ გეუბნებოდი დედაჩემის ნათესავები უნდა ჩამოვიდნენ-მეთქი მოსკოვიდან?
-კი... მერე? - თავი დაუქნია ლიზიმ.
-დედაჩემის ბიძაშვილს აქვს დაბადების დღე. ჯერ არ ჩამოსულან, დღეს საღამოს ელოდება, მანამდე კი სიურპრიზის მოწყობა გვინდა რა.
-კარგი.. გოგოებო, მაშინ წავედით, აბა რას ვაყოვნებთ. - გამოცოცხლდა ლიზიც და საქმეზე გადავიდა. ორივეს ხელი მოჰკიდა და წინ წაათრია. - არ მიყვარს სახლში ყოფნა, განსაკუთრებით დღეს. კარგი ქენით, რომ გამომიარეთ. - ლიკასა და ნინოს შუაში ჩადგა მერე და ორივეს ხელები მოჰხვია. მათ სამში გაბმული უხილავი სიმი, ისე გადაიხლართა თითქოს ერთმანეთზე მიბმულები იყვნენ და სიხარულს მხოლოდ ერთად ყოფნა ანიჭებდათ.
-ჰეი, ლიზი.... - უკნიდან ვიღაცის ხმა გაიგონა და მაშინვე შეტრიალდა. საბას დანახვაზე ფეხი უკან წადგა, წაბორძიკდა და თავი რომ შეეკავებინა ნინოს შემოეხვია. - როგორ ხარ? - გადაეხვია. მერე გოგოებს მიუტრიალდა და მიესალმა.
-უიჰ, რა შტერი ვარ. - როცა საბა გაღიმებული უჩუმრად უყურებდა ორივეს, მაშინღა მოიფიქრა რაც უნდა გაეკეთებინა. - გაიცანი საბა, ეს ლიკაა, ჩემი მეგობარი - და ხელი ლიკასკენ გაიშვირა. საბამ ლიკას ხელი ჩამოართვა და გაუღიმა. - ეს კი ნინო - ჩემი ცოლი. - ამის თქმა იყო და საბას სახე შეეცვალა. ნინოს ხელი მაინც ჩამოართვა კაცურად, გადახვევის მოერიდა და მერე ლიზის შეხედა თვალებდაჭყეტილმა.
-მართლა?
-კი, მართლა. - აუხსნა ნინომ. - ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს, ერთად ყოფნა მუდამ გვინდოდა და ამას მალე ყველა გაიგებს.
-ოჰ, გოგოებო, თქვენ არ ხუმრობთ.
-ვხუმრობთ, საბა ვხუმრობთ. - მეტს ვეღარ გაუძლო და ლიზის სიცილი წასკდა საბას უცნაური და საშინლად შეუცნობელი სახის დანახვაზე. - დასავით მიყვარს, ჩემი ტყუპისცალია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წინა ცხოვრებაში დები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ აი, ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ, ძალიან რომ ვგავართ ერთმანეთს ყველაფერში, სიგიჟემდე კი მართლა მიყვარს და ოცნებებში ჩვენ კვლავ დები ვართ......
-გულზე მომეშვა.
-რათა საბა? - გამოკითხა ლიზიმ და მაშინვე გაიღიმა. უნდოდა შეხებოდა, მაგრამ უნებურად კვლავ უკან წაიწია და დისტანცია დაიჭირა. - შენ ხომ არ გიყვარვარ.
-არა, რა თქმა უნდა. - უეცრად წამოისროლა სიტყვები გაუაზრებლად, მაგრამ უმალვე ინანა, თუმცა უკან ვერ დააბრუნებდა დროს. ლიზის სახეზე გამოსახული წამიერი იმედგაცრუება კი აღტაცებაში გადავიდა და ეს თვითონაც ვერ გააცნობიერა.
-არა? აბა რა პრობლემაა?
-არაფერი, უბრალოდ.... ჯერ... ხომ... ჯერ... ჯერ ერთსქესიანი ქორწინების კანონი არ დაუმტკიცებიათ საქართველოში და მხოლოდ ეს. იმედი მაქვს რომ არც დაამტკიცებენ, ამის წინააღმდეგი მეც ვარ, რადგანაც არ მიმაჩნია სწორად გოგოები საჯაროდ, რომ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე, ანდაც ბიჭები. ჩვიდმეტ მაისს კარგადაც კი მომხვდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი მაინც ვიქნები და არ ვნანობ არაფერს.
-ვააუ, საბა ჩემი გმირი ხარ. - უაზრო გამოხედვა მიიღო პასუხად ლიზიმ. - ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა, მერე შეგეხმიანები კარგი? - თვალი ჩაუკრა და კოცნა ჰაეროვნად გაუგზავნა.
-კარგი. მაგრამ ერთი წუთით. რისთვისაც დაგიძახე, ის ჯერ არ მითქვამს. - გაეცინა და ხელები ჯიბეში ჩაიყო. ნამდვილად ციოდა. - ის დისკი გიშოვე, რაც მთხოვე. საღამოს ჩემთან ამოდი და მოგცემ.
-ოოოო, დიდი მადლობა ჩემო კარგო. რა საჭირო იყო...
-ეხლა ნუ დაიწყე. ხომ იცი ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. - ნინოს გადახედა და თვალი ჩაუკრა. ლიზიმ სხვაგვარად აღიქვა და ელდა ეცა. დაქალს იდაყვი დაარტყა ფერდში, რომ ეგრძნო და თვალებით შეუღრინა საბას.
-ვიცი. და მადლობა მართლა. ახლა კი უნდა გავიქცე, კარგად....
-თქვენც ასევე გოგოებო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
-ჩემთვისაც. - ნინომ ხელი გაუწვდინა, როგორც ამას დედოფლები აკეთებდნენ და ლიზიმ, რომ შეამჩნია თვალები როგორ უბრწყინავდა, მაშინვე შემოატრიალა დაქალები და საბას დაემშვიდობნენ.
-წამო წავედით. - თქვა და ნაბიჯს ააჩქარებინა.
რამდენიმე წუთი უხმოდ მიაბიჯებდნენ, ვერცერთი ვერ იღებდა ხმას, თითქოს მათ ირგვლივ რაღაც უცნაური სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც ისე ჩაეჭიდა მათთვის ხელი, რომ დაზაფრულები მხოლოდ სიარულს უჩქარებდნენ და ნინო უკანაც იყურებოდა ერთხანს, ყოველ წუთში. საბას დანახვა უნდოდა კვლავ და თვალები საოცრად უელავდა.
-ღმერთო, როგორი სიმპატიური იყო. - განაცხადა დარწმუნებით ნინომ.
-ხო, არც ისე. - უთხრა ლიზიმ მკვირცხლად.
-გიყვარს? - უკვე კარგად მოშორებულები, რომ იყვნენ მთვრალივით წაბარბაცებულმა ნინომ მეგობარს მაშინვე ჰკითხა. თვითონ კი ფეხს ძლივს ადგამდა, რადგანაც მოხიბლა საბას მზერამ, მისმა თვალის ჩაკვრამ, ამიტომაც ფეხს ითრევდა.
-არა, რა სისულელეა. - მეგობრებმა ისე გადახედეს, რომ მიხვდა მის გამოტეხვას ცდილობდნენ. ნინომაც გაიაზრა, რა თქმა უნდა, უყვარს, მე კი ამის უფლება არ მაქვს, რომ შემიყვარდესო და ლიზის მოეხვია. - არა-მეთქი! ასე რომ მიყურებთ, რამე შეიცვლება? - თქვა მკაცრად და სიარულს უმატა.
-ერთი გენახა რა თვალებით უყურებდით ერთმანეთს. თითქოს თქვენ გარდა არავინ არსებობდა და ჩვენც ვერ გვამჩნევდი. დაინახე? - ჰკითხა მერე ნინოს.
-კი..კი.. ზუსტად ასე იყო. თავს გადაგდებულად ვგრძნობდი. - დაამატა გოგონამ და ისეთი სახით შეხედა ლიზის, რომ მან იგრძნო, როგორ ზრუნავდნენ მასზე მეგობრები და როგორ უყვარდათ ის.
-აჰა, აჰა... რა ხდება ჩვენო ლიზი? - ჩაიხითხითა ლიკამ და ლიზის საჯდომი თავის ხელში კაცივით მოიქცია. ლიზი შეხტა მოულოდნელობისგან. ლიკას შეხედა და მანაც ისარგებლა შესაძლებლობით, უეცრად შეახტა კისერზე მას. ესეც იმდენად მოულოდნელი იყო, ვერ გაუძლო ლიზის სიმძიმეს და გადაწონა. ერთად გაგორდნენ ასფალტზე. იმდენად სახალისო იყო, ისეთი სიყვარული ღვიოდა მათში, როგორიც ამქვეყნად ნაკლები იყო, მეტიც არარსებული და მათთვის მტკივნეულიც კი არ იყო დაცემა, რადგან სხვა ყველაფერი დავიწყნოდათ. ნინო გახარებული შესცქეროდა მისი საუკეთესო მეგობრების ხუმრობით ჩხუბს, არც იყო ჩხუბი, რადგან ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოტრიალდებოდნენ და იცინოდნენ. სამეულს ისიც დავიწყნოდა, რომ ქუჩაში იყვნენ და გამვლელები უცნაურად უყურებდნენ, მაგრამ მათ მაინც არ ანაღვლებდათ რას იფიქრებდნენ ისინი, იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, და ერთმანეთის სიყვარულში მთლიანად იძირებოდნენ. ასეთი გრძნობა ბიჭის მიმართ ჯერ არცერთს ჰქონდა გამოცდილი, მაგრამ მათ არც კი სჭირდებოდათ.
მანქანის სიგნალმა და ფარების შუქმა გადაწყვიტა ყველაფერი. სასწრაფოდ წამოდგნენ, დაიფერთხეს და გაიწმინდეს ტანსაცმელი, ნინო კი მათ დასცინოდა ისე იყვნენ მტვერში ამოგანგლულები, მაგრამ მაინც მივიდა და ორივე გულში მთელი ძალით ჩაიკრა. სამნი ერთი მთლიანობა იყვნენ, როგორც მუშკეტერები - ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის.
-კარგი ჰო, უბრალოდ მომწონს, მაგრამ არ მიყვარს. ვცდილობ არც შემიყვარდეს და ახლოსაც არ მოვუშვა. - დანაშაულის გრძნობით გულაჩუყებულმა სათქმელი ძლივს დაასრულა.
-რატომ? - განცვიფრდნენ. - განა ის დისკი საბაბი არ იყო მისი ნახვა, რომ შეგძლებოდა?
-მერე რა. მას ვიცი, რომ არ ვუყვარვარ.
-რა გულნატკენი ხარ ჩემო გოგო. - საოცარი თანაგრძნობით ორივე მის გვერდით გაჩნდა, უფრო მიეკრო მას და დამამშვიდებელი სიტყვები მოამზადეს. - არ ღირს ის ბიჭი ამდენ ცრემლებად, საყვარელო. იდიოტი ყოფილა შენნაირ ლამაზ გოგოს, უნიკალურს და ასეთ სიცოცხლით სავსეს, რომ ვერ ამჩნევს.
-სხვა რამის გამო არ შეგვიძლია ერთად ყოფნა. - ჯერ ლიკას, მერე კი ნინოს გადახედა, თითქოს მათ სახეებზე უნდოდა ამოეკითხა ნუგეშისცემა, რომელიც ასე სჭირდებოდა. მათი სახეები კი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ და სითბოს, მზრუნველობას, რომელსაც ლიზი ყოველთვის გრძნობდა და რითიც მეგობრებისადმი ასეთი მადლიერი იყო.
-რის გამო? გისმენთ იდიოტო, ნუ გვანერვიულებ!
-მე შემიყვარდა, მაინც შემიყვარდა მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა ჰყავს და სხვა უყვარს. მისი სურათი ვნახე, ისეთი ლამაზი გოგოა, არც მიკვირს ასე, რომ უჭირს ჩემი შემჩნევა. მხოლოდ ის არის მისი ერთადერთი, რომელსაც ასეთი გულმოდგინებით და სიყვარულით ეპყრობა, ის არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სიყვარულის წყარო და ამ სიყვარულს ლავასავით აფრქვევს მისდამი. თითქმის სულ მასზე მელაპარაკება ხოლმე... მაგრამ მისი მიჯნური აქ არ არის, ის იტალიაშია სასწავლებლად წასული, ყოველდღე სწერს, ელაპარაკება და სულ იმას მეუბნება, ძალიან მინდა მასთან ყოფნა, სიგიჟემდე მინდა გულში ჩავიკრაო. ერთ კვირაში კიგაფრენას აპირებს და მას ჩემი სილამაზეც კი ვერ შეაჩერებს. - ბავშვივით აღრიალდა შუა ქუჩაში, ნინომ კი მაგრად ჩაეხუტა, არ იცოდა რას გრძნობდა ლიზი იმ დროს, არ იცოდა როგორ ეშველა მისთვის, მაგრამ მაინც ეხუტებოდა და მის თავს მაგრად იქცევდა ხელებში. - ეს პირადად მითხრა. - განაგრძო ლიზიმ. - სიურპრიზი მინდა მოვუწყო და ჩავაკითხოო. უკვე იმდენად მომენატრა მის დაბრუნებას ნამდვილად ვერ დაველოდებიო.
-ეს ძალიან ცუდია. ხანდახან, ვინც გვიყვარს ის ჩვენკენ სულ არ იყურება, მაგრამ შენ მაინც არ უნდა დაკარგო იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-დაივიწყეთ რა. - გაამხნევა ლიზიმ, როცა ცრემლები მოიწმინდა და დაინახა მეგობრები როგორ დაანაღვლიანა მისი ისტორიით. - ახლა გართობის დროა დაგავიწყდათ? ბიჭების დედაც... წავედით.. აბა დამეწიეთ. - დაიყვირა და გაიქცა. ამ სირბილის დროს, ყვირილში, ის ცრემლებს მალავდა, რომელიც ტკივილით გამოწვეულ სიყვარულს ახსენებდა, იმას, ვისთანაც ვერასდროს იქნებოდა. მერე გადაიყარა სევდა, ფიქრები და მხოლოდ კარგზე დაიწყო ფიქრი, რამაც გაამართლა.
***
-დაე იქმნას ნათელი. - სრულ სიჩუმესა და გაუცხოებულ სიბნელეში ღმერთის როლი მოირგო და სიჩუმის დარღვევა სცადა. სიტყვებმა წამით გაიჟღერა, არც ექოს სახით დაბრუნებია და არც გაიწელა, უმალვე ჩაცხრა თითქოს სიჩუმის მორევში ჩაითრია რაღაცამ და მძვინვარების საშუალება აღარ მისცა.
არაფერი გამოვიდა. მის სიტყვებს არ უნდოდათ თავის დაღწევა მისი ფიქრებიდან და უკანვე უბრუნდებოდა. მათ ძალა არ ჰქონდათ. ღმერთი არ იყო, რომ ნათელი შეექმნა, მაგრამ იმ წამს, იდუმალ და უცნაურ წამს, მან არა თუ წარმოიდგინა თავი ღმერთად, არამედ ეს იგრძნო კიდეც. თავი სამყაროს დასაწყისში ეგონა, როცა უფალი ქმნიდა მას და ჯერ კიდევ არ იცოდა არავინ მის შესახებ. „მაშინ შენც ისევე მარტოსული იქნებოდი, როგორც ახლა მე, ამ საგიჟეთში გამომწყვდეული, მძღნერივით, რომ ვაგდივარ.“ მის ფიქრებს მისცა გასაქანი, რომ ედინათ მისგან და ხელს აღარ უშლიდა. მისთვის დრო უსასრულობა გახდა. თვით მარადისობა, მაგრამ იგრძნო ისიც, თუ როგორ გაჩერდა. სიბნელეში დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის გადიოდა და გადიოდა, მაგრამ ნინოსთვის ხელუხლებელი რჩებოდა, გაუსვლელი და მუდამ გაჩერებული. სწორედ ასე ხდება მაშინაც, როცა სახლში ყველა საათი გაგიფუჭდება და დროის მსვლელობის შეჩერებას ნამდვილად იგრძნობ, მაგრამ სიბნელეში და სიჩუმის ალერსში ეს უფრო რეალური ჩანდა და მანაც დაიჯერა.
-აბა, ჩემო კარგო, ახლა დიდი და ხანგრძლივი მოგზაურობა გელის სიზმრებში. - მის გონებაში კვლავ გაიჟღერა ამ სიტყვებმა და გაახსენდა რისთვის იყო აქ. რატომ დაამწყვდიეს და ვინ გაუკეთა. გაახსენდა იმ წითურის გაკეთებული ნემსი, რაღაც მოწითალო მოოქროსფრო წამალი რომ შეუყვანა ვენაში და გაიხსენა მისი მდგომარეობაც. ის ორსულად იყო კაცისგან, რომელმაც მიაგდო, მიატოვა და წამიც კი არ დაუტოვა ბედნიერების. ორსულად იყო კაცისგან, რომლის შეხება, მისი საუბარი და სიყვარული სიგიჟემდე უყვარდა და აღაგზნებდა, მისი მოფერება როგორი თბილი და საოცარი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგა, როგორც ხე კარგავს ხოლმე ფოთლებს შემოდგომაზე და ისე განიცდის, რომ სულ შიშველი რჩება, ჩვენს წინაშე გრძნობებისგან გაშიშვლებული. მასში აღმოაჩენ, ხედავ და გრძნობ მარტოობას.
თვალები რომ გაახილა სინათლის შუქზე მაშინვე აეწვა. წუთზე მეტი დრო დასჭირდა აზრზე მოსასვლელად და უკვე ყველაფრის კარგად გარჩევა შეძლო. როცა სინათლეს კვლავ შეეჩვია მის წინ შავთმიანი, დიდრონხელება და ზიზღით სავსე გამოხედვით, ვიღაც უცნობი კაცი დაინახა. უყურებდა თვალებში და უკვირდა, მასში შიშს რომ ვერ ამჩნევდა, უკვირდა თითქოს მისი გაბედულება, მაგრამ ნინოსთვის სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იყო, მითუმეტეს იმ დროს. როგორ უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, მაგრამ ამ სიამოვნებას არ მიანიჭებდა მის გამტაცებელს, რომელიც იჯდა და ისე აკვირდებოდა, როგორც ექსპერიმენტული ცხოველს, რომლის გამოკვლევაც მიზნად დაისახა. ოთახის შუაგულში რკინის მაგიდისა და სკამების გარდა, რომლებზედაც თვითონ და უცნობი ისხდნენ, სხვა არაფერი იყო. გოგონა სკამზე მიებათ, ხელები შეეკრათ და ფეხებიც კარგად მიებჯინათ სკამის ფეხებს. გვერდით ორი დაკუნთული ტიპი ამოსდგომოდა, რაზეც გაიფიქრა „ერთგული ფინიები, ამ ნაბიჭვრის მომსახირებისთვის ყველაფერს იზამენ.“, თვითონ კი გაშეშებული უცქერდა ამ სიჩუმეს, რომელიც მათ შორის განსხეულდა და ბურუსივით ჩამოწვა.
-იცი აქ რისთვისაც ხარ? - ჰკითხა უცნობმა, რომელმაც შემდეგ კმაყოფილებით ჩაიცინა.
-არა! - მოკლედ მოუჭრა ნინომ. - გამიშვით... იცოდეთ ვიღრიალებ.
-რამდენიც გინდა იღრიალე, შენ ხმას ვერავინ გაიგებს. - თქვა თუ არა სიგარეტს მოუკიდა და მოქაჩა. - ვერ ხვდები სად ხარ? ვერასდროს ვერავინ მოგაგნებს. გესმის?
-მოკვლას მიპირებთ? - აწყლიანებული თვალებით იკითხა მან.
-შენი მოკვლა, რომ მდომოდა, ნინო, ამას აქამდე გავაკეთებდი. სიკვდილი ძალზე მარტივი სასჯელი იქნება შენთვის. - მკაცრად შეხედა. - არაა. შენ სხვა რამეში მჭირდები.
-რა გინდათ ჩემგან? - იღრიალა, ძარღვები გამოებერა. საშინლად უნდოდა თავის დაღწევა, უნდოდა კვლავ მიეცათ მისთვის შანსი და მეგობრები ენახა, თუმცა რა დროს ეს იყო, მას სიცოცხლე უნდოდა, რომელიც თითქოს დაბადებიდანვე წართმეული ჰქონდა და ვერასდროს გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო. თუ მოკლავდნენ მისთვის არ იქნებოდა ემოციური, რადგან ის მთლიანად განადგურებული და მკვდარი იყო უკვე. ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება გადაწყვიტა და არ აპირებდა ისე მოქცეულიყო, როგორც პანიკიორი გოგონები, რომლებსაც ეშინიათ და ყველაფერს აფუჭებენ.
-პირველ რიგში გაგეცნობი. - ამაყად წამოდგა სკამიდან, ტანსრული კაცი იყო, ხშირი წვერით და დიდი ცხვირით. რომელიმე საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ჰგავდა, მაგრამ თვალებში უყურებდა და არ ეშინოდა, თვალსაც კი არ ახამხამებდა. უცნობმა თავი დაუკრა, როგორც მეჯლისზე გამოსაწვევად უკრავდნენ გოგონას. - შეგიძლია დონ კორლეონე დამიძახო. - ნინომ პირი დააღო და თავისი ერთგული ირონია მოეძალა.
-ნეტავ რამით მაინც ჰგავდე მას. - ვერასდროს ვერ იკავებდა თავს, როცა რამის თქმა სურდა და ახლაც, მან თითქოს მძვინვარე მხეცი გააღვიძა ამ სიტყვებით და მოსალოდნელ შედეგს დაელოდა. არაფერს გრძნობდა, მხოლოდ კმაყოფილებისგან ხმამაღლა გადაიხარხარა. - ერთი შენს თავს შეგახედა. - განაგრძო უნებურად. - გასიებულ ღორს ჰგავხარ, რომელსაც არა... - მარცხნივ მდგარმა ყელში წაუჭირა ხელი, ნელ-ნელა უფრო უჭერდა. სუნთქვა უჭირდა, თითქმის ვეღარც სუნთქავდა, როცა მთლიანად გადაეკეტა სასუნთქი გზა. მან მთელი სხეულით იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შემდეგ კი თავს ქვემოთ ვერაფერი იგრძნო, თითქოს მთელი სხეული პარალიზებული ჰქონდა და სიცოცხლეს რომ შორდებოდა სიამოვნებდა კიდეც. მაგრამ როცა გააცნობიერა ამ სიამოვნებას თან უკიდურესი შიშიც ახლდა, მიხვდა რომ არ სურდა სიკვდილი. გაახსენდა ბავშვი მუცელში, იგრძნო გულის ფეთქვა, მაგრამ არა საკუთარი, არამედ საკუთარი ბავშვის, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც დარჩა, სხვა ყველამ მიატოვა. აღარ სურდა სიკვდილი, არ უნდოდა მოეკლა უდანაშაულო ბავშვიც მასთან ერთად და საწყლად შეავლო თვალი დონს.
საკმარისიაო, უთხრა დონმა ბიჭს და მანაც სასწრაფოდ გაუშვა. ნინოს ხველება აუტყდა, ერთი ხარბად ამოისუნთქა და გული აუჩქარდა. მკერდში იგრძნო ორი გულისცემა, რომელიც ლამის შეწყდა.
ვინ ხარ? რა გინდა? - ხველებას რომ მორჩა და ჰაერის ნაკადის შესუნთქვაც ბლომად მოახერხა, მაშინღა იკითხა ოდნავ შეცვლილი ხმით, რაც დახრჩობის მცდელობის შედეგი იყო.
-კიდევ ვინ ვარ? - ეშმაკურმა ღიმილმა გაიბრწყინა მის სახეზე. - შენი ტანჯვა ვარ, რომელიც ღმერთმა განგიწესა. - ეს ისე სერიოზულა თქვა ნინიმ დაიჯერა კიდეც და ამან შეაშინა. სერიოზული სახით მკვლელს ემსგავსებოდა, სატანას, მაგრამ რაც არ უნდა გაღიმებოდა მისი ურჩხული მას ყოველთვის სააშკარაოზე გამოიყვანდა. - შენი მეგობრის, ლიზის მოძებნა გვინდა... გეცოდინება, რომ ის ცოცხალია. სისულელეების ჩადენა არ გინდა, ლიზი არ ღირს იმად, რომ იცავდე.
ტანში შეაცია. ოთახის ტემპერატურას დააბრალა, მაგრამ მასში ლიზის გახსენებით გამოწვეულმა აფორიაქებამ კვლავ თავი იჩინა.
ლიზი....
„ლიზის ვეძებთ, მის პოვნაში კი შენ დაგვეხმარები“. - გრძნობები აერია. თუ ცოცხალია ჩემთან რატომ არ მოვიდა და რატომ არ გამაგებინაო - გაიფიქრა, მაგრამ ფიქრებმა იმდენად დატანჯეს, რომ უნდა შეშვებოდა. თუმცა ეს მისთვის ჰაერივით იყო, როცა ხშირად ხმასაც კი არ იღებ და მარტო ხარ, უნებურად ფიქრებს ეძალები და სიცოცხლისგან იცლები, იფიტები. რა ხდებოდა მის თავს? ამის გაგება ისევე სურდა, როგორც იმის თუ რას გრძნობდნენ ახლა მისი ნათესავები, მეგობრები ან მშობლები. თუ აკლდათ მისი არყოფნა და თუ გრძნობდნენ ამას. საერთოდ თუ ეძებდნენ კიდეც.
-კრეტინო, ლიზი მკვდარია. ერთი წლის წინ დაიღუპა. - თავი მაინც ვერ შეიკავა მის ასეთ ხსენებაზე და ზიზღით გადააფურთხა. უცნობმა ბრგე ვაჟკაცივით, რომ გამოიყურებოდა თვალებით რაღაც ანიშნა და ნინოს სახეში სილა გააწნეს.
-არ მჯერა, რომ ერთხელ მაინც არ შეგხმიანებია. ნუთუ მიგაგდო და დაგივიწყა? მითუმეტეს, მაშინ ის შენი მეგობარი არც ყოფილა, ასე თვლიდი, მისთვის მნიშვნელოვანი იყავი, მაგრამ ერთხელაც კი არ მოუწერი შენთვის? - ნინოს იმდენად გაკვირვებული სახე ჰქონდა, როგორც არასდროს. ვერ ხვდებოდა ამდენი საიდან იცოდა მათზე. - მმმმ... ხო, ხო... თქვენზე ყველაფერი ვიცი, ეს ორი წელი გაკვირდებოდით შენ და ლიზის. ვიცით, რომ ის არ მომკვდარა და ცოცხალია. - თითქოს მის ფიქრებს კითხულობდაო ისე თქვა უცნობმა.
-ვა ცოცხალია? - ირონიულად გამოუვიდა ისევ. - თუ იპოვით ჩემგან ერთი მაგარი მუშტი უთავაზეთ რაა.
-კიდევ ხუმრობის ხასიათზე ხარ?
-მისმა დაკარგვამ ისეთი ტკივილი მომაყენა, იმდენად შემცვალა და მთლიანად გამანადგურა... და თუ ეს ფარსი იყო, ტყუილი და ის ცოცხალი იყო რატომ უნდა ვხუმრობდე? ალბათ ჩემი ხელით მოვკლავ სადმე, რომ გადავეყარო და ვურჩევ არც გამოჩნდეს. - მერე გაიფიქრა, რა სისულელეაო და კმაყოფილმა გაიღიმა.
-სად.... არის..... ლიზი.... - დამარცვლით და გამოკვეთით წარმოთქვა სიტყვები. ფეხზე წამოხტა, რამაც ნინო შეაშინა და თავი დაბლა დახარა დაცვის მიზნით.
-შეჩერდი! - სასოწარკვეთით მოსწყდა სიტყვა მის ბაგეს. - გგონიათ, რომ მცოდნოდა აქამდე არ გეტყოდით? ჯერ სიბნელეში მაყურყუტეთ, ახლა აქ დაბმული ვარ თქვენს წინ და შიშით ვცახცახებ, ორსულად ვარ და ნამდვილად არ მინდა ბავშვსაც რამე დაუშავდეს და ამ სიტუაციაში თქვენი აზრით არაფერს გეტყოდით, რომ მცოდნოდა? - ძლივს ამოთქვა და ამოისუნთქა. ეგონა კარგს აკეთებდა, მაგრამ შეცდა.
-საკმაოდ კარგი მატყუარა ხარ. და უფრო მეტად ხუმარაც. თავს საფრთხეში იგდებ ლამაზო და ეს უნდა იცოდე, რადგან აქ ვერავინ დაგიცავს, ვერც მამაშენი და ვერავინ.
-ჩემი ბიჭი დამიცავს. მალე პოლიციას შეატყობინებს ყველაფერს და თქვენც მალე მოგაგნებენ. შე . - გაღიზიანდა და ტყუილი ისე კარგად გამოსდიოდა, რომ არც ელოდა ამას. - იცის, რომ ისე არ გავქრებოდი და აქ სხვა რამეშია საქმე, მალე კი თქვენს ექთანს, იმ წითურ ძუკნას გამოიჭერენ და ყველაფერს დააფქვევინებენ. მარტო აქ არავინ დამტოვებს!
-როგორ შემაშინე. - უკან გახტა და შიშით ცახცახი დაიწყო. ნამდვილად კარგი მსახიობიც დადგებაო, გაიფიქრა ნინიმ და თვალმოჭუტულმა დაკვირვება დაუწყო.
-გუგაზე ამბობ? - თვალები გაუფართოვდა, როგორც კი მისი სახელი ახსენა. თან ამ სიტყვას ღვარძლი დაატანა და ზიზღი. კბილებში გამოსცრა, ახლა კი ნამდვილად შეუნიღბავ ურჩხულს ჰგავდა. - უპს, გუგაზე არა ბოდიში, თორნიკეზე. - უაზრო გამომეტყველებით, რომ უყურებდა ეს კარგად შენიშნა და განაგრძო. - აჰ, შენ ხომ არ იცი. გუგა და თორნიკე, ლიზის შეყვარებული, ვინც ის დააბრმავა, ერთი და იგივე ადამიანია. გუგამ იმიტომ მიგატოვა, რომ ჩვენ ვუბრძანეთ ასე, ადგან ის ჩვენთან მუშაობს და ჩემი პირადი მრჩეველი და საუკეთესოდ გაწვრთნილი, ამ საქმისთვის დაბადებული ბიჭია, კარგად გამოსდის გოგოების მოხიბვლა. ამ ბიჭზე მეუბნები არა? - იგრძნო, როგორ მოაწვა ცეცხლი და მისი ამოფრქვევა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ყვირილი დონის თვალებს კიდევ უფრო ელვარეს ხდიდა, ნინოს ეგონა ახლა ადგილზე მომკლავს ან მის ბიჭებს ეტყვის მომკლანო, მაგრამ შეცდა, ნელ-ნელა დამშვიდდა და კვლავ ადგილზე დაჯდა. მობილური ამოიღო და გვერდზე დაიდო. - ერთი ჩემი ზარი და შენი ოჯახის ერთი წევრი მოკვდება, თუ იმას არ მივიღებ, რაც მე მსურს.
-არა! - იღრიალა. - კარგი გეტყვით. ყველაფერს გეტყვით. ის ჩემს სოფელში იმალება, იმდენად კარგად იცით ჩემ შესახებ ყველაფერი ისიც გეცოდინებათ, სად მაქვს სოფელი. - ეგონა ახლა ცოტა ხნით მაინც შემეშვებიან, სანამ ჩემ სოფელში დაუწყებენ ძებნასო, იმედი ჰქონდა რომ იქ აღარ იყო და თუ ცოცხალი იყო, იქ ნამდვილად არ ჩავიდოდა. ვერაფერი გაიგო, არაფერი იცოდა, სიმართლეს უკვე ტყუილისგან ვეღარ არჩევდა, მაგრამ მას კიდევ მონატრებოდა ლიზი და თუ ერთი პროცენტით მაინც იყო შანსი იმისა, რომ ის ცოცხალი იყო, აღარ სურდა მეორედ დაეკარგა იგი.
„მაგრამ როგორ?“ - გაიფიქრა მან. – „როგორ შეიძლება ცოცხალი იყოს, ის ხომ ჩემი თვალით ვნახე, როგორი დალეწილი იყო. და ის სიზმრები, რომლებიც რეალობიდან გამომდინარე მესიზმრებოდა...“ - თავს შეუძახა, გამაგრდი ამ ყველაფერს უნდა გაუძლოო და დონს დააკვირდა. მან ტელეფონი აიღო, დარეკა და ვიღაცას უთხრა, სად უნდა ეძებათ ლიზი. შემდეგ გათიშა და კვლავ მას მიუბრუნდა.
-ჩემო საყვარელო ნინო. - ირონიული ტონით დაიწყო მან. - გირჩევნია სიმართლე აღმოჩნდეს, თორემ შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება. არც შენ ბავშვს დავინდობ. თორნიკემ, თუ გუგამ მიგატოვა, ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია, მიგატოვა რადგან ასე იყო საჭირო და გირჩევნია სიმართლე იყოს, თუ არ გინდა შენი ბავშვი აქ დაიბადოს, ან საერთოდ არ დაიბადოს!
მისი განაჩენის გამოტანისას ტანში გასცრა. მის თავს ორი უკიდურესი რამ დაატყდა. კოშმარი, რომელსაც ცხადის სახე ჰქონდა და თავისი განსაკუთრებული რეალობა. მის ირგვლივ ყველაფერი სიშავეში გადაიზარდა. მიხვდა, რომ არაფერი იყო ნამდვილი და მთელი ცხოვრება სიყალბეში ცხოვრობდა, ამას თითქოს გუმანითაც გრძნობდა, მაგრამ მაინც ვერ იაზრებდა ბოლომდე და ვერ შეიგრძნობდა მთელი სიმახინჯით ამ ყველაფერს. გამოდის მათი შეხვედრა გეგმა იყო და მეტი არაფერი, მათი სექსიც გეგმის ნაწილი იყო და ბავშვის ჩასახვაც, ან ბავშვი სრულიად შემთხვევითი იყო მათ ურთიერთობაში. ლიზი ცოცხალი აღმოჩნდა, რისიც ჯერ კიდევ არ სჯეროდა, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა მას. ენახა მიცვალებული, რომელიც მკვდრეთით აღსდგა.
-და ის წითური? - დგებოდა დონი, როცა თამამი მზერა მიაპყრო უცნობს და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მზეს იჩრდილავსო.
-რა წითური? - ინტერესით, კითხვაზე კითხვით უპასუხა ნინოს.
-წითური ქალბატონი, რომელსაც შევეჭერი.... მისამართი არ შემშლია არა?
-აჰ... - საზარლად გაიღიმა. - ის... თორნიკეს ცოლია. - თქვა და დადუმებული კარისკენ წავიდა. გასვლამდე მის გვერდით მდგარ ბიჭებს დავალება მისცა, კვლავ ჩაეკეტათ, მაგრამ საჭმელი და სასმელი მიეცათ მისთვის. დაიბარა, რომ ორ დღეში დაბრუნდებოდა.



№1 სტუმარი შენზე გადარეული

შემდეგი! შემდეგი! შემდეგი! love
რა ადგილზე გაწყვიტე :((((((((( აუუ

 


№2  offline წევრი Ignifex

ა ძმაო,შოკი და იმედგაცრუება! საწყალი ნინო :( ისე დავიბენი,ისე დავინტერესდი უფრო მეტად...
გუგა-თორნიკე,ოპაა! :დ ნამდვილად არ მოველოდი. სიურპრიზებით სავსე მოთხრობა გაქვს,მინდა გითხრა :დ ძალიან მომწონს,წერ საოცრად. მეტი რა გითხრა არ ვიცი,სიტყვებიც კი არ მყოფნის <3 ველი შემდეგს მოუთმენლად ♥

 


№3  offline მოდერი nicol

ცოტა კი დამიგვიანდა წაკითხვა, მაგრამ არა უშავს.
ercke გადამრიე... მშვენიერი იყო. კი დამპირდი თრილერს, მაგრა ამას ნამდვილად არ ველოდი. ისიც უნდა ვაღიარო, რომ აბსოლუტურად გაბსხვავებული მეგონა გუგას წასვლის მიზეზი. აქაც გამაოცე.
როგორც იქნა დავალაგე გონებაში ყველაფერი. მეტ ინტრიგას აღარ ველი (ისე შენგან არაფერი გამიკვირდება) და ველოდები მოვლენების განვითარებას.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
ა ძმაო,შოკი და იმედგაცრუება! საწყალი ნინო :( ისე დავიბენი,ისე დავინტერესდი უფრო მეტად...
გუგა-თორნიკე,ოპაა! :დ ნამდვილად არ მოველოდი. სიურპრიზებით სავსე მოთხრობა გაქვს,მინდა გითხრა :დ ძალიან მომწონს,წერ საოცრად. მეტი რა გითხრა არ ვიცი,სიტყვებიც კი არ მყოფნის <3 ველი შემდეგს მოუთმენლად ♥

როგორ მიხარია ასე რომ მოგწონს და როგორ საოცრად მმატებს ეს ძალას თქვენ არ იცით. რა საყვარლები და განსაკუთრებულები ხართ ხალხოოო ^_^ <3 <3 მადლობა მადლობა :**
nicol
ცოტა კი დამიგვიანდა წაკითხვა, მაგრამ არა უშავს.
ercke გადამრიე... მშვენიერი იყო. კი დამპირდი თრილერს, მაგრა ამას ნამდვილად არ ველოდი. ისიც უნდა ვაღიარო, რომ აბსოლუტურად გაბსხვავებული მეგონა გუგას წასვლის მიზეზი. აქაც გამაოცე.
როგორც იქნა დავალაგე გონებაში ყველაფერი. მეტ ინტრიგას აღარ ველი (ისე შენგან არაფერი გამიკვირდება) და ველოდები მოვლენების განვითარებას.

love
სიმართლე რომ გითხრა, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ინტრიგა ახლა ნახე... ^_^ დღეს თუ მოვასწარი დავდებ დღესვე love უფრო სწორედ თორმეტს, რომ გადაცდება რა თქმა უნდა.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი nucikela

love wink ეს თავი გამაოგნებელი იყო დიდი ინტრიგანი ხარ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nucikela
love wink ეს თავი გამაოგნებელი იყო დიდი ინტრიგანი ხარ

პირველი არ ხარ ვინც ამას მეუბნება wink wink love მადლობა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent