შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 5


13-10-2015, 17:43
ავტორი gabun1a
ნანახია 2 197

დილა გათენდა და რეიგანის ქუჩაზე მზემ გამოანათა, ქალაქი იღვიძებდა ქუჩაში დრო და დრო ხალხი მატულობდა, ზოგს სამსახურისკენ მიეჩქარებოდა, ზოგიც სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მიიჩქაროდნენ, ამავე ქუჩაზე თვალში საცემი იყო ლამაზი ტკბილეულობის მაღაზია "Le Bonbobn" ამ მაღაზიაში ყველაზე გემრიელი შოკოლადები და ნამცხვრები იყიდებოდა,ამ უგემრიელეს ტკბილეულობებს კი ერთი შემქმნელი ყავდა, 43 წლის ქალბატონი ნათელა გოგუაძე გახლდათ, მაღაზიას ყოველთვის ბევრი კლიენტი სტუმრობდა, ზოგი ადგილზე ყიდულობდა პროდუქტს, ზოგიც წვეულებებისთვის ქალბატონ ნათელას ლამაზ ტორტებს უკვეთავდა, მაღაზიის წინ შავი აუდის მარკის მანქანა გაჩერდა, ანქანიდან კარგად ჩაცმული ახოვანი მამაკაცი გადმოვიდა დაახლოებით 45 წლის იქნებოდა, მაღაზიაში კართან დაკიდებული ზანზალაკები აწკრიალდა მამაკაცმაც მაღაზიაში შეაბიჯა და გამყიდველს თავაზიანად მიესალმა

-დილა მშვიდობისა, თუ შეიძლება ტორტის შეკვეთა მინდა
-როგორი გნებავთ?
-არ ვიცი იქნებ რაიმე მირჩიოთ, ძალიან ლამაზი მინდა იყოს და ძალიან გემრიელი
-ალბათ მეუღლისთვის გნებავთ არა?
-არა დედისთვის, მეუღლე ჯერ ჯერობით არ მყავს
კარგიტ, მაშინ აი ესეთზე რას იტყვით? - ხელით ანიშნა დახლზე გაწყობილთაგან ერთ ერთზე
-აჰა ეს კარგია მომწონს-კმაყოფილი სახით აღნიშნა მამაკაცმა
-მაშ არჩევანს ამ ფორმის ტორტზე ვაჩერებთ?
-დიახ ეს იყოს, საღამოს მზად იქნება ალბათ არა?
-აუცილებლად, მაგრამ მოდი თქვენ თქვენი ტელეფონის ნომერი დამიტოვეთ და როდესაც მზად იქნება შეგატყობინებთ მობრძანდებით და წაიღებთ
-კარგი, უღრმესი მადლობა-მამაკაცმა ჯიბიდან წიგნაკი ამოიღო ფურცელზე ნომერი და სახელი დაწერა გამყიდველის დახლზე დადო, თავაიანად გამოემშვიდობა, ნათელა ვიტრინებიდან ხედავდა როგორ დაიძრა მამაკაცის მანქანა და მოსწყდა ადგილს, შემდეგ ნომერს დახედა ნომრის ბოლოს მამაკაცის სახელი ეწერა მას დამიანი ერქვა.


**************************

მათე სამზარეულოში მარტო მაგიდასთან დამსხდარიყო და დედის გამომცხვარ ხორციან ღვეზელებს მიირთმევდა, თეფშის გვერდით მობილური იდო რომელიც აწკრიალდა, ეკრანზე დათოს ფოტო გამოისახა, მათემ ხელსახოცით სწრაფად ხელები და ტუჩები გაიწმინდა და ტელეფონს უმალვე უპასუხა

-ვაახ რა კაციი
-ბიჭო შენ ცოცხალი ხარ ტო?
-კი კი ცოცხალი ვარ და კარგ ღვეზელებს შევექცევი ამო არ გინდა დამეწვიო?
-მიდი რაა, ბიჭო დღეს ელ კლასიკოა ბარსა რეალი არ ვუყუროთ?
-კი ბაზარი არაა მარა სად?
-"ლურჯებთან" კაი პონტია იქ
-დავაიი, გაასწორებს ბიჭებს შენ დაურეკავ თუ მე ვუთხრა?
-ვუთხარი იმათ უკვე ,იტოგში 9 ზე გამოგვიარე რაა
-კაი ბაზარი არაა
-ბიჭო და ისა იმ დღეს ვინ ნაშა მოხსენი ე?-სიცილით კითხა დათომ
-ოო არავინ რა ნაშა სახლში წამოვედი
-ოო კაი რა რა სახლში დაგინახეს ვიღაც ქერა ნაშასთან რო გახვედი
-არავინ მეთქი ბიჭო რა ნაშა ღადაობ? "კაროჩე" წავედი და 9 სკენ გნახავთ , აბა ჰეე
-კაი აბა ჰეე

მათემ საუბარი დაასრულა , მაგიდა მიალაგა, ნელი ნაბიჯებით სამზარეულოდან გავიდა, სავარძელში ჩაეშვა იქვე პატარა მაგიდაზე ფეხები შემოალაგა და ტელევიზორის ყურება დაიწყო

****************

ნინი სარკის წინ მაკიაჟის კეთებით იყო დაკავებული, ნინის ნატა ელოდებოდა ქუჩის ბოლოს მდებარე პატარა კომფორტულ მყუდრო კაფეში, ნინი სახლიდან გამოვიდა სადარბაზო ჩქარი ნაბიჯებით ჩაირბინა და ქუჩას გაუყვა გზად წიგნების მაღაზიაში შევლა ჰქონდა გადაეყვეტილი რამდენიმე რვეული და საწერ კალმები ჭირდებოდა, წიგნების მაღაზიაში შეაბიჯა, მაღაზიაში უამრავი ადამიანი ირეოდა, თაროებს ათვალიერებდნენ სასურველ წიგნებით ხელში სალაროებისკენ მიიჩქაროდნენ , ნინიმაც აარჩია სასურველი ნივთები და სალაროსკენ გაემართა სალაროს რიგში მდგომმა უცებ გვერდიდან შეხება იგრძნო

-ნინი? როგორ ხარ?-გოგონამ წამით გაკვირვებული სახით შეხედა ბიჭს მაგრამ მალევე იცნო
-ბაჩოო, კარგად შენ როგორ ხარ?-წყვილმა ერთმანეთს გადაკოცნეს
-რავიცი არამიშავს, რამდენი ხანია არ მინახიხარ გამიხარდა რომ გნახე
-მეც ძალიან გამიხარდა-ღიმილნარევი სიმორცხვით უპასუხა ნინიმ
-თუ შეიძლება შემდეგი სალაროსთან მობრძანდით-მოლარემ გასძახა მყიდველებს, ბაჩომ ნინის მიუთითა გასულიყო უკან კი თვითონ მიჰყვა

-მგონი ძალიან გეჩქარება, მეც საქმეები მაქვს ამ დღეებში რომ შევხვდეთ წინააღმდეგი ხოარ იქნები?-მიუგო ბაჩომ და მზის სათვალემ ცისფერი თვალები დაუფარა
-კარგი
-კარგი შენი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე და ამ დღეებში დაგიკავშირდები, ხო მართლა გოგოები როგორ არიან?
-კარგად, ნატასთან მივდივარ ახლა სხვათაშორის?
-მართლა? მომიკითხე ნატა და შეგეხიანები იცოდე აღარ დამეკარგო-ღიმილით და თითის დაქნევით უთხრა ბიჭმა
-კარგი-გაეღიმა ნინისაც

კაფეში მისულს ნატა უკვე ელოდა, ნინი მაგიდას მიუახლოვდა და ნატა გადაკოცნა, მოპირდაპირე სკამზე მოხელთებულად მოთავსდა, ამ დროს მიმტანი ბიჭიც მოვიდა და ნინის კითხვით მიმართა?

-რას ინებებთ?
-ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება
-კარგით-მიუგო მიმტანმა და მაგიდას გაეცალა
-გოგო იცი ახლა ვინ შემხვდა?-საუბარი წამოიწყო ნინიმ
-ვინ?
-ბაჩო-სახელის წარმოთქმისთანავე გადაიკისკისა ნინიმ
-რომელი ბაჩო?-ღიმილით ჩაეკითხა ნატა
-ჩვენი პარალელ კლასელი ბაჩო ხო გახსოვს? ბავშვობაში ვუყვარდი
-უი, მერე რაო?
-არაფერი მომიკითხა როგორ ხარო, სხვათაშორის შენც მოგიკითხა და რავიცი ამ დღეებში შევხვდეთო
-ეე მაგას ისევ მოსწონხარ შენ
-კაი რა რა შუაშია ეგ უბრალოდ უნდა ნახვა არ შეიძლება?
-კარგი და როგორ გამოიყურება შეცვლილია?
-აუ როგორი გასიმპატიურებულია ვერ წარმოიდგენ -სიცილით უპასუხა ნინიმ
-მგონი დეჟა ვუ გეწყება ნინი ისევ შეუყვარდები
-რა სისულელეა

*****************

ბიჭები შეკრებილიყვნენ და ფეხბურთის საყურებლად "ლურჯ პაბში" შეაბიჯეს , მამაკაცებს მაგიდებთან ადგილები დაეკავებინათ ლუდს შეექცეოდნენ და ფეხბურთის დაწყებას ელოდნენ, ყველას მზერა კედლებზე მიმაგრებული ტელე ეკრანებისკენ იყო მიპყრობილი, ბიჭები თვალით ცარიელ ადგილს ეძებდნენ, დათომ ცარიელი ადგილები დაინახა და ბიჭებს მიუთითა იქეთ წავიდეთო , ლუდი და ჩიპსი შეუკვეთეს მაგიდას მიუსხდნენ და მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა

-არა რა დღეს ბარსა უეჭველი იგებს ძმებო-წარმოსთქვა დათომ
-შანსი არაა რეალი უფრო კარგ ფორმაშია-ლევანი შეეწინააღმდეგა
-აუ კაი რა ვინ მოაგებინებს ბიჭო რეალს, მესი იცი რა "უდარზეა" მაგ შენს კასილიასს გამოეტნის გეფიცები
-აი ვნახავთ რაა
-ოო კაი რაა დაწყნარდით ბიჭო და ვნახავთ ვინც მოიგებს-მიმართა ბიჭებს მათემ
-"ხარაშო"-ჩუმად წარმოსთქვა ლევანიმ, ამ დროს რეალის კართან სახიფათო მომენტი შეიქმნა ბურთი კარისკენ წავიდა და აცდა, ამ დარტყმას დათოს და გარშემომყოფების შეძახილები მოჰყვა და იქაურობა ხმაურმა მოიცვა, დათო გაბრაზებული ისევ სკამზე დაეშვა

-არა რა უნდა გასულიყო ამის დედა ვატირე რა

მათეს მზერა შემოსასვლელი კარისკენ წამით მიეპყრო , ამ დროს პაბში რამოდენიმე ბიჭი შემოვიდა მათგან ერთ-ერთი ბექა ამილახვარი იყო, მათემ მზერა ვეღარ მოაცილა ბექას მათე არ შეუმჩნევია და ბიჭებთან ერთად მაგიდას მიუსხდა

- სად იყურები ფეხბურთს უყურე ეე-დათომ მიმართა მათეს თან ბეჭზე მსუბუქად ხელი ჰკრა ისე რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია

-აუ ამის დედას შევ***
-ხო აბა რა ნაბოზ.. მსაჯია-უპასუხა დათომ
-რა მსაჯი აი იმაზე ვამბობ

ბიჭებმა ყველამ ერთად ბექას მაგიდისკენ გაიხედეს , ყველას განწყობა შეეცვალა

-ბიჭო რას აპირებ?-დათომ მათეს მხარზე ხელი დაადო, მათემ ხელი მოიშორა და სკამიდან წამოდგა, მოპირდაპირე მხარეს მაგიდებისკენ დაიძრა ამ დროს ბიჭებიც წამოიშალნენ ფეხზე და მათეს უკან მიჰყვნენ

-გამარჯობა, შენ ბექა არ ხარ?-ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა მეტოქეს მათემ
-კი მე ვარ
-ხო მიცანი არა?-ამ დროს ბექა ფეხზე წაოდგა ,თითქოს დაიბნა არ იცოდა რა მოემოქმედებინა ამ დროს მათეს მუშტი სახეში ძლიერად მოხვდა და მაგიდას გადაემხო, ბექას მეგობრებიც ფეხზე წამოიშალნე და მათესკენ გაიწიეს მაგრამ მათეს მეგობრებიც ჩაერთვნენ ხელჩართულ ბრძოლაში, მალე იქაურობა ქაოსმა მოიცვა.



№1  offline მოდერი chica sol

ოოო... ჯერ თავის სიდიდე შევამოწმე wink
კმაყოფილი ვარ... მადლობა...
ახლა წავიკითხავ

ამ მომენტში გაწყვეტა იქნებოდა?
მომეწონა, სხვა რა შემიძლია გითხრა? ველი შემდეგ თავს smile

 


№2  offline წევრი gabun1a

მარიამ ზაქარაშვილი
ოოო... ჯერ თავის სიდიდე შევამოწმე wink
კმაყოფილი ვარ... მადლობა...
ახლა წავიკითხავ

ამ მომენტში გაწყვეტა იქნებოდა?
მომეწონა, სხვა რა შემიძლია გითხრა? ველი შემდეგ თავს smile



დიდი დიდი მადლობა რო კითხულობ <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუუ როგორ მაინტერესებს ეს ნინი ვინაა :დ აეეე რას შვრები ტყუილად წერ ნინიზე? ვინ არის გაგვაგებინე :დ
მათე ციხეში
ბექა მოკალი
ნინი და მათე ერთად :დ
ბაჩო წავიდეს ერთი მაგისიც :დდდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი gabun1a

ErckeMydass25
აუუ როგორ მაინტერესებს ეს ნინი ვინაა :დ აეეე რას შვრები ტყუილად წერ ნინიზე? ვინ არის გაგვაგებინე :დ
მათე ციხეში
ბექა მოკალი
ნინი და მათე ერთად :დ
ბაჩო წავიდეს ერთი მაგისიც :დდდდ



ნინიზე გიპასუხე წინა ეპიზოდის კომენტარებში, ნინი არის მათეს მეგობარი, ის მეგობარი რომელიც კლუბში ერთ ერთ ეპიზოდში მათეს გამხიარულებას ცდილობდა და ხასიათზე მოყვანას თუ გახსოვთ ეგ ეპიზოდი, ასე რომ ნინი და მათე ერთმანეთს იცნობს და არიან ყოფილი კლასელები და დღეს კარგი მეგობრები :დ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

gabun1a
ErckeMydass25
აუუ როგორ მაინტერესებს ეს ნინი ვინაა :დ აეეე რას შვრები ტყუილად წერ ნინიზე? ვინ არის გაგვაგებინე :დ
მათე ციხეში
ბექა მოკალი
ნინი და მათე ერთად :დ
ბაჩო წავიდეს ერთი მაგისიც :დდდდ



ნინიზე გიპასუხე წინა ეპიზოდის კომენტარებში, ნინი არის მათეს მეგობარი, ის მეგობარი რომელიც კლუბში ერთ ერთ ეპიზოდში მათეს გამხიარულებას ცდილობდა და ხასიათზე მოყვანას თუ გახსოვთ ეგ ეპიზოდი, ასე რომ ნინი და მათე ერთმანეთს იცნობს და არიან ყოფილი კლასელები და დღეს კარგი მეგობრები :დ

ნინი და მათე ერთმანეთს იცნობენ :დ ასე ჯობდა... გავიგე ხო. მადლობა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent