შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაცნობის საიტი -1-


14-10-2015, 00:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 11 546

დილაუთენია წვიმდა.ეს კიდევ ნახევრადმძინარემ შევნიშნე.თვალები მოვიფშვნიტე და საწოლიდან ოდნავ წამოვიწია.ჩემს გვერდით პატარა და შევნიშნე და უნებურად გამეღიმა.მას ხომ ჩემთან ყოფნა უყვარს.საათს დავხედე და ცხრა დაწყებულიყო.მოკლე ღამის პერანგი ქვემოთ ჩამოვიწიე და კარებისკენ წავედი.
-დღეს შაბათია-მომესმა დედაჩემის ხმა.
-თამუნა,ვიცი..-დედაჩემს სახელით მივმართავ.ალბათ,უცნაურია,მაგამ ბავშვობიდან ამას ვარ შეჩვეული.ასე რომ,არც მას სწყინს.
-ყავას დავლევ..-მადუღარა ჩავრთე და სამზარეულოს სკამზე მოვკალათდი.
სანამ წყალი ადუღდებოდა,ფიქრებში გადავეშვი.ისევ შემოვიტია სევდამ..ისევ დავიწყეა რუტინის მომაბეზრებაზე ფიქრი და თავი ამტკივდა.არა,ასე არ შეიძლება-დავუწყე საკუთარ თავს ჭკუის სწავლება,მაგრამ მესმის რო..
-დეა,დეა..-ნინიკოს ხმა მომესმა და ყურები დავცქვიტე.ამ გოგოს ხომ არ შეუძლია ჩემ გარეშე გაძლება..როგორ მაგიჟებს ეს ბავშვი..ამას მხოლოდ მე და ის თუ გავიგებთ..ჩემმა პატარა დამ შავი ხუჭუჭა თმა უკან გადაიწია და შემომცინა.კიტრის გაფცქვნა მთხოვა,მაგრამ მისთვის ნამდვილად არ მეცალა.
-შუშანიკი არ გადამიმეორებია..-შევჩივლე დედაჩემს,რომელიც შორიდან გვადევნებდა თვალს-არადა,დღეს სამ საათზე ვარ დაბარებული.
-რას მიკეთებდი მთელი დღე?-ნინიკომ მასწავლებლების მსგავსად დოინჯი შემოირტყა წელზე და თვალები დააბრიალა.ეს გოგო ხომ ნამდვილი მსახიობია.წელს შევიდა პირველ კლასში და უკვე დიდ გოგოდ მოაქვს თავი.
-მე მოგემსახურები..-დედაჩემმა თავზე აკოცა პატარას და მანიშნა,რაც გინდა ის ქენიო.ამასობაში ჩემი მადუღარაც მზად იყო და ჭიქაში ცხელი წყალიც ჩამოვასხი.
დილის პროცედურათა ჩატარების შემდეგ,სამეცადინოდ დავჯექი.ჩემი კონსპექტები გადმოვიღე და ძველ ტექსტთან შედარება დავუწყე.პირველი რამდენიმე თავი მალევე გავიაზრე და მალევე გავიხსენე კიდეც.შემდეგ კითხვებზე პასუხს მივადექი და ჩემი ყვავილიანი რვეული გადავშალე.
მეორე კითხვაზე ვიყავი,როცა ანას სახელი აციმციმდა ჩემ ტელეფონზე.ის ხომ მუდამ უდროო დროს მირეკავს.
-რა იყო?-გაბრაზებული მზერა მივიღე,თითქოს ის იქ იყო და მიყურებდა.
-დღეს არ გცალია?
-გამოგივლი მასწავლებლის შემდეგ..სადღაც ექვსისთვის..-განვუმარტე სწრაფად და ტელეფონი ლოგინზე დავანარცხე.ეს კითხვები ბოლომდე უნდა მივიყვანო-გავუმეორე საკუთარ თავს.ეს ერთგვარი დაიმედებაა და ხშირად მშველის.
გრამატიკის წიგნი ამოვიღე ბოლოს და სწრაფად ჩავიკითხე გვერდები,შემდეგ სავარჯიშოებს მივადექი და ისინიც სწრაფად დავწერე გულიან რვეულში.
-გამარჯობა,დეა..-დოდო მასწავლებელმა გამიღო კარი და ჩვეულად გამიღიმა.ის დაბალი შავგვრემანი ქალია და სულ შავი იუბკებით დადის.ასე რომ,მისი ცნობა ძნელი არაა.
-გამარჯობათ.როგორ ბრძანდებით?-გავუღიმე და ოთახში შევყევი.მეორე გაკვეთილია,რაც მასთან დავდივარ,მაგრამ მაშინვე მივხვდი,რომ სასიამოვნო ქალია.რაც მთავარია,ერთად მშვენივრად გამოგვიდის მეცადინეობა და მეტი რა მინდა.
-დარწმუნებული ხარ,რომ ფილოლოგიურზე გინდა ჩაბარება?
-ასი პროცენტით.რატომ გიკვირთ?-მხრები ავიჩეჩე და წიგნები მაგიდაზე დავალაგე.ჩემ წინ ხატების კუთხე შევნიშნე და უხერხულობა ვიგრძენი.საეკლესიო ადგილას განსაკუთრებული ქცევა გმართებს ადამიანს.
-გამიკვრიდა.აქ დღეს იშვიათია ვინმე წავიდეს..-მის ხმაში სიხარულიც იგრძნობოდა.
-ჰოდა,ცოტას აგქაჩავთ..-დოდოს შესანიშნავი იუმორი აქვს და ამჯერადაც გამიგო.
-დიდი ხანია,რაც გინდა?
-სიმართლე რომ გითხრათ,მესამე კლასიდან..-ეს მართლაც სიმართლე იყო.მანამდე მათემატიკოსობას ვგეგმავდი,მაგრამ მას შემდეგ,რაც ვეფხისტყაოსნიდან ნაწყვეტების სწავლა დაგვაწყებინეს სკოლაში.
-შესანიშნავია..საქმეზე გადავიდეთ..-წიგნი გადაშალა და მაგიდა შეათვალეირა-ჩემი ქმრის სათვალებს გავიკეთებ,დამეკარგა ჩემი შავები..-გახსნილი ქალი ჩანს,რაღაც უშუალო და უბრალოა,რაც ძალიან მომეწონა.
ჩვენმა ორსაათიანმა გაკვეთილმა ისევ სასიამოვნოდ ჩაიარ.დრო ისე გავიდა,რომ ვერც კი გავაცნობიერე.ისევ ავდექი ყავისფერ სკამიდან და ვიწრო გასასვლელში დავდექი.
-აბა,შემდეგ გაკვეთილამდე..
-კარგად ბრძანდებოდეთ..-გავუღიმე ქალს და ჩანთვის სახელო გავისწორე.
გაჩერებამდე ფეხით წავედი,საყვარელ მუსიკას უმაღლეს ხმაზე ვამღერებდი და ლამის იყო მეც თან ავყოლოდი.სასურველ ნომერს ავტობუსს დავუწყე დაცდა.რამდენ ხანს უნდა იციმციმოს ათმა წუთმა-სკამზე დავეშვი და ჩანთა კალთაში ჩავიდე.
დაახლოებით ნახევარ საათში ანასთან ვიყავი.ის ჩვეულად გადამეხვია და კოცნა დამიწყო,ლამის იყო დავეხრჩვე.ასე იცის ხოლმე იმდენ მეხვევა და მკოცნის,რომ გეგონება მეტჯერ ვეღარ მნახავს.
-ხომ იცი რომ არ მიყვარს ეს კოცნა-პროშნები-ჩანთა სკამზე მოვათავსე და ანას დედას მივეგებე.ლიამაც გადამკოცნა,ოღონდ ნაზად და ჩაი შემომთავაზა.
-არა,არ მინდა..-თავი გავაქნიე და დაქალს მივუბრუნდი.
-რას ქვია არ გინდა..მე შემოგიტან..-ანამ უკან არ დაიხია და სხეულის რხევით გავიდა სამზარეულოსკენ.
-რა ხდება?გემოს უგებ აბიტურიენტობას?-ანას დედა გვერდით ჩამომიჯდა.მშვენიერი ქალია,ადვილად შემოდის ურთიერთობაში და,მგონი,გამგებითაცაა.
ნახევარი საათი ვიჭორავეთ მე და ჩემმა დაქალმა,შემდეგ კი წასასვლელად გავემზადე.
-კვირაა დღეს..-ანას არ ესიამოვნა ჩემი სურვილი და მაიკაზე მომქაჩა.
-გოგო,ხვალ სკოლა მაქვს..შენ უნივერსიტეტში დადიხარ და ..-გავუღიმე და ერთი ნაბიჯით წავიწიე.
სახლში მისულმა სპრტულები გადავიცვი და სარბენად გავემზადე.ეს ჩემი ჩვევაა-გავიფიქრე და კარები გამოვაღე.
-ნინიკო,კარი დამიკეტე რა..-გავძახე პატარა დას.
-ეეე მოსავალი მაქვს ასაღები-გამომძახა წრიპინა ხმით პატარამ.
-არსად დაიკარგოთ შენ და შენი მოსავალი..-კარები გავიხურე იმ იმედით,რომ დედაჩემი ადგებოდა და გააღებდა.
მუსიკით გავყევი ქუჩას და სკვერისკენ მიმავალ გზას დავადექი.ქალი ოდნავ უბერავდა,რაც საშინლად მსიამოვნებდა.“ნაუშნიკები“ კომფორტულად მოვითავსე ყურებში და სირვბილი დავიწყე.მუხუცები საღამოს არ არიან-გავიფიქრე და ჰორიზონს მივაშტერდი.

საღამოს ათი საათი იყო,როცა ლეპტოპი ჩავრთე და ლოგინზე წამოვწექი.კიდევ კარგი ჩემი და არ შემოვიდა-გავიფიქრე და ფიქრებში გადავეშვი,სანამ ჩემი „ასუსი“ თავის საქმეს აკეთებდა.ლოდინით დაღლილი სახე მივიღე და „ფეისბუქში“ შევედი.გადავათვალიერე გვერდი და ახალი არაფერი ხდებოდა.ჩემი ერთი კალსელი მწერდა მათემატიკასა და ქართულში რა მოგვცესო,ეგ იყო და ეგ.შემდეგ „სიყვარულისთვის.ჯი“ საიტზე შევედი.ასე არ ჰქვია,მაგრამ მე ასე ვეძახი.ქართულად სჯობს,აბა,ინგლისური ფრაზები ვის დაკარგვია.არა,მას არაფერს ვერჩი,მაგრამ მშობლიური ენის სიყვარული მას მაინც მტრობს.ისტორიის კომენტარებს გადავხედე და დაგავწყვიტე ახალი,მე-3 თავი დამედო.სათაურიი შევავსე,შემდეგ კატეგორიებში დეა ანდრონიკაშვილი მივუთითე და მოზრდილი ტექსტიც დავაკოპირე.
ათ წუთში მთავარ გვერდზე ერთ-ერთი საინტერესო და სახალისო ისტორია შევნიშნე და წასაკითხად მოვემზადე.წიგნების კითხვა მიყვარს,მაგრა,როცა არდადეგები არაა და ეს შეუძლებელია,ამითაც მშვენივრად ვირთობ თავს.
ბოლოს,როცა ვერაფერი ვნახე გასართობად,რაღაც გაცნობის სატზე შევედი,რომელშიც რამდენიმე ხნის წინ დავრეგისტრირდი,მაგრამ არავისთვის მიმეწერა.
ეს ტუჩებს როგორ ამარიაჟებს-გავიფიქრე ბიჭზე,რომელიც მწერდა და გადავიხარხარე.მარიაჟობით რა ვიცი,მაგრამ ამ უკანასკნელს ფოტოებში მკვეთრად აჩენდა.
გიო:-როგორ ხარ?-მომივიდა შეტყობინება და ჩავფიქრდი.ძალიან ბანალურია,მაგრამ რა ვქნა? ბოლოს გადავწყვიტე მეპასუხა.
დეა:-ნიჩევო,შენ?
გიო:არამიშავს..შენი ტუჩები მომწონს..-მისგან ეს პირდაპირი შეფასება მომეწონა.სულ ასეთი იქნება-მეთქი გავიფიქრე და შემდეგ საკუთარ თავზე გამეცინა.ისე ვფიქრობდი რას გავაკეთებდი,თითქოს მეორე მსოფლიო ომი მქონდა გასავლელი.
დეა:-მადლობ ))
გიო:-მე სხვა სმაილი უფრო მიყვარს :*
დეა:-უცნაურია.
გიო:რას საქმიანობ?
დეა:-სკოლას და შენ?-მოკლედ ვუპასუხე და პასუხის მოლოდინში მეორე მხარს გადავინაცვლე.
გიო:მეც ვსწავლობ.ის მეცნობი.
დეა:-საიდან?
გიო:-მოგატყუე-რა უსინდისოა-მეთქი გავიფიქრე და შემდეგ შეტევაზე გადავედი,თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე.
დეა:-შენ სულ ასე უტყუები ხოლმე?
გიო:-გააჩნია როდის..
დეა:-რამდენი ხარ სიმაღლეში?-ინტერესით მივწერე.მაღალი ბიჭები ხომ ჩემი სუსტი წერტილია.
გიო:-შენი აზრით?-როგორი იდიოტია-მეთქი,გავიფიქრე და დავფქრდი.გადავიწყვიტე საშუალო სიმაღლე მიმეწერა და ასეც გავაკეთე.
დეა:-ალბათ.1.8.-1.81
გიო:-ვერ გამოიცანი,1.89-გავიფიქრე,მოვალ და შევამოწმებ მეტრიანით-მეთქი,მაგრამ ჩემს სისულელეზე თავადაც გამეცინა.
დეა:-8 სანტიმეტრი არაფერია..-სასხვათაშორისოდ მივწერე და პასუხის მოლოდინში გავინაბე.მეორეჯერ გადავედი მის ანკეტაზე და შეუვსებელ ველებზე უკმაყოფილობის გრძნობა დამეუფლა.
გიო:-სად ცხოვრობ?
დეა:-დიდუბეში..
გიო:-გლდანში.
დეა:-ააა))
გიო:-არ მიყავრს მე ააა-ები.ალბათ,ახლა იღიმი.
დეა:-შენ რა იცი?
გიო:-უბრალოდ ვიცი ))))
დეა:-ამდენი ღიმილის სმაილი რა ამბავია.
გიო:-რომელი სოციალური ქსელის მომხმარებელი ხარ?
დეა:ფეისბუქის.
გიო:მუდმივი არ მაქვს,მაგრამ ერთი მაქვს სათადარიგო და იქ შევალ.მითხარი როგორ გნახო?-უცნაურად არ მიმიღია მისი კითხვა.დამამატებს,დავამატებ და მეორე დღეს აღარ გვემახსოვრება ერთმანეთი-მეთქი და მეც მივწერე,დეა ნდრონიკაშვილით მომძებნე-მეთქი.
გიო:-მზადაა,მოგწერე-ისე მითხრა,თითქოს ჩემთვის ბეჭედი ეყიდა.
იმ საღამოს კიდევ ცოტა ვილაპარაკეთ,მაგრამ,მგონი,არც ისე ცოტა...ბოლოს მე ვკითხე,რა გაგიკეთებია ყველაზე დიდი სიგიჟე-მეთქი,რაზეც ისეთი რამ მიპასუხა,სჯობს არ დავწერო.
დედა:-მართლა...საწყალი ადამიანი..-სევდიანად მივწერე და მის ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე.
გიო:-მთვრალი ვიყავი..-ისევ გაიმართლა თავი-შენ რა გაგიკეთებია ყველაზე დიდი სიგიჟე?-უნდა მეპასუხა,როცა დედაჩემმა ჩემ პატარა დას ინტერნეტი გამოურთო,დაიძინე,ამდენ მოსავალს ნუ იღებო.მეც გამომერთო „ჩათი“ და გვერდზე გადავბრუნდი.
რას იფიქრებს,რომ გასულს მნახავს-მეთქი,გავიფიქრე და გამიკვრიდა,ამაზე რატომ მეფიქრება-მეთქი...
ეს მხოლოდ გაცნობის საიტია,დეა-გამეღიმა და თავი ბალიშზე თავი გემრიელად დავდე.
____
ველი შეფასებებს.
იყვარხართ,ჩემო ლამაზუნებო.



№1  offline წევრი sofi_rio

ე რამაგარია ^_^ გაააგრძელე მომწონს

 


№2 სტუმარი maria

kargia dzaan gaagrdele :-*

 


№3 სტუმარი LoNdA DM

sainteresoa, dasawyisi momwons. velodebi shemdeg tavs.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ჩემო ლამაზებო love

 


№5  offline წევრი lamazi gogona

აუ,ძააან დამაინტრიგე,მაგრამ მოწონს რა მალე დადე love winked

 


№6  offline წევრი coco girl

გააგრძელე აუცილებლად ^^ დამაინტერესაც და დამაინტრიგაც შენმა მოთხრობამ ^^ წარმატებები :*

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
აუ,ძააან დამაინტრიგე,მაგრამ მოწონს რა მალე დადე love winked

coco girl
გააგრძელე აუცილებლად ^^ დამაინტერესაც და დამაინტრიგაც შენმა მოთხრობამ ^^ წარმატებები :*

მადლობთ.. love

 


დადე და თან მალე მალე ძააან მომეწონა განსხვავებულია ძაან request

 


№9 სტუმარი tamo

Zalian magariaa

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

tamo
Zalian magariaa

love

 


№11  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

cancara
Kaia kai male dade

აუცილებლად.. love

 


№13  offline წევრი Winchester ))

კარგიაა ... love love

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

Winchester ))
კარგიაა ... love love

მადლობ.. love

 


№15 სტუმარი მაიკო-გიო

მომეწონაააა..ყოჩაღ...

 


№16  offline ადმინი უნდა ვწერო

მაიკო-გიო
მომეწონაააა..ყოჩაღ...

მადლობ

 


№17 სტუმარი gio

Gavicnob gogos axlo urtiertobit

Minda gavicno axlourtiertobistvis gogo var 23 wlis

tamo
Zalian magariaa

 


№18 სტუმარი qeti

უნდა ვწერო
cancara
Kaia kai male dade

აუცილებლად.. :love:

ლლ

 


№19 სტუმარი Giorgi

Gavicnob gogos axlo miznit ar18wlis bijo

 


№20 სტუმარი gio

gavicnob gogos ojaxis sheqmnis miznit

 


№21 სტუმარი სტუმარი Vito

Gavicnob jigar qals var41 wlis

Mivakitxav manqanit dgesve imeretshi

 


№22 სტუმარი სტუმარი გოჩა

გავიცნობ გოგოს ოჯახის შექმნის მიზნით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent