შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 5


14-10-2015, 02:54
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 834

საშინელ ხასიათზე დავდექი,მაგრამ არ მინდოდა ანას და ლაშას შეემჩნიათ,ამიტომ ვცდილობდი გამეღიმა,ისინი ისეთი ბედნიერები იყვნენ,ისე უყურებდნენ ერთმანეთს,ერთ წამს შემშურდა კიდეც.8საათი იყო თბილიში რომ შემოვედით,ლაშამ შემომთავაზა ანა სახლში დავტოვოთ და მე გაგიყვან პლეხანოვზე მაინც საქმე მაქვსო.ბინაშიც ამომყვა,არ ყოფილა რაც გავარემონტე და აინტერესებდა.ტელეფონი ჩავრთე,მთელი დღე გამორთული მქონდა,არ მინდოდა ვინმეს შევეწუხებინე,მათეს 8,კატოს და მაგდას უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა,ლაშა რომ წავა მერე დავურეკავთქო გავიფიქრე და ლაშას მოვეხვიე.-რას იტყვი მოგწონს?.მაგარიაო მითხრა,თმები ამიჩეჩა და წავიდა.ოთახში,რომ დავბრუნდი გამოცვლა დავაპირე,მაისური რომ გავიხადე,მომეჩვენა რომ ვიღაც მიყურებდა,ხომ გიგვრძნიათ უკნიდან მზერით წვა,ასე დამემართა.ლეჟავას აივნისკენ გავიხედე,თითქოს ფარდა შეირხა,ალბათ ნიავის ბრალია მეთქი გავიფიქრე და გამოცვლა გავაგრძელე.მერე მაგდას და კატოს დავურეკე,ცოტა ხანს ველაპარაკე ლაშას ამბავიც მოვუყევი.
არ მინდოდა მათესთან ლაპარაკი,მაგრამ უზრდელობაში არ ჩამომართვასთქო დავურეკე.ძალიან გაუხარდა,ცოტა ხანს გამოდიო მითხრა,არამეთქი დაღლილი ვართქო.შევატყვე ეწყინა მაგრამ არ შეიმჩნია,მომენატრეო,თუ გადაიფიქრე ლუკა პოლარეში ვარ და მოდიო.
ვიფიქრე სახლს დავალაგებ და ყურადღებასაც სხვა,რამეზე გადავიტანთქო, თან ბოლო ხმაზე ავუწიე მუსიკას ხმა,რადგან მტვერსასრუტის ხმაში არ მესმოდა კარგად.ვალაგებდი და მეც ვღიღინებდი,ჩემს ოთახს,რომ მივადექი თვალი მაინც გამექცა აივნისკენ.კარები დახურული იყო თუმცა დავინახე ლაშა და ვიღაც კაცი რაღაც ფურცლებს ჩაჰყურებდნენ,მერე იმ კაცმა კარი გააღო,მე შემეშინდა არ დამინახონთქო და მოვბრუნდი,დალაგება გავაგრძელე.ცოტა ხნის შემდეგ რომ მივბრუნდი ლაშა რაღაცას მანიშნებდა,ვერ გავიგე მეთქი მეც ხელით ვანიშნე,უცებ ლაშა ისევ სახლში შევარდა და ცოტა ხანში ფურცლებით გამოვიდა და მე მაჩვენებდა.''ჩაუწიე'' ''ხმას'' ''დავყრუვდი'' ეწერა სხვადასხვა ფურცელზე,დიდი ასოებით,მეც მივბრუნდი და ფურცელზე დავუწერე ''არ მაინტერესებს''.ამის დანახვაზე გაგიჟდა,მე მეცინებოდა,თავი ფილმის გმირად წარმოვიდგინე.''რა გინდა,რატო მაბრაზებ''-მომწერა.
-''მინდა გაგაგიჟო''მივწერე და მივხვდი ადრენალინი მომაწვა,მინდოდა გამეგიჟებინა,მინდოდა გაცოფებულიყო.
''მოგკლავ იცოდე''
''სცადე'' მეთქი მივწერე.
''კარი გამიღე'' მომწერა და დავინახე როგორ გავარდა ოთახიდან.ო,ღმერთო ახლა რა ვქნა,რა გავაკეთო?აი შენს დაუფიქრებლობას და სიჯიუტეს რა მოაქვს ემილიანა.ეს კინო არ არის,ეს რეალობაა და ნახავ თუ მართლა არ მოგკლას ლეჟავამ.რაც იქნება,იქნებამეთქი,მუსიკას ხმა დავუწიე და საბრძოლველად მოვემზადე.
უეცრად კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა,შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე,მართლა ხო არ მომლკავსთქო და კარი გავაღე.გაღება და მისი შემოვარდნა ერთი იყო,მკლავზე ხელი მტაცა და მისაღებში ძალით შემათრია.-რას აკეთებ დეგენერატო,ვუყვირე და თავის გათავისუფლება ვცადე.
-რა გინდა გოგო,რატო მაგიჟებ,გინდა ჭკუიდან გადამიყვანო ტო?ჩაუწიეთქო რომ გეუბნები არ გესმის?-მიმაგდო დივანზე და ზემოდან დამყვიროდა.
-ბრძანებები მასთან გაეცი ვისთანაც გაგდის,მე შენი მონა კი არ ვარ?ან პატარა ბავშვი-ბრაზით დავაკვესე თვალები და წინ ავესვეტე.
-სწორედ პატარა ბავშვივით იქცევი,გატუტუცებული, პატარა გოგოსავით.რაღაცეები,რომ უვარდებათ თავში-მითხრა ირონიულად.
-ახლავე გაეთრიე აქედან,ჩემი სახლია და როგორც მინდა ისე მოვიქცევი.-ხელი წავავლე და კარისკენ წავათრიე.
-ჯანდაბას,რაც გინდა ის ქენი,ოღონდ გაშიშვლებას,რომ დააპირებ ფარდა გააფარე ხოლმე პატარავ-მითხრა და ტუჩები ზიზღიანად დამანჭა.შევკრთი,მეგონა მომესმა-თუ ამას ჩემს გასაგიჟებლად აკეთებ ლამაზო.
-რამხელა წარმოდგენა გაქვს შენ თავზე-გავბრაზდი და მონდომებით ვცდილობდი კანკალი დამემალა.-გაეთრიე.
-არსადაც არ წავალ-მითხრა და გვერძე გამწია.მისაღებში გავიდა და ჩემს საყვარელ სავარძელზე არხეინად გადაწვა-მიდი ერთი ყავა გამიკეთე,დღეს არ დამილევია.
-აუტანელი ხარ,არაფერსაც არ გაგიკეთებ.
-კარგი მაშინ მე თვითონ გავაკეთებ-სამზარეულოში გავიდა და თაროებს დაუწყო თვალიერება,მე ვუყურებდი,როგორ გამოიღო შაქარი,ყავა ჩაყარა ფინჯანში და მომიბრუნდა-შენ არ დალევ?სხვათაშორის მთელს ქალაქში ჩემნაირ ყავას ვერავინ აკეთებს.
-კარგი დავლევ-მის ფუსფუსს,რომ ვუყურებდი გაბრაზებამ გადამიარა.სკამზე ჩამოვჯექი და თვალს ვადევნებდი,ყავა წინ დამიდგა,თვითონ კარადას მიეყუდა და მომაშტერდა.
-რას მიყურებ?
-რა ლამაზი ხარ და რა აუტანელი,ნეტა იცოდე-ჩემკენ წამოვიდა,მაგიდას დაეყრდნო,თავი ახლოს მომიტანა და თვალებში ჩამხედა.რა ლამაზი,მაგრამ ამღვრეული თვალები ჰქონდა.ტუჩები მაგრად ჰქონდა მოკუმული.
-შენ კი რა დამპალი ენა გაქვს,მწარე და უგრძნობი ხარ.
-მე ვარ მწარე?ცდები პატარავ,ყველაზე ტკბილი ვარ,ენაც ტკბილი მაქვს და ტუჩებიც-ჩემკენ იწეოდა და შემეშინდა,წამოვხტი,გასაქცევი რომ ვერ ვნახე,კედელს ავეკარი,ისიც ამას ელოდა, წინ დამიდგა ორივე ხელით კედელს მიეყრდნო და ტუჩები ისე ვნებიანად მოილოკა,კინაღამ ვაკოცე-გინდა დაგიმტკიცო?განაგრძობდა ისევ.მაგრამ მე ყველას არ ვკოცნი,თანაც საერთოდ არ მომწონხარ,არც ტუჩები გექნება კარგი.
-რაა? -თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი-აღიარე რომ,ძალიანაც მოგწონვარ და ერთი სული გაქვს ტუჩებზეც როდის დამაკვდები-გამომწვევად გავუღიმე-მაგრამ გამბედაობა სად გაქვს,რომ ეს გააკეთო-ამის თქმა იყო და ტუჩებზე მეძგერა,ისე ვნებიანად,ისე მომთხოვნად მკოცნიდა კინაღამ ჩავიკეცე,ერთი ხელი თმაში შევუცურე,მეორე ხელი წელზე,მსიამოვნებდაა,ვგიჟდებოდი,აი რა მაკლდა,როგორ მინდოდა,როგორ მომწონდა.მკოცნიდა ტუჩებზე,მაგრამ ხელებს სხეულზე ანავარდებდა,თუმცა ნაზად და ტანსაცმლის ზემოდან.დროის შეგრძნება დავკარგე,არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ნეტარება,მაგრამ რაც უფრო მეტს მკოცნიდა მეტად მეღვრებოდა სითბო გულში,მუცელში კი გახურებულ ხანჯლებს ვგრძნობდი.ბოლოს,როგორც იქნა დაწყნარდა.კიდევ იტყვი,რომ გამბედაობა არ მაქვს?-მითხრა თბილად და გამიღიმა.
-კიდევ იტყვი,რომ აუტანელი ვარ და არ მოგწონვარ? -ვუთხარი და მეც გავუღიმე.
უცებ ღიმილი სახეზე შეეყინა,ნელ-ნელა მომშორდა და ფანჯრის წინ დადგა,ჩემგან ზურგშექცევით.
-დიდი ხანია ერთად ხართ?-მკითხა გაბზარული ხმით.
-რაა?-ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-იცი რაც,გიყვარს?მომიბრუნდა და ისეთი თვალებით შემომხედა გული კინაღამ ამომვარდა.-დღეს ვისთან ერთად გნახე დაგავიწყდა?-აი თურმე რაში ყოფილა საქმე,ლაშაზე ეჭვიანობს,გულში მეცინებოდა ამაზე,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მთელი ცხოვრებაა ვიცნობ-მის გრძნობებზე დავიწყე თამაში.
-ამის დედაც ***-შეიგინა გულმოსულმა კედელს დაარტყა მუშტი.-მაინცდამაინც ლაშას რატომ?უხ ამის
-რა მნიშვნელობაა აქვს ვის ვხვდები?ვერ გავიგე?
-რა ვერ გაიგე გოგო,ლაშას შეყვარებული ხარ და მე და ლაშა კი...
-რა შენ და ლაშა?რა შუაშია ჩვენს შორის ლაშა?
-რა,რა შუაშია ტო?არ გესმის?ის კაცი ჩემი ახლობელია,შენ მისი შეყვარებული და მე რა გამოვდივარ ეხლა მითხარი?რას მაკეთებინებ ხვდები?-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა.
-უხ ჩემი ემილიანა ჩახავა,ეს რა მიქენი,კაცობაზე მაღებინებ ხელს?
-საიდან გაიგე ჩემი გვარი?გამიკვირდა.
-გავიგე,რაც მინდა იმას ყოველთვის ვიგებ.
-და ლაშას ასე ახლოს თუ იცნობ,მისი გვარიც გეცოდინება?
ეშმაკურად გამეღიმა.
-მეხუმრები?-გაგიჟებას ცოტაღა უკლდა.
-რა გვარია მაშინ მითხარი?
-ლაშა ჩახავაა,მის გვარს რა დამავიწყებს...მოიცაა შენც ხო ჩახავა ხარ?-გაოცებული შემომცქეროდა.
-მერე?შენი აზრით რატომ ვიყავი მასთან?
-შენი ნათესავია?-იმედი გაუკრთა თვალებში.
-ნათესავი არა ქმარი.-ხუმრობის ხასიეთზე დავდექი,ამ სიტყვებზე წარბები შეეჭმუხნა,ხელები მომუშტა.
-რა მითხარიიი?აუ ემილი თავს მომაკვლევინებ-ოთახიდან გიჟივით გავარდა.


აბა რას იტყვით მოგწონთ?რომელი გმირი უფრო მოგწონთ?..ისე რომ იცოდეთ სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული,თუმცა ბევრი რაღაცეები შევცვალე.



№1  offline წევრი LoNdA DM

აუ ეს ბიჭი მომწონს რა ტიპია ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

LoNdA DM
აუ ეს ბიჭი მომწონს რა ტიპია ველოდები შემდეგ თავს

გმადლობ ლონდა, შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის.

 


№3 სტუმარი LEVAN I

ძალიან მომწონს გადმოცემის სტილი..ძალიან კარგი და საინტერესო ნოველაა..წარმატებები ავტორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent