შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი დღეები (IV)


14-10-2015, 13:07
ავტორი SiyVaRuli 4 EVER
ნანახია 1 619

მგონი მას უნდა გავყოლოდი, არ ვიცი მაგრამ ის კი ფაქტი იყო რო უმოქმედოდ ვიყავი გაქვავებული, ჯერაც კი ვერ მოვედი აზრზე, ეს ჩემთვის არ ვიცი რა იყო, რა დავარქვა ამ მომენტს,ორიოდე წუთის შემდეგ, სახლში მხოლოდ მე და ცარიელი კედლები დავრჩით!
ნამდვილად არ ვიცი იმ ღამით რა მოხდა,
მაგრამ უცნაური სიჩუმე იყო და მეც კიდე მქონდა დრო ყველაფრის გასაანალიზებლად
ეს ღამე ჩემთვის მეტად უჩვეულო იყო, საერთოდ ვერ დავიძინე ან როგორ უნდა დამძინებოდა როცა ირგვლივ კარგი არაფერი ხდებოდა.
გადავწყვიტე რომ უბრალოდ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო, ხოლო დასაწყისისთვის,
ყველაფერი უნდა დამევიწყებინა და არაფერ ცუდზე არ უნდა მეფიქრა ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო მაგრამ ეს ძალიან რთულია!
როგორც ჩანს ამ ფიქრებში ჩამეძინა, და დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, არ დავაყოვნე და მაშინვე ავიღე:
–ნიკა როგორ ხარ?
–არც ისე კარგად, რა ხდება გიო?
–დღეს საღამოს ჩემებთან მივდივარ დაჩაზე!
–კარგია, და ხო მაგისთვის დამირეკე?
–კაი რა იმედი მქონდა წამოხვიდოდი, ცოტას დამშვიდდებოდი და გულს გადააყოლებ რა!
–მგონი ზუსტად ეგ მჭირდება.
–ძალიანაც კარგი ოთხისთვის გამოგივლი და წავიდეთ.
–კაი, გელოდები.
ლოგინიდან ავდექი, წყალი გადავივლე და გამოვფხიზლდი, შემდეგ ჩავიცვი და მაღაზიაში გავედი, ტკბილეულობები და მსგავსი რაღაცეები ვყიდე, სახლში როცა დავბრუნდი სავარძელში მოვკალათდი და როგორც ჩანს ჩამთვლიმა, რადგან ისევ ტელეფოონის ხმამ გამაღვიძა!
–სად ხარ, ხო არ დაგავიწყდა რო უნდა გამომყოლოდი?
–მოხვედი?
–რა ხანია შენი სახლის წინ გელოდები.
–კაი გამოვალ ეხლავე.

მეც გავედი და როგორც ჩანს გიო მარტო არ ყოფილა
–ანი, როგორ ხარ?
–კარგად ნიკუშ, შენ როგორ ხარ?
–რავიცი, ვარ რა ძველებურად.
გაეღიმე, ეს იყო და ჩავსხედით მანქანაში და წავედით.
დაახლოებით საათნახევარი დაგვჭირდა იქ მისასვლელად, როგორც კი ეზოში შევედით დიდი ძაღლი წამოვიდა ჩვენსკენ, ცოტა არ იყოს შეგვეშინდა მაგრამ ეგ არაფერი, უბრალოდ თავის პატრონთან მივიდა და ეთამაშებოდა, ანის კი ამაზე ცუდი რეაქცია ქონდა, ძალიან შეეშინდა.
ირგვლივ ულამაზესი გარემო იყო მეწამულის ფერი ვარდები, მწვანედ მობიბინე მინდორი, და მიმოფანტული თეთრი გვირილები, რომლითაც იქვე ერთი გოგო გვირგვინს წნავდა, ის ისეთი გახარებული იყო, თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა ეს ყველაფერი გამოუთქმელად საოცარი იყო!
გიოს მშობლებიც გამოჩნდნენ, და მაშინვე სახლში შეგვიპატიჟეს, რათქმაუნდა გავიცანით ერთმანეთი, ცოტა ვილაპარაკეთ შემდეგ კი ვახშამზე მიგვიწვიეს, და აი გამოჩნდა ის პატარა გოგონა რომელსაც თავისივე გვირილებისგან დაწნილი გვირგვინი ეფარა, როდესაც ის იღიმოდა შეუძლებელი იყო რომ ეს არ შეგემჩნია, ანგელოზს გავდა უბრალოდ შეუძლებელია სხვა შესატყვისი სიტყვა მოუძებნო, ამ პატარა ქალბატონს. ძალიან საინტერესო საღამო იყო ჩამავალი მზე და მშვენიერი განწყობა,
–ანი, ნიკა გინდათ ხვალ ცხენებით გავისეირნოთ და თანაც აქაურობას დაათვალიერებთ(გიო)
–რათქმაუნდა კი!(ანი)
–რას იტყვი ნიკა?
–არ იქნება ურიგო.
კარგით უკვე გვიანია ბავშვებო ჯობია ცოტა დაისვენოთ(გიოს დედა)
–კი ნამდვილად კარგი იდეაა.
საძინებელში შევედით, როგორც ჩანს ჰაერმა იმოქმედა და ყველას მალევე დაგვეძინა.
მშვენიერი სიზმარი მესიზმრებოდა მაგრამ დილით გიოს ხმა მაღვიძებს, არამარტო მე, ანისაც გაეღვიძა.
შემდეგ აბაზანაში მოვწესრიგდით, და გარეთ გავედით ცხენები უკვე შეკაზმული იყო ძალიან ლამაზი ცხენები იყო, როგორც იქნა ანი მოკალათდა ცხენზე და შემდეგ მეც ავმხედრდი თეთრ რაშზე, და სამივე გავეშურეთ ჭალისკენ გზად თან ძაღლიც გამოგვყვა.
კარგა ხანი ვჯირითობდით ცხენზე, ცხენებს წყალი დავალევინეთ და ჩვენც დავისვენეთ ცოტა, ანიმ ძაღლს ძალიან შეეჩვია და ეხლა მას ეთამაშება, უკან დაბრუნებისას ანი ძალიან სწრაფად მიაჭენებდა ცხენს როდესაც მონადირემ იქვე ახლოს თოფი ისროლა, ცხენები დაფრთხენ და ანი ცხენიდან გადმოვარდა, მაშინვე იქ მივედით გონება ქონდა დაკარგული, ხელში ავიყვანე და სახლისკენ წავიყვანე, გზად გონზე მოვიდა და არაფერი უთქვამს უბრალოდ ისევ გაეღიმა, სახლში მალევე მივიყვანე, იქ უკვე მანქანაში ჩავსვით და საავადმყოფოში წავიყვანეთ.
გზაში ტელეფონი მირეკავს,ნომერს დავხედე და მაშინვე მეცნო:
-ნათია, როგორ ხარ?(მე)
პასუხად არაფერს მეუბნება!
-ხმა გამეცი!
და გამითიშა, ცუდ გუნებაზე, დავდექი და მგონი გასაგებია თუ რატომაც!
როგორც იქნა საავადმყოფოში მივედით ექიმთან შევიყვანეთ მე და გიო კი გარეთ ველოდებოდით, გიომ ხელი დამადო და კარებისკენ გამახედა:
–ეს ნათია არ არის?
–მოიცა.... კი, ეგ არი!
მანაც გამოიხედა ჩემსკენ და რამოდენიმე წამი შემყურებდა თვალებში შემდეგ კი გზა განაგრძო, არც ამ ჯერად გავყოლივარ უკან, და კიდე უფრო ცუდად ვხვდებოდი ამის გამო.
რამოდენიმე ხანში ანიც გამოვიდა, ამ ჯერად თავისით დადიოდა.
–რაიმე სერიოზული ხო არ არის?(გიო)
–არა უბრალოდ როცა გადმოვარდა ცოტათი ფეხი იტკინა, მალე გაუვლის არაფერია.(ექიმი)
–კარგით.
თანხა გადავიხადეთ და სახლში წავიყვანეთ, თავის მშობლებთან, გიოც სახლში წავიდა და რათქმაუნდა მეც.
ცოტა არ იყოს ძალიან დამღალა, არაფრის მომცემმა ცხოვრებამ და გადავწყვიტე, ბარში წასვლა მეგონა ცოტას დავლევდი, და ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ბარში ვიჯექი და ვსვავდი, როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა, და ცდუნებას ვეღარ გაუძელი,
გამოვცადე, ისევ ის შეგრძნება რომელიც ეხლა, ერთდროულად, კარგს და ცუდს ურევდა ერთმანეთში,
შეგრძნება რომელმაც ერთდროულად ტკივილიც და სიამოვნებაც მომანიჭა.
ერთი სიტყვით, მაგარ კაიფში ვიყავი, გამეღვიძა ოღონდ აზრზე არ ვარ სად, მიუხედავადიმისა რო მეცნო მაინც ეს ადგილი, ჯერ კიდე ვერ მოვსულვარ წესივრად გონებაზე, როცა ნათია ჩემს წინ ამესვეტა,
ის უბრალოდ თვალებში მიყურებდა, და თითქოს ისეთ სიძულვილს გრძნობდაჩემს მიმართ, რომ სიამოვნებით მომკლავდა, მაგრამ მისი თვალები სხვას მეტყველებდნენ!
-იცი, ვერ გიტან მაგრამ მაინც მიყვარხარ.
-გთხოვ ეხლა არა!
-შენი დანახვაც აღარ მინდა, ნუთუ მსხვერპლი ტყუილად გავიღე?
-საკმარისია.
-სხვა თუ არაფერი დედაშენის სულს მაინც ეცი პატივი, მან მისი ცხოვრება შენ შემოგწირა,შენ კი სამაგიეროდ რას აკეთებ?
და სიჩუმე ჩამოვარდა.
პასუხს არც დალოდებია, იმიტომ რომ ალბათ იცოდა, რომ სათქმელი არაფერი მქონდა!
და ოთახიდან გავიდა!
მეც ავდექი და წავედი მაგრამ ვფიქრობდი რომ მართალი იყო და ეს ფიქრები საერთოდ არ მანებებდნენ თავს!
ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე, სიცოცხლეზე უარი ვთქვი, მაგრამ ამით როგორ ვუშველიდი თავს?
ასე გრძელდებოდა, დღეები, თვეები ამ დროის მანძილზე ურთიერთობა უფრო ქრებოდა და გულგრილი ვხვდებოდი ყველას მიმართ, მამაჩემსაც უკვე ისშვიათად ვხედავდი.
დედაჩემის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა, ბნელი მხარე აირჩია, რამაც მალევე გამოიღო შედეგი
დედაჩემის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მამაც გარდამეცვალა!
21:20
დავრჩი ამ სამყაროში სრულიად მარტო!
მის დაკრძალვა, კიდევ ერთი მძიმე სურათი იყო ჩემს ცხოვრებაში, მეგონა უკვე ამას ვეღარ გადავიტანდი.
ამ ცხოვრებაში მე ჩემი ადგილი ვერ ვიპოვნე.
არასდროს არ ვაფასებდი რაც მქონდა, ეხლა კი არაფერი მაქ.
რამოდენიმე დღის შემდეგ ადვოკატი მოვიდა ჩემთან სახლში, და გაირკვა რომ მშობლებმა ანდერძით ეს სახლი და რამოდენიმე ათასი დოლარი დამიტოვეს.
აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ის ვიცოდი რომ თუ ასე გავნაგრძავდი, მალევე მეც დავტოვებდი ამ სამყაროს!
არა,გადავწყვიტე ყველაფერი კარგისკენ შემეცვალა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent