სულის ვარდო! (6)
მმმ... ვაიმე დედა წელი როგორ მტკივაა- ახალგაღვიძებულმა ამოვიზმმუვლე... გადავტრიალდე მაინც! თქმა კაია და რომ ვერ ვტრიალდები? მოიცა, მოიცა რა ჯანდაბაა ეს... ვისი ხელია ჩემს წელ... ააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვაიმეეეეეეეე! უცებ წამოვხტი, რომ გვაცნობიერე, თითქმის შიშველი ვიწექი უტას გვერძე, მას კი ხელი ისე ჰქონდა შემოხვეული, რომ მგონი სამუდამოდ გაშეშებული დამრჩება! მაგრამ წელს ვინ ჩივის ჯანდაბა! ჰგონია ამ იდიოტს ასე შერჩება? ჰაჰ... ისევ მივუწექი (ასეთ ფორმაში მნახა უკვე და მეც აღარ გამოვიდებ თავს) მისი ხელი ისევ დავიდე წელზე... როცა თავი მკლავზე დავადე სწორედ მაშინ გაიღვიძა... არ იმჩნევდა, მაგრამ მე გამომაპარებს რამეს ეს ვირთაგვა? უცებ მოვიმძინარუნე თავი... ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, რომელიც მთელ ტანს მიბურღავდა, მაგრამ ამასაც გმირულად ვუძლებდი... უცებ სახეზე შეხება ვიგრძენი. თითებს დაატარებდა უმისამართოდ ჩემს სახეზე და ისე ჩუმათ ბუტბუტებდა, რომ ორ სანტიმეტრშიც კი არ მესმოდა... სამაგიეროდ, მისი სუნთქვა მეფერებოდა, და ბურუსში მიწვევდა... თუმცა სტოპ! რაც გამიკეთა ეგეც ეყოფა! ახლა ჩემი მოქმედების დროა. უცებ წამოვიწიე, ვითომ ძილში ვბორგავდი. ტუჩები უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე და ხელი უტას ჩამოვუსვი ტანზე, ნელა და გამომწვევად. ეგრევე ვიგრძენი როგორ დააყარა უტიკოს ბუსუსებმა, ამან გამათამამა და ზურგზე ფრჩხილები ჩამოვუსვი ოდნავ... ოო მგონი ეს არ უნდა გამეკეთებინა. გეფიცებით, ვიგრძენი როგორ მოიმატა მის სხულში ტემპერატურამ. ამის გაფიქრება იყო - უცებ წამოვარდა და სააბაზანოში გავარდა... ჰაჰ... ღირსია! ახლა კი ისევ ტკბილად დავიძინებ, სანამ გამოვა. დილით რაღაც წამოკივლებამ გამაღვიძა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება და ისევ ჩამთვლიმა... რამდენიმე წუთი ვებრძოდი ბურუსს, თუმცა სიფხიზლემ თავისი ქნა და გამეღვიძა. ჩემი მკლავზე მობუზული კნუტივით იყო მოლაკათებული ნინე... რა ლამაზია! ისეთი ლამაზია რომ ისიც კი დმავიწყდა რა ფორმაში წევს ჩემს გვერდით... სანამ უწმაწურ ფიქრებს მივცემდი გასაქანს მეორე ხელით მისი სახე დავლაშქრე... მისი ბავშვივით ნაზი, გლუვი და სურნელოვანი კანი მაგიჟებდა... ეტყობა შეხება იგრძნო და შეიშმუშნა. გავჩერდები, თორემ გადამალეწავს რაღაცას თავზე. უხებ ცალი ხელი მხარზე დამადო... მერე კი ნახად და ვნებიანად ჩამოასრიალა მკერდზე... შემდეგ პრესზე... სუნთქვა შემეკრა და მგონი გულმაც გაფიცვა მომიწყო... წამები გაიყინა... უუფ! კიდევ კარგი გაჩერდა, თორემ ისედაც რთულია მის გვერძე უმოქმედოდ გაჩერება... ამის გაფიქრება იყო და... ოღონდ ეგ არა! იგივე ხელის ფრჩხილები ზურგზე ჩამომისვა. აი მაშინ დაცხა... ისე დაცხა რომ თავი ერთდროულად უდაბნოში და ანტარქტიდაზე მეგონა. უნდა გავეცალო თორემ ცუდად გამხდის ეს გოგო! სააბაზანოში შევედი, გრილი შხაპი მივიღე, მაგრამ ისევ მძაფრად ვგრძნობდი მის თითებს და ის ადგილები, სადაც შემეხო დამდუღრულივით მეწვოდა... საბოლოოდ კი მგონი მაინც ისე გამოვიდა, რომ მახე ჩემივე თავს დავუგე... სააბაზანოდან შევიპარე ჩემს ოთახში და ჩემი სპორტულები ავიღე. უცებ დამივარდა მოსაცმელი და ნენეს მოსაცმელთან დავარდა... ეე ამასაც ჩემნაირი სპორტული ჰქონია! (უმიზეზოდ თუ მიზეზით) გულში თბილი და მათრობელა ლავა ჩამეღვენთა. უცებ შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი. წყალი დაბალ ცეცხლზე დავადგი, სანამ ის ადუღდებოდა მე ჩემი საყვერელი აცხობიდან შოკოლადის კრუასანები ამოვიტანე... ჩაი მოვამზადე, ლიმონი ჩავაწურე და გვერძე მოვუწყე ჩემი მადის აღმძვრელი კრუასანები. მომზადებულ სინს რაღაც აკლდა... ჰაჰ... რა თქმა უნდა! კიბეები ჩავირბინე და კუთხესთან მდგარ ქალთან მივედი... ყველაზე უბრალო, თუმცა სურნელოვანი და ნაზი მინდვრის ყვევილები ავარჩიე და ელვის სისწაფით ავარდი ისევ სახლში. არა რა ჩემს თავზე მეცინება... ასე მხნედ არასდროს გამიღვიძია, ასე არასდოს მდომებია სხვაზე მეზრუნა და კარგად ეგრძნო თავი... ეჰ, ნენე... სინზე მინდვრის სურნელოვანი ყვავილები მიმოვაბნიე და ახლა მივხვდი, რომ ნინე ჩემი პატარა მინდვრის ყვავილია... ერთი შეხედვით უბრალო, ნაზი, ყველაზე სათუთი და სიფრიფინა... სურნელიც მინდვრის ყვავილისა აქვს. კარგი... სენტიმენტებს სხვა დროისთვის გადავდებ ახლა კი უნდა ავუტანო სინი, თორემ გაიღვიძებს... კიბეებს ავუყევი და ჩემი ოთახის კარები შევაღე. ისე საყვარლად ეძინა... გვერძე დავუჯექი, მისი თავი კი ჩემს კალთაში ჩავიდე და მბზინვარე აბრეშუმის თმებზე დავუწყე ფერება... მის შემხედვარეს ერთი სიმღერა გამახსენდა და ხმადაბლა დავიწყე ღიღინი რომ არ გაღვიძებოდა... -რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს, ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს, ცრემლი ნამი, რა ვქნა,მე არ მასვენებს, ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს. ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება, გამიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება? არა არა მსურს მოწყნელი გიხილო ამას მიჯობს,სამარეში მიხილო. მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით, განა ვლოთობ,არ იფიქრო ეგ წამით, დღე ვლოთობ და ღამე დავეხეტები, მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები. ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები, სიყვარულით ბედით განაწამები. სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები, დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები. ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება, შენზე ფიქრი არასოდეს მომწყინდება. სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ. ჩემს თავზე გამეღიმა. ამ დროს ვიგრძენი როგორ შეირხა ჩემს მკლავებში მოკალათებული ნენე. -ნენეე გაიღვიძეე-ჩავჩურჩულე ყურში და ლოყაზე ნაზი ამბორი დავუტოვე მან კი საყვარლად ამოიზმუვლა, მივხვდი ძილს აღარ შეიბრუნებდა და მეც ჩემი საგანგებოდ გამზადებული სინი მოვუცუნცულე საწოლში... საწოლში დატოვებული მისი სურნელით გავბრუვდი და მალევე გადავეშვი ძილის სამყაროში, საიდანაც ვიღაცის შეხება და რაღაც ღიღინი მაფხიზლებს ისე, რომ მხოლოდ მელოდიას აღვიქვამ, თუმცა სიტყვებს ვერა (მაგრამ მაინც ვგრძნობ მის მნიშვნელობას). არ მინდა რომ შეწყდეს ეს წამები და მეც ვიყუჩე იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე... როგორც კი დაამტავრა ღიღინი უკმაყოფილოს ზმუილი აღმომხდა. უცებ აღუწერლად შემცივდა... ძვლებამდე მოატანა სიცივემ... თვალები დავახამხამე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ქარბუქში კი არ ვმდგარვარ, არამედ უბრალოდ უტამ მომიშორა მკლავებიდან... ჩემმა თავმა გამაკვირვა! ისევ დავხუჭე თვალები. ამ დროს კი ყურთან მისი სუნთქვა მხვდება, რაზეც მთელი სხეული მეწვის -გაიღვიძე ნენე- ზარის რეკვასავით ჩამესმა მისი ბოხი ხმა... რამდენიმე წამის შემდეგ კი რაღაც ძალიან გემრიელ სუნს მოვყავარ საგონებელში და მეც საბოლოოდ ნება ვინებე და გამოვფხიზლდი... -აბა ქალბატონო ნენე მითხარით, როგორ ან რატომ აღმოჩნდით ჩემს გვერდით საწოლში?-სერიოზულად დაიწყო საუბარი უტამ ოოო აი სადაა ჩემი საქმე წასული... არც კი ვიცოდი რაუნდა მეპასუხა ამაზე საგრძნობლად გავწითლდი, რაზეც ვაჟბატონს ირონიულად ჩაეცინა უცებ არ ვიცი რამ მომიარა მაგრამ ეგრევე წამოვხტი და ვუპასუხე -ბოონდ,( ტარამ ტარამ, უკვდავი მელოდია წარმოიდგინეთ ამ დროს ) ჯეიმს ბონდ-და ხელი გავუწოდე, თუმცა როგორც კი ჩემს შიშველ მკლავს გამოვაყოლე მზერა, გამახსენდა რა სასირცხვილო ფორმაში ვიდექი მის წინ და ვიითომ ახლა შევამჩნიე ეს ამბავი. ხმამაღლა დავიკივლე-ააააააააააააააა! უტამ უკმაყოფილოდ დაღრიჯა სახე(მის ანთებულ თვალებს შეგნებულად ვარიდებ თავს) და სინი საწოლზე დადო... -მიდი მიდი შეწექი და ჩაი დალიე, კრუასანიც გასინჯე რა გემრიელია იციი?-გაებადრა სახე ბიჭს... მეც რაღა მექნა მეტი... დავმორჩილდი და შევწექი ჯერ კიდევ თბილ ლოგინში და დავიწყე ჩაის წრუპვა... შემდეგ ჩემი საყვარელი მინდვრის ყვავილები დავინახე... ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები მათი უბრალოების გამო ავიღე სინიდან და გულთან მივიხუტე... ჩაი დავდე წელში გავიმართე და თმებში წვალებით, თუმცა მაინც ჩავიწანი ისინი... შემდეგ ჩაის სმა მშვიდად გავაგრძელე. იდილია ჩემი ძმის შეტყობინებამ დამირღვია ,,გულავი გეყოს მოდი მშია" ოოხ ღორმუცელა... -აუ უტა უნდა წავიდე მე. ლომისამ მოდიო-უცებ მივაყარე სიტყვები ერთმანეთს. წამოვხტი, მისი მზერა დავაიგნორე, ტანსაცმელი ამოვიცვი და სინათლის სიჩქარით გავვარდი სახლიდან... ტარრარაამ სულის ვარდო იცი რა ფაქიზი ხაარ... ჩემი ვარდები ხართ! მადლობა იმ განწყობისთვის, რასაც თქვენი თქბილი დამოკიდებულება მიქმნის <3 მიყვარხართ!!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.