შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა(მეოთხე თავი)


14-10-2015, 17:55
ავტორი april
ნანახია 2 085

რამდენიმე დღის მანძილზე სამუშაოს პოვნის იმედით ყველგან მივდივარ სადაც შეიძლება მიმიღონ.სამწუხაროდ არაფერი გამოდის,ყველა ადგილი დაკავებულია,ასე რომც არ იყოს,ღამის ცვლაში მუშაობისთვისაც კი არ განიხილავენ ჩემს ვარიანტს.ცოტა არ იყოს ლოს-ანჯელესი მომენატრა,იქ ყველაფერი უფრო მარტივად ხდება.ალბათ იმიტომ რომ მამაჩემი კომპიუტერების სპეციალისტია,დედაჩემი კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.აქედან გამომდინარე,სამსახურის პოვნა არც ისე გამიჭირდებოდა.ფულიც აღარ მაქვს,ალბათ სჯობდა უკან დაბრუნებაზე ადრევე მეფიქრა.მშობლების გარეშე ცხოვრება იმაზე რთული ყოფილა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობ ყველაფერს თავი დავანებო და მდინარეში გადავეშვა.(ცურვა არ ვიცი).ჩემზე მაინც არავინ იდარდებს.ჯიბეში ხელს ვიყოფ,რამდენიმე დოლარი კიდევ მაქვს.ბარში შევდივარ და ვისკის ვსვამ.სასმელს მიჩვეული არ ვარ,ამიტომ მალე ვთვრები.საათს ვაკვირდები,ყველაფერი ორმაგდება.დაახლოებით ვხვდები რომ შუადღეა,რადგან გარეთ გამოსვლისას მზე სხივებს მანათებს,თითქოს ჩემი გამოფხიზლება უნდა.ტაქსის ფული აღარ მაქვს,სიარულს ფეხით განვაგრძობ,მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი სად მივდივარ.რამდენიმე მეტრში ბავშვების სიცილი მესმის,თვალებს ფართოდ ვახელ სკვერში აღმოვჩნდი,ესღა მაკლდა ახლა საით ავიღო გეზი.შორი ახლოს შადრევანს ვხედავ,ის კი მიშველის..რაც შეიძლება დიდი ნაბიჯებით მივემართები მისკენ,უეცრად ვიღაცის შეხებას ვგრძნობ,ვხვდები რომ მიწას ვეღარ ვეხები,წინააღმდეგობის გაწევას არ ვცდილობ,ვდუნდები და თვალებს საშუალებას ვაძლევ დაისვენონ.რამდენიმე საათში თავის ტკივილით ვიღვიძებ..ჭერს ვხედავ რომელიც აქამდე არ მინახავს,სად ვარ?რა მოხდა?აქ როგორ აღმოვჩნდი?საკუთარ თავს შეკითხვებს ვაყრი,იმის მიუხედავად რომ წარმოდგენა არ მაქვს სად ვიმყოფები.თავის აწევას ვცდილობ მაგრამ,ეს ცდა წარუმატებლად სრულდება,თავბრუ მეხვევა.სიცილის ხმა მესმის,თავს ძლივს ვატრიალებ.ხელში კვლავ ჯასპერი მრჩება.
-ისევ შენ?ცოტაც და ვიფიქრებ რომ მითვალთვალებ.
-არა,როგორ იფიქრე ასეთი რამ უბრალოდ,შემთხვევით დაგინახე.
-და გადაწყვიტე რომ სიარულს თავად ვერ განვაგრძობდი,არა?
-დაახლოებით,კი.გეტყობოდა რომ ნასვამი იყავი.თან პირდაპირ გზის გადაკვეთა გინდოდა,მგონი მანქანების შემჩნევაც კი გაგიჭირდა.
-მე უბრალოდ..
საუბარს ვწყვეტ,რადგან ვაცნობიერებ რომ დამაჯერებელი არგუმენტი არ მაქვს.
-კარგი,გაიმარჯვე.კვლავ გადაარჩინე ჩემი სიცოცხლე.
-უკვე მესამედ.
-აჰამ.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-არა.
-მითხარი,რატომ დალიე.?
-იმიტომ,რომ...მოიცა დავფიქრდე.ხო.ეს შენი საქმე არ არის.
-ნუ ცდილობ,ყოველ წამს დაამტკიცო რომ დამოუკიდებელი გოგონა ხარ,რომელსაც დახმარება არ სჭირდება.
-არ ვცდილობ.
-ყოველთვის ასეთი ხარ?
-როგორი?ამაზრზენი,ჯიუტი,იდიოტი,უხეში?
-არა,საყვარელი.მინდოდა მეთქვა,რომ ძალიან მომხიბვლელი ხარ როცა ბრაზდები.
-მოდი,უბრალოდ წავალ.
-არამგონია,კარგი აზრი იყოს.ცოტა დაისვენე და მერე მე თავად გაგაცილებ.
-ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთე,ახლა თავს თავად მივხედავ.
თავს ძალას ვატან და ფეხზე ვდგები,გაწონასწორებას ვახერხებ.ქურთუკს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ.
-ჯასპერ..
-გისმენ.
-მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის,რომ ჩემზე ზრუნავ.
სადარბაზოდან გავდივარ,მობილურის ხმა მესმის.მიაა.
-რა ხდება?
-გცალია?
-რა მოხდა.
-ბანკში მისვლა მოგიწევს.
-ახლავე?
-კი.
-რატომ?
-დედაშენმა ანგარიშზე ფული ჩაგირიცხა,
-შენ საიდან გაიგე.
-წერილი გამოაგზავნა,მაპატიე რომ ვნახე მაგრამ ეწერა რომ სასწრაფო იყო.
-კარგი,არაუშავს.მაგრამ მისი ფული არ მჭირდება.
-ახლა სიამაყის დრო არ არის.ფული ძალიან გვჭირდება.კარგი რა,ახლა მაინც დამიჯერე.
-კარგი წავალ.
გზად წვენს ვყიდულობ,ნახევარ საათში ბანკში შევაბიჯებ.რიგში ვდგები.საერთოდ რა ჯანდაბას ვაკეთებ,საკუთარი დედის გამოგზავნილ ფულზე უარს ვამბობ,მაშინ როცა ეს ძალიან მჭირდება,მაგრამ რა ვქნა რომ ჩემი სიჯიუტე თავს არ მანებებს.გასროლის ხმას გონს მოვყავარ,რამდენიმე შეიარაღებული პირი ბანკში შემორბის,ხალხი წივილს იწყებს,ყველა სადღაც გარბის.დაბნეული კუთხეში ვდგები და ვცდილობ რამე მოვიფიქრო,ერთ-ერთი ხელს მკრავს და ძირს მაგდებს.
-ხელები მაღლა თავზე შემოიწყეთ და დაწექით..
ყველა ემორჩილება ,ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს სცემენ.ხმის ამოუღებლად ვჩერდები.ტანში ჟრუანტელი მივლის როცა ერთერთის მზერა ჩემზე ჩერდება.თვალს არ მაშორებს,ვერ ვხვდები რა გავაკეთო,თვალების დახუჭვით ვცდილობ საქმეს ვუშველო.
-ფული დროზე აიღეთ,და წავიდეთ.სანამ პოლიცია მოსულა.
-საქმე გართულდა,უკვე მოვიდნენ.
-ჯანდაბა.
-მძევლები გვჭირდება,თუ ვერ გავაღწიეთ სამუდამოდ ციხეში დალპობა მოგვიწევს.
-მოკეტე,რამეს მოვიფიქრებ.
ოთახში მხოლოდ 1 რჩება,2 გადის.დაახლოებით 15 წუთის შემდეგ უკან ბრუნდებიან.მათი საუბარი არ მესმის.იმის გაფიქრება რომ შეიძლება ისე მოვკვდე რომ საკუთარი დედა კვლავ ვერ ვნახო ცუდად მხდის.მეშინია ყველაფერი არ გართულდეს.უბრალოდ სიკვდილი ჩემთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.ადრე მასზე ფიქრიც კი მთრგუნავდა ახლა კი მის წინ ვდგავარ.წარმოდგენა არ მაქვს რა მელის,მაგრამ არ დავუშვებ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპონ,ამას ახლა ვაცნობიერებ როცა ხალხის შეშინებულ სახეს ვხედავ,ბავშვების გამომეტყველებას რომლებიც დედებთან ისე ახლოს მისულან რომ იფიქრებ ცოტაც და ორი სხეული ერთად გადაიქცევაო.სჯობს ჩემი სოცოცხლე შეწყდეს,ვიდრე მათი.მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ.მე კი საკუთარ თავშიც ვერ გავრკვეულვარ.საუბრის შემდეგ ჩვენსკენ ტრიალდებიან.
-აბა,რომელი თქვენგანი წამოვა ჩვენთან ერთად.
მზერას,გოგონაზე აჩერებენ.დაახლოებით 14 წლის იქნება.ბავშვს მკლავზე ხელს კიდებენ და თავისკენ მიათრევენ,გოგონა წინააღმდეგობას უწევს,დედამისი წინ უდგება,ქალს ხელს კრავენ.ვეღარ ვითმენ და ფეხზე ვდგები.
-გაჩერდით,გეყოთ.მე წამოვალ,გოგონას თავი დაანებეთ.
ერთ-ერთი ჩემსკენ იარაღით ხელში მოემართება.იარაღი ჩემსკენ აქვს მომართული.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველ რიგში მადლობას გიხდით ყველას ვინც კითხულობს ჩემს მოთხრობას.უბრალოდ მაინტერესებს რას ფიქრობთ,რაიმე შენიშვნა ხომ არ გექნებათ.ან უბრალოდ კარგია თუ არა,მოკლედ გამიხარდება თუ თქვენს აზრს დაწერთ<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent