შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (9)


14-10-2015, 21:52
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 303

თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი,მახარებდა ის ფაქტი,რომ ალეკოს ძალიან ვუყვარდი,თავს არ ვუტყდებოდი თორემ მეც მიყვარდა,მაგრამ არ ვაპირებდი ჯერ ამის გამხელას,მაბედნიერება მისი ხმის გაგონება და მისი ყოველი ნათქვამი მიყვარხარ. ჩემში სასწაულ ემოციას იწვევდა მისი წარმოდგენაც კი,მაგრამ მისი ფიცხი ხასიათი მაშინებდა,როცა დალევდა ნამდვილი ფსიქოპატივით იქცეოდახოლმე,მაგრამ მეუბნებოდა იმდენს არასოდეს დავლევ რომ თავზე კონტროლი დავკარგოო.
გამთენიისას წამოვედით სახლში,ყველა დასაძინებლად წავიდა,მე არ მინდოდა ძილი,აკო დამპირდა დაგირეკავო,მაგრამ არ დაურეკავს,მივხვდი რაშინ იყო საქმე ალბათ ისევ დალია და ვერ ბედავს დარეკვას,იცის რა რეაქციაც მექნება. თუმცა არც მთვრალს მორიდებია და დამირეკა
-ხო აკო
-ჩემო პაწუწა,მიყვარხარ უზომოდ,ჩემი გახარება ხარ! ყველაზე მაგარი გოგო ხარ ვაბშე!-იმხელაზე ყვიროდა კინაღამ ტელეფონი გამივარდა
-ისევ დალიე ხომ?
-აუ კარგი რა! იცი რა მაგარ ხასიათზე ვარ ახლა? აი ვაბშე ყველაფერი მიხარია შენ თავს ვფიცავარ-იხეოდა სიცილით
-ვაიმე ალეკო! რას დამპირდი აღარ გახსოვს?-თუმცა რა აზრი ქონდა ახლა მისი დანაპირების გახსენებას,მაინც არ იყო საღ გონებაზე
-ჩემო პაწუწა,ისევ მიბრაზდები?
-არა ალექს,ხმას არ ვიღებ,მიდი ახლა და დაიძინე,ხვალ ვილაპარაკოთ
ტელეფონი გავუთიშე და აივანზე გავედი,ზღვიდან მოვარდნილი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და სახე ნიავს მივუშვირე. როცა თბილისში ჩავიდოდი საბოლოო არჩევანი უნდა გამეკეთებინა,მინდოდა აკოსთან,მაგრამ მომავალი მაშინებდა მასთან ერთად,თუმცა ამის გამო მის დაკარგვას არ ვაპირებდი,მეორემხარეს ისევ ნიკა იყო გაჩხერილი და უკვე ტვინს მიჭამდა თავისი უაზრო მუქარებით,თუმცა ვიცოდი გამკეთებელი იყო,ჩემსგამო ყველაფერს გააკეთებდა,წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა,ვაიდა რამე ტყუილი მოიგონოს და ხალხში თავი მომჭრას მეთქი,ვიცოდი ეს პრიმიტიული აზროვნება იყო,თუმცა ამას ჩემს ოჯახს და ნათესავებს ვერ აუხსნიდი.ყველამ იცოდა რომ მალე ნიკას უნდა გავყოლოდი ცოლად ისეთი სერიოზული ურთიერთობა გვქონდა,ალეკო ყოველთვის მეუბნებოდა ამოხატე შენი გრძნობები და არავის და არაფრის არ შეგეშინდესო,ნუ უსმენ ხალხსო იცხოვრე შენი ბედნიერებისთვის და არა იმისთვის რას იტყვის ხალხი,იყბედებენ,მაგრამ მობეზრდებათ და დაიღლებიანო,ეს ყველაფერი კარგად მესმოდა,მაგრამ ამას ჩემს ოჯახს ვერ აუხსნიდი,მამაჩემს ალბათ გული გაუსკდებოდა ჩემზე რამე ისეთი რომგაეო,დედა სულიმას მეუბნებოდა არცერთი ბიჭი ისე ახლოს არ მოუშვა,რომ მერე სანანებელი გაგიხდესო. მიუხედავად ამ ყველაფრისა ნიკასთან დაბრუნებას არ ვაპირებდი,არ მინდოდა თუნდაც მოვეკალი მასთან ყოფნას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებდა. არ დაგაცდი სხვასთან ბედნიერებასო,ორივეს გაგაუბედურებთო,უკვე დაზეპირებული მქონდა მისი მუქარები,თუმცა მაინც მეშინოდა,ჩემს გამო არა,უფრო ალეკოს გამო,ვიცოდი რა გადარეულიც იყო და საშინელება დატრიალდებოდა.ვიცოდი,რომ უაზროდ ვიქცეოდი,ალეკოს თავმოყვარეობას ვლახავდი ერთხელაც მობეზრდებოდა,დაიღლებოდა ჩემი უარით და წავიდოდა,თუმცა შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჩემში ვიდრე სიყვარული,ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ ტვინში სისხლი მექცევა და ბრაზი ცრემლებში გადამდის,თუმცა წინასწარ რამის განსაზღვრა,რომ შეგგვეძლოს ჩვენი ცხოვრება უპრობლემო და უშეცდომო იქნებოდა.

საჭმელი არაფერი იყო,ამიტომაც გადავწყვიტე ბარში წავსულიყავი და მზა საკვები ამომეტანა,სუფრა ისე ლამაზად გავშალე ლიკამრომდაინახა თვალები ჭყიტა
-დავიჯერო იმდენხანს მეძინა,რომ შენ ამეების მომზადება დაამუღამე?
-ვაიმე ლიკა,წადი და ხელ-პირი დაიბანე,ნეტავ განახა შენი თავი რას გავხარ!-სულ ძალით შევაგდე ვანაში
ბავშვებმა თვალებს არ დაუჯერეს,ჩემი მომზადებული ეგონათ ყველაფერი,თუმცა მერე დათო მიხვდა,კატლეტი რომგასინჯა ეცნო გემო.
-ვაიმე! ვაიმე! გასკდა თავი! შანსი არაა! არ არსებობს ამის მერე კიდევ ვინმემ სასმელი რომ მიხსენოს სიფათს ავაძრობ!-მაგიდაზე თავს ურტყამდა თაკო
-ჩემდათავად მინიმუმ 1 თვე ვინც დალიოს მაგას არ ეღირსოს ქალის ალერსი-სიცილით თქვა თემომ
-არა რა, იმენა ლოთების სასტავი ხართ!-მობეზრებულმა გავიქნიე თავი
-შენ შენს ლოთ ალეკოს მიხედე რა-ენა გამომიყო ლიკამ
-აუ ეგეც ლოთია?-გადაიხარხარა დათომ და გამომხედა
-არა,ადრე სვამდა,მაგრამს მერე აღარ სვამს-ამაყად განვაცხადე
-დააოკე და რამე?-თვალი ჩამიკრა თემომ
-გაგიხმეს ეგ დებილი თავი შენ!-სიცილით ვუთხარი
-იმენა გაასერიოზულეთ და რამე ?- მკითხა დათომ
-მაგ ეტაპზე ვართ უკვე,ვნახოთ რა გამოვა-ღიმილით ვუპასუხე
მაგიდა ავალაგეთ და სანაპიროზე გავედით,დამცავი კრემის წასმა დამავიწყდა,ამიტომაც მზე მალევე მომეკიდა,იმაში გამიმართლა,რომარ ვწითლდებოდი და ეგრევე ყავისფერ შეფერილობას ვიღებდი,საღამოსთვის უკვე კარგად დაზაგრული ვიყავი. აკომ რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა,ისევ ისეთი თბილი და საყვარელიიყო როგორც ყოველთვის. საშინლად მომენატრა,ერთისულიმქონდა თბილისში როდის ჩავიდოდი და როდის ჩვეხუტებოდი,მისი სუნიც კი მომენატრა,მისი მუდამ მომღიმარი სახე. მასზე ფიქრის დროს ყოველთვის მეღიმებოდახოლმე.ბავშვები მეკაიფებოდნენ დებილის სიფათი გაქო. ყველა კარგად ერთობოდა,განსაკუთრებით კი თემო,ყოველ ღამე ახალ-ახალი გოგო ყავდა.დათო კარგად შეუურთხებდა ხოლმე,ვხვდებოდი,რომ დათოს თავს რაღაც ვერ იყო რიგზე,მაგრამ ვერ ვუბედავდი კითხვას,სულ აქედთ მარიგებდა ხოლმე ჭკუას, ეზოში იჯდა ხის გრძელ სკამზე ჩაფიქრებული.
-შეიძლება?-გვერდზე მოვუჯექი
-მოდი ნიაკო-გამიღიმა
-რაღაც ვეღარ გცნობ,ხდება რამე?
-არაფერი-ჩაეცინა
-დარწმუნებული ხარ?
-კი,კი
-დათო,ხომ იცი რომ ყოველთვის შეგიძლია გული გადამიშალო,ვხვდები,რომამ ბოლო დროს რაღაც გაწუხებს,ისეთი ხალისიანი აღარ ხარ როგორიც ადრე,სულ ჩემი პრობლემების მოგვარებაში ხარ,შენ კი არავინ გეკითხება რა ხდება შენს თავს
-ბევრი რამ ხდება ნია,უბრალოდ არ მინდა შენ აგკიდო ეს ტვირთი
-რას გულისხმობ? მომისმინე დათო,მეგობარი რისთვის არსებობს? იმისთვის,რომ რაც გტკივა და გაწუხებს ყველაფერი გაუზიარო და ბოლომდე დაიცალო,თუ ძალიან გეტკინება მის მხარზე იტირო და იგრძნო,რომ ის მაინცაა შენს გვერდით და ყოველთვის მხარს დაგიჭერს. უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გაწუხებს,ყოველთვის ვრძნობ როცა რაღაც ისე ვერ არის შენ თავს.
-რთული სიტუაციაა-გაეღიმა-იმდენად რთულია,რომ მიჭირს ამაზე ლაპარაკი
-გიყვარს ვინმე?
-ვინმე?-ისევ ჩაეცინა
-ანუ სწორად ვთქვი-მეც გამეღიმა
-ლიკა
რაო?ლიკაო? ვაიმე! მეგონა გული დამარტყამდა,მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია
-ჩვენი ლიკა?-თვალები გადმოვკარკლე
-ჰო,უკვე 1 წელია,მაგრამ ვერ ვეუბნები
-შენ და ლიკა?-წარმოუდგენლად მიმაჩნდა
-ვერ იჯერებ ხო?-შემომხედა და ჩაეცინა
-არც კი ვიცი რა გითხრა,არ აპირებ თქმას? იქნებ მასაც აქვს რამე გრძნობები შენსმიმართ
-ოდესმე ამაზე ულაპარაკია შენთან? ნია მისმინე, ხომ იცი ჩემი და ხარ, ლიას არ გაუჩენიხარ დანარჩენით ხომ იცი რომ ჩემი უმცროსი და ხარ,შენც და თაკოც,მაგრამ ლიკა სხვა თემაა,როგორ უნდა ავხსნა ის ფაქტი რომ მეგობარი შემიყვარდა,რას იფიქრებენ თქვენი მშობლები
-ხალხის აზრი როდიდან გაინტერესებს?
-იმათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია
-ხო ეგ მართალია,მაგრამ თუ გიყვარს არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა,ყველა გაგიგებს და მხარში ამოგიდგება,ნუ ფიქრობ იმაზე რას გეტყვის ლიკა,შენ შენი სათქმელი უთხარი და ყველაფერი დროს მიანდე
-ვითომ?
-ვითომ არა,მართლა
სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო,რომიტყვიან სწორედ ასეა,დათოს ვეუბნებოდი,რომთავისი სიყვარულისთვის ებრძლოლა,მე კიდევ იგივეს ვერ ვაკეთებდი,რა უცნაურია ცხოვრება და თანაც ირონიით გაჟღენთილი. ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით არის სავსე,1 წლის წინ ვინმეს,რომ ეთქვა შენ და ნიკა დაშორდებით სხვა შეგიყვარდებაო ალბათ სიცილით მოვკვდებოდი და არაფრით არ დავიჯერებდი,მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს,ყველაფერი შეიძლება მოხდეს,გამორიცხული არაფერია და არც გარანტიებით არ ვცხოვრობთ,ადამიანს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი არავინ ჰყავს.
დიდხანს ვისაუბრეთ მე და დათომ,ბოლოს დავარწმუნე იმაში,რომ ლიკას უნდა გამოსტყდომოდა რაც იქნებოდა იქნებოდა სანანებელი მაინც არ ექნებოდა ის ფაქტი,რომ ვერ გაბედა და ვერ გაუმხილა.
გვიანიიყო,რომ ამოვედით სახლში
-თქვენ სად დაბოდიალობთ-სიცილით გვკითხა თაკომ და კარტი დაარიგა
-ჯოკერს უბერავთ?
-ჰო,მოდი თუ გინდა ჩაგიტარებ კლასს-მიპასუხა თემომ
-არ მინდა იყოს,ვიცი მე შენი კლასები
-რაზე თამაშობთ?-ლიკას გვერდით ჩამოჯდა დათო
-წაგებული წავა და ნაყინებს ამოიტანს-ხელები გაასავსავა ლიკამ
-ნაყინი გინდა?-ოპა! მგონი დაიწყო ბიჭმა მოქმედება,გამეღიმა
-აუ კი,თან მაგრად-გაეკრიჭა ჩემი დებილი დაქალი,ისე რა ბატია როგორ ვერ ხვდება რომ ბიჭი ყურებამდეა შეყვარებული
-წამო მერე,ამაზე თამაში რათ გინდა,გავიდეთ და გიყიდი-კარგია დათო,პირველი ნაბიჯი გადაგმულია
-აუ! იმენა ძმის გული ხარ რა დავით!-თვალები გადავტრიალე რა ძმის გული რის ძმის გული!
-ვის რომელი ნაყინი წამოგიღოთ?ან რავი თუ გინდათ კიდევ რამე ამოგიტანთ-როგორ უცებ დატკბა ეს ბიჭი
-აუ,მე მინდა შოკოლადის ლოლო, დორიტოსი წიწაკის, სნიკერსი და დიდი სანტალის ალუბლის წვენი-აღტაცებულმა დააბარა თაკომ
-თაკო,კიდევ რამეს ხო არ დაამატებდი-გაეკრიჭა ლიკას
-აუ კი! ნაბეღლავი წამომიღეთ რა! მგონი მაწყინა იმ ლობიანმა
-ნია შენ რას შეჭამ?-მომიბრუნდა ლიკა
-რავი დაო,რასაც შენ იყიდი ის წამომიღე მეც
-გენაცვალოს შენი და შენ!-ამაზე ორივეს მაგრად გაგვეცინა
1000 რაღაც დააბარეს კიდევ საწყალ დათოს,მეცინებოდა მის სახეს რომ ვუყურებდი,ბოლოს თაკოს ვუჩქმიტე გეყოფამეთქი და იმხელაზე წამოიკივლამგონი მთელი აღმაშენებლის ქუჩა ფეხზე დააყენა.
ამასობაში ალეკომაც დამირეკა
-ხო აკო
-რასაკეთებ?
-არაფერს,რავიცი შენს?
-თბილისში ვარ ბაითზე
-როდის წახვედი?
-ამდილით წამოვედით
-უი რატო?კიდევ 1 კვირა არ აპირებდით დარჩენას?
-ხო მარა რაღაც საქმეები გამოგვიჩნდა და წამოვედით,მომენატრე მაგრად,მომიყევი აბა რას აკეთებდი მთელი დღე
-ხო მშვიდობაა?
-კი,კი იასნა-გაეცინა
-აქაც მსვიდობაა,ისე დავიზაგრე ტარაკანას ვგევარ-გამეცინა
-ჩემი შავტუხა,აუ მოდი რა ვიბერში ვიბაზროთ
-ნინოს ველაპარაკე დღეს და ამომეწურა მეგაბაიტები,ახლა ვერ გავალ შორსაა თან ჩასარიცხი აპარატი
-ეგარაფერი,მე გადმოგირიცხავ ნინოს ბარათიდან,მოიცა ორი წუთით
ნამდვილი გიჟია ეს ბიჭი.გამეცინა,5 წუთში დამირიცხა მეგაბაიტები და უკვე ვაიბერზე გადავედით. ბევრი ვეკრიჭეთ და ვეჯღანეთ ერთმანეთს.
-დათო და ლიკა 2 საათია მაღაზიაში გავუშვით და კიდევ არ ჩანან
-ხო არ გაიპარნენ
-არამგონია-გამეცინა
-პაწუწ,კარგად იკვებები?
-კი რავიცი,რატო?
-რაღაც გამხდარი მეჩვენები
-უფ! როდის ვიყავი ერთი მსუქანი-გამეცინა
-ისედაც ყველაზე ლამაზი ხარ!
-აფერისტო!
-რო ჩამოხვალ შეგჭამ,იმენა დაგახრჩობ,აუ ხო იცი ნინო მეკითხება რაღაც აღარ ახსენებ ნიასო,რა ხდებაო
-მერე?
-გამოტეხვა უნდა რა,სულ შენზე მებაზრება,როგორ არისო გკითხულობს
-საყვარელი-გამეცინა
-1 კვირაც და მაგრად ჩაგეხუტები პაწუწ
-სულ ცოტაც,ვაიმე მგონი მოვიდნენ! აკო,წავე ახლა და მოგწერ ცოტახანში
-მიდი,მიდი-გაეცინა
დატვირთულები მოვიდნენ დათო და ლიკა,თაკო ეგრევე პარკებს დაეტაკა კი არ უკითხავს სად იყავით ამდენ ხანსო
-ყოფილიყავით კიდევ კაცო,რა გეჩქარებოდათ-სიცილით უთხრა თემომ და ნაყინი გემრიალად ჩაკბიჩა
უხერხულად გაეღიმათ ორივეს,ვიფიქრე გვეშველა,უთხათქო,მაგრამ თვალებით მანიშნა არაო. გემრიელად მივირთვით დათოს მოტანილი სასუსნავები. გვიან დავწექით,მთელი რამე ალეკოს ვემესიჯებოდი,არასოდეს ეძინებოდა,1 წლის მანძილზე არასოდეს უთქვამს აუ მეძინება ან რამე.
დილით ადრე გავედით სანაპიროზე,ერთი სული მქონდაროდის გავიდოდა ეს ერთი კვირა და როდის ვნახავდი ალეკოს.მაგრამ მაინცდამაინც მაშინ იწელება სასტიკად დრო როცა გინდა რომ მალე გავიდეს.
-აუ,კიდევ სიამოვნებით დავრჩებოდი-აწუწუნდა თაკო და მზეს მიუშვირა სახე
-თუ გინდათ ვეტყვი სახლის პატრონს და კიდევ 1 კვირა დავრჩეთ
-რაა? არა! მეღადავებით?-წამოვფრინდი უცებ ფეხზე
-კაი,კაი დამშვიდდი რა იყო-ყველას გაეცინა
-თავის პრინცი უნდა ნახოს ხო არ ღადაობთ თქვენ-გადმომხედა თემომ
-ეგ არ ქნათ და კიდევ 1 კვირა არ დამტოვოთ აქ,ისედაც ერთი სული მაქვს,დღეესბს ვითვლი როდის მოვა შაბათი-მუდარით გავხედე დათოს
-ხო კაი გოგო არ იტირო,მეც არ მცალია შვებულება მიმთავრდება
-უფ,ამოვისუნთქე
-არაა ეს ნორმალური,სად გაგექცევა გოგო ის ბიჭი? არ დაგხვდება მანდ?
-და ზღვა სად გაგექცევა ერთი ჰა? ფეხებს აიდგამს და წავა თუ რა თემაა?
-ვაიმე ნია!-ხელები ჰაერში აიქნია თაკომ
ალბათ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ კიდევ 1 კვირა რომ გავჩერებულიყავი აქ ნამდვილად შევიშლებოდი. როგორც ქინა დადგა ნანატრი შაბათი,ბილეთები წინასწარ გვქონდა აღებული,ბარგი სწრაფად ჩავალაგე და კარებთან გამოვიჭიმე
-აუ,ესნახეთ რა! იმენა გაქცევაზეა-სიცილით გამომხედა თემომ
ჩემოდნის ხელები ავხსენი და გრძელ ბილიკს გავუყევი
-დროზე!-აივანზე ავძახე ბავშვებს და ჭიშკარი გამოვაღე
-ნეტა მანახა ვინარის ის ალეკო ესეთი ასე რო მიეჩქარება-ხელები მაღლა აწია თაკომ
ტაქსი გავაჩერეთ და სადგურშიმივედით,მატარებელი უკვე ჩამომდგარიიყო,სწრაფად ავედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ,ღამის 12 საათი იყო,სავარაუდოდ 6 საათისთვისუკვე თბილისში ვიქნებოდით.თემომ ჩანთიდან არყის ბოთლი ამოაძვრინა
-არა!
-შანსი არა!
-არ არსებობს!
-დაასხი!
აი სწორედ ეს სიტყვები გაისხმა კუპეში როცა არყის ბოთლი დავინახეთ
მიუხედავად პირობისა,მაინც დავლიეთ,თუმცა ამჯერად ისე არ გავლეშილვართ,როგორც ჩამოსვლის დღეს. მე ადრე დავიძინე,გადაღლილი ვიყავი,თანაც აღარ მინდოდა კიდევ დამელია,გამთენიისას გამომეღვიძა,გავიგონე ვიღაცამრომთქვა ნახევარ საათში თბილისში ვიქნებითო.ალეკომ დამირეკა
-ხო აკო-სწრაფად ვუპასუხე
-გეძინა?
-ჰო,ახლა გამეღვიძა,შენ რა იყო არ გძინებია?
-რა დამაძინებს,უნდა დაგხვდე,რამდენხანში იქნები აქ?
-ვაიმე გიჟი ხარ! მგონი ნახევარ საათში,შენ სადხარ?
-თოკოსთან ვარ ნახალოვკაში
ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი თბილისში.
-ჰე,ადექით ახლა!-შევძახე ბავშვებს



№1  offline წევრი kora

mteli dge vucdidi am istorias <3 saocrad sayveli ako, nias ki ara ukve me shemiyvarda. male dade axali tavi gtxooov <3

mteli dge vucdidi am istorias <3 saocrad sayvelia ako, nias ki ara ukve me shemiyvarda. male dade axali tavi gtxooov <3

mteli dge vucdidi am istorias <3 saocrad sayvelia ako, nias ki ara ukve me shemiyvarda. male dade axali tavi gtxooov <3
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი კაი სასიტუაცია იქნება მგოონი მალე დადე მალე გელოდები

 


№3  offline მოდერი Anye-Any

მიხარია,რომკითხულობთ,საკმაოდ მძიმეისტორიაა,რომელიც ახლაც კიგრძელდება,ყოველი ახალი თავის წერის დროს მეტირება,ვცდილობ ზუსტად გადმოგცეთ ის რაც იყო და რაც ხდება.მადლობა თქვენ,რომ კითხულობთ,სიყვარულით ნია!

 


№4  offline წევრი kora

martla realuria es istoria? shenze tu shentvis axla adamianze. dzalian damecva guli, sakutari tkivili maxsendeba xolme aset dros da dzalian mindeba rom yvelas cxovrebashi bedniereba isadgurebdes. ramdenadac vxvdebi jer carsuls gviyvebi da asmagi molodinit vucdi istoris amjamindel axsnas da didi imedi maq rom gmertma nias akmara carsuli tkivili da amjamad bednieria im tavis archevantan romelic sabolood gulma ukarnaxa. mteli gulit vocnebob imaze rom es gogo axla bednieria!!!
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი Anye-Any

kora
martla realuria es istoria? shenze tu shentvis axla adamianze. dzalian damecva guli, sakutari tkivili maxsendeba xolme aset dros da dzalian mindeba rom yvelas cxovrebashi bedniereba isadgurebdes. ramdenadac vxvdebi jer carsuls gviyvebi da asmagi molodinit vucdi istoris amjamindel axsnas da didi imedi maq rom gmertma nias akmara carsuli tkivili da amjamad bednieria im tavis archevantan romelic sabolood gulma ukarnaxa. mteli gulit vocnebob imaze rom es gogo axla bednieria!!!


კი,ნამდვილად რეალურია,იმდენად მტკივა ამყველაფრის გახსენება,რომ სული მეწვის,მაგრამ ამისტორიით მინდა ყველა გოგოს ჩემი სათქმელი ვუთხრა,მოვლენები დღესაც ვითარდება.დანარჩენს კიისტორიის მსვლელობისას გაიგებ,მადლობა შენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მომდევნო თავს დავდებ დაახლოებით 1 საათში,უკვე ვწერ.

 


აუაუაუა რაკაიააააა ^____^ შემდეგი თავი მალე დადეთ ისე შემიყოლია გეგონება სულმთლიანად რეალობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent