გაცნობის საიტი -2-
ძილის წინ ცოტა ხანს ვიფიქრე ჩემს ინტერნეტნაცნობზე.მუცელზე ვიწექი და ველოდი სიზმრებში ჩამთრევ ძალას,თუმცა სიზმარს იშვიათად ვხედავდი.არც ის დღე ყოფილა გამონაკლისი.ჩვეულებრივ მეძინა,იმისდა განსხვავებით,რომ დილას საშინლად შემცივდა.გვერდზე გავიხედე და მეორე ადიალაც იდო.ვიფიქრე,ნინიკოს დარჩაო და მაშინვე გადავიფარე,მთლიანად შევძვერი შიგნით და სახეც კი ჩავყავი,თბილი ჰაერის გამოყოფა დავიწყე.მე ხომ მუდამ ასე ვცდილობ სივრცის გათბობას.ორი ადამიანი რომ იყოს,უფრო იოლად გათბება-მეთქი-გადავიხარხარე და საათს შევხედე,რვაც კი არ იყო.სკოლა საკმაოდ ახლოს მაქვს,ამიტომ არ ავჩქარებულვარ,მეორე მხარეს გადავბრუნდი.ძაღლის პოზა მივიღე და თვალები დავხუჭე,მაგრამ დიდ ხანს ვეღარ გავჩერდი ლოგინში და მალევე წამოვვარდი. სარკის წინ დავდექი და მაღალ სილუეტს თვალი გავუსწორე.175 სანტიმეტრი სიმაღლის შავგვრემანი და სუსტი გოგოიდგა ჩემ წინ.მოკლედ ღამის პერანგი კიდევ უფრო ზემოთ ასწეოდა და შავი თმა მხრებზე ელამუნებოდა.ეს ხომ მე ვარ.გეყო,თავო,მსახიობობა,უკან დავიხიე და სააბაზანოსკენ წავედი. -უკვე გაიღვიძე?-მომესმა ნინიკოს ხმა.ჩემი და კარებთან იდგა და მელოდებოდა.ის ხომ მუდამ მოუსვენარია და თანაც სულსწრაფი-მალე გამოდი რა..-მუდარით წარმოთქვა სიტყვები.მის ბგერებში რაღაც ჰარმონიაც იგრძნობოდა.პირსახოცი შემოვიფარე და მაშინვე გარეთ გამოვედი. -ოჰ,ნინი,ნინი..-თავზე მოწყვეტით შევახე ხელი და საძინებელში გავედი.ნახევარი საათი ვიწესრიგებდი თავს.ბოლოს,როგორც იქცა,ყველაფერი წესრიგში მოვიყვანე და დედაჩემთან გავედი. -არ უნდა აკოცო დედას?-თამუნამ წარბები ზემოთ აზიდა და კმაყოფილი მზერით შემომხედა. -ოხ,კარგი რა,თამუნა..-პირი შორს გავსწიე და ხელი მასთან მივიტანე,ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე დედაჩემს ისე,როგორც ბავშვობაში ვიცოდი,როცა მასთან მისვლა მეზარებოდა. -აი,გასაღები წაიღე..სახლში არ ვიქნები,სამსახური მაქვს დღეს.-დედაჩემმა კატეგორიულად მითხრა და ნინიკოს გაუღიმა-შენმა დამ წამოგიყვანოს..-პატრამაც თავი დაუქნია და ჩემკენ შემოატრიალა შავი კუპრივით თმა. -მე წავედი,წამოხვალ?-მე და ნინი ერთად მივდივართ სკოლაში და ერთად მოვდივართ კიდეც.ორივე ორთ-ოთხი გაკვეთილი გვაქვს.მეთორმეტე კლასის დადებითი მხოლოდ ესაა და ამასაც ხომ არ დავუკარგავთ.მე და ჩემი და სკოლას ერთად ვამთავრებთ და ერთად ვიწყებთ.მგონი,პირიქით უნდა მეთქვა,მაგრამ არაუშავს.პირველ დღესაც მე შევიყვანე კლასში.აბა,თეთრ პერანგსა და შავ ქვედა ბოლოში გამოწკეპილი ტყუილად კი არ მივედი. -დეა,არ დააგვიანო..-დამრიგებლურად შემომხედა ნინიმ და თვალი ჩამიკრა.რა მაიმუნია ეს ბავშვი. კლასში შესულს კარებთან ზურა დამხვდა.ჩვენი კლასის პოეტაა.დაბადებიდან ლექსებზეა შეყვარებული,მაგრამ თავად არ წერს,ჯერჯერობით მხოლოდ მომხმარებელია. -პროვეტ,დეა..-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა,შემდეგ მსუბუქად გადამკოცნა და კარებისკენ მანიშნა,შედიო.მეც შევედი და ჩამწკრივებული გოგონები გადავკოცნე.ეს საშინლად არ მიყვარს,მაგრამ რა გაეწყობა.ეს კოცნა-პროშნები ჩემთვის არაა. -ზდაროვა სასტავს..-ხელის ქნევით შემოვიდა ჩემი ყოფილი მეზობელი ლიკუნა-გაციებული ვარ ვერ გადაგკოცნით...-თავის ადგილისკენ ისარივით წავიდა და ჩანთა მაგიდაზე დააახეთქა..-რამდენი კიბეაა რა.სანამ აქ ამოვალ გულის შეტევა მემართება-ამაზე გულიანად გადავიხარხარე. -ისე ჰო გიჟდები ჩვენს გადაკოცნაზე..-მარიამმა გაუღიმა ლიკუნას.ისიც მედალოსანია,უფრო სწორედ,ოქროს მედალოსანი.მთელ მეთორმეტეებში მხოლოდ ჩვენ ვართ ასე გამწარებულები და არ უნდა ავღნიშნო.ყველა რომ ამას გაყოლებს,მედალი,მედალიო.რას გაუგებ ამ ხალხს. -გამარჯობათ.ზარის ხმა ვერ გაიგეთ?-ნანაჩკა მასწავლებელი შემოვიდა ოთახში და უზარმაზარი ჩანთა მერხზე დადო..-ჟურნალი სადაა?-მარიამს შეხედა. -აქაა..-მიაწოდა გოგომ და თავის ადგილი დამფრთხალი ფრინველივით დაიკავა. -ვინ შეასრულა დავალება?-ამოიხრა და სამ აწეულ ხელზე სახე შეიჭმუხნა.ეს მისი სავიზიტო ბარათია-ნეტავ,როდის დადგება მაისი და როდის წახვალთ..ღმერთო,ამდენ გაცდენას როგორ უნდა უძლებდეს კაცი..მოფრინდებით ერთ დღეს და მეორე დღეს ისევ შორს მიდიხართ...რა გჭირთ თქვე,კაი კაცნო?-ბოლოს გაეღიმა და ჟურნალი გვერდზე გადასდო.როგორც წესი,“არებს“ გაკვეთილზე არ წერს,დროს არ კარგავს. -ალავერდს დეასთან ვართ..-ჩემკენ გამოიხედა ქორისებრი თვალებით და წარბები შეათამაშა.ოხ,ჩემთან რა უნდა-გავიფიქრე და რვეულში ჩავიხედე-პირველი ფუნქციის დახასიათება წაგვიკითხე...-ღრმად ამოვისუნთქე და კითხვას შევუდექი. -სწორია..-გაიღიმა და მომდევნო მოსწავლეზე გადავიდა..რამდენიმეს ეჩხუბა,ზოგს უსაყვედურა,ზოგიც შეაშინა.თუმცა ბევრნი არც ვიყავით,სადღაც 11-12-ნი თუ ვისხედით კლასში.აბა,ვინ დადის მეთორმეტე კლასში. გაკვეთილიც მალე გავიდა,გადავავსე ფურცლები და ზარიც დაირეკა,დავალება ჩაგვანიშნინა და შემდეგ ნიშნნების გამოცხადება დაიწყო. -ათიანი ანდრონიკაშვილს,ყველაფერი სწორად ჰქონდა..-ჩემკენ გამოიხედა და შემდეგ სხვა მოსწავლისკენ აიღო მიმართულება. -მას,ალავერდს კიდევ ხართ ვინმესთან?-რომელიღაც მოსწავლემ წამოიძახა და ხარხარით გარეთ გავიდა. ჩემს გვერდით მსხდომი გოგონები სულ აცდენენ.სკოლას ჯოჯოხეთად აღიქვამენ და რას ვიზამთ.მათთან ყველაზე ახლოს ვარ,ახლა კი ასე უნდა ვიჯდე გაჯგმირული.ჩემ წინ მჯდომი გოგო შემოვიდა კლასში.ეტყობოდა,რომ დაგვიანებით მოვიდა.მოწყვეტით გადამკოცნა და წინ დამიჯდა. -შენი მეორე ნახევარი სად წაიღე?-ირონიით ვკითხე.მის მეორე ნახევარს მის დაქალს ვეძახი. -ოჰ,გაცივდა..-გაიღიმა და რვეული გადაშალა..-მიდი რა ქართული გადამაწერინე-რვეული მივაწოდე და ფეხზე წამოვდექი. შემდეგი სპორტი იყო.ზარის მერე ჩავედი და გრძელი სკამი დავიკავე.ჩემ გვერდით ერთ-ერთი კლასელი გოგო დაჯდა და ეროვნულებზე გამიბა ლაპარაკი. -ისტორიის წიგნი მათხოვე რა..-ბუბამ დამიძახა და მეც დაუყოვნებლივ მივაწოდე.ბუბა ფილოსოფიურ წიგნებშია დღედაღამ ჩარგული.ისე გაიტაცა ამ ყველაფერმა,რომ ბიჭს საყვარელი ისტორიის წიგნის გადაშლაც კი ავიწყდება. როგორ მღლის ეს რუტინული ყოფა ვინ გაიგებს.თამუნა კი მუდამ სკოლის გიჟი იყო,როგორ გავაცდენინებთ დეას სკოლასო. სკოლიდან გამოვედი,თუ არა ტელეფონი ამიციმციმდა.სოციალურ ქსელში შევედი და გიოს მონაწერი დამხვდა. გიო:-მომენატრე. დეა:-მართლა?-ვცადე ცოტა გავკეკლუცებოდი ბიჭს. გიო:-რას შვრები? დეა:-ახლა გამოვედი სამოთხიდან,შენ? გიო:-გადასხმა გავიკეთე. დეა:-კარგია,გამოკეთდები. ვხვდებოდი,რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო.არ ვაღიარებდი,რომ ამით მისი დავიწყება მინდოდა.რა დავიწყება,როდის იყო შენთან-საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი.არ მეგონა თუ ასე დამამახსოვრდებოდა ის ადამიანი,რომლის იქითაც ვერ მიდიოდა ჩემი ფიქრები.რომელი ადამიანი ამას მერე გაიგებთ... გიო:-ლამაზი ტუჩები გაქვს,უტკბილესი..-მორიგ შეტყობენებაზე გამეცინა. დეა:-მადლობ.. გიო:-იცი,რომ მომწონხარ?-ამას არ ველოდი,ამიტომ ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი. დეა:-სად სწავლობ? გიო:-აბა გამოიცანი? დეა:ფსიქოლოგიურზე? გიო:თეოლოგია და ფსიქოლოგია..გამოიცანი-ენის გამოყოფის სმაილს მწერდა. დეა:-ახლა უნდა გავიდე,უნარები მაქვს. გიო:-არ დამივიწყო. მაშინვე გამოვრთე სოციალური ქსელი,უფრო სწორედ,ინტერნეტი გამოვთიშე და მაგიდასთან დავჯექი.სუნით ვიგრძენი,რომ დედაჩემს თათარა გაეკეთებინა. -თამუნა,თათარაა?-სამზარეულოში შევედი.სულ დამავიწყდა,რომ დედაჩემი სახლში არ იყო.უი,ჩემი დის გამოყვანაც დამვიწყბია-მეთქი,გავვარდი სკოლისკენ.კარებს მივუახლოვდი,როცა ჩემი პატარა სიხარული კიბეზე იჯდა. -ადექი არ გაცივდე-ავაყენე და თვალები დავუბრიალე. -კიდევ მე მიბრაზდები.თვითონ დაგავიწყდი. -გაჩერდი და ხრაშუნას გაგიკეთებ-შევპირდი და ჩანთა გამოვართვი. -არაა მძიმე..-როგორ იქნება რომ ეს ბავშვი არ შეგეპასუხოს.ხმა არ გამიცია მისთვის მთელი გზა,თუმცა რა მთელი გზა,სკოლიდან სახლამდე ათი წუთის სავალიც კი არაა. -მოდი,თათარა ჭამე..-თეფში დავუდე წინ მხოლოდ მას შემდეგ,როცა ოთახში გამოცვლილ-დაბანილი შემოვიდა. -ხრაშუნა?-თვალები დააატრიალა და შემომხედა. -კარგი,გაგიკეთებ..-გავუცინა და საათს დავხედე.კიდევ კარგი უნარები ოთხის ნახევარზე მაქვს,თორემ დამაგვიანდება-გავიფიქრე და გუხონკა გამოვაღე. -შენ მაინც არ ჭამ ტკბილს და მე დმარჩება სუყველა. -კოლექცია გააკეთე..-გავუღიმე ჩემ ღორმუცელა დას და მარგარინი გადმოვიღე შკაფიდან. მუსიკას მაღალ ხმაზე ვუსმენდი და თან წინ მივიწევდი.არკას გავცდი და ქუჩას გავხედე.აქეთკენ რომ გამოვდივარ სულ ის შემთხვევა მახსენდება,რომელიც ჩემ დას გადახდა თავს.მეც ბავშვი ვიყავი,როცა მანქანა დაეჯახა და ეს საშინლად განვიცადე.მას მერე დედა ამ ქუჩაზე აღარ გადმოდის.მეც მეუბნებოდა ერთი გაჩერებით წინ წადი ავტობუსით და მერე გადადიო,მაგრამ მე მაინც არ ვარ მისნაირი მშიშარა.ფრთხილი ვარ,მაგრამ არა ფართხალა.ქუჩაზე ჩვეულებრივ გადავედი.რა უნდა აქ გადასვლას-ისევ გამეღიმა გულში და ტაბლუს შევხედე.ჩემი ნომერი ხუთ წუთში მოვიდოდა,მანამდე სკამზე მოვთავსდი და წიგნი ამოვიღე.ანალოგების შესრულების წესებს თვალი გადავავლე ხელმეორედ და ამასობაში ავტობუსიც მოვიდა. -მოიიუნარე?-ანამ დამირეკა,გამოვედი თუ არა. -ჰო,გოგო..-კამყოფილმა ვუპასუხე და ისევ გაჩერებასთან გავჩერდი. -აუ,ხვალ ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და წამომყვები. -აუ,შენ ხომ არ გააფრინე..რა მინდა სხვის დაბადების დღეზე,მე ვინ დამპატიჟა.-ეს ხომ ჩემს ხასიათებში ზის. -აუ,კარგი რა..მარტო არ მინდა..ნუ ხარ ასეთი. -როგორი? -აბა გაიხსენე რა უთხრა კირილემ პლატონს? -სამანიშვილის დედინაცვალთან რა გინდა.ცოტა ხნის წინ დავასრულეთ,შენ კი არ გისწავლია,ძვირფასო. -რა სკოლა მეც ხომ დავამთავრე..ახლა დიდი გოგო ვარ და შენნაირად არ დავდიოვარ სკოლაში-ჩემი გამოჯავრება სცადა,მაგრამ მე იოლად ვინ გამაბრაზებს. -კარგი,წამოვალ..მაგრამ დღეს მომასვენე..-გავუღიმე ტელეფონში და გავთიშე. სახლში მისულს ჩემი და მძინარე დამხვდა.ადიალა შევუსწორე და თავზე ხელი ნაზად აგდავუსვი.ნინიკოზე მეტად არავინ მიყვარს.ერთხელ მეგონა,დავკარგავდი,მაგრამ მადლისა ახლა ჩემთანაა და მუდამ ბედნიერების სხივებს მფენს. სპორტულები გადავიცვი და სკვერისკენ ავიღე გეზი.ჩემ წინ ვიღც დარბოდა.შავი წვერის გამო დაკვირვება დავუწყე.რამდენიმ წამს ისიც კი ვიფიქრე.ის არისო.ვინ ის ჯერ არ ვიტყვი.სულ როგორ უნდა გელანდებოდეს.ის ჩემო თავო-გავუბრაზდი საკუთარ თავს. ისეთი სულელი ვარ,რომ ზოგჯერ ქუჩაში სრულიად უმიზეზოდ ვეძებ ხოლმე თვალებით.ისევ გამახსნედა ადამიანი,რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ვხვდებოდი,როცა ბავშვი ვიყავი. ___ ველი შეფასებებს,არ დაიზაროთ,ჩემო ტკბილებო. მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.