ისევ შემიყვარე (10)
გული გამალებით მიცემდა,ბაქანი დავტოვეთ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,ყველგანმას ვეძებდი,და აი ნანატრი წამიც,დავინახე ჩემსკენ მოდიოდა და მიღიმოდა,ვერ ავღწერ მაშინ რა დამემართა,ალბათ მილიონი პეპელა მაინც დაფარფატებდა ჩემს მუცელში.ჩვენი პირველი შეხვდედრა გამახსენდა,როცა ასე ძალიან ვღელავდი.გაღიმებული ვიდექი უძრავად,ისე მაგრად მომეხვია,რომძვლები მეტკინა,თუმცა სიამოვნბა და ბედნიერება უფრო მეტი იყო. -ჩემო ლამაზო,ჩემო პაწუწა!-ლოყებს მიკოცნიდა ალეკო -როგორც იქნა ჩამოვედი-გავუღიმე ბედნიერმა -სასწაულად მენატრებოდი,რა ლამაზი ხარ,აბა დატრიალდი,როგორ გიხდება ზაგარი! ჩემი შავი გოგო-ისევ მომეხვია -ჰმ,გამარჯობა-წინ ამესვეტნენ ჩემი ბავშვები -გამარჯობათ-ღიმილით მიესალმა ალეკოც -აკო,გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან,ესენი თემო და დათო არიან,ლიკას და თაკოს კი უკვე იცნობ-ღიმილით წარვუდგინე ბიჭები -სასიამოვნოა ალექს ძმაო-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს -შორიდან უკვე გიცნობთ ნია იმდენს ლაპარაკობს შენზე-სიცილით უთხრა თემომ,თვალები დავუბრიალე მაგრამამაზე ალეკოსაც გაეცინა შეტანხმდნენ რომ ერთად სადმე კარგად მოილხენდნენ და უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს. ნეტავ გენახათ ალეკოს ბედნიერი თვალები და გაბრწყიებული ღიმილი,მთელი გზა მიყურებდა,ჩემი ხელი თავისაში მოაქცია და არ მიშვებდა. ბედნიერემ თავბრუ იმდენად დამახვია,რომ სრუალიად მოვწყდი სამყაროს. სახლამდე მიმაცილა -გამოიძინე და საღამოს გამოვალ -არ გეზარება? -მეღადავები? ლამის კარავი გავშალო შენი კორპუსის წინ,ერთხელისიც კი ვიფიქრე ვერაზე ბინას გავყიდი და პლეხანოვზე გადმოვცხოვრდებითქო -ნამდვილი გიჟი ხარ!-გამეცინა -მერე ვისი ბრალია? -ვისი? -ჩემი მეზობელი ლამზირასი -ვაიმე აკო! - ისტერიკული სიცილი ამიტყდა -რა ლამაზი მყავხარ! -უცებ დასერიოზულდა და თვალებში ჩამაშტერდა -აჭარბებ -ჩემთვის შენზე ლამაზი ქალი არ არსებობს!-სრულიად დასერიოზულდა -მადლობა აკო-ჩამეცინა ბედნიერს დავემშვიდობე და სახლში ამოვედი,ნინო სიხარულით შემომეგება,გამომკითხა ზღვის ამბები,ჰომართლა სულ დამავიწყდა იმის თქმა,რომ დღეში 7000000ჯერ მირეკავდა ხოლმე,ამიტომაც ყველაფერი იცოდა და კიდეც ერთხელ მომიწია ყველაფრის მოყოლა. ნივთებს მეამოგილაგებო დედამ,ამიტომაც მაშინვე სააბაზანოს მივაშურე,ისეთი გადაღლილი ვიყავი დავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა. ალეკოს ზარმა გამომაღვიზა,ბედნიერმა ვუპასუხე -პაწუწ,რასაკეთებ? -მეძინა-გატეხილი ხმით ვუპასუხე -გაგაღვიძე? -ეგ არაფერი,შენ რასაკეთებ? -შენთან გამოსვლას ვაპირებ -ხოდა ნახევარ საათში მზად ვიქნები და გამოდი-გამეცინა -უკვე მოვდივარ ჩემო ლამაზო! ბედნიერმა გავუთიშე ტელეფონი,სწრაფად წამოვფინდი საწოლიდან და სააბაზანოში შევვარდი,წყალი გადავივლე და გამოვედი,სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი,კარგ ფერზე ვიყავი,თეთრი მოკლე,მაღალწელიანი ჯინსის შორტი ამოვიცვი,თეთრი ბრეტელებიანი მაისური გადავიცვი,ფეხები თეთრ ნაიკის ბოტასებში ჩავყავი და თმები ჩამოვიშალე,ანგელოზს ვგავდი,ნუ რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა ზაგარს ძალიან უხდებოდა თეთრი ფერის ტანსაცმელი.მსუბუქი მაკიაჟი გვიკეთე,უკვე 6 საათი იყო,მომწერა შენს უბანში გელოდებიო,გახარებულმა ჩავირბინე კიბეები და ისე მაგრად მოვეხვიე მგონი ძვლები ჩავუმტვრიე. -ჩემი ლამაზი! ნია რა ლამაზი ხარ!-აღტაცება ვერ დამალა -მადლობა-მეც შევიფერე და გავინაზე თბილი ამინდი იყო,სკვერში ხის სკამზე დავსხედით.ისეთი ადგილი იყო ხალხი ნაკლებად მოძრაობდა.ალეკოსან არასოდეს მიგვრძნია რამე ზედმეტად,არასოდეს მომშტერებია არც მკერდზე და არც უკანალზე,როცა მეხუტებოდა ისე ფრთხილად მკიდებდა ხოლმე ხელს რომ სასწაულად მსიამოვნებდა,მორედებულად მეხვეოდა,მის საქციელებში არასოდეს შემინიშნავს რაიმე უხამსი,პირიქით ყოველთვის პატივისცემით მექცეოდახოლმე. -კარგი იყო ზღვა? -ხომ იცი ზღვა როგორ მიყვარს,უბრალოდ ძალიან გაგვეწელა და ცოტა მომბეზრდა -მგონი სხვა მიზეზის გამო მოგბეზრდა-გაეცინა -მაინც?-შუბლი შევჭმუხნე და ინტერესით დავაკვირდი -მე გენატრებოდი და მაგოტომაც ვერ ჩერდებოდი მანდ. -არაა-გავწითლდი და გამეცინა უხერხულად -კი,კი-მასაც გაეცინა მომეხვია,გულზე თავი დამადო და ხმას არ იღებდა,ვგრძნობდიროგორ სწრაფად უცემდა გული,გაბადრული იყო,ასე რომ ვიყომთელი ცხოვრება არ მომბეზრდებაო,რა გამიკეთე ასეთი გადამრიეო,შენტან როცა ვარ მინდა დრო გაჩერდესო,არ მყოფნიო,იმდენად გულწრფელი იყო,რომ არ არსებობდა მის ნათქვამში ეჭვი შეგპარვოდა. დედამისმა დაურეკა,ნიასთან ვარო,არაფერი უთქვამსო,მომიკითხეო,შენთან როცა გამოვდივარ არც კი მეითხება როდის დავბრუნდებიო. დიდხანს ვისხედით ესე,მერე უკნიდან მომხვია ხელები და ტავი ჩემს კისრში ჩარგო -შენი სუნი როგორ მიყვარს,მარტო ჩემს ნიას რო ასდის ის სუნი-ცხვირი გამიხახუნა ყელში და დამხორკლა,ჟრუანტელმა დამიარა -გადარეულო-გამეცინა -ვგიჟდები შენზე! -ჩემში ყველაზე მეტად რა გიყვარს? -შენში შენ მიყვარხარ! შენი ყველაფერი მიყვარს -ხასიათში? -ვგიჟდები როცა სითბოს გამოხატავ,მაშინ მინდა დაგიჭირო და სულ გკოცნო და გკოცნო,უაზროდ საყვარელი ხარ,აი ხო გეუბნებიიმენა დამადებილე ტიპი-გაეცინა და სიგარეტს წაუკიდა -ისე ხო ჭკვიანი იყავი რასამბობ-მეც გამეცინა -შენ ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით შემოაბრუნე,ცხოვრებაში მიზანი გამიჩნდა შენს მერე,ჩემი სტიმული ხარ -აკო,სამსახურზე რას შვები? -ჩემმა ბიზაშვილმა გაგიჩალიჩებ რაღაცასო და ველოდები რა თვის ბოლოსთვის. -იმედია გამოვა რაღაც -მეც დიდი იმედი მაქვს,მერე ცოლად მოგიყვან დამეყოლები სულ ჩემთან -მაგაზე ფიქრი ჯერ ადრეა -სულაც არა,მე ახლაც მინდა რომ გამომყვე,მარამ ვიცი შენი პასუხი და აღარ გეკითხები. -მართლა? -ეჭვი გეპარება? -სულ ცოტათი-სახე სასაცილოდ დავმანჭე -ნია,წამოდი!-სწრაფად წამოხტა ფეხზე -სად? -სახლში მიმყავხარ! -რა?-გამეცინა -გამომყვები? -აკო გაჩუმდი,სისულელეს ნუ ამბობ -რატოა სისულელე? ან რას ეძახი შენს სისულელეს? იმას რო საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და დილით შენს გვერდით მინდა გაღვიძება? -ვაიმე რა საყვარელი ხარ!-მოვეხვიე და ყელში ვაკოცე -ჩემი ტკბილი-ხელები მაგრად მომხვია და ყელში მაკოცა დიდხანს ვიდექით ასე უხმოდ ჩახუტებულები. ვიანობამდე ვიყავით ერთადმერე კი ნინომ დამირეკა და წამოვედი,უსაზღვრო ბედნიერებას განვიცდიდი,ვერც კი წარმოიდგენთ რამხელას,ფრთებიღა მაკლდა რომ მეფრინა.უკვე სექტემბეერი იყო 15 ში უნივერსიტეტიც იწყებოდა,ხშირად ვფიქრობდი იმაზე,რომ აკო ჩემი მომავალი,იყო თუმცა მეორე მხარეს ისევ ნიკა იდგა,თავისი მუქარით და შანტაჟებით.ვიცნობდი ნიკას,და ვიცოდი რომგამკეთებელი იყო,ალბათ რთულია სხვისი გადმოსახედიდან ეს დაიჯერო,მაგრამ ჩემი სიტუაცია იმაზე მძიმე იყო ვიდრე წარმოგედგინათ.შიში ყველაზე სასტიკი რამაა,მითუმეტეს ჩემნაირი გოგოსთვის,ხშირად მემუქრებოდა იმით რომ აკოს არ აცოცხლებდა,იმის წარმოდგენაც კი,რომ ესმოხდებოდა ჭუიდანმშლიდა,იმისთვისაკკიმზად ვიყავი,რომ მას ჩამოვშორებოდი,ოღონდ ნიკას არაფერი დაეშავებინა მისთვის. ნიკაც ხვდებოდა,რომ რაღაც ისე ვეღარ იყო,როგორც ადრე,ჩემს შიშებს და ტკივილს ვერავის ვუმხელდი,ვერც ლიკას და თაკოს,მითუმეტეს დათოს ან თემოს ვერ ვეტყოდი,ვიცოდი მიუვარდებოდნენ ნიკას,შიში ბევრ რამეზე გათქმევინებს უარს,მითუმეტეს როცა იცი,რომ ის ადამიანი გამკეთებელია.დათო სულ იმას მეუბნებოდა,ე ბიჭი შენი შესაფერისი არ არისო,ვერ წარმომიდენიხართ ერთადო,არ გიყვარსო,სანამდროაჩამოშორდიო,მაგრამ ახლარომვუფიქრდები შიში სიყვარულში მერეოდა და ამიტომაც ვჩერდებოდი მასთან,რამდენჯერაც ვცადე დაშორება იმდენჯერ ისეთი ამბები დაატრიალა რომ ხმას ვეღარ ვიღებდი,დათო გიჟს გავდა,მაგრამ მე ვერ მახტებოდა. აკოსთან მიმართებაში გავცივდი,ნიკას მუქარის ზარები არ წყდებოდა,სულ შეშინებული დავდიოდი,ყველგან ის მელანდებოდა.ალეკო სულ მეკითხებოდა რა ხდება რამე ხომ არ გიჭირსო,მაგრამ არაფერს ვპასუხობდი,შიშმაიმდენად დამიმონა,რომ თიტქოს ალეკოს მიმართ გრძნობებიც გადამავიწყა,ალბათ ბევრი სრულიად იდიოტ გოგოდ ჩამთვლის,მაგრამ იმსიტუაციაში ყოფნას არავის ვუსურვებ,სული მტკიოდა,ღამე არ მეძინა,ალეკოს საცოდაობით ხომ საერთოდ აღარ ვიყავი,ვიცოდი ღმერთი ნამდვილად დამსჯიდა მისი გამწარებისთვის,მაგრამ ამას განძრახ არ ვაკეთებდი,ნეტავ ბედნირი ყოფილიყო და ყველაფერს დავთმობდი.ვერავინ წარმოიდგენს მაშინდელ ჩემს მდგომარეობას.ერთხელ ისიცკი ვიფიქრე რაც იქნება იქნებათქო,მაგრამ მერე ათასი უბედურება წარმოვიდგინე და ისევ დუმილი ვარჩიე.ალეკოს სრულიად ვაიგნორებდი,მეგონა ასე მას ვიცავდი,მაგრამ საკუთარ თავს ვანადგურებდი.აღარაფერზე აღარ ვრეაგირებდი,სული მტკიოდა. გიგამ მომწერა სოციალურ ქსელში -დაკარგულო როგორ ხარ? -კარგად შენ? -ასე უნდა ხო ადამიანის დავიწყება? -მაპატიე გიგა -რა ხდება გამაგებინებ?ეს არაფერს მეუბნება,საერთოდ ხმას არ იღებს -გიგა დამიჯერე აკოზე ნაკლებად არ მტკივა,უბრალოდ მაქვს მიზეზი -არვიცი რა,გადამრევ შენ მე! ხან გინდა,ხან არ გინდა,ბოლოსდაბოლოს დაიღალა ესეც,ადამიანია რკინა კი არაა, ერთი წელია სიყვარულის მათხოვრად აქციე.ჩამოყალიბდი ბოლოსდაბოლოს,შენ კარგად იცი როგორც მიყვარხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვის,მაგრამ უნდა გითხრა რო მაგარი არასწორად იქცევი.ისიც აშკარაა რო აკო მაგრად გიყვარს -გიგა,ასეა საჭირო,ნურავინ ჩაერევით. მეტი არაფერი მიმიწერია,ღრმად ამოვისუნთქე და ლეტპოტი დავხურე.იცით რამხელატკივილია როცა იცი,რომადამიანს შენი ერთისიტყვით უბედნიერეს გახდი?მაგრამ არ შეგიძლია ამ სიტყვის თქმაიმიტომ,რომ ამ ადამიანის დაკარგვის შიში იმხელაა შენში,რომ როცა ამას წარმოიდგენ სიკვდილიც კი შვებად გეჩვენება. 15 სექტემბერიც გათენდა,თადახრილი შევედი უნივერსიტეტში,ელენე,აკო,გიგა,თეკო და სალომე შესასვლელში ისხდნენ,როცა დამინახეს დამიძახეს,მათთან მივედი -ეს დაკარგული ნახეთ რა!-შემომეხვია სალომე -მომენატრეთ-გავუღიმე ბავშვებს და ყველა გადავკოცნე აკოს თვალები უნდა გენახათ როგორ მიყურებდა. -ნია,უნდა დაგელაპარაკო,გამომყევი-ხელი მომკიდა მაჯაში და ცარიელ აუდიტორიაში შემიყვანა -ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი,მხოლოდ ერთხელ და საბოლოოდ გკითხავ და მერე მართლა სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან-შეშინებული თვალებით ვიდექი მის წინ და ვუყურებდი -გისმენ აკო-კანკალით ვუთხარ -გინდა თუ არა ჩემთან ყოფნა? იმაზე მეტად როგორც მე მიყვარხარ ვერავინ შეგიყვარებს,ჩემზე ძლიერად არასოდეს არავის ეყვარები,ან კი მითხარი ან არა-საბოლოოდ მკითხა,ბოლოჯერ,ვგრძნობდი ჩუმად ვიდექი,თავჩახრილი,ხმას არ ვიღებდი,ისევ გამიმეორა კითხვა,მაგრამ ისევ ვდუმდი. -გასაგებია,ანუ არა!-სიმწრისგან გაეღიმა და თავი გააქნია-მე მივდივარ,იმედია ახლა მაინც იქნები ბედნიერი.აუდიტორიიდან სწრაფად გავარდა. __________________ ყველაზე მძიმე და რთული ახლა იწყება,არვიცი რამდენად შევძლებ წერის გარძელებას,მინდა ყველამ თქვენი აზრი დააფიქსიროთ თუ სურვილი გექნებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.