შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (7 თავი)


15-10-2015, 10:49
ავტორი murachashvili
ნანახია 4 099

- იყო და არა იყო რა... - ვიწყებ ისტორიას მე - იყო ჩიტი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, ერთ ინგლისის სამეფოში ცხოვრობდა ერთი ძალიან მდიდარი ლორდი, ლორდს ორი ტყუპი შვილი ყავდა, ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება ქონდათ, ისეთი კარგ დედ-მამიშვილებს, რომ შეეფერებათ, რადგან ტოლები იყვნენ ბავშვები ერთ სკოლაში სწავლობდნენ, სამეგობროც ერთი ყავდათ.
ერთ მშვენიერ დღეს და-ძმა მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მოხვდნენ, სადაც ძალიან ელეგანტური და მომხიბვლელი არაბი ყმაწვილი გაიცნეს. ყმაწვილს მოეწონა ინგლისელი ლორდის ქალიშვილი. არც გოგონა დარჩა გულგრილი. ვაჟი არაბული ერთ-ერთი ძლიერი კლანის წარმომადგენელი გახლდათ, ქონდა მისი კორპორაციები და არც ნავთობის წარმოებისგან იყო შორს. სასიძო ოჯახისთვის მისაღები კანდიდატი აღმოჩნდა და ინგლისელი ლორდის ქალიშვილი და არაბი მილიონერი დაქორწინდნენ. სადღაც წელიწადნახევარში შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ოჯახში პრინცს ეძახდნენ. ეს ბავშვი დიდ ფუფუნებაში იზრდებოდა. არ აკლდა არაფერი. მშობლები მასზე გიჟდებოდნენ, ანებივრებდნენ. ყავდა ძალიან მოყვარული ბიძაც, რომელმაც უკვე მესამე წელი იყო რაც იქორწინა, მაგრამ შვილი არ ყავდათ.
როგორც ყოველთვის, სადაც დიდი ფულია, იქ მტრობაც დიდია. ნავთობის წარმოებაში არაბი ყმაწვილის სიძლიერე ბევრს არ მოსწონდა. განსაკუთრებით მის კონკურენტებს.
მათი მემკვიდრე 5 წლის ხდებოდა. ოჯახში დიდი წვეულებისთვის ემზადებოდნენ. მოწინააღმდეგეებმა ოჯახის განადგურება სწორედ ამ დღეს გადაწყვიტეს. ხალხმრავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვა უფრო ძნელი აღმოჩნდა. ამ ამბის მოყოლა ჩემთვის ძალიან ძნელია. თითქოს ეხლაც თვალწინ მიდგას მათი სახეები, სადღესასწაულოდ მორთული სასახლე და ულამაზესი წყვილი.
- ის ბავშვი შენ ხარ? - მეკითხება მაია.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ: - მტერმა ყველაფერი ვერ გათვალა, ეგონათ თავდასხმის დროს ოჯახი ერთად იქნებოდა. ისე აღმოჩნდა, რომ დისშვილი და ბიძა ერთად სეირნობდნენ. ბიძამ დიშვილს პატარა პონი აჩუქა და ცხენი უნდა ენახათ. ამის წყალობით ბავშვი გადარჩა, ანუ მე გადავრჩი.
დედაჩემი და მამაჩემი სასახლეში ვნახეთ იარაღით დახოცილები. დედაჩემს ღიმილი შეყინვოდა სახეზე. ალბათ მამა ეცადა სხეულით დაეფარა, მაგრამ დედას ვერ უშველა. არ დამავიწყდება მამაჩემის ტყვიებით დაცხრილული სხეული. ეს დღე ყველაზე დიდ ტრაგედიად იქცა. ჩემი ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობაც დასრულდა. ბიძაჩემმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ჩემი გადარჩენა და ინგლისში გადაყვანა. გარშემო მყოფები დაარწმუნა, რომ მისი ვაჟი ვიყავი და საკუთარი შვილივით გამზარდა. დარწმუნებული იყო, რომ ჩემი მშობლების მკვლელებს მეც მკვდარი ვეგონე. რადგან მათ ჩემს მშობლებთან ერთად სახლში მყოფი მოსამსახურის შვილიც მოკლეს. გარდაცვლილი ბავშვი ყველას მე ვეგონე.
ასე გრძელდებოდა წლები. მე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი. არ მაკლდა ყურადღება და პოპულარობა.
ოც წლამდე ისე მივედი, რომ ჩემმა არაბმა ნათესავებმა ჩემს შესახებ არაფერი იცოდნენ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ეტყობა ვიღაც დაეჭვდა, რომ ცოცხალი ვიყავი, ჩემს მაგივრად დასაფლავებულ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარეს და სიმართლეც გაირკვა.
იმ დღიდან დაიწყეს ჩემი ძებნა. სამწუხაროდ ის, რომ ცოცხალი ვიყავი, მხოლოდ ჩემმა კლანმა არ გაიგო. გადარჩენილი მემკვიდრის ძებნა მოწინააღმდეგე ჯგუფმაც დაიწყო. მაიკს დაუკავშირდნენ და სთხოვდნენ ჩემი ადგილსამყოფელის გამხელას. იგი რა თქმა უნდა შეშინდა. არც ბაბუაჩემს უნდოდა სიმართლის გამჟღავნება, შვილთან ერთად ვერც ერთად-ერთ შვილიშვილს ვერ დავკარგავო. ჩვენი კლანი კი სიმართლის ცოდნას ითხოვდა. პრინცი ერთად-ერთი მემკვიდრე ვიყავი და მშობლების სისხლიც ასაღები მქონდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნიკა არაბული. იგი მაიკთან მეგობრობდა. მასზე ბევრი მსმენოდა, მაგრამ პირისპირ არ ვიცნობდი. უცნობი კავკასიელი, ბუბუნა ხმით, რატომღაც მაშინებდა. ღმერთმა მხსნელად კი სწორედ ის მომივლინა.
- საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ზედმეტად სხვის ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ. კლოდს მე შევიყვან. იქ ბიზნესი წამოვიწყოთ, რომელსაც ის უხელმძღვანელებს. ყველასთვის ჩემი მეგობრის შვილი იქნებაო. - არწმუნებდა ის მაიკს.
მაიკმა ბევრი იფიქრა მის წინადადებაზე, ჩვენს სახლთან ყოველ დღე ახალ-ახალი არაბული ჯგუფები იყრიდნენ თავს. საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაში ის დაეხმარება, რომ მოწინააღმდეგე ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულებიც კი არ იყვნენ, რომ მე ნამდვილი მემკვიდრე ვიყავი, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ჩემი მოშორება გადაწყვიტა და თავსაც დამესხნენ. ამ თავდასხმის დროს ჩემი პირადი მცველი და მძღოლი მძიმედ დაიჭრნენ, თუმცა საბედნიეროდ გადარჩნენ.
მაიკი იმ საღამოს ნიკას დაუკავშირდა და შემოვლითი გზებით საქართველოში ისე შემომიყვანეს, რომ საზღვარზე ჩემი შემოსვლა არსად ჩანდა. კლოდ სკოტი ფაქტიურად აორთქლდა. მე არც ინგლისიდან გავსულვარ და ოფიციალურად არც სადმე შევსულვარ. არაბები სულელები არ იყვნენ, მართალია მე აღარ ვჩანდი, სამაგიეროდ მაიკი არ გამქრალა. ყურადღების მიღმა არც მისი ქართველი მეგობარი დარჩათ. კარგა ხანს უთვალთვალებდნენ ორივეს, განსაკუთრებით მამაშენს.
მათ არც საქართველოში მაიკისგან კორპორაციის შექმნა გამორჩათ. თავისთავად მის მმართველად ჩემი გამოჩენა მიზანშეწონილი აღარ იყო. რამდენიმეჯერ მამაშენი ბათუმში ჩემოვიდა. ვითომ მივლინებაში მყოფი ნომერს ჩემთან ბრონავდა, ჩვენი შეხვედრებიც ასე ხდებოდა. თუ მაიკთან მინდოდა დაკავშირება მამაშენს ვეხმიანებოდი და ის გვაკავშირებდა ერთმანეთთან.
ნიკას ბათუმში სტუმრობებიც შეუჩნეველი არ დარჩათ. ამას შედეგად რამოდენიმე თავდასხმა მოყვა. ისინი ჩემს ლიკვიდაციას ცდილობდნენ, როცა ნიკასთან შეხვედრის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდი.
ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას მამაშენი გადამეფარა და ისე გადამარჩინა.
მაშინ გითხრათ: - თითქოს ყაჩაღები დაესხნენ თავს და დაჭრეს. მეორედ ჩემს მოსაკლავად ჩასაფრებულ მკვლელს ავტომობილით დაეჯახა.
ამჯერად გითხრათ: - თითქოს დაღლილს საჭესთან ჩაეძინა და ისე შეემთხვა ავარია.
ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ მამაშენის დამსახურებაა.
თითქმის ათი წელი თავს ბათუმში, სასტუმროში ვაფარებდი. მამაშენი თვითონ აღარ ჩამოდიოდა, ფრთხილობდა ვინმე არ გამოყოლოდა, თუმცა შუამავალს ყოველთვის პოულობდა და ახალ ამბებს მაგებინებდა. მალე გავიგეთ, რომ მამაშენმა თავისთან, კორპორაციაში დაგაწყებინა მუშაობა. მაიკი ყოველთვის აღტაცებული იყო შენი სილამაზით და გამჭრიახობით. მართალია ნანახი არ მყავდი, მაგრამ დაუსწრებლად გიცნობდი. ძალიან გამიკვირდა, როცა სასტუმროში ბარმენმა მითხრა, რომ ვიღაც ახალგაზრდა ქალმა ოთახი დაბრონა, სახელი და გვარი როცა ვიკითხე, მაია არაბულიო მითხრეს. სიმართლე გითხრა ვიფიქრე, ნიკა ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ შენ რომ ჩამოხვედი ვერც კი მამჩნევდი, საერთოდ არ ცდილობდი ჩემთან დაკონტაქტებას.
სწორედ მაშინ მამაშენს დავუკავშირდი და ვკითხე: - რამე ხომ არ ხდება მეთქი.
მისაყვედურა: - ასე წინდაუხედვად რატომ იქცევი და შენით რატომ მირეკავო.
სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ჩემს სასტუმროში ისვენებდი. მამაშენს ძალიან გაუკვირდა და გაბრაზდა კიდევაც მანდ როგორ ჩამოვიდაო, მთხოვა არ დაგკონტაქტებოდი და დამპირდა, რომ რამოდენიმე დღეში სასტუმროდან წაგიყვანდა, მაგრამ მე პირობის შესრულება ვერ მოვახერხე. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ დაგელაპარაკებოდი, დიდი რამე, თუ რომელიმე უცხოელი დამსვენებელი ლამაზ ქალს სანაპირო ქალაქში ესაუბრება და თუნდაც მცირე ფლირტს აბავს? მე ამაში ვერაფერ საეჭვოს ვერ ვხედავდი, ასეც მოვიქეცი. ვიფიქრე უბრალოდ გასაუბრებით არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ ერთ ფლირტს, მეორე მოყვა, ვეღარ გავჩერდი. გივიკოზე არც მიფიქრია, თუ მამაშენის გამოგზავნილი იქნებოდა.
თუმცა ჩვენი ინციდენტის შემდეგ, როცა მამაშენმა თვითონ დამირეკა: - გაჩერდი და მიეცი გივიკოს საშუალება მაია მანდედან წაიყვანოს ან აიძულოს წამოვიდესო.
მაგრამ შენი წასვლა არ მინდოდა, ვხვდებოდი, რომ თავს დიდ საფრთხეში ვიგდებდი, მაგრამ მაგნიტივით მიზიდავდი. ისე მოვილტვოდი შენსკენ, როგორც საკუთარი ბედისწერისკენ, ასეც აღმოჩნდა. შენ გითვალთვალებდნენ. შენი და ნიკას ბათუმში ჩამოსვლის ადგილი დაემთხვა, შემთხვევით სასტუმროც იგივე აღმოჩნდა და რესპოდენტიც. ჩემი ათ წლიანი მალვაც უნდა დასრულებულიყო. მეც ისე მქონდა მობეზრებული ამდენი გაქცევა, რომ მომინდა ადამიანივით ცხოვრება. მინდოდა ვყოფილიყავი ქალთან, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და გადავწყვიტე თბილისში წამოვსულიყავი, ჩემს ბათუმში ყოფნას აზრი აღარ ქონდა. მინდოდა კორპორაციაში ჩამოვსულიყავი და მართვის სადავეები ხელში ამეღო. შენთან ერთად ვყოფილიყავი და მყვარებოდი თავდავიწყებით, თუნცად მცირე ხნით.
მაია თვალები ცრემლებით ავსებოდა.
- როგორ გგონია, ჩვენც იგივე ბედი გველის?
- იგივე?!
- ჰო, როგორც შენს მშობლებს?
- ნუ გეშინია, შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს..
- შენ? - მეკითხება ის და თვალებში მიმზერს.
- ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს საყვარელ ქალთან ცოტახანს მაინც ვიყავი ბედნიერი. - ვუღიმივარ მე.
- რა სისულელეა! - ცხარობს მაია - ცოტა ხანი რას ქვია? ესე იგი მე ჩემი დაუკვირვებლობით ამხელა საფრთხეში ჩაგაგდე? მტერი თავზე დაგაყენე?
- შენ არა. - ვამშვიდებდი მე.
- აბა, ვინ?
- ბედისწერამ. ალბათ ღმერთის ნება იყო, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეცნო და შეგვყვარებოდა. შენი გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ან უნდა წამოვსულიყავი ან წლები დავიმალებოდი, ან სმით მოვიკლავდი თავს, ან ღრმა სიბერემდე ვიქნებოდი მუდმივად მალვასა და შიშში. აღარ მინდა, დავიღალე... შენი გამოჩემით სტიმული მომეცა, სიცოცხლე მომინდა, შენთან ყოფნა და შენთან ცხოვრება მინდა.
მაია ყურადღებით მისმენდა. - რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი? ასე რატომ გაიმეტეს შენი მშობლები?
- ნავთობი, ნავთობის ბიზნესს ორი ოჯახი მართავდა. ამ ორში მამაჩემის გვარი უფრო ძლიერი იყო. კონკუტენტებმა კი მოიშორეს.
- მტრობა დღემდე გრძელდება?
- ჩემი გვარი ცდილობს მემკვიდრედ გამომაცხადოს და მამაჩემის დატოვებული ქონება მივიღო. რასაც შედეგად კვლავ დაპირისპირებაში ჩართვა მოყვება.
- ეს რომელი ჯგუფია, აქ რომ გვითვალთვალებენ, მტრები თუ მოყვარეები?
- არ ვიცი, მაგრამ რადგან სასიკვდილოდ არ გვიმეტებენ ალბათ მოყვარეები. - ვიღიმები მე.
- ალბათ? - გაოცებული მიმზერს იგი - არ გინდა, რომ დავაზუსტოთ?
- ცუდი არ იქნებოდა, ოღონდ არ მინდა, რომ ამ ამბავში შენ ჩაერიო, რაც შეიძლება განზე უნდა გადგე.
- ვეცდები. - მეთანხმება მაია - ოღონდ არ მინდა, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუ გახსოვს სწორედ მათ დაარბიეს ჩემი ბინა.
- შემთხვევით, ხომ არ ნანობ ცოლად რომ გამომყევი?
- რა სისულელეა. მიყვარხარ და მინდა ერთად ვიყოთ. იმედი მაქვს დიდხანს და ბედნიერად.. - მის ტუჩებს ვეძებ საკოცნელად.
- აი ნახავ რა კარგად ვიქნებით მე, შენ და ყველა ვისაც ვუყვარვართ.
ბედნიერი ვარ, თითქოს ტვირთი მომხსნეს მხრებიდან, ვერ ვიტან როცა რაღაცას ვმალავ და ორმაგად მიხარია, რომ შემიძლია ჩემი გრძნობებისა და ემოციების შესახებ მაიას თამამად ვესაუბრო. ვიცი გამიგებს, მომისმენს და მხარში ამომიდგება, თითქოს ჩემი პრობლემებიც მოგვარდა, ყველაფერი უფრო მსუბუქი მეჩვენება.
მეორე დღეს ნიკასთან და მაიკთან მივდივართ, როგორც კი ემოციურ შეხვედრას ვასრულებთ მამაკაცები ცალკე ოთახში გავდივართ, ვითომ ქალებს საუბარში არ ვუშლით ხელს.
- გუშინ თეოს ვესაუბრე. - მეუბნება ნინო დეიდა, სანამ ოთახში გავალთ - მითხრა დედას ამბავი ძალიან მიხარიაო, თურმე კლოდის ფანიც ყოფილა. - თვალი ჩამიკრა მან, კმაყოფილი ვარ.
თეო მაიას გოგონაა, მინდა დავმეგობრდეთ და ამის დიდი იმედი მაქვს.
- რა ქენი, მოუყევი ყველაფერი მაიკოს? - მეკითხება ნიკა, როგორც კი მარტონი დავრჩით.
- კი.
- მერე? -დაძაბული ხმით მეკითხება მაიკი.
- არაფერი, მეც კი გამიკვირდა იმდენად მშვიდად მიიღო ყველაფერი.
- მისი ხასიათი რომ ვიცი, გამოსავალზე ფიქრობს. პანიკაში ჩავარდნა არ ჩვევია, ყოველთვის ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებას. ზოგჯერ მისი მშურს, ამხელა კაცი ვარ და ვერ ვისწავლე ემოციების მოთოკვა.
- ნეტა რას ფიქრობს? - მეკითხება მაიკი.
- არ ვიცი, მოდი დავუძახებ და იქნებ გვითხრას რამე!
ნინოს და ჟაკლინს ძალიან გაუკვირდათ, როცა მაიას ვთხოვე ცოტა ხნით ჩვენთან შემოსულიყო.
- რას ფიქრობ? - პირდაპირ კითხა ნიკამ.
- რაზე? - გაუკვირდა მაიას.
- იმ საკითხზე.
- არ ვიცი, უფრო სწორედ არ ვიცი თქვენ რამდენად მოგეწონებათ, მაგრამ მე კლოდის ადგილზე, რომ ვყოფილიყავი, აქამდე იმას მაინც გავარკვევდი ის არაბები ასე საგულდაგულოდ, რომ გვითვალთვალებენ მტრები არიან თუ მოყვარეები, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მტრები არ იქნებიან.
მაიკს ეტყობა, რომ მაიას სიტყვები დიდად არ ხიბლავს.
- ასე რატომ ფიქრობ? - ეკითხება ის.
- ჩემს ბინას დაესხნენ თუ არა თავს, მაშინვე ერთხმად ავღნიშნეთ, რომ მომხდურებს ჩემი ან კლოდის მკვლელობა არ ქონდათ განზრახული, ისინი რაღაცას ეძებდნენ, ჩვენი მოკვლა, რომ სდომოდათ ამას ბევრჯერ მოახერხებდნენ.
- მაშინ რას ეძებდნენ? - კვლავ ეკითხება მაიკი.
- შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ მტკიცებულებებს ეძებდნენ მემკვიდრესთან დაკავშირებით.
მაიკი დუმს, მაგრამ ეტყობა, რომ აშკარად იზიარებს მაიას აზრს.
- თუ ჩვენ მათ დავეკონტაქტებით, თავისთავად კლოდის ვინაობაც გამჟღავნდება, რაც ალბათ ისედაც იციან. მე სხვა რამ მაფიქრებს, მათთან კონტაქტზე გასვლას, მოყვება შედეგად ის, რომ კლოდი იძულებული იქნება მამის მემკვიდრეობა მიიღოს და სათავეში ჩაუდგეს იმ მრავლობით კომპანიებს, რაც გარდაცვლილს ქონდა, მათ შორის ნავთობის კორპორაციასაც.
- სავარაუდოდ ასეც მოხდება! - ეთანხმება ნიკა.
- მერე? - შიშით უმზერს მაიკი - როგორ გგონია ის ხალხი ასე უბრალოდ გაჩერდება?
მე ჩუმად ვარ, მათ ვაკვირდები - როგორ ფიქრობთ, მე რომც არ ჩავუდგე სათავეში ამ კორპორაციებს, ისინი დამინდობენ?
მაიკი და ნიკა ერთმანეთს უმზერენ და ხმას არ იღებენ.
- არავინ არ დაგინდობს! - ამბობს მაიკი.
- თუ აზრს მეკითხებით. მგონია, რომ კლოდი უნდა დაეკონტაქტოს მის ნათესავებს, მიიღოს მამის ქონება. მისი კლანი ზურგს გაუმაგრებს, თქვენც და ერთად იბრძოლებთ კონკურენტების წინააღმდეგ. მუდმივად სირაქლემას პოზაში ვერ ვიქნებით. ადრე თუ გვიან, როგორც ამ ჯგუფმა გვიპოვა, ისე მტრებიც მოგვძებნიან. ეგ მხოლოდ დროის საკითხია და რაც უფრო ძლიერები ვიქნებით უკეთესი იქნება. - მაიას სიტყვებზე მეღიმება.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს მესამე მსოფლიო ომს ვიწყებთ?!
- მესამეს არა, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლა კი საჭიროა. ასეა თუ ისე ეგ საკითხი როგორღაც მოგვარდება, მე კი ისედაც მინდოდა თქვენთან გარკვეული თემების შეთანხმება. პირველ რიგში სულხანით, რომ დაგეწყოთ არ აწყენდა ისე. - თემას ცვლის მაია.
- სულხანით? - გაუკვირდა მაიკს - სულხანი აქ რა შუაშია?
- არა, სულხანს ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს, უბრალოდ რადგან ჩემი აზრი ბოლომდე გაგიზიარეთ. გადაწყვეტილებას თქვენ განდობთ. მეც მქონდა თქვენთან, სამივესთან საქმე არა მგონია ამაზე უკეთესი საშუალება მომეცეს. კლოდს დიდი ზარ-ზეიმით წინა კვირას წარუდგინეს მომავალი ხის მასალის ქარხნის პროექტი.
- ქარხნის? - უკვირს მაის.
- დიახ, მინდა გითხრათ, რომ ქაღალდებზე ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება! - ღიმილით ავღნიშნე მეც.
- მართალია- მეთანხმება მაიაც - ოღონდ სწორი შენიშვნაა, რომ პროექტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ალბათ, ჯერჯერობით არც ერთი ქაღალდის ვერსიის პროექტი არ დამჯდარა ასეთი ძვირი. სულხანმა მიწის ნაკვეთები აარჩია. სადაც ქარხნის აშენება სურდათ და ნასყიდობის შესახებ მოლაპარაკებებიც წამოიწყეს. ჩემთან თანხების გადახდის ეტაპზე წარმოადგინეს დოკუმენტები. ვიფიქრე ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი მეთქი. მიახლოებით ასეც აღმოჩნდა, რატომღაც ყველა ნაკვეთი პირვანდელი მესაკუთრეებისგან, ძირითადი გარიგების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე იყო გაფორმებული. მესაკუთრეები მოქალაქეები, ფიზიკური პირები იყვნენ. ჩვენგან ინფორმაციამ გაჟონა, ვიღაცამ გამოისყიდა ეს მიწები და რადგან ინტერესი შეგვამჩნია, ცდილობდა სამმაგ ფასში მოეყიდა.
- ეს სულხანმა იცოდა? - კითხა ნიკამ.
- არა მგონია, იფიცება ვერ მივხვდიო, მაგრამ გარიგება უმეტეს ნაკვეთებზე უკვე გაფორმებული ქონდა, ზოგიერთზე კი ბეს სახით თანხაც გაცემული იყო. მე ვურჩიე, რომ მახეს მორიდებოდა და ყველანაირი საშუალება გამოეყენებინა, რათა აღნიშნული გარიგებები გაეუქმებინა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ზარალისა, ასეც მოიქცა. გამყიდველი მხარე არ გაჩერდა, თავი მალე გამოაჩინა, მართალია ყველა ნაკვთი სხვადასხვა მფლობელზე იყო გაფორმებული, მაგრამ მათ უკან მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა. ხარჯი ქონდა გაწეული და იმედი ქონდა სამმაგად ამოიღებდა. ჩვენგან ბეს სახით კი ქონდა აღებული, მაგრამ ეს იმ თანხის მიზერულ ნაწილს წარმოადგენდა, საუბარი მთლიანობაში დაახლოებით მილიო ევროზე იყო. არ ვიცი, რით დააშინა სულხანი, შეიძლება რამე სარგებელსაც დაპირდა. ეს საცოდავი ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. ისევ ეს მიწები შეგვეძინა. ვუბრძანე, ამ მიწის ნაკვეთებს ახლოს არ გაკარებოდა და ალტერნატიული საშუალებები ეძებნათ. ქსნის ხეობაში რამდენიმე ნაკვეთი შეირჩა კიდეც, მაგრამ სულხანი წინააღმდეგი იყო. პირდაპირ მოითხოვდა ძველი ნაკვეთების შეძენას. მის საქციელში ფინანსური დაინტერესება არ ჩანდა და ვერ მივხვდი რისი ინტერესი ქონდა, სანამ არ გავიგე ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა.
- ვინ ყოფილა? - ინტერესით ვკითხეთ სამივემ.
- მისი დის ქმარი, კოტე გაბუნია ამ ნაკვეთების შესაძენად თუკი რამე ებადა მთელი თანხმები იქ ჩაუდია და როცა დაინახა რომ საკუთარი ფინანსები არ ყოფნიდა ბანკისთვისაც მოუმართავს სესხისთვის.
- ასე დარწმუნებული რატომ ხარ, რომ თვითონ სულხანიც არ იყო ამ საქმეში ჩარეული?
- მისი სიძის ამბავი სულხანს არ უთქვამს, ჩემთან მზია იყო მოსული, სულხანის და. ერთხელ სახლში. სადილის დროს წამოცდენია ამ მიწებზე გვინდა ქარხანა ავაშენოთო და მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ამ ყველაფრით ესარგებლა და ხელიც მოეთბო, ალბათ ყველაფერი გამოუვიდოდა კიდევაც. ნაკვეთების ღირებულება ასე თვალშისაცემად, რომ არ გაეზარდა, საკუთარმა სიხარბემ გონება დაუბინდა და თავიც გაყიდა.
- ეს იყო შენი და სულხანის დაპირისპირების მიზეზი? - ვკითხე მე.
- კი, მე მინდოდა უარი მეთქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე. ვეღარ ვენდობი, მთლად ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა მისი სიძე. პირდაპირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თუ ეს პროექტი მაინც განხორცილდება, ალბათ სულხანი აღარ უნდა ჩართოთ.
- თუ განხორციელდა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდად არ გჯერა ამ წამოწყების? - ჩაერია საუბარში მაიკი.
- არ დაგიმალავთ, დიდად არ მხიბლავს. ადრე ჩემი ეჭვები მამასაც გავუზიარე, რატომღაც ვფიქრობ, რომ იქაურ მოსახლეობას არ დააინტერესებს ხის მასალის წარმოება. ნედლეულის მოძიება მუდმივად პრობლემა იქნება. წარმოებულ მასალასაც ისეთი ფასი ექნება, რომ საქართველოში მისი რეალიზაცია გაგიჭირდებათ, მაშინ ექსპორტზე მოგიწევთ მუშაობა.
მაიკი ყურადღებით უსმენს მაიას
. - ასე მგონია შენ მელაპარაკები. - მიუბრუნდა ის ნიკას - ზუსტად მახსოვს შენი მოხსენება, როცა მარწმუნებდი ხის მასალის ფაბრიკა მომგებიანი არ იქნებაო! - ნიკას გაეღიმა - მიხარია რადგან ჩემს შვილს გვერდში ძლიერი და ჭკვიანი ქალი უდგას. შენს რჩევებს გავითვალისწინებთ, თუ ქარხანას ავაშენებთ ალბათ, პროფილს შევუცვლით. აი სულხანის საკითხი კი მართლა მაფიქრებს, ჯობია დავაკვირდეთ. ეგ ყმაწვილი მომწონდა და არ მინდა შეცდომა დავუშვათ. შენს ნათესავებთან დაკავშირებით რა მოიფიქრე? - მკითხა მე.
- ალბათ, დავეკონტაქტები! მათი პოვნა ძნელი არაა მაიას კარის მეზობლებს მოვინახულებ და დარწმუნებული ვარ თვითონ მომძებნიან.
- ფრთხილად იყავით! სიფხიზლისა და რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ! - გვარიგებს ნიკა.
- არ მოგშივდათ? - შემოგვაკითხა ნინო დეიდამ - მე და ჟაკლინი ვყოფილვართ ხელისშემშლელები, ეს რა ქცევაა? - ცხარობს იგი - დედები აღარ გჭირდებით?
- მოვდივართ, ნინო დეიდა, საუბარს შევყევით!
- თქვენ რა შუაში ხართ? ნიკამ იცის ასე, თუ გამოიჭირა ვინმე აღარ ამოასუნთქებს. - ქოქოლას აყრიდა ქმარს, რომელიც ცოლის სიბრაზეზე ხალისობდა და ხმამაღლა ბუბუნებდა (იცინოდა).



№1  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ველოდები შენიშვნებს მეგობრებო wink

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

აქამდე ვერ წავიკითხე... სამსახურმა მომიღო ბოლო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent