ვაკანსია სიყვარულით (4)
იმ ღამეს სულაც არ მიძინია, ბევრ რამეზე დავფიქრდი, უკვე ჩემს თავსაც გამოვუტყდი, რომ ერეკლე ძალიან მხიბლავდა და ერთი სულით ველოდი გათენებას. ლუკას ჩემს გვერდით ეძინა, ტკბილად და მშვიდად. დავეკონე და ოცნებებში გადავეშვი. ოცნებებში თუ იქნება ბედნიერი ადამიანი, ვფიქრობდი გულდაწყვეტით. * * * როგორც იქნა ეს გაწელილი ღამეც, გათენდა. 8ზე მშობლები გავაცილე და ლუკა ვასაუზმე. 9ის ნახევარზე საბავშვო ბაღში წავიყვანე და შინ დაბრუნებულმა, ჩემს კორპუსთან ლურჯი ავტომობილი შევნიშნე. ვერასოდეს ვერკვეოდი მანქანებში, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ახალთახალი ძალიან მაგარი მანქანა იყო, ერეკლე არსად ჩანდა. კიბეებს ავუყევი, გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. მესამე სართულზე ჩემი კარის წინ ერეკლეს დაკუნთული სხეული კარგად რომ ავათვალიერ-ჩავათვალიერე, მივხვდი რომ უხერხული იყო და მისალმება გადავწყვიტე. ჩემს სალამზე ზურგით მდგარი ერეკლე შემოტრიალდა და თავისი ლამაზი თვალებით დამატყვევებელი მზერა მისაჩუქრა. - მეგონა გადამაგდე, მ ა რ ი ა :დ ახლა მომეჩვენა რომ ჩემი სახელის თითოეული ასო გამოკვეთილად წარმოსთქავა. - არასოდეს, არავინ გადამიგდია. ვუთხარი ღიმილით და კარისკენ გავიჭერი. ვგრძნობდი როგორ მათვალიერებდა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. კარი გასაღებით გავაღე. - თუ გინდა შემოდი.. ვუთხარი და სწრაფად შევედი სახლში, ერეკლე არ შემოსულა.ჩანთას დავავლე ხელი, ტელეფონი სადენიდან გამოვაერთე, ჩანთაში ჩავაგდე და მოსაცმელი ავიღე. გამოსულს ერეკლე კართან არ დამხვედრია.კიბეებზე ჩასულმა კი ისევ ვიგრძენი ცხელი მზერა. ახლა უკვე პეპლებმა დამიარეს. მანქანაში მოვთავსდი, დუმილი კვლავ მან დაარღვია. -მარია, რატომ ხარ ასეთი იდუმალი >? მოეშვი ცოტა, ხო იცი დღეს არ გამომადგება ეგ. :დ -იდუმალი არ ვარ, რასამბობ. უბრალოდ სათქმელი არაფერი მაქვს, არც ის ვიცი ახლა აქ რატომ ვარ,და არც ის რატომ გავაცდინე შენი პრობლემის გამო სამი საკონტროლო წერა. ალბად იმიტომ რომ ზედმეტად მსიამოვნებს ხალხის დახმარება. (ვთქვი სიცილით და თავი დავხარე). - კარგი გოგო ხარ, ცოტა გამოუსვლელი, მაგრამ რა უჭირს, იქნებ ვიმეგობროდ კიდეც, თიკოს შემარიგე და ჩემზე იყოს. ახლა უკვე უცნაურად მომხვდა სიტყვა 'გამოუსვლელი' - შეგიძლია მითხრა რას გულისხმობ "გამოუსვლელში" ? - კი -ჰო და მითხარი. (ვუთხარი მკაცრი ტონით). - ნუ ბრაზდები, უბრალოდ ურთიერთობები გაკლია,კომპლექსიანი ხარ,არა კომუნიკაბელური, ცუდად გაცვია, იდუმალი ხარ, იშვიათად საუბრობ, მაკიაჟს არ ხმარობ, ვარცხნილობა შენ არ გაქვს, სახლიც არ გივარგა და .... -საკმარისია! ახლა უკვე ვხვდებოდი რამდენი არასწორი ნაბიჯი გადავდგი. -მანქანა გააჩერე !!!!! -შენი დამცირება არც მიფიქრია, მაპატიე უბრალოდ რეალისტი ვარ. - მართლაა ? მეც. ზოგჯერ შეიძლება რეალობას ხედავდე მაგრამ არ ამბობდე, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას გული არ ეტკინოს. თუმცა შენ რა იცი გულის ტკივილის, ერთი გათამამებული მამიკოს ბიჭი ხარ ! ვუთხარი გამწარებულმა, აფორიაქებულმა გაბრაზებულმა, შეურაწყოფილმა და გულნატკენმა. -მამა არ მყავს. წარმოსთქვა მან.მაშინ უბრალოდ თავი დავხარე და ჩუმად ამოვილუღლუღე: -მაპატიე. -მეც მაპატიე, მარია. მითხრა და სიჩქარეს უმატა. -არაუშავს, არაფერია. თვალი ჩამიკრა და კვლავ გააგრძელა: - ვსო, მორჩა, განწყობა არ გავიფუჭოთ. -ასე იყოს. ვთქვი ღიმილით. მალე ერეკლემ თავის დიზაინერთან მიმიყვანა. მან 60 ულამაზესი კაბა გვაჩვენა ინტერნეტში. 58ე შევარჩიეთ. ზომები ამიღეს და სტილისტთან გადავინაცვლეთ. მან მთლიანად შემცვალა, თმა დამიგრძელა, ახლა უკვე წელამდე თმა მამშვენებდა,ყავისფერი შეფერილობით, ჩემი ქერა თმის ფონზე ბევრად უფრო ღია თვალები, ძალიან ჩამიმუქდა. ახლა უკვე ჭაობისფერ თვალა შავგვრემანი გოგო ვიყავი, რომელსაც პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები კიდევ უფრო ამშვენებდა. სიმართლეს გეტყვით, ახლა თვით კმაყოფილება ვიგრძენი, ძალიან მომეწონა ჩემი თავი, რასაც აქამდე ვერ ვიტყოდი. მაკიაჟი,წარბი, თმა, აი კაბაც, ფეხსაცმელი, ჩანთა და უბრალოდ სარკეში ჩემი თავი ვეღარ ვიცანი. ახლა უკვე სხვა სხეულში ჩასახლებული ჩემი სული ვიყავი :D ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი და ერეკლეს კმაყოფილ სახესაც ხშირად ვავლებდი თვალს. - თიკოს აჯობე :D ამოღერღა მოლოს. - ეგ კარგია ?:D - ძალიანნ ! მითხრა სიცილით. -მადლობა ბატონო ერეკლე. -რამადლობა, მოადგილევვ .. :D უკვე ოთხი საათი მოსულიყო, სახლამდე მიმაცილა,თვალი ჩამიკრა და სარაღამომდე დამემშვიდობა. კვლავ მადლობები ვუხადე და სახლში ავედი. მალე ლუკაჩო გამოვიყვანე ბაღიდან. ვხვდებოდი საზოგადოების ყურადღება როგორ გაოთხმაგდა და რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა მათთვის. ახლა მეც ჩაზმანული გოგო ვიყავი და ყველაზე მეტად ჩემი ყოფილის ხილვა მსურდა. ლუკაჩოს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დამინახა ჩამეკრა და დაიყვირა: -ბარბი, მარიაა !! -------------------------- შემიფასეთ გთხოვთ <3 ახლა მეტს ვერ ვასწრებბ აუცილებლადდ მალე დავდებ შემდეგს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.