შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თეორია 2


15-10-2015, 17:57
ავტორი sopiko
ნანახია 3 137

''ჩვენი ოთახი''-ეს სიტყვები ცუდად მოხვდა ყურში ქრისტინეს, თუმცა არც ამჯერად უფიქრია ბევრი, ინსტიქტურად შევიდა ცისფერ ფერში მოწყობილ საძინებელში და გარდერობს უხერხულად მოძრაობით აეკრო.
-დაჯექი!-დაბნეულმა მოიქექა კეფა გეგამ და საწოლზე მიუთითა ქალს. გრძნობდა მასა და ქრისტინეს შორის დიდ მანძილს და გული ეთანაღრებოდა. როგორ უნდა ეცხოვრათ ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე თუ მათ შორის დისტანცია არ დაირღვევოდა.
ქრისტინე არ გატოკებულა. დიდრონ თვალებს უმისამართოდ აცეცებდა და ნერვიულობისგან კაბას ხელში ჭმუჭნიდა.
-ეს სამოსი ტანზე შემოგეხევა, თუ არ დამშვიდდები...-ავალიანი ცდილობდა ერთი-ორი სიტყვა ამოეგლიჯა პირიდან ქალისთვის, რადგან ეს სიჩუმე უკვე ნერვებს უშლიდა.
-ხო... რა თქმა უნდა...-ამოილუღლუღა საწყლად ქრისტინემ და თხელ გადასაფარებელზე ფრთხილად ჩამოჯდა, თითქოს არ უნდოდა ხმაური გამოეწვია.
-ქრისტინე, ახლა რასაც გეტყვი შეიძლება სისულელეა, მაგრამ ასე არ შეიძლება. ეს უკვე შენი სახლია! შენი ოჯახი! ... თანაც მე და შენ სხვა თუ არაფერი საერთო შვილი გვაკავშირებს ერთმანეთთან და ვალდებულები ვართ ურთიერთობა ავაწყოთ.-საქმიანად ალაპარაკდა მამაკაცი, თითქოს ოფიციალურ შეხვედრაზე ყოფილიყოს.
-იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პირველად გხედავ. შენი წამოწყებული საუბარიც ამაზე მიმანიშნებს. რა ურთიერთობაზე მელაპარაკები? არაფერი შეცვლილა.-აღელვებულმა და გულნატკენმა ლამის თითები დაიმტვრია, თუმცა ამაზე სჯა-ბაასი ნამდვილად არ ღირდა.-ვიცი, მადლობელი უნდა ვიყო უპატრონოდ რომ არ მიმაგდე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არც მამაშენის დაყვავება და არც შენი მოყოლილი ზღაპრები არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახში შემოვდგი ფეხი. ქალბატონი ლელა მართალია, მე უცხო ვარ, მიუხედავად იმისა რომ აქ...-მუცელზე ნაზად მოისვა ხელი.-შენი შვილია...
-არ ვიცი შენ როგორ განიცდი ამ ყოველივეს, მაგრამ მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ახლა კი... ახლა ჯობს მართლაც დავიძინოთ.-საწოლზე ამ სიტყვებით წამოწვა და ქალს ზურგი აქცია. ქრისტინეს მწარედ ჩაეღიმა. გაუნძრევლად იჯდა და საათის წიკ-წიკს გულში ითვლიდა. ღრმად ამოიხვნეშა და ოთხად მოკაკვული კუთხეში მიიკუნჭა. დრო თითქოს უკან დაბრუნდა, ყველაფერი მეორდებოდა. გაახსენდა წარსული და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
როგორ მოვიდა აქამდე? სად შეცდა პირველად? ვის გამო გაუბედურდა ასე? ბედმა უმტყუნა... ხო, ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ცხრა წლის იყო. დედიკო შუბლზე ეამბორა და დაუბარა:
-თუ ჭკვიანად მოიქცევი და დეიდა ნანას დაუჯერებ შოკოლადებს მოგიტან... აი ისეთს, გარედან თეთრები რომ აყრია...-დაამატა სასწრაფოდ და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. მერე რა მოხდა? დილით შოკოლადების ნაცვლად, საზარელი ამბავი დახვდა. დედა აღარ იყო... მარტო დარჩა... სულ მარტო.
თეთრად შეღებილ შენობაში მიიყვანეს და იქ დატოვეს. ყველაფერი თეთრი იყო... ბავშვებსაც კი თეთრი პერანგები ეცვათ. თავიდან სკოლა ეგონა, თუმცა მის სასწავლებელში ფერს და ფირმას მნიშვნელობა არ ჰქონდა. უკვირდა... განცვიფრებული იყო, მაგრამ მის კითხვებზე პასუხი არ ჩანდა. დღეები გადიოდა და მასთან არავინ არ მიდიოდა. არადა შაბათ დღეს, ყველასთან სტუმრობდა ახლობელი, მასა და ელენიკოს გარდა. ელენიკოც ბედნიერი იყო, იმიტომ რომ რაღაცას ელოდა... ქრისტინეს კი ოცნებაც არ შეეძლო. ამას ერთ ღამით მიხვდა.
ახალი წელი დგებოდა. რამდენიმე წამში საათი თორმეტს ჩამოჰკრავდა. დილით, მასწავლებელმა თქვა, რომ ღამით ვარსკვლავები ჩამოვარდებოდა და თუ სურვილს ჩაიფიქრებდი, აუცილებლად აგისრულდებოდა. ელენიკო და ქრისტინე ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილიყვნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ.
-ის ჩემი ვარსკვლავია!-მეგობარს დაასწრო ქრისტინემ და მოუთმენლად აათამაშა თითები.
-ეს კი ჩემი!-არც ელენიკო ჩამორჩა და მისი ვარსკვლავი უმალ ჩამოვარდა. გახარებულმა დახუჭა თვალები და რაღაც ჩაიბუტბუტა.
ქრისტინემ იცადა, იცადა, თუმცა სულ ტყუილად! გათენდა! მისი ოცნებები კი სადღაც აორთქლდა. კიდევ რამდენჯერმე სცადა გულუბრყვილო გოგონამ ერთი და იგივე, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს ხელი ჩაიქნია და ცხოვრების დინებას მიჰყვა. გაიგონა როგორ ესაუბრებოდა დირექტორი გამგეს. თურმე ერთი 13 წლის ბიჭი უნდა მოეყვანათ, რომელიც აქამდე ალკოჰოლიკი მამის იმედზე იყო, ეს კაცი კი ორი დღის წინ გაუჩინარებულიყო.
როცა ავალიანი სათამაშო დარბაზში შემოყვანეს, დაინახა როგორ აწიწკნიდა კიკინებს ონავარი ბიჭუნა ლამაზთვალება გოგოს. გულმა არ მოუთმინა და საცემრად ეცა ბავშვს. მართალია მაშინვე სადღაც, დაწყევლილ ატმოსფეროში წააბრძანეს, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. თვალწინ ქრისტინეს მადლიერი მზერა ედგა და უმიზეზოდ იღიმოდა.
უჩვეულოდ დადინჯებული მოზარდი არავის არ მოეწონა, მხოლოდ ქრისტინე მივიდა მასთან სადილობისას და ტკბილეული უწილადა.
-მაშინ... რომ დამეხმარე-მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ და ლოყები აეფაკლა-კარგი ბიჭი ხარ!
ბავშვურად შეაქო და იმის მერე ერთმანეთს გვერდიდან არ მოსცილებიან. გეგა გახდა ქრისტინეს და მისი სურნელოვანი თმის მცველი. გოგონა თავაწეული დადიოდა, ასეთი ამხანაგი ჰყავდა და სასირცხვილო რა ჰქონდა, მას მხოლოდ ამხანაგს ვერც უწოდებდა. ის ხომ ბავშვურად, წრფელი გრძნობით უყვარდა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული... სანდომიანმა ძიამ ხელი ჩაჰკიდა გეგას და ძვლივს ააგლიჯა ქრისტინეს სუსტ სხეულს. ამის მერე ავალინი აღარ გამოჩენილა.
ახლა კი ელიავას მისი პირიდან გამონასუნთქი ჰაერი კისერზე ნაზად ელამუნებოდა და ყურადღებას უფანტავდა. დღმდე ვერ დაივიწყა მისი სახელი, ვერც ის სიყვარული. ღმერთმა ისინი კიდევ ერთხელ შეახვედრა ერთმანეთს, ეს ან გამოცდა იყო, ან სასჯელი, ანდაც საჩუქარი... ქრისტინე ხედავდა განსხვავებას ძველ და ახალ გეგას შორის და უკმარისობის გრძნობა არ ასვენებდა. მის გვერდით იწვა, ასე ახლოს იყო მაგრამ თითქოს ხანჯალი აღმართულიყო ამ ორ ადამიანს შორის.
დღევანდელმა მოვლენებმა ქრისტინე ძალიან დაამძიმა. საფეთქლები დაიზილა, მეორე მხარეს გადაბრუნდა და დაძინება სცადა.

-ქრისტინე! გაიღვიძე ქრისტინე! ეს მხოლოდ კოშმარი იყო! ქრისტინე...-გონს მოიყვანა გეგას ანერვიულებულმა ხმამ და შეშლილი სახით წამოხტა ფეხზე. ისევ იმ ოთახში იყო. ავალიანს სანათიც აენთო. დაუფიქრებლად გაიწია საყვარელი მამაკცისკენ და გულში ჩაეკრო. ოჰ, როგორ შეაშინა ამ საზარელმა სიზმარმა. მისი ცხოვრება ისედაც კოშმარი იყო, მაგრამ ამ ავმა წინათგრძნობამ საერთოდ გააგიჟა. გეგას მკერდში თავჩარგული დაუსრულებლად სლუკუნებდა და ცრემლებით ასველებდა მის პერანგს.
-არ ვიცი რა ვთქვა... საშინელება იყო...-ბუტბუტებდა გაუგებრად. გეგამ ხელები შემოხვია და თავზე დასამშვიდებლად მოეფერა. ქრისტინე მხოლოდ ახლა მიხვდა რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა და შემცბარი მოშორდა მამაკაცს.
-არაფერია... უბრალოდ ძალიან დამფრთხალი იყავი...-წყნარად მიუგო ავალიანმა და საბანი თავისი ხელით გადააფარა.
-რომელი საათია?
ელიავას სასაცილოდ ჰქონდა გაწითლებულ ცხვირი, თუმცა გეგამ მაინც შეძლო თავის მოთოკვა. კომოდიდან მაჯის საათი აიღო და ციფერბლატს დააკვირდა.
-პირველი საათია...
-ანუ 13:00 ხომ?-დაეჭვებით იკითხა ქალმა.
-ასე დაკონკრეტება რა საჭიროა?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა გეგას და ისევ თბილ საწოლში ჩაწვა. მოეჩვენა რომ ქრისტინეს სიახლოვე უხურებდა სხეულს. მაშინვე იუკადრისა ეს აზრი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ განდევნა.
-ცამეტი თარსი რიცხვია...-კარგი ფსიქოლოგივით მოუძებნა ახსნა თავის უცნაურ ნათქვამს ქალმა და მოულოდნელად დააცემინა.
-ჯამრთელობა!
-აი, ხომ ხედავ, დავამტკიცე!-გაეცინა ქრისტინეს-ისე მართლა მჯერა ცრურწმენების, არ დამცინო კარგი?
-არ ვიცოდი...-გეგამ ბალიში აუფუმფულა მომავალ ცოლს და შუბლზე ხელი დაადო. იგრძნო როგორ შეხტა ელიავა, თუმცა არ შეიმჩნია. წუთით ქრისტინემ ისიც კი იფიქრა, რომ მამაკაციც არ იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ შემდეგ ისევ სევდამ დარია ხელი. მაინც სიამოვნებდა გეგა მასზე რომ ზრუნავდა და ამაზე უარს ვერ იტყოდა. კომფორტულად მოთავსდა საწოლში და თვალები მილულა.

.........................................................
ესე იგი!
ძალიან გამახარა თქვენმა გამამხნევებელმა კომენტარებმა და იმედია დღესაც არ დაიზარებთ შეფასებებს, რადგან თითოეული თავი მეტად დამაინტრიგებელი და საინტერესოა. აქ მხოლოდ ერთ შეცდომაზე არ იქნება საუბარი და მით უფრო ჩაგითრევთ ეს სიუჟეტი.
სიყვარულით სოფიკო
პ.ს. ადმინისტრაციასთან თხოვნა მაქვს. მაინტერესებს როგორ ავტვირთო სურათი სერვერზე...



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

კარგი იყო.
სიზმარი რა.ნახა ვერ.მივხვდი.:-D
გააგრძელე საინტერესოა
.კარგად წერ.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline მოდერი sopiko

teofine15
კარგი იყო.
სიზმარი რა.ნახა ვერ.მივხვდი.:-D
გააგრძელე საინტერესოა
.კარგად წერ.

დიდი მადლობა ♥ მალე ყველაფერს გაიგებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent