შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულიდან სიკვდილამდე 5


15-10-2015, 18:31
ავტორი Soow
ნანახია 1 571

ცხოვრება თითქოს შემოტრიალდა!
ადრიანას ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა იტალიური ჭაღი მისი საწოლის ზემოთ, საცხობი რომელიც მისი საძინებლის ფანჯრაში შემოაფრქვევდა ხოლმე კრუასანების სურნელს,სკოლა,ხეები,სამყარო, ყველაფერი სხვანაირი იყო მისთვის . ის არ ფიქრობდა იმ ტრაგიკულ დღეზე, მომავალზე , მშობლებზე,მისი საგონებელი მხოლოდ თავავარდნილი ბიჭი იყო რომელიც სემს ახსენებდა და სულ მისკენ მიილტვოდა.ის თავავარდნილი კი ადრიანასკენ.
სამშაბათ დილას უკვე ჩვევისამებრ მიშელის სახლთან ფერარი გაჩერდა.
-შემოდი მაქს.შემოიპატიჟა ხშირი სტუმარი დეიდა მიშელმა.
-გამარჯობათ ეს თაიგული თქვენ.
-ოჰ,რა მშვენიერია ველური ორქიდეა,ნამდვილად შესანიშნავი გემოვნება მაქვს.
-რა თქმა უნდა,თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ.ხომ მართლა სულ დამავიწყდა ეს წერილი მისტერ სილვამ გამოგზავნა.
-მისტერ სილვამ ! შენ რა მას იცნობ ?
-რათქმაუნდა ასაკის მიუხედავად ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.
-შენსა და ადრინას შესახებ თუ იცის ?
-იცით როდესაც ჩვენ პატარაბი ვიყავით ,თურმე ჩვენს შეუღლებაზეც ფიქრობდნენ ჩვენი მშობლები.ეს რაღა თქმა უნდა ხუმრობით მაგრამ ვფიქრობ კარგი ინტუიცია ჰქონიათ.
-მოხარული ვარ ,მაგრამ შეუღლებაზე ფიქრი მეტისმეტად ადრეა.
-გეთანხმებით ,და ადრიანა ჯერ მზად არ არის ?
-დარწმუნებული ვარ მზად იქნება,ჯერ თავისი ოთახიდან არ გამოსულა წავალ დავუძახებ.
-იცით არ შეწუხდეთ მე თვითონ ავალ და ჩამოვიყვან.
-კარგი -უხერხულად შეიშმუშნა ქალბატონი მიშელი.
-ადრიანა,მაქსი ვარ ჯერ მზად არ ხარ ? კარი გამიღე.
პასუხმა დააგვიანა,მაქსმა კი როგორც ყველა ბიჭი მოიქცეოდა ისე მოიქცა.ჩუმად შეაღო საძინებლის გარები და დაინახა რომ ყველა ნივთი იატაკზე უწესრიგოთ იყო მიფანტული ზოგი გატეხილი ზოგიც გადაყირავებული.ოთახში შევიდა თუ არა ტირილის ხმა გაიგონა რომელიც სააბაზანოდან გამოდიოდა.მაქსმა ბევრი რამ იცოდა ადრიანაზე იცოდა რომ ჩვეულებრივი არ იყო,იცოდა რომ ამდენი ხანი მშობლებისგან მოშორებით თავის დაცვის მიზნით აცხოვრებდნენ,მაგრამ დეტალურად ამ ამბავზე არაფერი იცოდა.ეს უცნაურობა კი უმწუთასვე მას მიაწერა.
სიყვარულიდან სიკვდილამდე 5

-ადრიანა ! კარგათ ხარ ? მიუკაკუნა სააბაზანოს კარზე.
-არ შემოხვიდე ქვემოთ ჩადი და იქ დამელოდე,თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
ამ დროს კი ფაიფურის მტვრევისა და პლასტმასის კოლოფების რახარუხის ხმა შემოისმა.მაქსი არ დაემორჩილა მის სიტყვებს და კარი შეაღო.
სიყვარულიდან სიკვდილამდე 5

დაინახა როგორ ფრინავდა ნივთები ჰაერში უწესრიგოდ.ადრიანა კი ცენდრში იატაკზე მოკუნტულიყო საცვლების ამარა და თავზე ხელები შემოეჭდო.ეს ყველაფერი მაქსმა ატომს შეადარა სადაც ადრიანა ატომბირთვი იქნებოდა ხოლო ეს ნივთები კი ელექტრონები.
-ადრიანა ! დამშვიდდი! აქედან გაგიყვან, ეცადე სხვა რამეზე იფიქრო.ალბათ არაფერი არ იცი, მაგრამ ამას ტელეპატია ჰქვია ნუ გეშინია, სანერვიულო არაფერი გაქვს თავს რამენაირად გააკონტროლებ!-ამ დროს ადრიანამ გონება დაკარგა.
თვალი გაახილა თუ არა დაინახა რომ მის საწოლში შეფუთნული იწვა.ნივთები კი ისე თავის ადგილას დალაგებულიყო,ნამსხვრევებიც აღარ ჩანდა.სააბაზანოს კარი გაიღო და ოთახში მაქსი შემოვიდა.
-"სამხილები გადავმალე".თქვა გაღიმებულმა.
სიყვარულიდან სიკვდილამდე 5




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent