შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (5)


15-10-2015, 19:47
ავტორი Natta
ნანახია 5 333

სულ რაღაც ორი საათი და წასვლის დროც დადგებოდა, ის უაზრო ფიქრები ლუკასთან დარჩებოდა, რამდენიმიე დღე მისგან შორს ამის გაფიქრებაზე რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. ამ ფიქრებში გართულმა ვერცკი შევაჩნიე, რომ ჩემი ძმა სახლში იყო.
- რაზე ფიქრობ? ( დემეტრე )
- იმაზე თუ რა კარგ დროს გავატარებ სოფელში.
- ჰაჰა კი სოფელში მართლაც დაუვიწყარ დროს გაატარებ.
- იდიოტი ხარ, არ გინდა რომ წავიდე იმიტომ, რომ ძალიან მოგენატრება შენი საყვარელი დაიკო, ჯობია აღიარო.
ამ დროს კარებზე ზარი გაისმა, ეს ნატა იყო.
- აბა მზად ხარ წასასვლელად? კარგი იქნება თუ ადრე გავალთ.
- შემოდი ჩანთას ავიღებ და წავიდეთ, ჩემი ძმაც სახლშია.
- ვა ვა ამას ვის ვხედავ ტო როგორ ხარ ნატაშ ( დემეტრე )
- კარგად მაიმუნო შენ როგორ ხარ? ( ნატა )
- ჰაჰაა შენი დანახვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ჩემი დღე შესანიშნავად ჩაივლის ასე რომ იმენა ყველაზე მაგრად ვარ. (დემეტრე )
- ჩემი აფერისტი მოდი ჩაგეხუტო ( ნატა )
თბილი ჩახუტება ნატამ ცივი წყლით დაასრულა და დემეტრეს კისერში ყინულიანი წყალი ჩასხა.
- ვერ გადამირჩები.
დემეტრემ ჭიქით ცივი წყალი აიღო და ნატას გაეკიდა, ხმაურზე ოთახიდან გამოვედი.
- აქ რა ხდება? რა ბზიკი გეტაკათ?
და აი ჩემმა საყვარელმა ძმამ ჩემს დანახვაზე წყალი მე შემომასხა.
- გაგიჟდი სულ დამასველე ნახე რას ვგავარ.
მინდოდა არ გამცინებოდა მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, სამმივე უაზროდ ვიცინოდით.
- ჩემი სიმახინჯის დედოფლები, მოდით ორივეს უნდა ჩაგეხუტოთ.
გაბრაზება ვიღას ახსოვდა, ერთმანეთს ისე ვეხუტებოდით თითქოს ორი წელი ვეღარ შევხვდებოდით. სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე, ჩანთები ავიღეთ და თეკოს გავუარეთ.
- სასტავი პირობას გაძლევთ რომ ერთი წამითაც არ მოიწყენთ, თანაც თუ ჯეკო და თოკოც იქ იყვნენ უფრო მაგრად გავერთობით. ( ნატა )
- ჯეკო და თოკო ვინღა?
- ძალიან მაგარი ტიპები არიანი, იქ იშვიათად ჩადიან მარა რამდენიმე დღის წინ თოკო, რომ შემეხმიანა სოფელში იყვნენ ( ნატა )
- იმედია ისევ იქ იქნებიან. ( თეკო )
გზა უსასრულოდ გრძელდებოდა, ამ დროს სულ არ მაინტერესებდა ვინ იყო ჯეკო ან თოკო. რამდენიმე დღე მწვანე თვალებისგან , განსხავებული მზერისგან და თვალისმომჭრელი ღიმილისგან შორს, სწორედ ეს დრო დამეხმარებოდა გავრკვეულიყავი თუ რა ხდებოდა ჩემს არეულ გონებაში.

ვიცი პატარა თავია მარა მეტის დადება ვერ მოვახერხე request მადლობთ რომ კითხულობთ წინ უამრავი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ



№1  offline წევრი cancara

ჰიჰი კაი მარა პატარა თავებს რატო დებ

 


№2  offline წევრი Natta

პირველიგში ყველაზე ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ყოველთვის გამოხატავ საკუთარ აზრს love ამით დიდ სტიმულს მაძლევ love რაც შეეხება შენი კითხვის პასუხს, სწავლის და სხვა მიზეზების გამო დრო არ მქონდა რომ დიდი თავი დამეწერა, ამიტომ სულ არ დადებას ვარჩიე ეს პატარა თავი მაინც დამედო smile კარგი იქნება თუ სწორად გამიგებ smile კიდევ ერთხელ მადლობა შენ აქტიურობისთვის love

 


№3 სტუმარი ლიკო

კარგია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent