შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (11)


15-10-2015, 20:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 343

უნივესრიტეტიდან რომ გამოვედი,ისეთი სახემქონდა სალომეს გული გაუსკდა,ჩემი ნათესავი აბარებდა და მითხრა მეორე კორპუსსში ვარ და ამომაკითხეო,ხმაამოუღებლად წამოვედი,აკო ბავშვებთან იდგა,ისეთი სახე ქონდა ჯობდა სიტყვაც აღარ მეთქვა.მთელი გზა ვტიროდი სანამ მეორე კორპუსამდე მივაღწიე,ჩემს ტკივილზე უფრომეტად ალეკოს ტკივილი მტკიოდა,ახლა რომ ვფიქრობ იმყველაფერზე ბრაზი მახრჩობს,ჩემი თავი მძულს ასეთი მშიშარა და არაფრისმაქნისი რომ ვიყავი.სახე წაშლილი მქონდა,იმანაც შემატყო რა გჭირსო,მაგრამ გავუღიმე და არაფერითქო. ლადომ დამირეკა
-შე გველო ჩემს უნახავად სად გაიპარე?
-მოხვედი უკვე?
-ჰო,ეხლა ამოვედი,სად ხარ?
-მეორე კორპუსში ვარ,ჩამოვალ მალე,სად ხართ?
-ეზოში,მიდი გელოდები,მომენატრე
ჩემს ნათესავს დავემშვიდობე და ისევ ბავშვებთანმოვედი,ლადოს გადავეხვიე და თბილად მოვიკითხე,ალეკო უძრავად იდგა და ხმას არ იღებდა "სიფათი ალეწილი ჰქონდა" გიგამ თვალებით მანიშნა რა ხდებაო,ისეთი არაფერიმეთქი და გავუღიმე,აიჩემეს ცოტახანს ვიყოთ კიდევო და ლუდები ამოიტანეს. არ მინდოდა იქ გაჩერება,მაგრამ ბავშვებს ხათრი ვერ გავუტეხე,ჩუმად ვისხედით,ხანდახან თუ გამოაპარებდახოლმე ალეკო თვალებს.სულ ჩაწითლებული ჰქონდა.არაფრის თავი არ მქონდა,სულ ზალით ვიკრიჭებოდი,მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა აკო მიყვარხართქო! მაგრამ ჩემი გაუბედაობა მიშლიდა ამაში ხელს. საბედნიეროდ ნინომ დამირეკა და მეც წასვლა მოვიმიზეზე,ბავშვებს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. მთელი გზა სათვალის ქვეშ ვტიროდი,სიკვილის ვნატრობდი,ვიცოდი უფალი ამას არ მაპატიებდა და სამაგიეროს გადამიხდიდა,თუმცა უკან მიბრუნებაც არ შემეძლო. სახლში ატირებული მივედი,თუმცა ცრემლები მაშინვე შევიმშრალე,არ მინდოდა,ნინოს ან ნათიას დავენახე,არც ჭამა მინდოდა,ოთახში შევედი და კარები გადავკეტე,იმ დღეს აღარ მოუწერია,ან რაღას მომწერდა,ტიპი გავანადგურე,მისგან ყველაფრის ღირსად მივიჩნევდი თავს. იმ საღამოს არც სოციალურ ქსელში შემოსულა,ვიცოდი წავიდოდა და მაგრად დალევდა,გაილეშებოდა.ამაზე ცალკე ვნერვიულობდი,თავს რამე არ აუტეხოსთქო. გიგას მივწერე
-გიგა
-ჰო პაწუწ
-აკო ხომარიცი სადაა?
-2 საათის წინ დავიშალეთ,სახლში წავიდა მგონი,მოიცა დავურეკავ
-არ უთხრა რომ მე გკითხე
-უბანში ვარო,რა სახეებით გამოხვედით დღეს რა მოხდა?
-მოვრჩით,საბოლოოდ
-ვიცი მე თქვენი საბოლოოდ-გაეცინა
-არა,ამჯერად მართლა
-ვერ გაგიგეთ ვერაფერი,ან შენ რას იტანჯავ თავს ან იმას რას ტანჯავ
-ალბათ ერთ დღეს მოგიყვები ყველაფერს გიგა
-ახლა მითხარი,იქნებ შენ არასწორად ფიქრობ და ყველაფერი მოგვარებადია?
-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ასეა საჭირო
-ნია,აკო გიყვარს?
-მიყვარს
-ხოდა უთხარი,ნუღარ გააწამებ გთხოვ
-აზრი არაქვს გიგა,წავედი დროებით
ალბათ მუდმივი სატანჯველი მქონდა მოსჯილი,ერთ უბედურებას მეორე მოყვებოდა,ვერ ამოვისუნთქე. მომდევნო სამი დღე არ წავსულვარ უნივერსიტეტში,არც ალეკო გამოჩენილა.არვიცი რა მოხდა,რამ წამომიარა,მაგრამ ალეკოსთვის რომარ მეთქვა,რომმიყვარდა შეიძლებოდა ჭკუიდნ გადავსულიყავი,აღარც ნიკა მადარდებდა და არც არავინ,უკვე იმ ჭკუამდე მივედი სიკვდილზეც კიმზად ვიყავი,ალეკოს მივწერე სოციალურ ქსელში
-აქ ხარ?
-კი-მაშინვე მიპასუხა
-რას შვები?
-რავი არაფერს,შენ?
-არც მე,იყავი დღეს უნიში?
-კი,მისმინე, არ მინდა ჩემს გამო სასტავს გამოეთიშო,ჩვეულებრივად იყავი
-მინდა გელაპარაკო
-რაღაზე?
-აკო,მიყვარხარ
-მაგას იმიტომ მეუბნები,რომ ისევ გემეგობრო?
-არა,მართლა მიყვარხარ,შენ გადაგიყვარდი?
-გაგიჟებულხარ შენ,ახლა მაგარი მთვრალი ვარ ხვალ ვილაპარაკოთ კარგი? წავალ დავიძინებ
-კარგი
ერთი სულიმქონდა ხვალინდელი დღე როდის გათენდებოდა.აჟიტირებულმა დავიძინე,მართლა გავაანალიზე,რომალეკოს გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო,მაინც მკვდარი ვიყავიმის გარეშე. სიხარულით ველოდებოდი ხვალინდელ დილას.მთელი ღამე არ მძინებია.მივალ და მაგრად ჩავეხუტებითქო.დილით ადრე წავედიქ,სწრაფად მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი,ეზოში ისხდნენ,ყველა გადავკოცნე აკოს გარდა,გიგამ გახარებული რომ დამინახა თვითონაც სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა ხელები მაღლა აწია გვეშველაო! ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე.სალომეს გვერდით დავჯექი
-რა ხდება?-გახარებულმა შემომხედა
-რაზე მეკითხები?
-ალეკოზე
-ჰოო,მიყვარს-ღიმილით ვუთხარი
-ვაიმე!-სიხარულისგან იმხელაზე წამოიყვირა ყველამჩვენ შემოგვხედა
-დამშვიდდი გოგო-თვალებს ვუბრიალებდი
-ჰაიმეე დანელიაა ჰაიმეე-მივარდა ალეკოს
-ვინმემ დააბით ეს გოგო!-სიცილით თქვა გიგამ
-ეს რა ბედნიერი დღე გაგითენდა დანელია-არ ცხრებოდა სალომე
აკოს გაეღიმა,და გამომხედა,ვითომც არაფერიო.ცოტა არიყოს გამიკვირდა სალაპარკოდ რომ არ გამიყვანა.გიგამ მიჩქმიტა და თვალებით მანიშნა მიდი რაღაც უცდიო.
-აკო სალაპარაკო მაქვს-დასჯილი ბავშვივით ვიდექი მის წინ
-წამო ჰა-უდარდელად მიპასუხა,ვითომც არაფერიო
ცარიელ აუდიტორიაში შევედით,გული ამოვარდნას მქონდა,არც კი ვიცოდი საიდან დამეწყო.
-გუშინ რაც გითხარი იმაზე მინდა გელაპარაკო-ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება
-გისმენ-ხმა ძალიან ცივი და უემოციო ჰქონდა
-მიყვარხარ,და მინდა რომ შენთან ვიყო,ისეთი ურთიერთობა გვქონდეს როგორიც შენ გინდოდა და გინდა
-ისეთი ურთიერთობა როგორიც მინდა ისედაც მაქვს შენთან-ირონიული ღიმილით გამომხედა,ტვინში სისხლი ჩამექცა
-ანუ?
-აღარ მიყვარხარ ნია-ისე დამაჯერებლად მითხრა,რომ ხმა ვეღარ ამოვიღე,ადგილზე გავშეშდი,ენა დამება
-ვერ გავიგე?-სიმწრისან გამეცინა
-შენი დიდი ხნის სურვილი აგისრულე,ხო სულ იმას მიმეორებდი გადამიყვარეო? ხოდა გადაგიყვარე,არ გიხარია?-გაეცინა და სიგარეტს წაუკიდა
ვერაფერი ვუთხარი,ხმაც კი ვერ ამოვიღე,ან რაღა უნდა მეთქვა,მართალი იყო,დაიღალა,მობეზრდა ამდენი ხვეწნა და გადამიყვარა,აღარ უნდოდა ჩემთან.
-გასაგებია აკო- სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი,არც ვაპირებდი მის გამტყუნებას
-ხოდა ესე,იმ დღეს საბოლოოდ რომ მითხარი უარი და მერე რო აღარ მოხვედი მივხვდი,რომ გადაგიყვარე.
-გასაგებია-იდიოტივით ვიღიმოდი და ტუჩებს ვიჭამდი არ ამეტიროსთქო
-დაგრუზვები არ გვინდა რა,ჩვეულებრივად ვიყოთ ჯიგრულ პონტში,ბავშვებთანაც იდვიჟენიე.წამო გავიდეთ
ვერ აგიღწერთ რა დამემართა,აი სუნტქვა,რომ გიჭირს და რომ გგონია მავთულხლართები გაქვს კისერზე შემოხვეული და გახრჩობს,სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა.ბავშვებტან რომ დავბრუნდით ყველას სახეზე ეწერა აბა რა მოხდაო,უნდა გენახათ როგორი თვალებით გვიყურებდნენ. სახე წაშლილი დავჯექი სალომეს გვერდით
-რა მოხდა გოგო?-ჩუმად მკითხა
-აღარ ვუყვარვარ
-რას ქვია აღარ უყვარხარ? გუშინწინ ვენებს იჭრიდა და ახლა აღარ უყვარხარ?-ემოციებს ვერ მალავდა
-ჩუმად,არ გაიგონოს,ხო ასემითხრა აღარ მიყვარხარო
-და შენ გჯერა მაგის? სპეციალურად გითხრა,რომ შენც იგივე გამოსცადო რაც მან,უთხარი რომ გიყვარს?-მაინც ვერ იჯერებდა სალომე
-ვუთხარი,მაგრამ არაო
-რას ქვია არაო?! სულ გამოშტერდა ეს ბიჭი? ვინ უნდა მაგან რომ მოატყუოს? ვის გაუგია ესე 3 დღეში გადაყვარება? უეჭველი სამაგიეროს გიხდის
ხმა აღარ ამომიღია,სახლშიც ისე წამოვედი არავის დავლაპარაკებივარ.კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ამფაქტს,თუმცა ვიცოდი ღირსი ვიყავი,სარაც დასთეს იმას მოიმკიო ხოდა მეც სწორედ რომ ეს დამემართა. თავს ვერ ვიმორჩილებდი,ცრემლები თავისით მდიოდა,გული შუაზე მეგლიჯებოდა,იცის კი ვიფიქრე წამლეს დავლევ და იქნებ მოვკვდეთქო,მაგრამ მერე ნინო გამახსენდა და ეს აზრი თავიდან ამოვიგდე,იქნებ პრინციპპის გამომიკეთებს და ცოტა დრორომგავა მოვიდესთქო,მაგრამ მე თვითონვე არ მჯეროდა ამისი,ვიცოდი ალეკო რა ტიპიც იყო,იმდენად გავამწარე,რომ სიყვარულზეც კი უარი თქვა. ლიკა და თაკო მაშინვე ამოვიდნენ
-გოგო რას გავხარ? აკოს გამო რა დღეში ხარ?
-ვაიმე! ამასმგონი მართლა შეუყვარდა ის ბიჭი
-და შენ გგონია მართლა ესე 3 დღეში გადაგიყვარა? მაშინ გამოდის რომარც არასოდეს ყვარებიხარ ნია, დარწმუნებული ვარ ჯიბრზე გიკეთებს და არც ვამტყუნებ,დატანჯე ბიჭი მიწასთან გაასწორე და რა გიკვირს?
-შენკიდევ უარესად ნუ უხეთქავ გოგო გულს! დამშვიდდი,და ნუღარ ტირი გესმის? ყვლაფერი კარგად იქნება,აი ნახავ დამშვიდდება,ბრაზი გადაიუვლის და მოვა ისევ,მასაც გაუგე ნია,კაცია რამდენჯერ სეელახა ტავმოყვარეობა
-იქნებ იმისიც ეშინია,რომ ისევ უარი უთხრა 1 კვირაში? მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მტკივა შენი ტკივილი ალეკოს ვერავინ გაამტყუნებს ნია,აბა მის ადგილას წარმოიდგინე თავი,რამდენჯერ გითხარი რამე გადაწყვიტე,თორემ კარგად არ დამთავრდება ეს ამბავითქო? ნიკას მუქარას რას უსმენდი შენ? გგონია მართლა რამმის ტრ*კი ჰქონდა? თავს გაუხეთქავდა ალეკო აბა რამე გაებედა.
-ვაიმე,ნუ ტირი რა ნია-ჩემთან ერთად ტიროდნენ გოგონებიც
ვიცოდი რომ ორივე მართალი იყო.საშველი არ მქონდა,სიკვილი მინდოდამხოლოდ,ალეკოს ცივ მზერას როცა ვიხსენებდი და მის სიტყვებს კვნესა აღმომხდებოდა ხოლმე სიმწრისგან,დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ხელს არასოდეს გავუშვებდი,მუდამ მის გვერით ვიქნებოდი,თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო,ვერ ვჭამდი ვერც ვსვამდი,მომდევნო 3 დღე ისე გავიდა საერთოდ ლუკმა არ მიჭამია,სალომე და თეკოც მოვიდნენ რომ გაიგეს ჩემი მდგომარეობა
-ვაიმე ნია! როგორ გამხდარხარ!-გაოცებისგან წამოიყვირა სალომემ
-გოგო ნუ ნერვიულობ რა,გადაუვლის და მოვა,ისევ უყვარხარ უბრალოდ პრინციპულია და ამაყი,ახლაიმან იტანჯოსო ალბათ ფიქრობს.
-არვიცი სალომე,მხოლოდის ვიცი,რომყველაფერი ჩემი ბრალია,ღმერთმა დამსაჯა და ახლა სამაგიეროს მიხდის.აკოს არაფერში ვდებ ბრალს,პირიქით უარესები რომ არ მითხრა და გამიკეტა იმაზეც მადლობელი ვარ.
ყველა იმას მეიბნებოდა,რომ პრინციპის საკითხიიყო,მალე გადაუვლიდა და ჩემტანმოვიდოდა ისევ,იმედებს ვებღაუჭებოდი,მაგრამ შინაგანად მაინც ვრძნობდი,რომესარ მოხდებოდა. ვერავის ავუხსნი ჩემს მდგომარეობას,ამაზე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ,მთელი ღამე ვტიროდი,თუ მიმეძინებოდა დილით გულის ტკივილი მაღვიძებდა,ის ტკივილი მახსენდებდა ყოველ დილით თავს რომელიც მე თვითონ ავკიდე საკუთარ თავს.კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ,რომ ადამიანს საუთარ თავზე უფრო დიდი მტერი არავინ ჰყავს.ფეხქვეშ გავთელე მისი გრძნობებიც და სიამაყეც,ხმისამოღების უფლებაც კი არ მქონდა,ისევე სასწაულად მიყვარდა როგორც თვთონ მეუბნებოდა ხოლმე.
ნინომ ტვინი გამიბურღა და უნივერსიტეში წავედი,ვერ აგიღწერთ როცა ის დავინახე რა დამემართა,ტუჩები დავიჭამე რომ არ მეტირა.გიგა ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია
-ვიცი როგორ გტკივა ჩემო პატარა,გაუვლის დამიჯერე,ცოტაც მოითმინე და ისევ მოვა შენთან-მაგრად მოვხვიე ხელები და მის ყელში თავი ჩავრგე
-არა გიგა,აღარ ვიმსახურებ მას-ვეცადე არ მეტირა და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი
-სულელია ეს,რა ჯანდაბა დაეტაკა არ ვიცი,არაფერს იძახის,მხოლოდ იმას ამბობს აღარ მიყვარსო,მაგრამ არ დაიჯერო,სანსი არაა
-რა იცი? იქნებ მობეზრდა და გადავუყვარდი
-რა სისულელეა,ტიპი დებილდებოდა შენს დანახვაზე და ასე 3 დღეში გადაუყვარდი? პონტი არაა-გეცინა და თმებზე მომეფერა
ყველა ცდილობდა გავემხნევებინე,ვინც კიმიცნობდა ყველა მეკითხებოდა რა ხდება ერთად ვეღარ გხედავთო. ბავშვებთანაც აღარ ვჩერდებოდი,ლექციების მერე მაშინვე სახლში მოვდიოდი,დავსკდებოდი ტირილით,ისე მტკიოდა ტივილისგან ვბღაოდი,იმსახურებ ნია! ღირსი ხარ! ვუმეორებდი საკუთარ თავს,ალეკო ვითომც არაფერიო ისე იქცეოდა. გიგამ მომწერა
-დამშვიდდი?
-კი,კი-არ მინდოდა ვინმესთან შემემჩნია ჩემი ტკივილი და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა
-ისევ ცუდად ხომარ ხარ?
-არა გიგა,მივეჩვიე უკვე
-დამშვიდდი რა,მაგაზე აღარ ინერვიულო,უბრალოდ დაიკიდე და მორჩა
-ზუსტად მაგას ვაპირებ,რასაც აღარ ეშველება იმაზე დარდი არ ღირს.
-ხოდა ესე ჩემოპატარა! იცოდე ნუ გარბიხარ,ჩვენც გვწინს შენი ასეთი საქციელი,აკოს გამო ჩვენც უნდა ჩამოგვშორდე? ჩვენიმეგობარი ხარ და ხშირად მოუწევს შენი ნახვა
-მადლობა გიგა,ცოტა მიჭირს,მაგრამ
შევეცდები.
-შეგიძლია ახლამაინც მითხრა ის მიზეზი რატომაც ვერ იყავი აკოსთან?
ნიკას ამბავი დაწვრილებით მოვუევი,ან აწი რაღა აზრი ჰქონდა დამალვას
-უნდა გეთქვა ნია! უნდა გეთქვა! ძვლებში გადავამტვრევდით მაგ მანიაკს! უთხარი ხვალ ალეკოს ყველაფერიმოიყევი რაც მე მითხარი
-რაღა აზრი აქვს,შიშმა იმდენად დამიბინდა გონება,რომ ვერც კიმივხვდიამით ყველაზე ძვირფასს რომ ვკარავდი.
-შენ მაინც უთხარი,უნდა იცოდეს ნია,თუმცა მაგარი სისულელე კი გააკეთე.ვეღარ ვცნობ აკოს, გული ამიცრუვდაო იძახის არვიცი ასე უცებ რა ეტაკა
-ღირს თქმა?
-კი,უეჭველი დაელაპარაკე ხვალ
გადავწყვიტე ხვალდავლაპარაკებოდი,არვიცოდი რამდენად ჰქონდა ამას აზრი,მაგრამ მაინც უნდა მეცადა,იქნებ ჩემგანრამენაბიჯს ელოდა?იქნებ იმას ფიქრობდამერომისთვისამდენი ვიბრძოლე ცოტამანაც იწვალოს და ჩემს გამო იბრძოლოსო,მალე თავი გამისკდებოდა ფიქრით. საწოლიდანადრე წამოხვდი და უნივერსიტეტში გავექანე.აკოს მივწერე მეშვიდეზე ვარ შენთან ლაპარაკიმინდა და ამოდიმეთქი,კაიო და ამოვიდა,ლექციიდან გამოვედი და ცარიელ აუდიტორიაში შევედით
-გისმენ აბა-ისეთი ირონიული სახე ჰქონდა ვერ აგიღწერთ
-მოკლედ მინდა მიზეზი გითხრა რატომაც ვერ ვიყავი შენთან,ნიკა ხოიცი
-ხო მერე?
-მოკლედ არიცი რა ტიპია,მემუქრებოდა იმით რომგაგვაუბედურებდა,შეიძლება სასაცილოდმოეჩვენოს,და გეგონოს ტავის გამართლების მიზნით ვამბობ,რამეს,მაგრამ დამიჯერე მე შენ არ მომიტყუებიხარ,იმ მომენტიდან მიყვარხარ როცა პირველად გულში ჩამიკარი,ვიცი არ დაიჯერებ მაგრამ ასეა,იმაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ რომ უშენობა ძალიანმტკივა და ვეღარ ვუძლებ-თავი გვერდზე გავწიე ცრემლები მადგა უკვე თვალებზე,არ მინდოდა მასთან მეტირა
-მე გახსოვს რა გითხარი? ყოველთვის გამოხატე შენი გრძნობები და არავის და არაფრის არ შეგეშინდესტქო,რა გეგონა რამესდამიშავებდა?ანშენთვის რამის დასავების უფლებას მივცემდი? ნორმალურად დაველაპარაკებოდი და ავუხსნიდი სიტუაციას
-ვიცი,შევცდი აკო,მაგრამ უკვე ძალიან გვიანია
იჯდა და მიცინოდა
ცოტაც და ავტირდებოდი,თავი დაბლა ჩავხახე,მიყურებდა და ეღიმებოდა,მერე სიგარეტს წაუკიდა,რატომ არ მიდიოდა რაღა აკავებდა.
-მე ჩემი სათქმელი გითხარი აკო,თუ გინდა წადი
-წამოდი შენც,დაბლა არიან ლადო და გიგაც
-არ მინდა,წადი შენ
-მაშინ ლექციაზე შედი
-არც ლექციაზე არ მინდა-რა მელექციებოდა ცოტაც და ბღავილს დავიწყებდი
-ხო და კიდევ ნუ გარბიხარ მე როცა დამინახავ,არ შეგჭამ
-ვიცი-სუ ძალით გავუღიმე
-წამო რა
-არ მინდა
-აბა აქუნდა იჯდე და უნდა იფიქრო ცხოვრებაზე?
-შეიძლება-მეც გამეცინა,თუმცა სიმწრის სიცილი იყო
-მართლა ადე და წამო დაბლა,ანლექციაზე შედი
-არმინდა აკო,წადი შენ-ხმა ამიკანკალდა,მიხვდა რაშიც იყო საქმე და იდევ ჩამოჯდა მაგიდაზე დამაკვირდებოდა ღიმილით
გადი! ნეტავ გავიდეს! გულში ვიმეორებდი,როგორც იქნა ზარი დაირეკა და ისიც გავარდა გარეთ.საპირფარეშოში შევვარდი და ხმამაღლა დავიწყე ტირილი,ისემაგრად მტკიოდა,რომ ენით გამოთქმაც კიმიჭირს,ყველამწარე ის ტკივილია როცა გყავდა მაგრამ დაკარგე.



__________________
ბოდიშით ბეჭდვითი შეცდომებისთვის,ძლივს მოვახერხე წერა.იმედიმაქვს ძალიან მკაცრადაც არ განმსჯით. ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ყველას ჩემი გაწეწვა უნდება.(ეს ხუმრობით) <3 მიხარია,რომ თქვენს აზრებს გამოხატავთ.




№1  offline წევრი cancara

ვაიმე ეხლა ამან დაუდზაბა რაგინდათ ხალხო ჩემისიკვდილი გინდა ეხლა მალე დადე თორე მოგკლავ შეარიგე თორე გაგწეწავ

 


№2  offline მოდერი Anye-Any

cancara
ვაიმე ეხლა ამან დაუდზაბა რაგინდათ ხალხო ჩემისიკვდილი გინდა ეხლა მალე დადე თორე მოგკლავ შეარიგე თორე გაგწეწავ


ვინც ისტორიას კითხულობს მგონი ნახევარმა არიცის,რომ ნამდვილი ამბავია, როგორც მოხდა ისე ვწერ,მე ვერაფერს შევცვლი.

 


№3  offline წევრი kora

dzalian gtxov male gagvarkvie ra xdeba mat shoris dges, dzalian damaintrige da ver vxvdebi mas shemdeg rac gairkva yvelaferi ra dzala sheushlidat ertad yofnashi xels, afsurdia akos ro gadauyvarda ase camebshi,gamodis arc yvarebia!
--------------------
kira.G

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ლამაზი ისტორიაა,მალე დადე რააა,ველოდები სულმოუთქმელად

 


არმჯერა რომ აკოც გადაუყვარდა არა ! სისულელეა მაშინ არც ყვარებია მაგრამ ვერც ამას დავიჯერებ მასხომ ის ისე წმინდად უყვარდა ღმერთო რადაუნდობელია ყველაფერი

 


№6 სტუმარი სტუმარი მაიკო

ესეიგი ბოლო თავი უნდა წავიკითხო
ამ ისტორიას ხო არ ვემსხვერპლები. ისე მეშლება ნერვები ლამისაა ტელეფონი ვაწყვიტო. რა სულელია ეს გოგო ღმერთოოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent