შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამორჩეულები - 4


16-10-2015, 22:22
ავტორი gogona708
ნანახია 1 934

-რა დავლიოთ და მივირთვათ?
-მე ჩისქეიქი და ყავა მიყვარს.
-და სად გიყვარს?
-პეკინზე.
***
მთელი გზა სწრაფად დაყავდა ნიკას მანქანა.
ანა ხვდებოდა რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ მეტი ყურადღების მისაქცევად და შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებდა. ისე სწრაფად ატარებდა, რომ ანას მთელი გზა გული უფრიალებდა შიშისგან, ეგონა წამიწამზე გადაიჩეხებოდნენ სადმე, ან რამეს შეასკდებოდენ, მთელი გზა ეკლებზე იჯდა, მაგრამ ერთხელაც კი არ ამოუღია ხმა. ხვდებოდა, რომ ნიკასაც სწორედ ეს უნდოდა და ეს მიზიანი ამოძრავებდა, სხვა ყველა გოგოსავით ანასაც რომ დაეწყო კივილ წივილი და ხვეწნა მუდარა, რომ შეენელებინა სვლისთვის და ნელა ევლო, ალბათ როგორ ელოდებოდა მსგავს ფრაზებს, "მეშინია, ნელა იარე", "ფრთხილად" და სხვა ბევრი მსგავსი, მაგრამ ვერ მიიღებს.
მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია. მხოლოდ სიმღერის ხმა ისმოდა. ნიკას ცალი ხელი ფანჯარაზე ჰქონდა ჩამოდებული და თითებით თავისივე ტუჩემს ათამაშებდა, მეორე ხელით კი საჭეს იმოღცილებდა და შიადაშიგ მუსიკასაც აყოლებდა მოძრაობებით. ანას ეს ქმედება არ გამოპარვია და საშინლად მოეწონა მისი ეს მუსიკის რითმის შეგრძნება, ამის შემხედვრეს თავისთვის ეღიმებოდა ხოლმე.
ნიკა ხანდახან გააპარებდა ხოლმე თვალს ანასკენ, რომელიც გზის ყურებით და მუსიკის მოსმენით იყო მხოლოდ გართული. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არავინ და არაფერი არ ადარდებდა და ქვეყანაზე სადარდებელი არ ჰქონოდა. ასეც იყო იმ წამს. ცივ და სუსხიან ამინდში, მანქანაში თბილად მოკალათებული, ყველაზე სიმპატიური ბიჭის გვერდით მთელს დედამიწის ზურგე, წყნარ მუსიკებში, ულამაზესი ნოტების მოსმენით და გზის ყურებით იყო განაბული. არ აინტერესებდა იმ წამს არავინ და არაფერი. ყველანაირი ფიქრი მოწყვეტილი იყო მის გონებას. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას იღებდა ამ ყველაფრით. მისგან განსხვავებით ნიკას თავში კი უამრავი ფიქრი ტრიალებდა. გოგონა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მოწსონდა, აგიჟებდა, მგონი უყვარდა კიდეც, რომლის გამოც ყველაფერს გააკეთებდა, შეუძლებელს გააჩენდა ახლა მის გვერდით იჭდა და ამას თავადაც ვერ იჯერებდა. ვერ იჯერებდა რომ ამდენი შესძლო და გამოუვიდა.

პეკინზე ერთერთ კაფესთან სწრაფად დაამუხრუჭა მანქანამ. ყველას ყურადღება მიიქცია ამან ისეთი სანახაობრივი იყო. ალბათ ისევ უნდოდა ნიკას რომ ანას რაიმე ეთქვა, მაგრამ კვლავაც ვერ ეღირსა, რამაც სრულიად ჭკუიდან გადაიყვანა ის.
მანქანიდან გადმოვიდა და კარები გაუღო ანას. კაფეში შესვლამდე მისი კრაებიც გააღო, მაგიდასთან სკამი გამოუწია და თვითონაც დაჭდა. ანა მოხბლული იყო მისი ასეთი ჯელტმენური საქცელებით, აგიჯებდა ეს და პრდაპირ გულის მარცხენა მხარეს ურტყავდა.
-დილამშვიდობის! მშვიდობიან, სასიამოვნო და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რას ინებებთ? - თავაზიანად ჰკითხა მიმტანმა ბიჭმა და ორვივეს ღიმილიანი სხით გადახედა.
-2 ჩისქეიქის და 2ყავას. მანამდე კი ერთი ჭიქა წყალი მომიტანეთ თუ შეიძლება.
-რათქმაუნდა.
ანა გაბრაზდა. გარეგნულად თითქოს არაფერი შეიმჩნია, მაგრამ შინაგანად ბრაზი ჭამდა იმის გამო, რომ ნიკამ არ ჰკითხა კიდევ რამე უნდოდა თუ არა. მართალია მას უკვე ნათქვამი ჰქონდა რაც სურდა, მაგრამ გზაში იმდენხანს მოდიოდნენ, იქნებ და კიდევ მოუნდა რამე ამ დროის მანძილზე? არა, მართალია არაფერი მონდომებია, მაგრამ უნა ეკითხა მაინც. სულ ტყუილად ჰქონდა მასზე ისეთი წარმოდგენა, როგორც ჯელტმენზე. იფიქრა ამას მივახვედრებო და მიმტანს თვითონაც მიაძახა უკან.
-უკაცრავად, 1ჭიქა წყალი მეც წამომიღეთ თუ შეიძლება. - მეც წამომირეთ განსაკუთრებით გამოკვეთა და შემდეგ კმაყოფილი, თითქოს გამარჯვებულის სახე მიიღო და ღიმილით ნიკას გადახედა თავაწეულმა.

მალევე მოუტანეს შეკვეთა. ნიკა ინტერესით აკვირდებოდა ანას, როგორ იყრიდა ჭიქაში 2 კოვზ შაქარს, თითქოს ინფორმაციას აგროვებს მასზეო.
-ანა...
-გისმენ - თქვა და ყავა მოსვა.
-იმ დღის შემდეგ რაც შენ დაგინახე ჩემში რაღაც შეიცვალა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მეც შევიცვალე. შემეცვალა ფიქრები, შემეცვალა გრძნობები, შემეცვალა მიზნები... - თვალებში მოურიდებლად უყურებდა ნიკა და ამ სიტყვების აღიარებისას ძალიან ნერვიულობდა. - პირველად დაგინახე თუ არა მაშინვე მიიქციე ჩემი ყურადღება. ისეთი კარგი იყავი...ისეთი განსხვავებული...ისეთი ლამაზი და მიმზიდველი...მომაჯადოვებელი...დამატყვევებელი. დღემდე ზუსტად მახსოვს და თვალებიდან არ ამომდის ის კადრები. მაშინვე მიიქციე ჩემი ყურადღება და მომხიბლე. მაშინვე მომეწონე. ასეთი ულამაზესი პროფილით, ლამაზი, საყვარელი კურნოსა ცხვირით. დიდი ლამაზი ვარდისფერი ტუჩებით. ულამაზესი ბრწყინავი გრძელი თმით. ლამაზი და მომვლილი სახის კანით. ლამაზი სხეულით. მაღალი, სწორი, ჩამოსხმული გრძელი ფეხებით. ასეთი გამხადარი. ქალი ხომ ყველაზე ლამაზი მაშინაა, როდესაც ელეგანტურ შავ ფერშია გამოწყობილი. შენ კი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ელეგანტური იყავი ვინც კი მანამდე მყავდა ნანახი და ვერც წარმომიდგენია რომ უკეთესს კი არა მსგავსაც კი ოდესმე შევხვდები. ასე მგონია და ასეც არის, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ ასეთი. შავი ყველიანი სვიტერი, შავი შარვალი, შავი გრძელი პალტო, შავი ფეხსაცმელი და ქუდი და სათვალე - ამ ბოლოს თქმის დროს გაეცინა და თავი დაბლა დახარა. ანა კი უჩუმრის პირად იჯდა მის წინ და უყურებდა და უსმენდა ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულა. ნიკამ გი გააგრძელა:
-სათვალეზეც ამიტომ გითხარი მაშინ ისეთი რაღაც, უბრალოდ მინდოდა შენი ყურადღბა მიმექცია.
-მთლად საუკეთეს ვარიანტი ვერ აგირჩევია ყურადღების მისაქცევად - გააწყვეიტინა ანამ.
ნიკას ამაზე არაფერი უთქვავს. მხოლოდ თვალები და თავი დახარა ძირს. შემდეგ კი ისევ ჩვეულებრივად გააგრძელა.
-შემდეგ კი...შემდეგ როცა დამელაპარაკე და გავიგე შენი ხმა...შენი ულამზესი ხმა. იცი რა ლამაზი ხმა გაქვს?! წკრიალა, სასიამოვნო ხმა! თავიდან ამ ხმის გაგონებაზე კონცენტრაციის მოხდენასაც კი ვერ ვახდენდ იმაზე თუ რას ამბობდი, მაგრამ როცა შენი საუბარიც მოვისმინე....როცა გავიგე, რომ ასეთი ჭკუის პატრონი ასეთი ჭკვიანი იყავი...ასე საღი აზროვნების მქონდე..ასეთი სწორი ადამიანი...ასეთი პატიოსანი..ასეთი თბილი..ყურადღებიანი...ტკბილი..ასეთი მზრუნველი და სითბოს მატარებელი ხლხის მიმართ, ცხოვრების მიმართ. ასეთი კეთილშOბილი...ასეთი ძლიერი..შენი აზრის უშიშრად მტკიცედ დამცვეი..შემდეგ კი როცა გავიგე, რომ მედავითნე იყავი და ამ ყველაფრის მერე კიდევ ის რომ ამ ყველაფრის პატრონი მხოლოდ და მხოლოდ 16 წლისაა...............არც კი ვიცოდი რა მეთქვა. გაოგნებული დავრჩი. გაოცებული. საკუთარ თავშიც კი გაურკვეველი. გონებაში ყველაფერი ამერ დამერია. რაღაც სასწაული ფიქრები დატრიალდა. შემდეგ როცა დაგირეკე და უფრო მეტი რამ გავიგე შენზე. უფრო მეტი დადებითი თვისება. გახსოვს ის ჩვენი საუბარი თავის გამართლებაზე? რომ გავიგე, რომ ყოველდღე ცხოვრებას დილის ექვსი საათიდან იწყებ და არა 4ზე ბევრი გოგოსავით...რომ გავიგე რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ ამ არაჯანსაღ ცხოვრებაში...კარგი ხარ!
-მადლობ! - სხვას რა ეპასუხა ვერ მოიფიქრა აწითლებულმა ანამ.
-ანა, რას გეგმები გაქვს?
-სხვადასხვა.
პირველიკლასიდან გადაწყვტილი მაქვს, რომ აუცილებლად ჟურნალისტი უნდა გავხდე და დღემდე მტკიცედ მაქვს ამის სურვილი. დღედაღამე იმაზე ვფიქრობდი როგორი ცნობილი, პოპულარული, სკანდაური და ძლერი ჟურნალისტი ვიქნებოდი. როგორ მიმყავდა ჩემი საკუთარი გადაცემა ყველაზე საინტერესო თემებით. როგორ ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში სხვდასახვა ადგილებიდან რეპორტაჟის ჩასაწერად და როგორ ვიღებდი ინტერვიუებს სხვადასხვა განსხვავებული შეხედულების მქონე რასისა და ერის ადამიანებისაგან. როგორ მივაწვდიდი ხახს სწორ და აუცილებელ ინფორმაციას ყველაზე საშიში ადგილიდანაც კი ყველაზე საშიშ სიტვაციაში. როცა წამოვიზარდე სურვლი გამიჩნდა და ფიქრი დავიწყე იმაზე, რომ საკუთარი ტელევიზიაც გამეხსნა, რომელიც მთელს საქართველოში ყველაზე ძლიერი, პოპულარული, ცნობილი და უმაგრესი არხი იქნებოდა თავისივე ყველა გადაცემით. ამის სურვილი ტელევიზიის მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა გამიჩნა. მეცხრე კლასში თეატრალურ უნივერსიტეტზე და თეატრაზლუზეც დავიწყე ფიქრი. ვხედავდი ჩემს თავს თატრის დიდ< თუ პატარა სცენაზე. ვხედავდი სხვადასხვა ფილმების მთავარ, თუ რიგით ნომრებზე. ვხედავდი, როგორ ვაწვდიდი ხალხს სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებას გასაცნობად და დასკვნების გამოსატანად. ეს ყველაფერი კი ალბათ ჩემმა ხელოვნებისადმი უდიდესმა სიყვარულმა გმოიწვია. პოეზია...პოეზიით გადმოცემული განცდები, მთელი შენი გრძნობები, ლექსში, თუ პატარა მოთხრობაში ჩატეული. გარითმული...
ცეკვა...რომ ცეკვავ და თითქოს კანიდან უნდა ამოატიო ის გრძნობებიი რასაც განიცდი, ცეკვით უნა გადმოსცე რაღაც ისტორია..სიმღერით. გიტარა, პიანინო, საყვირი, დასარტყამი ინტრუმენტები...ეს ყველაფერი იმდენად მხიბლავს...ჩემი ოცნებაა ჯურნალისტიკა და თეატრი, მაგრამ იცი რა? ხშირად ჩემს თავს სამართალ მცოდნეობის ფაკულტეტზეც ვხედავ. განა იმიტომ რომ ეს მხიბლავს, არა საერთოდ არა, მარამ გარშემო რომ ამდენ უკანონობას ვხედავ. ამდენ უსამართლობას და ამდენ დასაცველ ხალხს, არ შემიძლია, რომ გულხელდარეფილი დავჯდე და მე არ დავიცვა ისინი. არ შემიძლია უსამართლობას თვალდახუჭული შევხვდე, ისე თითქოს არაფერი არ ხდება და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. უსამართლობა მახრჩობს. რომ ვიცოდე, რომ ამ საქმეს უამრავი ადამიანი მიხედავდა წამითაც არ ვიფიქრებდი ამ პროფესიაზე, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი პირიქითაა. მე თუ მოსამართლე გავხდები დამიჯერე, თავს შევწირავ ჩემს საქმიანობას. დღედაღამე მუხჩაუხრელი ვიმუშავებ და ვიბრძოლებ სამართლის აღსადგენათ. დავეხმარები ყველას, მდიდარს და ღარიბს, ვინც კი მართალი იქნება და არავითარ შემთხვევაში ფულზე არ გავიყიდები, როგორც ეს დღესდღეობით უმეტესწილად ხდება. კიდევ ის არის, რომ ხშირად ჩვენი ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტადაც წარმომიდგენია თავი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს მხიბლავს. არა, საერთოდ არა, უბრალოდ ჩვენი ქვეყანა ისეთი გასაცოდავებულია. ისე სჭირდება მას დახმარება. ისე სჭირდება ხელისშეშველება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს ყველაფერი ჩემზე იყოს დამოკიდებული და მხოლოდ მე მიცდიდეს სამართალიც და ქვეყანაც, მე კი ეს რომ არ გავაკეთო და გულხელდაკრეფილივიჯდე ადამიანად აღარ ვივარგებ. სწავლას რაც შეეხება თუ საქრთველოში მოხვდება ეს, მაშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მინდა, ხოლო თუ საზღვარგარეთ მაშინ უპირველესად გერმანიაში, რადგანაც სწავლის დონე ძალიან მაღალი და გაძლიერებულია მსოფლიოს ქვეყნებს შორის, თანაც უფასო გახდა სულ რამოდენიმეხნისწინ, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, თორემ გერმანია და მითუმეტეს ჰიტლერის გენის ხალხი ნაკლებად მხიბლავს. თუ გერმანია არა მაშინ ლონდონი, რადგანაც სწავლის დონეც მოგეხსენება და თანაც ჩემი საყვარელი ადგილია. ჩემი ყველაზე საყვარელი! - თქვა ეს ანამ და ფანჯარაში გაიხედა, ღრმად ჩააშტერდა ქუჩას. - სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ და პლიუს ამას მაღალ განათლებასაც მივიღებდი. და საბოლოოდ თუ არც გერმანია და არც ლონდონი, მაშინ ამერიკა, რადგანაც კარგი განათლებაცაა და ხალხიც თბილი და მხიარული, მაგრამ საზღვაგარეთი ყველაფერთან ერთად გამართლებაზეცაა, ვნახოთ სად ვიქნები ბოლოს და საით წავა ჩემი გზა, ვნახოთ ბოლოს რა იქნება... - ამოოხვირთ დაამთავარა ანამ.
-ანა, მე მესმის შენი, თანაც იმაზე მეტად ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია დამიჯერე. ძალიან კარგად მესმის შენი, შენი შინაგანი სამყაროსი, ბუნების, ყველაფრის, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც ის უნდა აკეთო, რაც შენი ოცნება, ფიქრი, ნატვრა და მიზანია. შეიძლება შენ აირჩიო მოსამართლის ან პრეზიდენტის მომავალი, მაგრამ იმდენი ვერ გააეთო, რამდენსაც გეგმავდი და იმედები გაგიცრუვდეს შენც და გაუცრუო სხვებსაც. აზეიმე სამართალი შენი საქმით, დაეხმარე ქვეყანას შენი საყვარელი პროფესიით და დამიჯერე ასე უფრო მეტს გააკეთებ სამართლიანობისთვისაც და ქვეყნისთვისაც, იმ საქმით რაც გულით გინდა, ვიდრე იმ პროფესიით, რაც შენი ოცნება არასოდეს ყოფილა. გააკეთე ისეთი გადაცემები და რეპორტაჟები რაც პირდაპირ სამართლიანობის აღდგენას და ქვეყნის დახმარებას ეხება და დამიჯერე ასე უფრო ბევრს გააკეთებს შენი მხრიდან. შენი ოცნება ჟურნალისტობა იყო ხო?
-კი.
-მერე რაგინდა აუხდენელ ოცნებად დაგრჩეს?
ანამ მოწყენით დახარა თვალები ძირს.
ბევრი ისაუბრეს. ცხრა ხდებოდა ნიკამ საათს რომ დახედა და ანას უთხრა:
-მგონი პირველ გაკვეთილზე გაგვიანდება.
-არ მაგვიანდება.
-9-ს 5 წუთი აკლია უკვე.
-არ გაინტერესებს ჩემს საყვარელ კაფეს როგორ მოვაგენი?
-ძალიან.
-ჩემი სკოლის გადმოსწვრივ იყო და ერდღესაც უბრალოდ შემოვიარე.
ნიკას ჩაეღიმა.
ანა სკამიდან წამოდგა, ნიკამ კი მისი დიდი და დაკუნთული მკლავებით ტანზე მოსაცმელი თავისივე ხელით შემოახვია და მისი სკამი მაგიდისკენ მისწია. გასასვლელში კარები გაუღო.
ღმერთო ისე აგიჟებდა ეს ანას...ისე..ისე...
ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ კაფესთან ნიკამ რომ ჩუმად და შეპარვით ჰკითხა, შიშნარევი ხმით:
-შეიძლება დაგირეკო ხოლმე? - პასუხის მოლოდინში გული უსკდებოდა.
-კი.- მოკლედ უპასუხა ანამ და წავიდა.
ნიკა ყველაზე ბედნიერი იყო იმ დღეს. თავადაც არ ეჯერა ეს ყოველივე.

***
საღამოს 9 საათი იყო ანას ტელეფონზე ზარი რომ გაისმა.
-გისმენ ნიკა.
-ძალიან გთხოვ....შენს სადარბაზოსთან გამოდი.
-ანა სასწრაფოთ აივანზე გავარდა თავქუდმოგლეჯილი და გადაიხედა. ნიკა იქ იდგა, მის სადარბაზოსთან. მობილური გაუთიშა. ნიკა ნერვიულობით რამის მოკვდა. იფიქრა, რომ არასწორად მოიქა, რომ ეს ნამეტანი იყო და სახლთან არ უნდა მიეკითხა, იფიქრა ალბათ ძალიან გაბრაზდა და ამიტომ გაუთიშა ტელეფონი, მაგრამ ამ ფიქრებში ანაც საინახა კიბეებზე რომ ჩამორბოდა.
-ნიკააააააააააა, ჩემს სახლს როგორ მოაგენი? უეჭველი ფეისბუქზე მაქვს მითითებული ეგეც დილით როგორ გითხარი და დილიდანვე გამომყევი სარბენ ბილიკზეც ხომ? აბა იქ ისე მალე როგორ აღმოჩნდებოდი?!
-ანა, სკოლაში რომ წახვდი გამოგყევი, იქ გელოდებოდი და სკოლიდან რომ გამოხედი კიდევ გამოგყევი და ასე გავიგე შენი სადარბაზოც. ხომ კარგად ხარ?
-კი, ნიკა. შენც ხომ კარგად ხარ?
-უზომოდ ბედნიერი ვარ.
უცებ მანქანისკენ წავიდა და იქიდან ჩისქეიქის უზარმაზარი ორსართულიანი ტორტი გადმოიღო, ანას ხელებში შეაჩეჩა, უბრალოდ ეს მინდოდა მომეცა და გემრიელად მიირთვიო დაუბარა. ლოყაზე აკოცა და წავიდა. ანა იდგა უზომოდ ბედნიერი და გაურვეველი სახით. ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა. გუშინ ხომ არაფერი არ იყო და დღეს უცებ მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე თავდაყირა დადგა და აირია. იდგა ტორტით ხელში გაშეშებული და უსაზღვროდ იღიმოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent