შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 6)

16-10-2015, 23:42
ავტორი chica sol
ნანახია 4 459

-ცოტნე-
მთელი ძალით შენგრეული საავადმყოფოს კარი, ძრიალით მიასკდა კედელს. კარში ცოტნე შემოვარდა შეშლილი სახით. ისიც კი აღარ ახსოვდა, ჯონისთან ლაპარაკის შემდეგ, როგორ გამოვარდა სახლიდან და აქამდე როგორ მოვიდა. თავში მხოლოდ თიკოს სახელი უტრიალებდა. მეორე სართულამდე ასასვლელი კიბეები სირბილით აიარა და ჰოლში ჯონი დაინახა, რომელიც ნერვიიულად აქეთ-იქით დადიოდა.
-ჯონი, რა მოხდა?-საყელოში ხელები ჩაავლო ცოტნემ და შეანჯღრია.- სად არის?-თვალები უელავდა.
-დაწყნარდი ცოტნე... ოპერაციას უკეთებენ. უნდა დაველოდოთ... -მხარზე მოუხერხებლად დაუტყაპუნა ხელი ჯონიმ.
-ვინ იყო? ვინ დაეჯახა? სად მოხდა ავარია?- ვერ ცხრებოდა ცოტნე. -თიკოს რამე რომ მოუვიდეს...
-ვიცი ძმაო, ვიცი...-გააწყვეტინა ჯონიმ.- დაველოდოთ ... ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი... ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
ცოტნეს ტელეფონი აწკრიალდა. ლილი რეკავდა. ცოტნე მოშორდა ჯონის და ტელეფონს უპასუხა.
ნახევარ საათში საავადმყოფოში ლილიც გამოჩნდა. განადგურებული სახით მოაბიჯებდა საავადმყოფოს დერეფანში. ცოტნე ფეხზე ადგა და ლილის გადაეხვია. მისი სითბო რომ იგრძნო დედად შერაცხულმა აღმძრდელმა, მაშინვე ქვითინი აუვარდა. ცოტნე თმაზე ეფერებოდა მტირალ ქალს და თან აწყნარებდა.
-სადაა ჩემი გოგო, რა სჭირს მითხარი .-თვალებში ჩახედა ლილიმ ცოტნეს.
-არ ვიცი ლილიკო, ოპერაცია მიმდინარეობს ისევ...
-ღმერთო, გვიშველე, ღმერთო გადაგვარჩინე...-ისევ ატირდა ცოტნეს მკერდს აკრული ქალი.

რამდენიმე საათში, ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. თიკო რეანიმაციაში გადაიყვანეს და ცოტნეს მოახსენეს რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკული იყო.
ლილი დატოვეს ჰოლში, ყავა მიუტანეს და თავად ცოტნე და ჯონი საავადმყოფოს კაფეში ჩავიდნენ სასაუბროდ. ცოტნემ 2 მაგარი ყავის შეკვეთა მისცა და მაგიდას მიუსხდნენ.
-მითხარი ყველაფერი ჯონი. რა და როგორ მოხდა?
-რა გითხრა ცოტნე? ლამროს სახლთან რომ მივედი, გზაზე უკვე სასწრაფო დამხვდა. ჩემს მისვლამდე მოხდა ყველაფერი. არ ვიცი რა და როგორ მიხდა, მაგრამ ვიპოვი ცოტნე.-პირობა მისცა მეგობარს.
-ანუ ვინც დაეჯახა...-სიტყვის დამთავრებას ვერ ახერხებდა ცოტნე.
-გაიქცა.-თავის დაკვრით დაეთანხმა ბიჭი.
-უნდა ვიპოვოთ.-მაგიდას მუშტი დაჰკრა განრისხებულმა ცოტნემ. დღე და ღამეს გავასწორებ, ვიპოვი და გულს ამოვაცლი იმ ნაბი*ვარს, ამის დე**ც... თიკო რომ ვერ გამოძვრეს, ჩათვალოს, რომ უკვე მკვდარია. წადი ჯონი, ყველაფერი გააკეთე სწორი თუ არასწორი გზით და (მ)იპოვე. ქუჩის კამერები გადაიღებდა ყველაფერს. მოკლედ, შენ უკეთ იცი შენი საქმის.
-კარგი. ახლა წავალ და რამე თუ დაგჭირდება დამირეკე. ერთ ბიჭს გამოვგზავნი და აქ დარჩება.
-ჯონი ლილიც წაიყვანე სახლში. ცოდოა, დაიღალა ნერვიულობით. უთხარი,არ გაჯიუტდეს, ცოტნემ დამაბარა შენი წაყვანაო. - რადგან იცოდა ქალის ხასიათი, წინასწრ შეუთვალა მძრუნველ ძიძას.-ცოტა ხანს აქ დავრჩები.

-განგა-
დილის 7 საათი იყო, გონს რომ მოვედი. საწოლში ვიწექი მხოლოდ საცვლების ამარა. ტანსაცმელი ალბათ ლადომ გამხადა, მაგრამ ეს ახლა უკანასკნელი იყო რაზეც ვიდარდებდი.
წამოვდექი. ყველაფერი მტკიოდა. ბუნდოვნად მახსოვდა რაც გუშინ მოხდა, გონება დავძაბე. სიზმარი იყო თუ ცხადი? ჩემს ჭუჭყიან სხეულს რომ შევხედე, რომელსაც ახალი სილურჯეები და ნაკაწრები ამშვენებდა, ცხადი იყო, არანაირი სიზმარი არ არსებობდა. ყველაფერი ცხადში მოხდა...
ასე საცვლების ამარა იატაკზე ჩავჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე... „ჩვენ ის მოვკალით... შემეძლო, მაგრამ ვერ დავეხმარე... ეს ცოდვა როგორ ვატარო? ამით დამძიმებულმა, როგორ ვიარო? როგორ ვიცოცხლო?
-აქამდე სად იყავი ბიჭო, რომ გირეკავდი?-ლადოს ხმა მოესმა და კარის მიჯახუნების ხმაც გაივიგე.
-მეძინა შეჩ**ა სად ვიქნებოდი? რას ამიფეთქე ტელეფონი რა მოხდა?-ვატოს ხმა ამოვიცანი. სასწრაფოდ ხალათი შემოვიცვი და ფეხაკრეფით მივედი კიბეებთან. მოაჯირს დავეყრდენი და ქვევით მოსაუბრეებს ყური დავუგდე.
-ბიჭო, ტრუპი ავიკიდე გუშინ. მაგარ შარში ვარ რა.-ლადო აღელლვებული ცქმუტავდა სკამზე.
-რას ამბობ ტო რა ტრუპი. სად?- თვალები გაუფართოვდა ვატოს.
-ბიჭო, განგა წამოვიყვანე დედამისისგან. გვიან იყო და იმ გოგომ უცებ გადმოირბინა რა გზაზე. ვერ დავინახე ტო...
-მერე ბიჭო?
-რა მერე? ჩავაგდე განგა მანქანაში და წამოვედით.უეჭველი მკვდარი იყო. ვერ ავიკიდებ ახლა ამხელა ამბავს. უნდა ჩავფარცხოთ რა...-მესმოდა როგორ გულგრილად ლაპარაკობდა ამ ამბავზე ლადო. ყველაფერი მოუყვა და ბოლოს მითითებები მისცა. უნდა წაშლილიყო ყველა ვიდეო მასალა, სადაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო ავარია და თან რაც შეიძლებოდა სწრაფად.
გული სიძულვილით მევსებოდა, ამ ყველაფერს რომ ვისმენდი და არაფერს ვაკეთებდი. ჩემი თავი მეზიზღებოდა, ისევ აქ დარჩენას რომ ვაპირებდი... მძულდა ცხოვრება იმიტომ, რომ ასეთი მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის.
ოთახში შევბრუნდი. ხალათი გავიხადე და საწოლში შევწექი. ესე იგი გოგონა ვერ გადარჩა. ცრემლებმა მხედველობა დამიბინდა. ჩემი ბრალი იყო მისი სიკვდილი. გარეთ არ უნდა გავსულიყავი. ლადოსთვის უნდა დამეჯერებინა. მთელი ცხოვრება ამხელა დარდი როგორ ვატარო? ასეთი ცოდვით როგორ ვისუნთქო? მისი სიკვდილი ჩემს კისერზეა, რაც იმას ნიშნავს რომ ბედნიერების უფლება სამუდამოდ წამერთვა. ჩემი მომავალი უკვე გადაწყვეტილი იყო...
ვიცოცხლები, მკვდარი... ვიქნები, ცოცხალი მკვდარი, ზომბი, რომელიც მხოლოდ ბრძანებენს შეასრულებს.
მე ბედნიერების უფლება დავკარგე...
ვინ იყო ის საბრალო? მისი ულამაზესი სახე არ მავიწყდებოდა. ძალიან ახალგაზრდა იყო, ცხოვრება კიდევ წინ ჰქონდა... ცხოვრება რომელიც ჩემი წყალობით დაკარგა...
ამისთვის უნდა დავისაჯო...

ლადო ოთახში შემოვიდა და დამხედა.
-ადექი და ბარგი ჩაალაგე, წყნეთში მივდივართ.-მიბრძანა.
უხმოდ ავდექი, მის წინ საცვლების ამარა მივედი კარადასთან, არ მაინტერესებდა მიყურებდა თუ არა, არ მაინტერესებდა რას დამიშავებდა...მაისური და შარვალი გამოვიღე, ასევე აბანოს ტილო და აბაზანაში შევედი.
ცხელმა შხაპმა შედარებით დამაწყნარა. ჩაცმული გამოვედი აბაზანიდან. ლადო ოთახში აღარ იყო. მისი ჩალაგებული ჩემოდანი კართან იდო. ფენი ჩავრთე და თმა გავიშრე. ჩემოდანი ავიღე და თბილი თანსაცმელი ჩავალაგე.
ნახევარ საათში უკვე მანქანაში ვისხედით და ჭყნეთში მიმავარ გზას მივუყვებოდით. ჩაჯდომამდე მანქანა შევათვალიერე. წინა ნაწილი ოდნავ დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ ამას დაკვირვების შემდეგ თუ შეამჩნევდა კაცი.
ლადომ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ დააჩერა. ძალიან ლამაზი იყო აქაურობა. სახლს ხშირი ხეთა რიგი აკრავდა ირგვლივ და საკმაოდ მოშორებული იყო სხვა სახლებისგან. ერთი კვირით ადრე რომ მენახა ეს სახლი, სიხარულისგან გავგიჯდებოდი. ახლა კი მხოლოდ გულგრილად შევათვალიერე. აღარაფერი მახარებდა. არაფერი მახალისებდა. თითქოს ყველაფერი სულ ერთი გახდა ჩემთვის. აზრი აღარ ჰქონდა სად მიმიყვანდა ლადო, ამ საოცარ სახლში, თუ სადმე ქოხში. ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში ჩანდა ჩემთვის. არც ვიყავი მეტის ღირსი...
ლადომ კარი გააღო და ბარგი შეიტანა. თვალით მანიშნა შედიო და მეც შევედი. სახლიც შიგნიდან საოცარი სანახავი იყო. პირველი რაც თვალში მომხვდა, ბუხარი იყო. სამზარეულო არაჩვეულებდივად იყო მოწყობილი. მისაღებში ტყავის დივან-კრესლოთი, დიდი, მოჩუქურთმებული მაგიდით და სხვადასხვა ძველი ნივთებით იყო გაწყობილი, რომელიც საოცარ მყუდროებას ქმდიდა. მეორე სართულზე ხვეული კიბით ავედი. კიბე მისაღებში ავიოდა, რომელიც პირველი სართულისგან განსხვავებით თანამედროვედ იყო მოწყობილი. მისაღებიდა კი რამდენიმე საძინებელი ოთახის კარი მოჩანდა. მეორე სართულს მთელ სიგრძეზე აივანი ეკრა. აივანზე გავედი. საკმაოდ ფართო იყო და ხის დაწნული სკამებით და მაგიდით იყო მოწყობილი. აივნის ბოლოში იყო კარი, სადაც ძველი აბანო აღმოვაჩინე.
ლადოც შემოვიდა სახლში და ოთახზე მიმითითა სადაც ჩვენი ბარგი უკვე შეუტანია.
-ის იქნება ჩვენი ოთახი.-ყველაზე დიდი ოთახისკენ მიმითითა.-მშია.
უხმოდ ჩავედი პირველ სართულზე და ჩვენი მოტანილი პროდუქტების მაცივარში შეწყობა დავიწყე.

-ცოტნე-
-რა გაარკვიე?-გაღიზიანებული ხმით უპასუხა ჯონის ტელეფონზე ცოტნემ.
-ყველაფერი ცოტნე. სად შევხვდეთ?-მოისმა ჯონის ხმა.
–აქვე ახლოს. დიდხანს ვერ გამოვალ. ლილი 10 წუთში აქ იქნება და შემიძლია გამოვიდე.
-კარგი. საავადმყოფოსთან ახლოს სკვერი რომაა, იქ შევხვდეთ მაშინ.
-კარგი. მანამდე ექიმს დაველაპარაკები. კაბინეტში მელოდება.-თქვა ცოტნემ და ყურმილი დაკიდა. ექიმის კაბინეტის კარზე მიაკაკუნა და შევიდა.
-აქ დაბრძანდით, ბატონო ცოტნე.-სკამზე მიუთითა თიკოს მკურნალმა ექიმმა და ცოტნეც ჩამოჯდა. -დიდ დროს არ წაგართმევთ და სათქმელს პირდაპირ გეტყვით. თქვენი და კომაშია.
-რა? -ცოტნე ფეთიანივით ფეხზე წამოხტა. თუმცა მალევე მოთოკა თავი და სკამს დაუბრუნდა.
-დაწყნარდით და მომისმინეთ.-განაგრძო ექიმმა.- ძალიან ვმწუხვარ. სიმართლე გითხრათ ამას ველოდით, რადგან გოგონამ უამრავი დაზიანება მიიღო ავარიის დროს. თავის ტრამვის გამო განვითარდა აპოპლექსიური კომა. ეს ტვინში სისხლის ჩაქცევის დროს ვითარდება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც ყველაფერს ვიღონებთ, რომ პაციენტი გონს მოვიდეს. თუმცა თქვენ იცით, რომ კომა, შეიძლება ერთ კვირას, ან ერთ თვეს, ან შეიძლება ერთ წელსაც გაგრძელდეს. ახლა ძლიერი უნდა იყოთ.- მიუგო ექიმმა, როდესაც ცოტნეს განადგურებული სახე დაინახა.-თქვენს დას თქვენი გვერდში დგომა სჭირდება.

ცოტნე უკვე სკვერში იჯდა, როცა ჯონი მოვიდა. თავი ხელებში ჩაერგო და თითქოს არც სუნთქავსო, არ იძვროდა ადგილიდან.
-ცოტნე,- მიმართა მეგონარს ჯონიმ და მხარზე ხელი დაადო.-თიკო როგორაა?
-ცუდად ჯონი, ცუდად. ექიმს ველაპარაკე, კომაშია და არავინ იცის როდის გამოვა მდგომარეობიდან. -ლაპარაკიც კი უჭირდა ცოტნეს.
-წადი ძმაო დაისვენე. აქ მე დავრჩები. ჩვენ მერე ვილაპარაკოთ.-თანაგრძნობით შეხედა მეგობარს.
-არა. მომიყევი რა გაიგე. ყველაფერი დაწვრილებით მინდა ვიცოდე.
-მოკლეთ, მე რომ დავიწყე ვიდეოების ძებნა, უკვე გვია იყო. ყველა ვიდეო, სადაც შეიძლებოდა ჩაწერილი ყოფილიყო ავარიის შემთხვევა, სადღაც გაქრა. ამით მივხვდი, რომ ვიღაც ისეთი იყო გარეული ავარიაში, ვისაც ამ ყველაფერზე ხელი მიუწვდებოდა. თანაც ასე მალე... მეორე დილით არც ერთი კამერის გადაღებული ვიდეო მასალა აღარ არსებობდა. ხოდა დახმარებისთვის ბაჩანას დავურეკე რა...
-ვინ ბაჩანა?-წარბშეკრული და დაძაბული უსმენდა ცოტნე.
-ჩემი ბავშვობის მეგობარია, გაგაცანი შენც ადრე. აი რაჭაშიც რომ ამომყვა წინა წელს შენთან.
-ხო გამახსენდა მერე?
-მერე ეგ ხომ ჰაკერია და... მოკლედ მიაგნო ყველაფერს და ვიდეოებიც გადმომიგზავნა.
-სახლში წავიდეთ და იქ ვნახოთ. -სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა ცოტნე და წინ გაუძღვა ჯონის.

***

ჩემო ძვირფასებო.
ახალი თავი მოგიტანეთ.
სულმოუთქმელად ველი თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით, თქვენი მარიამი.

№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ეს თავი მომეწონა ძალიან... იმედია ლადოს ყველაფრიათვია მიეზღვევა და განგაც ეღირსება ბედნიერებას... წინ დიდი ამბავი გველოდება და მე ახალ და უფრო დიდ თავს ველოდები მოუთმენლად... ძალიან მაჰარი ისტორიაა...

№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უფრო და უფრო იძაბება ვითარება,ველი კვანძის გახსნას,ეს ვატო ტიკოს შეყვარებულია ხოო? საინტერესოა თუ იცის მისი შეყვარებული,როა ლადოს მსხვერპლი

№3  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
აი ეს თავი მომეწონა ძალიან... იმედია ლადოს ყველაფრიათვია მიეზღვევა და განგაც ეღირსება ბედნიერებას... წინ დიდი ამბავი გველოდება და მე ახალ და უფრო დიდ თავს ველოდები მოუთმენლად... ძალიან მაჰარი ისტორიაა...

დიდი მადლობა ჩემო კარგო love
გამახარე შეფასებით love

ლორელაი
უფრო და უფრო იძაბება ვითარება,ველი კვანძის გახსნას,ეს ვატო ტიკოს შეყვარებულია ხოო? საინტერესოა თუ იცის მისი შეყვარებული,როა ლადოს მსხვერპლი

ეს ამბავი შემდეგ თავებში გამოჩნდება ჩემო კარგო.
მაგარებთ ძალიან, რომ კითხულობთ და მით უმეტეს, რომ გამოთქვამთ თქვენს აზრს. love

№4  offline მოდერი chica sol

Zuma
Bravoooo Mariam

დიდი მადლობა love
გამახარე სასწაულად love

№5  offline წევრი gabun1a

ეეე რა ძააან მაგარი ეპიზოდი იყოო, არა რა მარიამ შენი ფანი ვარ :)) არ მეგონა ესე თუ განვითარდებოდა მოვლენები ძაან მომეწონა, უბრალოდ 2 შენიშვნა :დ ტილო, და კრესლო ქართული არაა :დ აი ამეებს მიაქციე ყურადღება და სუპერ გოგო ხარ :დ

№6  offline წევრი marisa

დამასწრეს ვატოს ამბავზე და არ მინდა, რომ გამართლდეს. რამდენი ჩემ ძმას ვინმეზე გავეღადავე, მოვატყუე და ვანახე ის, ვინც მართლა მომწონდა, ყველა დაიწუნა და მომიშალა ნერვები. ნუ, პრინციპში, მაგას ვინ კითხავს, მაგრამ მაინც.. :დდ ბაჩანა მიყვარს! მიაწვდინეთ ხმა, იქნებ დავევასო! მე მგონი, ცოტნე უფრო უშველის განგას, მაგრამ ამ პათოლოგი ქმრის ხელში როგორ მოახერხებს, არ ვიცი. ძალიან მარტივია ასე ადამიანის დამორჩილება და მართლა მყარი ფსიქიკა, ძლიერი ძალები გჭირდება, რომ ამას მოერიო.
მაპატიე, რომ უყურადღებობას გამოვიჩინე. ძალიან დიდი მადლობა წინა კომენტარისთვის და კეთილი სურვილებისთვის <3 ავარიისა და ოპერაციების შემდეგ ყველაფერი კარგად დასრულდა, საბედნიეროდ <3

№7  offline მოდერი chica sol

gabun1a
ეეე რა ძააან მაგარი ეპიზოდი იყოო, არა რა მარიამ შენი ფანი ვარ :)) არ მეგონა ესე თუ განვითარდებოდა მოვლენები ძაან მომეწონა, უბრალოდ 2 შენიშვნა :დ ტილო, და კრესლო ქართული არაა :დ აი ამეებს მიაქციე ყურადღება და სუპერ გოგო ხარ :დ

როგორ გამაკვირვა შენმა კომენტარმა...
დიდი მადლობა ჩემო კარგო...
გავითვალისწინებ აუცილებლად

marisa
დამასწრეს ვატოს ამბავზე და არ მინდა, რომ გამართლდეს. რამდენი ჩემ ძმას ვინმეზე გავეღადავე, მოვატყუე და ვანახე ის, ვინც მართლა მომწონდა, ყველა დაიწუნა და მომიშალა ნერვები. ნუ, პრინციპში, მაგას ვინ კითხავს, მაგრამ მაინც.. :დდ ბაჩანა მიყვარს! მიაწვდინეთ ხმა, იქნებ დავევასო! მე მგონი, ცოტნე უფრო უშველის განგას, მაგრამ ამ პათოლოგი ქმრის ხელში როგორ მოახერხებს, არ ვიცი. ძალიან მარტივია ასე ადამიანის დამორჩილება და მართლა მყარი ფსიქიკა, ძლიერი ძალები გჭირდება, რომ ამას მოერიო.
მაპატიე, რომ უყურადღებობას გამოვიჩინე. ძალიან დიდი მადლობა წინა კომენტარისთვის და კეთილი სურვილებისთვის <3 ავარიისა და ოპერაციების შემდეგ ყველაფერი კარგად დასრულდა, საბედნიეროდ <3

ვაიმე, ჩემო გოგო love
რა კარგი ხარ, რა ამომწურავი... უუF, ვგიჟდები შენზე.
ბაჩანა? ასე ორ სიტყვაში? კოორდინატებს გეტყვი გინდა? wink
ოხ ეს ძმები... როგორ გვაწვალებენ.
მიხარია შენი ახლობლის ამბავი ჩემი კარგო...
მოკლედ, ძალიან საყვარელი ხარ love

№8  offline წევრი kora

მარიამ, საოცარი თავი იყო, გავგიჟდი ისე მომეწონა. ვინერვიულე სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, მაგრამ ბოლოს შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ვიდეო ჩანაწერების მოპოვება შეძლეს. იმედია მალე მიუზღვავენ საკადრისს მაგ არაადამიან და უნამუსო ლადოს!
--------------------
kira.G

№9  offline მოდერი chica sol

kora
მარიამ, საოცარი თავი იყო, გავგიჟდი ისე მომეწონა. ვინერვიულე სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, მაგრამ ბოლოს შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ვიდეო ჩანაწერების მოპოვება შეძლეს. იმედია მალე მიუზღვავენ საკადრისს მაგ არაადამიან და უნამუსო ლადოს!

ჩემი კორა love
გამახარე შენ მე... მიხარია რომ მოგეწონა. ყველა თავისას მიიღებს. აბა ისე როგორ?
მადლობა, რომ კითხულობ love

№10 სტუმარი elene

me ici ras vfiqrob!
ganga etyvis,tu ginda ro cixeshi ar davalpobino sheni tavi gamishvio da chemebsac tavi daanebeo.
verafers daushavebs lado,imito ro tavis mokvlaze emuqreboda mshobels mogiklav ro gabedoo... xoda,ise ashantajos gamoashvebinos tavi.
magram,axla imaze vfiqrob es cotne vis dakargvia :dd cotne da ganga ertad iqnebian,magram rogor???

№11  offline მოდერი chica sol

elene

ოოო, ამას შემფეგ თავებში გეტყვით საწვარელო, აქ ვერ დავწერ თორემ ჩამეშლება ისტორია wink
დიდი მადლობა რომ კითხულობ. love

№12  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე .... ძალიან მეცოდება განგა რა დააშავა ასეთი
..
და ცოტნეც, ამ საზიზღარი ლადოს გამო ისჯება თიკოც. უფ გავბრაზდი...
ველოდები შემხეგს ჩემო გოგო <3 მიყვარხარ

№13  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე .... ძალიან მეცოდება განგა რა დააშავა ასეთი
..
და ცოტნეც, ამ საზიზღარი ლადოს გამო ისჯება თიკოც. უფ გავბრაზდი...
ველოდები შემხეგს ჩემო გოგო <3 მიყვარხარ

chemi tojinac mosula.
rogor miyvarxar me shen rom icode❤

№14  offline მოდერი nicol

მარიკუნა ისტორია გუშინვე წავიკითხე, მაგრამ კომენტარისთვის ახლა მოვიცალე...
რომ მიყვარს შენი ისტორიები იცი უკვე... ვილაპარაკეთ ამაზე გუშინ ჩვენ...
სასწაული გოგო რომ ხარ ეგეც იცი და რომ მიყვარხარ ძალიან. ♥♥♥
ჩემი მხიარული მარიკუნა ხარ შენ ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№15  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა ისტორია გუშინვე წავიკითხე, მაგრამ კომენტარისთვის ახლა მოვიცალე...
რომ მიყვარს შენი ისტორიები იცი უკვე... ვილაპარაკეთ ამაზე გუშინ ჩვენ...
სასწაული გოგო რომ ხარ ეგეც იცი და რომ მიყვარხარ ძალიან. ♥♥♥
ჩემი მხიარული მარიკუნა ხარ შენ ♥♥♥

ჩემი უუუუსაყვარლესი გოგო ხარ შენ. love
მე რომ ენა დამებმება და სიტყვები არ მეყოფა, ესე იგი რაგაც ძალიან კარგადაა საქმე...
აი ასე კარგად ვგრძნობ თავს, როცა შენ ხარ ჩემს გვერდით...
ძალიან მიყვარხარ love

№16  offline წევრი vikipiki.

მარიკუნა სწავლის გამოო ვეღარ ვწერ კომენტარებსს..ძალიან კარგი ხარრ იციი ეს შენ ბევრჯერ მითქვამს და არა მარტო მეე..ყველა გეუბნება.. ვეღარრ გადავიტან ამათ ასე ყოფნას უშველე რამეე :(:((:( ♥ გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥

№17  offline მოდერი chica sol

ჩემო გოგო❤მიხარია რომ მაინც ახერხებ და ასე მახარებ შენი შეფასებით.
უყვარხარ მარის

№18  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
ჩემო გოგო❤მიხარია რომ მაინც ახერხებ და ასე მახარებ შენი შეფასებით.
უყვარხარ მარის

ვიკასაც უყვარხარრ ♥♥♥

№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორი რთულია განგასთვის ეს ყველაფერი :(( რა მარტივია ლადოსთვის...
და მართლა როგორ გადააჯაჭვა ერთმანეთს ეს ორი წყვილი... თიკო, რომ ვატოს ხვდება, იმ დამპალი ლადოს ძმაკაცს.. ისიც იმნაირი იქნება და სწორადაც იქცევა რომ უშლის ვატოსთან შეხვედრას ცოტნე, მაგრამ ვინ უსმენს :(
მართლა კარგად წერ ძალიან.
შენიშვნები მექნება უბრალოდ.
იქ... წყნეთის სახლის აღწერას რომ იწყებ.
ისე გულგრილად ვუყურებდიო, მაგრამ აღტაცებით კი აღწერს სად რა არის და დაწვრილებით.
გულგრილად უნდა ჩაევლო მაშინ ყველაფრისთვის და ეს აღწერა გამოგეტოვებინა. ასე უფრო რეალურად დამარწმუნებდი განგას მდგომარეობას, თუმცა არც ეს იყო ცუდი love ძალიან კარგი ხარ და უკვე მიყვარხარ მმმმ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№20  offline მოდერი chica sol

ErckeMydass25

ეს აღწერა მკითხველისთვისაა და არა განგას ემოციების გადმოსაცემად... რა ვიცი ჩემო კარგო მაინც მიღებულია შენიშვნა❤❤❤❤

№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუალუსავს <3 უბრალოდ პირველ პირში, რომ წერ გაბრაზებული, იმედდაკარგული და უკვე თითქმის მკვდარი ადამიანი, ყველაფერი რომ ეზიზღება, სახლის აღწერასაც არ მიაქცევდა ყურადღებას. კი გავიგე რის თქმაც გინდა, მაგრამ სხვაგვარადაც შეიძლებოდა :D უფრო ზერელედ, რომ მისი დამოკიდებულება გამოჩენილიყო სახლისადმი.
ისე ჩანდა, თითქოს მოეწონა რა, ხომ ხვდები... საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ისე აღწერა თვალები ზედ დარჩა - ასეთი შთაბეჭდილება მქონდა.
არ გეწყინოს არ გადამრიო :D <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent