შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? (თავი 5)


15-10-2015, 23:27
ავტორი chica sol
ნანახია 4 863

-განგა-
-გააჩერე... ღმერთო... გააჩერე... გააჩერე...-ვკიოდი გაუჩერებლად, შოკში ჩავვარდი.
მანქანა გაჩერდა თუ არა სასწრაფოდ გადავედი და უკვე საკმაოდ დაშორებულ, მიწაზე გართხმული სხეულისკენ გავვარდი. დაახლოებით ხუთი ნაბიჯის მოშორებით გავჩერდი და პირზე ხელები ავიფარე, ხმამაღლა რომ არ მეკივლა.
-განგა, აქ მოდი.-ისევ მანქანასთან მდგარი ლადოს ხმა მესმოდა.
მიწაზე გაწოლილ სხეულს მივუახლოვდი და ტირილით ჩავიმუხლე. გოგონა იყო. სახეზე თმა ეფინა. გადავუწიე... ბნელოდა, თუმცა დავინახე... ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი.სახეზე არაფერი სჭირდა, თუმცა მიწის ის ნაწილი სისხლით ისვრებოდა, სადაც გოგონას თავი ედო.
-განგა, არ შეეხო- ისევ შორიდან მიყვიროდა ლადო, მაგრამ ვერაფერს აღვიქვამდი.
-გთხოვ, არ მოკვდე... გევედრები... იცოცხლე, გთხოვ...- ვევედრებოდი და სახეზე ვეფერებოდი. ხელი ყელზე მივადე. მისი პულსი ვიგრძენი. -ცოცხალია. სასწრაფში დარეკე. ლადო, სასწრაფოში დარეკე. - ვკიოდი გამალებული. ლადოს გავხედე რომელიც ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა.-გთხოვ, გთხოვ არ მოკვდე...-თავზე სახეზე ხელებს გაუაზრებლად ვუსმამდი, ხელები სისხლით დამესვარა.
ლადომ ხელი ჩამავლო, ფეხზე ამაყენა და მანქანასთან გამათრია. ვკიოდი, ვევედრებოდი, მაგრამ ვერაფერს ვასმენდი. კარი გააღო და მანქანაში ჩამტენა. ღვედი გადამიჭირა და კარი ძლიერად მომიჯახუნა. რას აკეთებდა ვერ ვხვდებოდი. მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა.
-რას აკეთებ?-ვუკივლე გაოგნებულმა.
-სახლში მიმყავხარ. ნუ კივიხარ. -მითხრა დაძაბული ხმით.
-რა სახლში გაგიჟდი? ამ წუთას გოგონა ლამის მოვკალით...- ღვედს ვეცი და მოვიხსენი. კარი გავაღე გადასასვლელად, მაგრამ ლადომ ხელი წამავლო და თავისკენ მიმაბრუნა.
-ღვედი შეიკარი ახლავე. - ჩემსკენ გადმოიხარა და კარი ისევ მომიხურა. წამში ღვედი ისევ გადამიჭირა და მანქანა ადგილს მოწყდა.
-გაჩერდი, გაჩერდი... ლადო გევედრები... მოკვდება... ასე არ დავტოვოთ, გთხოვ,- ხმამაღლა მოვთქვამდი... ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა...
გაუაზრებლად, ღვედი ისევ შევიხსენი კარს ვეცი, გავაღე და სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადავხტი. ვიგრძენი ლადოს ხელი. სანამ გადავხტებოდი, მაგრამ ჩემი დაჭერა ვერ მოასწრო.
მიწაზე დავვარდი თუ არა რამდენიმე ბრუნი გავაკეთე... ვერ ავხსნი ჩემს ქმედებებს. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი... ან უკვე გავგიჟდი...
მტვერში ამოსვრილმა, თავი ძლივს წამოვწიე. მთელი სხეული მტკიოდა... ფეხებს საერთოდ ვეღარ ვგრძნოდი. რეალობას ვეღარ აღვიქვამდი, თუმცა ინსტიქტურად მაინც ვცადე ადგომა. საბურავების ხმა გავიგე, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. როგორღაც ავითრიე სხეული და ავარიის მიმართულებით გავბანცალდი. „ოღონდ არ მოკვდე... ოღონდ იცოცხლე, გთხოვ“ -მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმე მოვახერხე მხოლოდ. ჩემი გონება მხოლოდ იმ გოგონაზე ფიიქრობდა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა... მე მისი გადარჩენა შემეძლო... უნდა გადამერჩინა...
თუმცა სხეული, ამდენ დატვირთვას ვეღარ უძლებდა... მუხლები მეკეცებოდა... ვიგრძენი უჰაერობა, უძალობა, თავბრუს ხვევა... ვიგრძენი უკანასკნელმა ძალებმა როგორ დატოვა ჩემი სხეული... ბოლოს კი ის მახსოვს, რომ სამყარო ატრიალდა. მიწა მომიახლოვდა და ზედ მთელი სიმწრით ამეკრო.
ვეღარ გავუძელი... თვალები თავისით დამეხუჭა...


-ცოტნე-
საღამოს 9 საათი იყო. ცოტნე ისევ თავის კაბინეტში იჯდა და საქაღალდეებს ახარისხებდა. ძალიან დამღლელი დღის შემდეგ სკამის საზურგეზე გადაწვა და კისერზე ხელი მოისვა. მთელი დღე ლილის ზარს ელოდებოდა, მაგრამ ქალმა არადა არ დარეკა. ვერც თვითონ ნახა დრო გადაერეკა. ალბათ დაავიწყდაო გაიფიქრა. სკამიდან წამოდგა, პიჯაკი მოიცვა და ოფისიდან გავიდა. ავტოსადგომზე თავისი მანქანა მონახა, ჩაჯდა და სახლის გზას გაუყვა.
სახლში დშესულს კართან ლილი რომ არ მოეჯება სიტყვებით „ ჩემი ბიჭი მოვიდაო“- გაუკვირდა და გეზი სამზარეულოსკენ აიღო, სადაც ლილის დამხმარე ეკა და ლილი დახვდნენ.
-საღამო მშვიდობის...- სამზარეულოს ზღურბლზე შედგა ცოტნე. ლილი ზურგით იდგა, მაგრამ ცოტნებ მაინც იგრძნო მისი დაძაბულობა.-რა მოხდა ლილიკო? -მიუახლოვდა და უკნიდან მოეხვია.
-არაფერი ჩემო ბიჭო. -ცოტნესკენ შებრუნდა ქარბატონი ლილი. -არ გშია დედიკო? ახლავე გავახშმებ.- დატრიალდა ქალი.
-ლილი...-ცოტნემ ეჭვის თვალით შეხედა აბუსბუსებულ ქალს. -რა ხდება მითხარი. თიკო სადაა?-ახლა და მოიკითხა ცოტნემ.
-არ მოსულა დედიკო. ახლა შენებურად არ გაგიჯდე. მოვა ალბათ დაქალებთან შემორჩა, რომ იცი რა უყურადღებოა, ისე ეპარება ხოლმე დრო ვერც ამჩნევს.- სასწრაფოდ დაამატა ლილიმ.
-არ დარეკა?- წარბი შეკრა ცოტნემ. რამდენჯერ ვუთხარი, როცა აგვიანებ დარეკე მაინც მეთქი. ეს გოგო სულ წავიდა ხელიდან. -აბობოქრდა ცოტნე.
გაბრაზებული ცოტნეს დანახვაზე ეკა კუთხეში მიიყუჟა. მერე უკაცრავადო ამოიბუთბუტა და სამზარეულოდან კისრის ტეხით გავიდა.
-რას იბღვირები დედიკო? გაუხეთქე ბავშვს გული. -ეკაზე მიანიშნა ლილიმ ცოტნეს.-ახალგაზრდაა თიკო აცადე გაერთოს ცოტა და მოვა...
-გაერთოს მერე ლილი ვუშლი? უბრალოდ დარეკვას ვთხოვ როცა გვიანაა და სახლში მოსვლას აგვიანებს. ზუსტად ვიცი იმ ნაგავთანაა... მას მერე შეიცვალა, რაც იმ ნაბი*ვარს გადაეკიდა.
ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და თიკოს ნომერი აკრიფა. ზარი გადიოდა თუმცა არავინ პასუხობდა. ცოტნე ახლა უფრო ანერვიულდა. საათს გახედა, უკვე თერთმეტი საათი იყო დაწყებული. კიდევ სცადა დარეკვა, მაგრამ ისევ უპასუხოდ დატოვეს ზარი. ახლა სხვა ნომერი აკრიფა. ამჯერად უპასუხეს.
-ჯონი, ჩემს კაბინეტში შემოდი. -უთხრა დაცვის უფროსს და სამზარეულოდან გავიდა.
ლილიმ თვალი გააყოლა ცოტნეს და ლოყაზე ხელი მიიკრა.

ცოტნე დაძაბული მისჯდომოდა მაგიდას და თითებს ნერვიულად ათამაშებდა. კარზე კაკუნი გაისმა და ჯონი შემოვიდა.
-დაჯექი. ხელოთ ანიშნა მეორე სკამზე, რომელიც მაგიდასთან, ცოტნეს მოპირდაპირე მხარეს იდო. ჯონიც მივიდა და ჩამოჯდა.
-მისმინე. ხომ იცი, ძმასავით გიყურებ და ვიცი შენც ასე ხარ ჩემს მიმართ. ვიცი, თიკოსაც ისე უყურებ. როგორც დას. ამიტომ ამ საქმეს მხოლოდ შენ განდობ. მინდა ყველაფერი გაარკვიო თიკო სად დადის. ვის ხვდება... იმ ვატოზე გაარკვიე ყველაფერი. მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე. -აღელვებული ლაპარაკობდა ცოტნე. ვისკის ჭიკას ხელო მოავლო და დარჩენილი სასმელიც გადაჰქრა.
-რა მოხდა? -ჯონიმ წარბი შეკრა.
-საათს შეხედე ბიჭო. მთელი დღეა თიკო გასულია და ჯერ არ მოსულა. ხომ იცი ასე არასოდეს იქცეოდა. ახლა კი არც დაურეკავს. ხომ იცი, არასოდეს ვზღუდავდი, მაგრამ მაშინ ვიცოდი სად იყო და რას აკეთებდა. აგვიანებდა და რეკავდა, რომ არ გვენერვიულა. ახლა ზარებსაც არ პასუხობს. მოძებნე, ძმურად რა... გული ცუდს მიგრძნობს... - სახეზე ხელები ჩამოიხვა.
-მოვძებნი, ძმაო. არ ინერვიულო... -ჯონიმ რამდენიმე ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და კარი გაიხურა.

კიდევ ერთი საათი გავიდა მეს შემდეგ რაც ჯონისთან ილაპარაკა ცოტნემ მაგრამ სიახლე არ იყო. ადგილზე ვერ ისვენებდა ცოტნე. კაბინეტში აქეთ იქით დადიოდა და ყოველ სამ წუთში ერთხელ თიკოს ნომერზე რეკავდა. „იმ ნაბი*ვართანაა’ ფიქრობდა გამალებული. მისი ყოველი ზარი უპასუხოდ რჩებოდა რაც უფრო და უფრო აგიჯებდა.
უკვე სამი იყო დაწყებული, თვითონ თიკომ რომ დარეკა ცოტნესთან.
-თიკო. -ყურმილში ჩასძახა დას ცოტნემ და მთელი ბრაზი სადღაც გაქრა. შვებით ამოისუნთქა.
-ცოტნე, მაპატიე რა... ლამროსთან ვიყავი და ჩამძინებია. უკვე გამოვედი.-სასწრაფოდ მიაყარა თიკომ.
-გოგო, გინდა გამაგიჟო ხომ? მომკალი ნერვიულობით. სად ხარ მითხარი ჯონი მოგაკითხავს.-სახეზე ღიმილი მოჰგვარა თიკოს ხმის გაგომებამ.
-ლამროს სახლთან ვარ ჯერ ისევ. ტაქსით წამოვალ, არ გააღვიძო ჯონი.
-რა გავაღვიძო გოგო, შენს საძებნადაა წამოსული. გადაგვრიე ამდენი ხალხი.და დატუქსა ცოტნემ.
-ვაიმე რას ამბობ? კარგი გზაზე გადავალ და დაველოდები.
-კარგი ახლავე დავურეკავ. გვიანაა ფრთხილად იყავი. -დარიგება მისცა უმცროს დას.
-კარგი. ცოტნე...-სანამ ყურმილს დაკიდებდა სასწრაფოდ ჩასზახა.
-რა იყო?
-ხომ იცი სიგიჟემდე მიყვარხარ. შენზე ძვირფასი არავინ მყავს... ხომ იცი?
-ვიცი ჩემო პატარავ, ვიცი... -საბოლოოდ მოლბა ცოტნე და სახეზე კიდევ ერთხელ გადაეკრა ღიმილი. -მეც სიგიჟემდე მიყვარხარ.-უთხრა და გათიშა.
სასწრაფოდ ჯონისთან გადარეკა და თიკოს ადგილსამყოფერი უთხრა. 10 წუთში იქ ვიქნებიო მოახსენა ჯონიმ და ცოთნეც შვებამოგვრილი ჩაჯდა სავარძელში. დაღლილობამ თავიცი გააკეტე და ცოტნე ძილბურანში გადაეშვა.
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. ჯონი იყო. გულმა რეჩხი უყო...
-ჯონი, რა მოხდა? სად ხართ? -არ იცოდა მიზეზი, მაგრამ ყვირილით ჩასძახა ცურმილში.
-ცოტნე, თიკო...
-რა ბიჭო ხმა ამოიღე...-იღრიალა ცოტნემ და თვალთ დაუბნელდა პასუხი რომ მოისმინა...



***
ჩემო კარგებო...
ახალი თავით მოვედი.
თქვენი აზრი რომ სულ მაინტერესებს და ძალიან რომ მიყვარხართ კი იცით და ახალი რა გითხრათ?
უბრალოდ, თქვენს შეფასებებს ველი... სტიმულს მაძლევთ...
თქვენი მარი



№1  offline წევრი marisa

ოოჰ, კომენტარი წამეშალა. მართლა რას მერჩოდი, თავიდან რომ უნდა დავწერო ისევ. ძალიან შემეხო ეს მე, იმიტომ რომ ჩემ საყვარელ ადამიანს მოუვიდა ავარია და მაშინ მართლა საშინელება გამოვიარეთ :( დარწმუნებული ვარ, ცოტნე ყველაფერს გაარკვევს. ამ შემთხვევაში ლადოს ბრალი იყო, ალბათ, მაგრამ ქვეითებიც აშავებენ ხოლმე. ადამიანს სიცოცხლე რომ მოგბეზრებია და რომ შეუვარდები მანქანას :( მძღოლებს რაღას ერჩიან :(

არ ვიცი, რა გითხრა. ძალიან კარგად წერ და ზუსტად მოგაქვს ემოცია. მე არ გამაჩნია, დიდი კომპეტენცია და ჩემი ბლაყუნი, შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს, მაგრამ არაუშავს. ძალიან ამიჩუყა გული ამ თავმა და ვერ დაგტოვებდი უკომენტაროდ

მართლა რომ ცუდად დამთავრდეს ეა ისტორია, დავიჯერებ, რომ ლადოსნაირები საწადელს ყოველთვის აღწევენ, რაც არ მინდა! ადამიანი, რომელიც სხვაზე ხელს აწევს და დაჩაგრავს, ის მეორედაც იზამს ამას!

 


№2  offline მოდერი chica sol

marisa
ოოჰ, კომენტარი წამეშალა. მართლა რას მერჩოდი, თავიდან რომ უნდა დავწერო ისევ. ძალიან შემეხო ეს მე, იმიტომ რომ ჩემ საყვარელ ადამიანს მოუვიდა ავარია და მაშინ მართლა საშინელება გამოვიარეთ :( დარწმუნებული ვარ, ცოტნე ყველაფერს გაარკვევს. ამ შემთხვევაში ლადოს ბრალი იყო, ალბათ, მაგრამ ქვეითებიც აშავებენ ხოლმე. ადამიანს სიცოცხლე რომ მოგბეზრებია და რომ შეუვარდები მანქანას :( მძღოლებს რაღას ერჩიან :(

არ ვიცი, რა გითხრა. ძალიან კარგად წერ და ზუსტად მოგაქვს ემოცია. მე არ გამაჩნია, დიდი კომპეტენცია და ჩემი ბლაყუნი, შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს, მაგრამ არაუშავს. ძალიან ამიჩუყა გული ამ თავმა და ვერ დაგტოვებდი უკომენტაროდ

მართლა რომ ცუდად დამთავრდეს ეა ისტორია, დავიჯერებ, რომ ლადოსნაირები საწადელს ყოველთვის აღწევენ, რაც არ მინდა! ადამიანი, რომელიც სხვაზე ხელს აწევს და დაჩაგრავს, ის მეორედაც იზამს ამას!

ხან მიდგება პერიოდი რომ ვფიქრობ "ეს ბოლო ისტორიაა აღარ დავწერ"... ეს თავი ამ ხასიათით ავტვირთე. მაგრამ შენ ჩემო მარისა ისეთ სითბოს ასხივებ, სულ დამავიწყდა ყველაფერი.
დიდი მადლობა ამისთვის love
გეთანხმები იმაში რომ ქვეითებიც ბევრს აშავებენ. ვერც ქვეითმა და ვერც მძღოლმა ვერა და ვერ აითვისა მოძრაობის წესები, მით უმეტეს საქართველოში.
მიხარია რომ მოგწონს ისტორია, მიუხედავად იმისა რომ გულის აჩუყებამდე შეგეხო. ამისთვის ბოდიშს გიხდი და იმედი მაქვს შენი ახლობელი კარგად გრძნობს თავს.
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო. love
ვიცი დიდად არ გიყვარს კომენტარების წერა. ამიტომ ორმაგი მადლობა, რომ წაშლილი კომენტარი თავიდან დაწერე... არ დაიზარე და გამახარე...
მიყვარხარ მე შენ love

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე ჩემო გოგოო <3 აი აი ემოციებში ვარ... ველოდები შემდეგს ! მიყვარხარ

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე ჩემო გოგოო <3 აი აი ემოციებში ვარ... ველოდები შემდეგს ! მიყვარხარ

ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ love
უყვარხარ მარის love

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

შოკში ვარ. ასე როგორ დააკავშირე მართლა ერთმანეთთან ეს ორი პიროვნება. ცოტნე და განგა.
საოცრება ხარ.
ისე განგა რა უცნაური სახელია. ქართულია? :დ
თუმცა მე რას ვამბობ, თვითონ ლომია დავარქვი პერსონაჟს :დ მაგრამ მიაინც. ლომია მაინც რაღაც არის და განგა ვერ გავიგე :დ
ვანგა კიდევ ხო...
ლადო ლადო ლადუკა.
მინდა, რომ განგა ბედნიერი იყოს. ან ლადო შეიცვალოს და ასე ნუ იქცევა, ან ცოტნესთან :( არ ვიცი რა. იქამდე ვიცი ბევრი დროა, კიდევ 15 თავზე მეტი მაქვს წასაკითხი, მაგრამ არაჩვეულებრივად წერ და მომწონს.
ნეტავ მე როგორ დავწერ შენ ასაკში :D :D love
ეს ისე.
მაგიჟებს ეს ისტორია.
არ მომწონს მე ჩვენი ლადო.
გამოსწორდეს თორე მოვკლავ!
საზიზღარი მაგი.
განგასკენ ვარ მე :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline მოდერი chica sol

ErckeMydass25
შოკში ვარ. ასე როგორ დააკავშირე მართლა ერთმანეთთან ეს ორი პიროვნება. ცოტნე და განგა.
საოცრება ხარ.
ისე განგა რა უცნაური სახელია. ქართულია? :დ
თუმცა მე რას ვამბობ, თვითონ ლომია დავარქვი პერსონაჟს :დ მაგრამ მიაინც. ლომია მაინც რაღაც არის და განგა ვერ გავიგე :დ
ვანგა კიდევ ხო...
ლადო ლადო ლადუკა.
მინდა, რომ განგა ბედნიერი იყოს. ან ლადო შეიცვალოს და ასე ნუ იქცევა, ან ცოტნესთან :( არ ვიცი რა. იქამდე ვიცი ბევრი დროა, კიდევ 15 თავზე მეტი მაქვს წასაკითხი, მაგრამ არაჩვეულებრივად წერ და მომწონს.
ნეტავ მე როგორ დავწერ შენ ასაკში :D :D love
ეს ისე.
მაგიჟებს ეს ისტორია.
არ მომწონს მე ჩვენი ლადო.
გამოსწორდეს თორე მოვკლავ!
საზიზღარი მაგი.
განგასკენ ვარ მე :(

ეს ასაკის აღნიშვნა მომეწონა:დ ახლა უკვე 80-ის მგონია თავი.:დ
განგა ძალიან უშვიათი სახელია და სხვათაშორის ჩემს ნათესავს გქვია. ლომია? იმედუა ლომივითაა ეს პერსონაჟი:დ
ერთ მხარეს ვართ ჩვენ ჩემო ერკე. ❤❤❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარიამ ზაქარაშვილი
ErckeMydass25
შოკში ვარ. ასე როგორ დააკავშირე მართლა ერთმანეთთან ეს ორი პიროვნება. ცოტნე და განგა.
საოცრება ხარ.
ისე განგა რა უცნაური სახელია. ქართულია? :დ
თუმცა მე რას ვამბობ, თვითონ ლომია დავარქვი პერსონაჟს :დ მაგრამ მიაინც. ლომია მაინც რაღაც არის და განგა ვერ გავიგე :დ
ვანგა კიდევ ხო...
ლადო ლადო ლადუკა.
მინდა, რომ განგა ბედნიერი იყოს. ან ლადო შეიცვალოს და ასე ნუ იქცევა, ან ცოტნესთან :( არ ვიცი რა. იქამდე ვიცი ბევრი დროა, კიდევ 15 თავზე მეტი მაქვს წასაკითხი, მაგრამ არაჩვეულებრივად წერ და მომწონს.
ნეტავ მე როგორ დავწერ შენ ასაკში :D :D love
ეს ისე.
მაგიჟებს ეს ისტორია.
არ მომწონს მე ჩვენი ლადო.
გამოსწორდეს თორე მოვკლავ!
საზიზღარი მაგი.
განგასკენ ვარ მე :(

ეს ასაკის აღნიშვნა მომეწონა:დ ახლა უკვე 80-ის მგონია თავი.:დ
განგა ძალიან უშვიათი სახელია და სხვათაშორის ჩემს ნათესავს გქვია. ლომია? იმედუა ლომივითაა ეს პერსონაჟი:დ
ერთ მხარეს ვართ ჩვენ ჩემო ერკე. ❤❤❤

ოოო 80 ის რატომ ნუ დაიბერე თავი :დდ უბრალოდ წლებს ხომ გამოცდილება მოაქვთ და ნეტავ მე როგორი ვიქნები თქო სამი წლის შემდეგ :დ ამის თქმა მინდოდა :დდდ

შენ კი მმმმ ნიჭიერი ხარ. და ძალიან თან!!!
ჯერ არ არის მთლად ლომივით :D მიწუნებენ პერსონაჟს :დ მაგრამ მალე იქნება ლომი :D
ქართული სახელია განგა?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent