შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 5)


17-10-2015, 00:13
ავტორი lilu7
ნანახია 7 678

გარშემო მიმოვიხედე დაა ჩემი ტყისკენ ტირილით წავედი...
დიდხანს მივდიოდი იმ ადგილისკენ სადაც სულ ვჯდებოდი და მთელ მესტიას გავყურებდი ღმართიდან. იქვე წამოვჯექი და გადათებული მესტიის ყურება დავიწყე. ძალიან ლამაზი იყო... ვუყურებდი ხედს და ვფიქრობდი ლაშაზე, არა, აღარ ვიქნები მასთან სუსტი გოგო რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, ვასწავლი ჭკუას...
ცოტახანში ამ ფიქრებიდან თავი გავითავისუფლე და უბრალოდ დავაკვირდი როგორ გადადიოოდა ცის ლურჯი ფერი ვარდისფერში, როგორ ნათდებოდა ნელ–ნელა არემარე და როგორ ამოაჭყიტა მზემ თეთნულდის მწვერვალიდან, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. გამახსენდა რომ სახლში დედა ინერვიულებდა და ფეხზე წამოვდექი და ნინოს სახლისკენ გავემართე...
სახლში რომ შევედი დედა და გავნცა დეიდა დამადგნენ თავზე
– სად იყავი გოგო ტალახში ნაგორავებს რო გავხარ? – გაოცებულმა ამათვალიერა დედამ. ახლაღა დავაკვირდი რომ ჩემი ტანსაცმელი მთლიანად მტვრით იყო დაფარული.
– სად იყავი ლილე? – მკაცრი სახის მიღებას შეეცადა გვანცა დეიდა მაგრამ გამოუვიდა თქო რო გითხრათ არა...
– ტყეში ავედი სანამ გაიღვიძებდით და.... – ცოტა ვიცრუე
– ოხ ეს ტყე შეგიკლავს შენ... – იბუზღუნა დედამ – ახლა ადი და გასუფთავდი ისე რომ ერთი ბაქტერიაც არ ვნახო შენზე! – მითხრა ლიდამ და ის და გვანცა დეიდა სამზარეულოში გავიდნენ.
ზევით ასასვლელად მისაღები ოთახი უნდა გამევლო სადაც დედას, გვანცა დეიდასა, მართა ბებოსა და მამას მეტი ყველ იქ იყო.
– დილამშვიდობის! – მივესალმე ყველას
– დილამშვიდობი! – ერთხმად მომესალმა ყველა ლაშას და ბაჩოს გარდა
– სად იყავი ლილეე? – გამომცდელი თვალები შემომანათა ნინომ რომელიც ლუკას კალთაში მოკალათებულიყო
– ტყეში! – ვუთხარი და როგორც შემეძლო ნაძალადევად გავუღიმე რადგან ლაშას დანახვამ ხასიათი გამიფუჭა.
ოთახში ავედი და სააბაზანოში სუფთა ტანსაცმლით დატვირთული შევედი. დავიბანე ჩავიცვი: ჯინსის, ოდნავ მოშვებული, კოჭებთან აკეცილი შარვალი, შავთეთრ ზოლიანი მაისური და all star - ის შავი კედები. თმა ჩავიწენი და დაბლა ჩავედი.
სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 5)


სამზარეულოში უკვე საუზმობდნენ.
– მოდი ლილე ჭამე! – მითხრა გვანცა დეიდა. მეც მაგიდასთან, ნინოსა და ლიკას შუაში თავისუფალი ადგილი დავიკავე.
– ისა და... ხვალ საღამოს, მესტიის პიეცაზე წვეულებასავთ რაღაცააო და წავიდეთ რაა! – ნინომ გადმოგვხედა ყველას
– აუ1 მართლლააა? წავიდეთ ლაააშ! – სიხარულისგან ნატა შემოხტა, სკამზე
– და რა ხდეება მერე იქ? – იკითხა ლიკამ
– არაფერი პროსტა გავერთოთ რაა! წყვილები ერთად მიდიან! – აგვიხსნა ნინომ
– წადით ბავშვებო! რატომაც არა გაერთეთ! – გვითხრა დედამ
– მე არა რაა... – ვუთხარი ნინოს
– რას ქვია გოგო არა! ისე წამოხვალ ზედმეტ ხმას არ ამოიღებ, გიო და შენ ერთად წამოხვალთ! – გაბრაზებული მომიბრუნდა ნინო
– მე და გიო წყვილი არ ვართ! – მობეზრებული გამომეტყველებით შევხედე
– მერე რააა! – გაკვირვებული იყო ნინო – აუცილებელი არაა რომ წყვილში ერთმანეთის გადამთიელები იყოთ! და–ძმაც შეიძლება, აი ლიზადა ბაჩოც ერთად წამოვლენ! – განმიმარტა და ლიზას და ბაჩოს გადახედა
– ოოო! – სახე უსიამოვნოდ მოვჯღანე
– ოო კიარა გფეთავ ეხა! წამოხვალ ვსო! დღეს კაბას გამოვიწერთ და ხვალე უკვე მოიტანენ!
– კაი! წავიდეთ ნიკა! – ლიკა ნიკას მიუბრუნდა
– კაი! – უთხრა ნიკამ და სალათის დიდი ლუკმა ჩაიდო პირში
* * *
– აუუუ! ეს ნახე რამაგარი კაბააა! – თქვა ნინომ როდესაც ინტერნეტში კაბების თვალიერება დავიწყეთ, ერთ წითელ მუხლებამდე ლამაზ კაბაზე.
– მიდი ეგ გამოიწერე ხუთი საათია ვათვალიერებთ და ვერაფერი ვიპოვეთ ნორმალური, ეს კიდე მართლა ძაან მაგარია! – ურჩია ლიკამ, რომელსაც უკვე არჩეული ქონდა თავისთვის შავი გრძელი კაბა, ისიც ძალიან ლამაცი იყო
– კაი! – დასთანხმდა ნინო – ახლა ლილეს კაბა ავარჩიოთ? – თქვა და ღიმილით გამომხედა.
დიდი ხანი ვათვალიერებდით მაგრამ ისეთი არაფერი იყო. ბოლოს კი ერთ ძალიან ლამაზ კაბას წავაწყდით, თეთრი გრძელი, წელამდე ტანზე მომდგარი მერე კი დაგდებული, ზურგტან ამოჭრილი იყო.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 5)

ნინომ და ლიკამ თავიანთი კაბის ფერების მიხედვით აარჩიეს მაღალქუსლიანები. მე კი ვუთხარი რომ მაღალქუსლიანებით ვერ წავიდოდი. ბევრი მეჩიჩინეს, წახვალო როგორ ვერ წახვალო მაგრამ მე მაინც ჩემსას ვიძახდი, არ მიყვარს ქუსლიანები. ბოლოს კი თეთრი მაღალძირიანი ბოტასები შევარჩიეთ ჩემთვის.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 5)


იმ დღეს დიდი არაფერი მომხდარა. ჩემს სახლს გავხედე, ჩემს ოთახს ღია ლურჯად ღებავდნენ.
საღამოს ნატაზე და ლაშაზე ადრე ისევ მე დავიძინე.
* * *
დილით ადრე გამეღვიძ ცხრა იყო დაწყებული შვიდი წუთით. ავდექი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი სააბაზანოში შევიტანე და წყალი გადავივლე. შემდეგ ჩავიცვი: მოკლე ჯინსის შორტი, შავი მაისური, წითელი კლეჩატი პერანგი და შავი ბოტასები. თმა გავიშრე, დავივარცხნე და ჩავიწნი.


ოთახში რომ გავედი ნატას და ლაშას ისევ ეძინათ. ოთახიდან გამოვედი და კიბეს დავუყევი სამზარეულოსკენ. ნატამ და ლიზამაც აირჩიეს გუშინ კაბები და ფეხსაცმელები.
სულ არ მახსოვდა დღეს საღამოს წვეულება რომ იყო რომ არა კარებზე ზარი, ჯერ არავის ეღვიძა ამიტომ კარებთან მე მივირბინე და გავაღე
– თქვენი შეკვეთილი ტანსაცმელი! – მითხრა ვითაც ახალგაზრდა ბიჭმა, ტანსაცმელი ხელებში შემომაჩეჩა და მაშინვე გაუჩინარდა
– რატო წუხდებოდი მეთვითონაც შევძლებიდი ამეების სახლში შეტანას1 – ჩავილაპარალე ჩემთვის და კაბების და ფეხსაცმლის თავისი პატრონების ოთახების კარების წინ მოთავსება დავიწყე. როცა ყველას მოვრჩი, ჩემი კაბა და ფეხსაცმელები შემრჩა ხელში, მაშინვე საერთო სააბაზანოში შევვარდი და ჩემს ჯაბას თვალიერება დავუწყე, შემდეგ ფეხსაცმელზე გადავედი, ორივე ზალიან მომეწონა, შემდეგ კი დედას და მამას ოთახში, კარადაში ისე ჩამოვკიდე არცერთი გამოღვიძებია.
* * *
– აუ სალონში წავიდეთ რა ჭამას რო მოვრჩებით მერე! – თქვა ნინომ როცა უკვე ვსაუზმობდით ყველა ერთად და კაბებიც ნანახი ქონდათ ყველას
– აუ ჰოო! მე და ლიზაც წამოვალთ! – დასთანხმდა ნატა
– კაი! – უკმაყოფილოდ თქვა ნინომ.
– აუ ისე ძალიან ლამაზი კაბებია! სურათებში არ იყო მთლად ასეთი ლამაზი! – თქვა ლიკამ.
– ბევრი არ იცანცაროთ იქ! – გაგვაფრთხილა გვანცა დეიდამ. ბევრ ლაპარაკობდა ყველა მაგრამ ე ხმას ვერ ვიღებდი რადგან დაბნეული ვიყავი ლაშას ქცევით რომელიც ურცხვად მომშტერებოდა თითქოს ძეგლი ყოფილიყო, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ბოლოს ყელში ამომივიდა მისი მძერა და დაბღვერილმა ავხედე, ჩემს საქციელზე ჩაიცინა:
– თეფშს უყურე! – მივანიშნე პირის მოძრაობით
– თეფშზე ლამაზი ხარ! – ღიმილით მომანიშნა, მე მთლად გავწითლდი და მთელი კანი ამიხურდა
* * *
საღამომდე დიდი არაფერი მომხდარა უბრალოდ ეზოში დიდი კაკლის ხის ქვეშ მდგარ მაგიდასთან ვირთობდით თავს. მე კი გავყურებდი ამ ლამაზ ბუნებას რომელიმაგიჟებდა და მაგიჟებდა.
– აუ მგონი უნდა წავიდეთ უკვე სალონში! უკვე 8–ის ნახევარია და ის წვეულება 9–ზე იწყება! – თქვა ნინომ
– აუ ხოო! წავიდეთ აწი! – დაეტანხმა ლიკა.
ცოტა მომზადების მერე მართლაც გავემართეთ სალონისკენ.
შევედიდთ. პატარა სალონი იყო და ორი სტილისტი მუშაობდა, ახალგაზრდა გოგოები. ნატა და ლიზაც თანგვახლდნენ ამოტომ პირველი მათ დავუთმეთ.
ნატამ ლამაზი გაბერილი კოსა გაიკეთა, ლიზამ კი ვარდის ფორმით ჩააწნევინა სტილისტს მთელ თავზე. შემდეგ ლიკას და ნინოს დავუთმე რიგი. ნინომ თავზე უბრალოდ დაიხვია ნაწნავი ძალიან ლამაზი იყო. ლიკამ კი თმა გაისწორა და წინ გადმოყილი თმმა უკან ნაწნავად შეაკვრევინა, ძალიან სადა და ლამაზი იყო.
– ლილე შენი ჯერია! – მითხრა ლიკამ
– მე... რაა.... მე არ მინდა უბრალოდ ჩავიწნი ამას ჩემითაც ვიზამ? – დავიბენი
– რაა! შენ გაგიჟდიი? მგონი გაგიხმა ეს ნაწნავი დაბადებიდან ასე გიკეთია გოგო! ჯერ მაღლებს არ ჩავიცმევი, ახლა თმებს არ გავიკეთებო! ეს აღარ გაგივა ქართველოო! – მითხრა გაცოფებულმა
– კაი! მივდივარ! – ბუზღუნით დავჯექო სკამზე
– როგორ გაგიკეთოო? ძალიან ლამაზი თმა გაქ! – მითხრა სტილისტთან
– დაუშალეთ და ეს მოარგეთ მერე! – ჩემმაგივრად ლიკამ გასცა პასუხი და ხელით რაღაც გვირგვინივით რაღაც იყო მაგრამ გვირგვინი ნამდვილად არა – და კიდევ! თმა დაუხვიეთ! – ღიმილით დაამატა ლიკამ
– მოუხდება! – თქვა სტილისტმა და ის გვირგვინივით რაღაც გამოართვა
რაღაცნაირი გრძნობა მაინც დამეუფლა, პირველად ვიშლიდი თმას სახალხოდ, შსეიძლება სასაცილოც იყოს მაგრამ....
* * *
– ვაიმეეე! – იკივლა ნინომ როცა სტილისტმა სკამით მისკენ შემაბრუნა ,მე შიშისგან შევხტი – აუ! რალამაზი მყოლიხარ გოგოოოოო! ვაიმე ვერ გცნობ! – ნინო უკვე ხტუნავდა, რაიქნება პირველად გავიშალე მის თვალწინ თმები...
სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 5)


– ვაიმე წყალი! – გაშტერებულმა თქვა ლიკამ.
ნატა და ლიზა დუმდნნ და მტრული მზერით მიყურებდნენ. რა უნდოდათ ჩემგან ნეტა.
როცა გაოცებული წამოძახილები დამთავრდა ნინოსა და ლიკას მხრიდან, სახლისკენ დავადექით.
მალე უკვე სახლში მივედით. შიგნით რომ შშევედით მაღლა ისე ავედით რომ არავის დავუნახივართ. ლიკას და ნინოს უნდოდათ რომ ბოლომდე მომზადებულები გაეოცებინათ მეწყვილეები. ლიზა და ნატალი კი მესვლისთანავე ლაშასთან გაიქცა, მაგრა ვაღიარებ ორივე ძალიან ლამაზი იყო.
მე ჩემ ფეხსაცმელებს და კაბას ხელი დავავლე და ნინოს ოთახში შევირბინე, ასევე მოიქცა ლიკაც. სამივემ იქ გამოვიცვალეთ ისე რომ თმის ვარცხნილობა არცერთს გაგვფუჭებია.
– მზად ხაართ? ერთად ჩავიდეთ! – კარებში ნატა და ლიზა შემოვარდნენ. ორივე მე დამაშტერდა. ღმერთო რა უნდათ ამათ.
– კი ჩავიდეთ! – ნაძალადევად გაუღიმა ლიკამ და მეც გავყევი მათ.
კიბესთან როგორც კი მივედით გულმა გამალებით დამიწყო ცემა, ვიცოდი რომ როგორც კი კიბესთან მდგრებს დავენახვებოდი მათი ყურადღება ჩემზე გადმოვიდოდა და ჩემს თმაზე.
არ შევმცდარვარ. ნინომ და ლიკამ აიტეზეს რომ მე აუცილებლად მათ შუაში უნდა ჩავმდგარვიყავი რადგან პირველად გავიშალე ხალხში თმა. გამოვჩნდით თუარა კიბეზე, ყველას პირდაღებული სახე ჩემსკენ იყო მომართული. აღარ ვიცოდი სად ჩევკვეხებულვიყავი. ბიჭებმა მალე გადაიტანეს ყურადღება ტავის მეწყვილეებზე, მაგამ ლაშა და გიო ისევ მე მომშტერებოდნენ.
– ასეთი ლამაზი საიდაან? – ღიმილით მკითხაა გიომ რომელიც ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა კლასიკურ ფორმაში.
– შენც ძალიან სიმპათიური ხარ დებილ! – ვუთხარი ღიმილით და ხელი მოვკიდე.
ნატა ლაშას მანქანით წავიდა, ლიზა ბაჩოს მანქანით, ლიკა ნიკასი, ხოლო ნინო ლუკას მანქანით. მე და გიო მამას ჰამერით წავედით. მამა ახლა იყო წასული თბილისში რომ გიოს მანქანა შამოეყვანა, მე კი დამპირდა რომ როცა პრავას ავიღებდი მაშინ მიყიდიდა მანქანას, მე არ ვიყავი ასეთებზე გადარეული, მაგრამ თვითონ შეპირდა მე ხომ არ მითხოვია?
ცოტახანში სეტის პიეცაზეცმივედით. იქაურობა ლამაზი ბუშტებითა და ყვავილის დიდი ქოთნებით იყო მორთული. არ მიტაცებს ეს რომანტიკულობა და რა ვქნა?
ძალიან მომბეზრდა აქ უაზროდ ყოფნა და გადავწყვიტე აქვე მდებარე შენობის აივანზე ავსულვიყავი და იქედან მეყურებინა ყველასთვის. ამ შენობაში არაფერი არ იყო, სრულიად ცარიელი, ამიტომ ვისაც მოუნდებოდა ის ადიოდა ამიტომ მეც მოვინდომე ასვლა და ავედი კიდეც. მოაჯირს დავეყრდნე და გამოპრანჭული ხალხის ყურება დავიწყე რომლებიც ერთმანეთში ირეოდნენ. ამ დროს უკნიდან ხმა მომესმა:
– ნახე რა გოგოა! წამო დავითრიოთ! – მე მაშინვე იქეთ შევტრიალდი. ორი ბიჭი იო. აქაურებს არ ჰგავდნენ
– ნახე რა ლამაზია! ბიჭო! – თქვა მათგანმა რომელიც ქერა იყო მეორე კი წითური.
– აბა! ეგეთი ბევრი კიარაა! – თქვა და ჩემსკენ წამოვიდა ქერა. მე ძალიან მეშინოდა და სუნთქვა ამიჩქარდა.
– აბა ლამაზო! – ღიმილით მითხრა და ხელები გამიკავა. დაავიწყდა ალბათ ფეხებიც რომ მაქვს, მოვიქნიე ფეხი და ერთ ადგილში მოხვდა. ტკივილისგან სახე დამანჭა და ხელები შემიშვა, მე გაქცევა დავაპირე მეორემ რომ დამიჭირა, მანაც ხელებში ჩამავლო
– რა ნაზი ჩანხარ და რა ტყიური ყოფილხარ! – მანაც გამიღიმა
– ტყიურებს ფეხებიც აქვთ და უმეტესობა სვანია! – მეც გავუღიმე და ახლა მუცელში ავარტყი მას ფეხი. მანაც სახე დამანჭა ტკივილისგან და ხელები მანაც გამიშვა. ახლა ისევ დავაპირე გაქცევა მაგრამ პირველმა, ქერამ დამავლო მკლავში ხელი და კედელზე მიმანარცხა, ზურგი ძალიან მეტკინა მაგრამ ამ ორ დებილტან სპეციალურად არ ვიმჩნევდი შიშს.
– ზედმეტებში გადახვედი! – დამიყვირა და ხელის სახეში გარტყმა დამიპირა ვიღაც რო სწვდა საყელოში. ეს ლაშა იყო
– რას აკეთებ, რაას? – გამწარებული იყო ლაშა და ამ ბიჭს მუშტი იმდენად მაგრა მოარტყა რომ ბიჭი წაიქცა. წითურს კი ისევ ჩემი წიხლი ვერ მოუშუშებია მუცელში.
– გოგოსთან მაგრები ხართ! – ისევ დაარტყა ლაშამ იმ ბიჭს, მე ხელი ჩამავლო და კიბეებისკენ წამოყვანა
– კარგად ხაარ? – მკითხა
– კი მადლობა! – მადლობა მოვუხადე, და თვალზე გადმოგორებული ცრემლი მალევე მოვიშორე, ზურგი ძალიან მტკიოდა.
– მე რომ არ მოვსულვიყავი მგონი მოკლავდი! მადლობა მითხრან.... – სიცილით მითხრა. მეც გამეცინა
– ღირსები იყვნენ! – მტკიცედ განვუცხადე
– ისეთი ნაზი ჩანხარ და მართლა როგორ მოგიფრენს ხოლმე! – ისევ გაიცინა
– მარტო საჭირო დროს – მისკენ არ მიმიხედავს
კიბეზე რომ ჩავდიოდით ლაშამ კედელს მიმაყუდა, სახე ჩემთან ახლოს მოიტანა და მითხრა:
– ლილე! მე... – სიტყვა შეწყვიტა - მე შენ... ოხ მაგის.... – ლაშა ნერვიულობდა, მე კი ზურგის ტკივილი მიმატებდა



№1  offline ადმინი შამანი

როგორ ველოდებოდი. ♥
ადმინ პანელი შევამოწმე და კი მომივიდა შენი წერილი ახლახანს გამოვაგზავნეო.
ახლა დავიწყებ კითხვას. ♥
დიდი თავი ჩანს და ეს უკვე მომწონს :დდ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი lilu7

შამანი
როგორ ველოდებოდი. ♥
ადმინ პანელი შევამოწმე და კი მომივიდა შენი წერილი ახლახანს გამოვაგზავნეო.
ახლა დავიწყებ კითხვას. ♥
დიდი თავი ჩანს და ეს უკვე მომწონს :დდ ♥

ძააან დიდი მადლობა! <3 <3 იცი როგორ მიხარია ასეთი კომენტარებიი? <3

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ძაან მაგარია და სულ ვკითხულობ ხოლმე love ისე რა იყო ეხლა ეს რა დროს გაწყვიტე ჰა???ასე შეიძლებოდა??? wink wink

 


№4  offline წევრი lilu7

sameone crazy girl
ძაან მაგარია და სულ ვკითხულობ ხოლმე love ისე რა იყო ეხლა ეს რა დროს გაწყვიტე ჰა???ასე შეიძლებოდა??? wink wink

ძაან დიდი მადლობა! <3 <3 love love მერე შეიძლება აღარ დაგაინტერესოტ და... love wink

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი ლილეეე... ძალიან მაგარი გოგოა ლილე ძლიერი თან სუსტი და დაიცველი... ვგიჟდები ამ გოგოზე და შენზე უფრო მეტად... ძალიან მომეწონა ეს თავი და არ მეყო უფრო დიდი თავი მინდოდა წამეკითხა... ხომ იცი რაც იფრო ააინტერესოა ისტორია მით უფრო მეტი გინდა იკითხო მეც ასე ვარ და არ მყოფნის შენი დადებული თავები... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება

 


№6 სტუმარი black

Vihiuuu dzaaaan magari da gemrieli tavi iyooo:* :D

 


№7  offline წევრი coco girl

ჩემი ჩატარებული მასტერკლასები იყო ეს :D აუ უს ქერა მანახა ავაგლეჯდი მახინჯ სახეს :3 წითურს თმას ავაგლიჯავდი და გავყიდდი მერე :D ( წითელი ქაია ) :D
და კიდე მანახა ერთი ლაშასნაირი რას ვუზამდი დებილ - კრეტინ !^^
საცოდავი ლილე , უზურგო ეცვა და რა მოუვიდოდა :/

 


№8  offline წევრი lilu7

უცნობი ქ
ჩემი ლილეეე... ძალიან მაგარი გოგოა ლილე ძლიერი თან სუსტი და დაიცველი... ვგიჟდები ამ გოგოზე და შენზე უფრო მეტად... ძალიან მომეწონა ეს თავი და არ მეყო უფრო დიდი თავი მინდოდა წამეკითხა... ხომ იცი რაც იფრო ააინტერესოა ისტორია მით უფრო მეტი გინდა იკითხო მეც ასე ვარ და არ მყოფნის შენი დადებული თავები... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება

ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან დიდი! <3 მევ ვგიჟდები შენზე იცოდე <3 მე კიდე სულ მეშინია დადებისას ეს თავი არ მოეწონით იქნება თქო მკითხველს <3 კიდევ დიდი მადლობა! <3

black
Vihiuuu dzaaaan magari da gemrieli tavi iyooo:* :D

ძალიან დიდი მადლობა! <3 ვეხცდები შემდეგებიც გემრიელები იყოს! <3

coco girl
ჩემი ჩატარებული მასტერკლასები იყო ეს :D აუ უს ქერა მანახა ავაგლეჯდი მახინჯ სახეს :3 წითურს თმას ავაგლიჯავდი და გავყიდდი მერე :D ( წითელი ქაია ) :D
და კიდე მანახა ერთი ლაშასნაირი რას ვუზამდი დებილ - კრეტინ !^^
საცოდავი ლილე , უზურგო ეცვა და რა მოუვიდოდა :/

არც ლილემ დააკლო ნუ ღელავ! :D

 


№9  offline წევრი vighaca

Nuaxlaamasromvkitxulobemociebimaqzghvadzanmagaridayvelazemagarigogoxar

 


№10  offline წევრი LoNdA DM

მაგარი შარიანი გოგოა სულ ყველაფერი ამას როგორ უნდა ემართებოდეს.მაგრამ შენ მაინც მაგარი გოგო ხარ

 


№11  offline წევრი lilu7

vighaca
Nuaxlaamasromvkitxulobemociebimaqzghvadzanmagaridayvelazemagarigogoxar

ვაიმე... ძალიან დიდი დიდი მადლობა1 შენც ძალიან მაგარი ხარ! <3 ძალიან დიდი მადლობა love love

LoNdA DM
მაგარი შარიანი გოგოა სულ ყველაფერი ამას როგორ უნდა ემართებოდეს.მაგრამ შენ მაინც მაგარი გოგო ხარ

ძააან დიდი მადლობა! აი ძაან დიდი! <3 შენც ძალიან მაგარი გოგ ხარ! <3 <3

 


№12  offline წევრი AANOUKII

ვაიმე დღეს დავიწყე საერთოდ ამ ისტორიის კითხვა და ვგიჟდები ისე მომწონს. მართლა ძალიან კარგია ყოჩაღ

 


№13  offline წევრი lilu7

AANOUKII
ვაიმე დღეს დავიწყე საერთოდ ამ ისტორიის კითხვა და ვგიჟდები ისე მომწონს. მართლა ძალიან კარგია ყოჩაღ

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 love

 


№14  offline წევრი ♥gvancuci♥

Umagresia vgijdebi svanebze da amitomac dzalian momwons lile dzalian magari xasiatebi akvs usayvarlesia rogorc avtori :-D

 


№15  offline წევრი lilu7

♥gvancuci♥
Umagresia vgijdebi svanebze da amitomac dzalian momwons lile dzalian magari xasiatebi akvs usayvarlesia rogorc avtori :-D

ძალიან დიდი მადლობა! <3 მეშინია ამდენი კარგი კომენტარებისგან თავში არ ამივარდეს და ერთხელაც ცუდი თავი დავწერო თქო! <3 <3 ძალიან დიდი მადლობა! <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Au dzalain maagari iyooo male dade axalii tavii dzalain mainteresebss :*

 


№17  offline წევრი lilu7

ნარჩიტა
Au dzalain maagari iyooo male dade axalii tavii dzalain mainteresebss :*


ძალიან დიდი მადლობაა! <3 :* დავდე უკვე! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent