პროვინციელი (სრულად)
-არ მინდა დედა მე აქაც მშვენივრად ვარ - გაცხარებული ვიქნევდი ხელებს და ვცდილობდი როგორმე დამერწმუნებინა დედაჩემი იმ აზრში რომ სულაც არ მინდოდა მის ახალ ქმართან და შვილიკოსთან გადასვლა -მისმინე მე ამას შენთვის ვაკეთებ მინდა კარგი მომავალი გქონდეს და ნორმალურად იცხოვრო - გულს ამიჩუყებდა მისი სიტყვები გულიდან რომ ყოფილიყო წმოსული და ირონიით გაჟღენთილი არ ყოფილიყო -მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ აქ დამტოვებდი - უკვე ცრემლები მახრჩობდა და აკანკალებული ხელით გავთიშე ტელეფონი. საქანელაზე მაგრად გავქანდი და ცრემლებმაც ნიაღვარად დაიწყო დენა ჩემს ლოყებზე . იმედგაცუებისა და სიცარიელის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი და მინდოდა სადმე ძალიან შორს გაქცევა . არაფერია ჩემი ცხოვრება , უბრალოა მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი რაიონი, დუშეთში ვცხოვრობ ბებოსთან ერთად და სულაც არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ყოფით . 8 წლის ვიყავი მამამ რომ დაგვტოვა და საყვარელთან უკრაინაში წავიდა მერე დედაც თბილისში წავიდა თავის ახალ სიყვარულთან და საბრალო ბავშვი რომელიც სულ მარტო დარჩა მოხუცმა ბებომ გაზარდა . სულს მივცემ იმისთვის რომ ჩემი ბებო კარგად იყოს , შეიძელაბა არ უნდა ვამბობდე მაგრამ დედაზე მეტად მიყვარს . დამტოვა და მხოლოდ თვეში ერთხელ ცდილობდა ჩემს მოთაფვლას ლამაზი ტანსაცმლითა და ტკბილეულით , თავიდან მიხაროდა მაგამ გავიზარდე და მივხვდი რა უბადრუკობა იყო ყოველივე ეს . ზედმეტობის გრძნობა არ გასვენებს , როცა საკუთარმა მშობლებმა დაგტოვეს სხვას რაში დასჭირდები? აი ასეა მარტლაც ბებოს გარდა არავის ვჭირდები და ახლა 9 წლის შემდეგ გაუღვიძდა დედაჩემს მშობლის თვისებები და უნდა რომ თავის ახალ ქმართანნ და ახალ შვილთან თბილისში გადავიდე. არანაირი სურვილი არ მაქვს ბებო დავტოვო და სადმე წავიდე მითუმეტეს როცა აქ ჩემი ბებოა , მეგობრების სიმრავლით არასოდეს გამოვირჩეოდი მხოლოდ ერთი, ჩემი შაკო რომელთანაც ძმასავით ვარ მხოლოდ ის და ბებო მყავს . ახლა მათი დატოვება მიწევს და მივდივარ იქ სადაც ჩემი ადგილი არაა იქ სადაც არავის ვჭირდები და მხოლოდ იმიტომ მიწევს წასვლა რომ დედაჩემში მშობლის ინსტიქტებმა გაიღვიძეს და გაახსენდა საკუთარი შვილი . -ბებო ადექი ახლა და ჭამე საჭმელი ისედაც გადაფიჩხინებული ხარ და სულ შემომადნები ხელში, რას იტყვიან თბილისელები იქ რომ ჩახვალ? არ აჭმევდა ბავშვსო - ქოთქოთით მიახლოვდებოდა ბებო და მეც სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები . საქანელა გავაჩერე და იქვე მიყრილი ფეხსაცმელები ამოვიცვი -მოვდივარ ბე - სიცილით ვაკოცე ლოყაზე და ხელი მოვხვიე -შაკომ საღამოს ამოვალ და სტადნიონზე მივადივართ ბიჭებიო - მომახსენა და ღუმელიდან ცხელცხელი ხაჭაპურები გამოიღო . არასოდეს მიყვარდა ჭამა მაგრამ ბებოს ხელში რას არ შევჭამდი?დილა იმაზე ჩხუბით იწყებოდა არაფერს ჭამ და იმით ღამდებოდა რომ არაფერს ვჭამდი -გამაგებინე ერთი რას დაძღინკილაობ იმ სტადიონზე გოგო ხარ თუ ქაჯი?-გამიწყრა ჩემი ბებო და თეფში წინ დამიდგა -ბე მისმინე მე იქ შაკოს საგულშემატკივროდ მივდივარ - პირგამოტენილმა ვუთხარი და ხმაურით ჩავყლაპე ხაჭაპური -არ ვიცოდე მაინც რა ნაზმაზუნა ხარ შვილო იტკენ რამეს და რომ მოხვალ აბღავლებული ვერ გიშველი მე -არ წყვეტდა ქოთქოთს ნაზიკო და მეც სიცილით ვუსმენდი . ფეხბურთის გაგებაში არ ვარ მაგრამ მესამე დღეა შაკოს დავყვები ორი სკოლაა პირველი სკოლა და მეორე სკოლა , ყოველთვის მტრობა იყო ამ ორი სკოლის ბავშვებს შორის და 3 დღეა გადამბულად თამაშობენ ფეხბურთს და მეც დავყვები შაკოს აბა მარტოს ხომ არ გავუშვებ? . ახლა წავალ თბილისში და რა იქნება? ახალი მამა და ძამიკო? ვერაფრით შევეგუები, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ სრულიად უცხო ადამიანი როგორ უნდა მივიღო, არ შემიძლია ! მეთორმეტე კლასს იქ დავამთავრებ და ალბად ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს . არ მიყვარს უეცარი გადაწყვეტილებები და არეულიცხოვრება , მირჩევნია წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო მაგრამ ერთფეროვნება არ მიყვარს . გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობა როცა წარმოვიდგენ რა იქნება მომავალში , აქ ყველაფერი თითქოს თავისით მდიოდა , ახლა რა იქნება? ..... -სესილი სად ხაარ?-ფიქრებიდან შაკოს ხმამ გამომიყვანა თვალზე მომდგარი ცრემლები უკუვაგდე და თავი რამდენჯერმე გავაქნიე ფიქრების დასაწმენდად -აქ ვარ პაწკუ - სიცილით დავუძახე და კიდევ ერთი ლუკმა ჩავყლაპე -ნუ მეძახი რა ეგრე- სიცილით შემოვიდა ოთახში და სკამზე დაეხეთქა -კაი რა პაწკუ - მეც გავუცინე და ხაჭაპური გავუწოდე -არ მინდა მერე ვეღარ ვითამაშებ , მზად ხარ? - ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი "მიმზიდველი" ხაჭაპურის დანახვაზე და თვალი აარიდა -მოიცა გამოვიცვლი და წავიდეთ -ფეხზე წამოვდექი და ჩემი თეფში გავრეცხე , ხაწაპურებიც შევინახე და კიბეებზე ავირბინე ჩემს ოტახში შესასვლელად , ფრთხილად გამოვაღე ძველი ხის კარადა და შორტი და მაისური გამოვიღე , ძალიან მიყვარს შავი ფერი აი სიგიჟემდე და მეც ნახევარ ტანსაცმელზე მეტი სულ შავი ფერის მაქვს . ახლაც შავი უბრალო მაისური და შავი შორტი ჩავიცვი, ძველებურ მოჩუქურთმებულ სარკეში ჩემს თავს შევავლე თვალი , სარკიდან ნაღვლიანი ცისფერი თვალები მიმზერდნენ და შველას მთხოვდნენ , ისევ მომეძალა ცრემლები მაგრამ დაწყნარება ვცადე და რამდენჯერმე ღრმად შევისუნთქე ჰაერი -კარგი რა , ხომ იცი მაინც ჩემი დაიკო იქნები და ნაზიკოს ერთადერთი შვილიშვილი , რა გატირებს?- შაკოს ხმაზე შევხტი მაგრამ რომ გავიაზრე რა მითხრა უფრო მეტი ცრემლები დაგროვდა , იხექეს და გადმოლაზეს ჯებირები -მომენატრებით - ტირილით ჩავილაპარაკე და მაგრად ჩავეხუტე ჩემს ძმადნაფიცს -რა შტერუკა ხარ სესი -სიცილით ჩამეხუტა და ატირებულს თავზე მაკოცა - მისმინე ვიცი რომ ჭკვიანად იქნები მაგრამ თავი არავის დააჩაგვრინო, ძაან ახლოსაა თბილისი და ყოველ კვირას გნახავ ხოლმე პირობას გაძლევ -უხ შენ რომ არ მყავდე - სიცილტირილით ვუთხარი და იქვე მიგდებულ ტელეფონს დავავლე ხელი -ვერ იარსებებდი პაწკუ - სიცილით მითხრადა საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი წინ გამიძღვა . მალევე მივედით სტადიონთან და მეც ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე , მართალია ვერაფერი გავიგე იმის მეტი რომ მოვიგეთ მაგრამ მაინც სიხარულით ვხტებოდი და ვყვიროდი ყველა გოლზე . - სესიი ნახე რა ჩავუტარეეთ - ლოყაზე მაგრად მაკოცა შაკომ და ხელი გადამხვია -ჩაუტარეთ მაგრამ ოფლიანი ხარ და მომშორდი , ხელით მოვიშორე და სიცილით გავდექი გვერდზე -მწარე წიწაკააო შენზეა ნათქვამი -არ მოდიხარ? -ხელი დაუქნია ერთერთმა თანაგუნდელმა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოყარა -სესის ჩავაცილებ და მოვალ -არა მე ჩემით წავალ მართლა თან ჯერ დღეაისევ და ჩემთვის გავისეირნებ კაი? -ვიცოდი როგორ უნდოდა დარჩენა და მეც არ მაწყენდა მარტო ყოფნა -აუ ძმა ხარ იმენა სესილეეე - სიცილით მითხრადა ბიჭებისკენ გაიქცა -ჭკვიანად - საფირმო სიტყვა მომაძახა და მათთან ერთად ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა . გაბრუებული და დაცარიელებული მივაბიჯებდი ფეხშიშველი მინდორზე და ვფიქრობდი ყველაფერზე ასაც კი ჩემი ტვინი სწვდებოდა, რა საშინელებაა როცა იცი არავის სჭირდები , როცა ზედმეტობის შეგრძნებით ცხოვრობ , ამაზეარასოდეს დავფიქრებულვარ მაგრამ შინაგანად მაინც ვგრძნობდი რაღაც ტკივილს , ალბათ გავიზარდე , გავიზარდე და ჩავწვდი ცხოვრების არსს , მეც მინდა თბილი ოჯახი, დედა და მამა , სითბო და სკოლიდან მისულს მოფუსფუსე დედა სამზარეულოში , მაგრამ მწარეა რეალობა , რეალობა რომელსაც ვერსად ვერ დაემალები ... *** სახლში მისულს ნაზი ბუხართან მჯდარი დამხვდა რომელიღაც სერიალს უყუებდა და ემოციებს ხმამაღლა გამოხატავდა ,ფეხსაცმელები ხელში მეჭირა და მეც იქვე მივყარე , დივანზე ბებოს გვერდით მოვკალათდი და თავი კალთაში ჩავუდე -გეტკინება სესილი მასე ფეხები, ვის გაუგია ყოველდღე ფეხშიშველს სიარული ა? გაცივდები ბები ეგრე- იქვე მიგდებული პლედი მომაფარა და თმაზე დამიწყო დანაოჭებული ხელებით ფერება -მომენატრები ბე - ხმისკანკალით ვუთხარი და ცემლები წამომცვივდა -აპაპ ახლა ცრემლები არ გამაგონო ,მეც კი მომენატრები ბებო მაგრამ 40 წუთის სავალია თბილისიდან ჩამოხვალ ხოლმე და მნახავ რაიყო შვილო რა პანიკებს იმართებ ჰა? აქ არავარ? შენ შვილს უნდა მოვესწრო და მერე მოვკვდები მანამდე აქ ვარ არსად ვაპირებ წასვლას - გაბრაზებულმა მითხრა და უკვე სიცილით ავხედე გაკაპასებულ ნაზიკოს -ოხ ნაზი რა ქალი ხარ რა , აღარ თქვა მეორედ სიკვდილზე არაფერი თორე ვიჩხუბებთ - მობერებულ ლოყებზე ხმაურით ვაკოცე და კიბეები ავირბინე ჩემს ოთახში ასასვლელად . აწრიალებულ ტელეფონს დავხედე და დედა რომ დაეწერა თვალები გადავატიალე -გისმენ ნატო - უხეშად ვუპასუხე -ხვალ ნიკა ჩამოგაკითხავს და წამოგიყვანს - წყნარად მითხრა და გულში ჩემი თავი დავწყევლე ასეთი უბედო რომ გავჩნდი -ჩემით ვერ ჩამოვალ? -ნიკა ჩამოგაკითხავს მანქანით იმგზავრებ არ გირჩევნია წუნკლიან ხალხთან ერთად სოფლის ავტობუსით მგზავრობას ?-გაბრაზებული ხმა გაისმა ყურმილში და მეც თავიდან ფეხებადე სიბრაზისგან ავწითლდი "წუნკლიანი " ხალხის ხსენებისას -დაგავიწყდა ნატალია სად გაიზარდე და სიდან მოდიხარ?-ირონიით გავჟღინთე სიტყვები და ჩემს ფუმფულა საწოლში შევწექი - დედაშენი ვარ სესილი, ისწავლე წესიერად საუბარი და ნიკა ჩამოგაკითხავს ხვალ დილით 10 საათისკენ - ყურმილი გათიშა და მეც ირონიული ღიმილით და მისი სიტყვების გამეორებით გადავეშვი მორფეუსის სამეფოში *** დილით წიწილებს ვაჭამე და თავი მოვიწესრიგე , 10 საათისკენო მაგრამ თერთმეტი ხდება და არავინ არ ჩანს . ჭიშკართან ბრონზისფერი BMW გაჩერდა და მეც თავის ქნევით წავედი ჭიშკრისკენ , ერთი მინუსი ჩემგან ჩემს ახლადგამომცხვარ ძამიკოს , ბრონზისფერი მანქანები ცუდი შესახედია , შავი ფერი კი უფრო ელეგანტური! -რა პუნქტუალური ადამიანი ხარ - მანქანიდან გადმოსულს მივაძახე და გადავკოცნე , სულ ორჯერ მყავს ნიკა ნანახი და ისიც 10 წუთით, ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე და მეორეჯერ ნატას და ერეკლეს ჯვრისწერაზე -კარგად შენ?-სათვალე მოიხსნა და ინტერესით ამათვალიერა -ბარგს გამოვიტან და წავიდეთ - უკმეხად მივუგე და ეზოში დალაგებული ჩანთებისკენ გავემართე -დედა რავარი კაი ბავშვი ხარ შვილო შენ გენაცვალოს ნაზიკო ბებო - ქოთქოთით და ფქვილიანი ხელების წმენდით წამოვიდა ნაზიკო ჩვენსკენ და გულში ჩაიკრო ნიკა -ნაზი ბებო როგორ ხართ?-მანაც თავაზიანად მოიკითხა ბებო და გადაკოცნა . -აფერისტი - ჩემთვის ჩავილაპარაკე ისე რომ არავის გაუგია და მანქანიდან გადმოსულ მაღალ სილუეტს გავხედე რომლის სახესაც მზის სხივების გამო კარგად ვერ ვარჩევდი -მეორე ძამიკოც მყავს?-ირონიულად ჩავილაპარაკე და დაღმართზე მორბენალი თავგაბუებული სილუეტი რომ დავლანდე ხელების ქნევით რომ მორბოდა ერთი გულიანად გადავიხარხარე -რა გაცინებს გოგო ?- დაშტერებულმა ნიკამ გამომხედა და ახლმოსულს გახედა -არაფერი საშენო ბიჭო - სიცილით გავექანე ჭიშკრისკენ და თმაგაბუებულ შაკოს მაგრად ჩავეხუტე -ვაიმე ... მეთქი გამასწრო ... აუჰ კუჭი - ქასქასით ლაპარაკობდა თან მაგრად მეხუტებოდა გულამოვარდნილი "პაწკუ" -არ უსმინოთ შვილებო ვერ გავზარდე წესიერად , ამხელა გოგოა და სტუმრებთან მოქცევა არ იცის - წყრომით წაუყვა ბიჭებს სახლისკენ გაბრაზებულ ნაზიკო და შაკოსთან ეზოში დამტოვა -აუ რას გავხარ პაწკუ იცი?-სიცილით ავუჩეჩე აჩეჩილი თმა და გასიებულ თვალებზე შევხედე -აუუ წუხელ დავლიეთ მერე ჩამეძინა და ძლივს გავიღვიძე , მეგონა წახვედი და გულგახეთქილი გამოვექანე - სვენებ-სვენებით თქვა და იქვე ხის სკამზე დაებერტყა -მაიკაც უკუღმა გაცვია - სიცილით მივანიშნე მაისურზე და გავიცინე -ეგ ხო მაგრამ რომელია შენი ბრაწია?-კართან მდგარ ბიჭებსა და ქეთოზე მიმანიშნა რომლებსაც ომი გაეჩაღებინათ ხაჭაპურის და ქათმის ქალაქში წაღება არ წაღებაზე -ქერა , იმას არ ვიცნობ - თავით მივანიშნე ნიკაზე და მეორე ბიჭი ავათვალიერე მაღალი იყო , დაბალზე შეეჭრა ყავისფერი თმა და შორიდან კაგად ვერ ვარჩევდი სახის ნაკვთებს - წავედით? - პარკებით გატენილმა ნიკამ გადმომხედა და შაკოს დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა . მეც ერთი გულიანად შევათვალიერე უცნობი , თაფლისფერი უხეში თვალები ქონდა , ლამაზი სწორი ცხვირი და მუქი ღვინისფერი ტუჩები. მოვინუსხე მისი გარეგნობით და მერე შაკოს გადავხედე რომ ჩემი მზეარ არ ეგრძნო -ეს შაკოა ეს ნიკაა და ეს ....- უცნობს ავხედე და თაფლისფერ ინტერესით მომზერალ თვალებს შევეჯახე -დემეტრე - ჰაერი გაკვეთა ბოხმა ბარიტონმა და ჩემს ყურამდეც მოაღწია - ჰო ეს თურემ დემეტრეა - ხელით ვანიშნე შაკოს და მანაც ბიჭებს ხელი ჩამოართვა . სულელივით კი იქცევა შაკო და სულელიცაა მაგრამ 18 წლის ხდება 2 თვეში და ზოგჯერ სერიოზულიცაა , ვიმეორებ >ზოგჯერ< . -ბებო ახლა მისმინე ნორმალურად მოიქეცი , არ გააბრაზო ეს ბავშვი კაი ბავშვია , მიხედე დედაშენს და ჭკვიანად იყავი, ჭამე ბებო თორემ სულ ჩამოხმები და იცოდე ... -ვიცი ბებო ვიცი მოდი ჩაგეხუტო - სიტყვა შუაზე გავაწყვეტინე და მოვეხვიე , ბებომაც მომხვია დასუსტებული მკლავები და თვალებიც ცრემლებით ამევსო . -არ იტირო შვილო ახლა ნუ დამანახებ ცრემლებბს თორე მომიწევს ცრემლებით გაგაცილო - აცრემლებულმა ბებომ მითხრა და ლოყაზე მაგრად მაკოცა . ატირებული მივედი შაკოსთან და მანაც ნაღვლიანი თვალებით ჩამიკრა გულში -მომენატრები პესიმისტ - სიცილით მომქაჩა თმაზე -მეც ზედმეტად ოპტიმისტ - სიცილნარევი ტირილით ვუთხარი და ხელები შევუშვი . ჩემს ჩანთებს დავსწვდი და მანქანისკენ წავედი . ჯიბებში ხელჩაწყობილი მომყვებოდა ახლადგაცნობილი " რა ჯელტმენია" ირონიით სავსე სიტყვებით გავიფიქრე და ფეხს ავუჩქარე . ჭიშკარს გავცდი და ღიმილით მოვტრიალდი ბებოს და შაკოსკენ -აბა შენ იცი ბებო - თმაზე ნაღვლიანად გადამისვა ხელი ბებომ - ჭკვიანად სესი - შუბლზე მაკოცა შაკომ და მეც ხმამაღლა ავტირდი . -უკან მირჩევნია - ნიკას გაღბული კარი დავაიგნორე და უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი. დემეტრე წინ დაჯდა და ღვედი გადაიჭირა . -დიდხანს უნდა იტირო? - ასლუკუნებულს გადმომხედა ძამიკომ და სიჩქარეს უმატა -40 წუთი გამიძელი ძამია და მერე აღარ დეგენახები - ქუთაისური კილოთი მივუგე და ცრემლები მოვიწმინდე -უყურე ამ პროვინციელს - წარბაწეულმა გადმომხედა დემეტრემ და მის დამცინავ მზერაზე ლამის გული ამერია -სოფლელი მირჩევნია - თითის აწევით ავღნიშნე და ახალი ხელსახოცი ამოვაძვრინე ჩანთიდან -ძალიან კარგი - მხრები შეათამაშა იდიოტმადა დებილივით გაიღიმა . უკვე ნერვებს მიშლის ეს ადამიანი! -ნატომ თქვა ნიკა ჩამოგაკითხავსო -დემე ჩემი ძმაკაცია და რაგინდა ვერ გავიგე -მე არაფერი - მხრები ავიჩეჩე და გვერდიდან მაინც შევამჩნიე როგორ ჩაეჩუტა დეგენერატს ლოყა -მანქანა გააჩრე რა - მივხვდი როგორ მინდოდა ჩემს ბალიშთან ჩახუტება დასაწყნარებლად და ნიაღვრად დადენილი ცრემლები მოვიწნმინდე -უტვინოც ხარ? - ეჭვისთვალით გადმომხედა იდიოტმა და ამათვალიერა -ჩემი ბალიში მინდა - გაბუსხულმა ხელები გულზე დავიკრიბე და ახარხარებულ ორ იდიოტს გავხედე -აღუუუ , რამდენი წლის ხარ ... მმ ... -სესილი- შევახსენე დემეტეს და დაბინდული მხედველობის დაწმენდა ვცადე -ხო რამდენის ხართქო სესილი -17-ის რა იყო? -არაფერი 2თვის ახალშობილს გავხარ -ისევ დამცინავად ჩაილაპარაკა -გამეცინა ჰაჰაჰააა - სარკაზმით შევამკე და ნიკას ჯიქურ გავხედე -ვაჩერებ ჰო - გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა , მეც გადავხტი და საბარგულში დავიწყე ქექიალი , როცა სასურველ გვირილებიან ბალიშს წავაწყდი ღიმილით ავიღე და მასთან ჩახუტებული ჩავჯექი მანქანაში -ბავშვი - ვითომ თავისთვის მაგრამ მაინც ხმამაღლა ჩაილაპარაკა ისე რომ გამეგო და მეც დავასკვენი რომ სააშნლად არ მომწონდა დემეტრე ! . ბალიშზე ჩახუტებული ჩავედი თბილისამდე და კორპუსის წინ გაჩერებული მანქანიდან ყოყმანით გადავედი -არ ვიკბინებით სესილი- ნიკამ გადმომხედა და გამიკვირდა როცა მწვანე თვალებში გამკრთალი სითბო შევნიშნე . დემეტრე არ ამოსულა თურმე თავისი მანქანა ყოფილა და ნიკა რატომ იჯდა საჭესთან ვერ გავიგე , ანუ მინუსი მას და არა ნიკას ფერების შერჩევაში . მანქანა დაქოქა და ირონიული ღიმილით მოსწყდა ადგილს. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს ახალ საბინადროში ფეხის გადადგმა დავაპირე ნიკამ რომ გამაჩერა და თავისკენ მიმატრიალა -სესილი ვიცი ვერ მიტან მაგრამ რაღაცას გეტყვი, არასოდეს მყოლია და , ბავშვობიდან მინდოდა რომ დედმამიშვილი მყოლოდა მაგრამ დედაჩემი მალევე დავკარგეთ და ოცნება ოცნებად დარჩა , ახლა კიდევ არ ვაპირებ ახდენილ ოცნებასთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს - თვალებში მიყურებდა და ვხვდებოდი რომ ყველა სიტყვა სინამდვილე იყო , ყველა სიტყვაში დარწმუებული იყო და იცოდა რას ამბობდა . აი მივხვდი რომ ის ვიპოვე ვისაც ვეძებდი და მოულოდნელად ისე ჩავეხუტე შეცბა და დაბნეულმა მომხვია ხელები , გონზე რომ მოვედი და გავიაზრე რა გავაკეთე დაბნეულმა და აწითლებულმა მომღიმარ ნიკას ავხედე -რას წითლდები გოგო , ჩემი დაიკო არ ხარ?- ხელი მომხვია და მეც ძალა მომატებული შევყევი სახლში . ფეხი გადავდგი თუ არა მაშინვე დავინახე თინეიჯერივით ჩაცმული დედაჩემი და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე. ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია და მეც ცივად და გაუნძრევლად ვიდექი ნიკამრომმხარზე მიჩქმიტა და მეც ძალაუნებურად მოვხვიე ნატოს ხელები . ცოტა ხანში მომშორდა და ღიმილით წამოვიდა შუა ხნის ქერა მამაკაცი ჩემსკენ , მასაც გავუღიმე და მოხვეულ ხელებზე გაკვირვება ვერ გამომესახა მთელს სახეზე -იმედია თავს კარგად იგრძნობ ჩვენთან - ნატომ ხელები ჩამკიდა და გამიღიმა -ეჭვი მეპარება - ღიმილმოუშორებლად ვუთხარი და ხელები გავუშვი . დავინახე როგორ შეაშრა სახეზე ღიმილი და ხელები ცივად გამიშვა -აბა სესილი ეს შენი ოთახია დღეიდან და მოგიწევს ცოტა მოიშორო ეგ ცინიზმი - ღრმად ამოისუნთქა ერეკლემ და ნატოს ხელი მოხვია -კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო გაგიგიათ?-ერეკლეს მივუბრუნდი და ჩემ ჩანთას დადავლე ხელი. მანაც თავი დამიქნია და გაკვირვებულმა შემომხედა - ხოდა მეც მხოლოდ სამარეში მოვიშორებ ჩემს ცინიზმს - საკაზმით წარმოვთქვი სიტყვები და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევაჭერი . ალბად სხვა რომ იყოს ჩემს ადგილას დედისგან ამხელა სითბო გაუხარდებოდა მაგრამ მე არ მიხარია , მირჩევნია ისევ ცივი იყოს და მეც ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდე , საშინელებაა როცა საკუტარი დედა გიკიდებს და საკუთარი ბედნიერების გამო ერთადერთ შვილს ბედის ანაბარა გტოვებს, მამა? 16 წლისებმა შექმნეს ოჯახი და ფაქტი სახეზეა , მამაჩემი სადმე რომ შემხვდეს შეიძლება მხოლოდ თვალებით ვიცნო რადგან ანალოგიური თვალები მაქვს, ცისფერი მუქ ლუჯში რომ გადადის და გარშემო შავი რკალი დასდევს . მხოლოდ ამ თვალებს ვუმადლი მამაჩემს რადგან ყველაზე მეტად ჩემი თვალები მომწონს საკუთარ თავში, გარეგნობასა და საკუთარ სილამაზეზე ცოტას ვფიქრობ , სარკეებსაც იშვიათად აქვთ ჩემი ნახვის "ბედნიერება" , მაგრამ რაიონში თაყვანისმცემელი არასოდეს მაკლდა , მაგრამ არც ერთის თვალებში არ ჩანდა ის რასაც მხოლოდ მე დავინახავდი . ვიგრძნობდი რომ რომელიმეს ვუყვარდი , ამიტომ 17 წლის ვარ და შეყვარებული არ მყოლია , ხოლო როცა ვინმეს მოშორება მინდოდა შაკოს ვასაღებდი ჩემს შეყვარებულად და მერე საყვედურებს ვისმენდი "შენს გამო გოგო გამექცა" - ო . ჩემს თვალებს ლამაზად ეხამება ჩემი აპრეხილი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები, ბებო დამცინოდა პატარაობაში ხლით დაიჭირე ცხვირი თორე მაღლა გარბის და მალე სულ გაიქცევაო, მეც სულელივით ვიკიდებდი ცხვირზე ხელს და ვცდილობდი დაბლა დამექაჩა , ახლა რომ მახსენდება დებილივით ვიღიმი , და აი ამ ღიმილის დროს მისწრებს ჩემი დამთბარი ძამიკო -რა გაცინებს არჯევანიძე? -ჩემი გვარის გაგონებაზე კიდევ უფრო გამეღიმა და ოთახში შემოყოფილი ვიღაცის გაბურძგნული თავი რომ დავინახე ყურებამდე ვიღიმოდი -ქუთეისელი ხარ ძამიას დაია? - გამიწელა სიტყვები უცნობმა და მის საქციელზე გამეცინა -რავა ვერ ვიქნები თუ? -მეც დავიწყე ქუთაისუი კილოთი საუბარი და მასაც გაეცინა - უკვე მევასება სიმონ აგი ბოვშვი - ოთახში შემოვიდა და ნიკასც შემოყვა -მოკლედ საღამოს ერეკლე და ნატო აკეთებენ რაღაც "ფართის" ერეკლეს ბარში და შენც მოდიხარ თან ჩემსმეგობრებსაც გაგაცნობ - თავის ქექვით მითხრა და ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭს გადახედა რომელიც საწოლზე ქანაობდა და მეც მასტან ერთად ვინჯღრეოდი, ტიპიური ბაღის ბავშვის შთაბეჭდილება დამიტოვა და გონებაში შაკოსაც შევადარე ეს არსება -მე გაბრიელ ჭილაძე ვარ , გაბო , გაბი როგორც გინდა ისე მომმართე - გამიცინა და ჩემს გვირილებიან ბალიშს დასწვდა -სესილი არჯევანიძე ,და შენც ქუთეისი გაბო? - წარბები შევათამაშე ამ ადამიანის პოზიტიური განწყობა მეც გადმომედო და წამებში მოვედი კარგ ხასიათზე -აპა რაფერ?- ხელში შეატამაშა ბალიში და მეც დაფეთებულმა გამოვართვი -ეე ფრთხილად -ბალიშია რა - მითხრა და საწოლიდან ადგა -ბიჭო მაგის გამო შუა გზაში მანქანა გამაჩერებინა შვილივით ყავს - სერიოზულად უთხრა ნიკამ და მხარზე უბიძგა გავედითო -მე რომ არ წამოვიდე არ შეიძლება ? - სულ არ მქონდა სურვილი მხიარულობის მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა გაბრიელმა -არანაირად - თითი დამიქნია და კარები გაიხურა . მეც თვალი მოვცავლე ჩემს ახალ სამყოფელს და სიამოვნებისგან ლამის დავდნი კედლების ფერი რომ გავარჩიე , 3 კედელი შავად და ერთი მონაცრისფრო მოთეთროდ იყო შეღეილი, შავი კედლები თითქოს თავს ესხმოდნენ მარტოდ დარჩენილს და ისიც თავისი სიკაშკაშით იგერიებდა თავს ... კმაყოფილმა ჩავირიმე და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე , მაგამ ოთახში კარადა არ იყო და ამორებული მაისური უკან დავაბრუნე , ასაკარად ჩემს გარეშე არ იყიდეს არაფერი რადგან მხოლოდ უბრალო საწოლი დგას ამ ოთხში , სამაგიეროდ დიდი ფანჯარა თავს იწონებს, ისე როგორც ლამაზი ქალბატონის გულმკერდზე ბრილიანტის ყელსაბამი , რომელიც ყველაზე ძვირფასია ამ ქალბატონის სხეულზე ... *** საათს დავხედე , ჯერ პირველი საათია, რა ვაკეთო საღამომდე? ქალაქი დათვარიელებული მაქვს მაგრამ მთაწმინდაზე არ ვარ ნამყოფი, მარტო ვერ გავალ, ნიკას ვთხოვო? მცხვენია , არც ისე გავუშინაურდი, რომ რამე ვთხოვო ისედაც უხერხულად ვგრძნობ ამ ადამიანებთან თავს , მითუმეტეს ერეკლესთან . ფრთხილად გავაღე კარები და მისაღებში გავედი, გამიმართლა რადგან ერეკლე იქ არ იყო , ნიკა და ნატო ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ მაგრამ ნიკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი და აშკარად არ აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა . ნატომ გამომხედა გამიღიმა და ოდნავ მოტრიალდა ჩემსკენ -მოდი, შენს ოთახში არაფერი ვიყიდეთ გვინდოდა შენი გემოვნებით აგერჩია - ისევ მეაფერისტებოდა რაც ჩემს ნერვებზე თამაშობდა -დედა რაში გჭირდება ეს ფარსი? რატომ ცდილობ დანგრეული ურთიერთობის აღდგენას? - სავარზელში ჩავჯექი და თვალებში ჩავაშტერდი, ნიკამ ერთი ამოგვხედა მერე ფეხზე წამოდგა "გავალ წვენს მოვიტანო " თქვა და ოთახი დატოვა , მადლიერი თავლებით გავხედე გასვლისას და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე , მანაც გამიღიმა და ოთახი დატოვა -ეს არაა ფარსი, მინდა ისე ვიყოთ როგორც დედა შვილი, მინდა დაკარგული დრო ავანაზღაურო -საძირკველის გარეშე სახლს ვერ ააშენებ , ან თუ ააშენებ მალევე ჩამოგენგრევა , ასე შეიძლება მოჩვენებით გაგიღიმო გითხრა, რომ საუკეთესო დედა ხარ მაგრამ ამ ყველაფერს , ჩვენს ურთიერთობას საფუძველი არ აქვს -ხელებით ავუხსენი და თავი მოვთოკე ხმამაღლა ტირილი რომ არ დამეწყო . -აზრი არ აქვს სესილი შენთან საუბარს , ჩაიცვი და ნიკა გაგიყვანს ავეჯი შეარჩიეთ -ფეხზე წამოდგა და პულტი უხეშად მიაგდო დივანზე,თავისი ოთახისკენ წავიდა და კარი მიიჯახუნა . სახლის დათვალიერება არ დამიწყია რადგან ვარ აქ ნამყოფი , ვერ გეტყვით უბრალო სახლიათქო, მეოთხე სართულია და ორი ბინაა შეერთებული ამიტომ დიდი სახლია , არა ძალიან დიდი სახლია! . ფეხზე წამოვდექი და იქით წავედი სადაც ნიკა მეგულებოდა -რატომ არ შეგიძლია უბრალოდ აპატიო? -წვენი მოსვა და სკამზე მიმითითა დაჯექიო -შენ ვერ გაიგებ ნიკა - აცრემლებულმა მოვსვი წვენი და ვცადე აკანკალებული ხმა დამეწყნარებინა -რატომაა მაინც ასე რთული? ნატოს უყვარხარ და შენთვის კარგი უნდა -იცი 9 წლის ვიყავი მარტო რომ დამტოვა , მთელი ერთი წელი ველოდებოდი , ხან რა მითხრა ბებომ ხან რა , მეუბნებოდა რაღაცეების საყიდლად წავიდა თოჯინა უნდა ჩამოგიტანოს და მოვაო მაგრამ 1 წელი გავიდა, 10 წლის რომ გავხდი მაშინ ჩამოვიდა და ვითომც არაფერი ლამაზი კაბით სცადა ჩემი მოთაფვლა ,მეც გახარებული ჩავეხუტე მაგრამ აზრი? ისევ წავიდა, რამდენი ღამე გავათენე იცი ტირილში? რამდენჯერ მინატრია დედას სუნი მეგრძნო, მაგრამ რა ? მხოლოდ დაბადების დღეზე ვახსენდებოდი , მაგამ გავიზარდე , აღარ ვარ ისეთი პატარა და დაუცველი სესილი, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნია , ძნელია გესმის? ასე უცებ გადაწყვიტა ჩემი აქ გადმოსვლა , არ მინდოდა მაგრამ ბებოს ხათრით წამოვედი იცი როგორ მთხოვა ? აქ ჩემი ადგილი არა არის - უკვე ნიაღვრად მომდიოდა ცრემლები და ნერვებსაც ვეღარვთოკავდი, ერთიანად გამოვუშვი მთელი დღის ნაგროვები ემოციები და ჯერ კიდევ უცხო ადამიანთან დავიცალე , -კაი სესი მაპატიე, ბოდიში რა არ იტირო - ჩემთან მოვიდა და გულზე მიმიკრო მეც მისი საქციელით კიდევ უფრო ამიჩუყდა გული და ტირილს ვუმატე -მისმინე , ჩემთვისაც რთული იყო როცა დედას გიცვლიან , ვერ ვიღებდი ნატოს მაგრამ კარგი ადამიანია , დამიჯერე ნანობს და გთხოვ მიეცი უფლება გამოასწოოს თავისი დანაშაული - ცრემლები მომწმინდა და თვალებში ჩამაშტერდა -ვეცდები - ისევ წამომივიდა ცრემლები და ისევ მივეკარი , ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფას ადამიანს . -ეს სულ როგორ ტირის? -დემეტრეს ცივი ხმა გავიგე და სახეზე წამოვწითლდი , უკვე მეორედ მხედავს დღეს და სულ მტირალს -აღარ ტირის - ნიკამ გამიღიმა და მეც ბოლო ცემლები მოვიწმინდე -გაბომ მომწერა გამო ნიკასთანო მშვიდობაა ? -კიი მშვიდობაა - ზურგიდან ხელი დაუტყაპუნა გაბომ და გამიკვირდა, ეს აქ იყო? საკუთართავს დავუსვი კითხვა და კიდევ უფრო ავწითლდი -მე გავალ - კარისკენ დავიძარი მაგრამ დემეტრე არ გაიწია -გამატარე- ჩემზე საკმაოდ მაღალს ავხედე და სიახლოვით დაბნეულს თვალები სად წამეღო აღარვიცოდი -ნწ- თავი გააქნია და მხრებში ჩამავლო ხელი , სკამზე პატარა ბავშვივით დამსვა და მეც პირღია ვუყურებდი მის ქცევებს - გოგო სად გახვალ შენთვის უნდა ვიყიდოთ ავეჯი - გაბომმითხრა და მაცივარი გამოაღო, მალე შეათამაშა ხელში ფორთოხალი და დასაჭრელად უჯრებში დანის ძებნა დაიწყო - რა? უკვე ? - გაკვირვებულმა ავხედე ნიკას -ჰო რა, აბა ტანსაცმელი სად უნდა წაიღო?-მხრები აიცეჩა ნიკამ და გაბოს ფორთოხალი გამოართვა -ხელებს დაიჭრი შეჩე** მაცადე მე დავჭრი - დანა გამოართვა და ახლა თვითონ სცადა ხელების დაჭრა -ეჰ მომეცით - ფეხზე წამოვდექი და ჩემზე მოშტერებული დემეტრე დავაიგნორე , ფორთოხალი გამოვართვი და წამებში კანისგან გავანთავისუფლე , შუაზე გავჭერი ერთი ნიკას გავუწოდე, მეორე გაბოს -ეს ნახეთ რა - ტუჩი გამოწია გაბომ და ფორთოხალი ჩაკბიჩა -ისე მეც აქ ვარ - ხელი აწია დემეტრემ და ნერწყვი მადიანად ჩაყლაპა -მოგაკბეჩინებენ - დილანდელი " ბავშვი " არ დამვიწყებია და ამიტომ მეც არ დავიშურე ჩემი ირონია -ნუ იკბინები - ისევ ცივი გამოხედვით გამომხედა და ოთახიდან გავიდა -მოდიხართ თუ არა ? - პირგამოტენილ ბიჭებს გამოხედა -ჰო,ჰო, წავედით შენ მომზადება გინდა? - მე გადმომხედა ნიკამ და თავის ქნევით წამოვდექი ფეხზე -ჩანთას ავიღებ - ოთახდიან ჩანთა ავიღე და ძალიან გაშინაურებულ გაბოს გვერდით ამოვუდექი , ხელკავი გამოვდე და მასთან ერთად დავეშვი კიბეებზე . არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მალე თუ გავუშინაურდებოდი არ მეგონა , ნიკაც და გაბოც ძალიან მალე მივიღე მაგრამ დემეტრე დანახვისთანავე არ მომეწონა , ისეთიცივი გამოხედვა აქვს ადგილზე მიგყინავს , ამიტომ ალბად გამიჭირდება მალე მივიღო , თან თავისი უაზრო კომენტარებით საშინლად მაბრაზებს ერთი სიტყვით წურბელაა რა , სისხლს მწოვს -ბავშვი სოფელში ძროხებს წველიდი? - საჭესთან მჯადრმა სარკიდან გადმომხედა და მეც გავღიზიანდი მის ნათქვამ " ბავშვი"-ზე -არა არ გვყავდა , და მე სახელი მაქვს- მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და ფანჯარაში გავიხედე -ვა მართლა და რა გქვია შემახსენე -სესილი - ამოვისისინე და მეც სარკეში გავხედე -სესილია, დავიმახსოვრებ იმედია -სესილი იდიოტო და არა სესილია - ნერვები მეშლება ჩემს სახელს ასე რომ წარმოთქვამენ ,რამდენჯერ გამიჯედავს ამის გამო , გოგოებთანაც მომსვლია კამათი და ბევრი დამცინოდა კიდეც ერთი ასო თუ დაემატება რა მოხდაო მაგრამ საშინლად ვღიზიანდები -სიტყვები შეარჩიე -დავინახე როგორ აენთო სიბრაზით თვალები და შიშის ჟრუანტელმა დამიარა -შენ კიდე ჩემი სახელი ისწავლე და მერე მომმართე -არც მე ჩამოვრჩი და მე თვითონ გამიკვირდა ჩემი გამბედაობის -ოეე ფშიუ , რას დაჭამეთ ერთმანეთი - ხელი აიქნია ნიკამდა ჯერ მე გადმომხედა მერედემეტრეს -ხო რა, გადმოეთრიეთ მივედით უფ - გაბომ კარი გააღო და ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადახტა. დიდი სავაჭრო ცენტრი იყო , თავიდან თვალები ამიჭრელდა მერე ცინკურად მომღიმარი დემეტრე რომ დავინახე რომელიც ჩემს გამომეტყველებაზე იცინოდა დავსეიოზულდი და ხასიათიც გამიფუჭდა -ჯერ ვყიდულობთ საწოლს, მერე კარადას , მერე რავი რა სამეცადინო მაგიდას და შენ რაც გინდა ყველაფერს -ძვირი დაჯდება - ერთიანად წითლებულმა ავხედე ნიკას და მანაც სიცილით გადამხვია ხელი -გოგო არ გამაგიჟო , იყიდე ის რაც გინდა კაი? - სიცილით წამიყვანა მომღიმარი გოგოსკენ და გამაჩერა -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ -თიტი დამიქნია და გოგოგნას მიუბრუნდა - მოკლედ საწოლი, ბალიშები და ეგეთი პონტები სად ჩითავს ? - ხელებით აუხსნა და გოგონასაც უფრო ფართოდ გაეღიმა -აქეთ მობრძანდით - ხელით მიგვანიშნა მარჯვენა მხარეს და ჩვენც იქით წავედით , ბევრი სიარულის შემდეგ ავარჩიე სასურველი საწოლი, ვეძებდი ისეთ ფუმფულას როგორიც სოფელშ მქონდა მაგრამ მაინც ვერ მივაგენი, ყველა საწოლზე იხტუნავა გაბომ და სანა დაცვამ არ მისცა შენიშვნა არ გაჩრდა . პატარა , ლამაზი მოჩუქურთმებული თავით , ფუმფულა საწოლი ავარჩიე და კმაოფილმა გავხედე ნიკას -აი ეს -ანუ ამას ვყიდულობთ , ახლა კარადები და ეგეთებიც გვანახეთ . ბევრი არ მივლია უბრალო კარადა ავარჩიე ვიწრო სარკით , ტრილიაჟი დასაწერი მაგიდა , წიგნების კარადაც და ყველაფერი მზად იყო . -დავიღალე - პუფში ჩაეშვა გაბო და ნიკამაც იგივე გაიმეორა -მიდი რამე კაბა შეარჩიე საღამოს ხო გინდა თან ჩვენც შეგიფასებთ - თვალი ჩამიკრა ნიკამ დაკბებზე მანიშნა -არ მინდა მაქვს - უტიფრად ვიცრუე და ხელების წვალება დავიწყე , ასეთიო ჩვევა მაქვს როცა ვიტყუები თითებს ვატკაცუნებ და ყოველთვის მიჭერდნენ ტყუილში შაკოც და ბებოც -ხელებს ნუ აწვალებ და მიდი ახლა არ გამაბრაზო - ერთი დამიბღვირა და მეც მომაბეზრებლად წავედი კაბებისკენ . ნაღდად არ მაწყენდა ერთი კაბა თან სულაც არ მინდოდა ხალხში სოფლელი იდიოტივით გამოვსულიყავი . სადა ტანზე მომჯდარი წითელი კაბა შევარჩიე და გასახდელისკენ წავედი -ფეხსაცმელი? - გაბომ გამომხედა და ტელეფონში ჩამძვრალ ნიკას მხარი გაკრა . დემეტრე არ შემოსულა მაღაზიაში , სადღაც წავიდა და დაიბარა 1 საათში მოგაკითხავთო ,ამიტომ მეც თავისუფლად ვცხოვრობდი -რა ფეხსაცმელი? -ოო მაგ კაბაზე კეტებს ჩაიცვამ ? -მეც მხრები ავიჩეჩე და თავი დავუქნიე , რადგან სულაც არ ვფიქრობდი რომ ამ კაბას შავი კეტები და შავი მოსაცმელი არ მოუხდებოდა -გამაგიჟებ გოგო მე შენ , წამო - ხელი ჩამავლო და ფეხსაცმელებთან გაჩერდა , შავი ოდნავ მაღალქულსიანები მომაჩეჩა და ძალით შემტენა გასახდელში . მალევე მოვირგე ტანზე კაბა და სარკეში ჩემი გამოსახულება რომ დავინახე ლამის შევკივლე , სულ სხვანაირი ვიყავი . ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და სულაც არ გამჭირვებია მაღლებზე სიარული, ან რა მაღლები ესენი იყო, უბრაკლო უფლი იყო მაგრამ ბევრს გაუჭირდებოდა სიარული. გარეთ გასულს დემეტრეს თვალები რომშემეჩეხნენ ლამის გულმა დამარტყა , კიდევ მეტყვის რამეს და მეც ვეღარ შევუიკავებ ცრემლებს და ავტირდები -ვოოოოუუ - თვალები გააფართოვა ნიკამ და შემათვალიერა -ახალი დაიკო ნახეეთ - გაბომ სიცილით მითხრა და ცერა თითი ამიწია . დემეტრეს არაფერი უთქვამს დაკვირვებით მაკვირდებოდა და მეც ვწითლდებოდი მის დაჟინებულ მზერაზე -მაგარი ხარ სესი - ლოყაზე ხმაურით მაკოცა ნიკამ და ისევ იმ გოგონას დაუძახა , -ამეებსაც ვიღებთ და ყველაფერი ერთად მოიტანეთ , მისამართს დაგიწერთ -გოგონამაც დაბნეულმა დაუქნია თავი და მეც გასახდელისკენ წავედი . მალევე გამოვიცვალე და ჩევული ჯინსებით დავბრუნდი ბიჭებთან . მანქანაში ვისხედით ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა და ეკრანიდან მომღიმარი შაკო რომ დავიანხე უნებურად გამეღიმა -შეყჩო ურეკავს გოგოს - ისევ ირონია და სურვილი მაგრად მოვახრჩო ეს დეგენერატი ადამიანი . -ჰო პაწკუ - როგორც კი ეს სახელი წარმოვთქვი გაბო აფხუკუნდა და დემეტრეც აყვა -რას შვრები აბა ? -რავი სახლში მივდივარ , შენ ? -აუ იცი როგრო მომენატრე? მე და ნაზი ვზივრათ და ყავას ვწრუპავთ კაი ჭორიკანა ქალებივით - მივხვდი რომ იღიმოდა და მეც გამეღიმა -მეც მომენატრეთ -უკვე ხმა ამიკანკალდა და ნიკამაც დაბღვერილმა გადმომხედა -კაი მიდი მიხედე თავს და დაგირეკავ მერე კაი? აღარ იტირო რა -კაი მიდი ,გაკოცეთ ორივეს - მაინც გადმომცვივდა ცრემლები და გაბომაც მხარზე დამარტყა -რა გატირებს გოგო? -არ ვტირივარ - ღიმილით გავხედე ცოტა დაწყნარებულმა და დემეტრეს გამოხედვაც დავიჭირე -ისე ბებო არ გიშლიდათ ურთიერთობას? -არაა შეყვარებული შეიგნე - საფეთქელზე მივიჭირე გაბრაზებულმა ხელი -აბა პაწკუო?-გაბოც აყვა და ნერვები მომეშალა -გაბო შენ ხომ ხარ ჩემი ძმა ? -იასნა -ხოდა შაკოც ჩემი ძმაა ოღონდ დიდი ხანია ვიცნობ - მხრები ავიჩეჩე და კმაყოფილმა გავხედე დემეტრეს -რა ჩამოაყალიბა - ტუჩი სასაცილოდ გამოსწია ნიკამ და ყველას გაგვეცინა რათქმაუნდა გაუცინარი ციხესიმაგრის , დემეტრეს გარდა . სახლში გადაღლილი მივედი და სიხარულისგან ლამის ფრენა დავიწყე ნატომ რომ თქვა მე და ერეკლე წყნეთის სახლში ავდივართ და რესტორანში მერე წავიდეთო . სიხარულით შევედი უკვე ჩემს ოთახში და ერთადერთ საწოლზე ბალიშთან ჩახუტებულს ჩამეძინა .კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა და ზლაზვნით წავედი გასაღბად -გოგო ავეჯი მოიტანეს მიდი გამო- კარებიდან მომაძახა ნიკამ დაკიბეებზე დაეშვა -ყვავის ბუდეს გავხარ - მწარედ მიკბინა დემეტრემ და გაბოსთან ერტად დაეშვა კიბეებზე . სარკესი ჩავიხედე და ჩემი ხვეული თმა ისე იყო აბურდული მარტლა ყვავის ბუდეს გავდა . სულ წუწუნიტ ამოიტანეს ყველაფერი, მერე სადრაც წავიდნენ და მარტო დამტოვეს ამხელა სახლში. საშინლად მეშინია მარტო ყოფნის , ტან როცა სახლში მარტო ვარ , და მივხვდი რომ ძილის გარდა ვერაფერიმიშველიდა , მაგრამ რადგან უკვე მეძინა ვეღარ დავიძინე და მთელი ოთახი მივალაგე , აი ამის მერე წელატკიებულს და გადალილს მკვდარივით ჩამეძინა *** -ადექი სესილი რაა გახმა კუჭიი -კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა ისევ და გულში კარგად მივაწყევლე გაბო -ბიჭო შენ აქ გადმოხვედი საცხოვრებლად?- ხმადაბოხებულმა დავუყვირე და ბალიში თავზე დავიმხე -ოო გამო სესი რა გვშია - ახლა ნიკამ დაიწყო წუწუნი და მეც დარეტიანებული ავდექი , თავი მოვიწესრიგე უბრალო შორტი და მაისური ჩავიცვი რადგან აგვისტო იყო და ცხელოდა . ოთახიდან მთქნარებით გავედი და წელსზევით შიშველი დემეტრეს ზურგი რომ დავინახე დენდარტყმულივით ვჭყიტე თვალები, ცეცხლოვანი ფრინველი მიმზერდა დემეტრეს ზურგიდან და მეც თვალებდაჭყეტილი ვაკვირდებოდი -სესილია მოგეწონა ?- ჩემს მზერას მხვდა და მოუტრიალებლად მკითხა. ოცდენად მქონდა ტატუს გაკეთება და ახლა ეს საოცრება რომ ვნახე რომელსაც მტელი დაკუნთული მხრები და ზურგი დაეკავებინა , საოცრად მოვინუსხე . -წავა რა - მხრები ავიჩეჩე და სკამზე ჩამოვჯექი-სესილი მქვია სესილიიი - თვალებში ჩავხედე და მთელი მრისხანება გავუშვი მზერაში -მე სესილია მომწონს -სახელი ჩემია და წესიერად მომმართე - ისევ ამოვისისინე და ნიკას წვენი მადიანად მოვსვი . პირი გამშრობოდა და ტკბილმა სითხემ სასიამოვნოდ ჩაიარა ყელი და საყლაპავი მილი . -კარგით ახლა , გვშია სესი "ვკვტეპით" - თვალები დამიქაჩა გაბომ და სიცილით ავდექი ფეხზე -რა გაგიკეთოთ? - თავი მოვიქექე და მაცივარი გამოვაღე -რა იცი გააჩნია - დემეტრემ მითხრა და სკამზე დაჯდა -ყველაფერი ვიცი გააჩნია რა გინდათ - მხრები ავიჩეჩე და მაცივრიდან , კვერცხი პომიდორი დამწვანილები გამოვიღე -გააკეთე რამე თუ ძმა ხარ გახმა კუჭი - ხელი აიქნია ნიკამ და დარჩენილი წვენი ხმაურით ჩაყლაპა . მეც ხახვთან ერთად მოვთუშე პომიდორი , კვერცხი დავახალე მწვანილები მოვაყარე ცოტა სუნელები , მარილიც და საფირმო ტაფამწვარიც მზად იყო. -აუ რა მაგარი სუნია მალე იქნება? -მზადაა - ღიმილით გასდავდე მაგიდაზე და დადებული არ მქონდა კოვზებით რომ იღებდნენ თეფშებზე -მმ სესი უგემრიელესია - პირგამოტენილმა მაოილუღლუღა გაბომ და კიდევ ერთი ლუკმა ჩაიტენა -მმმ მართლა მაგარია -ნიკამაც შემაქო და ჯერი დმეტრეზე მიდგა -წავა რა - ჩემი ნათქვამი გაიმეორა დემეტრემ და მეც უნებურად ჩამეღიმა -არ გშია შენ? - ნიკამ ამმხედა და დიდი ლუკმა გადაყლაპა -არა დილით ვერ ვჭამ , ყავას დავლევ- კარადას მივუბრუნდი და ყავს დავუწყე ძებნა -მეც მინდა - დემეტრემ ამოილაპარაკა და მეც მეორე კოვზი ყავაც დავამატე მადუღარაში -გავალ მე და მიხედეთ ამას არ გადმოვიდეს - ყავაზე მივუთითე და შაკოსთან დასარეკად გავედი აივანზე . საშინლად არ მიყვარს უნალექო ყავა , ატომღაც გულს მიჩქარებს და საშინლად მხდის ამიტომ ერთხელ დავლიე და იმის მერე პირი არ დამიკარებია . რამდენიმე ზარის მერე აიღო ტელეფონი შაკომ და ლანძღვა დამიწყო -გოგო მაცადე რა ძილი , მერე ვერ დამირეკავდი? ხაშია? -ოო კაი რა პაწკუ არ მოგენატრე ბაბუ?-ხმა დავიბოხე და მეზობლის კაცის ინტონაციით დავიწყე ლაპარაკი -შალვა ბაბუ ხარ გოგო? -შენ ხო ხუმრობა არ იცი რა - უცებ ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებლივით გადაიკისკისა და ხმამაღალი სიცილი ავტეხე . აი ისე ზუსტად აჯავრებს შაკო ბილოგიის მასწავლებელს სიცილში სულ მეცინება და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი. -ვა ბავშვი სიცილიც ვიცით ? - დემეტრეს ხმაზე შვეხტი და კისკისიც შევწყვიტე -შემშინდა დებილო - შეშინებულმა გავხედე და გულზე მივიდე ხელი -ვინაა? - ყურმილში ჩამძახა შაკომ -ნიკას მეგობარია , დაიძინე მიდი დაგირეკავ მერე -კაი მიდი გაკოცე სესილეე- სიცილით მითხრა და მეცღიმილით გავთიშე ტელეფონი -ვიღაცამ თქვა არ მიყვარსო და დებილივით მე ვიღიმი? - სიგარეტი შევნიშნე მის ხელში და გამიკვირდა . მეორე მინუსი დემეტრეს ჩემგან -შემეშვი - ხელი ავიქნიე და კარისკენ წავედი -აღიარე და შეგეშვები -თვალი ჩამიკრა და ღრმა ნაფაზი დაარტყა - რა ჯანდაბა გინდა ? -მოვუტრიალდი და თვალებმოჭუტულმა ვკითხე -არაფერი ბავშვი არაფერი -თმა ამიჩეჩა და სიგარეტი გადააგდო - ყავა მზადაა -მითხრა და კარისკენ წავიდა -წურბელა- ჩემთვის ჩავიბუტბუტე და მეც კარისკენ წავედი -ეგ გავიგე და მოგხვდება -ფეხებს ვერ მომჭამ - ისევ ჩემთვის ჩავილაპარაკე და ესეც გაიგო " რა ბედი გაქვს სესილი" დამცინა ქვეცნობიერმა -გოგო სიტყვები შეარჩიეთქო ვერ გაიგე ? - მომიტრიალდა და მხარზე დამავლო ხელი. ტკივილი ვიგრძენი და სახე დამემანჭა -მტკივა - ხელზე მივუთითე და მანაც კიდევ უფრო მომიჭრა ხელი -წესიერად მელაპარაკე და ფეხებში არ მომედო - ისევ მაგრად მიჭერდა ხელებს და მეც ლამის ცრემლები წამომივიდა ტკივილისგან -სადისტი ხარ? მტკივა გამიშვი -მისმინე , შენზე ემინიმუმ 5 წლით უფროსი მაინც ვარ და სიტყვები შეარჩიე ჩემს მიმართებაში -არც შენ ხარ ანგელოზი , მეუხეშები და მიტომ გელაპარაკები ასე -უზრდელო - ხელი კიდევ უფრო მომიჭირა და მეც წამოვიკივლე -რეგვენი ხარ გესმი? დეგენერატიი - ხმამაღლა ვუყვირე და ცრემლები გადმომცვივდა . როგორც კი შეამჩნია ჩემი ცრემლები უმალ შემიშვა ხელი . ნიკას და გაბოს გაოცებული სახეები დავაიგნორე და ჩემს ოთახში შევვარდი , ერად მომაწვა ამ დღეების ნაგროვები და ერტიანად ამოხეთქა , ხელის ტკივილი ემატებოდა ამ ყველაფერს და უარესს მიშვრებოდა , თვალები დავხუჭე თუ არა დემეტრეს სახე წარმომიდგა თვალწინდა საშინელი ზიზღი ვიგრძენი, 2 დღეა ვიცნობ და მთელი არსებით მძულს ეს ადამიანი! არაფერს ვგრძნობდი , ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე რომ ჩემი ცრემლები დავანახე , ვეღარ მოვითმინე და პატარა ბავშვივით ავტირდი , თან ვის წინაშე? დემეტრე ვიბლიანის , ხისთავიანი და ხეპრე სვანის წინაშე რომელმაც გოგოსთან მოპყრობა არ იცის ! -სესილი ნუ გამაგიჟე გააღე გოგო კარი - მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა კარებს ნიკა -გააღე თორე შემოვანგრევთ - მკაცრად ჩაილაპარაკა გაბომ და მის ხმაში სიმკაცრე რომ შევნიშნე გამიკვირდა . ზლაზნვით წავედი კარის გასაღებად , ცრემლები მოვიწმინდე და მოზანზარე კარების სახელური ძლივს ჩამოვწიე ისე ეჯაჯგურებოდნენ ბიჭები , გავაღე თუ რა თავი ვეღარ შეიკავეს და კარებზე მოყრდნობილები ინერციით შემოვარდნენ ოთახში , რომ არა საშინელი სიბრაზე ალბად გულიანად გადავიხარხარებდი მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული შემეძლო წურბელა ჩემი ხელით მომეხრჩო -რა გატირებს გოგო? - ახლოს მოვიდა და თვალები დააწვრილა -შენ დეგენერატ ძმაკაცს კითხეთ - ვთქვი და დემეტრეს შემოსვლაც ერთი იყო , არანაირი ემოცია , ისევ ისეთი ცივი სახე და საზიზღარი დამაბნეველი გამოხედვა , ნეტავ საერთოდ გული აქვს? არ გამიკვირდება გულის მაგივრად ხის ლოდი რომ ედოს . -კიდე ტლიკინებ - წყნარი ხმით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა -მეზიზღები გაიგე? ორი დღეა გიცნობ მაგრამ აი მაგრად ვერ გიტან! გაეთრიე აქედან და ვაფშე აღარ დამენახო - თითით კარისკენ გავიშვირე და როცა დავინახე როგორ ჩაიღიმა ლამის ჭკუიდან შევიშალე , მინდოდა მაგრამ გამელაწუნებინა სიფათში ისე რომ მაგრად სტკენოდა -რა ჯანდაბა გჭირთ? - გაბრიელმა იკითხა და ეეკლეს "ხო არ ჭედავ?!" მზერით შეხედა -თქვენ ძმაკაცს მოქცევა ასწავლეთ , მკლავი დამილურჯა რეგვენმა , და საერთოდ რაღას დგახარ გაეთრიეთქო ვერ გაიგე ? ხმამაღლა ვუყვირე ხესავით მდგარს და ჩემს დალურჯებულ მხარზე მოშტერებულს , კარებს ხელი მაგრად მიარტყა , ხმადაბლა შეიკურთხა და ოთახიდან გავიდა . ვითომ ინანა? მაგრამ სად შეუძლიათ სადისტებს რამის შეგრძნება? -კარი აღარ ჩკეტო - თითი დამიქნია ნიკამ და ოთახიდან გავიდა. გაბოც აპირებდა გასვლას მაგრამ მომიტრილადა და გამიღიმა -არაა ცუდი ადამიანი დემე , პროსტა ძაან ფეთქებადი ხასიათი აქვს - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა . კიდე იმას რომ იცავს, გეგონება მე დავულურჯე მკლავი და მე ვატირე , -არ შეგარჩენ დემეტრე ვიბლიანო ! - ხმადაბლა ჩავილაპარაკე დასაწოლზე დავეხეთქე. მერე გავიგე ნიკას ყვირილის და ბრახუნის ხმები , ნეტა მაგრად მოარტყას ყბაში ვიბლიანს , გულზე მომეშვება ! ცოტა ხანს სრულიად გათიშული ვიყავი და საერთოს არაფეზე ვფიქრობდი , მერე ფეხზე წამოვდექი და ახალ წიგნების კარადაში წიგნის ძებნა დავიწყე , მალევე მივაგენი ყდაგაცვეთილ ძველ წიგნს და ღიმილით გადავშალე "მარტინ იდენი" დიდი გამოყვანილი ასოებით ეწერა , ღრმად შევისუნთქე სიძველის სუნი და რაფაზე კარგად მოვკალათდი , ჩემი ბალიში ოდნავ მოხრილ მუხლებზე დავიდე , ზედ წიგნი მოვათავსე და მზის სხივებით გამთბარმა კითხვა დავიწყე , მთლიანად გადავეშვი პარალელურ სამყაროში , უცებ კარგად ჯეკ ლონდონის მიერ ნათქვამი ერთ ერთი ფრაზა გამახსენდა "ყოველი სინამდვილიდან აღებული ფაქტი ილუზიაა" , ვეთანხმები " ძია ჯეკს " ყველაფერი ილუზიაა მაგრამ იმ წიგნს რომელშიც ეს ფრაზა გამოიყენა საშინლად ვერ ვიტან " დიდი სახლის პატარა დიასახლისი" ეს ხომ სრული უბადრუკობაა , გიყვარდეს ორი ადამიანი ერთად? სრული აბსურდია ! ყოველთვის ვნანობ იმ დროს ამ წიგნის კითხვაზე რომ დავხარჯე , მაგრამ ჯეკ ლონდონი მაინც ბოლომდე მეყვარება , მისი ნაწერები საოცარი ემოციებით მავსებს , და სრულიად მაკარგვინებს თავს , ვერ გეტყვით ჩემი საყვარელი მწერალითქო მაგრამ ეს წიგნი " მარტინ იდენი" ბებოს ნაჩუქარია და როგორც საკუთარ შვილს ისე ვუფრთხილდები ... -გოგო კიდე ჩაკეტე კარიი? - ჩამძინებია , ესენი ხომ არაფერს დაგაცდიან , გახევებული წამოვდექი და მაშინვე დამიარეს ბუსუსებმა მთელს სხეულში , გვარიანად გავიზმორე და კარის გასაღებად გავემართე -მაცადეთ ხალხო ცხოვრება - ჩემი ხმა მეთვითონ ვერ ვიცანი ,უფრო კატის კნავილს გავდა , ალბად ძილის გამო -რა ხმა გაქვს გოგო - სიცილით მითხრა გაბომ და ნიკაც აჰყვა -ოო ჩემძინა -იცი რომელი საათია ? -რომელი? -7 საათი ხდება შვილო შვიდიი - თავზე მომიკაკუნა ნიკამ -არის სახლში ვინმე ? -ნუ მაიმუნობ - გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ვუთხარი და გადასამოწმებლად საათს დავხედე , აი რა იცის პარალელურ სამყაროში მოგზაურობამ ... -მისმინე ჩაიცვი უბანში გავდივართ ,გაგაცნობ ხალხს იცოდნენ ვისი და ხარ - წარბები ამითამაშა გაბომ -არ მინდა უბანში - თავი მოვიქექე და სააბაზანოდან გამოსულ დემეტრეს მტრული მზერა ვესროლე - გინდა , ჩქარა ჩაიცვი და გავდივართ - კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი , როგორ არ მინდა ახლა ვინმეს ნახვა და გაცნობა , " რა პესიმისტი ხარ სესილი" ქვეცნობიერმა გამკიცხა და მეც თავი გავიქნიე მის მოსაშორებლად . მალევე გამოვიცვალე , ჯინსის დახეული შარვალი და უბრალო თეთრი მაისური გადავიცვი რომელსაც ზურგზე დიდი ასოებით ეწერა "dark soul" მიყვარს ეს მაისური , შაკომ მაჩუქა დაბადების დღეზე შენნაირი ბნელი სული აქვს ამ მაისურსაცო . უიი შაკოო -არ გაგახსენდი ხო მთელი დღე? კაი , მეც დაგიკიდებ ფეხებზე დამპალი და გულ მავიწყი ადამიანი ხარ , 700ჯერ შევამოწმე ტელეფონი ხომ არ მომწერათქო , არაადამიანი ხარ შენ პიღია ვიდექი და ვუსმენდი , ისევ არ მაცდიან ლაპარაკს -ბიჭო ვკითხულობდი და ჩამეძინა ვერ ხარ შეენ? - გაბრაზებულმა ვუთხარი და თან გამეღიმა მის ასეთ რეაქციაზე -ოოოო რაა მაინც დამპალი ხარ -იი ჩემი პაწკუუ , რას შვრები ბიჭი აბა ? -მომენატრე აი ძალიან , უზომოდ და ისეთი რაღაცეები მაქვს მოსაყოლი ვჭედედავ უკვე ისე მინდა რომ აქ იყო და შენ თუ არ იქნები ხვალ მე მოვიდვარ და კალაშნიკოვით უნდა ამოვხოცო ყველა შენი თავი რომ წამართვეს - მუცელზე ხელებს ვიჭერდი და ხმამაღლა ვკისკისებდი -მართლა ჩამოვალ გოგო რა გაცინებს -მართლა ? აუ მიყვარხარ ვაბოდებ შენზე - ხმამაღლა ვიყვირე და ოთახიდან სიცილისგან მუცელატკიებული გავედი ,სამჯერ მომიკაკუნეს გამოდიო . წარბაწეულები მიყურებდნენ სამივე , დემეტრე დავაიგნორე და ბიჭებს ვუთხარი ტუჩების მოძრაობით შაკოათქო . -გოგო მისმინე დიდუბეშე დამხვდებეე , მე რა ვიცი სად ცხოვრობს შენი დედიკუნა -კაი მომწერე და იქ გავჩნდები , მიდი გაკოცე და ძილისწინ მოგწერ ოკსი? -მოკსიი, მეც გაკოცე - ღიმილით გავთიშე ტელეფონი და ნიკას ბედნიერმ ავხედე -ხვალ ჩამოვა - ტაში შემოვკარი და კიბეებზე სიცილით დავეშვი -ავშენებულვართ - მაინც მისწვდა ჩემს ყურთასმენას ირონიით ნათქვამი სიტუყვები და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა ამ ხმის გაგონებისას . უბანი გადატენილი იყოთქო ახალგაზრდობით ვერ გეტყვით მაგრამ 10 ბავშვამდე ისხდნენ სკამზე და რაღაცაზე იცინოდნენ , 3 გოგო 7 ბიჭი , გონებაში გადავთვალე და ნიკას ხელკავი გამოვდე . -ბარო სასტავ - ხელი აგვიწია შავგვრემანმა ტიპმა და გაგვიცინა . ბიჭებმა ყველა გადაკოცნეს -ეს სესილია ჩემი და - ღიმილით თქვა და ხელი გადამხვია , - ეს ვეკოა , კოკა , ელენე , საბა , კახა , ვერონიკა , მაკო , ბექა , ტუზიკა და კუპატა -მიმითითა ტყუპებზე და მათ სახელებზე გამეცინა -სასიამოვნოა - მორიდებით ჩავილაპარაკე და ორ ერთმანეთის ანალოგ ტყუპს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე -გიორგი და ლევანი - სიცილით მითხრა ერთ ერთმა და ნიკას დაბღვერილმა შეხედა- ბიჭო სახელები არ გვაქ ჩვენ? - ნიკამაც თავში წამოარტყა და სიცილით მიმისვა გვერდზე. ღიმილით ვადევნებდი ბავშვებს თვალს და ხანდახან მეც ვერთვებოდი საუბარში , ბექა ყველაზე კარგად გავიცანი და მომეწონა კიდეც იმიტო რო მაგარი ჯიგარი ტიპი ჩანდა . გოგოებსაც მალევე "ჩავუსისთერდი" და ცალკე დავიწყეთ ლაპარაკი ქალთა თემებზე . -გცივა გოგო? - გვერდით მჯადრმა ბექამ მითხა და აკანკალებულ ნიკაპზე დამხედა -ააა...რრრააა- დებილურად მოვიტყუე და აკანკალებული ნიკაპის დაწყნარება ვცადე . მთელი ამ დროის მანძილზე დმეტრე არ გამხსენებია მაგრამ გვრდი მეწვოდა მისი დაჟინებული მზერისგან . ,ერე ჩემს პირდაპირ გადაჯდა და ახლა მთელი სახე მეწვოდა . -აგვისტოში ადამიანი იყინებოდეს არ გამიგია - მხრები აიჩეჩა და მოსაცმელი მომახურა -შეგცივდა ? - ნიკამ თბილი მზერით გადმომხედა და გამიღიმა -უკვე გათბა - სიცილითვე უთხრა ბექამ და კაპიუშონი თავზე გადმომაფარა . არ გამომპარვია დემეტრეს მომუშტული ხელები ბექას ამ საქციელზე და საოცრად დავიბენი. ან შეიძლება სხვა რამეზეა გაბრაზებული . ქვეცნობიერმა მზრები აიჩეჩა და მეც დავანებე დემეტრეზე ფიქრს თავი რაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა იმიტომ რომ ორი თაფლისფერი თვალი დაჟინებით მიმზერდნენ . -წავედით - ფეხზე წამოდგა დემეტრე და ბჭებს გადახედა -საქმე მაქვს და წამოდით - იმის მაგივრად რომ ხვეწნანარევი ხმით ეთქვა ისე ბრძანა თითქოს ბელადი იყოს და ჩვენ კიდე მონები -კაი წამო, - ფეხზე წამოდგნენ გაბოც და ნიკაც . სულაც არ მინდოდა ახლა სახლში ასვლა ისე კარგად შევწყვე ბავშვებს მაგრამ დეგენერატი ვიბლიანის გამო მომიწევს ოთახში გამოკეტვა -დროებით - ღიმილით ვუთხარი ბავშვებს და ბექას მოსაცმელი გავუწოდე . მაშინვე დამიარა სიცივემ მთელს ტანში და მთელს სხეულზე გაბატონდა სიცივე .აშკარად წვიმას აპირებს , თან საღამოა და გრილა . ჩემი მცივანობის ამბავი რომ ვიცი მიკვირს არ ვიყინები . ბეღურასავით მოვიფუზე და ისევ ამიკანკალდა ნიკაპი . -სულაც არ მინდა ძმაკაცის და გაიყინოს და ჩემი ძმის განადგურებულ სიფათს ვუყურებდე - ცივად ჩაილაპარაკა დემეტრემ და მოსაცმელი მომახურა . გაბო და ნიკა წინ მიდიოდნენ ამიტომ არც შეუმჩნევიათ ჩემი კანკალი. როგორც კი თბილი მატერია ვიგრძენი მხრებსე სიცივე სითბომ გამოაძევა და ახლა სითბო გაბატონდა ჩემს სხეულზე, თან როგორი სითბო, ძაალიან გემრიელ სურნელში გახვეული ,ნეტა რა სუნამოს ხმარობს? ტვინს მიღრღნიდა ეს შეკითხვა და ვცდილობდი სურნელი კარგად დამემახსოვრებინა . კარი შევაღეთ თუ არა მაშინვე გავუწოდე მოსაცმელი და ოთახში შევედი, სახლში არ ციოდა მაგრამ თხელი მოსაცმელი მოვიცვი და მისაღებში ბიჭებთან გავედი , დემეტრე სახლში წავიდა მაგრამ გაბო ვერ მოვიშორეთ , საშიშ ფილმს ვუყურეთ და რადგან მარტო ცხოვრობს მეშინიაო და ჩვენთან დარჩა . მთელი ფილმის ყურების განმავლობაში ხელებს ძლივს აჩერებდა დემეტრე და შუა ფილმი ლამის გამოგვირთო "რა დებილობებს და ფანტაზიებს მაყურებინებთო" მაგრამ ჩემმა სიჯიუტემთავისი ქნა და ბოლომდე ვუყურეთ ფილმს ..... **** -გოგო სად ხარ ვერ გხედავთ -აუუ შაკო შენ სად ხარ? - უცნაურად აჟიტირებული ვცქმუტავდი და თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით რომ საკო დამენახა, მაგრამ ვერსად ვერ ვხედავდი ნაცნობი მოყვანილობის თავს და მწვანე თვალებს . როგორც კი ზურგიდან დავლანდე ჯინსსა და ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი ბიჭი , ნიკას ტელეფონი ელვის სისწრაფით მივუგდე და მისკენ გავიქეცი -შაკოოო - დავიყვირე და შემობრუნებაც არ ვაცადე ისე მივახტი. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს და ცოტაღა მაკლდა ბოლო ხმაზე არ მებღავლა -სესიიიილეეე - ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა და ჰაერში რამოდენიმეჯერ დამატრიალა. ისე მიჭერდა ხელებს მეგონა ძვლებს ჩამინგრევდა . ახლა მივხვდი როგორ მენატრებოდა ჩემი პაწკუ ეს ორი დღე და ახლა მივხვდი რაარის ნამდვილი მეგობრული სითბო . -აუ აუ სესილი როგორ მომენატრე პროსტა - ოდნავ შემიშვა ხელები სახეზე შემომხედა და ისევ ჩამიხუტა . -აუ პაწკუ მეც მაგრად მომენატრე - ლოყაზე გემრიელი ვაკოცე და ისე გავიღიმე ლამის პირი გამეხა . -დიდხანს გელოდოთ ? - შორიდან მომესმა ცივი ხმა და დემეტემ შემახსენა თავი ჩვენც აქ ვართო -დიდხანს გელოდოთ? - დემეტრეს ინტონაციით გავიმეორე და თვალები დავაელმე . -ეგ ვინ ჯანდაბაა? -მოჭუტული თვალებით შეხედა დემეტრეს და მერე მე დამხედა -ძამიკოს მეგობარია - მხრები ავიჩეჩე და მათკენ წავედი, უბრალო ხელის ჩამორთმევით და გადაკოცვნით მოიკითხა ბიჭები და გაბოც გავაცანი, ერთი სიტყვით ჩემი მოვალეობა მოვიხადე . -ცოტა ხანს მოგპარავთ სესის - ღიმილით დამხედა და ხელი გადამხვია შაკომ -რასქვია მოგვპარავ სახლში ავალთ და იქ დასხდებით და იჭუკჭუკებთ, არც მამაჩემია სახლში და არც ნატო -გითხარი რომ მიყვარხარ? - თვალმოჭუტულმა ავხედე ნიკას და გავუცინე -აარა -ხოოდა ძალიან მიყვარხარ - ხელები სასაცილოდ გავშალე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე ჯიგარ ძამიკოს -შაკო ხომ წამოხვალ? -ისე მინდა ახლა შენთან ლაპარაკი ჯანდაბაში წავიდეთ თუ გინდა - გამიცინა და უკვე კარგად მოკალათებულ დემეტრეს გადახედა რომელიც უკან იჯდა . ოჰო? უკან ზის დემეტრე? ჰოი საოცებავ . ჯერ მე დავჯექი დემეტრეს გვერდით მერე შაკო მომიჯდა . მოკლედ ჩავიჭეჭყე რა ორ მუტრუკს შორის -გავიჭყლიტე - გვერდებატკიებულმა დავიწუწუნე. დემეტრემ უკან დაიწია შაკოც გვერდით მიიწია და ისე აღმოჩნდა რომ მთელი ნახევარი ზურგით დემეტრეს ვეყრდნობოდი . ესღა მაკლდა რა . ოდნავ გადავიწიე და შაკოს ჩამოვადე მხარზე თავი , მაგრამ არც ამან მიშველა , ხელი მთელს სიგრძეზე აქვს დემეტრეს გაშლილი და ისე ჩანს თითქოს წელზე აქვს შემოხვეული. " რამე დავაშავე ?" გულში გავიფიქრე და ქვეცნობიერ სესილის ვუხმე მაგრამ მანაც დამტოვა , რა დამპალია როცა არ მჭირდება მაშინ მოეთრევა და როცა მჭირდება დაიკარგებახოლმე -თქვენ კლასელებიც ხართ? - გაბომ გადმოყო ტავი და ჩემს ჯდომის "სტილზე გაეღიმა " - არა ერთი წლით დიდი ვარ და "ც" რა შუაშია ? - გაკვირვებულმა გახედა შაკომ -აბა ერთად არ ხართ? - ნიკამ გადმოყო თავი და შაკომ ისე გადაიხარხარა ყურები ამატკია . -ამასთან ? მე ? მწყევლით? - სიცილით გახედა გამოშტერებულ ბიჭებს და მათ სახეებზე კიდევ გაიცინა -ფუ ვირო , რას მიწუნებ ერთი? - გაბუტულმა ავხედე და ტუჩი პატარა ბავშვივით გამოვწიე -ხასიათს სიხარულო ხასიათს - ცხვირზე მაკოცა და გაიცინა -გადი ხმა არ გამცე - მოვშორდი და კიდევ უფრო ავეკარი დემეტრეს . ალბად იმ საზიზღარი ღიმილით ჩაიღიმა ამ დეგენერატმა -აუ ხელი აიღე რა - შეწუხებულმა ვუთხარი და ავხედე, ზუსტად ისე იღიმის ეს დეგენერატი -ვერ გავწევ , ან შენ მოგიწევს საბარგულში ჩაჯდომა ან კიდევ მე კარის გაღება და ჰაერში სალტოების კეთება -ისევ იგივე ტონით ჩაილაპარაკა და მეც სხვა გზა არ მქონდა , დავნებდი -ისე რაღაცით გგავს ჩემი შეყვარებული - სახეზე დამაკვირდა შაკო და მე კიდევ ლამის წნევამ დამარტყა , რაოოოო?? შეყვარებულიოოოოო???? -ვისთან მრალატობ ბიჭო ? - სერიოზულში გავუტარე და ყველანაირად ვეცადე არ გამცინებოდა -ვაიმე სესილი რა გჭირს გოგო - შუბლზე მომადო ხელი სიცხე ხომ არ აქვსო -რადა აუუ მაგარია , რო შემეძლოს ჩაგეხუტებოდი , რძალის რა ვიქნები მე ? მული ხო? უულალააა- ტაში შემოვკარი და მერე თავში წამოვარტყი ხელი -ულალა და ჯანდაბა , გამიხეთქე გოგო თავი - მტკივან ადგილას მიიდო ხელი და გაბრაზებულმა დამხედა -მეც მიყვარხარ - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ხმაურით მივებერტე საზურგეს , ანუ დეეტრეს მკლავს . სახლში ავედით თუ არა სამზარეულოში შვათრიე ვაჟბატონი და კარი მივხურე -თქვი ჩქარა როგორია? ქერა შავგვრემანი? წითური? მაღალი? მსუქანიი? - ქოთქოთით ვკითხე და გულში ნაზიკო გამახსენდა . მშვენივრადაა ქალბატონი ნაზიკო , დილით ველაპარაკე და ოტა კი იტირა მაგრამ , მაინც კარგჰად ვარ რა მიჭირსო , მურა ვერაა კარგად მოაკლდა შენი ხელიო , ჩემს ბებერ მურაზე მითხრა და მეც გულში წარმოვიგინე სავი ფუმფულა მურა ნაღვლიანი თვალებით , შაკოც არ გამოუშვია ხელცარიელი , კაი ხაჭაპურები ჩამოგვიტანა მაგრამ ვინ აცადა რამის ამოღება? -მაცადე გოგო ამოვისუნთქო , მაღალია , ქერაა და იცი რა თვალები აქვს ? აიი შენ ხომ გაქვს ცისფერი თვალები? აი იმასაც ეგეთი აქვს მაგრამ მწვანეში გადასდის, გოგო ბესოს დაა რა , აი იმ ტიპის რო გკერავდა და ვერ დაგკერა - ბესო? ეგ იცით როგორი ტიპია? თავში ავარდნილი აქვს მამიკოს ფულები და გონია რომ ყველადა ყველაფერი თავისია მაგრამ ვერ მივართვი -ფუუუ ღადაოობ? ბესოს დაა? აუუ ეგ ის ტყლარწი გოგოა? -არა დებილო უმცროსი , პიანინოზე რომ უკრავს -ნუ მაშინ პერფექტოო- მერე მთელი ორიდღის ამბები მომიყვა და ყურები დამისივდა ამდენი ახალი ინფორმაციის მოსმენით . ნახევარი საათი პირი არ გაუჩერებია , ბოლოს გაბომ გადამარჩინა და წუწუნით შემოგვივარდა გვშიაო -აუუ რა ოქროს ხელები გაქვს -პირი მოიწმინდე და მერე იბლატავე - სიცილით უთხრა შაკომ და დიდი ლუკმა ჩაიტენა პირში . მიხაროდა რომ ასე მალე დაუახლოვდნენ ერთმანეთს . დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ შაკო დავითანხმეთ რომ აქ რჩებოდა რადგან არც ერეკლე იყო სახლში და არც ნატო. მოკლედ მაგარი დღე იყო . მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე , კითხვა დავიწყე მაგრამ თვალები მეტკინა და მალევე დავანებე თავი, პიჟამაზე ჟაკეტი მოვიცვი და ფეხშიშველი გავტანტალდი აივანზე , ლამაზია ღამის თბილისი და გემრიელია ზაფხულის სითბოთი გაჟღენთილი ჰაერი . -ლამაზია არა ?- ამ ხმამ ისე შემაკრთო რომ არა მოაჯირი ალბად ძირს გადავვარდებოდი .მაგრად მივიჭირე გულზე ხელი და დემეტრესჯენ შევბრუნდი -აუ რა მაგრად შემაშინე -არ მინდოდა - ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და მოაჯირს ჩემს გვერდით დაეყრდნო -რატომ არ გძინავს ? -ვერ დავიძინე -მხრების აჩეჩვით ვუპასუხე და გადაკარგულ ქვეცნობიერს ვუხმე " ეს დემეტრეა თუ მეჩვენება?" -ფეხსაცმელებიც ვერ იპოვე ?- ჩემს შიშველ ფეხებს დახედა და მერე თვალებში ჩამაშტერდა -მიყვარს ფეხშიშველი რომ დავდივარ -გაცივდები. -არაუშავს . -სოფელში ეგრე დადიოდი ხოლმე? -გაკვივება ვერ დამალა და ხმის ტემბრიც შეეცვალა -უმეტესად -ისევ მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა ავათვალიერე , მაინტერესებდა დემეტრე იყო თუ არა -მართლა ბავშვი ხარ -არ ვარ ჩხუბის ხასიათზე არც ის მინდა რომ ვინმემ მკლავი დამილურჯოს - წარბაწეულმა გავხედე და მანაც ჩემს მკლავზე გადაიტანა მზერა -ძალით არ მინდოდა , გაგეჩუმებინა ენა და არაფერი არ მოგივიდოდა - მადებილებს? გამიგია ბოდიში მოიხადო მაგრამ კიდევ მე მადანაშაულებს ? -აზრი არ აქვს შენთანლაპარაკს - ხელი ჩავიქნიე და კარებისკნ გავტყაპუნდი -მეორედ ეგრე აღარ გამოხვიდე , მართლა გაცივდები - ისევ ფეხებზე დამხედა ,"სულ შენ შეგეკითხები" მზრით გადავხედე და სახლში შევედი. მოიცათ ეს დემეტრე იყო? მგონი ორი ადამიანი ცხოვრობს ამ არსებაში , ერთი ნორმალური და მეორე საშინელი და უზრდელი. დაბნეული შევწექი საწოლში და ბალიში მაგრად ჩავიხუტე , ემოციებიტ დატვირთულს ახლა უკვე წამებში ჩამეძინა *** ისევ ეს მზის სხივები , ლამაზად ათამაშდნენ ჩემს სახეზე და მეც თვალები გავახილე. ზანტად წამოვდექი საწოლიდან და თვი მოვიწესრიგე, ისევ ფეხშიშველი გავტანტალდი მისაღებში და დივანზე მჯდარ ბიჭებს მივესალმე . მიხაროდა რომ ასე გაუშინაურდნენ შაკოს ,მაგრამ დემეტრეს მაინც ვერ ვიტანდი! -პრივეტ სესილეე - სსაცილოდ გამეწელა დემეტრე და მეც ცალი წარბი ავუწიე - გოგო დაკერა და შოკშია რა - სიცილით მითხრა გაბომ და დაბღვერილს ენა გამოუყო -სესი ხოჩიშ გაგაცნო ჩემი გოგჩო? - შაკოჩემსკენ შემოტრიალდა და წარბები ამითამაშა -არ მინდა - თავი გავაქნიე და იმის წარმოდგენაზე რომ თუ შაკო თავის შეყვარებულს ნახავდა მე ბესო უნდა მენახა უსიამოვნოდ შევიშმუშნე . -კაი რა , მიდი გთხოოვ , თუ შეგაწუხებს ის ბესო დედას გეფიცები ხელებს დავაძრობ! -ოო კაი ხო მაგრამ თუ ძაან ვეუხეშე ჩემი ბრალი არაა - ხელები ავწიე და სამზარეულოში გავედი. იქიდან წვენის ჭიქით დავბრუნდი და შაკოს მივუსკუპდი, დემეტრეს არც შემოუხედავს ,კომპიუტერში აშკარად ვიღაცას ემესიჯებოდა , აი გაბრიელი კი ტელეფონში რაღაცას თამაშობდა და მთელი ტანით და ემოციებით იყო შიგ ჩართული. - რას ჩასჩიჩინებ მაგ კომპიუტერს? - გადახედა ნიკამ დემეტრეს და ტელევიზორის პულტი ხელებში შეათმაშა -იმ გოგოს საათს ვუთანხმებ - ისე უპასუხა თავი არ აუწევია. -ნომი გაქვს? -არა საღამოს სანამ გნახავ მოგწერო - ეს გავიგე დაა უცებ ისეთმა იდეამ გამიელვა რომ საკუთარი თავი 'შემიყვარდა" არა ცუღლუტი არასოდეს ვიყავი მაგრამ აი ახლა დემეტრეს გამწარების ისეთი შანსი მქონდა რომ ეს რო არ გამეკეთებინა მს თავს დავიმარხავდი . მომინდომა ბიჭმა აქ ამ პოატარა გოგოს წინაშე თავისი ნაშების გამომზეურება . ხოდა მაცადოს მაგ ყეყეჩმა! ხომ ვთქვი ვიბლიანი არ შეარჩენთქო . -აუუ სესილიი -ნაწყენმა გადმომხედა შაკომ და დაბლითა ტუჩი საყვარლად დაბრიცა -რა გინდა? რაო ტურფამ? როდის გნახავთ მე და ბესოო? -ტურფა შენ ხარ თუ კაია და დღს ვერ მნახავს , რაღაც კონცერტი ააქვს -უჰ რა კაია , მიყვარხარ ღმერთოო - ხელები ავწიე და ფეხზე წამოვდექი. რატომღაც ჩემი ჩანაფიქრის გამო საოარ ხასიათზე დავდექი და ეს ერთობ სერიოზული გოგო საოცრად ავცანცარდი -რაღაც ცუდად იცინი სესილი ამ დილით - წარბაწეულმა გადმომხედა გაბომ და კიდევ ერთხელ დავფიქრდი იამზე ქონდათ თუ არადეეტრეს და გაბრიელს სახლი. -ბიჭო თქვენ სახლი არ გაქვთ სულ აქ რო ყრიხართ? - წარბაწეულმა გადავხედე ბიჭებს და როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე სახეზე საშინლად წამოვწითლდი . -ეე სესილი რაიყო გაწუხებთ? - ნაწყენმა გადმომხედა გაბრიელმა და წარბები შეკრა -აუ არა , ცუდად გამომივიდა . ნუ ყოველშემთხვევაში შენ არა ! - დემეტრეს გადავხედე და ფეხზე წამოვხტი. -აბა ვის გშიათ? -მეეეე - ნიკა დემეტრე და გაბრიელი ერთად წამოიართნენ და მეც სიცილით გავუძეხი სამზარეულოსკენ. ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ სახლში მარტო დავრჩენილიყავი. ისე მინდოდა ჩემი გეგმების გახორციელება უკვე ხელები მექავებოდა. მაგრამ თითქოს გულში რაღაც მაინც მწიწკნიდა ასე რომ ვიქცეოდი. ალბათ მეორე მკლავსაც დამილურჯებს ვიბლიანი მაგრამ სამაგიეროს გადახდის წყურვილი მკლავდა. მაცივართან ვიდექი და უაზროდ ვაშტერდებოდი სასურველ პომიდორს როცა ზურგიდან სითბო ვიგრძენი . ვიღაც ძალიან ახლოს მედგა და პირადპირჩემს კისერთან სუნთქავდა. ისე დავიბენი ვერც შვტრიალდი და როცა ვიღაცამ თმა კისრიდან გვერდზე გადამიყარა მაშინღა ვინებე გონზე მოსვლა და მიტრიალება დავაპირე მაგრამ ცხელმა ხელებმა გამაჩერეს. -ფეხსაცმელები ჩაიცვი , გაცივდები! - კატეგორიული მკაცრი ბარიტონი გაისმა და სუნთვა ძალიან მომიახლოვდა. მეგონა კისერში მაკოცებდა მაგრამ შვცდი, ერთხანს ასე იყო მერე კი უცებ გამეცალა და გაშეშებული დამტოვა მაცივართან აყუდებული. ისევ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები! ან რატომ ველოდი კისერში ტკბილ კოცნას? "ვითომ არ გინდოდა " დამცინავად გამომეხმაურა ჩემი ალტერ ეგო და მაშინვე თავი გავიქნიე ცუდი ფიქრების გასაფანტად . აი ახლა სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ვიბლიანზე შურისძიება მინდოდა. *** -გოგო ჩევნ მაღაზიაში ჩავალთ, რაღაცეები გათავდა და ჭკუით - თითი დამიქნია ნიკამ და ოთხივე ერთად გაუჩინარდა კარებში . ტაში შემოვკარი და ეგრევე მისაღებში დადებული კომპიუტერისგან გავექანე . ახლა მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, ნოუთბუქს კოდი რომ ჰქონოდა "ჩამეფუშებოდა" მთელი გეგმები . ფრთხილად გავხსენი ნოუთბუქი და ღრმად ამოვისუნთქე როცა უპრობლემოდ ჩაირთო. პროგრამებში შევედი და კოდი შევიყვანე . ესეც ასე , ახლა ისე ვერ ჩართავს ის რეგვენი თუ პაროლი არ ჩაწერა , პაროლი კი მე ვიცი , თან ისეთია აზრადაც რომ ვერ მოუვა. "ხელები დაიმოკლე" . ხელის კანკალით გამოვრთე ნოუთბუქი და ადგილზე დავაბრუნე. ცოტა ხანს ჩემს ტანსაცმელში ვიქექებოდი , მერე ჯინსის შორტი და ნაცრისფერი ორი ზომით დიდი მაისური გადავიცვი და ფულიც მოვიმარაგე . -როგორც კი ბიჭები მოვლენ , მე წავალ!- ხმამაღა ვთქვი და ქერა თმა მაღლა ავიწიე, კეტებიც ამოვიცვი და ბიჭებს დაველოდე. უკვე 6 საათი იყო კარები სიცილით, რომ შემოაღეს. -აბა მოიწყინე? - შაკომ შუბლზე მაკოცა და სამზარეულოში წავიდა. -არაა - ეშმაკურად ჩავიცინე და ჩანთა ავიღე. კარადასთან ავიზუტე და დაველოდე როდის მორჩებოდნენ სიცილს -სადმე მიდიხარ დაია? - სიცილით მკითხა ნიკამ და მისაღებში მიმავალ დემეტრეს თავლი გააყოლა. აი სად დაგერხა სესილი! -ააამ , რაღაცეები უნდა ვიყიდო, თან მეგობარიც უნდა ვნახო, მალე მოვალ- სწრაფად მივაყარე და კარისკენ გავიქეცი. სანამ კარს ვაღებდი დემეტრესყვირილი მაინც გავიგე და თავქუდმოგლეჯილი დავეშვი კიბეებზე. -სესილი თითებს დაგაჭრიი- როგორც კი გამწარებული ხმა მისწვდა ყურთასმენას სირბილით გავვარდი ქუჩაში და უკან შიშით მივიხედე, სადარბაზოდან დემეტრე გამოვარდა და მეც მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს . აზრზე არ ვიყავი სად გავრბოდი მაგრამ მთავარი იყო გავრბოდი! ლამის მანქანამ გამიტანა გზაზე გადარბენისას , მერე ვიღაც კაცი გავიტანე და როგორც კი ერთ-ერთ სუპერმარკეტს ამოვეფარე მუხლებს დავეყრდენი და მოსულიერება ვცადე . მერე სუპერმარკეტში წყალი ვიყიდე და ნახევარი ბოთლი გამოვცალე . რაღაცეები ვერ გავთვალე, ცოტა ადრე უნდა გამოვსულიყავი სახლიდან დემეტრეს რომ ვერ დავენახე , მაგრამ ჩემი დაბდურობის გამო "ჩავფლავდი" . ახლა რაღა ვქნა? სად უნდა წავიდე? მსგავსი კითხვები არ მასვენებდა და ლამის მთელი ხმით ავტირებულიყავი როცა ქუჩა მოვათვალიერე და სრულიად უცხო გარემოში ამოვყავი თავი. 2 საათიანი ბოდიალის მერე გადავწყვიტე ნიკასთვის დამერეკა , თორემ უკვე ბნელდებოდა და რამე შარს ავიკიდებდი. ტელეფონი ამოვაძვრინე და უამრავი გამოტოვებული ზარიც დამხვდა . -გაგიჟდი გოგო შეენ? სად დადიხარ ამ შუაღამისას? - მაშინვე ყვირილზე გადმოვიდა ნიკა და მეც ცემლებით ამევსო თვალები. თან ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები ასეთი შტერი რომ ვიყავი . -აუ ნიკა , დავიკარგე მოდი რა - ამოვიწუწუნე და მოღრუბლულ ცას ავხედე -სად ხარ? აუ სესილი ცოტაღა მაკლდა და პოლიციაში ვრეკავდი. ჯერ მე მოგკლავ მერე შაკო და გაბო მოგკლავენ და ბოლოს დემეტრე მოგკლავს - დამამშვიდა თავისი ჭკუით და გბარზებული დემეტრეს წარმოდგენისას ტანში უსიამოვნოდ გამცრა - არ ვიცი , რაღაც მაღაზიაა , ფუდმარტი მანდ მოდი რაა -გაჩერდი და 20 წუთში მოვალ - გაბრაზებულმა მითხრა და გამითიშა. ახლა უფრო ავსლუკუნდი და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი. -სულელი ხარ სესილი ყველა ასპექტში! - ხამამღლა ვთქვი და მუხლებზე ხელები მოვიხვიე . - თავხედი და ცანცარა ბავშვიც ხარ ! - მკაცრი ბარიტონი მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ფეხზე ფეთიანივით წამოვხტი. სილუეტში დემეტრე რომ ამოვიცანი და მის გამწარებულ მზერას ვკიდე თვალი, შიშისგან მუხლები ამიკანკალდა. -მე ისა ... შენ...- დებილივით ავბლუყუნდი და გარემოს მოვავლე თვალი რომელ მხარეს გავქცეულიყავი ... - რა მე ? რა შენ ? ახლა სადღა გაიქცევი? - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და მეც ნელ - ნელა უკან უკან დავიწყე სვლა. ტროტუარზე ფეხი დამიცდა და ისევ დემეტრემ დამიჭირა თორემ ალბად ასფალტს ჩავეხუტებოდი. - ისე ღირსი ხარ ეგ ცხვირი გაიტეხო, სხვის საქმეში დაუკითხავად , რომ ყოფ - ერთი ამოისისინა და მკლავზე ხელი დამავლო. მაშინვე ამეწვა მკლავი, თან ზუსტად ის დალურჯებული ადგილი იყო. -ნიკა მოვა ახლა და გამიშვი გთხოვ თორე ... -რა თორე? რა თორე? იცი რისი ღირსი ხარ? ეგ თითები უნდა დაგამტვრიოს ადამიანმა! შენი ხმა არ გავიგო - აალებული თვალებით დამხედა და თავისი მანქანისკენ წამიყვანა. კარი გააღო და კი არ ჩამსვა ძალით ჩამტენა. ისე ვიყავი დაშოკილი ხმის ამოღების უნარი დავკარგე და მოსალოდნელ სასჯელეზე ვფიქრობდი.მაგრამ ძალიან შევცდი მანქანა მალევე მიიყვანა კორპუსთნ და დაშტერებული დამტოვა მანქანაში. -კი მაგრამ... - ერთი ამოვიფუტუნე და კარებიდან სიხარულით გადავფრინდი. კიბეებისკენ გავიქეცი და ასვლა დავაპირე რომ დამიჭირა და თვისკენ მიმატრიალა. -ახლა მისმინე შე უზრდელო ბავშვო! ამის მერე ფეხებში ზედმეტად მომედები და წყნეთში , ერთი სახლი ვიცი , მიტოვებული, იქ მიგიყვან და ერთი კვირა საჭმლის გარეშე გაყურყუტებ, მერე კიდე არ ვიცი რა მომაფიქრდება , საოცარი ფანტაზიის უნარი მაქვს ! - ბოლო სიტყვები ირონიული ღიმილით დაამატა და მეც შეშინებულმა ავხედე და საოცარმა ზიზღის გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. ხელი გამოვსტაცე და კიბეებზე ფართხა ფურთხით ავედი. ეს ისეთი უგულოა მართლა ასე იზამს, თან როგორ მეშინია სახლში მარტო ყოფნის და მითუმეტეს თუ მიტოვებული სახლია. "ამის მერე ახლოს აღარ გავეკარები!" გულში გავიფიქრე და საშინლად მოღუშულმა შვხსენი სახლის კარები. -შენ გოგო სრულ ჭკუაზე ხაარ? - მაშინვე მომვარდა შაკო და თმაზე მომწიწკნა -აუუ შემეშვით რა ლი ავიქნიე და ოთახში შევვარდი. გაბრაზებულმა გადავიცვი სარაფანა და პირსახოცით ხელში გავვარდი კოლიდორში და შემდეგ სააბზანოში შევვარდი გაგულისებული. ისე ვიხეხავდი ტანს მეგონა ამძვრებოდა და სისხლი წამომივიდოდა. საკუთარ ბავშვურობაზე ვბრაზდებოდი. მალევე შვწექი ლოგინში ისე რომ არც მიჭამია და დაძინება ვცადე. ჩამთვლიმა კიდეც მაგრამ მალევე გავიღვძე და სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი. ისე მწყუროდა როგორც უდანბოში 3 დღიე ხეტიალით დაღლილ ადამიანს, მაცივრიდან წყალი გამოვიღე და დიდ ჭიქაში ჩამოვისხი, ერთიანად გამოვცალე მთელი ჭიქა და როცა ვიღაცამ სამზარეულოს კარს ამაკრა შიშისან ერთი შევკივლე და ჭიქაც ხელიდან გამივარდა. -ფუ რა ფეთიანი ხარ - ამოილაპარაკა დემეტრემ და ნამსხვრევებს დახედა . ხელებს შორის ვყავდი მოქცეული და ისეთი თავლებით მიყურებდა მეგონა იქვე მოვკვდებოდი. -გაამიშვი - ერთი ამოვიკნავლე და ხელებზე დავეჯაჯგურე. უფრო ახლოს მოვიდა და სახეზე თავისი სუნთქვა მომაფქრვია. ისე დავიბენი თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი. -მე ჩემი დასჯის მეთოდები მაქვს - ფრთხილად დაიხარა ტუჩებისკენ საკოცნელად და ისე მიმელულა თვალები ლამის ადგილზე ჩავიკეცე. - ძალიანაც კი გინდა. რომ გაკოცო მარამ ვერ ეღირსები - გახშირებული სუნთქვით პირდაპირ ტუჩებზე დამჩურჩულა და მეც მინაბული თვალები უმალ ვჭყიტე. თავმოყვარეობის ღილაკი ჩაირთო და ლამის ნაპერწკლები გადმოვყარე თვალებიდან როცა ნათქვამი გავაანალიზე. -იდიოტი ხარ, უზრდელი ხეპრე და გაუთლელი-, სწრაფად მივაყარე და უკვე გაბრაზებულმა უარესადანთებულ თვალებში ისე ჩავხედე რომ წამით არ შემშინებია.-მაინც ვერ ვხვდები რატომ გგონია რომ შენი კოცნის სურვილით ვკვდები, მგონი შნთვითონ თქვი ფეხებში არ მომედოო და ახლა შენ მედები ფეხებში, უბრალოდ შემეშვი, პაროლს გეტყვი და სულკარგად მეყოლე , ჩავთვლი რომ არც გიცნობ - ისე მივაყარე სიტყვები ერთმანეთს ვფიქრობ ნახევარზე მეტი ვერც გაიგო და მოდუნებული მკლავებიდან დავუსხლტი. მაგრამ მაინც დამიჭირა და მიმატრიალა -პაროლი დაგავიწყდა - ირონიული ღიმილით ამათვლიერა და როცა მოვტვინე რა ფორმით ვიდექი მის წინაშე სახეზე საშინლად წამოვწითლდი. უბრალო ბერეტლებიანი მაისური და მოკლე შორტი , არა შორტი ნაღდად არ ერქვა იმას რაც იმ წამში მე მეცვა. -ხელები დაიმოკლე - აწითლებულმა ვუთხარი და ოტახიდან გასვა დავაპირე ისევ რომ დამიჭირა -ვერ გავიგე? -ხელები დაიმოკლეაქო პაროლი რა ვერ გაიგე?- უკვე ყვირილზე გადავედი და ხელზე დავეჯაჯგურე. -ბავშვი - ისევ ის საზიზღრი ღიმილი აიკრა სახეზე და ოთახიდან ჩემზე ადრე გავიდა. საშინლად მომეშალა ნევები, ჩემს თავზე და ამ ხეპრეზე ხომ საერთოდ. მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ეგონა რომ მისი კოცნა მინდოდა . "ვითომ არ გინდა" გამომეხმაურა ჩემი ალტერეგო და სასწარფოდ გავაქნიე თავი მის მოსაშორებლად. *** ხვალ სწავლა იწყება! დიახ,15 სექტემბერია და მეც მეთორმეტე კლასში მიწევს სკოლის შეცვლა. 2 კვირაა შაკო არ მინახავს იმ"ინციდენტის მერე მეორე დღესვე წავიდა , თან მეც გადავრი რადგან ბესოს ნახვა არ მომიწია, ჩუმად გამოიპარა ანი სახლიდან და შაკო ისე ნახა. მორე დღეს ერთად უნდოდათ დუშეთში ჩსვლა რადგან ანის ტრენბინგები უმთავრდებოდა მაგრამ ბესომ წაიყვანა მანქანით და დარჩა პაწკუ ხახამშრალი. ნატო და ერეკლეც დაბრუნდნენ სახლში და მეც ძირითადად ჩემს ოთახში ვარ. ერეკლე არაა ცუდი კაცი მაგრამ არ შემიძლია , ვერ ვეგუები. დემეტრე არ გამოჩენილა დაახლოებით ერთი კვირაა ან მეტიც. არ ვიცი რატომ მარამ საშინლად დამაკლდა მისი მზერა, მაგრამ როგორც კი მასზე დავიწყებდი ფიქრს ვცდილობდი აზრები უკუმეგდო რაც , ძაალიან , ძალიან რთულად გამომდიოდა ან ხშირ შემთხვევაში არც გამომდიოდა და მეც როცა ორ თაფლისფერ თვალს წამოვიდგენდი დებილი ღიმილით მეღიმებოდა. აი ახლაც ჩემს ოთახში ვზივარ და დებილივით ვიღიმი, ჩემი ალტერეგო მიყვირის მაგამ ვინ უსმენს? ეს დღეებია მისი ხმა ჩამჩხავის და საგანგაშო სიგნალებს აგზავნის ტვინში მაგრამ სულაც არ მენღვლება! ფრთხილად ჩამოვხტი რაფიდან და მისაღებში გავედი, სუნთქვა შემეკრა როცა ვიღაცის ზურგში დემეტრე ამოვიცანი და მეორე მეს ვუხმე ასეთ მომენტში რომ მიმატოვა მინდოდა მეკითხა მართლა ის იყო თუ არა . -ოჰ , გამარჯობა სესილია - ალბად ჩემ მზერას მიხვდა და თავი შემოაბრუნა ჩემსკენ. ოდნავ გავუღიმე სალამის ნიშნად და სამზარეულოში სუნთქვა შეკრული შევედი. -აუუ სესი მაჭამე რა - შესული არ ვიყავი გაბრიელი რომ მომიტრიალდა და საწყალი სახით შემომხედა -ოო გაბიელ სულ ჭამ და ჭამ , დამაცადე რა მეზარება ახლა საჭმლის გაკეთება - ხელი ავიქნიე და სკამზე ავეხეთქე. აი გაბრიელი მოუშორებელი ჭირია, ჩემებმა რემონტი დაიწყესო და სოფელში ხო არ წავალ თვენთნ ვრჩებიო 3 დღის წინ გამოგვიცხადა და ჩანთებით ხელში დაგვადგა. -მიდი სესი გვაჭამე მართლა - ახლა ნიკა შემოვიდა და დემეტრეც თან შემოიყოლა -აუ ჭამეთ რამე არ შემიძლია მართლა - ხელები გავასავსავე და მაგიდაზე თავი დავდე -რა გჭირს? - ნატოს ხმამ ცოტა შემაკრთო მაგრამ თავი არ ამიწევია -თავი მტკივა , და სპაზმური ხველა მაქ , წეღან ძლივს ვსუნთქავდი - თავაუწევლად ვუთხარი და წეღანდელი შემთხვევა გამახსენდა. საკმაოდ დიდი ხანია ასე ვარ. დაახლოებით 5 დღეა სულ სუნთქვა მიჭირს და ამ ყველაფერს ხველაც ემატება. მახსოვს 13 წლის რომ ვიყავი რაღაც სინჯი ამიღეს და მერე 6 თვე წამლებს ვსვამდი, თურმე რაღაც ჩხირი ბუდობდა ჩემს ორგანიზმში და თუ ფონი შეექმნებოდა შეიძლებოდა სერიოზული დაავადება ამეკიდებინა. მაშინაც ეს სიმპტომები მქონდა მაგრამ უფრო რთული ფორმით. - ასთმა ხო არ გაქვს? - გაბრიელმა თქვა და ეჭვი შემეპარა ცოდნოდა სთმა რა იყო. -13 წლის რომ ვიყავი რაღაც წამლები ვსვი 6 თვე , მაშინაც ასე ვიყავი, ბებოს დავურეკავ და მეტყვის რას ვსვამდი - ისევ თავაუწევლად ამოვიფრუტუნე და ცოტაღა მაკლდა იქვე არ ჩამძინებოდა. -ხვალ ექიმთან წავალთ - ნიკამ თვქა და წარბშეკრული დამაჩერა , მეც თავი ავწიე და გაკვირვებულმა შევხედე. -არა გაგიჟდი? თუ გინდა ომკალი და საავადმყოფოში მეორედ აღარ მიხსენო , დაიხურა ეგ თემა - ხელი ავუწიე და ოთახიდან გავედი. ისევ ოთახში შევედი და გაღებული ფანჯრიდან შემოსული ოდნავ გრილი ჰაერი ღმად ჩავისუნთქე, საშინლად მინდოდა თეთრი შოკოლადი. ფეხზე კეტები ამოვიცვი და გაუფრთხილებლად ჩავფრატუნდი კიბეებზე. იქვე სუპერმარკეტში შოკოლადი ვიყიდე და სადარბაზოში შვდიოდი ვიღაცამ პირზე ხელი რომ ამაფარა და კედელს ზურგით მივენარცხე. თვალები დაფეთებულმა გავახილე და სიბნელეში დემეტრეს სახე რომ გავარჩიე ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან -შენ... შენ აგაგიჟდი ხოო? გული გამიხეთქე - თვალები დავაკვესე და მის ხელებს შორის მოქცეულმა თავის დასაღწევად გავიბრძოლე. რატომღაც დეჟავუს შეგრძნება დამეუფლა. რატომღაც. -იცი? შენი ტლიკინი და გაბრაზებული , მოლურჯო თუ მომწვანო ფერის თვალები ძალიან მომენატრა სესილია - სიტყვების გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მეცა ტუჩებზე და აზოვნების უნარი დამაკარგვინა ... ისეთი გახელებით მკოცნიდა სუნთქვის თავიც აღარ მქონდა და დაჰიპნოებული ვიდექი. მთელს ტანში მცრიდა და მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი. როგორც იქნა ინება გაჩერება და მეც გონს მოვეგე , სუნთქვა გახშირებული ვიდექი და მომხდარის გადახარშვას ვცდილობდი. ესეც შენი პირველი კოცნა სესილი! გულშ ჩავისისინე და დემეტრეს გაბრაზებულმა ავხედე. თვალებში მიყურებდა და აშკარად ჩემს რეაქციას ელოდა, არც ვაციე არც ვაცხელე ისეთი გავულაწუნე სახეში .ძალიან მეტკინა და წარმომიდგენია იმას რა დაემათებოდა. ლოყაზე ხელი მიიდო და ხმა აღარ ამოუღია. საშინლად გამწარებული გამოვეცალე და მაშინვე დამეკარგა ის გამბედაობა, რაც წამების წინ გამაჩნდა. არც დაუძახია , იქვე მდგარ ურნას ფეხი მაგრად მისცხო და მერე უკვე აღარ ვიცი რა გააკეთა. ცრემლებმა თავისით გადმოკვეთეს ჯებირები და საშინლად მომინდა ახლა ბებოს მკლავებში მოკალათება. მაშინვე ტელეფონი ამოვიღე მაგრამ ისევ უკან დავაბრუნე როცა გავაანალიზე რომ ვტიროდი. მერე ისევ ამოვიღე და შაკოს ნომერი ავკრიფე -რაო სესი? - მხიარული ხმა გაისმა და კიდევ უფრო ვუმატე ტირილს -მენატრებიით - ტირილს ამოვაყოლე სიტყვები და იქვე სკამზე ჩამოვჯექი -ტირი სესილი? რა გატირებს გოგო? ფეხით ნუ ჩამომიყვან მანდ - მხიარული ხმა გაბრაზებამ შეცვალა - ვინმემ გაწყენინა? რამე დაგიშავა ვინმემ? მითხარი სესილი და ხელებს დავამტვრევ ვინც არ უნდა იყოს -არა , არა , უბრალოდ მართლა ძაან მომენატრეთ - ისევ ამოვისლუკუნე და ხველა ამიტყდა . უკვე ვეღარ ვსუნთქავდი ამიტომ ტელეფონი სწრაფად ჩავაბრუნე ჯიბეში და სუნთქვის დარეგულირება ვცადე . მალევე აწკრიალდა ტელეფონი და მეც ისევ ვუპასუხე ოღონდ შედარებით დაწყნარებულმა -სესილი სად ხარ? ნიკა დამალაპარაკე -არა , არ ვარ სახლში. ახლა ავალ, არ ინერვიულო ვსიო კარგად ვარ -მისმინე არ დაიძინო კაი? დამელოდე 40 წუთში მანდ ვარ ! - მითხრა და გამითიშა. პირდაპირ სახლისკენ წავედი და ჩუმად შევაღე კარები არ მინდოდა დემეტრეს გადავყროდი და ჩემი ნამტირალები თვალები ენახა -ვა სესი სად ი... მოიცა ტიროდი? - გაბრიელი მომვარდა და თავი ამაწევინა -არაფერია გამივლის. - ოდნავ გავუღიმე და ოთახში შესვლა დავაპირე დემეტრეს საშინლად გაბრაზებულ თვალებს, რომ გადავაწყდი. -რატომ იტირე? - არ მეშვებოდა გაბრიელი -ზოგი ადამიანი ვერ ხვდება რომ თავისი საქციელებით სხვებს გულს სტკენს! - გაბზარული ხმით ამოვილაპარაკე და ძარღვებ დაბერილ დემეტრეს გავხედე კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით , რომ აჭერდა. აღარაფერი უთქვამს ოთახში შემატარა. ლოგინზე დავემხე და ავქვითინდი. არ ცივი რა მატირებდა, დემეტრეს საქციელი თუ ის რომ ჩვეულებრივი ცხოვრება მენატრებოდა. მალევე ჩამეძინა... 888 -სესიი- ტკბილი ხმა გავიგე და თვალები ზანტად გავახილე . -შაკოოოოო - იმხელაზე ვიყვირე ალბად მთელმა სამეზობლომ გაიგო ჩემი ხმა. საწოლიდან წამოვიწიე და მთელი ძალით მოვხვიე ჩემს მწვანეთვალებას ხელები. -ვაიმე როგორ მომენატრე - ჩემს თმაში ჩარგო თავი და მეც ცრემლები გადმოვყარე. - არ გცხვენია? რა გატირებს? ასე თუ გეწყინებოდა ჩემი ჩამოსვლა სულ არ ჩამოვიდოდი - ცერა თითებით მომწმინდა ცრემლები და გამიღიმა -გამიხარდა სულელო - ცხვირზე დავკარი ხელი და კარებში აყუდებულ მომღიმარ გაბრიელს ავხედე -წამოით ახლა და გააკეთე სესილი საჭმელი თორე არაა ნატალია სახლში და გახმა კუჭი სიმონ - ხელების ქნევით მითხრა და ხელით გვანიშნა გამოდითო -ჩავიცვამ და გამოვალ - შაკოს გავხედე და ისიც ფეხზე წამოდგა . საოცრად აჟიტირებული ვიყავი. გუშინდელი სულ დამავიწყდა მაგრამ კოცნისას დავლილი ჟრუანტელი ისევ ბატონობდა ჩემში. როგორც კი მისი თვალები მახსენდებოდა გული გამალებით მიცემდა და ღაწვებიც საშინლად მიწითდებოდა. შხაპი მიიღე და სკოლისთვის ჩავიცვი. უბრალო ფრიალა გვირილებიანი ქვედაბოლო ამოვიცვი რომელიც შავ მაისურს ეხამებოდა და ქერა გრძელ თმასთან ერთად მშვენიერ შესახედაობას ქმნიდა. ფეხზე უბრალო დაბალძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ჟაკეტთან ერთად გავედი მისაღებში. ახლა ყველაზე ნაკლებად დემეტრეს ნახვა მინდოდა მაგრამ გულის სიღრმეში საოცრად მსურდა მისი თაფლისფერების ნახვა. -სესილი დემეტრე მოვა და გაგიყვანს -მეხის დაცემასავით გაისმა ნიკას სიტყვები და ოდნავი თავბრუსხვევა ვიგრძენი. -ააა არაა , ჩემით წავალ - აწითლებული ლოყების ჩაცხრობა ვცადე და ოდნავ გავიღიმე - ვერ ხარ შენ - ხელი ამიქნია ნიკამ და მეც ფრუტუნით წამოვდექი და მაცივრიდან სასუსნავები გადმოვიღე. 9 საათს ოცი წუთი აკლდა სახლიდან რომ გავედი, მანამდე კი შაკოს მაგრად მოვეხვიე ლოყებიც დავუწელე და ღიმილით დავეშვი კიბეებზე. როგორც კი ბრონზისფერი მანქანა დავლანდე გული შემიტოკდა და მასე აყუდებული დემეტრესკენ დახრილი თვალებით წავედი. -გაგიმარჯოს- ჩვეული ცივი ხმით მითხრა და მანქანის კარი გამიღო, ერთი შევუბღვირე და სავარძელზე მოვკალათდი. გზაში ხმის ამოღებას არ ვაპირებდი მაგრამ ცუღლუტი თვალები მაინც გარბოდნენ მისკენ და მაწითლებდნენ. ბოლოს მკაცრად გამოვუცხადე ჩემს თავს რომ ამ ადამიანზე აღარ ვიფიქრებდი და თვითკმაყოფილებით სავსემ გავიხედე ფანჯარაში. აშკარად არც თვითონ აპირებდა საუბრის წამოწყებას, და მეც გაყუსული ვიჯექი უხერხულობით გაჟღენთილ მანქანაში. მანქნა უბრალო შენობის წინ გაჩერდა და მეც ღრმად ჩავისუნთქე გადასასვლელად მოვემზაე ხელი რომ დამიჭირა და გაკვირვებულმა გავხედე. -მისმინე , უბრალოდ, აღარ გაბედო და ჩემს გამო აღარ იტირო! - მკაცრად ჩაილაპარაკა , არა თხოვნით არამედ მოთხოვნით! გაკვირვებულმა შევხედე თვალებში და მაშინვე წამოვენთე გუშინდელი საქციელი რომ გამახსენდა -ბედავ და კიდევ რამეს მიბრძანებ? - ირონიულად ჩავიცინე და გაკვირვება ვერ დავმალე. -ჯანდაბა სესილი - ხელი მაგრად მიარტყა საჭეს და მანანიდან გადავიდა, მალევე გამიღო კარი და "გადამიტანა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. - მისმინე , მე წამითაც არ მინანია ჩემი გუშინდელი საქციელი! გეუბნები და გაფრთხილებ, რომ აღარ გაბედო და ჩემს გამო აღრ იტირო გაიგე? - ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია და მეც შეშინებულმა დავახამხამე თვალები -და ვინ გითხრა რომ შენს გამო ვიტირე? - გამბედაობა მოვიკრიბე და მაინც გავბედე შეწინააღმდეგება. -ესეიგი ჩემს გამო არ გიტირია ხო? - გაბრაზებულმა მკითხა და მკლავზე წამავლო ხელი -არა , რათქმაუნდა არა, მე არ ვტირი იმ ადამიანის გამო ვინც ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! - მკაცრად ვუთხარი და ატკიებულ ხელზე დავიხედე - მკლავების დალურჯებაში მაგარი ხარ ხომ? -ამის დედაც ...- დაჭიმული ყბებით დაიგრგვინა და მანქანაში ჩაჯდა. ატკიებულ ხელზე ხელი დავისვი და მთელი სისწრაფით მიმავალ მანქანას თვალი გავაყოლე იქამდე სანამ შენობის კუთხეს არ მიეფარა. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე და სკოლაში შევედი. უბრალო შენობა იყო , არც ხალხს გაუმახვილებია ყურადღება ჩემზე, მაგრამ კლასში როგორც კი შევედი მაშინვე ყველა მე მომაჩერდა და უხერხულად შევიშმუშნე. -სესილი არჯევანიძე? - კითხვით გადმომხედა სათვალიანმა ქალმა და ამათვალიერა. უხმოდ დავუქნიე თავი და მოწოდებული ფურცლები გამოვართვი. ხელით მანიშნა აი იქ დაჯექიო და მეც თავისუფალი ადგილისკენ წავედი. გვერდით თმააბურძგნული შავგვრემანი ბიჭი იჯდა, ისედაც გაბურცული ტუჩები კიდევ უფრო წინ გამოეწია და დასიებული თვალებით უინტერესოდ იყურებოდა. გვერდით რომ მივუჯექი ერთი ამომხედა და მერე ტელეფონში შეძვრა. -პაკო ჯოჯუა - ბოხ ხმაზე შევხტი და მომღიმარ აწ უკვე კლასელს შეშინებულმა გავხედე - ოოო რამ შეგაშინა მეძინება და იმიტო მაქ ასეთი ხმა - ხელი აიქნია და უძილობისგან დაწვრილებული თვალებით შემომხედა -სესილი არჯევანიძე - მეც ხელი გავუწოდე და გავუღიმე - წადი სახლში რაღას მოდიოდი? -გაკვირვებულმა ვკითხე და ჩანთიდან კალამი ამოვიღე -კიდე 3 გაცდენა ამ საგანში და ექსტერნის ჩანარეა მიწევს - უკმაყოფილომ ამოიზმუვლა და ჩემი ჩანთა ბალიშად მიისაკუთრა. -როგორ გეტყობა რო სწავლა გიყვარს- სიცილით ვუთხარი და მანაც სიცილისმაგვრად ამოიზმუვლა . მუქი შავი თმა ისე სასაცილოდ ქონდა აჩეჩილი რამდნჯერაც შევხედე ღიმილი ვერ შევიკავე. ჩემი ანთა ხელებში ქონდა ჩაბღუჯული და ზედ თავი ედო. -ჯოჯუა დაფასთან - მასწავლებლის ხმამ შემაკრთო და ურეაქციოდ მყფო მძინარე ჯოჯუას დავხედე -პაკო დაფასთან უნდა გახვიდე - ხელით შევანჯღრიე და მანაც ერთი ამოიზმუვლა და თავი ასწია -ჯოჯუა შენ გეუბნები- ჩვენი მერხისკენ წამოვიდა მასწავლებელი და ხელში ჩაბღუჯული ჯოხით აჩვენა რუკასთან გადიო -მას ყელი სტკივა და ვერ ლაპარაკობს - ღიმილით ავხედე გაკვირვებულ მასწავლებელს და ფეხზე ფეხი მივარტყი გაუკვევლობაში მყოფ ჯოჯუას -ოჰ? როდის მოასწარით დამეგობრება? - შავი ფანქრით დადღაბნილი თვალები დააწვრილა და ისე დამხედა -მას მანამდეც ვიცნობდი - შიგნიდან გავხურდი და ხელევის მტვრევა დავიწყე . სახეზე მეტყობა ტყუილი ყოველთვის მაგრამ ახლა ისე პოსტატურად ვცრუობდი მეც დავიჯერე , თან პაკოც საწყალი თვალებით უყურებდა მასწავლებელს და ხელით ანიშნებდა ლაპარაკი არ შემიძლიაო. -კარგი, მაშინ აა არჯევანიძე დაფასთან - ახლა მე მომაწოდა ჯოხი და მეც ამაყად გავაბიჯე დაფასთან ისეთ კითხვებს მისვამდა აშაკარდ ჩემი ჩაჭრა უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა. ისევ ამაყად დავიკავე ჩემი ადგილი და გაკვირვებულ პაკოს გავხედე -აი იმენა ჯიგარი ხარ რაა - ხელი დამკრა ბეჭეზე და ფართოდ გამიცინა. მეც გავუღიმე და თვითკმაყოფილმა მოვავლე კლასს მზერა. სახლში წამოსვლამდე კიდევ გავიცანი რამდენიმე გოგო რომლებიც პაკოსთან მეგობრობდნენ და საკმაოდაც დავუახლოვდი, მაგრამ რომ გითხრათ პაკოს ველაპარაკეთქო მოგატყუებთ, ნახევარზე მეტ ხანს ხან ჩემს მხარზე ეძინა ხან ანას მხარზე. როგორც გავარკვიე ანა და პაკო მეზობლებიც არიან , კლასელებიც და თურმე პაკო ანას ნათლია ყოფილა. ამაზე კარგად ვიცინე დამერე ნათლია ნათლულთან ერთად გამოვედი სკოლის შენობიდან. იქვე იდგა ბრონზისფერი მანქანა და მეც თვალები გადავატრიალე, ისე მოვიქეცი ვითომ ვერც შევამჩნიე და ბავშვებთან ერთად დავუყევი ქუჩას. -აუუ პროსტა რა მაგრად მშია იციით? აიი კუჭი დედას მაგინებს -მუცელზე მოისვა პაკომ ხელი -აუ ისე დავსხდეთ წამო სადმე - ანამ ღიმილით ჩაილაპარაკა და მხარზე ჩამოკონწიალებული ორმეტრიანი მუტრუკი მოიშორა -ბიჭო მძიმე ხარ მომტყდა მხარიი -ფრუტუნით აიქნია ხელი და ახლა ჩემს მხარს ჩამოეკონწიალა მძინარა და "მშივანა" პაკო. -ისე ეს სულ ასე წუწუნებს? -სიცილით გადავხედე ანას და პაკოს დავხედე -აი ტვინის ბურღია - თვალები გადაატრიალა ანამ და პაკოს მოქნეული ხელი აიცილა . ქუჩის კუთხეს გავცდით ბრონზისფერი მანქანა რომ მოგვაიხლოვდა და გულიც საგრძნობლად ამიჩქარდა -სესილი - დემეტრეს ხმა მომესმა თუ არა მისკენ მივტრიალდი და მხარზე ჩამოკონწიალებული პაკოც თან მივიყოლე - ჩაჯექ - კარი გამოაღო და დაბღვერილმა ამომხედა . პაკომაც თავი ასწია და თვალები მოიფშვნიტა -რამე პრობლემაა? - ამანაც დაბღვერილმა გახედა დემეტრეს -შენ არავინ გეკითხება , სესილი ჩაჯექი - მკაცრად მითხრა და მეც იმის შიშით რომ პაკოს კიდე არაფერი ეთქვა და ის მხეციც არ გადმოსულიყო მანქანისკენ წავედი. -გნახავთ მერე - ორივე გადავკოცნე და დაბღვერილ პაკოს გავუღიმე -ხო კარგადაა ყველაფერი? - დაბღვერილმა მკითხა და მეც თავი დავუქნიე - ჭკვიანად - კიდევ ერთხელ შეუბღვირა დემეტრეს და ანასთან ერთად ქუჩას დაუყვა -რატომ გადამეკიდე? - გაბრაზეული დავებერტყე სავარძელზე სდა ჩანთა მუხლეზე დავიდე -გადაგეკიდე? გადაკიდება ახლა ნახე შენ - მანქანა დაქოქა და მუქარით წარმოთქვა სუტყვები -ვერ გავიგე? -მშვენივრად გაიგე . რომ დამინახე რატო არ მოხვედი? -არ მინდოდა და იმიტომ - გაბუტულმა ამოვილაპარაკე და ფანჯარა ჩამოვწიე -ბავშვი! - ჩუმად ჩაილაპარაკა და სიჩქარეს ოდნავ უმატა - ის ვინ იყო რომ გამეჭიმა? -ზიზღით თქვა სიტყვები და მეც სისხლმა ტვინში ამასხა მის ასეთ ტონზე -პირველი :იმას სახელი აქვს და მეორე: შენი საქმე არაა! -სესილი აჯევანიძევ მოიშორე ჩემთან ეგეთი ტონი თორ ... -რა თორემ? მეორე მკლავსაც დამილურჯებ თუ მეგობრებთან სეირნობას დამიშლი? იქნებ კიდევ სხვა ხერხებიც გაქვს ჩემს გასამწარებლად? შემეშვი, მაცადე რა ნორმალურად ცხოვრება - სიტყვის დამთავრება არ ვაცადე ისე ხმამაღლა ვუყვირე და წამოსული ცრემლების დასამალად თავი გავატრიალე. მანქანა მაგრად დაამუხრუჭა და გაბრაზებულმა შემომხედა. ისეთი თვალებით მიყურებდა მიწის გასკდომა ვინატრე . -მისმინე და კარგად დაიმახსოვრე! არ შეგეშვები! არასოდეს გაიგე? - მანაც არ დამაკლო ყვირილი და მანქანიდან გადავიდა. სიგარეტს მოუკიდა და მანქანას მიეყრდნო. -ხან მამწარებს , ხან არ შეგეშვებიო, ხან მკოცნის ხან მიყვირის მეუხეშება . ვერაფერი გავიგე - ბუზღუნით ვთქვი და წამოსული ცრემლები მოვიწმინდე -დეგენერატი და გაუზრდელი, ხეპრეა - მაკცრად ვთქვი და გაბუტული ტუჩები ერთმანეთშ მაგრად დავაჭირე -მესმის ქალბატონო - გარედან დამიძახა და მეც მანქანიდან გადავედი -სასწავლი მაქვს , თან პაკოს ავპირდი საღამოს აგეხმარებითქო, წავიდეთ რა - საწყალი თვალებით ავხედე -კიდე ის პაკო! არავისაც არ დაეხმარები! -მკაცრად თქვა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო -რატო ვითომ? -იმიტომ რომ არ გეცლეა დღეს- სივრცეზე გაშტერებულმა თქვა და მანქანაში ჩაჯდა -ვერ გავიგე? -გაოგნებულმა წამოვიძახე და მეც მანქანაში ჩავჯექი -მალე გაიგებ - მანქანა დაქოქა და უკან მოატრიალა -რა? სად ჯანდაბაში მივდივართ ? - წიოკი ავტეხე და გაღიმებულ დემეტრეს გადავხედე -თუ იცი რომ ჯანდაბაში მივდივართ რატომ მეკითხები? უნდა დაისაჯო იმის გამო რომ კიდევ ერთხელ იტირე ჩემი გულისთვის -ისევ არ იშორებდა სახიდან ღიმილს -ხისთავიანო სვანო მოატრიალე მანქანა სასწრაფოდ! - მკაცრად დავუყვირე მაგრამ ისე აუწია მუსიკის ხმას თითქოს ჩემი ყვირილი არც გაუგია. სურვილი მქონდა დემეტრე ვიბლიანი შუაზე გამეწიწკნა მაგრამ ტუჩებგაბუსხული ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი. რამდენჯერაც დავუწიე ხმას , იმდენჯერ აუწია , ბოლოს ლამის მთლიანი აპარატურა ამოგლიჯა ისე გამორთო და მეც კმაყოფილი ღიმილით ვიყურებოდი ფანჯარაში. ტელეფონის ხმამ შემართო . -გისმენთ - დემეტრესი ყოფილა, მშვიდად უპასუხა და სიჩქარეს დაუკლო -როდის? - გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჩაყვირა ყურმილში ვიღაცას -მოვდივარ!!- გამწარებულმა თქვა და ტელეფონი იქვე მიაგდო. -მშვიდობაა? -გაკვირვებულ-შეშინებულმა ვკითხე -არა, სახლში უნდა წაგიყვანო -ანერვიულებულმა მიასუხა და სიჩქარეს მოუმატა. ხმა აღარ ამომიღია უხმოდ ვიჯექი სახლამდე , თვითონაც ჩუმად იყო მაგრამ სახეზე ეტყობოდა ძალიან რომ ნერვიულობდა , კორუსთან რომ გააჩერა მანქანა უხმოდ გადავედი. არც თვითონ უთქვამს რამე და ნერვები მომეშალა. დაბღვერილი ავედი სახლში და სასმლის სუნი რომ მეცა უარესად დავიბღვირე. -სესი დემე სადა? -გაკვირვებულმა , არა უფრო მთვრალმა ნიკამმკითხა და არაყი ჩამოასხა -მომიყვანა და წავიდა - მხრების აჩეჩვით ვთქვი და დივანზე დავეხეთქე . -სესი დალევ? - ჭიქა მომაწოდა შაკომ და დებილივით გამიღიმა -აუ კაი ეს პატარაა თქვენ თავში ტვინი არ გაქვთამდენი რომ დაალევინეთ? -გაბრაზებულმა ვთქვი და შაკოს აბურძგნული თმა გავუსწორე. -აეე სესიი ბავშვი გააღვიძე უნდა დავთვალო -გაბრიელმა დაიყვირა და ფეხზე წამოდგა -მეზობლებზეა დებილო ეგ - სიცილით ვთქვი და შაკოს გადავხედე თვალები რომ ეხუჭებოდა და მაინც არ ჩერდებოდა. ორი ჭიქა მეც დამალევინეს , ბოლოს შაკო ძლივს შევათრიე ჩემ ოთახში, გაბოს და ნიკას ივე ჩაეძინათ . ფეხსაცმელები გავხადე და ფანჯრის რაფაზე ავძვერი. სასწავლი მქონდა მაგრამ სულ არ მანაღვლებდა. ახლა ერთადერთი რაც მაინტერესებდა დემეტრეს მდგომარეობა იყო . ალბად საათი უაზროდ ვიჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. მერე პაკომაც დარეკა და გაუფრთხილებლად წავედი. რომელიმესთვის რომ მეთქვა .... ან როგორ უნდა მეთქვა? გათიშულებს ეძინათ. ძლივს მივაგენი პაკოს და ანას კორპუსს. სადარბაზოში ვაირებდი შესვლას ვიღაცის ბოტასი რომ დაეცა ჩემს გვერდით, გაოგნებულმა ავიხედე მაღლა და სიცილისგან ლამის ჩავიკეცე. ანა კიოდა აკო კიდე მეორე ბოტასის წართმევასაც ცდილობდა, -პაკოო , სულ ახლებიაა, პაკოო მოგკლაავ - გაჰკიოდა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა ცალ ფეხზე მდგომი რადგან მეორეზე პაკო ხდიდა ფეხსაცმელს. -რა გჭიირთ? - სიცილით ავძახე მესამე სართულზე მოჩხუბრებს და მეორე ბოტასიც ძირს რომ დავარდა კიდევ უფრო ავკისკისდი. -უიი სესილიი , გოგო ფეხი დავადგი და შემჭამა გამიფუჭეო დამისვარეო, ნახოს ახლა როგორია დასვრა - ვითომ სერიოზულად თქვა პაკომ და თვალები გამიფართოვდა თავზე წყალი რომ დაესხა. ანა იდგა სათლით ხლში და გველურად იღიმოდა . -ოოოხ მოოდი უნდა ჩაგეხუტოო- ხელებგაშლილი წავიდა პაკო ანასკენ და ისიც უცებ გავარდა აივნიდან. სიცილით ავკრიფე ვარდისფერი ბოტასები და კიბეებს ავუყევი, მივხვდი რომელ კარზეც უნდა დამეკაკუნებინა და შესული არ ვიყავი პაკო რომ ჩამეხუტა და მეც დამასველა . -ფუუ პაკოო რააა - სველ ზედაზე დავიხედე -აუ ფუ პაკო კი რატო ამოუტანე ბოტასები? ღირსია დავუწვა -შურიანო - ენა გამოუყო ანამ და თავის ვარდისფერებს მოეფერა. თავის ქნევით შევედი მითითებულ ოთახში და ანას მოცემული მაისური გადავიცვი. ცოტა ხანში ორივე შემოლაგდა ახალი ტანსაცმლით . -შენი ოთახია? - პაკოს ვკითხე და საკმაოდ მილაგებულ ოთახს მოვავლე თვალი. -ხო მაგრამ ანუშკამისე დამილაგა ვეღარ ვცნობ - სიცილიტ მითხრა და ნათლულს გადახედა -მარა ერთი მინუსია მემგონი ჩემთან გადმოდის საცხოვრებლად -დეგენერატო, ვაბშე აღარ გამოვალ უბრალოდ ჩემები არ არიან და მარტოს ა მინდოდა ყოფნა - ბალიში ჩაარტყა თავში და ჩემს გვერდით პუფზე დაიკავა ადგილი. აკოსთან დიდხანს გავჩერდი, ალბად 11 ხდებოდა სწავლას რომ მოვრჩით , და მეც სახლისკენ დავუყევი გზას . არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა რომ დემეტრე გამოხტებოდა რომელიმე მხრიდან და ისევ რამეს დამიშავებდა ან ....(რაზე ფირობ სესილი). სახლამდე ისე მივედი წარბები არ გამიხსნია, შაკოს ისევ ჩემს ლოგინზე ეძინა ამიტომ მე ნიკას ოთახში გადავინაცვლე ადგან ნიკას და გაბოს დივანზე ეძინათ. მინდოდა დემეტრესთვის მიმეწერა რადგან არ ვიცი რატომ მაგრამასე მეგონა რომ რაღაც უჭირდა მაგრამ ვერ გავბედე, ისევ სიამაყემ მძლია და იმ აზრმა, რომ დემეტრეს ვერ ვიტანდი. "რა აბსურდია და რა სასაცილოა ბოლო წინადადება . ვერ იტან და სულ მაგ ბიჭზე ფიქრობ " ისევ ალტერ ეგო და მასზე გაბრაზებული მე . *** წარმოიდგინეთ რომ უდანბოში ხართ სამი დღეა, უგზო უკვლოდ დადიხართ და წყალი ისე გინდათ რომ კვდებით. ასე ვიყავი მეც მაგრამ პატარა განსხვავებით , მთელი შვიდი დღე ისე გავიდა რომ დემეტრე არ გამოჩენილა, ისე მინდოდა თაფლისფერების ნახვა ვკვდებოდი. უაზროდ მივუყვებოდი ავტოსადგურიდან სახლისკენ გზას და ვერაფერს და ვერავის ვერ ვამჩნევდი. შაკო გავაცილე და ამტომ ხასიათიც უფრო გამიფუჭდა. დაბღვერილი გავყურებდი ქუჩებს და სულ არ მაინტერესებდა ის რომ ცოტა ხანში მაგრად იწვიმებდა. კარგად რომ დაიგრუხუნა ცოტა შევხტი და ტელეფონი ამოვიღე , ნიკასთან ვაპირებდი დარეკვას მაგრამ სულ გადამავიწყდა ნიკა როცა დემეტრესგან შემოსული 3 გამოტოვებული ზარი დავინახე. არ ვიცი რა გავაკთე მაგრამ სანამ მესიჯს ვწერდი ლამის სამჯერ დავაგდე ტელეფონი. "ვერ გიპასუხე. რა გინდოდა? " - ძლივს გავაგზავნე და ნევიულობისგან ხან ცხირს ვაწვალებდი ხანაც კისერზე ვისვამდი ხელებს. ორ წუთში მოვიდა მესიჯი და გაოგნებსგან ხველა ამიტყდა "მოხვალ?" ასე გამოიყურებოდა მესიჯი და ალტერეგოს ყვირილი ცას სწვდებოდა. ცოტა დაწყნარებისკენ მომიწოდებდა. "სად ხარ? " მივწერე და როგორც კი მისამართი მომწერა იქვე მანქანაში მთვლემარე ტქსის მძღოლი გავაღვიძე და მისამართი ვუთხარი. დაახოებით ათ წუთში საავადმყოფოს შენობასთან ვიდექი ... დაახლოებით ხუთ წუთში უკვე მეორე სართუზე ვიყავი და დერეფანს მივუყვებოდი... დაახლოებით წუთი ვეძებე თაფლისფერები დერეფანში და რგორც კი დავინახე წამით გავშეშდი , ეს ჩემი თაფისფერები არ იყვნენ, ნაცრისფერი დასდებოდათ და ჩამქვრალიყვნენ. წამით ასე ვიდექი მერე რაღაცამ იფეთქა ჩემში და დემეტრესკენ მთელი სისწრაფით გავვარდი. მჭიდროდ შემოვხვიე კისერზე ხელები და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული სურნელი. ცოტა ხანს გაშეშებუი იდგა , ბოლოს მარად მომხვია ხელები და თავი ჩემს კისერში ჩარგო. თავისთვის რაღაცას ჩურჩუებდა მაგრამ არ მესმოდა , არაფერი არ მესმოდა, არაფერი დემეტრეს გულის ცემის გარდა. ცოტა ხანს კიდევ ასე ვიდექით მერე ხელები შემიშვა და ნაღვლიანად გამიღიმა . -რა მოხდა? -დედაჩემი... მას რომ რამე მოუვიდეს... - ნერვიულადგადაისვა თავზე ხელი და თვალი სივრცეს გაუშტერა -ჩშშ, არაფერი არ მოუვა - წამოზრდილ წვერზე მივეფერე და რომ გავაანალიზე რას ვაკეთებდი ხელები დაბლა დავუშვი. -შენ რომ აგიყვანე მაშინ მამაჩემმა მითხრა საავადმყოფოში ვართ ვერ არის კარგადო, მერე არაფერია სერიოზული და ... დღეს დილით გულის შეტევა ქონდა ... - ანერვიულებული მიხსნიდა და თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა. უკან ფოიეში ორი ადამიანი იყო რომლებიც გვიყურებდნენ. ერთი დმეტრეს უმცროსი ძმა მეორე ალბათ მამა. ოდნავი თავის დაკვირთ მივესალმე და ისევ დმეტრეს ავხედე -წამო გარეთ გავიდეთ- ხელი მოვკიდე და კიბებზე დავეშვი. შეიძლება არაადეკვატურად ვიქცეოდი მაგრამ დემეტრეს ჩემი დახმარება სჭირდებოდა. თან ეს საავადმყოფოს სუნი სულს მიხუთავდა -სესილი ვერსად ვერ წამოვალ უბრალოდ .. -არსად არ მიმყავხარ , ეზოში სუფთაჰაერზე გავიდეთ - ჩუმად ვთქვი და გარეთ გამოსულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. -ბიჭები სად არიან? - გაბრაზება ვერ დავმალე ხმაში მათ ხსნებისას , ისინი დემეტრეს გვერდით უნდა ყოფილიყვნენ ამ წუთში -ბიძაჩემს გაყვნენ რაღაც საბუთების ამბავია, შეიძლება საზღვარგარეთ მოგვიწიოს გადასვლა - ჯიებედან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. გაბრაზებამ გადაიარა მაგრამ ასეთი დემეტრეს ყურება მიძნელდებოდა, მე ხისთავიან სვანს ვიცნობდი და არა დადარდიანებულ ნაცრისფერთვალება დემეტრეს. -მდგომარეობა როგორია? -სტაბილური -არაუშავს, სადაც სამ სვანს გიძლებდათ ამასაც გაუძლებს- სრული სერიოზულობით ვთქვი და იქვე ხის ძირას მიწაზე დავჯექი. ოდნავ ჩაიღიმა და გვერდით მომიჯდა. ჩუმად ვიყავით, გარეგნუად არ ვიმჩნედი მაგრამ შიგიდან რაღაც გამანადგურებელი მჭირდა. სიგარეტის ნამწვი გადააგდო და გადმომხედა. -რატომ მოხვედი? - ბოხი ხმით მკითხა ისე რომ თვალი არ მოუშორებია. -მამაშენი და შენი ძმა სად არიან?- თემის გადატანა ვცადე არადა კარგად დავინახე დერეფანში ერთი დემეტრეს ანალოგი მამაკაცი მეორე კი შედარებით პატარა ცისფერთვალება ბიჭი. -წეღან ორივეს მიესალმე - თვალმოუშორებლად მითხრა და სახეზეც ამაწითლა -არ ვიცი - თვალი მოვაშორე და საავადმყოფოს კიბეებს გავხედე. -მე ვიცი - ჩუმად ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა. მერე მიწაზე გაწვა და თავი ჩემს კალთაში ჩადო. -ასე გაცივდები - დაბნეულმა ვუთხარი . მაინც და მაინც მაშინ ამომხედა და თაფლისფერების პირდაპირ აღმოვჩნდი. სუნთქვა შემეკრა და თვალი ავარიდე. -უბრალოდ არ წახვიდე , მეტს არაფერს გთხოვ - მშვიდად თქვა და დაღლილმა მილულა თვალები. გაუაზრებლად წავიღე მისი თმისკენ ხელები და ცოტა ხანში უკან გამოვწიე რადგან მაინც და მაინც მაშინ გამოჩნდა ის დამპალი ალტერეგო -გააგრძელე რა - პატარა ბავშვივით მთხოვა და მეც ნაზად ავასრიალე მის ფაფუკ თმაში თხელი და გაყინული თითები. *** დემეტრეს დედა გამოკეთდა . ერთი კვირა გვერდიდან არ მოვშორებივარ სკოლიდან პირდაპირ საავადმყოფოში მივდიოდი და თუ ძალით ა წამათრევდნენ ღამეც ვრჩებოდი. მიუხედავად დემეტრეს დედის ცუდად ყოფნისა უნდა ვთქვა რომ ყველა კარგი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ 7 დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე მეჩხუბებოდა თბილად ჩაიცვიო, მეკიდე ჩაფუთნულს არმიყვარს სიარული . დანარჩენი დრო ბიჭებიც ჩვენთან იყვნენ, შაკოც იყო ჩამოსული მაგრამ იმ დღესვე წავიდა. მაგრამ ერთი პრობლემა მაინც იყო, ზემოთ ხსენებული შაკოს სატრფოს ძმა , ბესო ასპარეზზე გამოჩნდა და თავს მაბეზრებდა. ბიჭებისთვის არ მითქვამს არ მინდოდა ჩემი უაზრო გამოხდომების გამო ვინმე დაშავებულიყო (რაც ბესოზე გაგების შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა) . სკოლის კიბეებზე დავეშვი და პაკოს ქუდს მაგრად მოვჭიდე ხელები, მალევე გამოვარდა თმა აბურძგნული პაკოც და სიცილი ვერ შევიკავე, ქუდი რომ მოვხადე თმა დაიმუხტა და გაიფშიკა , პაკოს ისედაც აბურდული თმა უფრო აიბურდა და უქუდოდ დარჩენილი დაცინცის ობიექტად იქცა. ანა პაკოს თმებს რომ უყურებდა იკეცებოდა, მე ძალა მუყოფნიდა და გავრბოდი. კიბეები სულ ხტუნვით ჩავიარე, ბოლო სამკიბეზე გადავხტი და ის იყო ასფალტთან ვაპირებდი ჩახუტებას ძლიერმა მკლავებმა რომ დამიჭირეს. -ფრთხილად სესილი ფრთხილად - ნაცნობმა ხმამ წამომაყენა და დემეტრეს გახეთქილი წარბი რომ დავინახე ღიმილი სახეზე შემაშრა. -რა დაგემართა? - წარბზე თვალმოუშორებლად ვკითხე -არაფერი - უხეშად ჩაილაპარაკა და ჩვენკენ მომავალ პაკოს მოჭუტული თვალებით გახედა. -მიეცი ქუდი და წავიდეთ -დამპალო - დაბღვერილმა პაკომ ქუდი ხელიდან გამომგლიჯა და თავზე ჩამოიფარა -ხო მეც მიყვარხარ - სცილით ვუთხარი და ქუდი გავუსწორე. -მაიმუნო ბავშვო - თმა ამიჩეჩა და წარბშეკრულ სვანს გახედა. -სესილი წავედით - მანქანაზე მანიშნა დემეტრემ . -კაი გნახავთ დღეს , მოასულიერე ის - თავით ანაზე ვანიშნე ლოყაზე ვაკოცე და მანქანისკენ წავედი, პაკოს ხარხარი რომ გავიგე და დემეტრეს გაბრაზებულ გამომეტყველებას შევეჩეხე. -რა დაგემართათ? - გაბრაზებულმა ვკითხე და ღვედი შევიკარი -ლაწირაკი - უხეშად თქვა და მანქანა დაქოქა. -"ხო მეც მიყვარხარ" , იქნებ მეც მასე დამემშვიდობო ხოლმე - ჩემი ხმით გაიმეორა და გაბრაზებულმა გადმომხედა. სიცილი ვერ შევიკავე და ავფხუკუნდი. -რა გაცინებს გოგო? -მისმინე ბიჭო ლაწირაკიო პაკოზე ამბობ და შენ თვითონ რეებზე ბრაზდები - ძლივსშეკავებული სიცილით ვთქვი და ფანჯრიდან გავიხედე. -მაგ კაკოს თუ ვინცაა ენა აქვს ამოსაძრობი- ისევ გაბრაზებულმა ჩაიბუტბუტა და ახლა ხმამაღლა ავხარხარდი -კაკო არა კოკო კიდე - სიცილით ვთქვი და გააფთრებულ თვალებს რომ შევხედე წამში მოვკეტე და უაზროდ დავიწყე ღიღინი.-წარზე რა დაგემართა? -ყურადღების გადატანა ვცადე სხვა რამეზე -არაფერითქო გითხარი უკვე -ვიბლიანო არაფრისგან წარბი არ უსკდებათ. -ხო ხედავ სასწაულის მოწმე გახდი - სიცილით მითხრა და სიჩქარეს უმატა -ნანა დეიდა როგორაა? - სერიოზულად ვკითხე და წამში შეიცვალა დემეტრეს თვალებიც. ყოველთვის ასეა როცა ნანა დეიდაზე ვეკითხები თვალები საოცრად სხვანაირი, სითბოთი სავსე უხდება. -კარგადაა , დღეს ექთანი გავუშვით მშვენივრად გრძნობს თავს -ძალიან კარგი- ხმადაბლა ვთქვი და აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე, მაშინვე ფერები გადამივიდა სახეზე . ბესო რეკავდა. ახლა დემეტრეც აქ ზის, სად ხარ ალტერეგოო?? საად?? ვუპასუხოო?? . აი ისევ მარტო დამტოვა. ხოდა გავუთიშე. დემეტრეს წარბაწეულ მზერას " თანაკურსელია თავი მომაბეზრა"-თი ვუპასუხე და აწითლებულმა დავიწყე დანჯრიდან ყურება სადარბაზოსთან გააჩერა და თვითონაც გადმოვიდა. -მოდიხარ? -კი ნიკასთან საქმე მაქ - მანქანა ჩაკეტა და სადარბაზოსკენ დაიძრა. -დღეს რას აპირებ? -კინოში მივდვართ -ის პაკოც მოდის? - აგდებით მკითხა და მეც ნერვები მომეშალა -დემეტრე რამე დაგიშავა იმ ადამიანმა ასე რომ ვერ იტან? - საფეხურზე გავჩერდი და წარბები შევკარი. -რა თქვი? - ოდნავ ღიმილით მკითხა და ჩემსკენ მოიწია -რა დაინახე აქ სასაცილო? - შეშინებულმა დავაკვესე თვალები ორ მკლავს შორის რომ მომაქცია . აი ისევ დეჟავუს შეგრძნება. -არა პირველი წინადადება რა თქვი? - ისევ გველური ღიმილით მკითხა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია -დემეტრე რამ.... -ხო საკმარისია- სიტყვა დაასრულა თუ არა მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა. წელზე ხელი რომ არ მოეხვია ალაბდ ჩავიკეცებოდი და კიბეებსაც გავალამაზებდი ჩემი დალეწილი სხეულით, მაგრამ მაგრად მიჭერდა და ისე მკოცნიდა ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. როგორც იქნა მომშორდა და გახშირებული სუნთქვა სახზე მომაფრქვია -გაგიჟდი ხო? -გაცოფებულმა დავუყვირე და ლამის ნაპერწკლები გადმოვყარე თვალებიდან ისევ რომ მაკოცა. ამჯერად მოწყვეტით და ისე რომ სანტიმეტრითა არ გაწეულა ყურთან მიჩყრჩულა -კი გავგიჟდი, შენ გამაგიჟე სესილია - ჩემი სახელი გამოკვეთით წარმოთქვა რა გველია იცისროგორ არ მიყვარს სესილიათი რომ მომმართავენ. ვის ახსოვდა სახელი როცა სახეზე ცეცხლი მეკიდა ისე ვიყავი აწითლებული, ალბათ დემეტრეს გამაგიჟებელი კოცნით ან სიბრაზით (პირველი ვაიანტი უფრო ლოგიკურია). -უტაქტო ხარ, ველური და მხეცი , გამიშვი - ხმამაღლა დავუყვირე და მკლავებიდან დავუსხლტი. გაბრაზებული შევვარდი ოთახში და ლოგინზე დავემხე. "არ გიყვარს სესილი დემეტრე ვიბლიანი! არ გიყვარს არჯევანიძე არაა!!! არ უნდა გიყვარდეს " - თითქმის ტირილით ვთქვი ბალიში თავზე დავიმხე. *** ყოფილა მომენტი როცა აუცილებლად გდომებიათ სკვდილი ხო მეცმინდოდა, ოღონდ უბრალოდ სიკვდილი კი არა, წამებით სიკვდილი! როგორია სახლში მარტო ხარ, ბიჭები არ იცი სად არიან, ნატო და ერეკლე უნგრეთში წავიდნენ და შენ ამხელა სახლში სულ მარტო ხარ. შიშისგან ვკანკალებდი და ღამის ორ საათზე ისეთი ბრახუნი ატყდა ლამის გული წამივიდა, აკანკალებულმა ავიღე ხელში დიდი დანა და კარებისკენ ისე წავედი, შიშით დავწიე ურდული და კარები როგორც კი გავაღე დანა წინ გავიშვირე. ჯერ დემეტრეს გაოცებული სახე დავინახე და მერე ხარხარი მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ტირილამდე მისულმა დავაგდე დანა და იატაკზე დავჯექი -გაგიჟდი? იცი როგორ მეშინოდა? შენ კიდე გული გამიხეთქეე - ტირილით ამოვთქვი და თავი მუხლებზე დავდე -კკაი რაა სესი, ხომ ხედავ კაციჭამია არ ვარ , არც მანიაკი - ძლივსშეკავებული სიცილით მითხრა და გაყინულ მხრებზე ხელი მომხვია. მისი ნათვამი "სესი" საოცრად მსიამოვნებდა და ამ დროს შემეძლო დემეტრეს ისე ჩავხუტებოდი გამესრისა. -ხო მაგრამ შემეშინდა - პატარა ბავშვივით დავიწუწუნე და მის მკლავებში მოვკალათდი. -ისე ეგ მიკიმაუსებიანი პიჟამა ძალიან გიხდება - სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა. - წამო დავიძინოთ, თორე გამიცივდები. - ფეხზე წამომაყენა და ჩემ ოთახში შევედით. -ბიჭებთან არ ხარ? - ცრემლების წმენდით ვკითხე და სულმთლად გაყიონული სბანში ჩავძვერი. -საქმე მქონდა და ადრე წამოვედი. - საბანი შემომიკეცა , მერე ქურთუკი გაიხადა და თვითონაც საბანში შემომიძვრა. -მე რომ მეშინია ხომ არ წახვალ? - მის გულ-მკერდზე მოკალათებულმა ვკითხე -არ წავალ , მიდი დაიძინე - ჩემს თმაზე დაიწყო თამაში და წამში მიმელულა თვალები -მიყვარხარ სესი -ალბად მომესმა ეს სიტყვები, ან ამდენი ბედნიერებისგან გავგიჟდი მაგრამ ეს დემეტრეს ხმა იყო, და მისი სიტყვების სინამვილეს ჩემს თმაში აბურდული მისი ხელები მიმტკიცებდნენ. იმ ღამით ყველაზე კარგად მეძინა , ხომ ვთქვი საავადმყოფოში გატარებული დრო ყველაზე კარგი იყო ჩემს ცხოვრებშითქო, მოვიტყუე , ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში ეს ღამე და დემეტრესგან მოსმენილი სიტყვა მიყვარხარ იყო. *** -ვიბლიანო არ ვარ ვალდებული და არ წამოვალ! - გაჯგიმული ვიჯექი სავარძელში და ფეხს არ ვიცვლიდი. -არჯევანიძე ნერვებს მიშლი, ჩქარა ჩაიცვი მივდივართ! - არ დემეტრეს აკლდა "გაჯგიმულობა" -ვიბლიანო არ ვარ ვალდებული ! - მე მაინც ჩემსას ვამბობდი -არჯევანიძე სასწრაფოდ ადექი და მოემზადე, იცოდე ძალით წაგათრევ! -არა არა და არა! -რას ქვია არა? ადექი! -გაგიჟდი ხო შენ? რა მინდა მე შენი ბიძაშვილის დაბადების დღეზე? -გელოდები სესილი! - კარი გაიჯახუნა და ჩემი ოთახი დატოვა . -იდიოტი, ინდაური, ფარშევანგი!- გაბრაზებული დავდიოდი აქეთ- იქით დათან იმაზე ვფიქრობდი რა ჯანდაბა ჩამეცვა დემეტრეს ბიძაშვილის დაბადების დღეზე წასასვლელად. დიდი წვალების შემდეგ , უბრალო შავი ფრიალა კაბით და ლურჯი კეტებით გამოვცხადდი მომლოდინე ბიჭებთან . გაბრიელმა მაშინვე სიცილი ატეხა ნიკა კიდე უაზროდ ფხუკუნებდა -საბავშვო ბაღში კი არ მივდივართ სესილი- სიცილით მითხრა ნიკამ -არ ვარგა? - ლამის ცრემლები გადმოვყარე და აწყლიანებული თვალებით ავხედე სამზარეულოდან მომავალ დემეტრეს -რა ხდება? - ხელი მომხვია და თმაზე მაკოცა -ბავშვივით გაცვიაო -იმიტო რო ბავშვი ხარ - შუბლზე მაგრად მაკოცა -ყველაზე ლამაზი ხარ და ნუ უსმენ ამ შურიან ხალხს - ბიჭებს გახედა და კარისკენ მიბიძგა წავედითო. სანამ გავიდოდით ბიჭებს ენა გამოვუყავი და თმა გვერდზე გადმოვიყარე. დემეტრეს ჩაეღიმა მაგრამ არ შეიმჩნია , მანქანის კარი გამიღო და მერე ნელა დაძრა მანქანა. გაბო და ნიკა, ნიკას მანქანით მოდიოდნენ. როგორც კი რესტორანთან მივედით კარებში არ ვიყავით შესულები ვიღაც ორმეტრიანი მუტრუკი რომ გამოვარდა და ისე ჩამეხუტა ძვლები დამალეწა. გახევებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. -ბიჭო მოშორდი ნუ გაგუდე - დემეტრემ დაუყვავა ორ მეტრიან ჯმუხს და ისიც მომშორდა -ეე შენ რა საყვარელი ყოფილხარ ტო - ცხვირზე მომიჭირა ხელები და გაბრაზებულ დემეტრეს რომ შეხედა უმალ შეაშრასახეზე ღიმილი - ხო კაი რაიყო ტოო -აუ კი დაგაბნიე მაგრამ , მე ისა გიგი ვარ რა , იუბილარი - ხელი გამომიწოდა და უხერხულად გამიღიმა. ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი და ძლივს ჩამოვართვი ხელი -სასიამოვნოა, გილოცავ - შეძლებისდაგვარად გავუღიმე და ჩვენსკენ მომავალ ბიჭებს გავხედე -ეე გიგუნას ვახლავაართ, გილოცავ ბიჭო იქნებ ჭკუა მაინც მოგემატოს ამ წელს - გაბო ჩაეხუტა და ზურგზე ხელები ისე მაგრად დაუტყაპუნა თვალები დამეხუჭა შიშისგან -მიმიშვი ბიჭო მეც მივულოცო - ახლა ნიკა გადაეხვია და იგივე გაიმეორა. -ჩამემტვრა ნეკნები რა იყო ტო - წუწუნით თქვა და ვიბლიანს გადახედა "მოგილოცე მე უკვეო" დემეტრემ უთხრა -ეს რა უჟმურია, ასეთი ანგელოზივით გოგო ხარ , ეს მჟავე კიტრი რამ შეგაყვარა - მე მომიბრუნდა და კარგადაც ამაწითლა. "რამ შემაყვარა?" ხო შემაყვარა . ჯანდაბას ხო მიყვარს ვიბლიანი! ჩემს ალტერეგოს დავუყვირე და გიგის მხრების აჩეჩვით ვუპასუხე. დავინახე დემეტრეს როგორ ჩაეღიმა და სასაიმოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა ტანში. მთელი რესტორანი ხალხით იყო გადატენილი, ყველა გიგის ულოცავდა , გოგოები გვერდიდან არ შორდებოდნენ, მაღალ, ქერათმიან , ერთობ სიმპატიურ ახალგაზრდას. არც დემეტრე იყო ყურადღებას მოკლებული. ერთი ზედმეტად გადაპრანჭული როგორც გამაცნეს "მაკატო" სულ თან დასდევდა და უაზროდ უფახულებდა თვალებს. ნერვები მეშლებოდა , გონებაში სამჯერ მყავდა მაკატო მოკლული. -დემე, წამო ძველი დრო გავიხსენოთ - გვერდით მიუსკუპდა დემეტრეს .წვენი გადამცდა და ხველა ამიტყდა -არ მინდა მაკა - ისე უხეშად უპასუხა, მაკატოს ადგილას მიწის გასკდომას ვინატრებდი. -კარგი რა, მაშინ ხომ გინდოდა - ისე წელავდა სიტყვებს და ისე მოქმედებდა ჩემს ნერვებზე ცოტაც და სათითაოდ დავაწიწკნიდი იმ ქერად შეღებილ კაწაწებს. -სხვა დროს იყოს - უხეშად უთხრა და ფეხზე წამომაყენა. -რას აკეთებ? -ვიცეკვოთ - ხმადაბლა მითხრა და წელზე ხელები მომხვია . უღოდონ მოვხვიე კისერზე ხელები და მუსიკას ავყევი. საოცრად გრილი და სასიამოვნო სუნი ჰქონდა, მაგრამ ისე მიღრღნიდა ეჭვიანობის ჭია გულს მაკას კიდევ ერთი სიტყვადა შუაზე გავხევდი. -მიმზიდველი გოგოა - ხმადაბლა ვთქვი და ჩვენზე მოშტერებულ მაკას გავხედე -ვიზე ამბობ? - ვითომ ვერ მიხვდაო ისე მკითხა -მაკატოზე -აა , კი მართლა მიმზიდველია - ყურთან მიჩურჩულა და გველურად ჩაიღიმა . აღარაფერი მითქვამს ნერვებ აშლილმა გავუშვი ხელები წასვლას ვაპირებდი წეზე ხელები მაგრად რომ მომიჭირა და ზედ ამიკრა. -გამიშვი - ხელებზე დავეჯაჯგურე მაგრამ ვერაფერს გავხდი -მეჩვენება თუ ეჭვიანობ სესი? - ისევ გველურად ჩაიღიმა და თვალი გამისწორა -არაფერსაც არ ვეჭვიანობ უბრალოდ გამიშვი - ცოტაც და ბოლი ამივიდოდა -კი ეჭვიანობ- გამარჯვებულის ღიმილით მითხრა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები -ვიბლიანო შემეშვი - გაბრაზებვულმა დავუყვირე და მკალვებიდან დაძრომა ვცადე. ხელები შემიშვა და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული მკლავში რომ ჩამავლეს ხელი და სადღაც წამაპროწიალეს. -გაგიჟდი რას აკეთებ? - გაოგნებულმა ვკითხე დემეტრეს და ხელზე დავეჯაჯგურე. შიშისგან ლამის გული გამისკდა კედელთან რომ ამაყუდა და მკლავებში მომიმწყვდია -არ შეგეშვები, არასოდეს, სულ ძალითაც რომ გამაგდო მაინც არ შეგეშვები, მარტო ჩემი ხარ და მორჩა მანდ ყველაფერი, როცა შენ ხარ იქ არც მაკატოა, და არც სხვა ნებისმერი, მიყვარხარ სესილი და მორჩა, არ მაინტერესებს სხვა არაფერი! - ერთი ამოსუნთქვით მითხრა და სიტყვის თქმაც არ მაცადა ისე მეცა ტუჩებზე. ტვინი საერთოდ გამეთიშა, სულ დავკარგე აზროვნების უნარი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი დემეტრეს მწველი ტუჩები და ხელები იყო ჩემს წელზე. მაშინაც მოგატყუეთ რომ გითხარით ყველზე კარგი ღამე იყო ჩემს ცხოვრებშიმეთქი, აი ახლა იყო ყველაზე კარგი ღამე ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ტკბილი წუთები რომელთა დამთავრებაც არ მინდოდა . *** ალბათ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ მომავალს, ყველას შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ შექმნას, მე ჩემი ბედნიერება შევქმენი, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში. არაა ბედნიერებისთვის საჭირო ფული და სიმდიდრე , არც კარგი მანქანა და დიდი სახლი, ჩემი ბედნიერება ვიბლიანის სიყვარულით სავსე თვალები, და ჩემი წამობურცული მუცელია . იმ დღიდან რაც ნატოს დიდი ჩხუბის შემდეგ ჩემი საყვარელი ადგილი დავტოვე და თბილისში გადმოვედი 4 წელი გავიდა , 4 წელში ბევრი რამ მოვასწარი, ჯერ შევიძულე და შემდეგ კი სიცოცხლეზე მეტად შევიყვარე, ბევრი ახალი მეგობარი გავიჩნე და რაც მთავარია ახლა ერთი კი არა ორი მყავს, ერთს ყოველდღე ვნახულობ , ყოველდღე ვეხუტები და მეორესაც 5 თვეში ჩავიკრავ გულში. 22 წლის ვარ და ასე მგონია ახლა გავჩნდი და ახლა ვიწყებ ცხოვრებას, ნატოს ისევ თავის თავზე შეყვარებულია , ვაღიარებ ერეკლეც უყვარს, გაბო გაიზარდათქო ვერ გეტყვით, მხოლოდ წლოვანება მოემატა მაგრამ ისევ ისეთი ხუჭუჭა გაბრიელია. ნიკა სიყვარულმა დაიმონდა , მარტო სიყვარულმა კი არა პაკოს ნათლულმა ანამაც. არც ანაა ნაკლებ დღეში. აი პაკო კი სხვა თემაა, სადაც არ უნდა ვიყოთ როგორც არ უნდა ვიყოთ სულ სძინავს , თქვენ წარმოიდგინეთ დემეტრეს მხარზეც კი, იმ ინციდენტის შემდეგ აი მაშინ ქუდი რომ წავართვი და მერე სანამ დემეტრე მანქანაში ჩაჯდებოდა ხარხარით რომ გაგვეცალა, ცოტა დალაგდნენ, მაშინ პაკოს დემეტრესთვის ენა გამოუყვია. ჩემი შაკო? შაკო ჩემი ერთადერთია, ყველა ძალიაბნ მიყვარს მაგრამ შაკო სულ სხვაა, ჩვენს გვერდით კორპუსში ცხოვრობს ბიჭი და ყოვედღე დაკუსკუსებს თავის სატრფოსთან ერთად, მომავალი ექიმია ჩემი ბიჭი ეგრე კი ნუ უყურებთ. აი ასე არეულად მოვედით აქამდე და იმედია ასეც გავაგრძელებთ. არასდროს მომბეზრდება თაფლისფერები, არასდროს მომბეზრდება ერთმანეთზე მიხუტებული ნიკას და ანას ნახვა , არასდროს მომბეზრდება გაბოს და პაკოს ცანცარი, მითუმეტეს თუ ერთად ცანცარებენ , აი თუ შაკოც აჰყვათ მაშინ შეიძლება მომბეზდეს, მაგრამ არა! მაგასაც ავიტან! *** -დედა დე დედიკო - თვალების ფშვნეტით გამოვარდა ოთახიდან ორიოდე წლის ხუჭუჭთმიანი ბიჭი და მუხლებზე მომეკრო -რაო დე? -სიცილით ავიყვანე ხელში და სამზარეულოს დახლზე შემოვსვი. -დემუს დაეძინა - ტირილის პირას მისულმა მითხრა და სიცილი ვერ შევიკავე მის ნათქვამ სახელზე -წამო დე ჩვენც დავიძინოთ - ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ წავედი, თან გზაში ღაჟღაჟა ლოყებს ვუკოცნიდი. ოთახში შევედი თუა არა მაშინვე გამეღიმა, საწოლზე გაწოლილი "დემუ" მატათას დათუნიას ჩახუტებოდა და ფშვინავდა. ნახევრად მძინარე ბავშვი გვერდით მვუწვინე და ის იყო წამოსვლას ვაპირებდი წელზე ძლიერი ხელი რომ მომავლეს და წამებში აღმოვჩნდი მათ გვერდით მწოლიარე. -ცოტა ფრთხილად დემუ - სიცილით ვუთხარი და ყელში ხმაურიანად ვაკოცე -რამე ხო არ გატკინე? - შეშინებულმა დამხედა წამოზრდილ მუცელზე და მის გაფართოებულ თვალებზე გამეცინა -უჰ გამისკდა გული - შუბლზე მაკოცა და ჩემს თმაში ჩარგო ცხვირი. ორივე გულზე მიგვიხუტა და სათითაოდ დაუკოცნა მატათას გაბერლი ლოყები. -ვაიმე - 10 წუთი არ იქნებოდა გასული ,დაფეთებული რომ წამოვვარდი ფეხზე როგორც კი მუცელში რაღაც ბიძგები ვიგრძენი და გაფართოებული თვალებით ავხედე დემეტრეს -რა ? რა გჭირს? ცუდად ხარ? რა გავაკეთო? - დაფეთებული აცეცებდა გაფართოებულ თვალებს და მხრებიდან ხელებს არ მიშვებდა -არა დემე, გაინძრა , გაინძრა - სიხარულით წამოვიყვირე მისი ხელი უმალ მივიდე იმადგილას სადაც ბიძგებს ვგრძნობდი. თვალები სიხარულით აენთო და გაკვირვებული დამყურებდა მუცელზე თან ეცინებოდა. -მეორეც, რა მაგარია - ჩურჩულით ამბობდა და მიუხედავად იმისა რომ ბავშვი აღარ მოძრაობდა მუცლიდან ხელებს არ მაშორებდა. სიცილით მოვხვიე კისერზე ხელები და მაგრად მივეხუტე, ჩემთან ერთად დაჯდა საწოლზე და ჩემი ყვირილისგან შეშინებული ბავშვიც მიიხუტა. -ლა ფათქალებს ? - მუცელზე მითათუნებდა ჩვენს შორის მომწყვდეული ბავშვი ხელებს და ინტერესჩამდგარი თვალებით შემოგვყურებდა -შენი დაიკო მა - კულულებზე წაეთამაშა დემეტრე და ბალიშზე გადაწვა ჩვენიანად. -მიყვარხართ- ჩურჩულით ვთქვი და დემეტრეს ყელში ჩავრგე ცხვირი. -ჩვენც გვიყვარხარ- თმებზე მაკოცა და ჩემს თმებში ახლართა თითები. გახსოვთ რომ გითხარით ყველაზე ბედნიერი ვარმეთქი? მოგატყუეთ! აი ამ მომენტში ვიყავი ყველაზე ბედნიერი, აა ახლაც გატყუებთ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი თოვლში ამოგანგლული სამი სვანი რომ შემომივარდა სახლში და მთელი სახლი გუდაურს დაამსგავსეს, ან მაშინ ვითომ სიცხიან დემეტრეს მაშო საგულდაგულოდ რომ უვლიდა და ოსტატურად იტანდა მატათას დაცინვებს . ან ... ნუ მოკლედ დიდი მატყუარა ვინმე ვარ, სულ მომიწევს მოგატყუოთ, რადგან ჩემთვის საუკეთესო წუთები არასოდეს არ მთავრდება... გამარჯობათ. იმედია გახსოვთ ორჯერ გაწყვეტილი ისტორია და უპასუხისმგებლო ავტორი :დ თუ არ გახსოვთ იმედია წაიკითხავთ და ისიამოვნებთ, ერთი წელია რაც ამ ისტორიას ვწერ და ეს ბოლო ორი დღე იმდენად მინოდა ამეტვირთა არ ვიცი რა დავწერე , არც გადამიხედავს ბოლო თავებისთვის და ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ <3 პ.ს ვიცი რომ გალანძღვას ვიმსახურებ მაგრამ დანაპირები მაინც შევასრულე <3 დანარჩენ დაუმთავრებელ მოთხრობებსაც ავტვირთავ აუცილებლად სრული ვარიანტით <3 შემიფასეთ ჩემი ნაჯღაპნი. მუდან თქვენი northern light |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.