მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (5)
რამოდენიმე დღით ადრე. ანდრეასთან. -------- -ძმობას გაფიცებ გამაგებინე რად გინდა კიდე ერთი კაფე,რომ ყიდულობ?(ნიკა-ანდრეას ერთ-ერთი ძმაკაცი.) -ასეა საჭირო -რანაირად იღიმი *ეჩემა ,უეჭველი რაღაც ხდება და არ გვეუბნები?(ეკე, ესეც მეორე ძმაკაცი.) -ჩემი ძმა და რძალი,რომ მოვა ბარემ გეტყვით ერთად-ისევ ისეთი ღიმილით და გაცისკროვნებული სახით საუბრობდა. სანამ ისინი მოვლენ და გაარკვევენ თუ რაშია საქმე , მანამდე ჩვენს ანდრეაზე გავიგოთ რაღაც-რაღაცეები. ანდრეა გელოვანი 24 წლის. ბიზმესმენი, მუშაობს მამამისის მიშა გელოვანის კომპანიაში სადაც ,ასევე მუშაობს მისი ძმა. ასევე აქვს თავისი რამოდენიმე კაფე-რესტორნები. მისი ძმა კი ,გიორგი გელოვანი 27 წლის დაოჯახებული ,ასევე ბიზმესმენი და მასაც აქვს მისი პატარა ბიზნესი, უცხოეთიდან ჩამოყავს მანქანები, მეუღლე ლანა დანელია ,რომელიც არის, მის კომპანიაში ადვოკატი. ისიც გიორგის მოთხოვნით ან ჩემთან იმუშავებ ან კიდევ საერთოდ არაო. ყავთ პატარა 2 წლის გაბრიელ გელოვანი. მგონი ცოტა რამ გავიგეთ ანდრეას შესახებ ,რაც ამ ეტაპზე საკმარისია. ამასობაში კი ისინიც მოვიდნენ. -ჰა ,რახდება ახლა თქვი მაინც...რატომ შეგვკრიბე ეს ხალხი? -ის კაფე ხომ იცით? -ჰო , გავიგეთ ,რომ ნელი მიდის საქართველოდან და ყიდის,მაგრამ აი იმას ვერ ვიგებთ შენ რა მიზეზით გადააჯინდი და დაიჩემე იქაურობის ყიდვა,მაგაზე ათასჯერ უკეთესები არის შენები -ვიპოვე...ვიპოვე რა მისი ფეხით მოვიდა, იქ მუშაობს. საკმაოდ ცუდად შევხვდით ერთმაენთს, ალბათ ახლაც იმის გეგმას აწყობს როგორ გადამიხადოს სამაგიერო და გამამწაროს-სხვებისთვის გაურკვევლად ლაპარაკობდა,მეტნაირად უბრალოდ ვერ დაალაგა აზრი,რომ აეხსნა საქმის ვითარება. -მოიცა, ვინ იპოვე ან რა სამაგიეროს გადახდა?(ეკე) -ეეეე...არ თქვა ახლა მე ,რომ მგონია ისაა...(ნიკა) -ეგაა,ეგ ნატალი კაცაძე აქაა და ზუსტად იმ კაფეში მუშაობს.სხვანაირად ვერ დავუახლოვდები, თან მშვენიერი კაფეა მოკლედ გადავწყვიტე რა... -რას უცდი მერე *ეჩემა, წავედით მალე და მოაგვარე ეგ საქმე-პატარა ბავშვივით ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა ერეკლე. გაუგებრობაში ხართ ,ხომ? მოკლედ გეტყვით რაც ხდება..თქვენ გგონიათ,მაშინ შეხვდნენ პირველად? ნუ ნატალი ხომ მაგრამ აი ანდრეაზე იგივეს ვერ გეტყვით. მეგობრები იყვნენ ერთად წასულნი, ზანდოს წმინდა გიორგის მონასტერში მოსალოცად , როდესაც თეთრ ყვავილებიან სარაფანში გამოწყობილი გოგონა შენიშნა,რომლის თვალებსაც მხოლოდ ერთი წამით შეხედა და ეს დროც საკმარისი იყო, შეემჩნია თუ რამხელა სევდას იტევდა ის იმ მომენტში. საღამო იყო უკვე როდესაც იქედან წამოვდნენ, კიდევ რამოდენიმე დღე აპირებდნენ იქ გაჩერებას. უმეტესად ზაფხულში გელოვანების სახლში სვანეთში ადიოდნენ, მაგრამ ერთ დღეს ნიკამ წამოაყენა პრეტენზია...ჩემს სოფელშიც ავიდეთო, თან ბებია და ბაბუასაც გავახარებთო,რამდენი ხანია არ მინახავს და არ მომიკითხიაო. ასე ამოყვეს სწორედ იქ თავი. როგორც ეკადრება გურიის სოფელს,ისეთი სუფრა გაუშალა ნაზიკო ბებომ ახალგაზრდებს, შუა ქეიფის დროს კი ჭიშკრიდან ხმა გაიგეს, ეგრევე წამოფრინდა ფეხზე ბებია და სულ ჩემი ანგელოზის ძახილით გაემართა ჭიშკრისკენ.გარკვევით ესმოდათ ცქრიალა ხმა ,რომელიც როგორც აღმოჩნდა დედის დავალებით იყო იქ მისული, ნაზიკომ ბევრი ეხვეწა შესულიყო შინ და მისი შვილიშვილი და მეგობრები გაეცნო ,მაგრამ ვერ დარჩებოდა საქმე ქონდა. ყველას დიდი ინტერესი ქონდა თუ ვის ეკუთვნოდა ეს ხმა, ეგონათ დაიკმაყოფილებდნენ ინტერეს ,მაგრამ როგორც კი გაიგეს,რომ ეს ვერ მოხდებოდა ეგრევე დაქაჩეს თვალები და ისე შეეცადნენ სილუეტის დანახვას. არც სახე მოჩანდა გარკვევით და არაფერი,მაგრამ ანდრეამ ის სარაფანი იცნო,რომელიც მაშინ ეცვა. დანარჩენი დღეები კი მოიარეს მთელი სოფელი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეძლო შედარებით ახლოდან და გარკვევით დაენახა ნატალი. უკმაყოფილების შეგრძნება ქონდა იქედან წამოსულს,რაღაც არ ასვენებდა,მაგრამ ვერ გაეგო რა იყო ეს. ქალაქში ჩასულს მოსვენება დაეკარგა, მერე როგორც იქნა გაუმხილა ძმაკაცებს მისი ფიქრები და ნიკას თხოვა გაეგო მისი ვინაობა. დიდი ვერაფერი მხოლოდ სახელი და გვარი გაიგო. რადგან ვერანაირი საკონტაქტო გზა ვერ გამონახა,ამიტომ დაჯერდა ბედს და შეეცადა აღარ ეფიქრა. თითქმის აღარს ახსოვდა, როცა წყალი გადაასხა თითქოს ეცნო კიდეც ის ,მაგრამ წარმოუდგენლად ჩათვალა და მალევე განდევნა ეს აზრი ფიქრებიდან. არც იმას მიუცია დიდი იმედი ,როდესაც სახელით მიმართეს და ისიც იგივე იყო. რადგან ლიკა უკვე მისი კომპანიის კერძო საკუთრებაში დასაქმებულად ითვლებოდა და მასზე , ისევე როგორც სხვებზე აუცილებელი იყო ყველანაირი ინფორმაცია ქონოდა და ცოდნოდა,აი მხოლოდ მაშინ გაიხსენა კიდევ უფრო კარგად ის სახე,რომელიც მაშინ დაინახა ახლოდან და ის ერთადერთი რამ რაც მასზე იცოდა სახელი და გვარი.როგორც კი გააცნობიერა,რომ ის იყო, ყველა მისი მცდელობა ამოუტივტივდა გონებაში ,რომლებითაც ცდილობდა მასზე კიდევ რამის გარკვევას. ახლა კი როდესაც ასე ახლოს იყო,უნდოდა კიდევ უფრო ახლოს ყოლოდა. მაგრამ,რომ გეკითხათ თუ რატომ აკეთებდა ამას ზუსტ პასუხს ვერც თვითონ გაგცემდათ. ნატალისთან. საშინლად დაღლილი იყო უკვე, რამდენი საათია რაც ეს შეხვედრა იმართება და უკვე ერთი სული აქვს როდის მორჩებიან,რომ მალევე გააღწიოს აქედან და მის თბილ საწოლში დაიძინოს. ყველას გაუკვირდა როდესაც შეხვედრას ნელიც ესწრებოდა და მათთან ერთად განიხილავდა რაღაცას, მაგრამ როგორც ნატალი სხვებიც ისე დაღლილი იყო და საერთოდ არ აინტერესებდათ თუ რახდებოდა. ყველას ერთი სურვილი ქონდა უბრალოდ აქედან წასვლის. როგორც იქნა დადგა ის სანატრელი წამი, ყველა წამოიშალა ერთმანეთს დაემშვიდობეს და დატოვეს იქაურობა. ნელიმ მოსამსახურე პერსონალისკენ აიღო გეზი -ბოდიშით ჩემო კარგებო ასე,რომ მოგიწიათ დაღლა, მაგრამ რას ვიზამთ...იმედია ხვალამდე გეყოფათ დრო დასასვენებლად, უკლებლივ ყველა გამოცხადით ხვალ სამსახურში ახლა კი თავისუფლები ხართ-ღიმილიანი დაბალი ტონით დაასრულა სათქმელი და მისი კაბინეტისკენ წავიდა. როგორც კი გაიგო ,რომ შეეძლო წასვლა ,ეგრევე მოკიდა მის ნივთებს ხელი და დაუყოვნებლივ გაუყვა სახლისკენ გზას. ხელის აწევით მიესალმა დედას,აბაზანაში შევიდა და უკან 5 წუთშივე გამოვიდა, თვალებ დახუჭულმა შეაღო საძინებლის კარი, პირდაპირ საწოლზე დაეხეთქა, საბანში გაეხვია და ეგრევე დაეძინა. არ მეყო ძილი და დასვენება და რა ვქნა..ისე არასდროს დავღლილვარ როგორც გუშინ,იმედია ბევრი ხალხი არ იქნება და ცოტა ადრე წამოვალ. გამოსაფხიზლებლად ცივი წყალი შევისხი, მაგარი ყავაც დავლიე და შედარებით აზრზე მოსული გავუყევი გზას. შესული არ ვიყავი წესიერად ეგრევე სოფი შემეჩეხა -ნელიმ როდესაც ყველა მოვა ჩემს კაბინეტში ამოდითო...ნეტა რახდება -საინტერესოა...არ არის ჯერ ყველა მოსული? -თემო აგვიანებს, მალე მოვალო...ერთი სული მაქვს გავიგო რახდება. თემოც მალე მოვიდა და როგორც გვითხრეს ისე მოვიყარეთ ყველამ ერთად თავი , ნელი დარბაზში თვითონ ჩამოვიდა. -გამარჯობათ ჩემო კარგებო, მოკლედ გეტყვით რახდება... საქართველოდან მიწევს წასვლა, აუცილებელი რომ არ იყოს დამიჯერეთ ასე არ მოვიქცეოდი..გუშინდელი შეხვედრა კი აქაურობის მომავალ მეპატრონეებთან მქონდა,მაგრამ მხოლოდ ერთი გახდა უკვე თქვენი უფროსი, დამიჯერეთ ძალიან კარგი ადამიანი არის და ამიტომ არ ვღელავ ,რომ მას ვტოვებ აქ. ყველა გაოგნებული უსმენდა მას და ყველას გვაინტერესებდა ვინ იქნებოდა ახალი უფროსი.იმედია ისიც მასავით გამგები იქნებოდა,თორემ ნამდვიალდ არ წავიდოდა ჩემი და სოფის საქმე კარგად, ისევ ნელიმ განაგრძო -საცააა მოვა და ყველას გაგაცნობთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება აქაურობა და ისევ ისე იქნება როგორც აქამდე იყო. მთელი ნახევარი საათი ველოდებით ახალ უფროს -ნატალი გამო მოვიდა როგორც იქნა -მოვდივაარ... ჯობდა არ გავსულიყავი, მთელი ეს დრო იმაზე ვფიქრობდი ვინმე წესიერი და გამგები ყოფილიყო ,მაგრამ როგორც კი ანდრეა დავინახე ჩემი მომავალი უფროსის ადგილას ყველანაირი იმედი ჩამეფუშა,როგორც ჩანს სასწრაფოდ მომიწევს აქედან წასვლა რადგან დარწმუნებული ვარ საერთოდ ვერ გამიგებს ისე როგორც ნელი და არც ხელს შემიწყობს,ან კიდევ სანამ მე მოვინდომებ ამას ,მანამდე თვითონ გამანთავისუფლებს სამსახურიდან. ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე როცა ნელი უკვე ყველას ემშვიდობებოდა,ძალდატანებით გავუღიმე და ისე ჩავუხუტე თითქოს ჩემს იმედს ვებღაუჭებოდი და არ მინდოდა მისი გაშვება.მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო, მეც მომიწია გამეშვა ხელი და მოვშორებოდი მას. მისი წასვლის შემდეგ უფროსმა ჩვენი სამუშაოს მიხედვით ჯერ მზარეულები, ბარმენი და მიმტანები ცალ-ცალკე დაგვიბარა მასთან. ყველა კმაყოფილი და მისი ქებით გამოვიდა იქედან. ამას თავს ვერ ავარიდებდი, ჩვენც მოგვიწია შესვლა...მკაცრი სახის გამომტყველებით გააფრთხილა მომსახურე პერსონები,ამის შემდეგ კი ყველას უთხრა გასულიყო მე და სოფი კი დაგვტოვა.გაურკვევლად გადავხედეთ ერთმანეთს -ნელიმ მითხრა თქვენზე,არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ სწავლასთან დაკავშირებით, ყველანაირად შეგიწყობ ხელს ორივეს,ახლა კი თუ კითხვა არ გაქვთ შეგიძლიათ თქვენც გახვიდეთ. ძალიან...ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული და გახარებულმა გამოვიხურეთ ჩვენს მისი კაბინეტის კარები.არ მჯერა ეს სიტყვები მისგან ,რომ მოვისმინე ანუ რა გამოდის...არმომიწევს არც ჩემი და არც მისი სურვილით აქედან წასვლა და შემეძლება ისევ ისე გავაგრძელო როგორც ადრე. -------- ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აბა რას ფიქრობთ? მოგწონთ?<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.