შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 12 )


17-10-2015, 19:42
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 406

ერთმა კვირამ თვალსა და ხელს შუა უცებ გაირბინა.უჩა დილიდან საღამომდე სამსახურში იყო.მაიას სამდივნო კურსების გაკვწთილები დაეწყო.ჯერ ბავშვებს მიიყვანდა ბარში,მერე კი სასწავლებელში მიდიოდა.მთელი კვირა მშვიდობიანი და წყნარი იყო.ისე მოხდა,რომ ამ კვირის მანძილზე სალაპარაკო დრო ვერ გამონახეს,უფრო სწორად მაია არიდებდა თავს უჩასთან მარტო დარჩენას.გუმანით გრძნობდა თუ როგორი საუბარი გაიმართებოდა მასსა და მის შორის და წინასწარ იმდენად იძაბებოდა,რომ როგორც კი მეტრეველი სამუშაოდან ბრუნდებოდა ქალი ვახშმის მერე ეგრევე საძინებელში იკეტებოდა.
საშინლად არ სურდა ასე მოქცევა მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო,უბრალოდ ის არ იყო მიჩვეული ამდენ ყურადღებას და სიყვარულს.სურდა მის კომპლექსებს და შიშებს მორეოდა ,მაგრამ ასე ერთბაშად,ერთი ხელის მოსმით არ გამოსდიოდა.ის ჯერ კიდევ პატარა ,უსუსური ,შუშის მსხვრევადი თოჯინა იყო.ის იყო ქალი,რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიბადა,რადგან მანამდე ის მხოლოდ სხეული იყო უსქესო,უმიზნო და უსახელო.სწორედ აქ შეიძინა სამივე.ქალად უჩამ აქცია,მიზანი ბავშვებმა ჩაუსახა და ყველაზე დიდი სტიმულით დაიწყეს,მას დედობა არგუნა უფალმა და სახელი-ის აღარ იყო უსახელო და უგვარო,ის მაია ნოზაძე იყო და ესეც უჩას დამსახურებათ ითვლებოდა.
თავად უჩას ცხოვრებაშიც შეიტანა ამ უეცარმა სიახლემ ცვლილებები.ის არ იყო მარტოხელა მამა.მას უკვე მეუღლე ჰყავდა,მის შვილებს კი დედა.მას უკვე სახლში ორი სიხარული და ბედნიერება კი არა სამი ელოდა.უფრო მეტად ისწავლა გაღიმება,სიცილი,ოცნება და ეს ყველაფერი მისი მეუღლის დამსახურება იყო.
.....................
მთელმა სოფელმა გაიგო ჯერ მაიას გაპარვა და მერე მისი უცნაური გათოვების ამბავი.უბანში ხმა გავარდა,რომ ნოზაძეების სიძე საკმაოდ შეძლებული და ცნობილი გამომძიებელი იყო.ბევრს გაუხარდათ მაიას კარგად ყოფნა ,იყო ისეთებიც,რომლებსაც შეშურდათ მისი.
-მოდი აქ შე ლონდრე სადაა შენი დებილი ძმა?-აი ასეთი კულტურული მიმართები ჰქონდა შვილებთან ჯაბას
-ყანაშია-უაპსუხა და თან მტვერიან შარვალს იფერთხავდა
-მიდი დაუძახე მოეთრას
ისიც მორჩილად გავიდა სახლის უკან ნაკვეთში და მის ძმას გასძახა
-გელა,მოდი მამა გიძახის,რაღაც საქმე აქვს-როგორც კი ეს გაიგო ბარი გვერდზე მაიგდო და ჩქარი ნაბიჭებით წამოვიდა
-რაო რა ხდება ჯემალ რა უნდა?
-აბა რა ვიცი,ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და მგონი მაგიტო გვიძახის
ამათი შემხედვარე მხოლოდ ერთ რამეს იფიქრებდით,ან დაბადებიდან იყვნენ ასეთი გაუთლელები და უნიათოები ან აღზრდის დამსახურება იყო,თუმცა მეორე უფრო სარწმუნო იყო.
-მოდი აქ ჩამოჯექით-უხეში ტონით მიმართა შვილებს და იქვე გადაჭრილ ორ მორზე მიუთითა-დღეს ერთმა კაცმა დამირეკა ,თქვენი გომბიო დის მამამთილი ყოფილა
-რა უნდოდა?-ინტერესით მიაცქერდა მამამის გელა
-არც ის არარის აღფრთოვანებული მისი შვილის საქციელით ,ამიტომ სურს,რომ ეს ოჯახი დაინგრეს
-მერე ჩვენ რატომ დაგვირკა?უკან უნდა შემოგვტენო ასე ცარიელტარიელი?
-ვერ მივართვი,მაგის ჩიტი ვარ ჯაბა ნოზაძე რომ ვიღაც ქალაქელ მეტიჩარას გავასულელებიო თავი,მეც წავუყენე ჩემი პირობები
-და რა პირობები?
-რა და.....
........................

უკვე 11 საათი სრულდებოდა,ბავშვებს და ნელის უკვე ეძინათ,მხოლოდ მაია იყო ფხიზლად უჩას მოლოდინით.მდივანზე ფეხმორთხმული მოკალათებულიყო და ტელევიზორს უინტერესოთ მისცქეროდა.ქვე მაგიდაზე დადებულ მობილურს დაწვდა და ცოტა ხანი ორჭოფობდა თითებში ატრიალებდა,მერე მოძებნა ნომერი და სმს აკრიბა.
-უჩა მალე მოხვალ?-ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა,მხოლოდ აუცილებელ საქმეზე ურეკავდა ან უმესიჯებდა ხოლმე,ახლა იყო პირველი შემთხვევა,როცა ამას უმიზეზოდ საკუთარი ინიციატივით აკეთებდა.მოლოდინით გაირინდა
-ვეცდები,ხომ მშვიდობაა მაიკო?-იყო პასუხი
-არა უბრალოდ მინდოდა დამედგინა რით მოვემზადო ქვაბით თუ ტაფით?-თავისივე ნაწერზე გაეცინა
-ოოოო ისეთივე მძიმე კითხვაა როგორც მისი შემადგენლობა.და ნახევარ საათში,რომ მოვიდე ორივეს გადავრჩები?
-ნახევარ საათში კი
-და ჯილდოდ რას მივიღებ?
-რასაც ისურვებ
-მაშინ.......კოცნა......ლოყაზე
-დღეს ნელიმ ტაფა სარკესავით გააპრიალა
-მდააა,არ ღირს მისი დასვრა,ჯანდაბას ყავა იყოს
-ახლა მოვრიგდით
-კარგი გამოვდივარ
ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოხტა,ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა,უცნაურად გრძნობდა თავს,თიტქოს პეპლები დაფარფატებდენენ მის მუცელში და გონებაში,თავისით უმიზეზოთ ეღიმებოდა.ნერვიულობისაგან სახე უხურდა.გაშლილი ხელის მტევნები ორივე ლოყაზე დაიდო,ესიამოვნა სიგრილე.უცებ ყავა გაახსენდა და გეზი სამზარეულოსაკენ აიღო.ხელები საშინლად უკანკალებდა.მადუღარაში ორი ულუფა ყავა ჩაყარა და გაზზე შემოდგა თუმცა ჯერ ანთება ადრე იყო.
მალე შემოესმა ჭიშკრის გაღების ხმა,მიხვდა,რომ უჩას მანქანა შემოვიდა,მაშინვე გაზქურა აანთო და ჭიქები გადმოალაგა კარადიდან.მალე სახლის კარიც გაიღო.
-აბა ჩემი ყავა მზადდება?-სამზარეულოში თავი შემოყო მეტრეველმა,კოსტუმის გახდა და ხელჩანთის დადება მოესწრო უკვე.
-კი რათქმაუნდა-ღიმილით შესციცინა
უჩა იქვე მაგიდასთან მოკალათდა,კმაყოფილი ღიმილით ადევნედა თვალს თუ როგორ ფუსფუსებდა მის სახლში,მის სამზარეულოში, მისივე ცოლი და საკუთრად მისთვის ამზადებდა ყავას და ტკბილეულს.ერთი ჭიქა მის წინ ჩამოდგა მეორე კი თავისთვის დაიდგა და მაგიდის მეორე მხარეს დაჯდა.
-როგორ მიდის საქმე სასწავლებელში?-საბრის დაწყების ინიციატივა უჩამ აიღო საკუთარ თავზე და თან ყავა მოსვა-გემრიელია-შეუქო ცოლს ნახელავი
-მადლობა-ღიმილით უპასუხა და თავადაც მოსვა-კარგად მიდის,მხოლოდ 6 გოგონა ვართ,მასწავლებელიც კარგად და ადვილი ენით გვიხსნის ყველაფერს,კომპიუტერსაც ნელნელა ავუღე ალღო.
-ხო სულ დამავიწყდა,რომ შეგპირდი გამეცადინებ ხოლმეთქო,ხვალიდან შევიყვან ძალაში კარგი?
-კარგი....... შენმა დღემ როგორ ჩაიარა?-თავადაც უკვე ძალიან სურდა მეტი სცოდნოდა მასზე და მის საქმიანობაზე
-კარგად,წვირლწვრილი საქმეებია,ძალიან არ ვიღლები,ზოგჯერ კი სერიოზული საქმეებიცაა ხოლმე აი მაშინ კი მართლა მიწევს სამსახურში გათენება და მგონი ტაფას და ქვაბს არ მაკმარებ-ორივეს გულინიანად გაეცინა
-არ ისეთი ანჩხლი ვარ
-რათქმაუნდა ვიცი მაიკო,შენ ყველაზე თბილი და საყვარელი ხარ-თქვა და მისი თითები ქალის თითებისაკენ გააცურა,რომელიც მაგიდაზე ჩამოედო.როგორც კი იგრძნო მისი ხელის შეხება ელდანაკრავივით უკან წაიღო და ფეხზე წამოხტა
-თუ დალიე წავიღებ ჭიქას,გავრეცხავ-თავი არც კი აუწევია მაღლა ,სახეზე ერთიანად ალეწილი იყო,აკანკალებული ხელი უცასკენ გაიშვირა,რომ ჭიქა გამ,ოერთვა,მაგრამ ჭიქის მაგივრად მის თითებს ისევ მამაკაცის ხელი მოეჭიდა,მაგიდა მოატარა და ერთმანეთის წინ აღმოჩნდნენ.ქალი ისევ თვდახრილი იდგა,მხოლოდ უჩას ფართო მკერდს ხედავდა,რომელიც გახშირებული სუნთქვის გამო მაღლა ადიოდა და ჩამოდიოდა.დაძაბული,ათრთოლებული,გული ჩიტივით უფრთხიალებდა.
-გეშინია ჩემი?-ყურთან ახლოს გაისმა სასიამოვნო ბარიტონი,მისგან წამოსული თბილი ჰაერი ღაწვებსა და ყელზე მოელამუნა,ქალმა ნებიერად მილულა თვალები
-არა-ძლივს ამოთქვა
-აბა რატომ იქცევი ასე?-თან თითები ნაზად შეაცურა მის ჩამოშლილ თმებში
-როგორ ასე?-საშინლდ აბნებდა მისი შეხება
-აი ასე,განზე დგები,ჩემი შეხება გაკრთობს
-მე .....მე მიუჩვეველი ვარ ყურადღებას-ენის ბორძიკით ამოსთქვა,სუნთქვა საშინლად უჭირდა დაძაბულობისაგან
-ეს წარსულში დავტოვოთ კარგი?შენ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი შვილების დედა
-კანონის გარეშე
-და როდემდე?-ახლა უფრო ახლოს მიიზიდა მისკენ ქალი
-რა როდემდე,რას გულისხმობ?-სულ აიბნა,აღრ იცოდა,დანებებოდა მის სურვილს და ჩახუტებოდა თუ უფრო განზე გაქაჩულიყო
-არაფერს გთხოვ მაია,არც რამეს გაძალებ,არ მინდა შეშინდე-ისევ რიტმულად დააცურებდა თითებს მის თმებში-უბრალოდ მინდა ერთმანეთის მიმართ შევიცვალოთ,აღარ ვიყოთ ასეთი ოფიციალურები,დავთბეთ,მომავალი მივცეთ ჩვენს ურთიერთობას
-მომავალი?-მონოტორულად იმეორებდა მის სიტყვებს
-კარგი,ერთ კითხვას დაგისვამ,გინდა ხვალ ხელი გავაწეროთ?-მისი სახე ხელებში მოიქცია და თავი მისკენ ააწევინა.უცებ აუწყლიანდა თვალები ქალს,ცრემლებმა პატარა გუბურები გააკეთეს მის ლამაზ თვალის უპეებში
-არა....რათქმაუნდა არა-შესინებული უპასუხა
-რატომ?
-რატომ?მე....მე აქ მინდა
-რატომ?
-გთხოვ უჩა ......-ეცადა თავი გაენთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
--მაშინ მე გეტყვი,მე არ მინდა შენთან ხელის გაწერა,მაგრამ არც ასე თი ცოლ-ქმრობა მინდა,არა იმიტომ,რომ მოძლადა ან უგულო ვარ,არა,არამედ იმიტომ რომ მე ცხოვრება მიხარია,სიცოცხლე მიხარია,სახლში დაბრუნება მიხარია,ვიცი,რომ ჩემი შვილების გარდა სახლშის ზღურბლზე ქალი მელოდება,რომელსაც ვაღელვებ,არ ამბობ მაგრამ ვგრძნობ რომ ასეა,იმიტომ,რომ მე ამ ქალის თითოელი ნაკვთი,ცრემლი,ღიმილი შევისისლხორცე,ჩემად დავიგულე,გულში ღრმად ჩავიბეჭდე.სწორედ ამიტომ არ მინდა,რომ ესყ ველაფერი ასე გაგრძელდეს,ასე ცივად უგულოდ,როცა მე არ შემიძლია ვიყო ცივი და უგულო,მე არ სემიძლია მოვიდე სახლში და მხოლოდ გაგიღიმო,ან ხელი ჩამოგართვა.მე არ შემიძლია,როცა ტირი მხოლოდ თბილი სიტყვები გითხრა,მე არ შემიძლია,როცა იღიმი მხოლოდ გაგიღიმო საპასუხოდ.მე მინდა,როცა ტირი გულში ჩაგიკრა სველი თვალები კოცნით ამოგისრო,რო=ცა იღიმი მოვიდე და ეგ ლოყები რომ გეჩხვლიტება სულ კოცნით დაგიფარო,მე მინდა,რომ როცა დაღლილი სახლში ვბრუნდები მხოლოდ კი არ გაგიღიმო,ჩაგეხუტო,შენი სურნელი ვიგრძნო რადგან ვიცი,მხოლოდ ეს დამამშვიდებს და ეს მომცემს ძალას მეორე დღეს იგივე საქმეს რომ შევეჭიდო.და არ გაინტერესებს რატომ მაია?არ გაინტერესებს?-მთელი ეს დრო მისი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და ზემოდან დასჩერებოდა,ქალს კი ტუჩები საყვარლად მოებუსა სივიწროვისაგან,ლოყებზე კი ცრემლები ნიაღვარად მოედინებოდა
-მაინტერესებს,ძალიან მაინტერესებს მაგრამ ვიცი,ვგრძნობს რაცაა მიზეზი და მეშინია,შენი არა ამ ცვლილების მეშინია,ჩემი თავის მეშინია,მაგრამ ქალი ვარ,გესმის ქალი ვარ და მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვისმინო ეს ,ამიტომ მაინტერესებს,.....მაინტერესებს რატომ უჩა რატომ?-მისი სუსტი თითები მის ლოყებზე მოჭიდებულ ძლიერ ხელებს შემოხვია
-იმიტომ ,რომ მიყვარხარ,გესმის მიყვარხარ,თავდავიწყებით,უსაზღვროდ,შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიცოცხლე-თქვა და მის ტუჩებს ფრთხილად შეხო მისი ტუჩები,ქალი არ შეწინააღმდეგებია,მანაც უფრო მომთხოვნად და ვნებიანად დაუკოცნა თბილი და მხურვალე ბაგეები,ქალიც აყვა,ერთმანეთის ხელები გაანთავისუფლეს,ამაკაცის ხელები მჭიდროდ შემოეხვია წელზე და მისკენ მიიზიდა,სხეულზე აიკრა,ტუჩებიდან ცრემლიან ლოყებზე გადავიდა,მერე ლამაზად მორერებულ ყელზე,ქალს სიამოვნებისაგან კვნესა აღმოხდა.უჩა ისევ მის ათრთოლებულ ბაგეებს დაუბრუნდა და ვნებით დაცხრა,ისე იხუტებდა ქალს თითქოს მის სხეულსა და სულში სურდა შეძრომა,მინდოდა შეესისხლორცებინა,მთლიანად ეგრძნო და განეცადა.წამით მოშორდა ,მის სახეს დააცქერდა,დანამული თვალები ცერა თითებით ამოუმშრალა და გულში ჩაიკრა
-შენ ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი,ჩემი ცოლი,კანონიერი ცოლი
-ჰო კანონიერი ცოლი-თქვა და მის მკერდზე მშვიდად მიესვენა.

................
ესეც ასე
<3 <3
მიყვარხართ



№1  offline წევრი milangirl

ძალიან კარგი ისტორიაა. ესენი არ დააშორო რა, მომწონს ეს წყვილი

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორი თბილი თავი იყო... თბილი ტკბილი და აიყვარულით სავსე თავი იყო... ვგიჟდები ამ წყვილზე უჩა ძალიან გულისხმიერი კეთილი და მოსიყვარულეა და მალე მაიასაც დააძლევიებს კომპლექსებს დარწმუნებული ვარ... რაც შეეხება მაიას ოჯახის წევრებს ყველა ერთმანეთზე უარესი ხეპრე და ნადირი ყოფილა მაგათი თავი მანახა ვირის აბანოში როგორ გამიხარდებოდა... ყველაფერ ცუდს იმსახურებენ ისინი... და რაც შეეხება ზოგადად ამ თავს ძალიან პატარა თავი იყო და არ მეყო მინდოდა კიდევ უფრო მეტი წამეკითხა... ისეთ მომენტზე გაწყვიტე რომ ეხლა სულმოუთქმენლად ველოდებუ ახალ თავს უფრო დიდს რა თქმა უნდა...

 


№3  offline წევრი kora

ოჰოო, ეს რა კანფეტივით ტკბილი და თბილი თავი იყო, რაღაცნაირია ეს მაიკო უზომოდ საყვარელი, განსხვავებული და სწორედაც რომ შეეფერება ისეთ კეთილ, მზრუნველ და საოცარ მამაკაცს როგორიცაა უჩა.
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი ლილიანა

milangirl
ძალიან კარგი ისტორიაა. ესენი არ დააშორო რა, მომწონს ეს წყვილი

დაგიჯერებ❤❤❤
უცნობი ქ
ვაიმე როგორი თბილი თავი იყო... თბილი ტკბილი და აიყვარულით სავსე თავი იყო... ვგიჟდები ამ წყვილზე უჩა ძალიან გულისხმიერი კეთილი და მოსიყვარულეა და მალე მაიასაც დააძლევიებს კომპლექსებს დარწმუნებული ვარ... რაც შეეხება მაიას ოჯახის წევრებს ყველა ერთმანეთზე უარესი ხეპრე და ნადირი ყოფილა მაგათი თავი მანახა ვირის აბანოში როგორ გამიხარდებოდა... ყველაფერ ცუდს იმსახურებენ ისინი... და რაც შეეხება ზოგადად ამ თავს ძალიან პატარა თავი იყო და არ მეყო მინდოდა კიდევ უფრო მეტი წამეკითხა... ისეთ მომენტზე გაწყვიტე რომ ეხლა სულმოუთქმენლად ველოდებუ ახალ თავს უფრო დიდს რა თქმა უნდა...

მადლობა შენც ამ თბილი კომენტარისათვის.ხო პატარა იყო ხვალ უკეთესი ზომის იქნება❤❤❤❤
kora
ოჰოო, ეს რა კანფეტივით ტკბილი და თბილი თავი იყო, რაღაცნაირია ეს მაიკო უზომოდ საყვარელი, განსხვავებული და სწორედაც რომ შეეფერება ისეთ კეთილ, მზრუნველ და საოცარ მამაკაცს როგორიცაა უჩა.

ამათზეა ნათქვამი ფერი ფერსო ❤❤❤❤
ხომ იცი შენი კომენტარი როგორ სტიმულს მაძლევს❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი Tatulikoo

Magariaaaaa... male dade shemdegi Ravi tore movkvdebi interesit

 


№6  offline მოდერი ლილიანა

Tatulikoo
Magariaaaaa... male dade shemdegi Ravi tore movkvdebi interesit

გავუფრთხილდები შენს სიცოცხლეს ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი მეამეა

ვაიმე რა კარგი იყო მართლაც და... მთელი გარემოება წარმოვიდგინე და მომინდა გიოს ჩავხუტებოდი, მაგრამ სამსახურშია, რა მოიცდის მის მოსვლამდე :D ერთი სიტყვით ისეთი თბილი თავი იყო მართლაც, გადამედო :) შენ კი კარგი ხარ რაღა თქმა უნდა :*

 


№8  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
ვაიმე რა კარგი იყო მართლაც და... მთელი გარემოება წარმოვიდგინე და მომინდა გიოს ჩავხუტებოდი, მაგრამ სამსახურშია, რა მოიცდის მის მოსვლამდე :D ერთი სიტყვით ისეთი თბილი თავი იყო მართლაც, გადამედო :) შენ კი კარგი ხარ რაღა თქმა უნდა :*

მის მოსვლამდე კიდე გადაიკითხე მაკუშ და ❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu magarii iyoo dzaliannnn :* malee dadee dzalian dzalian mainteresebsss :* magarii xarr dzalainn :* velodebi axla tava :

 


№10  offline მოდერი ლილიანა

ნარჩიტა
Auu magarii iyoo dzaliannnn :* malee dadee dzalian dzalian mainteresebsss :* magarii xarr dzalainn :* velodebi axla tava :

მადლობა ჩემო კარგო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11 სტუმარი Tu Ta

Oh, rogor gavtbi <3 intriga kargia,magram mec sxvebivit gtxov, ar misce borotebs amati dashorebis ufleba...saocrad vgulshematkivrob maikos...

 


№12  offline მოდერი ლილიანა

Tu Ta
Oh, rogor gavtbi <3 intriga kargia,magram mec sxvebivit gtxov, ar misce borotebs amati dashorebis ufleba...saocrad vgulshematkivrob maikos...

მადლობა ასე რომ გულშემატკივრობ
სიყვარულს განსაცდელი ამტკიცებს ხო იცი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13  offline წევრი eni

ვაიმე რაკარგი თავი იყოო შენ ხომაროციი რაა როგორ მახარებს უჩა რა ტლბილია თითოეული მისი სიტყვა გულზე რომ მოგხვდება და აი მართლა რომ ვკითხილობდი ადგილს ვერ ვპოულობდი რა ეს რამაგარი ვიგავა მყაავს აი მაისა გრძნობებიი უკვე ამ თავში დავინახე და მახარებს ეს წინსვლაა მართლა რაგაცნაირად ვგრძნობ თავს ამ ისტორიას რომ ვკითხულოობ ძალიან მაბედნოერებ შენი პერსონაჯებით ველოდები შემდეგს <3 <3 <3

 


№14  offline მოდერი ლილიანა

eni
ვაიმე რაკარგი თავი იყოო შენ ხომაროციი რაა როგორ მახარებს უჩა რა ტლბილია თითოეული მისი სიტყვა გულზე რომ მოგხვდება და აი მართლა რომ ვკითხილობდი ადგილს ვერ ვპოულობდი რა ეს რამაგარი ვიგავა მყაავს აი მაისა გრძნობებიი უკვე ამ თავში დავინახე და მახარებს ეს წინსვლაა მართლა რაგაცნაირად ვგრძნობ თავს ამ ისტორიას რომ ვკითხულოობ ძალიან მაბედნოერებ შენი პერსონაჯებით ველოდები შემდეგს <3 <3 <3

როცს ვწერ მთელ სულსა და გულს ვდებ და მინდა როცა მკითხველი ასეთ ამაღელვებელ მომენტებს კითხულობს თავადაც აუჩქარდეს გული და განიცსდოს.უზომოდ ბედნიერი ვარ თუ ეს გამომდის.
გაიხარე eni ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline წევრი ♥gvancuci♥

Dzalian momwons gansakutrebuli da gansxvavebulia maiko ucha da saertod es ojaxi yvelaze magari magalitia sauketesoebi arian imedi is sazizgari ugulo xalxi maikos arafers daushavebns da tu mainc cota mciredit tore me ver gadavitan :-D

 


№16  offline მოდერი ლილიანა

♥gvancuci♥
Dzalian momwons gansakutrebuli da gansxvavebulia maiko ucha da saertod es ojaxi yvelaze magari magalitia sauketesoebi arian imedi is sazizgari ugulo xalxi maikos arafers daushavebns da tu mainc cota mciredit tore me ver gadavitan :-D

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline წევრი Svito

yvelaze gansxvavebulia❤️ momwons dzaan, male dade axali tavi

 


№18  offline მოდერი ლილიანა

Svito
yvelaze gansxvavebulia❤️ momwons dzaan, male dade axali tavi

მადლობაააა❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№19  offline წევრი dadumado

dzalian magaria ❤❤dges agar dadeb?

 


№20  offline მოდერი ლილიანა

dadumado
dzalian magaria ❤❤dges agar dadeb?

დღეს დავდებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent