შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენსი, მე შენ გგრძნობ! 8


18-10-2015, 01:15
ავტორი MarryLap
ნანახია 2 078

თავი 8
რამდენიმე დღე გავიდა, მხოლოდ წყალს ვსვავდი და ძალიან ცოტას ვჭამდი. ჩემთვის საჭმელი ყოველთვის ლეოს მოჰქონდა, მე კი მისი ყოველი დანახვისას ზიზღით ვივსებოდი. მთელი არსებით მსურდა მომეკლა, დამესახიჩრებინა. თუმცა დასახიჩრება აღარ უნდოდა, მას სახეზე ისედაც ჰქონდა ნაიარევი.
-დღეს საღამოს შეგეძლება სახლში წასვლა. დარწმუნებული ვარ არავითარ სისულელეს არ ჩაიდენ. მხოლოდ სახლი-სკოლა იქნება შენი მარშრუტი. მე კი ყოველთვის ახლოს ვიქნები და თუ სადმე წახვალ გამოგყვები. თუ კიდევ ვერ ისწავლე ჭკუა კიდევ დარჩები ჩემთან რამდენიმე დღე და თუ წახვალ და რამე სისულელეს ჩაიდენ მაშინ დაემშვიდობე შენს ჯინორიას ამჯერად სამუდამოდ.
-თუ თვითონ მოვიდა ჩემთან მე რა ვქნა.
-რა უნდა ქნა ჩემო პრინცესა და უთხრა რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგანებოს თავი და რომ გეზიზღება. გაიგე?
-გავიგე.
აღარ მინოდოდა მასთან მეტი საუბარი და შევეშვი. არ ვიცი რა გრძნობდა დამეუფლებოდა ლილეს დანახვისას. საღამოსთვის მოვემზადე, ახალი ტანსაცმელი მომიტანა ლეომ, რადგან ჩემები დახეული იყო. მას შემდეგ რაც ლეომ გამიკეთა ცხოვრებაზე წარმოდგენა სრულიად შემეცვალა. ისეთი ფერადიც არ ყოფილა აქამდე რომ მეგონა.
სახლში რომ დავბრუნდი დედამ ისტერიკები დაიმართა აქამდე სად იყავი, რომელ დაქალთან ყველას დავურეკე და არცერთთან არ იყავიო. კიდევ კარგი მკლავიანი მაისური მეცვა და გრძელი ჯინსის შარვალი, თორემ დალურჯებები რომ ენახა სულ გადაირეოდა. მისი საყვედურების კორიანტელს როგორღაც გავუძელი და აბაზანაში შევედი. ალბათ ორი საათი მაინც ვიქნებოდი დუშის ქვეშ და ვცდილობდი მთელი ჭუჭყი ჩამომეშორებინა. შემდეგ საწოლში ჩავწექი თბილად, მაშინვე დამეძინა. დილით ექვსი საათი იქნებოდა რომ გავიღვიძე, ჯერ ადგომა არ მინდოდა, მაგრამ შემდეგ ძალები მოვიკრიბე და ჩავიცვი. სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და საჭმელს ვეძებდი. ბოლოს რძიანი ყავა ავიდუღე და კვერცხი შევიწვი. გამოშტერებული დავდიოდი აქეთ-იქით მთელს სახლში და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რვა საათი რომ გახდა ჩემს საძინებელში დავბრუნდი დედაჩემის ნახვა არ მინდოდა. კარები ჩავკეტე და ვეცადე ლილეზე არ მეფიქრა.
ერთი კვირა სკოლაში არ წავსულვარ, გარეთ გახედვაც კი არ მინდოდა. მეშინოდა მას არ შევხვედროდი სადმე. ამ დროის განმავლობაში ტელეფონიც გამორთული მქონდა, რომ არავის დაერეკა. ბოლოს დედა შემოვიდა ჩემს საძინებელში სავარძელში როდესაც ვიჯექი მაშინ და მითხრა: „ხვალ სკოლაში თუ არ წახვალ მამაშენს დავურეკავ და მასთან გადახვალ საცხოვრებლად მე შენ ვეღარ გიმორჩილებ და ის კარგ დღეში ჩაგაგდებს, იქნებ მისი სიტყვა მაინც გაიგონო.“
სულაც არ მინდოდა მამაჩემთან, რუსეთში წასვლა. შეიძლება ოდესმე წავიდე კიდეც, მაგრამ არა ახლა. დილით უსიცოცხლოდ ავდექი, რამდენიმე რვეული და კალამი ჩავაგდე ჩანთაში და სახლიდან გასვლის წინ კაპიუშონიანი დიდი ჟაკეტი ჩავიცვი, კაპიუშონი დავიფარე და სკოლისკენ წავედი. გული მერეოდა ჩემი ასაკის ბავშვებს რომ ვხედავდი. ისინი საზიზღრები იყვნენ. ამაზრზენად იქცეოდნენ. მათთან ახლოს მისვლა ან გვერდით გავლაც კი გულს მირევდა. უბრალოდ არ შემეძლო მათი სახეების ყურება მთელი დღე. შესასვლელთან ვიდექი გაუნძრევლად, ზოგი გადიოდა ზოგი შედიოდა. სახე არ მიჩანდა და ამიტომ არავინ არ გამომლაპარაკებია საბედნიეროდ ვერავინ მიცნო. მეტის ატანა აღარ შემეძლო, სადაცაა გული ამერეოდა. გარეთ, ტრასაზე გავედი, ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუთხარი და წავედით. ერთ მიტოვებულ ადგილზე გავაჩერებინე და ფული გადავუხადე. ის წავიდა, მარტო დავრჩი, კვლავ არავინ იყო ჩემს გარშემო. დიდი ხნის განმავლობაში ცრემლები მომდიოდა, ვტიროდი, ვიხსენებდი, მძულდა, მეზიზღებოდა, მიყვარდა და უეცრად ძალაგამოცლილს მუხლები მომეკვეთა. ცივ მიწაზე გართხმული ვეგდე, არარაობა ვიყავი. არავისთვის არაფერს არ წარმოვადგენდი ახლა. ასე ძლიერ თუ ვინანებდი რამეს არ მეგონა. როგორ შეეძლო ლილეს ასე უბრალოდ დავეტოვებინე და ჩემზე აზრი შეეცვალა სულ რამდენიმე წუთში.
სამი კვირის განმავლობაში სახლში ვამბობდი სკოლაში მივდივარ მეთქი, მაგრამ ამ ადგილას მოვდიოდი, სკოლაში მისვლა უბრალოდ არ შემეძლო, იქ არავინ მელოდებოდა, მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მას ამ ყველაფერს ვერ მოვუყვებოდი, მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდოდა დამემძიმებინა ამ ამბით და ჩემსავით მისი გონება ამ ყველაფერს დაეპყრო და ენერვიულა ჩემზე. სამი კვირის შემდეგ როგორც იქნა მივედი სკოლაში, კვლავ იმ ადგილას ვიდექი შესასვლელთან, ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, თითქოს ისე საშინლად აღარ მეჩვენებოდნენ როგორც ადრე. მაინც ვერ გადავწყვიტე შესვლა და გული იმ ადგილისკენ მიმიწევდა, სადაც სულ მარტო ვიყავი და ხელს არავინ მიშლიდა, არავინ მეუბნებოდა სად წავსულიყავი და ასე შემდეგ. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. დეკემბრის სიცივე იქ ვერ აღწევდა. სანამ მანქანას დაძრავდა ფანჯრიდან გავიხედე და სკოლასთან ლილე იდგა. კაპიუშონიანი შავი ტყავის ქურთუკი ეცვა. თმა გაზრდია რაც არ მინახია, ცალი ხელით დაყრდნობილი იყო მოაჯირს და მეორე ჯიბეში ედო. ტაქსიდან გადმოვედი და მას მივუახლოვდი. გული ამიჩქარდა, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას, მაგრამ მაინც გავბედე. მის წინ ვიდექი, ის მიყურებდა და არაფერს არ აკეთებდა. ხმას ვერ ვიღებდი, ასეთი სიცივე მისი მხრიდან არასდროს მიგრძვნია. მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა და მთელი ემოციები რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი მქონდა გამემჟღავნებინა მისთვის, მაგრამ არ ვიცი თავი როგორ შევიკავე. ის ირონიულად იღიმოდა და თითქოს დამცინოდა კიდევაც ასეთ განადგურებულს რომ მხედავდა. ჩემი თავი შემეზიზღა, თუმცა არა, ახლა უფრო მეტად უნდა ვისწავლო საკუთარი თავის დაფასება და ვაჩვენო მას, რომ მის გარეშეც შემიძლია ცხოვრება. უსიტყვოდ გამოვბრუნდი, უბრალოდ ოდნავ გავიღიმე და ჩემი კლასისკენ ავიღე გეზი. ის კი, რა თქმა უნდა, მომყვებოდა. ვიცოდი, ვიცოდი ჩემში თუ რაღაც ადამიანურს კიდევ დაინახავდა თვალი აეხილებოდა. ჩემში ძველ ნენსის თუ დაინახავდა გაახსენდებოდა როგორ მიყვარდა და მიხვდებოდა რომ მე მისი ასე უბრალოდ მიტოვება არ შემეძლო.
გავჩერდი, მაინტერესებდა რას მეტყოდა, მაგრამ მან გვერდით ჩამიარა, თან იღიმოდა. გაოცებულმა გავაყოლე მზერა და დავინახე ვიღაც გოგოს როგორ ჩაეხუტა და საჯდომზე მოუჭირა ხელი. გული კიდევ ერთხელ გამიტეხა მან. ამჯერად აქ სხვა არ ჩარეულა, მან სხვისი სიცრუის გავლენის გარეშე გააკეთა ეს. ხანდახან შავი სევდა შემომაწვება ხოლმე გულზე, როგორც აი ამ წამს და ისევ უკუნში ვეშვები. შემდეგ კი მახსენდება რომ თუ მინდა ვიცხოვრო, და არ ვიყო უგრძნობი მკვდარი ლეში, ამისათვის საჭიროა წარსულის დავიწყება და თავის ხელში აყვანა. ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე და თავი ხელში ავიყვანე, რომ არაფერი მომსვლოდა. ვიცოდი, ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებდა, მე კი მისთვის ტკივილის მიყენება არასდროს მდომებია. პირიქით, მე მის სიცოცხლეს ვიცავდი და იმიტომ ვატკინე ჩემდაუნებურად გული. ვიცი ეს რომ გაიგოს მეტყვის შენს გარეშე სიცოცხლე რად მინდოდაო, რატომ მიიღე ჩემს გარეშე ეს გადაწყვეტილება და რატომ მომატყუეო, მაგრამ აი თუ არ უნდა ჩემს გარეშე სიცოცხლე. ის მშვენივრად, ადრინდელზე უკეთესადაც კი გამოიყურება და არამგონია დიდად ვენატრებოდე. არუშავს, ახლა თუ არ ვენატრები, ახლა თუ არ ფიქრობს ჩემზე, თუ არ ვადარდებ, მომავალში იქნება პირიქით და მაშინ მე აღარ მეყვარება. ჩემი პირველი სიყვარულია ეს და ასე გამიმწარდა. იმედია ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. მგონი ჯინორიას სულაც არ ვუყვარდი, თორემ ორ ადამიანს თუ ერთმანეთი უყვართ დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. ალბათ ეს მაშინვე ვიგრძენი და იმიტომ არ ვუთხარი ლეოს გეგმის შესახებ, შემეშინდა რომ ჩემთვის არ იბრძოლებდა და აი ასეცაა, მან ძალიან ადვილად დამთმო. თუ ვეყვარებოდი, ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნებოდა ჩვენთვის, სხვებს ყურადღებას არ მივაწცევდით იმიტომ, რომ სხვები ყოველთვის იქნებიან სხვები!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent