ცხოვრების თეორია 5
გეგა ერთ ადგილას გაშეშდა. მასში ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს. ერთს სიმართლის გაგების წყურვილი ჰკლავდა, მეორეს კი სინდისის ქენჯნა. თითგოს განგებ ახსენებდა ქრისტინეს ამ ყოველივეს, უნდოდა ისიც ისე დატანჯულიყო,როგორც თავად იტანჯებოდა. ის გატეხილი ფიცი, შუაში ჩატეხილ ხიდს ჰგავდა. ვერც ზურგს აქცევდა ქალს და ვერც ახლოს მივიდოდა. სასაცილო იყო, მაგრამ ბავშვობის სიმღერა გაახსენდა ''ჭრელი პეპელა''. ახლა ზუსტად მის მდგომარეობაში იყო. -მე ეს არ მიკითხავს...-სიტუაციის განეიტრალება სცადა ავალიანმა, რადგან ბოლომდე მაინც ვერ გაწირა ქრსისტინე. -მშვენივრად ვიცი რაც გაწუხებს იმ ღამიდან მოყოლებული. შენს თვალებში მხოლოდ ეჭვს ვხედავ.. ხო, სიბრალულსაც! აქ მხოლოდ იმიტომ მომიყვანე, რომ შენი გულის ერთ კუნჭულში მიმალული ადამიანობა გამოამჟღავნე. რამ შეგცვალა ასე? რამ გაგაცივა?-წყობიდან გამოვიდა ელიავაც, სულ დაავიწყდა ის, რომ სახლში მხოლოდ ისინი არ იყვნენ. მამაკაცი უსიტყვოდ მიუახლოვდა და სახე ახლოს მიუიტანა. -იცი რატომ არ მიგატოვე? იცი რატომ დავთმე ჩემი თავმოყვარეობა? იმიტომ რომ მეც მსხვერპლი ვარ. მეც სიღატაკეში გავიზარდე. მეც მარტო ვიყავი. მეც მენატრებოდა მშობლების სითბო. აი ამიტომ!-თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა გეგა, ეს მისი სუსტი წერტილი იყო, ცდილობდა თავი შეეკავებინა, მაგრამ ვერ შეძლო.-შენ? შენ როგორ გადახარშე ეს ტკივილი? არ იცოდი რა მოჰყვებოდა შენს დაუფიქრებელ ნაბიჯს? იმედი გამიცრუე... შენ სულ სხვა იყავი, ასე მეგონა... თურმე ვცდებოდი! შეგიძლია საკუთარ საქციელს ახსნა მოუძებნო? შეგიძლია? ხმას ვეღარ აკონტროლებდა. ლადო შეშლილი სახით შემოვარდა ოთახში, მაგრამ გეგამ თავისი მზერით მიახვედრა, რომ მარტო დაეტოვა ცოლ-ქმარი. ქრისტინეს ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა და შეწინაამღდეგებასაც ვერ ბედავდა. იცოდა, რომ ერთ დღეს ყველაფერი გასკდებოდა. არანაირი ხელჩასაჭიდი აღარ დარჩებოდა. იმ ერთადერთ სინათლის სხივსაც სიბნელე შთანთქამდა და აი ეს დღეც მოვიდა. -შემიძლია! ახსნას მოვუძებნი, მაგრამ გამართლებას ვერა. ეს სიყვარულის გამო გავაკეთე. მაშინ უუნარო ვიყავი, თანაც არ ველოდი... არ ვიცი რა გითხრა...-იქვე, კუთხეში ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. ტყუოდა ავალიანი, მისი იმედი, რომ ჰქონოდა, ასე უგულოდ არ ამხელდა ქრისტინეს სისუსტეს. ისინი ერთმანეთისგან ძალიან შორს იყვნენ. გეგა ქალის სიტყვებმა შეძრა. მთელი ამ დროის განმავლობაში თავს იკავებდა, მეგობრის შეყვარება დიდი ცოდვა ეგონა, არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ თუ ქრისტინეს გრძნობებში გამოუტყდებოდა, ის არ შეიძულებდა. თურმე ეს სიყვარული ორმხრივი ყოფილა. სირცხვილი სწვავდა. აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა გარეთ და განცვიფრებული მშობლებისთვის სიტყვაც არ გაიმეტა. ქრისტინე ღამის ორ საათამდე ელოდა ავალიანს. არ გამოჩნდა. საკუთარ თავს ვერ აპატია ეს საქციელი. ქალი მოწყვეტით დაემხო საწოლზე და თავი ძილს მისცა. ინატრა ყველაფერი გამქრალიყო და ვარდისფერ სამყაროში აღმოჩენილიყო. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ისევ ის სიზმარი ნახა. ბნელოდა. ძალიან ბნელოდა. ელიავა მუხლებზე დაჩოქილი მიხოხავდა და განწირული ხმით უხმობდა გეგას. ის კი არ ჩანდა. უეცრად გვერდიდან რაღაც უცნაური ფორმის სხეული გადმოხტა. ქრისტინემ ხმამაღლა შეჰკივლა და უსულოდ დაეცა ძირს. -არა!-ოფლში გაწურული საწოლიდან წამოხტა და კარისკენ გაიქცა. ადგილი არ ეცნობოდა და ხან რას ეჯახებოდა, ხან რას... ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. მთვარეულივით დადიოდა, თუმცა ხვდებოდა რომ გონს იყო. -გეგა!-როგორც იქნა ურდული ჩამოსწია და ბნელ სადარბაზოში ამოყო თავი. -მეშინია! გთხოვ, მიშველე-საზარელი ხმით ყვიროდა და კიბეებზე ჩარბოდა. აი, მბჟუტავი შუქიც შენიშნა. მას მიჰყვებოდა, მაგრამ მამაკაცი არ ჩანდა. არადა ქრისტინე გრძნობდა, რომ ის სადღაც ახლოს იყო. უცდიდა როდის მოვიდოდა და გულში ჩაიხუტებდა... მერე ყველაფერი გაქრა... ელიავა ადგილზე ჩაიკეცა და მუცელზე ხელი მიიჭირა. მიხვდა რომ იჩქარა, პატარას საფრთხე შეუქმნა, უნდოდა ღმერთს შევედრებოდა, მაგრამ საშინელმა დარტყმამ თავისი ქნა... მისდა გასაკვირად წინ დედა ედგა და თმებზე ეფერებოდა. -შენ ძლიერი ხარ ჩემო ანგელოზო... ამდენი გადაიტანე, არც ახლა დაეცემი!-ჩურჩულებდა ქალი და ქრისტინეს წამოყენებას ცდილობდა. -რა მოხდა დედა? ცოცხალი ხარ? თუ მე მოვედი შენთან...-შეშინებულმა წამოიძახა და უფრო მეტად მიეხუტა მშობელს. -შენ ჩემთან კიდევ დიდი ხანი არ მოხვალ საყვარელო! უბრალოდ უნდა გაუძლო...-ამშვიდებდა დედა და თვალებით ამხნევებდა. -არ წახვიდე დე... ძალიან მომენატრე... შენთან მინდა, დავიღალე... დამღალა ამ ცხოვრებამ...-ტიროდა ქრისტინე და ხელს არასდიდებით არ უშვებდა ქალს. -შენთან დარჩენის უფლება არ მაქვს. გთხოვ, გაუგე რამე ამ ცხოვრების თეორიას, გაახარე ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ!-დაარიგა და კალთაში ჩაიდო მისი თავი. -ვის ვუყვარვარ დედი? განა ჩემზე ვინმე დარდობს? ერთი მაინც დამისახელე...-ქრისტინეს ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი ადამიანი გეგა იყო და დედის პასუხმა ძალიან გააკვირვა. -გეგა! -გეგა?-განცვიფრება ვერ დამალა ელიავამ. -რაც გითხარი დაიმახსოვრე! ''იცხოვრე რომ მოჰყვე!''-დაამატა ქალმა და ერთიანად შეერია წყვდიადს. -დედა! დედა! დედიკო!-ხელებს უშედეგოდ იწვდიდა ქრისტინე და თან მის სიტყვებს გულში საიმედოდ ინახავდა. -დედა!-წამოიყვირა და წამოიწია. მაშინვე შენიშნა მის გვერდით მჯდომი ავალიანი, რომელსაც თავი ჩაეხარა. -გეგა!-უდიდესი სიყვარულით წარმოთქვა მისი სახელი და მხარზე ხელი დაადო.-მე კარგად ვარ... მამაკაცმა ძვლივსძვლივობით ამოხედა. საშინელი ტკივილი დაინახა მის თვალებში ქრისტინემ. გულმა უგრძნო რაც მოხდა და მუცელზე ფრთხილად მიიდო ხელი. -ჩემი შვილი...-აღელვებულმა ჩაიჩურჩულა და ცრემლების შეკავება სცადა. იმედით მიაცქერდა გეგას და მოუთმენლად ჩაავლო ხელები საბანს. -მაპატიე... ვერ დავიცავი...-სინანულით ჩაილაპარაკა და პირზე ხელი აიფარა. ამ სიტყვების გაგონებაზე მიხვდა ქრისტინე ,რატომაც უთხრა დედამ ''უნდა გაუძლოო'', მიხვდა რატომ იგრძნო საფრთხე, მიხვდა... ყველაფერს მიხვდა, მაგრამ რაღა დროს... -არა! ეს შეუძლებელია! ღმერთი ასე ვერ გამიმეტებდა... მტკივა! ძალიან მტკივა... მე ხომ ის უკვე ძალიან მიყვარდა... ჩემი არდაბადებული პატარა... ჩვენი იმედი გეგა!-ქვითინებდა გულამოსკვნილი და მთელი ძალით ექაჩებოდა მამაკაცს საყელოზე. -ეს ოცნება აუცილებლად აგვისრულდება ქრისტინე! აი ნახავ! აუცილებლად გვეყოლება ბევრი, ძალიან ბევრი შვილი...-თვალები ამღვრეოდა ავალიანს და მიუხედავად ყველაფრისა ქრისტინეს დამშვიდებას ცდილობდა. -ამას ვერ გადავიტან! მეგონა ეს კოშმარი დამთავრდა... დღეს... დღეს რა რიცხვია?-გონს მოეგო და თავი ასწია ელიავამ. -ცამეტი ივნისი... არ მითხრა, რომ ისევ იმ სისულელეზე ფიქრობ... -ასეა! ასე!-თმებზე იტაცა ხელები და ბალიში პირზე აიფარა, საკუთარი კივილის დასაფარად. ......................................................... ვიცი ძალიან სევდიანი თავი იყო, მაგრამ თავიდანვე ასე მქონდა დაგეგმილი. ალბათ ორ თავში დასრულდება, არ მინდა ზედმეტად გავწელო ეს ისტორია. დიდი იმედი მაქვს არ დაიზარებთ კომენტარის დაწერას ჩემო კარგებო... სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.