შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირჩევ ვიყო ბედნიერი (თავი 3)


18-10-2015, 20:26
ავტორი nine
ნანახია 2 265

სახლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, განსაკუთრებით ლამაზი ფანჯარასთან მდგომი წითელი მდივანი იყო. ყოველ შეხედვაზე ეღიმებოდა მის დანახვაზე. სახლის ინტერიერი ძირითადად არც შეუცვლია მხოლოდ მდივანი და წიგნები დაემატა, რამოდენიმე უმნიწვნელო ნივთიც.აი ბაღი კიდე თათასთვის ნამდვილი საოცრება იყო.ფერადი ყვავილები, რამოდენიმე ყვავილოვანი ბუჩქიც იყო დიდი ხის ირგვლივ, რომელიც მხოლოდ ერთი იდგა იმხელა ეზოში. და ძველი საქანელა, რომელიც სიძველისგან უკვე გაშავებული იყო.
საქანელაზე ჩამოჯდა ჩაით ხელში და გარემოს გაუღიმა. ხომ ასეთი სიწყნარე იყო მაგრამ რატომღაც ეგონა რომ ეს არ იყო სიმარტოვის სიჩუმე,უფრო სხვანაირი იყო.
-ვხედავ შეწყობილხარ გარემოს.-მოესმა უცნობი ხმა.
-დიახ ,ვეჩვევი ახალს.
-მე თამარი ვარ. შენ გვერდით ვცხოვრობ.-თბილიდ გაუღიმა.
-მე თათა.სასიამოვნოა.ჩაიზე დამეწვესით?
-დიდი სიამოვნებით.-გაიღიმა კმაყოფილმა და ბაღის კარები შეაღო. თათამ ჩაის ჭიქა იქვე დადო და მეზობელთან შესაგეგებლად წავიდა.
–წამობრძანდით გარეთ ცოტა აცივდა_მოღრუბლულ ცას გაუღიმა თათმ და სტუმარს სახლისკენ გაიძღვა. ოთახში მდგარ სავარძელში მოკალათთა ქალი და ოთახი მოათვალიერა.
–თითქმის არაფერი შეცვლილა ამ სახში_გაუჭიმა თამარმა
–ხო რატომღაც ძალიან მომეწონა ..ჩაის როგორ დალევთ?
–უშაქრო თუ შეიძლება._გაუღიმა ფეხზე ამდგარ გოგონას.
–ახლავეც მეც უშაქრო მიყვარს._თათამაც გაუღიმა და სამზარეულოს კარებში შევიდა. რატომღაც მოსწონს ეს ქალი პირველი შტაბეჭდილებიდან გამომდინარე სულაც არ ჩანს ურიგო, უბრალოდ მისი თვალები ისეთი სევდიანია. ალბათ ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში.
–იმედია მოგეწონებათ._სამზარეულოდან გამოსულმა გაუღიმა გულწრფელად ქალს და ჭიქები მაგიდაზე გადაგო ლანგრიდან ასევე ფუნთუშები რომელიც წეღამ დააცხო .
–მადლობა შემოგევლე_ჭიქა აიღო თამარმ და ტუჩთან მიიტანა–აქ მარტო ცხოვრობ?
–დიახ მარტო_ნაღვლიანად დახარა თვალები და მანაც აიღო ფინჯანი ხელში
–სწავლობ? არც ისეთი დიდი უნდა იყო?
–დიას ვსწავლოს. მაგრამ ახლა ვისვენებთ.მალე დამეწყება სწავლა.
–კარგია. ვკითხულობდი ერთ დროს ლექსიებს.
–მართლა. რატომ აღარ კითხულობთ?_ცნობისმოყვარეობამ სძლია და კითხა თუმცა ინანა როგორც კი წინადადება დაასრულა.
–ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მიტომ მომიწია ასე მოვქცეულიყავი._ნაღვლიანი თვალები აუწყლიანდა ქალს და თათამ იგრძნო რომ არ უნდა ეკითხა.
–მაპატიეთ არ მინდოდა .
–არა ჩემო კარგო ყველაფერი კარგადა ._გულწრფელადაც გაუღიმა და წყლიანი თვალები იმედიანად შეანათა.
–თქვენც მარტო ცხოვრობთ?_ისევს სძლია ცნობისმოყვარეობამ და ენა გაექცა წინ.
–არა შვილთან ერთად. ის ..უი უნდა წავიდე ალბათ უკვე მომიკითხა დიდი მადლობა ჩაისთვის შენც აუცილებლად მეწვიე კარგი. შენს გვერდი ვცხოვრობ აი ამ სახლში.ძირითადად სულ სახლში ვარ._მარჯვნივ ლამაზ სახლისკენ მიუთითა ბაღის ბოლოში.
–აუცილებლად._ღიმილით გააცილა ქალი და ოთახში შბრუნდა , ალბათ პატარა ბავშვია და დიდიხანს მარტო ვერ დატოვა.თეთრი ნაქსოვი მოსასხამი წელზე შემოიხვია და ისევ ბაღში გავიდა. როგორ ამშვიდებს აქ ყოფნა.რა ლამაზია ზამთრის პირულსაც სიცივეში აქ ყოფნა. ყვავილებს სუსხი რომ არ მიეკაროს რამოდენიმეს სახლში შეიტანს დროებით და რაც ყინვას იტანს დატოვებს.
ხვალ მოიტანს სახელოსნოსთვის საჭირო ნივთებს უკვვე დროა ეგ საქმეც მოაწესრიგოს და მერე მშვიდად შეუდგება მუშაობას. უკვე დროა დაუბრუნდეს იმის კეთერბაც რას ასე ძალიან უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს.
ფიქრებიდან ცის ხმამ გამოიყვანა “ წვიმის მუქარით“ ზანტად აიხედა ცაში და მოღუბლულ ცას გაუსწორა მზერა.როგორ უყვარს წვიმა თუმცა დასველებას ერიდება მასთან ერთად, არა და როგორ უნდა წვიმაში უაზროდ ხეტიალი .წვიმა რომ დაუსველებს თმებს და სახეს გაღიმებულ ტუჩებს, თუმცა მხოლოდ „უნდა“ ვერასდროს ბედავს მასე მოიქცეს, დარგან მიაჩნია რომ მაგ მომენტში აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს და ვერ კადრებს იმ წმინდა წვეთებმა შეახოს ნამი მის ნაცრისფერ ცხოვრებას. ალბათ ოდესმე აუცილებლად დასველდება.. აუცილებლად.
წვიმაც წამოვიდა . რა ლამაზია როგორ ლაზად იდევს ბინას მიწაზე,ხის ფოთლებზე ან თუნდაც სახლის სახურავზე საიდანაც წვეთავს გაუჩერებლად.აე ეს წვიმა რატომღაც ნაზია, რატომღაც უცხო და უცნაური ასე წვიმისთვის არასოდეს შეუხედავს ალბათ კარგ რამეს უმძადებს. ხო ალბათ მართლაც ეგრე.
ღამით ხმაურმა გამოაღვიძა.ჯერ კიდევ მძინარემ მილასლასდა ფანჯარასთან გაურკვევლად გაიხედა ფანჯარაში.აშკარად ხმაურია, თან არც ისე შორიდან მაგრამ სად და რა ხდება ეს უკვე არ ჩანს. ფანჯარა გამოაღო უწმაწური და ცუდი სიტყვების მოსმენა არ ესიამოვნა არც სიცივე. ფანჯარა მიხურა და ოთახისკე წავიდა ის იყო უნდა შესულიყო ოთახში უკვე სირენების ხმაც გაისმა.შეეშინდა,დაიბნა მარტო ყოფნამაც დააბნია.იფიქრა ალბად სერიოზულია რამე.ისევ მიბრუნდა ფანჯარასთან ვერაფერი დაინახა მაგრამ ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანა, საკიდიდან მანტო ჩამოხსნა იხვებიან საღამურზე მოიცვა და კარები გამოაღო.ხმაური უფრო ახლოს ისმოდა.კარები გამოხურა, სამივე საფეხური ჩაიარა და ბაღიც.ხმაური თამარის სახლითან ახლოს იყო ფაქთიურად სახლის გვერდით, სიბნელეს წითელი და ლურჯი სინათლე ანათებდა. თამარიც შენიშნა იქვე მომტირალე და რამოდენიმე ახალგაზრდა უკვე ხელბორკილებით მიყავდათ მანქანებისკენ. ერთმა ახალგაზრდამ რომელიც თათასგან ზურგით იდგა გაიხარა და თამარს თავზე აკოცა.ატირებულმა ქალმაც სახეზე ხელები ჩამოუსვა და ცრემლებით სავსე თვალებით ახედა უკვე ფეხზე მდგარ მამაკაცს. თათამ ბაღის კარი გააღო და თამარის ეზოსკენ წავიდა..
-ქალბატონო თამარ კარგად ხართ_შეშინებულმა დაიხარა ქალთან და თავზე ხელი გადაუსვა..
-არა თათა არ ვარ კარგად._ამოიტირა თამარმა და თათას ხელებს თავისი ხელი მოუჭირა.
-როგორ იქნება კარგად ხულიგანია მისი შვილი აგვიკლო მთელი ეზო. ყოველ ღამე ასეა ხან ვინ ჩხუბობს ხან ვინ .ამის შვილი კიდე ყოველთვის ჩხუბის თავია. დალევა ჩხუბი ყოველდღე შეიძლება?დავიღალეთ..დავიღალეთ._იქვე მდგარმა ქალმა ამოიკივდა ხალათი ტანზე შემოიხვია და სახლისკენ წავიდა. თამარს ადამიანის სახე აღარ ედო, თვალებიდან ცრემლიც აღარ მოდიოდა. ერთი დანანებით ახედა გაშტერებულ მდგომ თათას. თათამ ყურადღებაც თამარზე გადაიტადა ხელი მოკიდა ფეხზე წამოაყენა გაყილულ მკლავებზე თავისი მოსასხამი მოარგო და თავისი სახლისკენ წაიყვანა. უკან მეზობლების ჩოჩქოლი არ ცხრებოდა საპატრულოს მანქნები კი უკვე თვალსაც მოეფარნენ. თამარი სახლში შეიყვანა იქვე მდგარ მდივანზე დასვა სიცივე უფრო იგრზნობოდა ოთახში. სამზარეულოში გავიდა ჩაი მოამზადა და ოთახში დაბრუნდა.
-დალიეთ ქალბატონო თამარ ცოტას გათბებით. მართლაც ცივა აი ახლა ცეცხლს დავანთებ ბუხარში. თქვენ არ ინერვიულოდ კარგით ყველაფერი კარგად იქნება._თათამ ცხელი ჩაი მიაწოდა ქალს და ბუხრისკენ წავადა ცეცხლის დასანთებად.
-მადლობა თათა და ბოდიში იმ სიტყვები რომ მოისმინე, ჩემი შვილი არა ცუდი ადამიანი და არც მაგდენად საზიზღარი როგორც ამბობენ უბრალოდ მძიმე ხასიათი ცხოვრებამ და გადატანილმა ტკივილმა მოუტანა._თვალცრემლიანმა ახედა თათას სევდიანად.
-რას ამბობთ ქალბატონო თამარ არ მიაქციოთ ყურადღება იმათ, თქვენ არ ინერვიულოდ ყველაფერი კარგად იქნება._უკვე აგიზგიზებულ ბუხართან ახლოს მდგარ სავარძლებზე ამიშნა თამარს_აქ გადმოდით უფრო ადვილად გათბებით.. მეტი აღარ უსაუბრიათ თათამაც მიხვდა რომ საუბარი არ შეეძლო ქალს, დამამშვიდებელი დაალევინა და მალეც ჩაეძინა. თათას კიდე ძილი არ მიკარებია. მთელი ღამე წინ და უკან დადიოდა, რატომღაც მოწონდა ეს ქალი ძალიან. თან მისი თვალები სევდის მიუხედავად ისეთი სუფთა მზერა ქონდა მართალი, არ შეიძლება მისი შვილი ხელიდან ასე წასული იყოს. ამ ფიქრებში გათენდა კიდეც.თამარმაც გაიღვიძა და სახლშიც წავიდა მალე დაბრუნდება ჩემი შვილიო. თათამაც გააცილა და უკვე ჩამქრალ ბუხართან მოთავსდა.მთელი ამის უძილობამ თავისი გაიტანა და იქვე ჩაეძინა.
***
შემდეგი რამოდენიმე დღე თამარი არ გაჩენილა, არც თამარის შვილზეც გაუგია არაფერი. უბანი წყნარად იყო ხმაურის გარეშე. თათას სწავლაც დაეწყო და ისე ხშირად ვეღარ იყო სახლში სამსახურშიც დადიობა ძირითადა საღამოს ბრუნდებოდა სახლში და იმ დროსაც მეცადინეობაში ატარებდა. ასე რომ მარტოობაზე ფიქრზე და დარდზე დრო აღარ რჩებოდა. ერთ საღამოსაც თამარმა ესტუმრა.
- მობრძანდით ქალბატონო თამარ_სიხარულით მიხურა სახლის კარი და ქალი ოთახში შეიყვანა.
-როგორა ხარ თათა?
-მადლობთ კარგად.თქვენ დაჯექით ქალბატონო თამარ რატომ დგახართ?
-მადლობა გენაცვალე._გაუღიმა თამარმაც და სავარზელში წელგამართული ჩამოჯდა.
-მაპატოეთ ვეღარ მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ სწავლა დამეწყო და ვეღარ მოვიცალე.ხომ ყველაფერი მოგვარდა.?
-ქალბატონოს ნუ მეძახი რა თათა, უბრალოდ თამარი ან თამო დეიდა დამიძახე.
-კარგით თამო დეიდა_ გაუღიმა თათამაც_ყავას ხომ დალევთ?
-კი და ეს თქვენობით მაუბარიც აღარ გვინდა.
-კარგი_უცებ გაშინაურდა თათაც.

-მინდა მადლობა გადამეხადა იმ საღამოს დახმარებისთვის და ბოდიშიც რომ ესეთ სცენას შეესშარი_მორიდებულად ახედა თამარმა თათას.
-რას ამბობთ თამო დეიდა რისი ბოდიში ეგ არაფერია პირიქით თქვენ ისე ინერვიულეთ.
-იმ საღამოს ჩემი შვილის მეგობრის დაბადების დღე იყო. ჩვენთან აღნიშნეს. მართლა კარგი ბიჭები არიან თათა სულ შვილებივით მიყვარს,ისინიც დედასავით მიყურებენ. რომ დალიეს შემდეგ გარეთ მოსაწევად გავიდნენ და ვიღაცასთან შელაპარაკება მოუვიდათ. მეზობლებმაც ხმაურზე პატრულს გამოუძახეს და შემდეგ შენც კი ნახე რა მოხდა._ისტორიაც ჩაამთავრა და ყავიანი ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-ხომ გაათავისუფლეს?
-კი იმ დილითვე, მე ამიკრძალა იმ ღამეს იქ მისვლა და მიტომ ვერ გავბედე წასვლა. დიდხან ისაუბრეს ერთმანეთზეც ბევრი გაიგეს.თამარს ქმარი რამოდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და შვილის გარდა ქვეყანაზე არც არავინ ყავს.
***
თათა როგორც ყოველთვის ისევ ფეხით მიდიოდა სასწავლებელში, თუმცა ძალიან აგვიანდებოდა რაც არც მოსწონდა. გადაწყვიტა გზა გაემარტივებია და რამოდენიმე ვიწრო ჩიხის გავლით მთავარ გზაზე მარტივად გასულიყო რითაც დროს მოიგებდა და არც დააგვიანებდა. გზა გადაკვეთა და პირველ ჩიხშიც შევიდა, არც ისე სახარბიელო გარემო იყო თუმცა ქჩარი ნაბიჯით გადაშყვიტა გავლა. მცირე მანძილის გავლის შემდეგ ხმაური გაიგონა შემდეგ კი ძირს გაწოლილი მამაკაცი შენიშნა რომელიც მოკეცილი იწვა და ხელებს მუცელზე იჭერდა,თავიდან უსახლკარო ეგონა და უბრალოდ გვერდის ავლას აპირებდა რომ არ გაეღიზიანებია თუმცა იქვე სისხლიც რომ შენიშნა შეჩერდა და მამაკაცს დააკვირდა სახე არ უჩანდა თუმცა მუცელთან აშკარად დაჭრილი იყო. ოდნავ მიუახლოვდა და მასთან დაიხარა.
-კარგად ხართ? მამკაცმა ზანტად გაახილა თვალები და თათას ახედა.
-და..და..მე.ხხ..
-კი კი ახლავე დავრეკავ სასშრაფოში._შეშინებულმა თათამ ჩანთაში მობილურის ძებნა დაიწყო როცა ხელზე მამაკაცმა მოუჭირა და თავი გაუქანა.
-აა...რრ დარ..ეკო გგ...თ..ხოვ_ბოლო ძალებით ამოილიპარაკა მამაკაცმა და ხელი ისევ ჭრილობაზე დაიდო. თათამ დაიბნა ვერ მიხვდა როგორ მოქცეოდა თუ სასწრაფოში არ დაარეკინა ესეიგი არ უნდა პოლიციამ გაიგოს.ნუთუ დამნაშავეა,? ვინც არ უნდა იყოს ასე ვერ დატოვებს ასე არ შეუძლია.
-კარგით მაგრამ როგორ მოვიქცე ღმერთო._შეშინებულმა ამოილაპარაკა ჩანთა გვერდათ გადადო მუხლებით მამაკაცთან ჩაჯდა და ჭრილობას დააკვირდა.სისხლი საკმაოდ მოსდიოდა ჭრილობიდა ხელი შეშინებული მიიტანა და ჭრილობას დაადო მამაკაცმა ტკივილისგან ამოიოხრა და ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-ახდა როგორ მოვიქცე_ისევ ანერვიულდა თათა _ჭრილობიდან სისხლი საკმარიდ მოგდით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ.ახლა მეგობარს დავურეკავ რომ აქედან წაგვიყვანოს კარგი?_თან უხსნიდა თან ტელეფონს დაუწყო ძებნა.მამაკაცმა თანხმობის ნიშნად ქუთუთოები ერთმანეთს ოდნავ შეახო.
-ნატუკა სადაც არ უნდა იყო ახლა ძალიან მჭირდები და უნდა მოხვიდე.
-რა ხდება თათა ხომ მშვიდობაა_შეშინებული ნატუკას ხმა გაისმა ყურმიოლის მეორე მხრიდან.
-ვაიმე ნატუკა ახსნის დრო არ მაქ მოდი და ნახავ ოღონდ მალე რა ძალიან მალე. –
გამოვდივარ გოგო ნუ მაშინებ მითხარი სად ხარ?._აღელვებულმა წარმოთქვა ნატუკამ.თათამაც უკარნახა მისამართი და ყურმილი ისე დადო არც მოუსმენია ნატუკა რას ეუბნებოდა.
-სისხლი არ ჩერდება_შეშინებულმა წამოიძახა თათამ თავისი მოსასხამი გაიხადა შემდეგ თეთრი მაისური და ჭრილობას მაგრად დააჭირა.ემოციებში იმდენად იყო ჩათრეული ვერც სიცივეს გრძნობდა და ვერც იმას რომ მამაკაცის წინ გამჭვირმალე მოკლე მაიკით იყო საიდანაც შესანიშნავად ჩანდა მისი წითელი ლიფი. მამაკაცმაც ოდნავ შეათვალიერა ნახევრად გახდილი თათა და იქვე მიგდებულ თათას მოსასხამს დაწვდა, სახეს მტკივნეულად დამანჭვით ნახევარ მხარზე მოაცვა თუმცა იმდენან სუსტად იყო ხელი დაბლა დაუვარდა.თათამ მხარზე შეხებით იგრძნო რომ მის წინ უხერხულად იდგა სირცხვილმა და მისი დაუფიქრებელ ნაბიჯმა ააწითლა, მოსასხამი ჩაიცვა და წინ ღილებიც შეიკრა. შემდეგ ისევ ჭრილობას დააჭირა ხელი და მამაკაცის თავი მუხლებში ჩაიდო.აშკარად ცუდად იყო და შესაზლო იყო გონებაც დაეკარგა.
-ახლა გონება არ დაკარგო რა გეხვეშები აქ ასე არ დამტოვო_თვალებიდან ცრემლები დაუკითხავად დაგმოსცვივდა_ცოტაც გაუძელი კარგი მალე მოვა ნატუკა, ის სამედიცინოზე სწავლობს იმედია რამეს მოვახერხებთ. ოღონდ სიკვდილი არ გაბედო გაიგე?_ისევ ტიროდა თათა და ჭრილობაზე თავის მაისურს ფრთხალად აჭერდა სისხლის შესაჩერებლად.მამაკაცს შეუმჩნევლად ჩაეღიმა თათას სიტყვებზე და მის ცრემლებზე ვერ გაეგო ეს უცნობი გოგო ასე გულწფელად რატომ ტიროდა უცნობის გამო და რატომ არ ეშინოდა მისი მან ხომ სასწრაფოში არ დაარეკინა. გაეღიმა მის გულწრფელობაზე და მიამიტობაზე.
-ნატუკა ნატუკა აქეთ_ტირილით გასძახა იქვე მდგარ მეგობარს რომელიც გაურკვევლად იხედებოდა აქეთ იქით.თათას ხმის გაგონებაზე მისკენ წავიდა ჯერ კი გაუკვირდა ძირში რატომ იჯდა ან ვისი თავი ედო მუხლებზე.
-თათა ხომ კარგად ხარ?ეს რა სისხლია გოგო დაჭრილი ხარ?_სისხლის დანახვაზე შეშინდა ნატუკა.
-მე არა ნატა ეს არი დაჭრილი გეხვეწები ახლა კითხვებს ნუ მისვა უბრალოდ დამეხმარე კარგი სახლში წავიყვანოთ და ჭრილობის ნახვაც მოგიწევს.
-თათა გაგიჟდი სასწრაფოში რატომ არ დარეკე? ან ვინ არის ეს ბიჭი? ან რომელი ქირურგი მე მნახე გოგო?
-ნატა ავალიანი რა გითხარი მორჩი მაგ კითხვების დასმას და მომეხმარე_ფეხზე წამოგგა და მამაკაცის წამოსაყენებლად დაიხარა-ნატა ნუ დგახარ გაკვირვებული შენზე კარგად დამიჯერე ეხლა არც მე ვარ, მაგრამ ახლა მომეხმარე ამას აქ ასე ვერ დავტოვებ._ცრემლები შეანათა მეგობარს.ნატუკაც დაიხარა და გაჭირვებით წამოაყენეს დაჭრილი.
-თათა შენ ერთი ხელით ჭრილობას დაადევი ფრთხილად ოღონდ. შენ კიდე დამეყრდენი.თათა შენც მოგვეხმარე მეორე ხელით მძიმეა._განკარგულებები გასცა ნატუკამ.

***
-ჭრილობა გავკერე, საბენდიეროდ არც ისეთი ღრმა იყო თათა, მაგრამ საკმაოდ სისხლი დაკარგა და ძალების აღდგენას დრო დასჭირდება._ამცნო ნატუკამ უცნობის მდგომარეობა.
-ანუ საშიში არაფერია?
-არა._დებეჯითებით უპასუხა ნატუკამ და სისხლიანი ბინტი ნაგავში ჩააგდო.
-ვამე ნატუკა ცუდად ვარ._ჩახჩული ხმით ამოიოხრა თათამ და იქვე სავარძელში დაეშვა უგონოდ.
-ვაიმე თათა მოსაკლავი ხარ._ნიშადურით მივარდა მეგობარს ნატუკა.ბოთლს თავი მოხადა და თათას ცხვირთან მიუტანა.თათამ მძაფრ სუნზე თვალები გაახილა და ნატუკას მიწოდებული ჭიქით წყალი ტუჩებთან ნელა მიიტანა.
-გოგო სისხლზე ცუდად რო ხდები დაგავიწყდა? კარგი გამოცდილი და უშიშარი ექიმივით რომ გეჭირა მაისური ჭრილობასთან?_დატუქსა ნატუკამ მეგობარი._მიკვირს აქამდე ცუდად რომ არ გახდი.
-კარგი რა ნატუკა ნუ შემიწუხე სული.არ ვიცი როგორ მაგრამ იმ მომენტში სულ არ მახსოვდა რომ სისხლის მეშინოდა,იმან უფრო შემაშინა ხელებში არ ჩამკსდომოდა._თათა სავარძლიდან ფრთხილად წამოდგა და დამამშვიდებლის საპოვნელად გამოაღო მაცივარი.
-თათ ვინ არის?იცნობ საერთოდ ან რა მოხდა მეტყვი ბოლოსდაბოლო?_ხმადაბლა საყვედურობდა თათას.
-არა გოგო არაფერი ვიცი,სახელიც კი._ჩუმად უჩურჩულა ნატუკას და ყვითელი პატარა აბები ხელისგულზე დაიყარა.
-რას აპირებ გოგო, მდგომარეობიდან გამოსასვლელად რამოდენიმე დღე მაინც გაჭირდება თათა ეგ მარტო იმისთვის რომ ოთახში გაიაროს საკმაოდ სისხლი დაკარგა.და რა იცი ვინა იქნებ ბოროტმოქმედია და პოლიცია ეძებს._შეშინებული კითხა თათას
-დამნაშავე არაა_დაბეჯითებით ჩაილაპარაკა თათამ.
-რა იცი ნეტა შენ?შენ რა სახლში დატოვებას აპირებ მისსას?_თვალებგაფართოებულმა უყურებდა.
-აბა გარეთ ხომ არ გავაგდებ გოგო?შენ არ თქვი სუსტად არისო.გამოკეთდება და მერე მეტყვის თუ რამე სათქმელია თუ არა და არც არაფერ ვკითხავ.უბრალოდ იქ ისე ვერ მივატოვებდი არ შემეძლო გაიგე რა._ჭიქა უხეშად დადო მაგიდაზე და სააბაზანოში ჩაიკეტა.
-ღმერთო ეს გოგ გამაგიჟებს რა როდის უნდა გაიგოს რომ ეს სამყარო არაა სარდისფერი ნუთუ ცოტა დამამტკიცებელი საბუთი მისცა მან._თვალები გადაატრიალა და ჭიქა ონკას მიუშვირა წყლის ასავსებად.



№1  offline წევრი nucikela

ნინე გააგრძელე რა ძაან კაია winked მაინნტერესებს love

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყოოოო... მალე დადე რა შემდეგი თავი ველოდები მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent