ბარიერი. -21-
ვერ დავიძინე, ტელეფონი ავიღე და ორსულების საიტი დავგუგლე. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე კვებაზე და ჰიგიენაზე. დაახლოებით, 10 საათი იქნებოდა მაქსიმე, რომ მოვიდა. ოთახში არ შემოსულა, ხმებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ სამზარეულოში იყო, მაგრამ ვერ მივხვდი ასე ძალიან რატომ ხმაურობდა. ცოტახანში საჭმლის სუნმა შემაწუხა, თან ცნობისმოყვარეობამაც დამძლია და გავაკითხე რას აკეთებს მეთქი. -თევზს წვავ? -ვიკითხე გაკვირვებულმა და არასასიამოვნო სუნის გამო სახე დავმანჭე. -ხო, არ გიყვარს? -იმედგაცრუებულმა შეწყვიტა იოგურტების მაცივარში შელაგება და გამომხედა. -კი, უბრალოდ სუნი მაწუხებს. -გაზქურას მივუახლოვდი და გამწოვი ჩავრთე. -ამდენი რამე რად გინდოდა? -მაცივრის ერთ-ერთ თაროს მოვკარი თვალი სადაც ბევრი ხაჭო, არაჟანი და იოგურტი იდო. -სასარგებლოა. -მომიჭრა მოკლედ და ხილი კალათაზე დაალაგა. -ხაჭო არ მიყვარს. -მაგიდასთან ჩამოვჯექი და წვენი დავისხი. -თუ გინდა რომ ბავშვს, კარგი კბილები და თმა ჰქონდეს, უნდა ჭამო. -მითხრა და პირთან მიტანილი ჭიქა ამაცალა. -ეს წვენი ჩემთვის არის, შენ დაგიწურავ ახლავე. გაოცებული ვუყურებდი როგორ ჭრიდა ხილს წვენის დასაწურად, პერალელურად თევზაც აქცევდა ყურადღებას რომ არ დამწვარიყო. თევზით ალბათ ბავშვის მხედველობაზე ზრუნავს, გამეცინა გულში და ახლა უკვე სასიამოვნოდ გაოცებული ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას. ე.ი. გაეხარდა, თან როგორ ზრუნავს, ნამდვილად კარგი მამა იქნება, მაგრამ ჩემ მიმართ როდის მოლბება? ისევ ისეთი სიმკაცრით მელაპარაკება.. თევზი შეიწვა, მე ბოსტნეულის სალათა გავაკეთე, სუფრა გავაწყვე და მაგიდას მივუსხედით. -სიგარეტს ხომ აღარ მოწევ? -მკითხა სანამ ჭამას დავიწყებდით. -არა. -ვუპასუხე და თევზის ნაჭერი თეფშზე გადავიღე. -შენ რა იტირე? -დასიებულ თვალებზე მომაშტერდა და ცოტა ტონი დაურბილდა. -მეგონა არ გაგეხარდა. -ეგ როგორ იფიქრე? -წამოდგა და ჩემთან მოვიდა. -ასეთი გახარებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. -გამიღიმა და გულში ჩამიკრა, რაზეც მე ისევ გული ამიჩუყდა. -ასეთ რაღაცეებზე, ამ ბოლო დროს სულ მეტირება. -ამოვისლუქუნე და ბიჭს ხელებით წელზე შემოვეხვიე. -შენ ხარ პატარა ბავშვი. -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ლოყებზე ხელის გულები მიმაჭირა. -შემირიგდი? -ავხედე შრეკის კატის თვალებით. -ხო, მეც ვეღარ ვძლებ უკვე. -გაეცინა და ჩემს ტუჩებს წაეტანა. ძალიან სასიამოვნო კი არის ჩემი ბიჭის შეხება, მაგრამ მე და პატარას გვშია და რომ აღარ გაჩერდა, ხელით ოდნავ ვკარი გულზე. -მერე გავაგრძელოთ. -ღრმად ამოვისუნთქე და ვნებისგან გახშირებული სუნთქვა დავარეგულირე. -მერე თევზს შეჭამ და ვეღარ მოგეკარები. -სახე დამანჭა ბიჭმა, რაზეც მუჯლუგუნი დაიმსახურა. -აუტანელი ხარ. -ვუთხარი დაპირველი ლუკმა დემონსტრაციულად გავსინჯე. -მმმმ... -აღმომხდა სიამოვნების ხმები. -მოგეწონათ? -მკითხა მაქსიმემ და თავის ადგილს დაუბრუნდა, მრავლობით რიცხვში მომართვა მესიამოვნა. -ძალიან. -ჭამაშეუწყვეტლად გავეცი პასუხი და თევზის მეორე ნაჭერიც გადავიღე თეფშე. -ხვალ ექიმთან წავიდეთ. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ხმის ამოღების სურვილი აღარ მქონდა, მართლა ძალიან მომშიებია. პირველი 3 თვე კარგი ორსულობა მქონდა. დილის ტოქსიკოზს თუ არ ჩავთვლით, არაფერი მაწუხებს, ჭირვეული ორსულიც არ ვარ. ლენუკას ქორწილმაც იდეალურად ჩაიარა, ხომ ისედაც ულამაზესი წყვილია, მაგრამ ქორწილის დღეს განსაკუთრებულად ბრწყინავდნენ. დასვენება მთაშიც მოვახერხეთ და ზღვაზეც, მართალია საზღვარგარეთ გვინდოდა, მაგრამ ექიმმა გვირჩია პირველ თვეებში მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობასო. მაქსიმესთან ერთად ყველგან იდეალურად დავისვენებ, ამიტომ დიდად არ დამწყვეტია გული. კომპანიაშიც იდეალურად მიდის ყველაფერი, მაქსიმეც ბიზნესიც ფესვებს იდგამს საქართველოში. მოკლედ, ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების ცხოვრება დღეს იმდენად არაჩვეულებრივია, რომ ზღაპარს უფრო გავს, ვიდრე რეალობას. -მუცელი დაგეტყო ოდნავ. -აივანზე გამოვიდა მაქსიმე და გვერდით მომიჯდა გაღიმებული. -მეოთხე თვეში ვარ, უკვე კი უნდა დამეტყოს. -მეც გავუღიმე ბიჭს და მუცელზე ხელი დავისვი. -ხომ არ გავსუქებულვარ? - სახე დამისერიოზულდა უცებ. -არა, მაგრამ მუდმივ რეჟიმში ჭამას თუ არ მოეშვები გასუქდები. -გაეცინა ბიჭს და თვალებით ჩემს მუხლებზე დადებულ თეფშზე მიმანიშნა. -კარგი რა, კრევეტკები არ გამასუქებს. -თვალი ჩავუკარი შეყვარებულს და ერთი ცალი კრევეტკა პირში გავიქანე. მაქსიმეს გაეცინა და შუბლზე მაკოცა. -ანეტასთან მინდა გასვლა, არ წამოხვალ? -ვერა, ოფისში რაღაც პრობლემებია და აუცილებლად უნდა მივიდე. მანქანაც გამიფუჭდა, შეგიძლია გამიყვანო და შემდეგ მომაკითხო? -კი, რა პრობლემაა. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -წამოდი, მოვწესრიგდეთ. -ჩემი პატარა, როდის აბაჯბაჯდება. -ანეტას ხელში მყოფი პატარა კისერში ჩავკოცნე, შემდეგ კი დივანზე მოვთავსდი. -იმედია რამოდენიმე თვეში. -ამოიხვნეშა დაქალმა და დამიანე ძიძას მიუყვანა. -მოვიწყინე ლენუკას გარეშე. -მითხრა და სავარძელში ჩაესვენა. -აბა რა გეგონა სულ შენთან იქნებოდა? -გამეცინა და თავი საზურგეს მივაყრდენი. -ახლა დამიანე გყავს და რამოდენიმე წელიწადში შვილიშვილსაც გაზრდი. -ხო აი ახლა ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე, -გაიცინა ირონიულად. -ნეტა კიდევ შვილიშვილი გამაზრდევინა მეთქი. ყველამ თავის შვილს მიხედოს, გენაცვალე. -ხელები აიქნია და დაღლილი სახით გადმომხედა. -ეგეც მართალია. -გამეცინა და მუცელზე მოვისვი ხელი. -არაფერი გინდა? -არა, იმდენი ვჭამეთ, სუნთქვა გვიჭირს. -შეყვარებული სად გყავს? -გაეცინა ანეტას. -სამსახურში. -ხელს როდის აწერთ? -თვის ბოლოს გადავწყვიტეთ. მაქსიმალურად ვცდილობდი დიდხანს გადამედო, იქნებ სესილია შემოირიგოს მაქსიმემ მეთქი, მაგრამ ესეც ჯიუტია და ის ხომ საერთოდ. -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და ოდნავ წამოვჯექი. მუცელმა რაც ზრდა დაიწყო, ერთ ადგილას ვეღარ ვისვენებ. -სესილია მეც აღარ მეხმიანება. პრსულად რომ ხარ იცის? -არ ვიცი, მე არ მითქვამს და მაქსიმე არ ეტყოდა და ალბათ არა. -მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი. -სამზარეულოში გავიდეთ რა. -კარგი. -სიცილით გამომყვა ანეტა. -თან წვენს დაგიწურავ. -კარგი აზრია. -კმაყოფილმა დავეთანხმე და მაგიდას მივუჯექი. -ჩემი აზრით, ბავშვზე რომ გაიგებს შეგირიგდებათ. -მითხრა დაქალმა, თან ხილი გამოაწყო მაცივრიდან. -იცი რა, ჩემთვის ეგ ადამიანი აღარ იარსებებს არასდროს. უბრალოდ მინდა, რომ მაქსიმესთან აღადგინოს ურთიერთობა, რადგან ვატყობ ბიჭს, რომ ძალიან ენატრება. როგორიც არ უნდა იყოს, მაინც დედაა და მესმის. მეცოდება, თან მინდა ყველანაირად ბედნიერი იყოს. -მიხვდება სესილია, რომ ისევ ისულელა და შერიგდებიან. აი ნახავ. -იმედია, ისევ 24 წელი არ დასჭირდება გასააზრებლად. -უიმედოდ ჩავილაპარაკე და დაქალის მიერ დაწურული წვენი მოვსვი. -შენ ის მითხარი, ბავ/სვი თუ გაინძრა? -ჯერ არა და უკვე ვნერვიულობ. -ნუ ნერვიულობ, ეტყობა წყნარი გოგოა. -გამიღიმა ანეტამ და მუცელზე ხელი მომისვა. -ალბათ, რომ დაიბადება ერთიანად აანაზღაურებს. -გამეცინა და ფეხზე ავდექი. -წავალ თორემ უკვე დავიღალე. -შეწუხებულმა ვუთხარი დაქალს და გასასვლელისკენ წავედი. -5 თვეც და დაისვენებ. -დამამშვიდა თავისი ჭკუით და კარებამდე მიმაცილა. მაქსიმეს ოფისთან პარკინგზე გავაჩერე მანქანა და ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან, რომ დამერეკე. -მოვედი, მალე გამოხვალ? -ცოტახანი მაგვიანდება, შემოდი და ჩემთან კაბინეტში დამელოდე, კარგი? -აუ, კარგი. -ვუთხარი წუწუნით და უკმაყოფილოდ გადავედი მანქანიდან. ფიქრებით უკვე ჩემს საწოლში ვნებივრობდი, მაგრამ რას ვიზამთ საქმიანი მამიკო გვყავს, გავიფიქრე და მუცელს მოვეფერე. მაქსიმეს კაბინეტში მდივანმა შემაცილა. ბიჭის წინ ძალიან ძალიან ლამაზი წითური ქალი იჯდა და ორივე სერიოზული სახეებით ჩაჰყურებდნენ რაღაც ქაღალდებს. რომ შევედი, მაქსიმე წამოდგა და შემომეგება. -ლილე, გაიცანი ეს ჩემი საცოლეა, ტაისია, აქ კი ჩემი პატარა გოგო იმალება. -ბიჭი გვერდით ამომიდგა და გაღიმებული მომეფერა მუცელზე. -სასიამოვნოა. -ფეხზე წამოდგა გოგონა და .. ოჰოო.. რა ფეხებზე დგას! ლამაზია, ძალიან ლამაზია და საერთოდ არ მომხვდა გულზე კარგად მისი ეს სილამაზე. -ლილე ჩვენი კომპანიის პიარ მენეჯერია. -მითხრა მაქსიმემ და სავარძელზე მიმითითა, სადაც უნდა დავმჯდარიყავი. შევამჩნიე გოგოს გამოხედვა და მივხვდი, რომ სულაც არ მიმიღო მეგობრულად,რა თქმა უნდა, არც მე, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი? თბილად გავუღიმე, სავარძელში ჩავჯექი და ჯურნალების თვალიერება დავიწყე, ისინი კი საქმეს დაუბრუნდნენ. 1 საათი გავიდა, საშინლად მინდა წამოწოლა, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, საშინად ვერ ვიტან ლოდინს და ჭკუიდან გადავდივარ. -ტაისია, რამე ხომ არ გინდა? -მზრუნველად მკითხა მაქსიმემ, როგორც ცჩანს ჩემი შეწუხებული სახე შეამჩნია. -სახლი. -ამოვიკვნესე და სავარძელში ჩავცოცდი. -ლილე, მოდი ხვალ გავაგრძელოთ, თორემ ჩემი გოგონები დაიღალნენ. -მიუბრუნდა ბიჭი მის სექსუალურ თანამშრომელს, რომელმაც გაღიზიანება ვერ დამალა ან უბრალოდ მე ვერ გამომაპარა. -კარგი. -ჩაილაპარაკა გოგონამ და საბუთები ერთად შეკრა. -წავედით. -მითხრა მაქსიმემ და ხელი გამომიწოდა, მეც გამარჯვებული სახით ამოვუდექი შეყვარებულს გვერდით და ხელი ჩავკიდე. სახლში როგორც კი მივედით, გამოვიცვალე, საწოლში შევწექი და სიამოვნებისგან გავინაბე. -ძალიან გაზარმაცდი და საერთოდ აღარაფერი გინდა ძილის და ჭამის გარდა. -მოჩვენებითი სიბრაზით მითხრა მაქსიმემ და საწოლზე ჩამომიჯდა. -დარწმუნებული ხარ? -ეშმაკურად გავუღიმე ბიჭს. -რაზე? -ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი და დაიბნა. -რომ მხოლოდ ძილი და ჭამა მინდა. -წამწამები ავუთამაშე და თვალი ჩავუკარი. -ჰმ.. არა კიდევ არის რაღაც, რაზეც უარს არასდროს ამბობ. -გაეცინა მაქსიმეს და ჩემკენ წამოღოღდა. -თუ მიყვარს ყველაფერი რაც სასიამოვნოა რა ვქნა. -ნიშნის მოგებით ვთქვი, მაიკის საყელოში ჩავეჭიდე და ბიჭი ჩემკენ ამოვქაჩე. -ნუ, თუ გიყვარს რა უნდა ქნა. -ჩემს ზემოდან მოექცა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -მაგალითად ეს.. -ვუთხარი და მაიკა გადავაძვრე. -და ეს.. -ახლა შარვალი შევუხსენი. -ესეც ხომ არა? -რიტორიკული კითხვა დავუსვი და ტრუსის სათავიდან მუცელს თითების თამაშით ამოვუყევი და კისერში ნაზად მოვეფერე. შევამჩნიე სიამოვნებისგან, როგორ დაეხორკლა კანი და ჩამეღიმა. -და ესეც.. -ბოლოს კი ბიჭის ვნებიან ტუჩებს მოწყურებულივით დავეწაფე და 18+ თამაშებზე გადავედით. დილით თავის აწევა და ადგომა საშინლად არ მინდოდა. თან მაქსიმეს მკლავებში ისე გემრიელად ვარ მოკალათებული, ახლა ადგომას სიკვდილი მირჩევნია. -სამსახურებში დაგვაგვიანდება ხო? -თვალდახუჭულმა იკითხა მაქსიმემ ძილისგან დაბოხებული ხმით. -ხო. -წავიწუწუნე მე. -რა გეგონა მთელი ღამე რომ არ დამაძინე? -გაეცინა ბიჭს და თვალების სრესვით საწოლზე წამოჯდა. -ისე ლაპარაკობ, გეგონება ვძალადობდი და მსხვერპლი იყო. -საწოლიდან წამოვდექი ზეწარ შემოხვეული და მკაცრი მზერა დავასვე ბიჭს. -ზუსტადაც ძალადობდი! -ხომ, კარგი.. ცოტას ვძალადობდი. -თვალი ჩავუკარი, ზეწარი ძირს დავაგდე და აბაზანისკენ გავემართე. -ახლა მგონი მე ვიძალადებ. -საწოლიდან წამოხტა და სიცილით შემომყვა აბაზანაში. -ერთად ვიბანავოთ. -შხაპის ქვეშ მოთავსდა და ვნებიანად დამიკოცნა კისერი. სამსახურის შემდეგ ლენუკასთან გავიარე, თანაც მაქსიმემ გამაფრთხილა დღეს ცოტა გვიან მოვალო, ამიტომ სულაც არ მეჩქარებოდა სახლში. დიდი ხანი ვიჭორავე საყვარელ ნათლულთან და მივხვდი, რომ ძალიან მოწონდა ახალი ცხოვრება გათხოვილი ქალის ამპლუაში. -მართლა ძალიან მაგარი ყოფილა საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძება. -მითხრა ბოლოს ბედნიერი ღიმილით და მესამე ჭიქა ფორთოხლის წვენი დამიდო წინ. -ამდენს რომ სვამ შეიძლება? -მგონი კი. - მხრები ავიჩეჩე და წვენი მადიანად მოვსვი. -მაქსიმე როგორ არის? -კარგად არის, უბრალოდ ამ ბოლო დროს სამსახურში რაღაც პრობლემები აქვს და იმედია მოაგვარებს. -სამსახურის ხსენებაზე ლილე გამახსენდა და ცოტა შევიშმუშნე. -რა ხდება? -წარბი ამიწია ნათლულმა. -რა უნდა ხდებოდეს? -გავიკვირვე მე, -ეგრე რომ აკეთებ ანუ რაღაც გაწუხებს, მითხარი დროზე რა ხდება! -მითხრა მკაცრად და თვალებში ჩამაცქერდა. -მაქსიმეს თანამშრომელი არ მომწონს.. უფრო სწორედ, ძალიან მომწონს. ანუ.. როგორ გითხრა.. -ვაიმე, დავიბენი. ვერ გავიგე რას ბლუკუნებ, წესიერად ამიხსენი! -მაქსიმეს კომპანიის ოფის მენეჯერი ლილე, ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი და სექსულური გოგოა. -თვალები ავათამაშე და დიდი დანანებით ვთქვი. -ეჭვიანობ? -მგონი ხო.. მაგრამ არ გეგონოს მაქსიმეს არ ვენდობი. -თუ ენდობი მაშინ რა გაეჭვიანებს? -გაუკვირდა დაქალს. -პატარა ხარ ჯერ, მაგრამ მალე მიხვდები ქალი როგორი მაცდურია და რამხელა ძალა აქვს. რომ მოინდომოს ადვილად აურევს ტვინს მამაკაცს, რაც არ უნდა სხვაზე შეყვარებული იყოს ის. შენ კი ლილეს თვალები არ გინახავს, როგორი ნაპერწკლები დასთამაშებს თვალებში. ზუსტად ვიცი, მაქსიმეზე თვალი აქვს დადგმული. -ხოდა უთხარი მაქსიმეს, რომ გაუშვას სამსახურიდან. -და მიზეზი რა ვუთხრა, ვეჭვიანობ მეთქი? -გამეცინა ლენუკას გულუბრყვილობაზე, -თუნდაც, -არა, სულაც არ მინდა გაიგოს რომ ვეჭვიანობ. თანაც მას სასაცილოდაც არ ეყოფა, რადგან იფიქრებს რომ უმიზეზოდ ვეჭვიანობ. მერე კიდევ, იქნებ ჩემი ნათქვამის შემდეგ გაურბინონ სხვა აზრებმა? როგორ შეიძლება, საყვარელ ადამიანს შენვე უბიძგო ღალატისკენ? თან ვიცი, ხშირად ოფილა მსგავსი შემთხვევები.. არა, არ მინდა. აღარ უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. --------------------- ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.. უფრო ადრე დაწერა ვერანაირად ვერ მოვახერხე... ესეც ოცდამეერთე თავი. ველი შეფასებას.. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.