ბარიერი. -20-
-რა ხდება? -ინტერესით ვკითხე და მაქსიმეს მივუახლოვდი. -დაჯექი. -ბრაზიანმა მითხრა და სავარძელზე მიმითითა. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე, სამწუხაროდ ფოტოებს ვერ ვხედავდი, არადა ცნობისმოყვარეობა მჭამდა. -მაქსიმე, ამოღერღე ბოლოსდაბოლოს! -ახლა მე გამიმკაცრდა ხმა. -დღეს სესილია ვნახე. - ამის გაგონებაზე ირონია გამომეხატა სახეზე, ვიცოდი რომ დიდხანს არ მალოდინებდა. -ისეთი სისულელე მითხრა, რა თქმა უნდა, არ დამიჯერებია. -რა გითხრა? -ჩავეჩერი საუბარში. -რომ მამაჩემის საყვარელი იყავი. -ისეთი გადავიხარხარე, ფიფქიას ბოროტი დედოფალი მეგონა თავი. -როგორც მივხვდი მაშინაც ამ მიზეზით გაწყვიტე კონტაქტი. - ჭკვიანი ბიჭია, არ გავს დედას. -მაშინ ვიფიქრე 14 წლის არის მეთქი და ბავშვურ სისულელეს დავაბრალე, ახლა კი არ ვიცი რა ვთქვა. -მხრები ავიჩეჩე და ფოტოებს გავუსწორე თვალი. -ეს რა არის? -აი, ეს.. -შევამჩნიე კისერთან დაჭიმული ძარღვები. -ეს რა არის, შენ უნდა ამიხსნა.. -მუჭი შეკრა და მეორე ხელით ფოტოები ჩემკენ გამოაცურა. ახლა კი, ნამდვილად არ მაქვს სასაცილოდ საქმე. ფოტოებზე მე და კოტე ვიყავით გამოსახულები.. ორი იყო გუშინდელი დღის და ერთი, როგორ გამოდის ჩვენი კომპანიიდან. კარგი ფოტოგრაფი დაუქირავებია სესილია, ისეთი კადრებია, გეგონება უთბილესი ურთიერთობა გვქონდა. -მე.. მე.. -ამოვილუღლუღე. -ყველაფერს აგიხსნი. -გისმენ. -მითხრა წყნარად, თან თვალს არ მაშორებდა. მაკვირვებს, როგორ შეუძლია ერთ წამში ასე ხასიათების შეცვალ, ახლა კი ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება. -ბოდიშის მოსახდელად იყო მოსული, აქ კი -იმ ფოტოს დავადე ხელი, სადაც კოტე კომპანიიდან გამოდიოდა. -იმ ადამიანის იურისტი აღმოჩნდა, ვისთანაც კონტრაქტს ვაფორმებდით. -რატომ დამიმალე? -რამე რომ დაგეშავებინა? -ნორმალური ხარ? რა გაგიკეთა და კიდევ მასზე ნერვიულობ.. -მასზე არ ვნერვიულობ, შენც საფრთხეში იგდებ თავს. -რამდენჯერ ნახე? -3ჯერ. -ამაზე ისევ დაეჭიმა ძარღვები. -რა მნიშვნელობა ჰქონდა რამოდენიმე დღით ადრე მოვკლავდი თუ მერე? -ნუ ლაპარაკობ, განუვითარებელი ინდივიდივით! -გაცხარებული წამოვხტი ფეხზე. -რომ მოკლა რას მოიგებ მაგით? -აღარ მოგეკარება. -ისეთი სახით ამომხედა, მეგონა ახლა დამეტაკებოდა მიმგუდავდა. -ისედაც აღარ მომეკარება! -რა გარანტია გვაქვს? -არანაირი, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლაზე უნდა იფიქრო? ეჭვიანობამ დაგაბრმავა, არ მენდობი? -არაფერ შუაშია ეჭვიანობა, რომ არ გენდობოდე არაფერს დაგიჯერებდი. არ მინდა, რომ გაწუხებდეს და არც ის მინდა გეხებოდეს. -სურათს დახედა, სადაც ჩემს მაჯაზე ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული. -გთხოვ, შეეშვი რა.. თავისი ჰყოფნის. -ნუ იცავ! -ახლა მაქსიმე წამოხტა. -ნუ მაგიჟებ, ნუ იცავ. -არ.. -არ მაცადა წინადადების დასრულება. -გაჩუმდი, შენი ხმის გაგონება აღარ მინდა. -მითხრა და სახლიდან გავარდა. გამწარებულმა ამოვაძვრინე სიგარეტის ღერი ყუთიდან და მოვუკიდე. ნერვები მეშლება, მაინც გაიტანა თავისი სესილიამ და გვაჩხუბა. სამზარეულოში გავედი და წითელი ღვინის ბოთლი გავხსენი და ჭიქაში ჩავასხი, ბოლომდე გამოვცალე და მეორე ჭიქაც დავისხი, მაგრამ დალევა გადავიფიქრე. ძილი მომერია, საძინებელში გავედი, მოვწესრიგდი და დავიძინე. ხმაურმა გამაღვიძა, წამოვჯექი, საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 12 საათი იყო. ადგომას ვაპირებდი, როდესაც ოთახში მაქსიმე შემოვიდა და გვერდით მომიწვა. ტორშერი ავანთე და გაოცებულმა დავხედე. -რას მიყურებ? რადგანაც ვიჩხუბეთ, არ ნიშნავს, რომ დავშორდით. -მითხრა და გადაბრუნდა. -უბრალოდ არ გელაპარაკები. -ბოლოს ჩაილაპარაკა, რაზეც ჩამეღიმა.. ამჯერად მშვიდად დავიძინე. დილით კბილების გამოხეხვის დროს, გულის რევამ შემაწუხა. -რამემ მომწმალა თუ.. -პირი მოვიწმინდე და ჩემს თავს ვუთხარი სარკეში. -არა, უეჭველი მოვიწამლე. -ჩავილაპარაკე და ისევ გამოვიხეხე კბილები. სამზარეულოში გავედი და საუზმის მომზადება დავიწყე. მაგიდა რომ გავაწყვე, მაქსიმეც გამოვიდა და ჩემს წინ დაჯდა. ხმას არც ერთი ვიღებდით. ყავა მოვსვი და საშინლად არ მესიამოვნა, სახე დავჭყანე და ჭიქა ზიზღით დავაბრუნე მაგიდაზე. მაქსიმემ გაოცებულმა გამომხედა და თავისი ყავა მოსვა, აშკარად მოეწონა. საჭმელიც ვერაფერი ვჭამე, გაბრაზებულმა ცალი ფეხი ავკეცე სკამზე და სიგარეტს მოვუკიდე. საშინლად შემაწუხა და პირველივე ნაფასის შემდეგ ჩავაქრე. ვამჩნევდი მაქსიმეს გაკვირვებულ მზერას, თუმცა ხმას მაინც არ იღებდა. მას კი არა, მეც მიკვირდა ჩემი თავის. მაქსიმეს წასვლის შემდეგ, ამიკოს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ცოტას დავიგვიანებდი. აფთიაქში ჩავედი და ორსულობის ტესტი ვიყიდე.. მინდოდა ბავშვი? რა თქმა უნდა, ყველანაირად მზად ვიყავი შვილისთვის და ვიცოდი, რომ მაქსიმეც იდეალური მამა იქნებოდა. სამწუხაროდ, პასუხი უარყოფითი იყო.. ალბათ, მართლა მოვიწამლე. სამსახურში იმედგაცრუებული წავედი, დღეს რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე. პრინციპში, გასაკვირი არც არის. მაქსიმესთან პრობლემები, ტესტის პასუხი უარყოფითი. მოკლედ, ცუდი დღე მაქვს. -მოვედი. -ამიკოსთან შევედი კაბინეტში, სადაც ლაშაც დამხვდა. -დღეს ბატონ ლევანთან გვაქვს შეხვედრა, ხომ გახსოვს? -მოკითხვების შემდეგ მკითხა ლაშამ. -მახსოვს. -თავი დავუქნიე ბიჭს. -რა გჭირს რა ხასიათზე ხარ? -შეამჩნია ჩემი უხასიათობა ამიკომ. -კოტეზე გაიგო მაქსიმემ და ვიკამათეთ. -თავით ჩემს ხელს დავეყრდენი და თითები თმაში შევიცურე. -ძალიან გაბრაზდა? -კი, მაგრამ გადაუვლის. -ხელი ავიქნიე და ფეხზე წამოვდექი. -ჩემს კაბინეტში ვიქნები, ბატონი ლევანი, რომ მოვა მარიმ შემატყობინოს. -ბიჭებს გავუღიმე და ოთახი დავტოვე. ბატონ ლევანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით. პარტნიორობის ასაღნიშნად დღე დავთქვით, ჩვენთვის ეს განსაკუთრებით წარმატებული დღე იყო, რადგან ბატონი ლევანი ჩვენი პირველი მსხვილი კომპანიონი გახდა. სამსახურიდან საღამოს გამოვედი და ლენუკას სანახავად წავედი, საქორწილო კაბაზე გაყოლა მთხოვა. -მეჯვარე ვინ გეყოლება? -ვკითხე ნათლულს და მაღაზიის წინ მანქანა გავაჩერე. -ლიკუნა, ოღონდ ახლა საქართველოში არ არის. -კაბაზე რას აპირებს? -რომში იყიდის. -გამიღიმა და მაღაზიაში შევედით. კაბების მოსინჯვის დროს მაქსიმესთან კონფლიქტზე მოვუყევი. -აუ, რა საყვარელია. -გაეცინა ლენუკას. -კი, ძალიან საყვარელია, მაგრამ როდემდე უნდა იაროს ასე გაბუტულმა? -მხრები ავიჩეჩე და ნათლულის ტანზე მორგებულ კაბას დავაკვირდი. -იცი რა? ყველა ძალიან ლამაზი კაბაა, მაგრამ შენ ბევრად განსაკუთრებულს იმსახურებ, ხომ არ ჯობია შენი დიზაინით შეიკერო? -მე მომავალი არქიტექტორი ვარ, არ მეხერხება ეგეთები. -უკმაყოფილოდ მიეყრდნო კედელს. -უნდა გეხერხებოდეს, დროთა განმავლობაში გამოგიმუშავდება. -თვალი ჩავუკარი და კონსულტანტთან წავედი. -გამოიცვალე და გამოდი. -მივაძახე ნათლულს, შემდეგ კი კონსულტანტს მივმართე. -თქვენს დიზაინერთან ვერ შეგვახვედრებთ? -რა თქმა უნდა. ხვალ მოსვლას შეძლებთ? -კი, ამ დროს მოვალთ. -გავუღიმე და ლენუკას შევაკითხე. -რას აკეთებ ამდენ ხანს? -ფარდა გადავწიე და სკამზე ჩამომჯდარ ნათლულს დავხედე. -ახლა უფრო ვიაზრებ, რომ ვთხოვდები. -ნერვიულად ამომხედა გოგონამ. -ნუ ნერვიულობ. -გავუღიმე და მის წინ ჩავიმუხლე. -სულ სხვანაირი, რომ აღმოჩნდეს ცოლ-ქმრობა? რაღაცეებში რომ ვერ შევთანხმდეთ? ცუდი ცოლი, რომ ვიყო? -გაგიჟდი ხომ? -გამეცინა ლენუკას შიშებზე. -კარგ რაღაცებზე იფიქრე, ასე წინასწარ თუ ყველაფერზე ინერვიულებ, არაფერი გამოვა. -კარგი ხო. -ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე ადგა. -ხვალ ამ დროს ვხვდებით დიზაინერს. -გავაფრთხილე ნათლული და მაღაზია დავტოვეთ. -არ გინდა სადმე დავსხდეთ? -დაღლილი ვარ, წამოწოლა მინდა. -სინანულით გადავხედე ლენუკას და მისი სახლისკენ დავძარი მანქანა. -ამიკოს ვეტყვი ცოტა შეგიმსუბუქოს საქმე. -გაეცინა ლენუკას. -არა, დღეს რაღაცნაირად სისუტეს ვგრძნობ, მგონი მოწამლული ვარ. სახლში როგორც კი შევედი, გამოვიცვალე, დივანზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. ვერ მოვკალათდი, ცოტახანში წამოვჯექი და ფეხები ზემოთ ავკეცე, ასეც ვერ გავჩერდი. ბუზღუნით წამოვდექი და სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად. მისაღებში ყავის ჭიქით დავბრუნდი და დივანზე მაქსიმე დამხვდა მოკალათებული, ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურებდა. ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის, მეც არაფერი შევიმჩნიე, სავარძელში მოვკალათდი და სიგარეტს მოვუკიდე. -სიგარეტი და ყავა საჭმელი არ არის. -მითხრა მკაცრად, მაგრამ ჩემკენ არც გამოუხედავს, ისევ ტელევიზორს უყურებდა. არაფერი ვუპასუხე, ნაგლად მივაშტერდი და დემონსტრაციულად ხმაურით მოვსვი ყავა. ისევ არ მესიამოვნა არც სიგარეტი და არც ყავა, მაგრამ მაქსიმეს ჯინაზე არ შევეშვი არც ერთს. მესამე ნაფასზე უკვე გაუსაძლისად შემაწუხა, უცებ დავდე საფერფლეზე და ტუალეტში გავვარდი, ისევ გული ამერია. -ასე რამ მომწამლა.. -ჩავილაპარაკე და კბილის ჯაგრისი უკმაყოფილომ ავიღე. რომ მოვწესრიგდი, აბაზანის კარები გავაღე და მაქსიმეს შევეჩეხე. -რა გჭირს? -არაფერი. -ვუთხარი და ოთახში გავედი წამოსაწოლად. არ გამომყოლია, როგორც მივხვდი ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. მაქსიმეს შემოწოლამ შემაღვიძა, თუმცა თვალები არ გამიხელია. ვიგრძენი შუბლზე როგორ მომადო ხელი, ეტყობა ტემპერატურა შემიმოწმა. გაბრაზებულსაც არ ავიწყდება ჩემზე ზრუნვა, ახლა როგორი დიდი სიამოვნებით ჩავეხუტებოდი, მაგრამ უხეშად რომ მომიშოროს ვერ გადავიტან. გულში ჩავიკალი ჩემი სურვილები და ისევ დავიძინე. 1 კვირა გაგრძელდა ჩემი მსგვსი მდგომარეობა, ბოლოს უკვე სამსახურშიც ვეღარ დავდიოდი. კვირას მაქსიმეც სახლში იყო. ლენუკამ დამირეკა და გამაფრთხილა, რომ მოდიოდა. -ეს რა არის? - რაღაც დამიგდო მაგიდაზე. -ორსულობის ტესტია. -ერთი კვირის წინ გავაკეთე და უარყოფითი იყო პასუხი. -ხელი ავიქნიე და სავარძელზე კიდევ უფრო კარგად მოვკალათდი, მაქსიმეს გაოცებული სახე არ გამომპარვია მხედველობიდან. -ადექი. -მკლავში ჩამჭიდა ხელი ნათლულმა, ტესტს დასწვდა და აბაზანაში წამათრია. -როდესაც 2 კვირისაც არ ხარ შეიძლება ვერ დაინახოს ტესტმა, ამიტომ ისევ გაიმეორე. მობეზრებული სახით გამოვართვი ტესტი და აბაზანაში შევედი.. ცოტახანში გამოსახულ პასუხს რამოდენიმე წუთი გაშტერებული ვუყურებდი. კარებზე კაკუნმა მომიყვანა გონს. -რა სახე გაქვს? -მკითხე ლენუკამ, ლენუკას უკან მაქსიმე იდგა. -მე.. -ვერ ვთქვი, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ორსულად ვარ. ლენუკამ გვერდი ამიარა და ტესტს დახედა. -ააა, ორსულად ხარ. -ისეთი იკივლა, შიშისგან წამოვხტი. -ლენუკა, გული გამისკდა. -გული ხელზე მივიდე და უცებ მაქსიმეს გავხედე. რამოდენიმე წამი გაოგნებული სახით მიყურებდა, შემდეგ კი უსიტყვოდ წავიდა. მის საქციელზე ცრემლები ვეღარ შევიკავე. -რა გატირებს? -გაოცებულმა მკითხა ლენუკამ. -არ გაეხარდა. -ამოვისლუკუნე და დივანში ჩავესვენე. -რა სისულელეა, უბრალოდ ისიც შოკშია ახლა, როგორც შენ. -არა, ეტყობა არ არის ჯერ მზად და არ უნდა.. -ჩავილაპარაკე და თავი ლენუკას კალთაში ჩავრგე. ტირილს ვერ ვწყვეტდი და უკვე ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. -კარგი რა, არ შეიძლება ახლა შენი ნერვიულობა. -ვერ ცერდები. -ამოვხედე ნათლულს და ცრამლი მოვიწმინე. -გულჩვილიც გამხდარხარ. -გაეცინა ლენუკას. -თვალები დაგისივდა, დამშვიდდი გთხოვ. -ახალი წამოსული ცრემლები მომწინდა და წამომაჯინა. -წასასვლელი ვარ და თუ არ დაწყნარდები ასე ვერ დაგტოვებ და მომიწევს რესტორნის შერჩევის გადადება. -არა, აი ნახე დავწყნარდი. -გავუღიმე ნათლულს და თვალებზე მივუთითე, რომ აღარ ვტიროდი. -თავს მიხედე. -მაკოცა და ადგა. -წარმატებები. -გავაცილე ნათლული, მე კი პირდაპირ საძინებლისკენ გავემართე. --------------- მინდა მალე დავამთავრო და ვერ ვამთავრებ :დ მომდის და მომდის იდეები :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.