შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (11 - 12 თავი)


19-10-2015, 10:17
ავტორი murachashvili
ნანახია 3 712

მეთერთმეტე თავი
მაია მოწითალო ფერის ულაყზე იჯდა, შორიდან რომ შეხედავდი, ცხენზე ამხედრებულ ამორძალს მოგაგონებდა. თავზე ქუდი არ ეფარა, თმები გაშლილი ქონდა, ცხენს თავისუფგლად მიაგელვებდა, ცხოველი ჭრიდა სივრცეს, ნებაზე მიშვებული იალაღებს კვეთდა. ულამაზესი სანახაობა იყო. მაიკი მართალი იყო, ვისაც ცხენზე ამხედრებული მაია არ ყავდა ნანახი, მას ცხოვრებაში სილამაზე არ ენახა. ველური, დაუოკებელი სილამაზე. მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი. გავჩერდი და ვუმზერდი მაიას. საოცარია, როგორ ყოველთვის ახერხებდა ეს ქალი ჩემს დამუნჯებას. ვდგევარ და ვუმზერ. მაია როცა ხედავს, რომ არ მივყვები, უკან ბრუნდება.
- მოხდა რამე?! - გაოცებული მეკითხება მე - ჯირითი არ გინდა?! სახლში დავბრუნდეთ?!
- არა, სახლში არა! - ვუარობ - თუ წინააღმდეგი არ ხარ, არც შეჯიბრი არ მინდა, უბრალოდ ვისეირნოთ. მაიკს გული რომ არ დაწყდეს, ისედაც ვეტყვი მაიამ მოიგოთქო.
მაიას ეღიმება -კარგი იყოს შენებურად, გამოვიცვლი და წავიდეთ.
- არ გინდა გამოცვლა, ცხენებით წავიდეთ. აქ ერთი ადგილია. ფეხით შორსაა, დაიღლები. ყოველთვის მინდოდა შენთვის მეჩვენებინა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, წამოხვალ ?!
მაია სევდიანი თვალებით მიმზერს, მაგრამ მაინც მეთანხმება: - წამოვალ!
ჩვენ ნელი ჩორთით მივდიოდით, თან ვსაუბრობდით.
- როგორ ფიქრობ, ოდესმე ჩვენგან მეგობრები გამოვა? - მეკითხება ის- აი, ისეთი, ბევრი ოჯახი, რომ არის ერთმანეთის პირველ, მეორე და მესამე ცოლებთან რომ მეგობრობენ ხოლმე?
მეღიმება: - არამგონია.
- რატომ ?! -უკვირს მას -ეხლა ხომ არ ვჩხუბობთ? - ჩუმდება და მე მიმზერს.
- არც ვიჩხუბებთ, მაგრამ არა მგონია შენ და ფერიდემ ოდესმე დაქალობა შეძლოთ. - გამეცინა მე.
- შენ შეძლებდი გივიკოსთან ძმაკაცობას?
- არა, გივიკოსთან კი არა, ვერავისთან. შენს გვერდზე სხვა კაცს ვერ ავიტანდი! - მაიას ნაღვლიანად ეღიმება.
- ძნელი ყოფილა. გივიკოს ღალატი ასე რთულად გადასატანი არ იყო. ალბათ, რომ არ მიყვარდა მაგიტომ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მარწუხებისგან გავთავისუფლდი. ეხლა კი გამიჭირდა, სამწუხაროდ დღემდე მიჭირს!- თვალი მომარიდა მან - კარგი რაც არის არის! მემკვიდრეების საქმე როგორ არის? პატარას ხომ არ ელოდებით ?
- უცნაური კითხვაა! არ ვიცი როგორ გითხრა, მე ასე მეუბნებოდნენ, ბავშვი რომ გაჩნდეს ქალს და კაცს ერთმანეთი უნდა უყვარდესო, ან მინიმუმ ერთად მაინც უნდა დაწვნენო ....
- მერე?! - გაოცებული მიყურებს მაია - იმედია შენი შვილი კომბოსტოში ნაპოვნი არ გგონია?
- არა, ჩემი შვილის დაბადება ნამდვილად ვიცი, როგორც მოხდა - მეცინება მე -ოღონდ, არა მგონია ფერიდემ ეგ მოახერხოს, მაშინ ბავშვი ჩემი არ იქნება.
- თავს იცავთ?!
- არა! ის ჩემი ცოლი არ არის, ერთად არ ვწევართ!- ისეთი სახით ვეუბნები თითქოს ოჯახში ასეთი ურთიერთობა ნორმალურია. მაია გაჩუმდა, ეტყობა ჩემს ნათქვამს იაზრებდა. მის თვალებში სიხარული შევნიშნე, სახეზე ოდნავ შესამჩნევი კმაყოფილების ღიმილი გამოესახა.
- გამოდის ფიქტიური ქორწინება გაქვთ? - დუმილს არღვევს ის.
- კი, ასეა.
- ნიკამ და მაიკმა ამის შესახებ იციან?
- კი, ჟაკლინმა და ომარის ოჯახმაც.
- ანუ, ჩემს გარდა ყველამ?! ამიხსენი, ასეთი ქორწინება რას გაძლევს? კლანებს ხომ საერთო მემკვიდრე ჭირდებათ? - მაიას ვუმზერ, მის თვალებს, იქ ნაღველი ცნობისმოყვარეობამ შეცვალა.
- როგორც გინდა ისე ჩათვალე, არ შემიძლია! მაგ ქალთან ვერასოდეს ვიცხოვრებ, ყოველ მის შეხედვაზე, შენ მახსენდები, მასთან ვერ ვიქნები.
- მესმის, მაგრამ თუ მემკვიდრე არ გაგიჩნდათ, ამას როგორ ახსნი? - არ მეშვება ის.
- ძალებს ვიკრებ, დროს ვიგებ! ფერიდეს უარს ვერაფერზე ვეუბნები, ისიც კმაყოფილია, რაც ჭირდება ყველაფერი აქვს, ძვირფასეულობა, მანქანები. დიდად არც ის გიჟდება ჩემზე. ამიტომ არც აპროტესტებს, რომ არ ვეკარები. დათუნას როცა ვუმზერ, შენი თვისებები აღმოვაჩინე, შენი ღიმილი, თმები. ოდნავ ცერიად ყურებაც კი. ამის გამო კიდევ უფრო შემიყვარდა. მე არ მინდა ფერიდესთან შვილი მყავდეს. ის ბავშვი არ მეყვარება, მასში ჩემი მშობლების მკვლელების სისხლი იქნება. მათი თვისებებიც ექნება, ხვდები რისი თქმაც მსურს?
- vxvdebi! albaT, unda mixarodes rac miTxari, wesiT bednieri unda viyo, magram ...
- magram, ra?! – mikvirs me.
- meSinia! - Cumad ambobs is – meSinia, imis rac SeiZleba moxdes, roca simarTle gairkveva.
- შენ თუ ჩემთან იქნები, გამოსავალსაც ერთად ვნახავთ. - მაია ჩაფიქრდა, ხმას არ იღებს.
- როგორ ფიქრობ, ფერიდე შენს მიმართ საერთოდ არაფერს გრძნობს? - მკითხა მოულოდნელად მან.
- მაგ საკითხზე არ დავფიქრებულვარ! - დავიბენი მე - მის მიმართ ყურადღება არასოდეს გამომიჩენია. ჩემი კატეგორიის ქმარი, ალბათ კარგი არ არის.
- ალბათ! - მეთახმება მაია, საუბარში ჩემს შერჩეულ ადგილსაც მივუახლოვდით.
გარედან პატარა სკვერივით ჩანდა. სიღრმეში კი საკმაოდ უდაბური ადგილი იშლებოდა. შუაში პატარა ტბა იყო, ძალიან მიყვარდა აქ მოსვლა, თითქოს მთელ სამყაროს ვწვდებოდი, არავინ მაწუხებდა, ვიჯექი მარტო და ვოცნებობდი.
- თავი „ცისფერ ლაგუნაში“ მგონია! - მეუბნება გაოცებული მაია - წყალი კამკამა, სუფთაა, კენჭებიც კი ჩანს სიღრმეში. პატარა ჩანჩქერივით მოედინება ზემოდან წყარო, მისი შხეფები იფრქვევა და გვნამავს.
- არ გინდა ვიბანაოთ, თუ სიღრმის აქაც გეშიანია? - ეშმაკური ღიმილით ვეკითხები მე.
- იმდენად მაცდური წინადადებაა, რომ არ ვიცი რა ვქნა! ძალიან სახიფათო კაცი ხარ, ზუსტად იცი, როგორ უნდა მომიდგე, მე კი მაინც ასე ძლიერ მიყვარხარ!
ბედნიერებისგან თავბრუ მესხმის, თავი სიზმარში მგონია.
- როგორ მომენატრე!- გულში ვიკრავ მე და მის თბილ ტუჩებს ვეწაფები - რომ იცოდე, როგორ მაკლდი!
ვუკოცნი ტუჩებს, თვალებს, ყელს. მთელ სხეულში ცეცხლი მივლის, ეს მაიკოს სიყვარულია, ის ჩემია და მხოლოდ ჩემი იქნება, ჩემი მაია, მხოლოდ ჩემი ....

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთმანეთი პირველად აღმოვაჩინეთ, ჩემს წინ სრულიად სხვა ქალი იდგა, უფრო ზრდასრული, თვითდაჯერებული, ადრე თრთოდა და კანკალებდა ხოლმე ჩემს მიკარებაზე, წითლდებოდა, მორცხვობდა, ეხლა კი თვითონ აქტიურობდა, ალერსს ესწრაფოდა. მე ის მაიაც მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს გაცილებით ჯობდა. ჩვენი ალერსი წყალშიც გაგრძელდა, საცვლების საჭიროება არ გვქონდა, ვიყავით ასე დედიშობილა, პირველყოფილი ადამიანებივით. მაიას ბროლივით თეთრი სხეული მეკვროდა და ტანში ისევ ჟრუანტელი მივლიდა.
- იგრძენი? - ვეკითხები მე.
- რა?!
- შენს ყოველ შეხებაზე, თითქოს დენს მირტყამს ისეთი ჟრუანტელი მივლის. - მას ეღიმება.
- შენ გრძნობ? - საკუთარ გულისცემას მასმენინებს, თითქოს პატარა ჩიტია, შეშინებული რომ ფრთხიალებს.
- მიყვარხარ! - ვეჩურჩულები მე.
- მე უფრო!- ამბობს ის და წითლდება, სწორედ ისე როგორც პირველად, როცა სიყვარულში გამომიტყდა, ჩვენ წასვლას არ ვჩქარობთ, ცეცხლი დავანთეთ და კოცონს ვეფიცხებით.
- ასეთი სველი ხომ ვერ მივალთ? ცოტა მაინც გავშრეთ. - მაია წამოწოლილია, თავი ჩემს კალთაში უდევს, თვალები დახუჭული აქვს და სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს.
- მაიკო, არაბეთში წამოხვალ? - ვეკითხები მე, თან მისი კულულებით ვთამაშობ. მაიამ გაოცებულმა შემომხედა.
- არაბეთში? იქ რა უნდა ვაკეთო?
- ჩემთან იქნები, ერთად ვიქნებით.
- მერე რას იტყვი, ვინ არისო?
- ვიტყვი ჩემი საქმიანი პარტნიორია და აქ მოვიწვიე მეთქი.
- დარწმუნებული ხარ? არ მინდა ჩემს გამო პრობლემები გქონდეს, მე ესეც მეყოფა! - მეუბნება და მეხუტება.
- დარწმუნებული ვარ, აღარ მინდა შენს გარეშე ყოფნა, ძალიან ძნელია! ახლოს თუ მეყოლები, უფრო მშვიდად ვიქნები.
- დათუნა? ისიც მიგვყავს? - მკითხა მან.
- ჩავიდეთ, ვნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი და შემდეგ წავიყვანოთ, არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო.
- კარგი, იყოს შენებურად - დამეთანხმა ის - ოღონდ ერთად ვიყოთ და ყველაფერზე თანახმა ვარ.
საღამოს გვიან დავბრუნფით სახლში. დათუნა ჟაკლინთან თამაშობდა, ფერიდე უკვე შინ იყო, ყელს ახალი სამკაული უმშვენებდა, მივხვდი მისი ახალი „საჩუქარი“ იყო.
- ოჰო, ბატონი აბდელი და მისი ბავშვობის მეგობარიც მოვიდნენ - ამბობს ის - საინტერესოა სად ბრძანდებოდით? - ჩვენს ჩაცმულობას აკვირდება. მაიას შევხედე, თმები ჯერ კიდევ ნესტიანი აქვს, ტანისამოსი მტვრიანი. არც მე ვარ ნაკლებ დღეში, ორივეს სულელურად გვეცინება.
- ბავშვობა გავიხსენეთ! - მხიარული ხმით ამბობს მაია და ჟაკლინს თვალს უკრავს - თქვენი ნებართვით მოვწესრიგდები და შემოგიერთდებით.
- მოიცადე, მეც მოგყვები - უკან მისდევს ჟაკლინიც.
- შეიძლება, მეც გავიგო სად იყავით? - ეჭვიანობის სცენა უნდა რომ დადგას ფერიდემ, მაგრამ არ გამოსდის, მისი კითხვა საოცრად ხელოვნურად ჟღერს.
- მე მგონი გასაგებად თქვა, ბავშვობა გავიხსენეთ!- უხეშად ვპასუხობ და მეც მეორე სართულზე მივდივარ.
- თქვენ ეს საქციელი ნორმალურად გეჩვენებათ ?!- მაიკს ეკითხება ფერიდე.
- დიახ, სავსებით, ვერ ვხვდები რა არ მოგწონთ. ალბათ, ბავშვობის მეგობრები არ გყავთ?! - ირონიულად პასუხობს მაიკი და მე მომყვება. - არაფრის ზომა არ იცით! - სიცილით მეუბნება იგი - შეიძლება ასე მოსვლა? თან ეს იდიოტური, ბედნიერი სახეები ხომ ვერ მოიშორეთ.
- რა ვქნა, მამა? ისეთი ბედნიერი ვარ, მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს. მინდა ყველას გავუზიარო. ფერიდეს თუ არ მოეწონება ნაკლებად მაღელვებს.
მაიკი ყურადღებით მისმენს: - ზომიერების გრძნობას კარგავ და ეს სახიფათოა, ფრთხილად იყავით! ორივენი ცეცხლს ეთამაშებით, მესმის რომ ერთმანეთი გიყვართ და ორმაგად მიხარია, რომ როგორც იქნა შერიგდით. ოღონდ გთხოვ, ფრთხილად იყავით.
- კარგი, მაიკ, ნუ ღელავ. რადგან მაია ჩემთანაა, აღარაფერი მინდა, დანარჩენს ნელ-ნელა მოვაგვარებ. მინდა იცოდე, რომ არაბეთში წამოსვლა ვთხოვე.
- გაგიჟდი?! თქვენ ორს რომ შემოგხედავენ, მაშინვე ყველაფერს მიხვდებიან.
- ნუ გეშიანია! ჭკვიანურად ვიმოქმედებ, ისე რომ მაიას იქ ჩამოსვლა არავისთვის საეჭვო არ იყოს, მანამდე ნიკასაც მოვინახულებ. მინდა ეს ამბავი ჩემგან გაიგოს. მით უმეტეს რომ დათუნას თავიდანვე ვერ წავიყვანთ. თქვენ უნდა მოგვეხმაროთ. ბავშვს იქ ვერავის ვანდობ. ჯერ ჩემი ქორწინების საქმე უნდა მოვაგვარო და როცა მაიას მიიღებენ, დათუნასაც შემდეგ ჩავიყვანთ.
- რთული გზა აგირჩევიათ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდით, მეც და ნიკაც მხარში ამოგიდგებით. ადრე თუ გვიან მაინც ასე უნდა მომხდარიყო.
საღამოს სასადილო ოთახში ვიკრიბებით. დათუნას ძინავს, მაიას საღამოს შავი კაბა აცვია, თმები აწეული აქვს. ყელს პატარა ჯვარი უმშვენებს, როგორც ყოველთვის ულამაზესია. მისი დადებითი განწყობა გადამდებია. გვერდით ჟაკლინი უზის, რაღაცაზე საუბრობენ და იცინიან. ფერიდეს მუქი იასამნისფერი, დეკოლტიანი საღამოს კაბა ამშვენებს, ყელზე ახალი სამკაული უკეთია, ბრილიანტების კოლიე ბრწყინავს. ლამაზია, ეშხიანი, მაგმარ რატომღაც ვულგარულიც. მაიკი სუფრის თავში ზის და გველოდება.
- კიდევ კარგი, გამოჩნდით! უკვე იმედი გადაგვეწურა. - გვეუბნება ის. ჩვენ ჩვენთვის გამოყოფილ ადგილზე ვჯდებით გვერდი-გვერდ.
- ამ ორს ეტყობა ბევრი აქვთ საერთო! - ჟაკლინსა და მაიას მისწვდა ფერიდე. მის სიტყვებს პასუხის გარეშე ვტოვებ.
- დედა, მაიკო, როგორც ყოვეთვის, მომხიბვლელნი ხართ!
- თქვენს მეუღლეს ვერ შევედრებით! - ღიმილით მეუბნება მაია - ქალბატონო ფერიდე, არაჩვეულებრივი კოლიეა. - უქებს სამკაულს. ფერიდე კომპლიმენტს იფერებს, აშკარად სიამოვნებს, რომ მისი ახალი სათამაშო შენიშნეს.
- აბდელის საჩუქარია, დღეს ჩვენი ქორწინებიდან შვიდი თვე გავიდა - ისეთი სახით ამბობს, თითქმის ვიჯერებ, რომ ჩვენზე ბედნიერი წყვილი არ არსებობს.
- მეუღლეში ნამდვილად გაგიმართლათ, ყველა ასეთი ყურადღებიანი როდია . - მაქებს მაია.
- ნამდვილად, აბდელს უყვარს სიურპრიზების კეთება. ქალბატონო მაია, თქვენ გათხოვილი იყავით ?
- ეხლაც გათხოვილი ვარ.
- მართლა?! ბოდიშს ვიხდი, არ მეგონა მეუღლე თუ გყავდათ.
- თეოს მამას დიდი ხნის წინ დავშორდი, დათუნას მამა ჩემი მეორე მეუღლეა. მართალია თქვენს მეუღლეს ვერ შეედრება, მაგრამ მერწმუნეთ ცუდი მეუღლე არც მე მყავს. - ეშმაკურად იღიმება მაია, მაიკსა და ჟაკლინსაც ეღიმებათ. ფერიდეს აშკარად განწყობა გაუუმჯობესდა. არ მეგონა მაიას გათხოვება ასე თუ ესიამოვნებოდა.
- საოცარია, აქ მარტო რომ გამოგიშვათ, ეტყობა ეჭვიანი არ არის?.
- ჩემი მეუღლე მაიკსა და მის ოჯახს კარგად იცნობს. კლოდთანაც ახლობლობს, კარგად იცის, რომ საეჭვიანო არაფერია. - ისე ახასიათებს მის ვირტუალურ მეუღლეს, რომ შეიძლება იფიქრო ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობსო.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით? - ინტერესდება ფერიდე.
- დასასვენებლად ბათუმში ჩავედი, ისიც იქ ისვენებდა. ერთმანეთი მოგვეწონა და ბოლოს დავოჯახდით. არაფერი განსაკუთრებული. - ეუბნება მაია.
- მიყვარს ლამაზი ისტორიები - აღნიშნავს ფერიდე.
- დარწმუნებული ვარ, თქვენი ისტორია უფრო ლამაზია.
- სამწუხაროდ, არა.
- არაბეთზე ბევრი მსმენია, ამბობენ ლამაზი ქვეყანააო. - თემას ცვლის მაია.
- ვისთვის, როგორ .... მე ევროპა მირჩევნია.
- რატომ?! - უკვირს მაიას - აღმოსავლურ კულტურაში არის გარკვეული ხიბლი, სულ მაინტერესებდა, მრავალ ცოლიანობა მართალია, თუ მხოლოდ ლეგენდებშია აღწერილი?
ფერიდე ჩაფიქრდა - მართალია, ჩვენთან თუ მამაკაცს შესაძლებლობა აქვს შეუძლია რამდენიმე ცოლი ყავდეს. ოღონდ ცოლებს სრული კომფორტი უნდა შეუქმნას.
- ცოლებში უფროს-უმცროსობა არის?
- რა თქმა უნდა, პირველი ცოლი ყველაზე დიდი პატივით სარგებლობს. - უხსნის ფერიდე.
- ანუ, თუ კლოდი კიდევ მოიყვანს ცოლს, თქვენ უფროსი ცოლი გახდებით?
- კლოდს ჩემი შენახვა იმდენად ძვირი უჯდება, არამგონია კიდევ მოუნდეს ცოლის მოყვანა. - ფერიდეს სიტყვებზე ვიცინივარ, მემგონი ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი საუბარი არ მაღიზიანებს და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს მაიას დამსახურება იყო.
- საინტერესო კულტურა გაქვთ, ჩვენთან პირიქით არის. ქალიც და მამაკაციც ერთხელ ქორწინდება და სასურველია, რომ ეს ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს.
- მაგრამ თქვენ ხომ გაშორდით პირველ მეუღლეს?
- დიახ, მაგრამ ჩვენი რელიგია კრძალავს განქორწინებას, თუ განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. მე ჩემს პირველ მეუღლესთან ჯვარი არ მქონდა დაწერილი. ამიტომ ეკლესიისთვის ჩვენ მეუღლეები არ ვიყავით.
- მესმის რასაც ამბობთ, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ქრისტიანულ ოჯახებშიც არიან საყვარლები, რომლებთანაც წლობით ცხოვრობენ მამაკაცები, ოფიციალურად კი ცოლებიც ყავთ, ჩვენ ასეთ ქალებს მეორე და მესამე ცოლს ვეძახით. - მარტივად უხსნის ფერიდე.
- საინტერესო მიდგომაა. - საუბარში ჩაერია ჟაკლინიც - მე გამიჭირდებოდა მაიკის გაყოფა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს საყვარელი, თუ მეორე ცოლი.
- თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ალბათ ძნელი იქნებოდა! - ეთანხმება მაიკიც.
- ცუდად ნუ ჩამომართმევთ, ჩემს ინტერესს, უბრალოდ ბიზნესის გაფართოებაზე ვფიქრობთ, გვინდა არაბეთში საქონლის ექსპორტი დავიწყოთ, ამიტომ მინდა ცოტა მეტი ვიცოდე თქვენს კულტურაზე.
- იმედია მოგვეცემა საშუალება ჩვენთან მოგიწვიოთ და ყველაფერი თქვენი თვალით ნახოთ? - მაიას სიტყვებს ჩავეჭიდე და საუბარში ჩავერიე. - მე უახლოეს პერიოდში საქმიან ვიზიტს ვგეგმავ საქართველოში. მინდა ჩვენი მომავალი პარტნიორობის საკითხი ბატონ ნიკასთან შევათანხმო, შემდეგ კი იმედია მოგვეცემა საშუალება თქვენს მეუღლესთან ერთად გიხილოთ.
- მეც დიდი იმედი მაქვს - ღიმილით მეთანხმება მაია.
- ამ პარტნიორობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული - ერთვება მაიკი - დარწმუნებული ვარ მამაშენი წინააღმდეგი არ იქნება. - მაიას ეუბნება ის.

ამდენი ხნის შემდეგ ეს პირველი მშვიდი სადილი იყო. თითქოს ფერიდეც კი სხვანაირად იქცეოდა. ამ ქალსაც შესძლებია ზოგჯერ ადამიანივით ქცევა. ის როგორც წესი დილით მიდიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდა ახალი შენაძენით. მის ასეთ ქცევას მე არ ვაპროტესტებდი. პირიქით, კმაყოფილიც ვიყავი ჩემს ოჯახთან ურთიერთობაში ხელს რომ არ მიშლიდა.
ჟაკლინი რძალს და შვილიშვილს თავს ევლებოდა, შეიძლება ითქვას, რომ დათუნას გრაფიკით ცხოვრობდა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ჩემი მშობლები და დათუნა ერთი ასაკისანი იყვნენ. ეს მოსაზრება მაიასაც გავუზიარე.
- ამ ორ ბავშვს, იგივე წარმატებით ნინო და ნიკაც შეგიძლია მიუმატოო.- მიპასუხა მან. როგორც კი ახერხებდნენ, შვილიშვილი სასეირნოდ მიყავდათ, სეირნობა თითქმის მთელ დღეს მოიცავდა. ამ ამბავს მე და მაია არ ვაპროტესტებდით. ფაქტიურად ორნი ვრჩებოდით სახლში. მასთან ურთიერთობას მონატრებული ზოგჯერ საჯინიბოს ვსტუმრობდით და ჩემს წალკოტში მივდიოდით. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. აქ ზუსტად ვიცოდით, რომ მოულოდნელად დაბრუნებული ფერიდე ვერასოდეს გვნახავდა. სახლში მარტო ყოფნას მეტ-ნაკლებად ვერიდებოდით. არ გვინდოდა სალაპარაკო თუნდაც მოსამსახურეებისთვის მაინც მიგვეცა. შემდეგ სახლში ცალ-ცალკე ვბრუნდებოდით, სასაცილო სანახავები ვიყავი, ჩემი ცოლი ჩემი საყვარელი იყო. მაგრამ ამ ურთიერთობაშიც იყო რაღაც ხიბლი, ერთგვარი ადრენალინი.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ ასე უნდა ვიმალო. - ამბობდა მაია.
- წინააღმდეგი ხარ?
- არა, ასეთ ურთიერთობაშიც არის რაღაც! - მეხუტება ის.
- ჩემი სიცოცხლე ხარ!- საკოცნელად მის ტუჩებს ვეძებ და ვპოულობ კიდეც.



მეთორმეტე თავი
ორი კვირა, თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. მაიამ ნიკას ანალიზების პასუხი აიღო, საბედნიეროდ მკურნალობა კარგად მიდიოდა. ნიკას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მაიკმა გამოსამშვიდობებელი სადილი მოამზადებინა. რათქმა უნდა თეოც გვესტუმრა. ფერიდე დიდად არ მოხიბლა ამ იდეამ, მაგრამ მაინც მოვიდა.
- ვერ ვიგებ ეს ქალი რატომ სარგებლობს ასეთი პრივილეგიებით? ჯერ არ მინახავს მამაშენი რომელიმე მეგობრის შვილს ასე გადაყოლოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდი გოგოა, მაგრამ მაინც ასეთი პომპეზურობა ზედმეტი მგონია.
- ცოტას ეჭვიანობ? - ვეკითხები მე.
- არა, მიკვირს. მე მათთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ თავი მაინც ვერ შევაყვარე, ვერ ვიგებ.
ფერიდე ცოტა არ იყოს შემეცოდა კიდევაც, რაც მაიას შევურიგდი, ეს ქალი სხვა მხრიდან დამანახა. მაიას თვალით დანახული ფერიდე ერთი უბედური ქალი იყო, რომელიც ცდილობდა თავი დაეჯერებინა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სილამაზე და კომფორტი იყო. მან ზუსტად იცოდა, რომ ვერასოდეს შევიყვარებდი, ამას შეგუებული იყო და არც აპროტესტებდა. საინტერესოა თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე?.
- როდესმე ვინმე გიყვარდა? - ვკითხე მე. ფერიდე დაიბნა, რატომღაც გაწითლდა, თვალი ამარიდა და ცრემლებით აევსო.
- რატომ მეკითხებით? - ამოიკვნესა მან.
- რა ვიცი, თითქმის არ გიცნობ. მაინტერესებს ოდესმე ვინმე გიყვარდა ?
ფერიდე მიმზერს, თვალს არ მარიდებს.
- კი, მიყვარდა და ეხლაც მიყვარს. - ხმა ჯიუტი და მტკიცე აქვს.
- საინტერესოა - ხმამაღლა ვფიქრობ მე - ვინ არის? ან ეხლა სად არის?
- მაგას არ გეტყვით, ეგ თქვენი საქმე არ არის. თქვენთან ქორწინების გამო ისედაც დამაშორეს. არ მინდა რამე დაუშავოთ.
- ეგ არც მიფიქრია. უბრალოდ დამაინტესრესდა რა ბედი ეწია. როგორ ფიქრობ, ჩვენ რომ დავშორდეთ, მასთან ბედნიერი იქნები?
ქალი ალბათ არ ელოდა ასეთ კითხვას. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთმანეთს ვესაუბრებოდით და მაშინაც პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურდა.
- ჩვენ ვერასოდეს განვქორწინდებით! - მეუბნება ის - ეს შეუძლებელია, ილუზიებით ვერ ვიცხოვრებ. თავს მიკრავს და ოთახიდან გადის.
ალბათ, ნორმალურ ადამიანს არ უნდა უხაროდეს, როცა ცოლი ეუბნება სხვა მიყვარსო, მაგრამ მე თითქოს ტვირთი მომხსნეს. ბედნიერი ვიყავი, თავს ნაკლებად დამნაშავედ ვიგრძნობდი, როცა დავშორდებოდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მისთვის საყვარელ ადამიანთან წავიდოდა. თითქოს შვება ვიგრძენი. ნაწილობრივ ჩვენს განქორწინებას ახალი აზრიც მიეცა. თავისუფლება მხოლოდ მე არ მჭირდებოდა. ის ფერიდესთვისაც აუცილებელი იყო. ჯერ არ ვიცოდი, როგორ... მაგრამ იმედი მქონდა, რომ ფერიდეს დავითანხმებდი განქორწინებაზე, ჩემი მოსაზრებები სადილის დროს მაიასაც გავუზიარე.
- არ ვიცი, წინასწარ თქმა ძნელია. არ დაგავიწყდეს, რომ ნებით თუ ძალით, ეგ ქალი შენს ცოლობას დაეთანხმა. დარწმუნებული ვერ იქნები, რომ ოჯახის წინააღმდეგ მოინდომებს წასვლას.
- ეგეც მართალია, მაგრამ თუ ის ბიჭი მართალა უყვარდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანაირად ეცდება მასათან დაბრუნებას.
- ჩვენ ხომ მათი აზრები არ ვიცით? ასეთ დროს ორივენი ერთ მხარეს უნდა იყვნენ, ფერიდემ რომც გარისკოს ის თუ არ მიიღებს ასეთ ბრძოლას რა აზრი აქვს? ამაზე არ გიფიქრია?
ვეღარაფერი ვუთხარი, ალბათ მართალი იყო, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ განქორწინებას ფერიდეც ჩემსავით მოინდომებდა. საღამომ წყნარად ჩაიარა. თეო გვიანობამდე დარჩა. ფერიდეც ნაკლებად სარკასტული იყო. მაიკი და ჟაკლინი ოდნავ სევდიანები, დათუნასთან ასე უცებ დაშორება არ მოსწონდათ.
- ჩემი დათვის ბელი! მომავალ წელს რომ ჩამოიყვან ცხენზეც შევსვავ.
- ეგ საკითხი ნიკასთან შეათანხმეთ. იმედი მაქვს მომავალ წელს ბაბუა-შვილიშვილი ერთად გესტუმრებიან. - ეუბნება მაია.
- ღმერთმა ქნას შვილო, ღმერთმა - ეთანხმება ჟაკლინი - ისე მომენატრა ნინოც, საბრალო ვინ იცის როგორ განიცდიდა ნიკას ამბავს, მე კი გვერდში არ ვყავდი.
- კარგით, ცუდზე ფიქრს მოეშვით, ყველაფერი კარგადაა, ბაბუ ყოჩაღია, ასე იოლად როგორ დანებდება. უბრალოდ ცოტა მოფერება მოუნდა და ოდნავ შეგვაშინა. - სიცილით ამბობს თეო.
- ეგ ისეთი ცუღლუტია, არ გამიკვირდება მართლა ასე ექნა. - ეთანხმება მაიკიც.
მძღოლი მოვიდა. დაცვამ შეგვატყობინა, რომ გასამგზავრებლად ბარგიც ჩალაგებული ქონდათ. პატარა დათუნა კარგად ჩავიხუტე. ერთი ძლიერად მოვჯმუჯნე, ბავშვი ხმამაღლა კისკისებდა.
- მაიკო, კარგი ოჯახი გყავთ. იმედია ბედნიერები იქნებით. - ნაღვლიანი ხმით უთხრა ფერიდემ. გაოცებულმა შევხედე, როგორც წესი მის მიმართ დადებით ემოციებს არ ამჟღავნებდა.
- თქვენც ბედნიერებას გისურვებთ, ფერიდე. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. - მტკიცე ხმით ეუბნება მაია. ამ ქალური დიალოგის ვერაფერს ვიგებ, მაგრამ ვამჩნევ, რომ მაიას სიტყვები საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ფერიდეზე, ცრემლები აწვება, მაგრამ ტირილს იკავებს. მოულოდნელად მაიას ჩაეხუტა.
- მართლა ჩამოხვალთ არაბეთში?- ეკითხება ის, მაიამ გაოცებულმა შემომხედა, დიდად ვერ მივხვდით რა ხდებოდა - თუ შენი მეუღლე ვერ შეძლებს, შენ მაინც ჩამოდი. მე ძალიან გამიხარდება, ამას გულით გეუბნებით! - დააყოლა ფერიდემ როცა მიხვდა, რომ მისი უცაბედი სითბოს გამოვლინება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო - ჩვენ გაგვიხარდება!
- ალბათ, ჩემს დაპატიჟებას აზრი აღარც აქვს, ფერიდემ ყველაფერი გითხრათ, უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვალ და შემდეგ ჩვენთან გელოდებით. - ბედნიერი და კმაყოფილი ვეუბნები მაიას.
- გელოდებით, მისტერ კლოდ! - ერთმანეთს ვემშვიდობებით, გულში ვიკრამ მაიას და ყურში მაინც ვუჩურჩულებ: -გახსოვდეს რომ მიყვარხარ!
- მეც! - მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობ ლოყაზე და ცეცხლი მეკიდება.
- ყველა მომიკითხე! - ხმამაღლა ვამბობ და მანქანაში ჩამჯდარს ხელს ვუქნევ.

მიდის მაია და თან მიაქვს ჩემი გულიც. ვხედავ დათუნას გაბრწყინებულ სახეს და სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ ჩავიკრა გულში, მაგრამ ავტომობილი უკვე თვალს ეფარება. მოწყენილნი სახლში შევდივართ, ჟაკლინი და მაიკი დაღლილობას იმიზეზებენ და თავის აპარტამენტებში იკეტებიან, თიკო დედას გაჰყვა აეროპორტში და იქიდან პირდაპირ საერთო საცხოვრებელში წავიდოდა. ფერიდეც კი რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო დუმდა, ხმას არ იღებდა, თავის ფიქრებში ჩაძირულიყო. ამ ქალის გაუთავებელ ლაპარაკს იმდენად მივეჩვიე, რომ მისი სიჩუმე მეხამუშა.
- ფერიდე, კარგად ხართ?
- ბატონო? - არეულად შემომხედა, თითქოს მაშინ შენიშნა, რომ მეც იქ ვიყავი.
- კარგად ხართ? - კითხვა გავუმეორე მეც.
- დიახ, უბრალოდ ჩავფიქრდი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ცოტა თავი მტკივა და ოთახში ავალ.
- რა თქმა უნდა. - აშკარად რაღაც აწუხებდა, მაგრამ თქმა არ უნდოდა, მეც არ ვიყავი იმ განწყობაზე, რომ ფერიდეს პრობლემები მესმინა, ამიტომ აღარც ჩავეძიე. თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონვე მეტყვის, თუ არადა თავი გამჭირვებია, ფერიდეს პრობლემებზეც, რომ არ ვიფიქრო.
ვიჯექი მარტო იმ სარწეველა სავარძელში, რამდენიმე დღის წინ მაია რომ იჯდა. თვალები დახუჭული მქონდა და ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი.
მაიას წასვლიდან ორი-სამი დღე კიდევ დავრჩით ლონდონში და ჩვენც ჯიდაში დავბრუნდით. შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ამ მგზავრობით ფერიდე შეიცვალა. ყველაფერზე აღარ ჯიჯღინებდა, აღარც იგნორირებას მიკეთებდა. ვერ ვიგებდი მის ასეთ მკვეთრ ცვლილების მიზეზს. რატომღაც ამ მგზავრობის დროს მხოლოდ ერთი სამკაულის შეძენით შემოიფარგლა. არც ახალი ავტომობილი მოუთხოვია, ჩემს წინ სრულია სხვა ფერიდე იყო. ეს ავი და ანჩხლი ქალი, ჩუმ ფერიდედ იქცა. აეროპორტში მუსტაფა დაგვხვდა, ერთმანეთს თბილად შევხვდით. ფერიდეს ცვლილება არც არც მას გამოეპარა.
- რა ჭირს? - თვალით მანიშნა ფერიდეზე, მხრები ავიჩეჩე.
- რამდენიმე დღეა ასეა.
- აბდელ, მაია ჩვენთან როდის ჩამოვა? - მკითხა ფერიდემ როცა ავტომობილში ჩავჯექით. მუსტაფამ საქარე მინიდან გაოცებულმა შემომხედა.
- ჯერ არა მგონია, მე და მამამისს გარკვეული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი და ალბათ შემდეგ, რატომ მეკითხები?
- მაია კარგი ქალი ჩანს - გაოცებული ვუყურებ ფერიდეს. მგონი მომესმა მისი სიტყვები - ის იბრძვის, ცდილობს ბედნიერი იყოს. - სერიოზული სახით მეუბნება ის.
- შენ არ ცდილობ?
- მე ვერ შევძელი!- ნაღვლიანად ამოიოხრა მან და იმედიც აღარ მაქვს. მისი მშურს, ის ძლიერია, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ასეთი ხალხი მიზანს ყოველთვის აღწევს. თქვენ ბედნიერები იქნებით!
- ჩვენ ?! - გაოვებას ვერ ვმალავ.
- დიახ, თქვენ! მხოლოდ ბრმა ვერ მიხვდებოდა თქვენს ურთიერთობას. - მეგობრულად მეუბნება ფერიდე - ის პატარაც ძალიან გგავთ, ბედნიერი მშობლები ხართ. თუმცა ვერ მივხვდი ამას რატომ მალავთ. თქვენ ხომ ისედაც შეგიძლიათ რამდენიმე ცოლი გყავდეთ, წინააღმდეგი ვინ იქნება? - ფერიდე, ჩვენ არ გვინდოდა ასე ყოფილიყო. შენი მოტყუებაც არ მინდოდა, მაგრამ მაია და დათუნა ჩემი ოჯახია, მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ. - ფერიდე მიმზერს და იღიმება, მეჩვენება თითქოს უხარია რასაც ვეუბნები.
- ვიცი, აბდელ. მიხარია, ჩვენ ორიდან რომელიმე ბედნიერი თუ ვიქნებით.
- რომელიმე არა, ფერიდე, მე მინდა ორივენი ბედნიერები ვიყოთ.
- ვერ მიგიხვდით. - მეუბნება ის და თვალებში მიმზერს.
- ჩვენ რაღაც საკითხები გასარკვევი გვაქვს, მუსტაფასთან ნუ მოგერიდება, მან იცის საიდუმლოს შენახვა, ჩემთვის ძმაცაა და მეგობარიც, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. შემთხვევით არ გკითხე, ვინმე თუ გიყვარს მეთქი. როგორ ფიქრობ, საშვალება რომ გქონდეს შენ და შენი შეყვარებული ერთად ბედნიერები იქნებოდით?
- ბევრი ვიფიქრია ამ საკითხზე. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მაია გავიცანი. როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს ბედნიერებას ასხივებენ. ეს გადამდებია და მათ გარშემო ყველა ბედნიერია. თქვენთან ასე იყო. მე მსიამოვნებდა თქვენი ყურება. ალბათ, სასაცილოა ცოლი ქმარს ამას რომ ეუბნება, მაგრამ მე თავი თქვენს ცოლად არ მიმაჩნია და საბედნიეროდ დავრწმუნდი, რომ არც თქვენ მიყურებთ, როგორც ქალს. ამან დამამშვიდა, დამაწყნარა და მხრებიდან დიდი ტვირთი მომხსნა. მეშინოდა, სახლში ვერ ვჩერდებოდი. მეგონა ერთ დღესაც ცოლის მოვალეობის შესრულებას მომთხოვდით და ამის ისტერიულად ვუფრთხოდი.
- ამიტომაც მიდიოდი ყოველ დილას? მეგონა სამკაულების შეძენა გიყვარდა.
ის მხიარულად იცინის -ალბათ, ასეთ სიყვარულს ავადმყოფობა უფრო ერქმეოდა. არა, მე არც ამდენად ხარბი ვარ, რომ სამკაულებზე გონება დამიბნელდეს. უბრალოდ, სახლიდან წასასვლელად მიზეზს ვეძებდი. თან ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ მობეზრდება. იტყვის ძალიან ძვირად შესანახი ქალიაო და განქორწინებას მოითხოვს მეთქი. თქვენ კი პირიქით იქცეოდით. ეს ისტერიკაში მაგდებდა. ყოველდღე დაძაბული ვიყავი, მეშინოდა, ღამით თვალების დახუჭვას ვერ ვახერხებდი, მეჩვენებოდა თითქოს ოთახში შემოხვიდოდით! მაიას ნახვით ეს ტვირთი მომეხსნა. მასთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობ. ვიცი, რომ გიყვართ, ეს კი ჩემთვის იმის გარანტიაა, რომ როგორც ქალი არასოდეს არ დაგაინტერესებთ. მე ესეც მეყოფა. არაუშავს, დაე ქაღალდზე ვიყო თქვენი ცოლი, მუდმივად დაძაბული მაინც აღარ ვიქნები.
- არ ვიცოდი ასე თუ გეშინოდათ ჩემი, ალბათ უნდა მივმხვდარიყავი. მე ხომ თქვენს მიმართ ინტერესი არასოდეს გამომიმჟღავნებია, ვერც კი ვიფიქრებდი, ასე თუ იყავით განწყობილი. მაგრამ კითხვაზე, მაინც არ მიპასუხეთ, ჩვენ რომ დავშორდეთ, თქვენი შეყვარებული ცოლად მოგიყვანთ?
- ეს ლამაზ ოცნებას გავს. არამგონია განქორწინების უფლება მოგვცენ.
- და მაინც?! - არ ვეშვები მე.
- ჟანმა, მას ასე ქვია, რამდენიმეჯერ შემომთავაზა მასთან ერთად გაქცევა, მაგრამ ვერ გავბედე, შემეშინდა.
- ჩემი?!
- არა, თქვენი არა, ჩვენი ოჯახების რისხვის. ცოცხლებს არ დაგვტოვებენ, მთელი ცხოვრება მალვაში ხომ ვერ ვიქნებოდით?
- ბოლოს როდის ნახეთ?
- ერთი კვირის წინ - მითხრა მან და თავი დახარა, დავინახე როგორ გაწითლდა. შემეცოდა ფერიდე, რა მისი ბრალია ასეთ პირობებში რომ აღმოჩნდა?
- ჟანი არაბული სახელი არ არის.
- ფრანგია, მე ევროპაში მივიღე განათლება. პარიზში რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და იქ გავიცანი. ასე მგონია ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით. უბედნიერესები. ყველა ამბობდა ლამაზი წყვილი ხართო. თავი უშნო არ მგონია, მაგრამ მასთან ვბრწყინავდი, ლაღი, ხალისიანი, ბედნიერი ვიყავი. თქვენ ის ფერიდე არ გინახიათ. ჩემმა ოჯახმა მომსპო. ღიმილი დამაკარგვინა. ტრადიციებსა და მათ კეთილდღეობას შემწირეს, მუდმივად ბევრი ფულის შოვნა უნდოდათ, მუდმივად. ვიცი ჩვენი მტრობის შესახებ. ისიც ვიცი, რომ მემკვიდრეს ელოდებიან, მაგრამ მგონია, რომ ამას დიდი დაპირისპირება მოყვება, ჩემი თავი არ მაღელვებს, მაგრამ თქვენ კარგი ადამიანი ხართ, თქვენი ოჯახიც ძალიან მომწონს. არ მინდა საფრთხეში აღმოჩნდეთ. - ცრემლი მოიწმინდა ფერიდემ.
- მაია დათუნას არ წამოიყვანს. არ მინდა იცოდნენ შვილი რომ გვყავს. მაშინ მემკვიდრის დაბადებას აღარ დაელოდებიან. დაპირისპირება უფრო ადრე დაიწყება. ისინი მაშინვე ბავშვის განადგურებას ეცდებიან. მე კი ამას ვერ დავუშვებ. შეიძლება ჩამი და მაიას ურთიერთობა ბოლომდე ვერ დავმალო, ბოლოსდაბოლოს იტყვიან საყვარელიაო. ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ. იქ სადაც მამაკაცს ბევრი ცოლის ყოლის უფლება აქვს, არც საყვარლის ყოლის გამო გაკიცხავენ, მაგრამ ბავშვი სხვა საქმეა.
- გასაგებია, მე ეგ არ მიფიქრია. მაიას მეორე ქმარი თქვენ ხართ? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ჩვენ მართლაც ბათუმში გავიცანით ერთმანეთი და მალევე ვიქორწინეთ. მაია ორსულად იყო არაბეთში როცა ჩამოვედი. ოჯახში გამომიცხადეს, რომ ერთად-ერთი გზა შვიდობის შენარჩუნებისთვის თქვენზე ქორწინება იყო, შევეწინააღმდეგე, მაგრამ ჩემი ოჯახიც დამიპირისპირდა. გარდა ბიძია ომარის ოჯახისა, მათ სიმართლე ისედაც იცოდნენ, მაგრამ მთელი კლანი აგვიმხედრდებოდა. ამას თქვენი ოჯახიც ემატებოდა. რა თქმა უნდა ვერ გავამხილე ცოლი რომ მყავდა. იმას მითუმეტეს ვერ ვიტყოდი, შვილსაც რომ ველოდებოდი, მეშინოდა ამდენ თავზეხელაღებულ ადამიანებს მაიასა და მისი ოჯახისთვის რამე არ დაეშავებინათ. თქვენი ცოლად მოყვანით დროის მოგება მინდოდა. ნელ-ნელა მოვძლიერდებოდი, ხალხში მომხრეებიც გამიჩნდებოდა და შემდეგ ბრძოლაში წინააღმდეგობის გაწევასაც შევძლებდი.
- სამწუხაროა! -აღნიშნა ფერიდემ -ფაქტიურად ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იბრძვით. როგორ ფიქრობთ, სხვა გამოსავალს ვერ ვიპოვით? იქნებ მოვახერხოთ დაპირისპირების აცილება?
- მე ვერაფერი მოვიფიქრე. თქვენ თუ გაქვთ რამე ვერსია, სიამოვნებით მოგისმენთ.
ფერიდე დუმდა.
-იცით, ბატონო აბდელ, ჩემის აზრით სწორად იქცევით მაია თქვენთან რომ მოგყავთ. მას აქვს უნარი ადამიანებში დადებითი თვისებები აღმოაჩინოს. იქნებ დროთა განმავლობაში გამოსავალიც გამოჩნდეს.
- კარგი იქნებოდა.
- გამაოცეთ, ქალბატონო ფერიდე! -ეუბნება მუსტაფა - ვერც კი ვიფიქრებდი, თუ თქვენ ასე გაგებით მოეკიდებოდით აბდელის ამბავს.
- რატომ?!- უკვირს მას -ასეთი უგულო გგონივართ? მე ყველაფერს მივცემდი, ოღონდაც ჟანთან ვყოფილიყავი. საშვალება რომ მქონდეს მასთან ფეხით გავიქცეოდი და ვერაფერი შემაჩერებდა, მაიას და აბდელსაც იგივე სურთ. არაფერი განსხვავებული, როგორ შეიძლება მათი არ გესმოდეს, ისინი ბედნიერნი არიან ერთმანეთი რომ იპოვეს, მე ნაკლებად გამიმართლა, მაგრამ არაუშავს.
- აი, ნახავ, ბედნიერი იქნები. მთავარია გჯეროდეს. მე დაგეხმარები, აუცილებლად მეც და მაიაც, აი, ნახავ! - ვპირდები მე.
- ჩემთვის ეს სიტყვებიც დიდი შვებაა. ამის გამოც მადლობელი ვარ.
სახლში მივედით, ბარგი გადმოვალაგეთ და მე და მუსტაფა კორპორაციაში წავედით.
- როგორც მივხვდი, მაიკთან საინტერესო ამბები მომხდარა?
- კი, ამ ორმა კვირამ ბევრი რამ შეცვალა.
- იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივა.
- რომ იცოდე, როგორი ბიჭუნა მყავს. - დათუნას სახე წარმოვიდგინე მე. მუსტაფას ეღიმება.
- არ გიმხელდი, მაგრამ მაიას ყურადღებას ვაქცევდით, მის ამბებს პერიოდულად ვიგებდი. დათუნაზეც ვიცოდი. აბდელ, ხომ იცი, რომ შენთვის არაფერს დავინანებ, სიცოცხლესაც კი. ის პატარა შენი შვილია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ის ჩემი შვილიცაა, უფრო მეტიც, ის ჩვენი პრინცია. მოვა დრო, აქ ჩამოვა, და ისევე გვეყვარება, როგორც ჩვენი პრინცი.
- ხალხს ჩემი მიღება გაუჭირდა, ადამიანის ბუნება ასე ყოფილა. როცა ვეღარ გხედავენ, იოლად გივიწყებენ. ბუნებით ჩვენ ყველანი ეგოისტები ვართ. საკუთარი კეთილდღეობა გვირჩევნია სხვისას. წინამძღოლის ვალი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ვერ იქნება. მინდა, რომ ჩვენმა ოჯახმა შემიყვაროს და მიხვდნენ, რომ მათი ბედნიერებისთვის ერთად მოგვიწევს ბრძოლა. ისინი დღეს ჩემგან ითხოვენ მსხვერპლს. უნდათ დავივიწყო ჩემი მშობლების სიკვდილით მიყენებული ტკივილი. ისე უნდათ ვიცხოვრო, თითქოს არაფერი მომხდარა. საინტერესოა თვითონ როგორ მოიქცეოდნენ ჩემს ადგილზე? გგონია ბევრს ვითხოვ? მე ხომ საკუთარი ოჯახი მიყვარს. ჩემი ცოლ-შვილი. მინდა იმ ხალხთან ვიყო ვისაც ჩემი დანახვა უხარია და ხელები ჩემი ოჯახის სისხლში არ ექნებათ გასვრილი.
- შენი მესმის, ხალხის განწყობაც საგრძნობლად შეიცვალა. გენდობიან, უყვარხარ, მათ ყველაფერი მიიღეს რაც სურდათ. ახალი სკოლები, საავადმყოფოები. ამ ბოლო დროს, ისედაც საომარ მდგომარეობაში ვართ. ამერიკელი ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ. ამბობენ, რამდენიმე ჩვენი ტანკერი დანაღმულ ტერიტორიაზე დარჩენილა. ფერიდეს ოჯახმაც სერიოზულად იზარალა. დაბომბვისას მისი ტანკერები დაზიანებულა. მე ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ შენზე დამოკიდებულები იქნებიან. უფრო მეტად მოერიდებიან შენს განაწყენებას. თუმცა, ალბათ წინააღმდეგნიც იქნებიან განქორწინების. ასე თუ გაგრძელდა, მათი ხელშეუხებლობის გარანტი შენ დარჩები და ისინიც უფრო გამალებით ჩაგებღაუჭებიან.
- მე მათი გარანტი? რა სისულელეა.
- კი, შენ, შენ ინგლისელი ლორდი ხარ! ევროპაში შენი წონა გაქვს. ამას ანგარიშს ყველა უწევს. აქაც და ინგლისშიც, საქმე საქმეზე, რომ დადგეს ამერიკელებიც უპირატესობას შენ მოგანიჭებენ. ამიტომ ფერიდეს ოჯახი ასე იოლად ვერ შეგელევა.
- გამოდის საშველი არ ყოფილა?
- არ ვიცი, თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება, მაგრამ მე შენს ადგილზე გარანტიის სანაცვლოდ, ფერიდეს ოჯახს მაიას და ბავშვის მიღებას მოვთხოვდი. ფერიდეს არ გავშორდებოდი. ამით მათ სიძედ დავრჩებოდი, ისინი თქვენი პრივილეგიებით ისარგებლებდნენ. სამაგიეროდ მაიას და თქვენს პატარას მიიღებდნენ და ბავშვიც მემკვიდრედ გამოცხადდებოდა.
- მერე ფერიდემ?
- მისი საკითხი არ ვიცი როგორ იქნება, ამაზე არ მიფიქრია. ის ოფიციალურად თქვენი ცოლია და ალბათ, ასეც უნდა იყოს. არამგონია ამ სიტუაციაში დაეთანხმონ თქვენს განქორწინებას. ეს მათთვის გაკოტრების ტოლი იქნება. ფაქტიურად ის მიწები, სადაც მათი ტანკერები იდგა მთლიანად დაკარგულია. ისინი უფრო სახიფათონი გახდებიან, შენს ადგილზე ჯერ ბავშვსა და მაიას კლანში მიღებაზე ვიფიქრებდი, ხოლო განქორწინების თაობაზე შემდეგ გადავწყვეტდი რამეს.
დიდად არ მომწონდა მუსტაფას ნათქვამი, მაგრამ მის სიტყვებში სიმართლეც იყო. ამ სიტუაციით, რომ მესარგებლა იმას მაინც მოვახერხებდი, რომ ოჯახში მაიას და ბავშვს მიიღებდნენ, დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც არ მომწონს მუსტაფას გეგმაში. რაღაც ზედმეტად კარგდა ჩანს ყველაფერი მარტივად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent