შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 3]


20-10-2015, 20:48
ავტორი Nude
ნანახია 3 870

ზუსტი მეცნიერება.
ნაწილი 3.
ისეთი მოულოდნელი იყო მამაკაცის ეს ქმედება, ვერც სხეულში დავლილი სასიამოვნო ჟრუანტელის შეგრძნება მოასწრო და ვერც ვერაფერი ამის მსგავსი. ის კი არა, ვერც გაიაზრა ბოლომდე, თუ რა მოხდა.
– იმ მანქანას ხომ ხედავ? – მის ყურთასმენას მისწვდა, უკიდურესად ბოხი, მკაცრი და უხეში ბარიტონით დასმული შეკითხვა.
იქით გაიხედა, საითაც თვალებით ანიშნა ლაზარემ.
– იქ, ალბათ ოთხი ჟურნალისტი მაინც იქნება, ეს მინიმუმ, ამიტომ გაიღიმე და ჩამეხუტე ისე, რომ მეც კი დავიჯერო. – ის ცინიკური ხმა უკვე სძულდა, რომელიც აიძულებდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც არც უნდოდა და არც სიამოვნებდა.
საერთოდ შეძლებდა კი?!
გაუბედავად, ,,ღიმილით’’, თუ ამას ღიმილი ჰქვია, მკლავები ძლივს აზიდა და მამაკაცის კისერზე შემოაწყო, როცა ლაზარეს, დიდი და დაძარღვული ხელები იგრძნო მის წვრილ წელზე, კინაღამ იქვე ჩაიკეცა. მისი წელით იგრძნო ამ კაცის სიძლიერე და ხომ წარმოგიდგენიათ... კარგით, აღარაფერს ვიტყვი.
– არაბუნებრივი ხარ, არადა გავიგე მსახიობი ყოფილხარ. – ირონიულად ჩაუკრა თვალი და ლოყაზე ნაზად აკოცა.
ამ სიტყვებში დაცინვა იგრძნობოდა ისეთი სიმძაფრით, რომ სიბრაზისგან ძარღვებში სისხლი გაუშრა თათას.
– მძულხარ! – ასევე ცინიკური ღიმილით უთხრა ეს სიტყვები და ცხვირი მამაკაცის ყელში ჩარგო.
აღარაფერი უთქვამს მამაკაცს, მაგრამ ისეთი საშიში თვალებით შეხედა გოგონას, ენა მუცელში კი არა, იმის იქით ჩაუვარდა.
მანქანაში ჩასხდნენ და ლაზარეს სახლისკენ აიღეს გეზი. როგორც კი მოსწყდა ადგილიდან მამაკაცის მანქანა, მაშინვე აედევნა უკან ორივე ავტომობილი. დიდი დაკვირვების შემდეგ თათამ იმხელაზე შეკივლა, კინაღამ გული გაუხეთქა ლაზარს.
– ის, ის მანქანაა, ის მანქანა, ასე რომ მაშინებდა, ის მანქანა, ამდენი ხნის განმავლობაში სულ უკან რომ დამსდევდა, – ალუღლუღდა სასაცილოდ დაბნეული თათა და მამაკაცს შეშინებული სახით შეხედა, – ლაზარე, უკან ვინ მოგვყვება?
– ჩემი დაცვა, – მშვიდად გასცა დასმულ შეკითხვას პასუხი ისე, რომ არც კი შეხედა აკანკალებულს.
– ზუსტად ვიცი, ეს მანქანა არის... – მაინც არ იშლიდა თავისას და დაძაბული განაგრძობდა ძლივს გარკვეულად საუბარს.
– მეც ზუსტად ვიცი, რომ ეს მანქანაა და ისიც ვიცი, რომ ,,ვიღაც’’ გამუდმებით უკან დაგყვებოდა. – ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე და მაცდურად გაიღიმა.
– ეს... – ხმა ვეღარ ამოიღო გაოგნებულმა თათამ.
მიხვდა იმას და ამოხსნა ის თავსატეხი, თუ ვინ დასდევდა სულ კუდში, მაგრამ ვერ ხვდებოდა ამის მოტივს, ვერც მაშინ და ვერც ახლა. რაში დასჭირდა ეს ყველაფერი? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისიც ირკვევა, რომ თათას პიროვნებით დაინტერესებული არის და ასე თუ ისე ყველაფერი იცის გოგონაზე, მისგან განსხვავებით.
მანქანიდან მათი გადმოსვლა, ლაზარეს ხელი მის წელზე და ჟურნალისტების მოცვენა, ერთი იყო.
– ღმერთო, შენ მიშველე... – საცოდავად ამოიკნავლა თათამ და გულ აჩუყებულმა გაუაზრებლად მიადო თავი მამაკაცის მკერდს.
– ბატონო ლაზარე, თუ შეიძლება, გვიპასუხეთ რამდენიმე შეკითხვაზე, – წამოიყვირა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მოიმარჯვა ჩამწერი.
– შეგიძლიათ, ოღონდ მხოლოდ დღეს, ბოლოჯერ, – მკაცრად გაიჯღერა ლაზარეს ხმამ და დაბნეული გოგონა, კიდევ უფრო მძლავრად მიიკრა თავის სხეულზე.
– ვინ ბრძანდება ეს გოგონა და რა ურთიერთობა გაკავშირებთ ერთმანეთთან?
– თქვენ მშვენივრად იცით, რომ არას დიდებით არ გამოვამზეურებდი ჩემს პირადს თქვენთან, – ბოლო სიტყვის წარმოთქმისას, ყველა მათგან ზიზღ ნარევი მზერით გადახედა და საუბარი განაგრძო, – მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, ერთ თვეში იქნება ჩემი და თათა შუკვანის ქორწილი, იძულებული ვარ გაგიმხილოთ. ეს ქალბატონი, ჩემი მომავალი მეუღლეა.
– რამდენი ხანია, რაც მას იცნობთ? – ჰკითხა, ახლა მეორე ჟურნალისტმა.
– რაც საჭირო იყო, უკვე განვაცხადე, დაგტოვეთ ქალბატონებო და ბატონებო, დაცვა გაგაცილებთ. – მკაცრად წარმოთქვა თითოეული ბგერა.
აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გაუწევდა მას და მის შემზარავ სიმკაცრეს წინააღმდეგობას. ერთი მეორეს მიყოლებით გაიკრიფნენ იქედან.
რამდენიმე წუთში, უკვე წყვილი სახლში იყვენენ შესულები. ნუ, სახლში არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, სასახლეში.
– ლაზარე... – გაუბედავად დაიწყო კითხვის დასმა, მაგრამ იმ წამსვე გადაიფიქრა, როცა მამაკაცისგან ვერანაირი ყურადღება ვერ იგრძნო.
როცა რამდენიმე წამის შემდეგაც კი აღარ ამოიღო გოგონამ ხმა, ლაზარემ თვითონ ჰკითხა:
– რა მოხდა?
– ჩვენ სად ვიცხოვრებთ? – შეშინებულმა დააკვესა თვალები და დამფრთხალმა შეავლო კვლავ თვალი სახლს.
– აქ.
– აქ?
– კი, ყველა ჩემ ოჯახის წევრთან ერთად.
ისე ძალიან მოხვდა გულზე მისი ზედაპირულობა და ეს ტონი, რომ აღარაფერი თქვა. გული სწორედ იმაზე დაწყდა, რომ მას ისეთივე ტონით ,,ესაუბრებოდა’’ მამაკაცი, როგორც იმ ჟურნალისტებს.
და კიდევ ერთხელ დარწმუნდა თათა იმაში, რომ ლაზარეს ცხოვრებაში მას ჭიანჭველაზეც კი მეტი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.
– არ შეიძლება, რომ ცალკე ვიცხოვროთ?
კი იცოდა წინასწარ პასუხი, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო და...
რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდა გმირობის გამოვლინება ამასაც?!
– არა! – იყო პასუხი. სხვას არც ველოდით.
ფაქტობრივად არავის იცნობს და დარწმუნებულია რომ არავისგან არ უნდა ელოდოს პატივისცემას, რადგან ის ძალით შერთულია ლაზარეზე, რაღაც ზავის მსხვერპლის და მთავარი ძაფის გამო.
არარაობად გრძნობს თავს და არარაობა ჰქონია მისი ცხოვრებაც.
საჩვენებელი თითით მოიწმინდა ერთი კურცხალი და საკუთარ თავს გაუბრაზდა იმაში, რომ მისი მწუხარება, დარდი და ცრემლი ლაზარემაც შეამჩნია და დაინახა, თუმცა მამაკაცს არაფერი უთქვამს, ისე დაიჭირა თავი, თითქოს არც დაუნახავს ეს ყოველივე, ან უბრალოდ უფრო ღიად დაანახვა, რომ მისთვის გოგონა არაფერს წარმოადგენს.
იმდენი ხალხი ისხდა მისაღებში, გარემოს დათვალიერება ასეთ დროს და მდგომარეობაში ძალიან დიდ უკულტურობად ჩათვალა, ამიტომ მხოლოდ იქ მსხდომ ხალხს აქცევდა ყურადღებას.
რაღაცნაირად უხერხული გარემო შეიქმნა, თუმცა იმდენად კარგი ხალხი გამოდგნენ ნანსყანები, თითქმის გაუქრა დაძაბულობა, მხოლოდ ლაზარეს საშინელი მზერა არ ასვენებდა. მისი თალები მაშინვე ამბობდნენ: ,,მეზიზღები, მძულხარ’’, როცა კი თათას შეხედავდნენ.
მაშინ გახდა მონსტრი ლაზარე ,,თბილი’’, როცა მათ ოჯახს შემოემატა ბიძაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები. მაშინვე მიხვდა თათა, რომ მათ არ იცოდნენ სიმართლე და არც უნდა სცოდნოდათ.
ყველაზე კარგი და საყვარელი ადამიანები, რომელიც იმ დღეს გაიცნო გოგონამ, იყვნენ ლაზარეს ბებია და ბაბუა. ისეთი თბილები, მხიარულები და ლაღები იყვნენ, რაღაც წამს მათი შეშურდა კიდეც თათას. იმხელა ბედნიერებას ასხივებდნენ ირგვლივ, გინდოდა, თუ არა, მაინც მათ ტყვეობაში ამოჰყოფდით ნებისმიერი თქვენგანი თავს. ისე უღიმოდნენ ერთმანეთს... ბედნიერად.
თათას ერთ-ერთი ოცნება იყო ის, რომ ვინმეს გაგიჟებით, თავდავიწყევით შეყვარებოდა, თუმცა ამას ვერასდროს მოახერხებდა. ასეთ გიჟურ სიყვარულს ვერასდროს გამოცდიდა, ვერ შეიგრძნობდა, თუმცა კი, საერთოდ ვერ იგრნობდა იმას, რასაც ორმხრივი სიყვარული ეწოდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ჩვენი თათა. ცოტა ჩერჩეტია ეს გოგო.
კიდევ დარჩა საზოგადოებაში იმ ადამიანთაგანი, რომელიც თათას ცხოვრებას, ცხოვრებას უწოდებს? და თუ კი, მე, თქვენ, მიყვარხართ.
– რა კარგი ხარ, შვილო. – თბილად უთხრა მოხუცმა თათას და ქმარს ღიმილით გადახედა. – ნოე, ზუსტად ისეთია, ლაზარეს რომ სჭირდება, – რაღაცნაირი სიამაყით წარმოთქვა ეს სიტყვები.
წამით ინატრა რომ მათი შეუღლება და ზოგადად ეს ყველაფერი ფარსი არ ყოფილიყო. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ინატრა, რომ მოხუცის სიტყვები სიმართლეს შესადაგებულიყო.
– დიახ, მარიამ, – ისე წარმოთქვა მამაკაცმა ცოლის სახელი, როგორც შუა საუკუნეებში ახასითებდათ ჯელტმენ კაცებს. – ისეთია ჩვენ რომ გვინდოდა და მოგვწონს. – თბილად უჩურჩულა ცოლს და გოგონას მხიარული სახით შეხედა.
– მაგრამ... – დაიბნა, ძალიან დაიბნა, – თქვენ ხომ იცით სიმართლე?
– ვიცით.
– მაშ, რატომ?..
– ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვიცით შენი მომავალი და ისიც ვიცით, რა ბედი გეწევათ თქვენ ორს. – ჯერ დაბნეულ და გულ ამოვარდნილ თათას გაუცინეს, შემდეგ კი თვალებით დაამყარეს ერთმანეთთან რაღაც ამოუხსნელი კავშირი, ისეთი, მხოლოდ ისინი რომ მიხვდებიან.
გაოგნებული თათა, სკამის საზურგეს მიეყრდნო, შემდეგ კი, დიდი დაკვირვებითა და ინტერესით შეხედა მამაკაცს, რომელიც მისგან საკმაოდ შორს იყო, ფეხზე წამომდგარი, ხელში ღვინის ბოკლით მომარჯვებული ისმენდა იმ ხალხის დალოცვას, რომელიც თათასა და მის შეუღლებას აღნიშნავდნენ.
იმ წამსვე იგრძნო მამაკაცის დაჟინებული მზერა, ოღონდ სახეზე ან ამ მიდამოებში კი არა, არამედ მის ლამაზ და მადის აღმძვრელ მკერდზე. ისეთი ინტერესით აკვირდებოდა მამაკაცი იმ ადგილს, თითქოს რაიმე საგანძურს ეძებსო, თუმცა აქ ,,თითქოს’’ რა შუაშია? მეტი საგანძური რაღად უნდა მამაკაცს.
– უტაქტო! – დაიჩურჩულა და სასაცილოდ აიფარა ხელის მტევნები მის მოღეღილ და გამობურცულ მკერდზე.
ერხელ კიდევ შეათვალიერა ,,მარგალიტები’’ ლაზარემ, ჩაიცინა თათას ამ ბავშვურ ქმედებაზე და ისე მიუტრიალდა იქვე მსხდომ მამაკაცებს, თითქოს წამის წინ თავხედურად არ დაალაჯებდა მის მზერას, გოგონას სხეულზე.

*11*
უღმესი, უდიდესი მადლობა...
ჯერ-ჯერობით არ ვარღვევ დადებულ პირობას და ყოველ დღე გთავაზობთ ახალ-ახალ თავს...
იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი N7

ო, რაინტრიგნებუ ხართ შენც და ლაზარეეც..
მალე დადე თორე არ შემეცოდები გასატყეპად 3:)
მიყვარხარ, გგონია? 3:)
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე პირადად ძალიან ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მაინტერესებს ამათი ურთიერთობა როგორ აეწყობა... მე რატომღაც მაინც მგონია რომ ლაზარეს უყვარს თათა უბრალოდ ამას არ იმჩნევს... მოკლედ ველოდები ახალ თავს და დამთბარ ურთიერთობებს...

 


№3  offline მოდერი Nude

N7
ო, რაინტრიგნებუ ხართ შენც და ლაზარეეც..
მალე დადე თორე არ შემეცოდები გასატყეპად 3:)
მიყვარხარ, გგონია? 3:)

ვერ წარმომიდგენია ;)
უცნობი ქ
მე პირადად ძალიან ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მაინტერესებს ამათი ურთიერთობა როგორ აეწყობა... მე რატომღაც მაინც მგონია რომ ლაზარეს უყვარს თათა უბრალოდ ამას არ იმჩნევს... მოკლედ ველოდები ახალ თავს და დამთბარ ურთიერთობებს...

მიხარია, თუ ცოტა მაინც გასიამოვნე...
თუმცა ჯერ არ იქნება ,,თბილობები''
--------------------
bailey

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ღამურა
N7
ო, რაინტრიგნებუ ხართ შენც და ლაზარეეც..
მალე დადე თორე არ შემეცოდები გასატყეპად 3:)
მიყვარხარ, გგონია? 3:)

ვერ წარმომიდგენია ;)
უცნობი ქ
მე პირადად ძალიან ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მაინტერესებს ამათი ურთიერთობა როგორ აეწყობა... მე რატომღაც მაინც მგონია რომ ლაზარეს უყვარს თათა უბრალოდ ამას არ იმჩნევს... მოკლედ ველოდები ახალ თავს და დამთბარ ურთიერთობებს...

მიხარია, თუ ცოტა მაინც გასიამოვნე...
თუმცა ჯერ არ იქნება ,,თბილობები''

აჰა ასეც ვიცოდი ჯერ იქნება ბევრი მწარ-მწარე და ცივ-ცივი ურთირთობები და მერე იმედია სითბოს და სიტკბოს ვულკანი ამოიფრქვევა... მოკლედ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად...

 


№5 სტუმარი black

Hahaha:D sakaipod damtavrda:))kaia kaia la la la laaaaaaaa;)

Shemdegs vucdi icodeeeeeeee:P

 


№6  offline მოდერი Nude

უცნობი ქ
ღამურა
N7
ო, რაინტრიგნებუ ხართ შენც და ლაზარეეც..
მალე დადე თორე არ შემეცოდები გასატყეპად 3:)
მიყვარხარ, გგონია? 3:)

ვერ წარმომიდგენია ;)
უცნობი ქ
მე პირადად ძალიან ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მაინტერესებს ამათი ურთიერთობა როგორ აეწყობა... მე რატომღაც მაინც მგონია რომ ლაზარეს უყვარს თათა უბრალოდ ამას არ იმჩნევს... მოკლედ ველოდები ახალ თავს და დამთბარ ურთიერთობებს...

მიხარია, თუ ცოტა მაინც გასიამოვნე...
თუმცა ჯერ არ იქნება ,,თბილობები''

აჰა ასეც ვიცოდი ჯერ იქნება ბევრი მწარ-მწარე და ცივ-ცივი ურთირთობები და მერე იმედია სითბოს და სიტკბოს ვულკანი ამოიფრქვევა... მოკლედ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად...

კიკი, ყველაფერი იქნება ♥
black
Hahaha:D sakaipod damtavrda:))kaia kaia la la la laaaaaaaa;)

Shemdegs vucdi icodeeeeeeee:P

მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№7 სტუმარი black

Da xo manamde tqma maviwydeboda da axla getyvi to dz magari Niki gaq:D

Qaia qai googo qal cen mpua da gicdi da Shen ici aba he:D:D:D;)

 


№8  offline წევრი dali kvastiani

რა კარგია <3

 


№9  offline მოდერი Nude

dali kvastiani
რა კარგია <3

მადლობა ♥
black
Da xo manamde tqma maviwydeboda da axla getyvi to dz magari Niki gaq:D
მეც მომწონს :დ
--------------------
bailey

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ახლა ცოტა უნდა "გაგაკრიტიკო" :დ
მთლად კრიტიკას ვერ დავარქმევ, უბრალოდ რაღაც შენიშვნები მაქვს, არც გიმალავ და ყველაფერს ვცდილობ, რომ გითხრა.
შენი დახმარება მინდა ყველაზე მეტად.
უნდა გამოგივიდეს
უნდა დაწერო
ყველაზე მაგრად
და შენ უნდა განაგრძო წერა, არასდროს შეწყვიტო!!!
თორე გავბრაზდები და დაგჭრი am :დ
მოკლედ...
გულაჩუყებული ერთად იწერება, შენ ცალ-ცალკე გეწერა. ასევე ზიზღნარევიც... ზიზღ ნარევი კატასტროფა შეცდომაა :დ დაიმახსოვრე!! <3
"რამდენიმე წუთში, უკვე წყვილი სახლში იყვნენ შესულები" - ვინაიდან და რადგანაც წყვილი კრებითია იყო შესული უნდა დაგეწერა და არა მრავლობითში "იყვნენ შესულები"
და "გულამოვარდნილიც" ერთად! ეს კანონია ლამაზო love
ბოკალზე გეწერა "ბოკლითო" არადა, ბოკალით არის სწორი და ესეც შეასწორე, კარგი იქნება...
ალაგ-ალაგ კი იცი რას აკეთებ? შენ აზრებს ურთავ, პირველ პირში ლაპარაკობ ხოლმე, როცა მესამეში მიდის უცებ გადაერთვები პირველში... ესეც ცოტა არ იყოს ცოტა ცუდი ტონია :დ არადამაჯერებლობაზე მეტყველებს, მაგრამ მისი გამოსწორება შეგიძლია და ერთ-ერთი საუკეთესო ნაწერი შეგიძლია გახადო თუ კვლავ დაუბრუნდები მას!! bully love love love
არაჩვეულებრივი ხარ. სასწაული ვინმე. როგორ კარგად გამოგდის და თავისუფლად წერა, შეცდომების გათვალისწინება არ დაგავიწყდეს და ყველაფერი ათიანში იქნება დამიჯერე.
ისტორიაზე ხმას ვერ ვიღებ. ჩამიწყდა ხმა, ძალიან მაგარია. მომწონს, მაგიჟებს. მივხვდი, რომ ლაზარეს ხალხი უნდა ყოფილიყო მაინც იმ შავ ჯიპში, მაკვირვებს ლაზარეს ასეთი სიცივეც თათას მიმართ, მაგრამ თათა მაინც ძალიან სიცოცხლეა.
როგორ მინდა გავიგო ახლა იმ ბებია-ბაბუამ რა იგულისხმეეეეეს, ყველაფერი ვიცითო რომ თქვეს რაც შემდეგ მოხდებაოო.
შენ, რომ საოცრება ხარ, ამას ორი აზრი არ უნდა, არ ვიღებ ხმას და გითმობ ასპარეზს. ძალიან კარგად წერ, აღმაფრთოვანებლად, სიგიჟეს მატებ ნაწერს და ღიმილსაც მგვრის, ხან მძაბავს და ყველა ემოცია ერთად იხატება ჩემს უბადრუკ სახეზე და მაგიჟებს ძალიან. პირველ რიგში მსიამოვნებს კითხვა, თან ისე ვითარდება მოვლენები, გულგრილი რომ შეწყვიტო კითხვა არ გამოვა <3 <3
შენთან ვარ ღამუროვნა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მაგარიკაცია ესლაზარეე ₾)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent