შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 14 )

21-10-2015, 12:36
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 898

მთელი ორი დღე აფორიაქებული იყო მაია ,საკუთარ თავთან და უჩასთან დანაშაულის გრძნობა შინაგანად ღრღნიდა,რომ არ უნდა დაემალა ლევანთან ნაცნობობა.ამიტომ მესამე დღეს მას შემდეგ რაც ბავშვები დაბანა დ დააძინა,ისევ მისაღებში ჩამობრუნდა,რომ ყველაფერი მოეყოლა მისთვის.
უჩას წინ რამოდენიმე შეკვრა ფაილი ედო და მთელი არებით მასში იყო გადავარდნილი,თუმცა საყვარელი მეუღლის შემოსვლა არ გამოპარვია მის თვალს და ხელით მის გვერდით მდივანზე ანიშნა,რომ გვერდით დასჯდომოდა.ქალიც სიამოვნებით დაჰყვა მის ნებას და კომფორტულად მოკალათდა ქმრის მკლავებში.
_ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ხომ არ დაიღალე?_ ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები ან მოვალეობით დასმული კითხვა,მისი ხმიდან და თვალებიდან გულწრფელი ინტერესი და სიყვარული იღვრებოდა.
_ სულ ცოტათი_ ორი თითით მოკლე ტრაექტორია მოხაზა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებას თბილ და გემრიელ ტუჩებს მიწვდა.უჩას ესიამოვნა ეს სითამამე და უფრო ძლიერ მიიზიდა.
_ რაღაც უნდა გითხრა ,იმედია არ გამინაწყენდები_ მორიდებით დაიწყო საუბარი სასიამოვნო და სასარგებლო თერაპიის შემდეგ.
_ რა უნდა იყოს საინტერესოა,ასეთ შესავალს ,რომ უკეთებ_ ინტერესით წარბები მაღლა აზიდა დს გაიღიმა
_ იმ დღეს კაფეში ლევანი,რომ გაიცანი ლიკას შეყვარებული,ჩემი სოფლელია,მეც იმ დღეს ვნახე,ძალიან განვიცადე,არ მინდოდა გოგონების წინაშე ჩემზე რამე ეთქვა,საბედნიეროდ ხმა არ ამოიღო,ამიტომ არ გითხარი
_ და შენ ფიქრობდი,რომ მე ამის გამო გაგიბრაზდებოდი? _ ღიმილი კვლავ არ შორდებოდა მის სახეს
_ უბრალოდ არ ვენდობი იმ ბიჭს,მთელი ორი დღეა ვფიქრობ ვაი და ჩემებს უთხრას როგორ მომაგნონ_ გაანდო მისი გულისტკივილი
_ ეგ ცუდი იქნება ნამდვილად.შენ ნუ შეშინდები,არავის,დაიმახსოვრე უჩა მეტრეველი არავის მისცემს იმის უფლებას რომ მის ცოლს რამე დაუშაონ,იმიტომ,რომ შენ ჩემი განძი ხარ და ჩემს სიმდიდრეს სიცოცხლესაც ვანაცვალებ.ეგ ლევანი შენი სადარდებელი არაა,თუ რამე მე მივხედავ კარგი? მე მითხარი
_ კარგი_ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა და კიდევ ერთხელ უზომოდ მადლიერი იყო უფლის ამ კურთხევისათვის,რასაც უჩა ჰქვიოდა.
_ შენს ოთახში საწოლზე სიურპრიზია_ სასიამოვნო თემაზე გადაიტანა საუბარი
_ ნუ მანებივრებ ამდენი საჩუქრებით გავტუტუცდები_ აკისკისდა და ნაზად უჩქმიტა.როგორ უხდებოდა მის სავსე ვარდისფერ ტუჩებს და მარგალიტივით კბილებს ეს ემოცია,კაცი მონუსხული უყურებდა.
_ ჰოო? მე გატუტუცებული გოგონების დასჯის ერთი კარგი მეთოდი ვიცი_ თქვა და მის ბაგეს დაეკონა
_ რას ნიშნავს გოგონები ? შენ რა ასე ყველას სჯი?_ გაინთავისუფლა თავი თუ არა კითხვა მიაყარა
_ ჯერ მხოლოდ თეორია მქონდა შემუშავებული,აი პრაქტიკაში შენთან განვახორციელე და შედეგით აღფრთოვანებული ვარ
_ ბეწვზე გადარჩი,თორემ უკვე ვბჭობდი რა უკეთესი იყო ტაფა თუ ქვაბი_ ისევ გულიანად კისკისებდა და თან მეუღლეს ლოყებს უკოცნიდა_ და რას ამბობდი რა სიურპრიზიო?
_რაც ყველაზე ძალინ გინდა და გჭირდება
_ კომპიუტერი?_ სიხარულისაგან დაიძაბა ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა
_ ლეპტოპია
_ ვაიმეეეეე_ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა,ბედნიერმა ხელები აიქნია,რაღაც ცეკვის ილეთები მოხაზა ჰაერში,მერე უჩას გემრიელად აკოცა ტუჩებში _ შენ ყველაზე საუკეთესო ხარ და მადლობა ღმერთს რომ შენი თავი მაჩუქა,მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამისათვის
_ მე კი შენ გამო.......
........,.......
_ ლაშა ერთი თხოვნა მაქვს ძმაო რა შენთან,გთხოვ მომიტანე ამონაწერი ბოლო 5 დღის სატელეფონო ზარებისა ვინმე ლევან ბორისის ძე გურგენიძისა,დაბადებული 1987 წლის 4 აპრილს.გამავალიც და შემომავალიც ორივე მაინტერესებს_ ჩვეულებისამებრ ფანჯარასთან იდგა და ისე ელაპარაკებოდა მის თანაშემწეს,რომელსაც დავალ სკამზე არხეინად შემოეწყო ფეხები და მესიჯობდა
_ როდის გინდა? _ თავაუღებლად უპასუხა
_ დღესვე
_ ოკ.იქნება დღესვე
_ ბიჭო რა გჭირს ტელეფონიდან თავი ვერ აგაწევინე_ მისი უყურადღებობა აშკარად არ მოეწონა გამომძიებელს
_ აუ უჩა ძმა შენ დღეში ვარ რა
_ ეგ რას ნიშნავს?_ გაიკვირვა
_ შეყვარებული ვარ ბიჭო
_ ოოოო,მაგას რა სჯობს_ კმაყოფილმა ამოისუნთქა_ როგორც იქნა ეღირსა სამშობლოს და ლაშა თურმანიძემ ერთ ქალზე გააკეთა არჩევანი
_ შენ შაყირობ და იმ კვირის ბოლოს ოჯახში დამპატიჟა მშობლების და ძმის გასაცნობათ,ხოდა მარტო მეუხერხულება,ჩემებსაც ხო არ წავიყვან არა? კი არ ვნიშნავ და მიდი არ გამიტეხო და შენ და მაიკო წამოდით
_ მაგაზე გაწყენინებ? წამოვალთ რათქმაუნდა ,მანამ კი ახლა წამოხტი და რაც გთხოვე ეგ გააკეთე_ ლაშაც მაშინვე წამოხტდა სკამიდან და წამში გაქრა ოთახიდან.
...........
აეროპორტში პირველდ ვარ,მოსაცდელ სკამზე ვზივარ და გარემოს ინტერესით ვავლებ თვალს.მომწონს აქაურობა,ეს ხმაური და ჟრიამული.უჩაც მალე მოვა ყავას მოიტანს ორივესთის აპარატიდან.ნელნელა უფრო თბება და ღრმავდება ჩვენ შორის ურთიერთობები.ნანას ველოდებით,საშინლად ვნე ვნერვიულობ,თან შემცივდა,უკვე მაისია მაგრამ მაინც ცივა ღამით,კიდევ კარგი ჟაკეტი წამოვიღე,მხრებზე მოვისხი და სარაფნის ბოლოები მუხლებზე შევისწორე.
აი უჩაც ყავის ორი ჭიქით,ისეთი აღნაგობა და ვიზუალი ჰქონდა,რომ ამდენ მილეთ ხალხში უცებ მოგხვდებოდათ თვალში,თუ მე ვფიქრობდი შეყვარებული ქალის თვალებთ ასე? თუმცა არ გამომრჩენია რამოდენიმე მანდილოსნის წყვილი მზერა,რომელიც მისკენ იყო მიმართული ინტერესით,ავფორიაქდი,ეს ალბათ ეჭვიანობაა.
_ წუთი-წუთზე ჩამოფრინდება,ცოტაც და სახლში წავალთ_ ცხელი ყავა მომაწოდა და ჩემს გვერდით სკამზე მოკალათდა
_ რამდენი დღით რჩება ნანა ჩვენთან?_ მე ფიქრებით ისევ იმ ქალის ირგვლივ ვტრიალებდი
_ თქვა 5 დღეო ,იმედია_ ღიმილით ჩამიკრა თვალი და მკლავი შემომხვია.
მალე გამოაცხადეს ჩვენთვის სასურველი( ნუ სასურველი ხმამაღალი ნათქვამია ჩემი მხრიდან) რეისის ჩამოსვლა და მე და უჩა გასასვლეთან მივედით.ინტერესით ვათვალიერებდი ყველას ვინც ამ ვიწრო კარიდან გამოდიდა და ნელნელა მიმძაფრდებიდა მესაკუთრეობის გრძნობა,არადა ამის მიზეზი ჩემს ქმარს არ მოუცია მაგრამ მაინც საშინლად დაძაბული ვიყავი.მალე გამოჩნდა სასიამოვნო გარეგნობის ქალი ,მაღალი,ტანადი,მშვენიერი ლურჯი თვალებით,ქეთა გრძელი თმითა და მომაჯადოებელი ღიმილით,სწორედ ეს იყო ნანა,რომელიც ბედნიერი სახით და ხელის ქნევით ჩვენსკენ მოემართებოდა.ეგრევე უჩას მიეჭრა და ფაქტიურად ზედ შეახტა და მოეხვია
_ როგორ ხარ უჩა რა ხანია არ მინახიხარ,როგორ შეცვლილხარ,კიდევ უფრო გასიმპატიურებულხარ_ კომპლიმრნტებით ამკობდა ის კი ცდილობდა თავი დაეღწია მისი მკლავებისაგან თან უხერხულად მე გამომხედა,სასაცილო სიტუაცია იყო მაგრამ მე არ მეცინებოდა რატომღაც.
_გაიცანი ნანა ეს ჩემი მეუღლე მაია_ როგორც იქნა აიშვა თავი მისი მარწუხებიდან და ჩემსკენ გამოახედა,მეც გავუღიმე სტუმარს
_ ეს? სასიამოვნოა_ აშკარად არ მოვეწონე,ცალი წარბი მაღლა აზიდა და შემათვალიერა,ალბათ იოლად დასამარცხებელი მეტოქე არ დავხვდი და ამან გაუფუჭა ხასიათი,არადა როგორ უხდებოდა ღიმილი.ახლა კი მანქანისაკენ ცხვირჩამოშვებული მოგვყვება და თვალს არ აცილებს ჩვენს თითებს ერთმანეთში რომ გვაქვს გადაჭდობილი დ ისე მივდივართ მის წინ.
შორიდანვე მოხსნა ბლოკი მანქანას უჩამ,ნანა უცებ დაწინაურდა და მძღოლის გვერდით კარი გამოაღო და მოკალათდა,მისი ეს გამოხტომა არ მესიამოვნა მაგრამ გადავწყვიტე არაფერი მეთქვა,მაინც სტუმარი იყო.უჩამ ხელი შემიშვა,მანქანას ნანას მხრიდან მოუარა და კარი გამოაღო
_ უკაცრავდ ნანა ეს მაიკოს ადგილია_ ქალს საშინელმა სიბრაზემ დაუარა სახეზე მაგრამ ეცადა სრ შეემჩნია,ისტერიულად გადაიკისკისა
_ ხო მართალი ხარ,ძველ ჩვევებს ვერ ვივიწყებ ხომ ხედავ,მოდი მაიკო _ და ცერემონიალურად მანიშნა ხელით,მეც შევიფერე ღიმილით დავუკარი თავი და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.ჩემი თავის გამკვირვევია,როდის გავხდი ასეთი ეჭვიანი და მესაკუთრე? ყველაფერი უჩას ბრალია.ჩემთვის ჩუმად გამეღიმა,მეტრეველს გავხედე და ტუჩების ჩუმი მოძრაობით კოცნა გავუგზავნე,გაეღიმა.ნანა კი უკან დაჯდა.დავიძარით.ამ გოგოს რაღაც სჭირდა ენას არ აჩერებდა.
_ მაიკო იცი,როგორი კარგი მეგობრები ვიყავით მე და უჩა სტუდენტობისას? სულ ერთად ვატარებდით დროს,დაქორწინებასაც კი ვგეგმავდით იცი?_ რა იყო ახლა ამის თქმა?
_ ჰო ახალგაზრდობაში ბევრს უოცნებია არარეალურ მომავალზე_ ეს მე ვიყავი? ღმერთო რა მჭირს? უჩამ ღიმილნარევი გაოცებული სახით გამომხედა,მეც გამეღიმა და სახე ფანჯრისკენ შევაბრუნე.ნანა კი ისე გაიბერა სახლამდე კრინტი აღარ დაუძრავს.
,p.s.
გუშინ უბანში შუქი ჩაქრა ავარიის გამო და აკრეფილი ტექსტი დამეკარგა,გვიან მოვიდა და ისევ დავწერე.ასე რომ არ მიწყინოთ,
გკოცნით უამრავს

№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყო ჩვენი მაიკო როგორი მაგარი გოგო გახდა არ ჩააგდებია ენა ამ გატუტუცებულ ნანას? ერთი ეგ ნანა მათრევია თმებით არ მინდა მეტი არაფერი... უჩამ მაინც თავისი თბილი ხასიათი რომ არ დაკარგა დანკიდევბუფრო ანებივრებს მაიკოს ეს მომწონს ძალიან... მოკლედ ვგიჟდები მე ამ წყვილზე...

№2  offline წევრი kora

vaih, es ra siyvarulit da sitkboti tavi iyo, emociebidan jerac ver gamovsulvar, gansakutrebit is momecona rom nana gadasva cina savardzlidan. madebilebs es istoria,ogond kargi gagebit,mteli dge gimils ver vishoreb saxidan. (mapatie araqartuli shriftistvis,mteli dge gadagebebze var da mobilurit micevs kitxva,magram ver vitmen sagamomde komentari rom ar dagitovo :).) magari gogo xar <3
--------------------
kira.G

№3  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო ჩვენი მაიკო როგორი მაგარი გოგო გახდა არ ჩააგდებია ენა ამ გატუტუცებულ ნანას? ერთი ეგ ნანა მათრევია თმებით არ მინდა მეტი არაფერი... უჩამ მაინც თავისი თბილი ხასიათი რომ არ დაკარგა დანკიდევბუფრო ანებივრებს მაიკოს ეს მომწონს ძალიან... მოკლედ ვგიჟდები მე ამ წყვილზე...

მადლობა თბილო

kora
vaih, es ra siyvarulit da sitkboti tavi iyo, emociebidan jerac ver gamovsulvar, gansakutrebit is momecona rom nana gadasva cina savardzlidan. madebilebs es istoria,ogond kargi gagebit,mteli dge gimils ver vishoreb saxidan. (mapatie araqartuli shriftistvis,mteli dge gadagebebze var da mobilurit micevs kitxva,magram ver vitmen sagamomde komentari rom ar dagitovo :).) magari gogo xar <3

მადლობა რომ ასეთი რეჟიმის მიუხედავად ჩემთვის იცლი❤❤ მეც მასე ვარ,ვწერ და ვიღიმი,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№4 სტუმარი დუდა

დამ დარა დამ ............
როგორ ველოდებოდი ახალ თავს,და ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე.
ხო და ეგრეე,მოსვა თავის ადილზე მაიამ ჩვენი ნანიკო..
აი ოჯახისწერვრებზე რომ ფპიქრობ ნერვები მეშლება,მოვლენებში შემოაბუნძულე და გააქრე თვალის დახამხამებაში :დ :დ :დ
ძალიან მაგარი გოგო ხარ...ვგიჟდები უჩიტოზე და მაიაზე......და კიდე შენზეეც love

№5  offline მოდერი ლილიანა

დუდა

თითოეული სიტყვა სტიმულს მაძლევს,შემოგევლეთ აი შენ ეს ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline წევრი eni

ვაუუ ჩემი საოცრება ისტორიაა როგორმიხარია ესეთი ტკბილები რომ მყავს ორივე ცოტა ცუგლუტობენ რაგაც არადა რაძაან მაგარი ტიპები არიან უფფ მე ძალიან მათბობენ ოო მაიამ გააქტიურა უკვე თავისი ხასიათი რაც მახარებს ეს ნინა
კიდევ რაგაც არმომწონს ბევრს ლაპარაკობს თან მართლა არარეალურ რაგაცეებზე ჯერ მაიამ ისეთი მაგარი პასუხი დაუბრუნა ვერც ვერაფერს იტყოდა. ეგრე მოდით მისნაირ ენაჭარტალებს ესეც მგონი დაემატება იმ ადამიანების კატეგორიას რომლებსაც ცუდი უნდათ მაიასთვის ეს პირიქით სასიხარულოა იმიტომ რომ მაია და უჩა ყველაფერს გააკეთებენ ესენი რომ არ გაახაროონ უფ რაკარგი ხად შენ კიდე არააქ მნიშვნელობა როდის დადებ მთავარია დადო შემდეგს ველოდებიი <3 <3 <3

№7  offline მოდერი ლილიანა

eni

ენი love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8  offline წევრი Zuma

Rogorc yoveltvis sheudarebeli xar. Ucha xom namdvili kacis etalonia. Unichieresi xar. Ukve tavi shemayvare zaliaaan :*

№9  offline მოდერი ლილიანა

Zuma
Rogorc yoveltvis sheudarebeli xar. Ucha xom namdvili kacis etalonia. Unichieresi xar. Ukve tavi shemayvare zaliaaan :*

ვკითულობ კომენტარებს და ბედნიერებისაგან ტუჩებს ვეღარ ვუყრი თავს სულ მეღიმება.მადლობა ჩემო თბილო და კარგო love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Dzaliaaaaan magariaaa da dzaaalian momwons ar mombezrdeba amis bevrjer gameorebaa es nana arc me momwons didad da vxvdebii rom sul ik shedzvreba sadac misi adgili ar ikneba dzalian momwons uchas da maikos wyvilii sayvarlebi da tkbileebii arian aii im sazizgar xalxze kide vnerviulob da meshiniaa mati gegmebis

№11  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
Dzaliaaaaan magariaaa da dzaaalian momwons ar mombezrdeba amis bevrjer gameorebaa es nana arc me momwons didad da vxvdebii rom sul ik shedzvreba sadac misi adgili ar ikneba dzalian momwons uchas da maikos wyvilii sayvarlebi da tkbileebii arian aii im sazizgar xalxze kide vnerviulob da meshiniaa mati gegmebis

მახარებს შენი კომენტარი,ბედნეირ ვარ რომ მოგწონს love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12  offline წევრი Winchester ))

ყოჩაღ მაიაა :D:D:D მაგარი გოგოა. უყურე შენ გამოაჩინა კლანჭები :D:D
lovelovelove შენ ძალიან მაგარი ხაარ love მიყვარხააააარ love love love love

ველოდები შემდეგ თაავს ❤❤❤❤

№13  offline მოდერი ლილიანა

Winchester ))
ყოჩაღ მაიაა :D:D:D მაგარი გოგოა. უყურე შენ გამოაჩინა კლანჭები :D:D
lovelovelove შენ ძალიან მაგარი ხაარ love მიყვარხააააარ love love love love

ველოდები შემდეგ თაავს ❤❤❤❤

იმერელია მაინც :):):):):):):):) მეც მოყვარხარ,გაიხარე ჩემო კარგო❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი მეამეა

ra kargia, ra kargi <3 cxvari cxvariao xom gagigiaT, xoda maisac ase daemarTeba vici, :)

№15  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
ra kargia, ra kargi <3 cxvari cxvariao xom gagigiaT, xoda maisac ase daemarTeba vici, :)

სიყვარულმა ასე იცის ჩემო კარგო <3 გამოცდილი ხარ <3 love
გაკოცე ბევრი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16 სტუმარი nino

ვაიმე რა მაგარია სათაურის გამო არ ვკითხულობდი ბევრ ისტორიას და თურმე რა გამომიტოვია საუკეთესო ხარ მაგარია ისე მაიას სიკოჭლე არ მომწონ მაგრამ კარგია ძალიან იმედია მამა და ძმები ვერაფერს დაუშავებენ

საუკეთესო ხარ

№17  offline მოდერი ლილიანა

nino
ვაიმე რა მაგარია სათაურის გამო არ ვკითხულობდი ბევრ ისტორიას და თურმე რა გამომიტოვია საუკეთესო ხარ მაგარია ისე მაიას სიკოჭლე არ მომწონ მაგრამ კარგია ძალიან იმედია მამა და ძმები ვერაფერს დაუშავებენ

საუკეთესო ხარ

მთავარი ხომ ფიზიკური სრულყოფილება არაა? შინაგანი ადამიანობაა ღირებული
მადლობა ჩემო კარგო რომ კითხულობ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№18 სტუმარი whoknows

gazarde tavebiiii !!!! dzaan magari istoriaaa da rac 'umfro' mets wagvakitxeb mit uketesi♡♡♡♡ dzaaan kargi xar sheen !!!

№19  offline მოდერი ლილიანა

whoknows
gazarde tavebiiii !!!! dzaan magari istoriaaa da rac 'umfro' mets wagvakitxeb mit uketesi♡♡♡♡ dzaaan kargi xar sheen !!!

გაიხარე ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№20 სტუმარი Fuckkkk

Dzaaan magariaaa rodis dadeb shendeg tavs ?

№21  offline მოდერი ლილიანა

Fuckkkk
Dzaaan magariaaa rodis dadeb shendeg tavs ?

ან ხვალ საღამოს ან ზეგ დილით.
მადლობა❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№22  offline წევრი BuuBiii

აიი აიი უმააგრესსიიაა love აღფრთოვანებულიი ვაარ winked , მომწონს შენი წერიის სტიილიი request უმააგრესიი გოოგო ხარ შეენნ!!!!! love მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს , winked

№23 სტუმარი Unknown

ძან საინტერესო ხდება ძალიანნნნნ მოთმენა შეუძლებელია ისე ველოდებით )))
უჩას უთხარი მაიკოს ფეხზე ოპერაცია გაუკეთოს რა :(((((( და საბოლოოდ უნაკლო გახდეს ჩვენი გოგო ასეთი ბიჭის გვერდით <3 :********

№24  offline მოდერი ლილიანა

BuuBiii
აიი აიი უმააგრესსიიაა love აღფრთოვანებულიი ვაარ winked , მომწონს შენი წერიის სტიილიი request უმააგრესიი გოოგო ხარ შეენნ!!!!! love მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს , winked

Unknown
ძან საინტერესო ხდება ძალიანნნნნ მოთმენა შეუძლებელია ისე ველოდებით )))
უჩას უთხარი მაიკოს ფეხზე ოპერაცია გაუკეთოს რა :(((((( და საბოლოოდ უნაკლო გახდეს ჩვენი გოგო ასეთი ბიჭის გვერდით <3 :********

მადლობა ჩემო კარგებო,ძალიან მახარებთ,ოპერაცია გეგმაშია❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№25  offline წევრი dadumado

au lil rodis dadeb?velodebi sulmoutqmelad

№26  offline მოდერი ლილიანა

dadumado
au lil rodis dadeb?velodebi sulmoutqmelad

ვდებ უკვე ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent