შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაკანსია სიყვარულით (8)


22-10-2015, 00:00
ავტორი mariako1997
ნანახია 3 386

დილა კვლავ უხასიატოდ გათენდა, თითქოს ამ ქვეყანაზე, სიცოცხლე აღარ ჩქეფდა და ყველაფერი დუმილმა მოიცვა.
კვლავ დავავლე ხალათს ხელი და აბაზანაში გავვარდი. ცხელი წყალი ამ მომენტში დიდ სიამოვნებას მგვრიდა. თითქოს დაძაბული ნერვები მოეშვა და შებოჭვისგან განვთავისუფლდი.
მალე პირსაწმენდის ამარა ხალათ შემოცმული გამოვცუნცულდი,სარკესთან დავდექი და გავირინდე. ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და ყველაფერი სიზმარი მეგონა,თვალები ტირილისგან სულ ამომსიებოდა.
ფენს დავავლე ხელი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე..
-შაბათია მარიაა ?
-შაბათია ლუკაჩო,შაბათი.ახლა ვისაუზმოთ და ცოტა ხნით შენს ლიზიკოსთან დაგტოვებ, კარგიი ?
-ლიზიკოს კიდევ აქვს დიდი წითელი მანქანაა ?
-რათქმაუნდა ჩემო სიმპათიურო.
ვთქვი და კვლავ ვეამბორე გაბუშტულ ლოყებზე.
მალე ჩაიც ადუღდა და შვრიას ცხელი წყალი დავასხი, თაფლით დავუტკბე, პურზე კარაქი გადავუსვი. მე არაფერი მიჭამია.
მალე ლუკა დაქალთან დავტოვე და მე საავადმყოფოს მივაშურე.
პალატასთან კვლავ ერეკლეს უამრავი ნათესავი ნათესავი დამხვდა. მორცხვად მივესალმე და კართან ავიტუზე.
თვალები კვლავ ერეკლეს სახეს მივაბყრე.
თითქოს დღეს მეტად გასიებული მეჩვენა მისი გაუბედურებული სახე.
თვალი მოვავლე გარშემომყოფთ და დუმილი დავარღვიე.
-ახალი არაფერია ?
-არაფერია,საერთოდ. აზუსტებენ რომ 3წელი ვერ გამოვა კომიდან მერე ღმერთმა იციის რაიქნება.
თქვა უიმედოდ ერთმა და კვლავ ამათვალიერა.
უცნაურად შევხედე და კვლავ პალატისკენ წავედი.
კვლავ მივაშტერდი ერეკლეს და ცრემლები წამსკდა.
- მე უნდა წავიდე,ძმა მყავს დატოვებული, აუცილებლად შემოვივლი.
ამ სიტყვების თქმა მახსოვს ზედმეტად გამიძნელდა, რადგან ცრემლები მახრჩობდა.
დავემშვიდობე და ლიზასთან გავედი,ლუკა წამოვიყვანე და სახლში ავედით. უხასიათობა ლუკამაც შემატყო.
-რა გჭირს მარია ?
-არაფერი საყვარელო, თავი მტკივა. ცოტა ხანს დავიძინებ, ვუთხარი და ოთახში შევედი. საწოლზე დავწექი,პლედი მოვიხვიე და თვალ დახუჭული ჩავფიქრდი..

* * *
4თვე გავიდა. ამ ოთხი თვის მანძილზე ძალიან ხშირად დავდიოდი ერეკლეს სანახავად, თუმცა იქ დღეს სულაც აღარ მივდივარ.
მიზეზი ამისა კი ის არის რომ ვთხოვდები,ჩემი მშობლების დაჟინებული თხოვნითა და ბევრი ცრემლით,რომ მატერიალური ყოფა გაგვეუმჯობესებინა ასე ჩავთვალე საჭიროდ.დავივიწყებ და გადავიყვარებ, რაგზაა სხვა.
ბევრს აღარც ვფიქრობ, უბრალოდ ვეგუები ყველაფერს, სულ ეს არის.
დღეს პირველი დეკემბერია, მე პაემანი მაქვს ჩემს საქმროსთან.
რესტორანში დამპატიჟა და მეც რათქმაუნდა დავთანხმდიი.
ყველაფერი კარგად იქნება.
ვცდილობ საკუთარი თავის რწმენა და მომავლის იმედი არ დავკარგო და ცხოვრება ჩვეულ ტემპში გავაგრძელო.
რათქმაუნდა მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის დავიწყება.
გადატანა ერთი ყოფილა და დავიწყება მეორე.
გავიფიქრე და თვალები ცრემლებით ამევსო.
რაღათქმაუნდა ჩემი ცხოვრების მანძილზე, სულ გამახსენდება მისი ციმციმა თვალები, ლამაზი ღიმილი და გამონაშუქი სხივები, რომელიც მუდამ მატყვევებდა.
ახლა უბრალოდ ვხვდებოდი რომ გუკაზე უნდა მეფიქრა და თავს ძალას ვატანდი.
ჰო და აი, რა დამავიწყდა,გუკა, ჰოო ეს ის გუკაა, ერთი პერიოდი მოსვენებას რომ არ მაძლევდა. პირადობის ამბავიი, მან ხომ მომაგნო.
იმის შემდეგ რაც ერეკლე აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, გუკა თავს არ მანებებს. სიურპრიზები,საჩუქრები,კომპლიმენტები,სეირნობები.
და აი ცოლობაზეც დავთანხმდი, მართალია ჩვენს შორის მარტო ის არის ბედნიერი, თუმცა როგორც მამა ამბობს, შემიყვარდება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება..

* * *
ახალი წლის საღამო იყო, გუკამ ტელეფონზე დამირეკა, ვერანდაზე გასვლას მთხოვდა სასწრაფოდ.
იდიოტურად ჩამეცინა და საწრაფოდვე გავვარდი.
უცებ თვალში მეცა გული, რომელიც მრავალფერად ბრწყინავდა.
მაშინ ფეხაკრეფით ჩავვარდი კიბეებზე და გუკას ჩავეკარი, არც ამ დროს მიგრძვნია რამე განსაკუთრებული, გულის აჩქარება, მუცელში პეპლები ან სხვა. ყველაფერი ზზედმეტად ცივი და გულისგან შორს მყოფი მეჩვენებოდა.
მან უამრავი ძვირადღირებული საჩუქარით გამანებივრა და სახლში ამოვიდა.
იმ საღამომ ძალიან მშვიდად ჩაიარა, გუკა ლაპარაკობდა ნიშნობაზე რომელიც ძალიან მალე შედგებოდა...

------------
გთხოვთ, შემიფასეთ და ნუ დაიშურებთ კომენტარებსს ძალიანნ მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის.. <3



№1  offline წევრი kora

არ მომწონს ამ გოგოს ქორწილის ამბები, ზედმეტად ბანალური მგონია.
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი mariako1997

შესაძლოა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent