შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (16)


22-10-2015, 01:22
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 107

მთელი დღე საბუთებს ვეჯექი და რაღაც ხელჩასაჭიდს ვეძებდი, ალბათ ათასჯერ გადავიკითხე ელენეს საქმის განხილვა როდესაც თავში საკანის კადრები ამოტივტივდა :
"--შენ აღარაფერი გაგაჩნია, შენი ბიუჯეტი, შენი ქმრის ბიუჯეტი, თქვენი ბინა, აგარაკი ქალაქგარეთ, შენი და შენი ქმრის მანქანები, შენი ქმრის სიკვდილიდან ერთი დღის წინ აფსოლიტურად ყველაფერი იქნა გადაფორმებული ვინმე გიორგი ნებიერიძეზე." ექოსავით ჩამესმოდა ყურში ნონას სიტყვები , მერე გამახსენდა რომ ეს სამხილები არ იყო წარდგენილი საქმის განხილვაზე..
-ესეიგი გიორგი ნებიერიძე. ტელეფონი მოვიმარჯვე და ირაკლის დავურეკე
-ირაკლი სად ხარ?
-სახლში რაიყო.
-არსად წახვიდე მოვდივარ, საქმე მაქვს.
-განყოფილებაში მყოფთ გამოვემშვიდობე და ირაკლის სახლისკენ ავიღე გეზი.
კარბზე გაბმული ზარუნის შემდეგ სახეწაშლილმა ირაკლიმ გამიღო, პერანგი უსწორმასწოროდ ჰქონდა შეკრული, თმები ასჩეჩვოდა, თვალებს ქევშ შავი უპეები დასჩნეოდა "არ სძინებია" გავიფიქრე და მხარზე მსუუქად ხელი დავკარი, მერე დაუპატიჟებლად შევაბიჯე,სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო
იატაკზე აქეთ-იქით ცარიელი ვისკის ბოთლები და ზოგან დამსხვრეული ჭიქები ეყარა.
-ჩემი აზრით მართალია ის გოგო რო არ გირიგდება, აბა შენნაირ ლოთთან ცხოვრება ვის მოუნდება. წადი მოწესრიგდი წყალი გადაივლე სანამ მივალაგებ აქაურობას.
ირაკლიც უსიტყვოდ დაემორჩილა ან რა უნდა ექნა როდესაც ხვდებოდა რომ ალექსანდრე მართალს ამბობდა.
ნახევარ საათში სახლს ნორმალური იერი შესძენოდა, ყოველშმეთხვევაში ფეხქვეშ შუშის ნატეხები არ ჭრიალებდნენ და ალკოჰოლის სუნიც განიავებულიყო.
ჯერ კიდევ სველი თმებით მოწყვეტით დაეშვა სავარძელში და ძმაკაცის გაკეთებული ყავა ერთი მოსმით ჩაცალა.
-რაგინდოდა ალექს. ფანჯარასთან მდგომ მეგობარს გახედა რომელიც სიგარეტის კვამლს ქარს ატანდა.მანაც სიგარეტი ჩაწვა და გადააგდო და ირაკლის პირდაპირ პუფზე ჩამოჯდა
-მომისმინე ელენეს საქმის ახლიდან გახსნა მინდა.
-ელენე? ის ნონას დაქალი რო მოგწონს?
-მიყვარს.!
-მოიცადე ეგ ხო ქმრის მკვლელობისთვის იყო დაკავებული
-ხო მაგრამ ფაქტების უკმარისობის გამო გაანთავისუფელს და საქმეც დაიხურა, ნამდვილი მკვლელები არ უპოვნიათ.
-და შენ რატო გინდა მაგ საქმის ახლიდან განხილვა
-ვიცი რა , როგორ და რატომ მოხდა მაგრამ სამხილები და ფაქტები მჭირდება, ჩემს ნათქვამ ცარიელ სიტყვებს ვერ დავაჯერებ მოსამართლეს.
-კარგი და მე კონკრეტულად რა მევალება
-"გიორგი ნებიერიძე" ამ ადამიანზე გამირკვიე აფსოლიტურად ყველაფერი, სად ცხოვრობს სად მუშაობს, მოძრავი თუ უძრავი ქონება, ვისთან დადის, ოჯახი, სამეგობრო წრე.
აფსოლიტურად ყველაფერი
-ეს ადამიანი რამენაირად ჩათრეულია ამ საქმეში?
-ვფქირობ ეს ადამიანია ამ ყველაფრის თავი და ბოლო მაგრამ არამარტო.
კიდევ იდიხანს ვილაპარაკეთ, რაც ელენემ მომიყვა ყველაფერი მოვუყევი მასაც და ისიც ჩემსავით დაინტერესედა ამ საქმის გამოძიებით, ის როგორ ადვოკატი ელენეს მხარში დაუდგებოდა, მე როგორც გამომძიებელი ბოლო სამხილამდე დავიყვანდი ამ საქმეს.
-მოიცა, შენ მოატყუე ელენე ვითომ ნონამ მოგიყვა ყველაფერი და ამით სიმართლე ათქმევინე? არაა კარგი საქციელი ძმაო
-ვიცი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დღე და ღამე მაგაზე ფიქრში ვატარებდი, ვიცოდი ელენე ისე არ მეტყოდა და ვერც ნონას დავაცდენდი რაიმეს, ძალიან გაბრაზდება ეს რომ გაიგოს, მაგრამ ისევ მის დასაცავად გავაკეთე. რაც უფრო მეტი მეცოდინება მით უფრო კარგად დავიცავ .
-ვახ ჩემი, ეს რას მოვესწარი , ყურებამდე ხარ შეყვარებული შე*ემა .
-ჯობია გაკრეჭვას მოწესრიგე, თაიგული იყიდო და ნონას დაადგე სახლში შემოირიგო.
-მერამდენედ?
-ძმაო, ისეთი ქალი გხვდა წილად, ყოველდღე რომ ვარდის ბუკეტი იყიდო და პატიება სთხოვო მაინც ვერ მოიხდი სამადლობელს.
ძმაკაცს გამოვემშვიდობე და გეზი პირდაპირ სახლისკენ ავიღე, გარეთ გამოსულმაღა შევამჩნიე რომ კარგად შებინდებულიყო და ოქტომბრისამებრ ცივი ქარი უბერავდა.. სახლში მისულმა წყალი გადავივლე დასაწოლზე გავიშოტე.
"ელენე ახლა მუშაობს, ნეტა რას შვრება ვინმე ხო არ აწუხებს, ამ საქმეს ბოლო მოვუღოთ და მერე მე ვიცი , აღარ ვამუშავებ მანდ "
ფიქრებში გადართულს ღრმად ჩამეძინა.


***ელენე
დილით ადრაიანად გამეღვიძა მიუხედავად იმისა რომ 7ზე დავიძინე, ფაქტობრივად 2 საათი მეძინა მაგრამ იმხელა ენერგიით ვიყავი სავსე რომ არ ავმდგარიყავი და რამე არ გამეკეთებინა ვერ ჩავიხშობდი ამ ენერგიის გამოძახილს, თან დღეს კვირა დღე იყო, თავისუფლი ვიყავი და მთელ დღეს ალექსანდრესთან გავატარბედი..
წყალი გადავივლე , თმები შევიშრე ოდნავ მკრთალი მაკიაჟი დავიტანე, ტანზე მომდგარიშავი შარვალი და ნაცრისფერიი პულოვერი ცავიცვი , თავზე შავი ქუი დავიხურე, კატუნიას გამოსახულებით და სახლიდან გასვლისას ნაცრისფერი ტყავის ქურთუკი მოვიცვი, მობილური , ნაოშნიკები და საულე ჩანთაში ჩავყარე და სახლტან ახლომდებარე სუპერმარკეტისკენ გავემართე. რადგან წინა დღეს ლალიმ დაგვიბარა რომ გოჩას(მისი გარდაცვლილი ქმრის) დასთან მიდიოდა სოფელში, რადგან ის შეუძლობ გრძნობდა თავს, სახლში საერთოდ არაფერი გქვონდა რომ გვეჭამა ამიტომ სანამ ნათიას ეძინა დრო ვიხელთე და სუპერმარკეტის დახლებს შორის დავიწყე კალათით სიარული,
უამრავი პროდუქტის მომარაგების მერე პარკებით დატვირთული სუპერმარკეტიდან გამოვდიოდი როდესაც ჩემი მობილურ აწკრიალდა, პარკები იქვე ბარდიურზე შემოვდე და ღიმილით ვუპასუხე ალექსანდრეს ზარს
-დილა მშვიდობისა, ხომ არ გაგაღვიძე. მმ დავდნი იმდენად მზრუნველი ხმა ჰქონდა
-არაა, მღვიზავს უკვე კარგა ხანია.
-ხოო, რაღაც ძალიან ლაღი ხარ, სად ხარ?
-სუპერმარკეტიდან გამოვედი ეხლახანს
-რომელი სუპერმარკეტიდან?
-აი ჩვენს სახლთან ახლოს როა, მგონი ფურშეტი.
-კარგი დამელოდე 5 წუთში მანდ ვარ, არსად წახვიდე.
მართლაც 5 წუთი არ იყო გასული ჩემს ფეხებთან შავმა მერსედესმა რომ დაატორმუზა, მანქანიდა საშინლად სიმპათირუი მამაკაცი გადმოვიდა, ღია ფერის გახეხილი ჯინსი ეცვა, ფეხზე შავი კლასიკური ფეხსაცმელი, და ლურჯი პიჯაკი, სათვალეები ჩამოიხსნა და ღიმილიანი სახი ჩემსკენ წამოვიდა
-როგორ ხარ, ხელი წელზე შემომხვია და მხურვალედ მაკოცა ლოყაზე, თიტქოს დიდი არაფერი მაგრამ ერთიანად გამცრა მისი შეხებისას და მემგონი უყურადღებოდ არ დაუტოვებია ეს ფაქტი. ტუჩის კუთხე ჩატეხა და პარკები საბარგულში ჩაალაგა მერე მძღოლის გვერდით ადგილი მომიჩინა და თვითონაც მალევე მიუჯდა საჭეს
-ასე ადრიანად რამ გაგაღვიძა.
-რავი , დღეს მოზღვავებული ენერგიით სავსე ვარ. სიცილით ვუთხარი
-და არ გინდა ეგ ენერგია ჩემზე დახარჯო? მის ხმაში ვნების ნოტები გაერია და დავინახე როგორ დაიწყეს ცეცხლაკიდებულმა ჭინკებმა მის თვალებში თამაში, თვალი სწრაფად ავარიდე რომ მეთვითონ არ ჩავვარდნილიყავი ამ ვნების ცეცხლში.
ჩემს დაბნეულობის მიზეზს მიხვდა და ჩემი აკანკალებული თიტები მის ძლიერ ხელებში მოიქცია
-როგორ მომწონს ესე ბავშვურად რომ იმორცხვები. მეორე ხელით ნიკაპზე შემეხო და თავი ამაწევინა. იმდენად მზრუნველი და თბილი იყო, მართლაც რომ რამოდეიმე თვის წინ ჩემი გაცნობილი გამომძიებელისგან არაფერი დარჩენილიყო, ახლა მის თვალებში სითბო ბუდოდბა, იმდენად მშვიდი და ნეიტრალური გამოხედავ ჰქონდა რომ ვერც ვიჯერებდი, რომ იგივე ადამიანთან მქონდა საქმე .
ნონას თქმითაც ალექსანდრე ამ ბოლო ორი თვი განმაავლობაში რადიკალურად სეიშალა და რატო შენ დაასკვენიო, რათქმაუნდა მიზეზი შენხარო, მეც როგორ ც ყპველთვის თავს ვარიდებდი ასეთ თემებს მაგრამ როდემდე უნდე გავექცეთ რეალობას? დავბრუნდეთ ისევ მანქნაასI, ამასობაში ლაპრაკა-ლაპარაკში სახლამდე მოვაღწიეთ.
-ახლა თუ არ შემოხვალ მეწყინება. თითის დაქნევით ვუთხარი და მანქანიდან გადმოვაბოტე. პარკები საბარგულიდან გადმოიღო , მანქანა ჩაკეტა და საუბარით ნელ-ნელა ავუყევით სადარბაზოს კიბეებს.
-როგორც ჩანს ნათიას ჯერ კიდევ სძინავს. სახლში სიჩუმე იყო გამეფებული.
-აი სამზარეულო იქითაა, იქ დააწყვე ეგენი. ხელით მივუთითე ალექსს, თუმცა როგორც ჩანს მე რომ არ მეტქვა არ დაიკარგებოდა
-ხომ არ დაგავიწყდა რომ 2ჯერ ვარ ნამყოფი აქ, მძინარეს ხელით რომ დააგატარებდი. გოგონას წელზე სეუცურა ხელი და წამებში ზედ აიკრო მთელი ტანით, ორივეს სუნთქვა გაუხშირდა.
-ეხლა ეს რომ არ გავაკეთო, მთელი ცხოვრება თავს არ ვაპატიებ. ამოიგმინა ალექსანდრემ და მწყურვალედ დაეწაფა ჩემს ტოჩებს, მეც ინსტიქტრად ხელები თმებში შევუცურე და ფეხის წვერებზე წამოვიწიე, კოცნაში რბილ კბენასაც ურევდა რაც უფრო მაგიჟებდა, იმდენხანს მიკოცნა ხან ზედა, ხან ქვედა ტუჩი სანამ ფილტვებში ჰაერი არ გამოელია. მერე ვიღაცის ჩახველებამ დაგვაბრუნა დედამიწაზე და დამორცხვილი ალექსანდრეს მოვშორიდ, წინ ნათია და ვტაო სიცილნარევი ღიმილით იდგნენ და როგორც ჩანს თავს ძლივს იკავებდნენ ჩვენი სახეების შემყურე, ალექსანდრე ეხლაც უკმაყოფილო იყო, "ისევ არ მაალეს" თვალებით მიყურებდა.
-როგორ ხარ? მიესალმა ნათი ალექსანდრეს და გადაკოცნა, მერე ისე აირია ყველაფერი ერთმანეთში
-სულ დამავიწყდა, ეს ვატოა ნათიას შეყვარებული სწრაფად გავაცანი ალექსანდრეს ვატო, მამაკაცები დივანზე ჩამოსხდნენ თან რაღაცას გამნალებით არკვევდნენ, მე და ნათია საუმზეს ვამზადებდით
-ჰმ, როგორ დაგითბათ ურთიერთობა. დაჭრილი მწვანილი ქვაბში ცაყარა ნათიამ და ლოყაზე ხმაურით მაკოცა, მეც თავი ვეღარ შევიკავე და ორივე ხელი წელზე შემოვხვიე
-ნათ, მემგონი უბედნიერესი ვარ.
ყურში ჩავჩურჩულე და ამჯერად ბედნიერების ცრემლები გადმოვუშვი თვალებიდან
მოკლედ გადავწყვიტეთ ირაკლი და ნონაც დაგვეპატიჟებინა, თან ალექსანდრემ კარგი იდეა წამოჭრა იქნებ შევარიგოთო, მთელი დღე ყველა თვისუფლები ვიყავით ამიტომ ეს ერთი დღე ყველამ ერთმანეთს დავუთმეთ, გოგოები სამზარეულოში ვფუსფუსებდით, მამაკაცები დახმარების მიზნით სუფრას აწყობდნენ , ბოლოს ყველა ერთად სევიკრიბეთ და უკვე 2 ხდებოდა რომ დავიწყეთ საუზმობა, იმდენად გამიხარდა ყველა ერთად რომ ვიქეცით, ეს როგორ? ანუ ყველამ ერთმანეთს ასე კარგად რომ გაუგო, თითოეული ჩვენგანი სხავადსხვა ფენის სხვადასხვა ტიპაჟის და სხვადასხვა წარსულის მქონეები ვიყავით, და იმდენად მიხაროდა ამ დღეს ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი ცემს გვერდით რომ იყო, რატქმაუნდა მამიდას გარდა, მაგრამ ისიც მალე ჩამოვიდოდა და მერე კიდევ ერთხელ კი არა ათასჯერაც შევიკრიბებოდით.
მთელი დღე ლაპარაკში და თამაშებში გავატარეთ, ბოლოს ირაკლიმ ითავა ნონას სახლში წაყვანა და ნონაც არ გაუძალიანდა, ალექსანდრემ იმედის თვალებით შემომხედა, მეც იგივე თვალებით ვუპასუხე რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ამაღამ ნამდვილად შერიგდებოდნენ ჩვენი ჭუკები . ღამე გვიანი იყო და როგორც ეტყობა არც ვატოს და არც ალექსანდრეს არ უნდოდათ წასვლა
-არ მიდიხარ?
-მაგდებ?
-არა რას ამბობ, უბრალოდ მერე ძაან დაგვიანდება და არ მინდა ამ შუა ღამით გატარაო.
-ხოდა აქ დამტოვე
-ალექს,,
-კარგი ვხუმრობ ჩემი პატარა. თავზე მაკოცა
-ღამემშვიდობისა.
გამოვემშვიდობეთ და მე მისაღებში შევბრუნდი,.
-ამ, ელენე, ჩვენ ცოტას გავისეირნებთ და მალე მოვალ ხო?
-კი წადით, მე მანამდე მივალაგებ აქაურობას.
-ნათ, გასაღები აიღე, მაინც იქნებ დამეძინოს და..
კარებში მიმავალს გავძახე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
თეფშები დავრეცხე ყველაფერი მივალაგე მოვგავე ხელები სევიმშრალე და დაქანცული ჩავესვენე სავარძელში, ის ის იყო თვალები უკვე მიმელულა რომ კარზე ზარის ხმა გაისმა, მართალია ერთხელ და შემოკლებით მაგრამ მაინც ხომ წამომახტუნეს . თან გამიკვირდა ნათია, ასე მალე არ მოვიდოდა თქო და ჭუჭრუტანაში გაუხედავადა გავაღე კარი. მერე რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი წელის არეში და გონს რომ მოვედი მთელი წელით ვიყავი აკრული ცივ კედელს, როგორ ჩანს მიმანარცხეს. კარები სწრაფად დაიკეტა და ჩემს თვალების წინ რაღაც ვერცხლისფერი ათამაშდა
-ხმა არ ამოიღო თორემ ახლავე გამოგჭრი ყელს, დანა ჩემს ყელთან მოაბჯინა ისე რომ ვგრძნობდი როგორი ბასრი წვერი ჰქონდა, სახეზე მასკა ჰქონდა ჩამოფარებული ამიტომ ვერ გავარჩიე ვინ იყო მაგრამ ბარიტონი შორეულად მეცნო.
-ეხლა კარგად მომისმინე ელენე. ან შეეშვებით მაგ საქმის თხრას , ან თქვენს თავს დააბრალებთ ყველაფერს და რომელ გზასაც შენი საყვარელი ქმარი გაუდგა იმ გამომძიებელსაც იმ გზაზე გავუშვებთ.
ეს თქვა და წამებში თვალთახედავს მოსწყდა. ჯერ შოკირებული ვერ ვინძრეოდი, მერე ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა და კდელეთან ჩაკეცილმა არაადამიანური ხმები ამოვუშვი ყელიდან..


აბა როგორი იყო? ცოტა იძაბება ისევ სიტუაცია, მოგწონთ? დრო არ მქონდა გადახედვისთვის და მაშინვე ავტვირთე, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ :( <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent