შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება - 4 ძირითადი კრიტერიუმი


6-09-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 661

ამბობენ, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც ღალატისგან დაცულია. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება, ქალი გაწამებულია ქმრის "გარე-გარე" კავშირებით. ბევრია ისეთიც, სადაც ქალს წარმოდგენაც არ აქვს ქმრის "სარეცელსმიღმა" ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა მოღალატე ქმარი, ალბათ მაინც საინტერესოა იმის გაგება, მაინც რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება.
რა უბიძგებს დაოჯახებულ მამაკაცს ახალი რომანის გაბმისკენ? ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს, თუმცა მეცნიერებმა მაინც სცადეს მასზე პასუხის გაცემა. ცოლქმრული ერთგულების თემა ხომ ცივილიზებული მსოფლიოს პრაქტიკულად, გადაუჭრელი პრობლემაა.

აი, რა დაადგინეს მკვლევარებმა:
1. ამერიკელი მეცნიერების აზრით - რაც უფრო მაღალია ცოლის ხელფასი, კაცი მით უფრო ხშირად აბამს რომანებს სახვა ქალებთან. ყველაზე მყარი კავშირი იმ წყვილებს შორის დაფიქსირდა, სადაც ქმარს 1/4-ით მეტი ხელფასი აქვს ცოლზე.

2. ქმრის ერთგულება მის ინტელექტზეა დამოკიდებული - ეს დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკეთეს. რაც უფრო ჭკვიანია კაცი და მაღალი IQ აქვს, მით ნაკლებია მისგან ღალატის შანსი.

3. ქმრის ერთგულება მის წონაზეც არის დამოკიდებული - ანუ რაც უფრო მსუქანია, მით უფრო ერთგულია. ბრიტანელი მკვლევარების გამოკითხვამ ცხადყო, რომ კარგი აღნაგობია კაცების 80%-ს უღალატია პარტნიორისთვის. მსუქან კაცებს შორის კი მხოლოდ 16% აღმოჩნდა მოღალატე.

4. წარმატებული მამაკაცი ხშირად იკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს არაცოლქმრულ სარეცელზე - ეს იტალიელების დასკვნაა. კაცს, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს, სამუშაოში იმაზე მეტს დებს, ვიდრე რიგითი ადამიანები და სულ "საქმეებშია" ჩართული, საყვარლებიც ხშირად ჰყავთ.

ეს დასკვნები წყვილთა რეალური გამოკითხვის შედეგად გაკეთდა და აქედან გამომდინარე, სიმართლის მარცვალი მათში ნამდვილად დევს, თუმცა, ყველა პიროვნება ინდივიდია და არავინ იცის, როდის ვის რა უბიძგებს ღალატისკენ - მსუქანი მოღალატეებიც არსებობენ, ჭკვიანებიც და შეძლებულებიც. თუმცა ეს კრიტერიუმები მაინც შეადარეთ თქვენს პრაქტიკას და დაადგინეთ, იმყოფებით თუ არა "რისკის" ქვეშ.



№1  offline წევრი marisa

მაპატიე, მარიამ, შენ არაფერს გერჩი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი სტატიები ჩემში აღშფოთებას იწვევენ!
პირიქით რომ იყოს, არა?! ეს უნდათ კიდევ ქალებს, რომ თავიანთ განვითარებისთვის ვეღარ მოიცალონ და ქმარზე მაღალი ხელფასი არ ჰქონდეთ. კიდევ ერთი მიზეზი უნდათ მამაკაცებს, რომ წონაზე აღარ იზრუნონ. მინდა ისეთი სტატიები, სადაც ბიჭებსაც "ასწავლიან" რამეს. ბევრი ისეთი "მასწავლებელია" ცხადში, რომელიც "ჭკუას გარიგებს", როგორ უნდა მოესიყვარულო ქმარს სულ, იყო სექსუალური დილითაც კი, არ იწუწუნო, დააწმინდავო სიტყვები და ა.შ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

marisa
მაპატიე, მარიამ, შენ არაფერს გერჩი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი სტატიები ჩემში აღშფოთებას იწვევენ!
პირიქით რომ იყოს, არა?! ეს უნდათ კიდევ ქალებს, რომ თავიანთ განვითარებისთვის ვეღარ მოიცალონ და ქმარზე მაღალი ხელფასი არ ჰქონდეთ. კიდევ ერთი მიზეზი უნდათ მამაკაცებს, რომ წონაზე აღარ იზრუნონ. მინდა ისეთი სტატიები, სადაც ბიჭებსაც "ასწავლიან" რამეს. ბევრი ისეთი "მასწავლებელია" ცხადში, რომელიც "ჭკუას გარიგებს", როგორ უნდა მოესიყვარულო ქმარს სულ, იყო სექსუალური დილითაც კი, არ იწუწუნო, დააწმინდავო სიტყვები და ა.შ.

ბიჭების სასწავლებელს არ წერენ winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent