შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 9)

22-10-2015, 23:42
ავტორი chica sol
ნანახია 4 301

-ცოტნე-
ისევ მათ სახლთან ვიყავი... მთელი 2 თვეა ჩვევად მექცa, აქ საათობით დგომა. თითქოს ვალდებული ვიყავი აქ ვყოფილიყავი. თოვლი იყო და ამიტომ მათ სახლთან ახლოს ვეღარ მივდიოდი. მანქანას ისე ვაყენებდი, რომ მათი სახლის ფანჯრებიდან გამოსული სინათლე მაინც დამენახა.
საღამოს 9 საათი ხდებოდა, უკვე წასვლას ვაფირებდი, რომ მოულოდნელად ვიღაცამ ჩემს გვერდით მანქანის კარი გამოაღო და სწრაფად ჩაჯდა. გოგონა იყო. ხალათში და ჩუსტებში გამოწყობილიყო. სახეზე ისეთი შიში ეწერა, მისი დანახვისთანავე დავიძაბე. მაშინვე ვიცანი, როგორც კი შევხედე. მაგრამ რაღაც შეცვლილიყო მასში.
როდესაც ჯონიმ მისი სურათი მანახა, სხვანაირად გამოიყურებოდა... ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე, მომღიმარი, თვალებში ცეცხლით და სითბოთი...
ახლა ვუყურებ და თითქოს სხვა ადამიანად ქცეულიყო. ძალიან გამხდარიყო. სადღაც დაუკარგავს ეს სითბო, ღიმილი, თვალებში ცეცხლი... ახლა მისი თვალები მხოლოდ შიშს ასხივებდა. აღარ იღიმოდა... ისეთი გაფითრებული იყო, თითქოს გრიმი ჰქონდა გაკეთებული.
მისმა ასეთმა უეცარმა გამოჩენად ძალიან დამაბრია... ამდენი ხანი მათ სახლთან ვიყავი... ამდენი ღამე გავათიე...ვხედავდი აივანზე, ფანჯარასთან მტირალს... ვიცოდი, რაღაც აწუხებდა. მაგრამ რაღაც არ მაძლევდა უფლებას მივახლოვებოდი. ახლა კი თვითონ მოვიდა ჩემთან.
-დაქოქე... ჩქარა დაძარი მანკანა. -დაიკივლა მანქანაში ჩაჯდომისთანავე. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. გოგონამ უკან მიიხედა და მერე ორმაგად შეშინებულმა, ვედრება დამიწყო -გთხოვ , გთხოვ წადი, დაძარი. მომკლავენ გთხოვ. ..
მისმა ბოლო სიტყვებდა გონზე მომიყვანა და სასწრაფოდ გაზის პედალს დავაჭირე ფეხი. მანქანა ადგილს მოსწყდა და მანაც ამოისუნთქა. ხმამაღლა ატირდა.
-დიდი მადლობა... ძალიან... დიდი მადლობა...- სიტყვებს აყოლებდა ტირილს.
გული მუცელში ჩამივარდა. მისი დაცვის სურვილმა ცამდე ასტანა. აქამდე გაუხეშებული გული გამილღვა. მინდოდა უკან მივბრუნებულიყავი და ყველა მომეკლა, ვინც ამ არსებას ეს საშინელება დამართა, ვინც ასე შეაშინა...
გავხედე, კანკალებდა. შოკში იყო. ჩემს გვერდით დადებული გაზიანი სასმელი ავიღე, ქილა გავხსენი და გავუწოდე.
-დალიე, შაქარი შოკს მოგიხსნის.-ჩემსკენ არც გამოუხედავს, ისევ ტიროდა. მგონი არც კი გაუგია ჩემი ხმა.
მხარზე ფრთხილად შევეხე. ორივე შევკრთით. ის ჩემმა შეხებამ შეაშინა, მე კი მისმა გაყინულმა სხეულმა შემაკრთო.
მანქანა გავაჩერე. შეშინებულმა გამომხედა. მის თვალებში ტკივილს ვხედავდი. კოსტუმი გავიხადე და გავუწიდე. აღარ შევხებივარ, არ მინდოდა შემეშინებინა. ისე გამომართვა კოსტუმი და მოიცვა თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. ქილა ისევ გავუწოდე.
- დალიე...- ჩუმად ვუთხარი.- გამომართვა. ხელები ისე უკანკალებდა, ქილიდან სასმელი იღვრებოდა.
გავუღიმე და ისევ დავძარი მანქანა. ცალი თვალი მისკენ მქონდა. ნელა მიიტანა ქილა ტუჩებთან და მოსვა. ნელ-ნელა წყნარდებოდა. ქილა სავარძლებს შორის ჩატენა. ცოტა კანკალმაც უკლო. ადრენალინი უმცირდებოდა ორგანიზმში. სანამ სახლამდე მივედი ხელები უკვე უღონიდ ჩამოეყარა სავარძელზე. თვალები ეხუჭებდა.
მანქანა სახლის ჭიშკარათან გავაჩერე, დაცვამ კარი გააღო და ეზოში შევედით.მანქანა სახლის კართან გავაჩერე, გადავედი, მეორე მხარეს შემოვუარე და კარი გავაღე. განგამ უღონიდ გადმომხედა. ფრთხილად გავუხსენი ღვედი და ხელში ავიყვანე, ისეთი გაყინული აღარ იყო, როგორც წეღან. ხელში ავიყვანე და სახლისკენ წავიყვანე. ჩემს ხელებში უღონოდ იწვა. ძალა არ ჰქონდა თავი მაინც აეწია მაღლა.
კარი დაცვამ გააღო და შევიყვანე სახლში. როგორც ყოველთვის კარში ლილი შემეგებდა და რომ დაინახა ჩემს ხელში გოგონა და თან ასეთ მდგომარეობაში, სახეზე ხელი იტაცა.
-ვაიმე ჩემო დღეო... რა სჭირს ცოტნე? ვინაა... ცოცხალია?-ხელებში მეცა ლილი.
-კი ლილი, დაწყნარდი, ცოცხალია... მაცალე ზევით ავიყვანო.- ისევ განგას დავხედე. თვალებს გაურკვევლად ატრიალებდა. რაღაცას ჩურჩულებდა. ვერ ვხვდებოდი ლილის ქოთქოთში, რას ამბობდა.-ლილი ექიმთან დარეკე. მგონი ცუდადაა.
-ახლავე დედიკო, ახლავე.-ტელეფონისკენ გავარდა ლილი. მე კი მეორე სართულის კიბეები სწრაფი ნაბიჯით ავიარე. ჩემი ოთახის კარი ფეხით შევაღე და საწოლში დავაწვინე.
ცახცახებდა. სხეულს ვერ იმორჩილებდა. საბანი კარგად შემოვახვიე. შუბლზე ხელი მივადე, ცხელი არ იყო. ვერ ვიგებდი რა სჭირდა.
-ქეთი... ლანა... ქე...თი... -ბუტბუტებდა დაუსრულებლად.
ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.მე ანერვიულებული გავვარდი, გამოვგლიჯე კარი და თავი გავყავი.
-ლილი... ლილი...- ხმამაღლა დავუძახე.-დარეკა ვინმემ ექიმთან?- ვიღრიალე მოთმინება დაკარგულმა.
-კი დედიკო კი... რამდენიმე წუთში აქ იქნება.-კიბეებზე მორბოდა ლილი.
ოთახში შემოვიდა და განგა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა მუხლებზე ხელი დაირტყა.
-ვაიმე, საბრალო ბავშვი... რა დაემართა ცოტნე? ქეთი და ლანა ვინ არიან?- მოიცადე ახლავე ნიშადურს მოვიტან.- თქვა და ოთახიდან გავარდა.
ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ჯონის დავურეკე.
-ჯონი ჩემს ოთახში ამოდი ახლავე.-ჩავძახე და პასუხს არც კი დავლოდებივარ ისე გავთიშე.
განგას დავხედე, სახე და ყელი ერთიანად დაენამა ოფლით. ჯიბიდან დაკეცილი ცხვირსახოცი ამოვიღე, საწოლზე ჩამოვჯექი და შუბლზე გადავუსვი. ის კი საწოლში გაუჩერებლად ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა...
-ქეთი... ლანა..-იმეორებდა გაუჩერებლად.- მე არ მინდოდა... იცოცხლე... გთხოვ... არ მოკვდე... გთხოვ, გთხოვ...- მისმა ბოლო სიტყვებდა, გამაშეშა.
ამას დარდობდა... თიკოს დარდობდა ასე? სული ყელში მომაწვა... ბოღმა ბურთივით გამეჩხირა. ბრაზმა ლამის მომკლა... მისი ტანჯვა ჩემი ბრალი იყო...
ლილი ოთხაში შემოვარდა. ხელში ნიშადური ეჭიდა. სახურავი მოხსნა ბოთლს და ბამბა სითხით დაასველა. განგას მიუახლოვდა და ცხვირთან მიუტანა...
რამდენიმე ჩასუნქთვაზე გოგონამ თვალები გაახილა და ხველება ატეხა. მისმა გახელილმა თვალებმა შვება მომგვარა.
შეშინებული აცეცებდა თვალებს. მგონი, ვერ ხვდებოდა სად იყო...
-როგორ ხარ დედიკო? -მაშინვე მოესიყვარულა ლილი.
განგას ხმა არ ამოუღია, ისე მიშტერებოდა ლილის... მერე თვალები ჩემსკენ გამოაცეცა. მე ცოტა მოშორებით ვიდექი.
კარზე დააკაკუნეს. ჯონიმ თავი შემოყო ოთახში. თვალით ვანიშნე გამოვალ მეთქი და მანაც სასწრაფოდ გაიხურა კარი.
ისევ განგას გავხედე. წყლიანი თვალებით მიყურებდა. ლილიმ თავზე ხელი გადაუსვა და მასთან ჩამოჯდა.
-ლილი, აქ დარჩი ახლავე მოვალ. მარტო არ დატოვო... -ხმადაბლა ვუთხარი ძიძას და კარი გავიხურე.
ჯონი კართან მელოდა. კაბინეტისკენ გავუძეხი და ისიც უკან გამომყვა.

-მისმინე.-უკვე კაბინეტში მჯდომმა მივმართე ჯონის.-იცანი ალბათ ვინაა ახლა ჩემს ოთახში...
-ვიცანი და ვერ გავიგე. შენ რა გოგონა გაიტაცე? -ეჭვის თვალით გადმომხედა.
-რა გავიტაცე ბიჭო, გააფრინე? გამოიქცა და პირდაპირ მანქანაში ჩამიხტა. მოიცა, ამას მერე გეტყვი. ქეთი და ლანა ვინ არიან იცი?
-ქეთი დედამისია და ლანა პატარა და.რა იყო?
-მათ ახსენებს. ვერ ვხვდები რატომ. ვინმე გაგზავნე მათ სახლთან. შეცდობა არ უნდა დავუშვათ, არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს.- ჯერ კიდევ მერეოდა აზრები... ვერ ვიგებდი ამის მერე რა უნდა გამეკეთებინა. გეგმები, რომელიც ლადოს დასასჯელად დავსახე, განგას გამოჩენამ სულ არია.
-კარგი. და განგა ვის გამოექცა, ქმარს?-ჯონიც დაბნეული ჩანდა.
-როგორც ჩანს კი...- კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ სიტყვა ლილის განწირულმა ყვირილმა გამაწყვეტინა.
-ცოტნე, ცოტნე... დამეხმარე...- მის ხმაზე გიჟივით გავვარდი კაბინეტიდან. ჯონიც უკან ამედევნა. სანამ კიბეები ავირბინე, ყველაფერი ვიფიქრე, გული ადგილზე აღარ მქონდა... რატომ მადარდებდა ამ გოგოს ბედი ასე?

***
ჩემო ძვირფასებო.
მოვედი ახალი თავით. ვიცი, ცოტა პატარაა. ბოდიშს ვიხდი წინასწარ. უდროობის გამო მეტის დაწერა ვერ მოვახერხე.
რა თქმა უნდა თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. შეფასებებს ველი სულმოუთქმელად.
სიყვარულით, თქვენი მარი

№1  offline წევრი vikipiki.

პირველიი ვარ..უუჰ რამდნეი ხანი ველოოდიიი ♥♥♥ არ მყოფნის და რა გავაკეტოო..შენ კი დგესაც შეუდარებელიი იყავიი ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა :*::*

№2  offline მოდერი chica sol

vikipiki.
პირველიი ვარ..უუჰ რამდნეი ხანი ველოოდიიი ♥♥♥ არ მყოფნის და რა გავაკეტოო..შენ კი დგესაც შეუდარებელიი იყავიი ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა :*::*

ზუსტად ვიცოდი რომ არ გეყოფოდა...
დიდი მადლობააა love უყვარს მარის თავისი ვიკა love

№3  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
პირველიი ვარ..უუჰ რამდნეი ხანი ველოოდიიი ♥♥♥ არ მყოფნის და რა გავაკეტოო..შენ კი დგესაც შეუდარებელიი იყავიი ♥♥♥♥ გკოცნის შენი ვიკა :*::*

ზუსტად ვიცოდი რომ არ გეყოფოდა...
დიდი მადლობააა love უყვარს მარის თავისი ვიკა love

ჰოო რა ვქნა არასდროოს მყოფნის..მინდა ვიკითხოო და არრ დამთავრდესს..♥♥♥

№4  offline მოდერი chica sol

ერთ ისტორია სრულს დავდებ და აღარ დაგრჩება ასეთი შეგრძნება, გპირდები love

№5  offline წევრი vikipiki.

ეს დავამთავროოთ მალე თორე გავგიჯდებიიი. :D ♥♥♥ გულით სულით დაველოდებიიი :**

№6  offline წევრი gabun1a

აი მე მგევხარ პატარა თავების წერაში კიარადა მემგვანები :დ :დ კარგი იყო ოღონდ პატარა კიდე მინდოდა :დ

№7  offline მოდერი chica sol

gabun1a
აი მე მგევხარ პატარა თავების წერაში კიარადა მემგვანები :დ :დ კარგი იყო ოღონდ პატარა კიდე მინდოდა :დ

შური ვიძიე wink ცუდია ხომ პატარე თავები... ეს ხუმრობით.
მიხარია რომ მოგეწონა. winked

№8  offline წევრი kora

პაწუკა თავია, მაგრამ საკმარისია საიმისოდ რომ ემოციებით ამავსოს როგორც ყოველთვის ♥ მეცოდება განგა, აი ცოტნე კი უკვე შემაყვარე, რაღაც განსხვავებული პერსონაჟია.
ისე მოუთმენლად ველოდი ახალ თავს და იმას რომ მანქანაში ცოტნე ყოფილიყო, რომ ლამის ამშუაღამისას ვიყვირე სიხარულისგან მართლა ის რომ აღმოჩნდა , თააან რა სითბოს ასხივებს ეს ბიჭი ♥
მოკლედ, რა გითხრა ახალი მარიამ, საოცარი გოგო ხარ! ♥
--------------------
kira.G

№9  offline მოდერი chica sol

kora

Uf როგორ გამახარე შენ მე ჩემო გოგო. კი პაწუკა თავია და ვეცდები შემდეგზე გამოვასწოროო❤
ჩემი თბილი და ემოციური გოგო ხარ❤❤❤

№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

ყოოველგვარ მოლოდიინს გადააჭარბააა !!! არ ვიცი რა გითხრა.... ვგიჟდები ცოტნეზე.. ჩვენი გოგო როგორ დაიტანჯა((( მიყვარხარ!

№11  offline მოდერი chica sol

MariamG
ყოოველგვარ მოლოდიინს გადააჭარბააა !!! არ ვიცი რა გითხრა.... ვგიჟდები ცოტნეზე.. ჩვენი გოგო როგორ დაიტანჯა((( მიყვარხარ!

ჩემო ლამაზო... მე კი შემზე ვჰიჟდები❤❤❤იხარია რომ მოგეწონა

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ცოტნეს ემოციები უფრო ყურადღებით გადმოეცი რაა. სხვა შენიშვნა არ მაქვს:))).

№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უფ რა მაგარი თავი იყო დავტკბი რა... მომეწონა ცოტნეს ემოციები და განგას დაცვის სურვილი ამის მერე გაირკვევა ყველაფერი და მერე იქნება მაგარი რომანტიკული მომენტები (ვფიქრობ) აბა შენ იცი საოცრად მომწონს ეს ისტორია და მაინტერესებს რა მოუვიდა ასეთი განგას ასე ინტრიგაში რომ დაგვტოვე...

№14  offline მოდერი chica sol

grafo
ცოტნეს ემოციები უფრო ყურადღებით გადმოეცი რაა. სხვა შენიშვნა არ მაქვს:))).

Vecdebiii chemo kargoo❤❤❤

უცნობი ქ
უფ რა მაგარი თავი იყო დავტკბი რა... მომეწონა ცოტნეს ემოციები და განგას დაცვის სურვილი ამის მერე გაირკვევა ყველაფერი და მერე იქნება მაგარი რომანტიკული მომენტები (ვფიქრობ) აბა შენ იცი საოცრად მომწონს ეს ისტორია და მაინტერესებს რა მოუვიდა ასეთი განგას ასე ინტრიგაში რომ დაგვტოვე...

Ki cota wavuintrige...
Mixaria rom mogwons❤❤❤❤❤

№15  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვგიჟდები ინტრიგებზე... აბა ველოდები ახალ თავს დაუყოვნებლივ...

№16  offline მოდერი chica sol

Ahaaam... didxans ar galodineb❤❤❤

№17  offline მოდერი nicol

მარიკუნა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გაწყვიტე. რა ვქნა ახლა მე სანამ ახალ თავს დადებ?

ჩემი ტკბილი გოგო ხარ და ნელ-ნელა შენსავით ატკბობ ისტორიას.

ჩემი მარიკუნა ხარ და ვგიჟდები შენზე. ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

№18  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გაწყვიტე. რა ვქნა ახლა მე სანამ ახალ თავს დადებ?

ჩემი ტკბილი გოგო ხარ და ნელ-ნელა შენსავით ატკბობ ისტორიას.

ჩემი მარიკუნა ხარ და ვგიჟდები შენზე. ♥♥♥

და აი მე ისევ სულელივით მახარებს და მაღიმებს შენი ყოველი სიტყვა.
უსაყვარლესი ხარ და ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს მე ჩემი ნიკოლი love

№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

მმმ... იცი რა მომწონს შენ ისტორიაში? დიდია, მალე არ მთავრდება (თავებს ვგულისხმობ) თან თბილია და კითხვისას მყუდროდ თუ არ მოვკალათდი ისე ვერ წავიკითხავ, თუმცა როგორც კი კითხვას ვიწყებ, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა მციოდეს, თავს მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობ.
ყოველ შემთხვევაში ამ თავის წაკითხვისას ასე ვიყავი, მეც გამიჩნდა განგას დაცვის სურვილი და მინდოდა, რომ კარგად ყოფილიყვნენ მისი დედა და და.
ვერ ვიტან ლადოს, რატომ არიან ასეთი შეუბრალებლები ეგ და ვატო ვერ ვხვდები, მაგრამ ყველას თავისი მიეზღვებათ. ცხოვრება უსამართლო დიდხანს არის, მაგრამ ბოლოს მაინც სამართლიანია ხოლმე ყოველთვის!
მიყვარს მე უკვე ეს ისტორია.
საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს.
მახარებს..
მათბობს...
და მაჟრიალებს ის პატარ-პატარა ელემენტები, და ნაპერწკლები რაც ცოტნეს თვალებში დავინახე.
ძალიან მიყვარხარ მარიამ <3 <3
ბრაბო რა! მაგარი ხარ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№20  offline მოდერი chica sol

ერკე

ერკეე... სადაა შენი ძველი ნიკი? ნუ მე მაინც ასე მოგმართავდი და...
მე კი მახარებ შენ და მაბედნიერებ შენი ყოვლის მომცველი კომენტარით. მიხარია რომ ყველაფერს ისე იგებ როგორც ვცდილობდი გადმომეცა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
მადლობა ასეთი გულთბილობისთვის love

№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

გაქრა ჩემი ძველი ნიკი :D love ახლა იმას ვფიქრობ, რომ ეს ნიკი ინგლისური შრიფტით დავიწერო ოღონდ მარტო სახელი ^^ ისე ვერ მძებნიან და:D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent