შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი8)


21-10-2015, 01:34
ავტორი chica sol
ნანახია 4 356

-ცოტნე-
საავადმყოპოდან დაბრუნებული ცოტნე კაბინეტში შევიდა და სავარძელში ჩაეხეთქა.კარზე კაკუნი გაისმა და ჯონი გამოჩნდა.
-შემოდი- ხელის დაქნევით შეიპატიჟა. ჯონიც შევიდა და ახლოს მიუჯდა ცოტნეს. -რას მეტყვი?
-ბევრს ვერაფერს ცოტნე. ლადოს წარსული სუფთაა... კვალის დაფარვა კარგად იციან. ის კი არა ყველაფერს ისე სუფთად აკეთებენ... გაოცებული ვარ. თუმცა არ მიკვირს მათი პროფესიის გამო. კარგად მოვასწარით ამ ვიდეოების მოპოვება... ახლა მათი კვალიც აღარაა... საქმის გამოძიება ვატოს გადაეცა... ეს ნიშნავს , რომ ისე წაიყვანენ საქმეს, როგორც აწყობთ.
ცოტნე ჩაფიქრებული უსმენდა ჯონის. ნიკაპს ნერვიულად ისრესდა.
-რა ვქნათ ცოტნე? ვიდეოები არ გავაგზავნოთ განყოფილებაში? სხვა შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით. -ისევ ჯონიმ გააგრძელა ლაპარაკი და გამაღიზიანებელი დუმილი დაარღვია.
-არა, ჯერ ამ ვიდეოებს არ გამოვიყენებთ. რამეს მოვიფიქრებ. ლადოს ქონებაზე რას მეტყვი?
-საკმაოდ შეძლებული ადამიანია. თბილისში ორი ბინა აქვს და საკმაოდ კეთილმოწყობილი. ერთში დაოჯახებამდე ცხოვრობდა, მეორე ქორწილამდე შეიძინა და ცოლთან ერთად ცხოვრობს. ბინა წყნეთში და ბათუმშიც აქვს. ბანკის ანგარიშები საქართველოში და საზღვარგარეთის სამ ბანკში აქვს, რაც მეეჭვება თავისი ხელფასით იყოს დაგროვილი. აშკარად რაღაცეებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯერ ვერ გავიგე რას... ბაჩანა ჯერ კიდევ მუშაობს ამ საქმეზე. აქ ლადოს ყველა სახლის მისამართია. იქნებ დაგჭირდეს.- ფურცელი, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა მაგიდაზე დადო.
-ცოლზე რას მეტყვი? განგაზე...
-რა გითხრა? ჩეულებრივი ოჯახიდანაა... არც ქონებით გამოირჩევა და არც რაიმე ცუდი წარსულით... არაფერია ჩვენთვის საინტერესო. თიკოს შესახებ ახალი არაფერია?
-არა, სიტუაცია უცვლელია, ექიმები დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ. ერთ ადგილზე ვართ გაყინულები, არც წინ მივდივართ, არც უკან. საავადმყოფოში დღეს ლილი დარჩება.
-ჩვენი გოგო ყოჩაღია... გამოძვრება...- საკუთარი თავსაც და ცოტნესაც ნუგეში სცა ცოტნემ.
-იმედი მაქვს მისმინე ახლა სად არიან ესენი? -თავით ფურცლიზე ჩამოწერილი მისამართებისკენ მიუთითა ცოტნემ.
-წყნეთში. რამეს აპირებ? -დაფრთხა ჯონი რომელიც გასასვლელად მომზადებულიყო.
-არა უბრალოდ მინდა ვიცოდე. მათი ყოველი ნაბიჯი მინდა ვიცოდე ჯონი.- მკაცრად აღნიშნა.- ლილისთან კიდევ ვინმე გაგზავნე, რამე რომ დაჭირდეს დაეხმარება. ვერაფრით გამოვუშვი სახლში და რადგან ის იყო იქ, მე წამოვედი. წყალს გადავივლებ და ღამე მეც წავალ.
-კარგი. თუ რამეა დამიძახე.


3 საათის შემდეგ, ცოტნე წყნეთში იყო და ლადოს სახლთან გაჩერებული მანქანიდან მისჩერებოდა სახლს. სახლის ფანჯრებიდან სინათლე იღვრებოდა... იცოდა ცოტნემ, რომ ლადო იქ იყო... იცოდა. რომ სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იყო სჭირო და ყველაფერს წამში მოამთავრებდა... იცოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. სიგიჟემდე უნდოდა საკუთარი ხელით მიეხრჩო ყველა ვინც თიკოს ტკივილი მიაყენა, მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად თავს იკავებდა. „ამ საქმეს ჩემებურად მივხედავ“ ამ ფიქრებით ცდილობდა თავის დაწყნარებას... ახლა რომ შესულიყო, არავის აცოცხლებდა ვინც წინ გადაეყრებოდა, მერე რა ელოდა? ციხე? და თიკო? ასე საწილს მიჯაჭვული და კომაში ჩავარდნილი მარტო უნდა დაეტოვებინა? არა, გეგმა უნდა დაესახა და ყველაფერი თანმიმდევრულად გაეკეთებინა...
ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია ცოტნემ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სახლი.ჩაბნელებულ აივანზე ვიღაცას მოჰქრა თვალი. მოაჯირს დაყრდნიბოდა. გოგონა იყო. მის თმას მხრებზე ჩამოშლილსა და ქარისგან აფრიალებულს შეჰყურებდა ცოტნე. სიბნელე იყო და სახის ნაკვთები არ ჩანდა, მაგრამ გოგონა ხშირად ისვამდა ლოყებზე ხელს. „ტირის“ მხოლოდ ეს გაიფიქრა ცოტნებ და საშინელი გრძნობა დაეუფლა. ვერასოდეს იტანდა ქალის ცრემლებს...
გოგონა დაახლოებით ერთი საათი იყო აივანზე და ცოტნეც თვალმოუშორებლად შეჰყურებდა.
„ რა სჭირს? რატომ ტირის ამდენს? ახალშეუღლებული, 20 წლის გოგონა არ უნდა ტიროდეს... არ ჩანს ბედნიერი. იქნებ არცაა? იქნებ თიკოზე ნერვიულობს? მის გამო მანქნიდან გადმოხტა... იქნებ განსხვავდება თავისი გარეწარი ქმრისგან?“- გაახსენდა ცოტნეს გოგონას საქციელი.-‘ როგორ შეიძლებოდა ამის შემდეგ ბედნიერი ყოფილიყო?“
-განგა, სახლში შედი გაცივდები.- გოგონას უკნიდან ლადო წამოადგა. ცოტნემაც ძლივს გაარჩია სიტყვები.
კარგად დაინახა ცოტნემ. როგორ შეკრთა გოგო ქმრის ხმის გაგონებაზე. და მაშინვე გაუჩინარდა აივნიდან. ლადომ რამდენიმე წამი დაჰყო აივანზე და ისიც სახლში შებრუნდა.


2 თვის შემდეგ
-განგა-
დილით ისევ კივილით გავიღვიძე... ისევ კოშმარი მესიზმრა. ლადო ოთახში არ იყო. გული ისე მიცემდა, თითქოს ახლახან კილომეტრები გავირბინეო. შუბლი და ყელი სულ სველი მქონდა. რაც წყნეთში ამოვედით, კოშმარები მტანჯავდა. სიზმრებში სხვადასხვა სიტუაციებში ვიყავი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადანიანს ვხედავდი... გოგონას, რომელიც აღარ იყო ცოცხალი. ვერაფერს ვცვლიდი. ვცდილობდი არ დამეძინა... აღარ მინდოდა მისი ნახვა. გაგიჟებას ცოტა მაკლდა. სინდისი არსებობის საშუალებას არ მაძლევდა. ვერ ვსვამდი, ვერ ვჭამდი, საშინლად გავხდი. ორგანიზმი ძალიან დამისუსტდა, ლადო უკვე ძალით მტენიდა საჭმელს. მაგრამ აზრი არ ჰქონდა, გულის რევა მკლავდა. ამ ბოლო დღეებში სულ მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი არ დამეძინა, თავს ვეღარ ვებრძოდი. სისუსტის შეგრძნება მკლავსა.
ისევ გულის რევა ვიგრძენი. დილის სათებში სპაზმები მკლავდა. ფეხზე წამოვვარდი და სააბაზანოში გავვარდი.
უკან ფერმიხდილი შემოვბრუნდი. ლადოც დაბრუნებულიყო ოთახში. ჩუსტების ფრატუნით საწოლთან მივედი და ისევ შევწექი.
-განგა, უნდა ჭამო ასე არ შეიძლება. საშინლად გახდი. ისევ ამაზე საუბრით იწყებდა დილას. ვხედავდი, რომ მართლა ნერვიულობდა ჩემზე. მაგრამ მისი მზრუნველობა უარესად მაღიზიანებდა.-ბუხარი ავანთე, საუზმეც მზადაა, ადექი და ჩამოდი. მეორედ არ მათქმევინო.-ჩემმა უყურადღებობამ გააღიზიანა. წამოდგა და ოთახში მარტო დამტოვა.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიწექი, მერე კი წამოვიძლაძნე, ჩავიცვი და გარეთ გავფრატუნდი ოთახიდან. მისაღებიდან აივანზე გავედი. ძალიან ციოდა. თებერვლის თოვლი უკვე მუხლს ზემოთ იყო. ჩვენს სახლთან მანქანა უკვე ვეღარ უდგებოდა. საკმაოდ შორს უწევდა ლადოსაც მანქანის გაჩერება. სახლიდან არ გავსულვარ უკვე ორი თვეა. ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი. ლადო გადიოდა ასე კვირაში ერთხელ. არ ვიცოდი სად დადიოდა და რას აკეთებდა, პროდუქტებიც მას მოჰქონდა. ვატოც რამდენჯერმე გვესტუმრა. პირველ სართულზე გაჭივრებით ჩავედი. თავბრუს ხვევა მკლავდა. კიბის მოაჯირს კარგად მოვეჭიდე და მანამდე არ გავუშვი ხელი სანამ მხედველობა არ დამიბრუნდა. ლადოს ხელი ვიგრძენი წელზე.
-ცუდად ხარ? -შეშფოთებულმა დამძახა.
-არა.- მკვახედ მივუგე, მხედველობა აღდგენილმა და სასწრაფოდ მოვშორდი.
მთელი დღე უაზროდ გავლიე. ცოტა ხანს სამზარეულოში ვიტრიალე. მერე ოთახს მივაშურე.გაჭირვებით ავიტანე გამხდარი და ძალა გამოცლილი სხეული კიბეებზე. ჯერ საღამოს 6 საათი იყო მაგრამ საკმაოდ ბნელოდა. ძილი თავის მკლავებს მხვევდა, მაგრამ ვუძალიანდებოდი, როგორც ყოველთვის. ვიცოდი რაც მომელოდა. გოგონა რომელსაც სიცოცხლე წავართვი, საკუთარი ხელით. სიზმარში ხშირად ვხედავდი ჩემს ხელებს, რომელიც გოგონას სისხლით მქონდა დასვრილი...
ტელეფონი ავიღე და დედას დავურეკე. მათთან კონტაქტს რა თქმა უნდა არ ვწყვეტდი. უკვე ორი თვეა არც ქეთი და არც ლანა არ მინახავს. ნანკასაც თითქმის ყოველ დღე ვესაუბრებოდი. ჩემზე ძალიან ნერვიულობდა საბრალო. ამოსულიც იყო ერთი ორჯერ, მაგრამ ახლა ვუკრძალავდი. თოვლია და თავი შეიკავე მეთქი. ყოველ დღე ვაიმედებდი, რომ მალე ჩავიდოდით და აქ ამოსვლა აღარ იყო საჭირო. ვაწყნარებდი, რომ ყველაფერი კარგად მქონდა.
ზარის ხმა მომესმა. ვინ უნდა იყოს ნეტავ? ალბათ ვატო. საათი საღამოს რვას უჩვენებდა. დედას დავემშვიდობე. სველი თმა კუდად შევიკარი. პიჟამოზე ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი. კიბესთან ფეხაკრეფით მივედი და ვატოს ხმა გავიგე მისაღებიდან.
-განგა სადაა?
-სძინავს. რა იყო? მოხდა რამე?-უპასუხა ლადომ
-ბიჭო გოგო დღეს შუადღეს მოკვდა. ახლა შეგვიძლია საქმე დავხუროთ. აქამდე ეს ვერ გავაკეთეთ. ექიმები იმედს იძლეოდნენ, გადარჩებაო, მაგრამ დღეს... მოკლედ თავის ძმამ საჩივარი გამოიტანა. ცხედარი სახლში გადაიტანა და ხვალ დილით დაკრძალვაა.ცოტნემ, არც ექპერტს მისცა უფლება, ცხედარს გაჰკარებოდა, არც გაკვეთა დაანება ვინმეს... მოკლედ, რადგან თიკო მოკვდა და საჩივარიც გამოტანილია, საქმეც დაიხურება რა... დარჩება ისე როგორც გაუხსნელი საქმე. მოკლედ დაკრძალვის შემდეგ, შეგიძლიათ ქალაქში დაბრუნდეთ შენ და განგა რა...-ისეთი ხმით დაამთავრა ლაპარაკი ვატომ თითქოს რაიმე კარგი ამბავი ეხარებინოს და ამისთვის მადლობას ელისო.
-როგორც იქნა. გამოვყრუვდი აქ რა... განგაც ისევ ცუდადაა. ექიმთან უნდა ჩავიყვანო ტო. ძალიან გახდა.- შესჩივლა ლადომ მეგობარს... კიდევ აგრძელებდა საუბარს, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა.
ოთახში გავლასლასდი და კარი ჩუმად მივხურე. გონება მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა. გული უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. ნუთუ რაც გავიგე სიმართლეა? ნუთუ მთელი 2 თვე გოგონა, რომელიც მკვდრად მიმაჩნდა, ცოცხალი იყო? ნუთუ ლადო ჩემს ტანჯვას ასე წარბშეუხრელად მაშინ უყურებდა, როცა იცოდა რომ გოგო ისევ სუნთქავდა სადღაც? ყოველ დილით კოშმარებიდან მაღვიძებდა და არ მეუბნებოდა, რომ მკვლელი არ ვიყავი?
ღმერთო როგორ მძულს... როგორ მძულს...მძულს...
ისედაც დაუწყარი ტკივილი,ისევ თავიდან მომეძალა. ისევ თავიდან დამატყდა თავს ყველაფერი.
ფეხზე წამოვვარდი, ამ სახლში ერთი წუთითაც რომ დავრჩენილიყავი, ჭკუიდან გადავიდოდი, უნდა გავცლოდი აქაურობას...
ოთახიდან გავედი. კარიდან ვერ გავიდოდი. ლადო და ვატო დამინახავდნენ. აივანს მივაშურე და მოაჯირზე გადავძვერი. ფეხით როგორღაც ქვევით რაღაცა შვერილი მოვძებნე და მასზე გადავინაცვლე. ხელები ჯერ ისევ მოაჯირზე მქონდა მოკიდებული , მაგრამ გაყინული კედლიდან ფეხები ამისრიალდასა და ხელებით დავრჩი დაკიდებული. დასუსტებულ ხელებში ძალა არ მქონდა, რომ საკუთარი სხეული შემემაგრებინა. ხელიც გამეშვა და კივილით ჩავენარჩხე თოვლში. რბილად არ დავცემულვარ, მაგრამ თოვლის სარეცელმა, ისეთი სირბილე მაინც შემიქმნა, რომ ფეხზე ადგომა შევძელი.
ნელ-ნელა გავფრატუნდი თოვლში, არც ვიცოდი სწორად თუ მივდიოდი. არც კი ვფიქრობდი ამაზე, მთავარი იყო ამ საშინელ ადგილს გავცლოდი.
-განგა.-ლადოს ხმა მომესმა და დენდარტყმულივით შევბრუნდი სახლისკენ... ლადო აივანზე იდგა და განრისხებული მოყურებდა. ალბათ ჩემი კივილი გაიგო და აივანზე ამოვიდა.
სასწრაფოდ შემოვბრუნდა და თოვლში გავიქეცი. გაჭირვებით მივარღვევდო თოვლის კედლებს. მიჭირდა ნაბიჯების გადადგმა. გზა არასწონი იყო და ხშირად ვეცემოდი. ისევ ვდგებოდი და გავრბოდი... უკანმოუხედავად... თავდაუზოგადავად...რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი... ჩემი სახელი მესმოდა. ლადო უკან მომყვებოდა. მათი ფეხის ხმა, ჩემი ფეხის ხმაზე უკეთ მესმოდა...
ხეებს შორის გზა გავიკვლიე და გზაზე გავვარდი. გზის მეორე მხარეს, 10 მეტრში მანქანა შევნიშნე... არც დავფიქრებულვარ, რას მომიტანდა ეს ნაბიჯი. მანკანისკენ გავიქევი. წინა, მგზავრის მხარეს კარს ვეცი და მოვსინჯე. კარი გაიღო და მეც სასწრაფოდ მანქანაში შევხტი.
-დაქოქე... ჩქარა დაძარი მანკანა. -ვიკივლე არაადამიანური ხმით და უკან შევბრუნდი. ფანჯრიდან დავინახე, ლადო და ვატო ხეების რიგიდან როგორ გამოვარდნენ. -გთხოვ , გთხოვ წადი, დაძარი. მომკლავენ გთხოვ.-ზუსთად ვიცოდი, არ მაცოცხლებდა ლადო როცა ხელში ჩამიგდებდა...
საჭესთან მჯდომი მამაკაცი, გაშტერებული მიყურებდა. ჩემს ბოლო სიტყვებზე, კი სასწრაფოდ მოწყდა მანქანა ადგილს და საბურავებს უკან დაგროვილი თოვლი ჰაერში გაიფანტა.


***
ბავშვებო ახალი თავი მოგიმძადეთ.
დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. გყლისფანცქალით ველი შეფასებებს.
თქვენი მარი.



№1  offline წევრი kora

იმედია ეშველა და თავს დააღწევს იმ ურჩხულებს, როგორ მინდა იმ მანქანაში ცოტნე იყოოოს <3
მარიამ, როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან მაგარი თავი იყო love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი chica sol

kora
იმედია ეშველა და თავს დააღწევს იმ ურჩხულებს, როგორ მინდა იმ მანქანაში ცოტნე იყოოოს <3
მარიამ, როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან მაგარი თავი იყო love

პირადად შენთვის ჩემო კარგო. შუა ღამეს ნაწვალები თავია და იმედია არაფერი შემშლია....
შენ კი ჩემი გოგო ხარ❤
ჩემი გოგო ხარ

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყო იმედია მიხვდება ცოტნე განგა რომ არაფერ შუაშია

 


№4  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო იმედია მიხვდება ცოტნე განგა რომ არაფერ შუაშია

შენ რა კარგი მყავხარ მეეეე love
love love

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო იმედია მიხვდება ცოტნე განგა რომ არაფერ შუაშია

შენ რა კარგი მყავხარ მეეეე love
love love

რა ვქნა მაგარ ისტორიას წერ და საერთოდ მაგრად წერ და ხომ ვერ მიგატოვებ...

 


№6  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო იმედია მიხვდება ცოტნე განგა რომ არაფერ შუაშია

შენ რა კარგი მყავხარ მეეეე love
love love

რა ვქნა მაგარ ისტორიას წერ და საერთოდ მაგრად წერ და ხომ ვერ მიგატოვებ...

დიდი მადლობა ამისთვის ჩემო კარგოო love

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

აწი მე რომ მიყვარს ისეთი თავები წამოვა:))

 


№8  offline მოდერი chica sol

grafo
აწი მე რომ მიყვარს ისეთი თავები წამოვა:))

wink მაშინ ძალიან კარგია რომ შუიდან დაიწყე კითხვა. არ მოგეწონებოდა წინა თავები wink
მადლობა რომ კითხულობ love

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

წავიკითხე დასაწყისიც და ლადო ღორზე ღორია,

 


№10  offline მოდერი chica sol

grafo
წავიკითხე დასაწყისიც და ლადო ღორზე ღორია,

ძირითადი აზრი არ შეგცვლია ხომ? wink ლადო ღორია...
ასეც ვფიქრობდი wink

 


№11  offline მოდერი nicol

მშვენიერი თავი იყო მარიკუნა... ახლა იწყება დათბობა ხო?
ველოდები შენსავით ტკბილ და თბილ გაგრძელებას.

ჩემი მარუკუნა ხარ შენ ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№12  offline მოდერი chica sol

nicol
მშვენიერი თავი იყო მარიკუნა... ახლა იწყება დათბობა ხო?
ველოდები შენსავით ტკბილ და თბილ გაგრძელებას.

ჩემი მარუკუნა ხარ შენ ♥♥♥

ჩემი ნიკოლი, ჩემი თბილი . ტკბილი და საყვარელი გოგო ხარ შენ...
და მარის ძალიან უყვარხააარ love

 


№13  offline წევრი kora

მარიამ ზაქარაშვილი
kora
იმედია ეშველა და თავს დააღწევს იმ ურჩხულებს, როგორ მინდა იმ მანქანაში ცოტნე იყოოოს <3
მარიამ, როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან მაგარი თავი იყო love

პირადად შენთვის ჩემო კარგო. შუა ღამეს ნაწვალები თავია და იმედია არაფერი შემშლია....
შენ კი ჩემი გოგო ხარ❤
ჩემი გოგო ხარ

რომ იცოდე როგორ ძალიან მახარებ, შეუდარებლად წერ და ცხადია არც შეგეშლებოდა. მიყვარხარ მე შენ ძალიან love
--------------------
kira.G

 


№14  offline მოდერი chica sol

kora
მარიამ ზაქარაშვილი
kora
იმედია ეშველა და თავს დააღწევს იმ ურჩხულებს, როგორ მინდა იმ მანქანაში ცოტნე იყოოოს <3
მარიამ, როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან მაგარი თავი იყო love

პირადად შენთვის ჩემო კარგო. შუა ღამეს ნაწვალები თავია და იმედია არაფერი შემშლია....
შენ კი ჩემი გოგო ხარ❤
ჩემი გოგო ხარ

რომ იცოდე როგორ ძალიან მახარებ, შეუდარებლად წერ და ცხადია არც შეგეშლებოდა. მიყვარხარ მე შენ ძალიან love

Me ki shen chemo gogo...

 


№15  offline წევრი vikipiki.

- გუშიინ კი წავიკითხე , მაგრამ კომენტარის გაკეთება ვერ მოვახერხეეე.. მარიკუნაა იიქ თუ ცოტნეა ძალიან გამიხარდებაა... კიი ცოტნეც ვერ იტანს მაგრამ მგონია რომ ყველაფერიი დალაგდება..ხოო და კიდე ერთიი, ვფიქროობ რომ თიკო ცოცხალია და მოიგონეა რომ შური იძიოს ლადოზე... ჰოო ჰოო კარგიი wink ვიციი რომმ დიდი ფანტაზიის უნარი მაქ მაგრამ რას ვიზამთ მინდა ასე მოხდეს და სათანადოოდ დაისაჯოს ლადო..და იის უსინდისო ვატო ვითომ რომ უყვარს თიკოო.... am
- როგოორც ყოველთვის შეუდარებელი ხარრ მარიკუნაა..გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥ love

 


№16  offline მოდერი chica sol

vikipiki.
- გუშიინ კი წავიკითხე , მაგრამ კომენტარის გაკეთება ვერ მოვახერხეეე.. მარიკუნაა იიქ თუ ცოტნეა ძალიან გამიხარდებაა... კიი ცოტნეც ვერ იტანს მაგრამ მგონია რომ ყველაფერიი დალაგდება..ხოო და კიდე ერთიი, ვფიქროობ რომ თიკო ცოცხალია და მოიგონეა რომ შური იძიოს ლადოზე... ჰოო ჰოო კარგიი wink ვიციი რომმ დიდი ფანტაზიის უნარი მაქ მაგრამ რას ვიზამთ მინდა ასე მოხდეს და სათანადოოდ დაისაჯოს ლადო..და იის უსინდისო ვატო ვითომ რომ უყვარს თიკოო.... am
- როგოორც ყოველთვის შეუდარებელი ხარრ მარიკუნაა..გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥ love


ჩემი ძვირფასი გოგო ხარ შენ. love
და მარის ძალიან უყვახარ. love

 


№17  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
- გუშიინ კი წავიკითხე , მაგრამ კომენტარის გაკეთება ვერ მოვახერხეეე.. მარიკუნაა იიქ თუ ცოტნეა ძალიან გამიხარდებაა... კიი ცოტნეც ვერ იტანს მაგრამ მგონია რომ ყველაფერიი დალაგდება..ხოო და კიდე ერთიი, ვფიქროობ რომ თიკო ცოცხალია და მოიგონეა რომ შური იძიოს ლადოზე... ჰოო ჰოო კარგიი wink ვიციი რომმ დიდი ფანტაზიის უნარი მაქ მაგრამ რას ვიზამთ მინდა ასე მოხდეს და სათანადოოდ დაისაჯოს ლადო..და იის უსინდისო ვატო ვითომ რომ უყვარს თიკოო.... am
- როგოორც ყოველთვის შეუდარებელი ხარრ მარიკუნაა..გკოცნის შენი ვიკა ♥♥♥ love


ჩემი ძვირფასი გოგო ხარ შენ. love
და მარის ძალიან უყვახარ. love

♥♥♥ love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent