ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 16 )
თავშივე მინდა ავღნიშნე,რომ ეს თავი პერსონალურად ეძღვნება ჩემს ერთგულ მკითხველს KORA -ეს შენ სიყვარულით ლილიანასგან მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა,მივხვდი,რომ თუ ახლა არ ვიქნებოდი ძლიერი დავკარგავდი ყველაფერს,რაც უფალმა მაჩუქა ამ ბოლო ორ თვეში,აი მაშინ კი მართლა აღარ მენდომებოდა სიცოცხლე.ღრმად ჩავისუნთქე,ძალები მოვიკრიბე და ვუპასუხე -კარგი,ოღონდ ჯერ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ -რატომ?ასე არაა გასაგები შენთვის ჩემი მოთხოვნები? -არა,მინდა საბოლოოდ გნახო და დავილაპარაკოთ-ვცდილობდი დამერწმუნებინა-თან ამიხსნი რა გინდა კონკრეტულად -კარგი შევხვდეთ-დამეთანხმა,გამიკვირდა -სად ხარ? -აქ დედაქალაქში -მაშინ დღესვე შევხვდეთ,მე უკვე გამოვდივარ,მუშტაიდის ბაღში გელოდები-მის პასუხს არ დავლოდებივარ სწრაფად ავიღე ხელჩანთა და კარში გავვარდი.დღეს სასწავლებელში აღარ მივდივარ,ერთ დღეს თუ გავაცდენ არაფერი დაშავდება,უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.თენგოს გავუღიმე,მივესალმე და ჭიშკარიც გამოვიხურე. ..................... უჩა კაბინეტში წინ და უკან მოუსვენრად დააბიჯებდა,ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო ცალით კი ჩვეულებისამებრ ხან წვერს ეხებოდა ხან კი თმას.ანერვიულებული სულ კარისკენ იყურებოდა და თან გაბრაზებული ბუტბუტებდა -რომ კითხო 5 წუთში მოვალო,არადა უკვე ნახევარი საათია მალოდინებს-თქვა თუ არა კარიც შემოაღო აქოშინებულმა ლაშამ,სულს ძლივს ითქვამდა. -ლაშა სად ხარ აქამდე,მეორე დღეა შენგან სიახლეს ველოდები რა ვერ გაარკვიე?-შემოსვლისთანავე საყვედური მიარტყა. -აუ უფროსო,მაპატიე რა,სახლში პრობლემები მქონდა,ახლაც საცობში მოვყევი,ძლივს მოვაღწიე,კაი რა ნუ იბღვირები-სიცილი აუტყდა მის შეკრულ კოპებზე -პრობლემები აწი ნახე თუ კიდე არაფერი გაგირკვევია-ჯერ კიდევ ბრაზით იყურებოდა -გავარკვიე და მგონი საინტერესოც,აი ამონაწერი მისი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების-და მაგიდაზე ფარატინა ფურცელი დადო -და ვის ურეკავდა?ამ ნომრების მფლობელებიც ხომ არ გაგიგია ვინაა?-ხელში აიღო და ინტერესით დააცქერდა -რავი დედას,შეყვარებულს,ერთი მისი კურსელია,და ყველაზე საინტერესო ,აი ამ ნომრის მფლობელი-და თითი გახაზულ ნომერთან მიიტანა-მისი თანასოფლელია ,ზარი იმ დღესაა განხორციელებული,როცა შენ მთხოვე გარკვევა,ნომრის მფლობელი კი ვინმე ჯემალ ჯაბას ძე ნოზაძეა -ასეც ვიფიქრე-განრისხებულმა გაშლილი ხელი მაგიდას დასცხო ძლიერად,ნესტოები სიბრაზისაგან დაებერა და სახეზე წამოწითლდა -ვინაა?-ცნობისმოყვარედ მოჭუტა თვალები -ჩემი ცოლისძმა...... კარგი დღეს მე ამას გავარკვევ და თუ რამე მერე აგიხსნი ხო?ძმურად ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა-მობეზრებულად აიქნია ხელი და ფანჯარას თავით მიეყრდნო,მძიმედ ამოიხვნეშა და ქუჩას თვალი მოავლო. ................... დაძაბული მივაბიჯებდი ბაღისკენ და თან გულში გამალებით ვლოცულობდი,უფალს გაბედულებას და სიმხნევეს ვთხოვდი.არ მინდოდა სუსტი ვენახე,მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში,ღრმად ჩავისუნთქე და იქეთკენ ავიღე გეზი ,სადაც მამაჩემი არხეინად ფეხიფეხზე გადადებული სიგარეტს აბოლებდა.ჯიბიდან უკვე გამზადებული, კამერაზე ჩართული,უხმო რეჟიმზე გადაყვანილი,შუქ გამორთული ტელეფონი ამოვიღე,კამერით მისკენ და ხელში თავისუფლად მოვმუჭე,ისე თითქოს უბრალოდ მეჭირა,გული გამალებით მიცემდა. -გამარჯობა-ხმამაღლა ვთქვი და ჯიქურ მივაჩერდი -ოოოო ქალბატონიც მობრძანებულა-ირონიულად ამათვალიერა-დაჯექი-ხელით მანიშნა ადგილი და მეც ისე მოვკალათდი,რომ ტელეფონი სასურველ მდგომარეობაში მქონდა,მამაჩემი მოვლენების ცენტრში იყო. -გისმენ, რა გინდა?-არავითარი,შიში,არავითარი ცრემლი,ჩემს თავს ავუკრძალე -ხომ გითხარი ტელეფონზე? -ახლა უფრო კოკრეტულად ამიხსენი რას ითხოვ ჩემგან -ეგრევე შეტევაზე რატომ გადმოდიხარ ჯერ მოგვიკითხე,როგორ ვართ უშენოდ?-მთელი არსებით მძულდა ეს კაცი -აჰა,მოგიკითხო,შემახსენე დღეს რა წელი,რიცხვი და თვეა? -რა სკლეროზი გაქვს?2015 წლის 12 მაისია -კეთილი,23 წელი შენს სახლში ვიცხოვრე ,როგორც მონამ და არარაობამ და არასოდეს გესმის?არასოდეს გიკითხავს არც შენ და არც ჩემს ძმებს როგორ ვიყავი?რა მინდოდა?რა მტკიოდა?მციოდა თუ მშიოდა?და ახლა ზუსტად 65 დღეა არ გინახივარ,რაც სახლიდან წამოვედი არც შენ და არც ჩემს ნაგავ ძმებს და მირეკავ განა იმიტომ რომ მკითხო როგორ ვარ,ცოცხალი ვარ თუ არა არამედ იმიტომ ,რომ საკუთარი თავი გადარდებს და აქეთ წამომიყენო მოთხოვნები-მთელი ეს დრო ხმა არც კი ამკანკალებია,შინაგანად ისეთი გაბედული ვიყავი,რომ ჩემი თავი მაკვირვებდა -შე მართლა გომბიო და ,დედაშენის მუცელშივე უნდა გაგძრობოდა სული,იქვე უნდა ჩამეკალი,როცა ექიმმა შენი დაბადება მახარა.მაგრამ რას ვიზამ დაიბადე და ჯანდაბას შენ თავს გაიზარდე კიდეც ,მთელი 23 წელი გაჭამე და აი ზუსტად ,შენ ჯაბა ნოზაძე დებილი ხომ არ გგონია,ამას შეგარჩენ?ბოლო კაპიკამდე დამიბრუნებ-ზიზღს აფრქვევდა,ცდილობდა ხმადაბლა ელაპარაკა მაგრამ მრისხანება და დორბლი ერთდროულად ასხამდა მისი სახიდან -რაც გამიკეთე არ გეყო?შენ რა მამა ხარ საკუთარ შვილზე გინდოდა ძალადობა,რომ არ გამოვქცეულიყავი -იმ დღეს ძალიან მთვრალი ვიყავი და ასეც ნუ აბუქებ -და როდის ხარ საერთოდ ფხიზელი?კარგი გისმენ მითხარი რა გინდა ბოლობოლო? -ყველაფერი,ფული,ოქრო და ნებისმიერი ღირებული რამ, რაც კი გაგაჩნია,უძრავი თუ მოძრავი ქონების საბუთები -და ალბათ მერე არხეინად იცხოვრებთ შენ და შენი ღორი შვილები არა? -რატომაც არა , რაღაცაში ხომ უნდა გამოგვადგე?ეს იდეა მათაც მოეწონათ -მათაც?ე.ი.ამ საქმეში ისინიც არიან?-თავს ძლივს ვაკონტროლებდი -აბა რა გეგონა?შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ?-ისტერიულად გადაიხარხარა -როგორ შეიძლება საკუთარ მამას ასე სძულდე?-ყოველ წამს იზრდებოდა ჩემში მისადმი ზიზღი,მთელი ეს ხანი ტელეფონი ჩანთასთან ერთად მობღაუჭებული მეჭირა,საბედნიეროდ არც კი აქცევდა ყურადრებას,ალბათ ფიქრობდა,რომ მისი მრისხანება მაშინებდა და ამიტომ ვიყავი ასე მონდომებით ჩაფრენილი ჩანთას და ტელეფონს. -და არა მარტო შენ,ბედი გქონია რა,შენ მარტო არ ხარ ასე,ზუსტად შენნაირი გყავს ქმრად, -ვერ გავიგე?-დამაბნია მისმა სიტყვებმა -შენნაირი უვარგისია შენი ქმარიც და ისიც იმიტომ სძულს მამამისს -მამამის?შენ საიდან იცნობ მამამის?-უკვე გონებაში განგაში ატყდა -რა შენი საქმეა-შემომიღრინა -მოიცა ამ საქმეში ისიც მონაწილეობს?-ვერ ვიჯერებდი -ჰმ,მონაწილეობს?მონაწილეობს კი არა ეს მისი იდეაა,აბა მე საიდან მეცოდინებოდა თუ რა ქონება ჰქონდა შენ ქმარს? -მერაბმა გითხრა ეს ყველაფერი?-უბრალოდ არ მინდოდა ამის დაჯერება -რა გჭირს გოგო რა დებილი ხარ,აუუუუ,ასეთი დებილი ასეთ სიმდიდრეში როგორ აღმოჩნდი?დიახ მერაბმა მითხრა,ასე,რომ ვიცი,ბანკში რამდენი გაქვთ,რამდენი სახლი და მანქანა,არაფერს დააკლდეს გესმის?-საჩველებელ თითს ცხვირწინ მიტრიალებდა -მესმის,და ვის უნდა მივცე შენ,შენს შვილებს თუ მერაბს?-თავს მაქსიმალურად ვთოკავდი,რომ გამვლელების ყურადრება არ მიმექცია -მე მომცემ და მერე ჩვენ თვითონ მივხედავთ საქმეს,თავად გავინაწილებთ -აჰა ,ანუ ინაწილებთ -სად ისწავლე ასე მალე ენის ტლიკინი,?ჩაგაფარო ახლა სახეში,ხალხი არ იყოს აქ კი იცი რაც დაგემართებოდა,გომბიო -სიამოვნებით ჩამოვხოკავდი ამ არსებას ამ წუთას სახელს -როდის უნდა მოგიტანო?-მის დამცირებას არ ვიმჩნევდი და მგონი ეს უფრო აგიჟებდა -ერთ კვირას გაძლევ,ვიცი რა უნიათო და უვარგისი ხარ,მეტი მალე ვერ მოაგვარებ,ზუსტად აქ დაგხვდები ამავე დროს,ყველაფერ მოიტან გესმის?-ბოლოს სიტყვა ლამის ყურში ჩამყვირა,მისი დორბლები ზიზღით მოვიწმინდე ლოყიდან -მესმის-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი -ხოდა წაეთრიე ახლა-მეც უხმოდ გამოვბრუნდი ,უკვე ვეღავ ვმალავდი მღელვარებას,ხელები მიკანკალებდა,კარგა დიდ მანძილზე რომ მოვშორდი ტელეფონი ამოვაბრუნე და გაჩერების ნიშანს დავაწექი.გული გამალებით მიფართხალებდა მოლოდინისაგან.გალერეის საქაღალდე გავხსენი,მერე ვიდეოების,თითი ჩართვას დავაჭირე,შვებით ამოვისუნთქე,კადრიც კარგად ჩანდა,ხმაც კარგად ისმოდა,სიხარულისაგან შინაგანად ვცქუტავდი,საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.გამომივიდა. - მამაჩემო დებილი მე კი არა შენ ხარ-ჩემთვის ჩავიბუტბუტე გახარებულმა და ტელეფონი მაგრამ ჩავბღუჯე ორივე ხელში ეს ჩემი კოზირი იყო,იქვე ტაქსში ჩავხტი და ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე... .............................. რაღაც საშინლად ბედნიერი და გახარებული ოთხიდან ოთახში დავდიოდი და მოსვენება დაკარგული ვცქუმატავდი.ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა უჩა სახლში.ტელეფონით ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა,მითუმეტეს ვერც ავუხსნედი მომხდარს და ვერც ჩემს მოპოვებულ ვიდეომასალას ვანახებდი,არადა ჯერ მხოლოდ სამი საათი იყო. ტელეფონზე ნელის ნომერი ავკრიბე,ჩემი ბარტყები მომენატრნენ,მათი ხმის გაგონება ახლა ყველანაირ სტრესს მომიხსნიდა და დამამშვიდებდა. -როგორ ხარ ნელი?-მხიარულად ჩავძახე -კარგად საყვარელო შენ როგორ ხარ? -მოვიწყინე უთქვენოდ,განსაკუთრებით კი ჩემი მარწყვი და ბალის გარეშე,თუ მანდ არიან დამალაპარაკე რა-თან ვიღიმოდი ,თან მუდარით ველაპარაკებოდი -ახლავე გენაცვალე-რამოდენიმე წამში ჩემი ანგელოზების ხმა შემომესმა-დედიკოოო-ღმერთო ამაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში რა უნდა მომხდარიყო,ერთიანად მოვეშვი და გავიხარე,ეტყობა სპიკერით მელაპარაკებოდნენ -შემოგევლოთ თქვენი დედა,როგორ ხართ ჩემო სიყვარულებო?-უბედნიერესი ვიყავი მათი ხმის გაგონების გამო -კარგად დე,შენ როგორ ხარ,მამიკო როგორაა?-ერთდროულად ტიტინებდნენ -კარგად ვართ დე,უკვე მოგვენატრეთ კიდე სამ დღეს რა გაძლებს უთქვენოთ?-ლამის ტირილი დავიწყე-დე კარგად ხომ ჭამთ?ნელი ბებო არ გააბრაზოთ, არც თიკო დეიდა გესმით?დარიგებაზე გადავედი -არა დე არავის ვაბრაზებთ,ჭკვიანად ვართ,მალე მოვალთ -კარგი ჩემო ტკბილებო,ჭკუით იყავით,მიყვარხართ -ჩვენც გვიყვარხარ-შემოვევლე ამათ თავს მათთან საუბრის მერე ბევრად უკეთ ვგრძნობდი,მხნედ და მშვიდად,ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდოდა უჩა მალე მოსულიყო სახლში და ყველაფერი მომეყოლა.ჩემს ცხოვრებაში პირველად ჩემი თავით კმაყოფილი და ამაყი ვიყავი.და ეს ყველაფერი სიყვარულის და სითბოს დამსახურება იყო,რომელსაც ჩემი ქმარშვილი ავლენდა ჩემთვის და მე კი მათთვის.ენერგია მომეძალა,ამიტომ სამზარეულოს მივაშურე,სასწრაფოდ რამე გემრიელი და კარგი უნდა გამეკეთებინა.ტორტისა და საჭმელის კეთებაში სამი საათიც შემომელია,უკვე ექვსი იყო,დაღლილი და კმაყოფილი დივანზე მივესვენე და ტელევიზორის პულტს დავწვდი,მუსიკების არხზე გავაჩერე და თვალები მივლულე. ზარის ხმამ შემაფხიზლა,რა კარგად ჩამძინებია,კედლის საათს გავხედე უკვე რვა სრულდებოდა.ზლაზვნით წამოვდექი ჯერ კიდე მოუფხიზლებელი,ალბათ ან უჩაა ან ნანა,გავიფიქრე და კარისკენ წავედი.ნანა იყო. -საღამო მშვიდობის ნანა-გავუღიმე და გზა დავუთმე-როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?-ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი -გადასარევად-ერთი სიტყვა მომიგდო და კიბეებს სირბილით აუყვა ძალიან გავბრაზდი მასზეც და საკუთარ თავზეც,არ უნდა მეწყენინებინა მისთვის,სხვა თუ არაფერი უჩას ნაცნობი და სტუმარია.გადავწყვიტე,რომ ჩამობრუნდებოდა დავლაპარაკებოდი.აწი მეტრეველიც უნდა მოსულიყო.ლამის ერთი საათი ველოდე,როდის გამოჩნდებოდა ნანა მაგრამ ნურას უკაცრავად,არ გვკადრულობს.როგორც ჩანს ძალიან ბრაზიანია და ადვილად არ ივიწყებს,ღრმად ამოვიოხრე და გადავწყვიტე მე მიმეკითხა მისთვის,თუმცა არ დამცალდა,სახლის კარი გაიღო და ჩემი ქმარიც შემოვიდა,თითქოს მზემ შემოანათა,შვებით ამოვისუნთქე. -მოხვედი საყვა......-სიტყვა შუა გზაში გამიწყდა-უხერხულად შევიმშუშნე და გავიღიმე,შერმმრცხვა ამ სიტყვის წარმოთქმა,არადა,როგორ მინდოდა უჩამ ჩანთა იქვე სკამზე მიაგდო,ჩემსკენ წამოვიდა,ორივე ხელები მკლავებზე მომჭიდა და ნაზად მაკოცა. -ს-ა -ყ-ვ-ა-რ-ე-ლ-ო, -დამიმარცვლა-აი ასე,სულ არაა ძნელი სიტყვა ,აბა გაიმეორე?-თან ეღიმებოდა -საყვარელო-გაუბედავად ამოვთქვი და ოდნავ თავდახრილი დაძაბული ღიმილით ავხედე -აი ასე კარგია-ლოყაზე მიჩქმიტა-დღეს ეს იყოს და ხვალ სხვა კარგ სიტყვას გასწავლი -მაგალითად?-მივუხვდი ეშმაკობას -ძვირფასო,ტკბილო,თბილო, გენაცვალე,ნუ ბევრი სიტყვაა ერთბაშად ვერ დაიმახსოვრებ-იცინოდა და თან ჩემს მხარზე მკლავმოხვეული მისაღებისკენ მიდიოდა და მეც მივყავდი. -საშინლად მშია-მერე ოთახს თვალი მოავლო-ნანა არ მოსულა? -მოვიდა მაგრამ ოთახშია,არ ჩამოდის,მგონი იმ დღეს ძალიან ვაწყენინე,ვიფიქრე მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი -დაივიწყე-უდარდელად აიქნია ხელი და სასადილო მაგიდას მიუჯდა. ახლა არ ღირდა დალაპარაკება,ვაი და ნანა ჩამოსულიყო?არ მსურდა ჩვენს საუბარს შესწრებოდა,ამიტომ მშვიდად ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედით,თუმცა დაძინება ჯერ არცერთს არ გვქონდა გეგმაში,მე კარადას ვალაგებდი უჩა კი საქაღალდეებს აწესრიგებდა მის ლეპტოპში. -დღეს პატარებს ველაპარაკე-ვეცადე საუბარი წამომეწყო ჰოო?მეც ველაპარაკე-მაშინვე გვერდზე გადადო კომპიუტერი და მტელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა -ძალიან მომენატრნენ,მათ გარეშე სახლი ცარიელია-გულწრფელად ვთქვი თუ რას განვიცდიდი იმ წუთას სინამვილეში -მიხარია ამის მოსმენა შენგან,ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია-თვალებით მომეალერსა და საწოლზე ჩაიჩოჩა,რაც იმას ნიშნავდა,რომ უნდა ჩამომჯდარიყავი,რატომაც არა სიამოვნებით. -სასწავლებელში როგორ ჩაიარა დღემ,ლევანი ხომ არ მოსულა?-საწოლის თავს მიყრდნობილი ჩემსკენ შემობრუნებული იჯდა და პასუხს ელოდა. -იცი დღეს სასწავლებლში არ ვყოფილვარ-აი ისე ვთქვი შატალოზე,რომ გამოიჭერენ მოსწავლეს. რატომ?ავად ხომ არ ხარ რამე გტკივა?-წარბები შეჭმუხნა და ჩემი მარჯვენა ხელებში მოიქცია -არა არა-ღრმად ჩავისნთქე მოსალოდნელი დაძაბული საუბრის მოსამზადებლად-დღეს მამაჩემს შევხვდი-ვთქვი და სუნთქვაც კი შემეკრა მისი რეაქციის მოლოდინში -რაა?-ჩემსკენ გადმოიხარა და მხრებში ჩამავლო ხელები,შოკში ჩავაგდე მგონი-რას ნიშნავს მაია მამაჩემს შევხვდი? -გთხოვ არ გამიბრაზდე,ახლავე ყველაფერს აგიხსნი,არაფრის დამალვას არ ვაპირებდი,უბრალოდ ......მე შენ გაგიფრთხილდი,შემეშინდა,.....არ მინდოდა გენახა......-ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა თვალებიდან-ამ დილით დამირეკა და .... არ ვიცი საიდან გაიგო ნომერი....... -მე გავარკვიე,ლევანმა დაურეკა შენ ძმას-მის ხმაში სიბრაზე ვიგრძენი,მიბრაზდებოდა -ასეც ვიფიქრე...-ხელები გავინთავისუფლე და ცრემლები შევიმშრალე,ვცდილობდი თავი მომეთოკა მაგრამ არაფერი გამომდიოდა,-.დამირეკა და მითხრა,რომ თუ ყველაფერს რაც შენ გაგაჩნია მას არ მივცემდი,ფული,ძვირფასეულობა და ქონების საბუთები,შენ მოგკლავდა,შემეშინდა დავიზაფრე,ლამის გული გამისკდა,მაგრამ მერე უცებ ერთი აზრი გამიჩნდა და შეხვედრა ვთხოვე,დამთანხმდა,მუშტაიდის ბაღში შევხვდი,ჩვენი საუბარი კი ტელეფონზე გადავირე ისე,რომ მას არაფერი უეჭვებია,...მინდოდა დამერეკა და მეთქვა მაგრამ ასე პირისპირ თქმა ვარჩიე,გთხოვ არ გამიბრაზდე,შემეშინდა,შენ გამო შემეშინდა,ახლა შეგვიძლია ეს ვიდეო გამოიყენო მთავარ მტკიცებულებად,აი ნახავ რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე-თან ტელეფონსი ხელისკანკალით ვიდეოს ძებნა დავიწყე-მაგრამ მინდა წინაწარ გაგაფრთილო აქ ისეთ რამეს მოესმენ რაც არ მოგეწონება და გთხოვ გულთან ძალიან ნუ მიიტან-მთელი ეს დრო უჩა დაძაბული უხმოდ მისმენდა,ტელეფონი მივაწოდე და ჩამრთველს თითი დავაჭირე.ვიდეო დაახლოებით 10 წუთიანი იყო,მთელი ეს დრო უჩასთვის თვალი არ მომიცილებია,თუ როგორ ეცვლებოდა სახეზე ნერვიულობისაგან ფერები,როგორ ებერებოდა ნესტოები და მთელი სხეული დაჭიმული და დაძაბული ჰქონდა,ტელეფონს ისე უჭერდა ხელს ,რომ ლამის შემოეფშვნა,მე ისევ ვტიროდი,მორჩა ყურებას და ტელეფონი საწოლზე დადო,ცოტა ხანს თავჩაღუნული იჯდა,მხოლოდ მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა და ვხედავდი შინაგანად ისე ბობოქრობდა მასში სიბრაზე და სიძულვილი,რომ მთელი სხეული უკრთოდა,მკერდი ადიოდა და ჩამოდიოდა.ფრთხილად შევახე ხელი მის მომუშტულ ხელს -უჩა,ამიტომ არ მინდოდა იქ ყოფილიყავი-ხმის კანკალით ამოვთქვი -იქ,რომ ვყოფილიყავი.....იქ ,რომ ვყოფილიყავი მაია შუაზე გავგლიჯავდი,ქათამივით წავაცლიდი იმ თავს-უჩა თავს ვეღარ აკონტროლებდა-და ეს კაცი შენ 23 წელი აიტანე?და შენი ძმები?უბრალოდ ამ ყველაფრის დაჯერება მიჭირს,მამაჩემიც ?ღმერთო რა დავაშავეთ ასეთი რა? -გთხოვ უჩა ხმადაბლა,ნანამ არ გაიგოს-ხელებსა და სახეზე ვეფერებოდი ,მინდოდა დამემშვიდებინა-მტერის ყოლა არც ისე ცუდია,ეს იმას ნიშნავს,რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე,და შენ უჩა ბევრს რამეს მიაღწიე,განა ყველას მოეწონება ეს?ხომ ხედავ საკუთარ მშობელსაც კი არ მოვწონვართ?გთხოვ ასე ნუ განიცდი-ხომ სწორად მოვიქეცი უჩა?ჰა?უჩა ხომ გამოგვადგება ეს ვიდეო?-მე ჩემს ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი და თან უჩას ხელებს გულში ვიხუტებდი,ისეთი დაბნეული და წაშლილი სახე ჰქონდა თითქოს აქაურობას გამოთიშული იყო.მე ბოლომდე ვიცნობდი მამაჩემს და ვიცოდი რა ნაგავიც იყო,აი უჩასთვის კი ახლარაც მოისმინე აღმოჩენა იყო,ალბათ ვერ იჯერებდა მამას ასე რომ სძულდა.როგორ მესმოდა მისი. უცებ შეირხა,რეალობას დაუბრუნდა თითქოს,თვალებში ჩამდგარი ცრემლი ხელის ერთი გაკვრით მოიშორა და ჩემკენ დაიხარა -რათქმაუნდა გამოგვადგება საყვარელო,ჭკვიანი გოგო ხარ,ძალიან ჭკვიანი,ამაზე უკეთეს მტკიცებულებას ვერც მოვიპოვებდით,ჩემი ყოჩაღი ხარ-გულში ჩამიხუტა-ეს როგორ მოიფიქრე?უჩემოდ ეს როგორ გააკეთე?ნუთუ არ შეგეშინდა?-თმებზე მეალერსებოდა და მკოცნიდა -შემეშინდა,როგორ არ შემეშინდა.....შენი დაკარგვის....შენი დაკარგვის შემეშინდა,მაპატიე,რომ არ გაგაფრთხილე,თუ არ გამომივიდოდა აუცილებლად გეტყოდი,მაგრამ მინდოდა ჯერ ჩემი ძალებით მეღონა რამე,ხომ მაპატიებ,ხომ არ გამიბრზადები?-ცრემლიანი თვალებით ავხედე -გაპატიებ,რათქმაუნდა გაპატიებ,ოღონდ ერთი პირობით,სხვა დროს ასე აღარ მოიქცე,კარგი,უჩემოდ ასე აღარ მოიქცე,შენთვის,რომ რამე დაეშავებინაარც მას ვაცოცხლები და არ თავს ვიცოცხლებდი-შინაგანად მართლა ვდარდობდი,რომ თავიდანვე არ ვუთხარი მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქციელით. -უჩა მე აღარ ვარ ის მშიშარა უსუსური მაია ,რომელიც თავის ოთახში აკანკალებული იმალებოდა მამისა და ძმების შიშით,მე გავძლიერდი,მე ძლიერი ვარ,მე ეს მარტო უნდა გამეკეთებინა,ჩემი თვისთვის და მათთვის უნდა დამემტკიცებინა,უნდა დამენახვებინა მამაჩემისათვის რომ მე მისი აღარ მეშინია,მე აღარ ვკანკალებ,და მინდა ძალიან მინდა როცა დაიჭერენ მეც იქ ვიყო,თვალებში ჩავხედო და სიმშვიდე ვიგრძნო,საკუთარ თავზე გავიმარჯვო,ეს ყველაფერი კი შენი დამსახურებაა ,შენ შემაძლებინე გავმხდარიყავი ისეთი როგორიც დღეს ვარ,შენმა სიყვარულმა შემაძლებინა,მიყვარხარ საყვარელო-თვალებიდან ცრემლები შეკრული მუჭით მოვიცილე და ჩემს წინ მჯდომ მომღიმარს ტკბილ ტუჩებზე დავეკონე. ............................ P.S. მგონი დღეს,რომ ველი თქვენს კომენტარებს ასეთი მრელვარება აქამდე არ მქონია. აბა გამოუშვით კარგიც და ცუდიც,მაგრად ვდგავარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.