შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 4]


23-10-2015, 20:44
ავტორი Nude
ნანახია 3 760

ზუსტი მეცნიერება.
ნაწილი 4.
– როგორ ერთობი? – ჰკითხა ლიზიმ, ლაზარეს ერთადერთმა ბიძაშვილმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, გოგონას პირდაპირ.
– რა ვიცი... – უხერხულად აიწურა თათა და მორცხვად აახამხამა წამწამები.
– ჰო, კარგი, რა იყო, - სიცილით ჩაუკრა თვალი ლიზიმ, – მეც მშვენივრად ვიცი, რომ ძალიან მოსაწყენია ეს ყველაფერი... ბედნიერი ხარ? – ჰკითხა წამში დადარდიანებულმა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ამოწმებდა, ვინმე გვისმენს, თუ არაო.
– ძალიან. – გაახსენდა ის ფაქტი, რომ ლიზიმ არაფერი არ იცოდა საერთოდ და შეეცადა უაღრესად დამაჯერებელი ყოფილიყო მისი სიტყვები და თვითონ ისიც.
– მიხარია, – გულწრფელად უთხრა ლიზიმ და თვალზე მომდგარი ცრემლი ,,შეუმჩნევად’’ მოიწმინდა.
– და შენ? შენ, ხარ ბედნიერი?
– გააჩნია, ბედნიერება რა მხრივ გაქვს ნაგულისხმები. – ვითომ ვერ მიხვდა, ლიზა.
– იცი, რა მხრივადაც ვიგულისხმე.
– ბედნიერება რა არის საერთოდ? გგონია ვიცი თუ, როგორია ის? 13 წლიდან მიყვარს ლაზარეს ერთ-ერთი ძმაკაცი, რაგრამ რა? საერთოდ არაფერი.
– და რატომ?
– იმიტომ რომ ლაზარეს ძმაკაცია. იმიტომ რომ დაბადებიდან მიცნობს და თურმე და-ძმასავით ვართ და ვიყავით, არადა ვინ დააწესა ის რომ აუცილებლად ჩემი ძმები უნდა იყვნენ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცები? დავიღალე თათა, 23 წლის ვარ, 10 წელია მიყვარს ადამიანი, რომელსაც დად მივაჩნივარ. იცი, რა რთულია? ვერავის ვერ ვუმხელ ამას და ახლა, როცა შენთან მომეცა ამის შანსი, ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან. ვიცი, რომ ლაზარე ძალიან გაბრაზდება სიმართლის გაგების შემთხვევაში, არ მაწყობს ეს...
– რა იცი რომ გაბრაზდება ლაზარე? იქნებ, არც ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ამას შენ ვარაუდობ?
– დამიჯერე, ლაზარეს, არც და ჰყავს და არც ძმა. ერთად ერთი ბიძაშვილი მე ვარ და როგორც კი დავიბადე, იმ წამიდან მათამამებენ მისი ძმაკაცები და თვითონ, ხომ საერთოდ. ამ თამაშ-თამაშითაა სწორედ, რომ შემიყვარდა საბა, თორემ შეიძლება დღეს სხვანაირად ვყოფილიყავი და ზოგადად მეც რადიკალურად სხვა პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი. ვერ ვხდვდები, რატომ მექცევა ასე ლაზარე...
– მაგრამ, მან არ იცის შენი გრძნობების შესახებ, ერთხელ მაინც რომ გეთქვა, იქნებ სხვანაირად ყოფილიყავი ახლა, – წამსვე დაიცვა საქმრო და მათკენ წამოსული ლაზარე, როგორც კი დალანდა, მაშინვე გააჩუმა მოლაპარაკე ლიზი.
– ოჰ, გოგონებო, მოგისწრიათ ერთმანეთის გაცნობა უკვე, – ,,თბილად’’ გადახედა ცოლს და დას.
თათა ფეხზე წამოაყენა, წელზე ხელი მოხვია და უკნიდან აეკრა, თან ნიკაპი მის მხარზე ჩამოდო.
და მაინც, უცხო თვალს რომ შეეხედა მათთვის, ვერავინ ვერ იეჭვებდა იმას, თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ორივეს ამ ყველა ქმედების განსახორციელებლად, თანაც ისე რომ ვერავინ, ვერაფერს, ვერ მიმხვდარიყო, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც მთელი ცხოვრებაა გიცნობენ და საკუთარი ხუთი თითივით იციან ყველაფერი შენზე.
– რა საყვარლები ხართ! – ბედნიერმა შეხედა ორივეს ლიზიმ და გაცისკროვნებული სახის თანხლებით, გაეცალა ,,ბედნიერ’’ წყვილს.
– წამოდი. – უთხრა ჩვეულებრივი ხმით ლაზარემ თათას და უსაზღვრო გაკვირვება გამოიწვია გოგონაში მისმა ამ ცვლილებისაკენ გადადგმულმა ნახევარმა ნაბიჯმა მაინც.
დიდ და ლამაზ, არა, ულამაზეს ვერანდაზე ამოჰყვეს თავი. მკლავებით დაეყრდნო ლაზარე მოაჯირს და შავ სობრანიეს ჩაფიქრებულმა მოუკიდა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი მაინც იყვნენ ასე გაჩუმებულები. სახლის უკანა მხარეს ისეთი ლამაზი ხედი იწონებდა თავს, თვალი ვერ მოწყვიტა თათამ, საერთოდ ისიც კი არ გახსენებია, რომ ლაზარე მის გვერდით იდგა და კარგა ხანიც იყო, რაც უყურებდა მამაკაცი. იმდენად მოიხიბლა და გაერთო გარემოს თვალიერებით, არც კი მიუქცევია ყურადღება ლაზარესთვის.
განა, ყოველ დღე ხვდება და ხედავს ადამიანი ასეთ სილამაზე? არამც და არამც.
– ესე იგი, ცალკე გინდა ცხოვრება? – ვითომ სასხვათაშორისოდ იკითხა კაცმა და ახლა, ზურგით მიეყრდნო კედელს.
– ოჰ, შენ წესიერად ლაპარაკიც იცი? – სარკსატულად დაუბრუნა კითხვა თათამ და როგორც იქნა, ინება და შეხედა მას.
– ვფიქრობ, არას გვარგებს, ვიცხოვროთ ერთად, ცოლ-ქმრის სტატუსით და გვქონდეს ისეთივე ურთიერთობა, როგორც კატას და ძაღლს. – არც მან დააკლო ცინიკურობა.
– დიდი ხანია მაგას მიხვდი?
– თათა, შენ თვითონაც ხედავდი, როგორი შემიძლია ვიყო და მე, როცა ურთიერთობის გამოსწორებას ვცდილობ, შენ, პირიქით ნუ აკეთებ.
– ჰო, კარგი, მართლაც ასე აჯობებს. – უკან დაიხია გოგონამ და ისევ გახედა ბილიკს, რომელიც ტყისკენ კვალავდა გზას.
– ძალიან კარგი. და, კითხვაზე მიპასუხე.
– რომელ კითხვაზე?
– გინდა, თუ არა, რომ ვიცხოვროთ ცალკე? – შეახსენა უმალ კითხვა და მომნუსხველი მზერით შეხედა გოგონას.
არა, მაინც როგორ გინდა ასეთ გამოხედვას გაუძლო ადამიანმა?
– მინდა... – გაუბედავად ამოთქვა ბგერები და ფრთხილად შეხედა მამაკაცს.
– წავალთ, ოღონდ ერთი პირობით.
– რა პირობით? – თან დაიბნა თათა და თან ძალიან დაინტერესდა.
– ამ ღამესვე გადავიდეთ ჩვენს სახლში, – სიტყვა ,,ჩვენსს’’ ხაზი გაუსვა და ეშმაკურად ჩაიღიმა.
– ამ ღამეს? – ლამის შეჰყვირა თათამ.
– დიახ.
– როგორ? – გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ და მოულოდნელად ჩაეხუტა მამაკაცს, – გვიყურებენ, – შუშის კარებზე მიუთითა და ცხვირი მამაკაცის კისერში ჩარგო.
– როგორ და, ახლა, წავიდეთ შენთან, უცბად ჩაალაგე მხოლოდ ის ნივთები, რომელიც 1-2 დღის განმავლობაში დაგჭირდება და წავიდეთ ეგრევე. დანარჩენ ბარგს მერე წამოგიღებ, ხვალ არ დამაცდიან, ბიჭები ამოვლენ სავარაუდოდ. – თადარიგი დაიჭირა მამაკაცმა და კითხვის ნიშნით აღსავსე თვალებით დახედა, თავისზე ერთი თავით დაბალ გოგონას.
– სირცხვილია... – შეეწინააღმდეგა თათა და მის წელზე დაწყობილ მამაკაცის ხელებს, თავისი გადააჭდო ნაზი მოძრაობით.
– არაფერი არ არის სასირცხვილო და საუხერხულო, წავიდეთ?
– მაშ, წავიდეთ, – თავის კანტურით გაჰყვა მამაკაცს უკან.
ყველაფერი მალევე გააგებინა დამსწრე საზოგადოებას ლაზარემ და ისიც აუხსნა, რომ ისინი არ იცხოვრებდნენ მათთან ერთად. რა თქმა უნდა ამას არავინ არ შეწინააღმდეგებია, ან კი რა უფლებით? ვერანაირით.
ყველას დაემშვიდობა სათითაოდ თათა, ლაზარე, ამ დროს კუთხეში იყო დამდგარი და რაღაცნაირი მზერით აკვირდებოდა მომღიმარ ცოლს, რომელიც ყველას თბილად ემშვიდობებოდა და პატარ-პატარა შეკითხვებზე პასუხს სცემდა.
ბოლოს, ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივიდნენ მარიამ ბებიასთან და ნოე ბაბუასთან.

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 4]


– უხდებით ერთმანეთს, -ეშმაკურად აღნიშნა ფაქტი ნოემ და როდესაც ლაზარეს დაბღვერილი მზერა დაიჭირა, რომელიც უეჭველად მისკენ იყო მიმართული, წამსვე დაიხია უკან, – კარგი, კარგი, ჰო.
– ესე იგი, დღესვე გადაწყვიტეთ თქვენს სახლში წავსლა? – ჰკითხა ინტერესით მარიამმა და თათას რაღაცნაირი თვალებით შეხედა.
რატომღაც გოგონამ მოხუცის მზერაში ცუდი სხივები შეამჩნია, არა, ცუდი არა, უფრო, საყვედურით აღსავსე. მობუზული მიეკრა ლაზარეს და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა.
– მარიამ, რას ერჩი, თათას? – ჰკითხა გაბრაზებულმა ლაზარემ ბებიას და დაბნეულ, დაზაფრულ გოგონას, ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე მკლავზე მიაბჯინა და მძლავრად აიკრა მის სხეულზე.
– რა სულელია ეს გოგო... – ამოიოხრა სიცილით ქალმა და ჭაღარა თმებზე მოხდენილად გადაისვა მობერებული თითები.
– რატომ? – ამოიკნავლა თათამ და ცრემლით აღვსილი თვალებით დააკვირდა ქალს.
– წადით ახლა, მაგას მერე შენთვითონაც მიხვდები, – უთხრა ნოე ბაბუმ და ლაზარეს იდუმალი სახით შეხედა. – მიხედე მას, – უთხრა და ადგილს მოსცილდნენ ცოლ-ქმარნი.

უკვე მანქანასთან იყვნენ, როცა წყვილს ლიზი წამოეწია.
– ჰო, ლიზი, – გაუღიმა გოგონამ და ლაზარეს მოშორდა.
– ხვალ გნახავთ? რაღაც მოხდა ,,იმასთან’’ დაკავშირებით და მოსაყოლი მაქვს ბევრი რამ კიდევ. – თვალები სასაცილოდ გადაატრიალა გოგონამ და შეშინებული მზერა სტყორცნა ლაზარეს, ვაი თუ რამეს არ მიხვდესო, მაგრამ არამც თუ მიხვდა მამაკაცი მის ბოდიალს, არამედ საერთოდ ვერც კი გაიგონა. ის, უკვე მანქანაში იჯდა და საჭეზე თითების კაკუნით ჰყვებოდა სიმღერას.
– ხვალ? რა თქმა უნდა, ახალი სახლის მისამართს მოგწერ, როგორც კი მივალ და ხვალ საღამოს გამოდი.
– ძალიან კარგი, თანაც ეგ გვაწყობს, რადგან ხვალ ლაზარე მუშაობს. ნუ, რაღა ხვალ, პრინციპში ყოველ დღე.
– შეიძლება ჩემი ბავშვობის დაქალიც გამოვიდეს, მაგრამ მანამდე მოდი შენ ამოდი, მოასწრებ მოყოლას.
– არა, რას მიშლის შენი დაქალი, გოგო. იყოს, იქნებ იმანაც მომცეს რაიმე კარგი რჩევა, – ეშმაკურად ჩაიცინა ლიზიმ და ტუჩებზე თითები გადაიტარა.
– შენ, რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ და რაიმე მოხდა? – დაეჭვებული მზერა მიაპყრო გოგონას.
– ხვალ! – შეახსენა ხვალინდელი ვიზიტის მიზეზი და მანქანის კარი გამოუღო თათას, თან თავით ანიშნა ჩაჯექიო.
– დროებით, – ღიმილით აკოცა თათამ გოგონას ლოყაზე და ფრთხილად ჩაჯდა მანქანაში.

•11•
დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდით. მუზას მივაწერ ჩემ ამ 2 დღიან გაუჩინარებას.
იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან მომწონს, ნამდვილად კარგი ისტორიაა. ესე გააგრძელე, იმედია მალე დადებ ახალ თავს და კიდევ არ გვალოდინებ თუმცა ლოდინიც ღირს, მეც მწერალი ვარ და ვიცი ამ შტერი მუზის ამბავი როცა უნდა წავა როცა უნდა მოვა :დ წარმატებები და მალე გააგრძელე ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავები :3

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია... და ძალიან მაინტერესებს რა ხდება ლაზარეს თავს და ბებია და ბაბუა ასე რატომ მოექცა თათას თავიდან ხო ძალიან კარგადბექცეოდნენ ან ლაზარეს გამოხტომა რა იყო ეხლა ვერ ვითმენთ და რამე??? მოკლედ ათასი კითხვა მაქვს და იმედია ახალ თავში რაღაცეებს მაინც გავარკვევ... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№3 სტუმარი balck

La laaa Kai iyoo gaagrdzele male raaa:/:/:D:D

 


№4  offline მოდერი Nude

ტომაჩკა
ძალიან მომწონს, ნამდვილად კარგი ისტორიაა. ესე გააგრძელე, იმედია მალე დადებ ახალ თავს და კიდევ არ გვალოდინებ თუმცა ლოდინიც ღირს, მეც მწერალი ვარ და ვიცი ამ შტერი მუზის ამბავი როცა უნდა წავა როცა უნდა მოვა :დ წარმატებები და მალე გააგრძელე ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავები :3

უცნობი ქ
ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია... და ძალიან მაინტერესებს რა ხდება ლაზარეს თავს და ბებია და ბაბუა ასე რატომ მოექცა თათას თავიდან ხო ძალიან კარგადბექცეოდნენ ან ლაზარეს გამოხტომა რა იყო ეხლა ვერ ვითმენთ და რამე??? მოკლედ ათასი კითხვა მაქვს და იმედია ახალ თავში რაღაცეებს მაინც გავარკვევ... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

balck
La laaa Kai iyoo gaagrdzele male raaa:/:/:D:D

დიდი მადლობა, ბავშვებო ♥
მაბედნიერებთ ♥
--------------------
bailey

 


№5  offline წევრი N7

ეს ლაზარე რომ არ მიზიდავს, რა ვქნა?
მიყვარხარ და
აღარ მალოდინო, ეშმაკო! am
love love love

ჰო და კიდევ,
ამ ნოესა და ჩემ სეხნიაზე გადავბჟირდი...
ჩემი სეხნია არა მარტო სეხნიაა, ჩემი მომავალიცაა wink
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი Nude

N7
ეს ლაზარე რომ არ მიზიდავს, რა ვქნა?
მიყვარხარ და
აღარ მალოდინო, ეშმაკო! am
love love love

ჰო და კიდევ,
ამ ნოესა და ჩემ სეხნიაზე გადავბჟირდი...
ჩემი სეხნია არა მარტო სეხნიაა, ჩემი მომავალიცაა wink

რას უწუნებ ჩემ ,,ზეგზო'' ბიჭს? დაგევუასება მალე!
--------------------
bailey

 


№7 სტუმარი nino k.d.

მე უკვე მევუასება ლაზარე ....მალე დადე აღარ დააგვიანო

 


№8 სტუმარი ნიკიტა

გააგრძელე რა ძალიან კარგი ისტორიაა საინტერესო

 


№9  offline მოდერი Nude

nino k.d.
მე უკვე მევუასება ლაზარე ....მალე დადე აღარ დააგვიანო

ძალიან კარგი ;)
ნიკიტა
გააგრძელე რა ძალიან კარგი ისტორიაა საინტერესო

თენქსები ^___^
--------------------
bailey

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმეეე lol love love request
როგორი ინტრიგანი ხარ
ძალიან მომწონს...
ლაზარე ახლა უფრო მომეწონა love
მაგრამ მარიამი რას გულისხმობდა ეს არ ვიცი...
აქ შენიშვნები საერთოდ არ მაქვს.
ბრავისიმო!! სხვა არაფერი მეთქმის საყვარელო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა საყვარელი გოგოა გავგიჟდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent