ყველაფერი ჩხუბით დაიწყო♡ 3
მარი.. ერთადერთი ადამიანი რომელსაც უსიტყვოდ ეზმოდა ჩემი როგორც კი მისი სახლის კართან დამინახავდა უკვე იცის რა მტკივა რა მაწუხებს და როგორ უნდა დამეხმაროს .არასცდროს ვყოფილვარ კომუნიკაბელური არც მეგობრები მყოლია.მას შემდეგ რაც მამა გარდაიცვალა ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე,ვაკუუმში სადაც მხოლოდ მე და ჩემი მოგონებები ვიყავით მაგრამ მარიმ თავდ მიპოვა მაშინ როცა ადამიანური სითბო და თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.დახმარების ხელი გამომიწოდა და მაიძულა აწტიურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ახლაც მისი კარის ზღურბლთან ვიდექი და ველოდი კარს როდის გააღებდა და იმ ღომილს როდის მაჩუქებდა მე რომ ასე ძალიან მიყვარდა.როგორც კი დამინახა გამიღიმა მიხვდა რომ ისევ ოჯახში მქონდა პრობლემები ჩამეხუტა და მითხრა: -არ ინერვიულო რა ნიი ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე -როდის??_ამოვისლუკუნე და ტირილი ამივარდა_როდის ეღირსება ჩემ სილსაც დამშვიდება?? -მალე ჩემო ლამაზო ძალიან მალე შენნაირი ადამიანები იმსახურებენ რომ ბედნიერები იყვნონ -კარგი რა მარი ბედნიერებამ ჩემთვის ვერ მოიცალა ჯერ -კარგი რა ნი ნუ ტირი გთხოვვ.. იცი თამრომ რა ხაჭაპურები გამოაცცო აი პირდაკირ თითებს ჩაიკვნეტ_თქვა და მუცელზე სასაცილოდ მოისვა ხელი.მქინც შეძლო და გამაცინა.შეუძლებელი იყო მასთან მოწყენა მოსიარულე პოზიტივი იყო და მის ირგვლივ მყოფთაც დადებითად მუხტავდა -აბა თამროს ხაჭაპურებზე უარის თქმა როგორ შეიძლება??_ოსტატურად შევიცხადე მეე -მეც მაგას არ გეუბნებიი_თამაშსი ამყვა მარიც_უარის თქმა პირდაპირ დანაშაულია_არ წყვერდა მარი სამსახიობო ნიჭის გამოვლენას -მასხარა ხარ_ლოყაზე ვუჩქმიტე და სიცილი ავტეხე -ჰმ მასხარაო რა მაკადრა ჩემზე სერიოზული არავინაა მთელ დუნიაზე როგორც თამრო იტყვის ხოლმეე_სიცილში ამყვა მარიც_და საერთოდ რა კარებში დამაყენე... გავიყინე შემოდი მარის სამწუხაროდ მშობლები დაეღუპნენ და მის მერე უმაგრესი ქალი ზრდის თამრო ბებია ჩვენებურად თამარ ქალი რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა მაგრამ სულიერად არ გატყდა რადგან მარიამს უდედამამობა არ ეგრძნო.. დამინახა თუ არა შემომეგება.. -ჩემი ბაღანა მოსულა..დედა რაფრა გაყინულხარ შენ მოგიკვტა შენი ბებია მოი ბებია მოი ახლავე ცხელ მალინიან ჩაის გაგიკეთებ და ისეთ ხაჭაპურებს გაჭმევ მთელი ცხოვრება რომ არ დაგავიწყდეს -ძალიან გთხოვთ არ შეწუხდეთ თამარა ბებია -აჰ მაი აღარ გაიმეორო თვარა ნამეტანი გავბრაზდები, რაია შექალო ორი ცინგლიანი ბაღანა ვეღარ გამომიკვებია თუ რავაა ჩემი საქმე მის ამ წამოძახილზე გაგვეცინა და მაგიდას მივიჯექით.სულ მალე თამრომ ისეთი გემრიელობები მოიტანა რომ სიამოვნებისგან გატრუნულები შევექცეოდით ვახშამს.კარგად რომ დავნაყრდით თამროს დავემშვიდობეთ და საძინებელში შევიკეტეთ. საწოლზე წამოვგორდით და უაზროდ მივაშტერდით თეთრ ჭაღს. მინდოდა მისთვის დღევანდელი ინციდენტი მმეყოლა მაგრამ როცა მის რეაქციას წარმოვიდგენდი ყველანაირი სურვილი მიქრებოდა.ვიცოდი მეტყოდა რომ ის ჩემი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იყო და ამდაგვარ ათას სისულელეს.მას სიყვარულის სწამდა მე კი მჯეროდა რომ ქვეყნად მხოლოდ ბოროტება გულისტკენა სიცრუე და სიყალბე არსებობდა.ამ ფიქრებში ვიყავი გართული ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა ეკრანს დავხედე დედაჩემი იყო.ახლა მასთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა ამიტომ გავუთიშე ტელეფონიც გავთიშე და გვერძე მოვისროლე. -ვინ იყო??_მკითხა მარიმ -დედაჩემი -მერე რატომ გაუათიშე? -მასთან ლაპარაკი არ მინდა -ნია ის დამნაშავე არააა.... -სწორედაც რომ ისაა დამნაშავე.არ მესმის რაზე ფიქრობდა ასეათ არაკაცს რომ მიყვებოდა ცოლად -ხო მქგრამ მას ის უყვარს, ამას შენც მიხვდები როცა თავად გამოცდი სიყვარულს -კარგი რა მარიამ მე ასეთი სიყვარულის არ მწამს როგორ უნდა გიყვარდეს ისეათი ღორი რომელიც ყოველდღე გამცირებს და ხელითაც კი გეხება...და საერთოდ ამაზე ლაპარაკი არ მინდა -კარგი შენი ნებაა მაგრამ მარინა დეიდაც ცოდოა დაურეკე მაინც და უთხარი რომ ჩემთან ხარ -კარგი -ჩემი ჭკიანი გოგო მიდი დაურეკე მე კი სააბაზანოში შევალ მარი რომ სააბაზანოში შევიდა ტელეფონი ჩავრთე და დედას დავურეკე. აიღო თუ არა მაშინვე ყვირილი დამიწყოო.. -როგორ გაბედე და ტელეფონი გამითიშე. მე ვცდილობ დაგიცვა ტკივილი შეგიმსიბუქო შენ კი ყოველთვის გარბიხარ.. -მიცავ და რისგან დედა??_გავღიზიანდი მეც_ამ მდგომარეობაში შენ არ ჩამაგდე??მამას სიკვდილის მერე ფულს დახარბდი და ვიღაც ლოთ ღორს გაყევი ცოლად რომელმაც თავუსი ქონება და არა მარტო თავისი ჩვენიც კაზინოში გაფლანგა. ამის მერე შემახსენე კიდევ რაში ვარ აბა დამნაშავე??დამნაშავეს თუ ეძებ სარკეში ჩაიხედე და იპოვი.. გაცეცხლებულმა გავუთიშე და ტელეფონი კედელს გავუქანე. ნამსხვრევებად რომ ვაქციე მაშინღა შევამჩნიე კარებში მდგომი გაოცებული მარიამი.შევხედე და ტირილი ამივარდა.კედელთან ჩავიკეცე და ავქვითინდი. -ამის თქმა არ მინდოდა თვითონ მაიძულა_განუწყველივ ვიმეორებდი და ცრემლებს გასაქნს ვაძლევდი.მარი ჩემთან ჩაიმუხლა და მომეხვია.არვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ძილბურანში მყოფს მესმოდა მარიამის მიერ ნათქვამი სიტყვები -დამშვიდდი ჩემო ლამაზო ყველაფერი კარგად იქნება.. ********** დილით რომ გავიღვიძე ხალიჩა წოლისგან წელი გამშეშებოდა. თავი ისევ მარის კალთაში მედო თავდ ის კი მშვიდად ფშვინავდა.წამოვიწიე და შევანჯღრიე. -მარო ადექი წელი გეტკინება და გაცივდები -მმმმმ -ადექი თორემ თამრო შემოვარდება და აქოთქოთდება ესცგაიგონა თუ არა ფეხზე წამოფრინდა და ზევიდან დამხედა წარბი აწია და მითხრა ახლავე სააბაზანოში შედი ტირილისგან თვალები სულ მთლად დასიებული გაქვს მოწესრიგდი,ვისაუზმოთ მერე მე მასწავლებელთან წავალ შენ კი სახლში და დედაშენს ბოდიშს მოუხდი გყშინ მართლა ზედმეტი მოგივიდა -კარგი *********** ვისაუზმეთ და მარი გავაცილეთ.მთელი დღე უაზროდ გავლიე.რომ მოსაღამოვდა ავფორიაქდი.ცუდი წინათგრძნობა მქონდა მეგონა სახლში რაღაც საშინელება მელოდა.საღამოს რვა საათი იყო მარის სახლის კარი რომ გამოვიხურე და ჩემი სახლისკენ გავეშურე. რა უნდა მეთქვა დედასთვის?? ან კი იმ სიტყვების მერე მიმიღებდა თუ არა. ეს ფიქრები მღრნიდა მაგრამ შემდეგ თავი დავიმშვიდე.დედას ვეტყოდი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და რომ ის სიტყვები ცხელგულზე ვუთხარი ამით კი ყველაფერი მოგვარდებოდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული ჩემ კორპუსს რომ მივუახლოვდი და ორო სასწრაფო დახმარების ავტომობილს და უამრავ პოლიციელს მოვკარი თვალი იქვე ხალხი იყო შეკრებილები და ქალები მოთქმით ტიროდნენნ.. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მათკენ დავიძარი გროვაში შევძვერი და ეპიცენტრისკენ დავიწყე გზის გაკვლევა.ფეხქვეშ მიწა გამომეცალა საკაცეზე დედაჩემის უსულო სხეული რომ დავინახრ ზეწარს რომ აფარებდნენ.იმწუთას გული ორად გამეფლითა სული სხეულს გამოეყო და მარტო ფიტულიღა დამტოვა.იმის გააზრებამ რომ უკვე ობოლი ვიყავი ბოლო მომიღო. ამ ტკივილის აღწერა შეუძლებელი იყო. ცხოვრება უბრალოდ ბოროტად მეხუმრებოდა -დედააა_ვიყვირე და მისკენ გავიქეცი საკაცესათნ მივვარდი და დედას დავხედე_დედა ჩემო ლამაზო დედიკო ეს რა ხუმრობააა დეე ადექი ძალიან გთხოვვ ასე მარტოს ხომ ვერ დამტოვებ ბედის ანაბარად დეე_ვტიროდი და ჩემი ცრემლები მოს გაყინულ სხეულს ეცემოდა_გახსოვს დედა როგორ გინდოდა ერთად გვემოგზაურა გახსოვს??ეხლა სწორედ რომ სურვილების ახდენის დროა შენკი ახლა მტოვებ ადექი დედაააა_მოთქნით ვტიროდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი -მკვლელოოოოო_ზარივით გაისმა მამინაცვლის ხამა. ავხედე და სახეზე არაადამიანური გამომეტველება ჰქონდა ჩემთან მოვიდა და მთელი ძალით გამარტყა სილა_მკვლელიი ხარ დედაშენი შენ მოკალი შენმა სიტყვებმა იმ დონემდე მიიყვანა რომ თავი მოიკლა მკვლელი ხარ აქედან წაეთრიე იმის ღირსიც კი არ ხარ რომ დედაშენი უკანასკნელ გზაზე გააცილო აქედან წაეთრიე მეთქი_მიღრიალა მთელ ხმაზე დაპროგრამებულივით შევასრულე მისი ბრძანება და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდი. არვიცოდი სად გავრბოდი გზასაც კი ვერ ვარჩევდი თავში მხოლოდ ერთი ფრაზ მიტრიალებდა'დედაშენი შენ მოკალი".მე მკვლელი ვიყავი საკუთარი დედის მკვლელიიიიი. ამ ფიქრებში გართულს სმენას ძლიერად დამუხრუჭების ხმა მისწვდა და ზუსტად ჩემ ფეხებთან გაჩერდა მანქანა თავი არც კი ამიწევია თავჩახრილი ვიდექიდა ერთსა და იმავეს ვიმეორებდიი"დედაჩემი მე მოვკალი" ისევ შენ??ღმერთო შენ მე გადამრევ ნია.. რაო გეგონა შენ სახელს ვერ გავიგებდი.. რჩევას მოგცემ როცა დადიხარ წინ იყურე თორემ პატარა უზრდელ ბავშვთან დასაკარგი დრო არ მაქ. ხო მართლა ამ შუაღამით სად გარბიხარ?? რატომ ხარ ჩუმადხრაო პასუხის ღირსადაც არ მთვლიი?თავი აწიე და შემომხედე.._ხელები წამავლო და თავი ამაწევია.როგორც კი სახეზე დამხედა სიბრაზე შეშფოთებამ და შიშმა შეუცვალა -რაგჭირს??გაყინული ხარ და მთლიანად კანკალებმმ?მითხარი რამე შეგემთხვა? ძალიან გთხოვ ხმა ამოიღე_მსუბუქად შემანჯღრია ძლივს შევძელი ბაგეები ერთმანეთისთვის დამეშორებინა და მხოლოდ სამიოდე სიტყვის წარმოთქმაღა შევძელი -დედაჩემი მე მოვკალი_ვთქვი და გონება დავკარგე წესით ასვალტზე უნდა დავვარდნილიყავი მაგრამ უკანასკნელი რამ რაც ვიგრძენი ჩემს სხეულზე მარწუხებივით შემოხვეული ძლიერი მკლავები იყოო.. *****(ბერდიასთან)***** იმდღეს საშინლად გაბრაზებულმა დავამთავრე სამუშაო დღე და გარეთ გაცეცხლებული გამოვარდი უკვე მძღოლი მელოდებოდა -გამარჯობა კოტე_მივესალმე და ჩავჯექი კარგი ბიჭი იყო მაგრამ ხანდახან საშინლად იბნეოდა ხოლმე -გამარჯობათ ბატონო ბერდია -მილიონჯერ გთხოვე ეს დედაატირებული ბატონოს გარეშე თქო -კარგით გავითვალისწინებ მშვიდად ვმგზავრობდით მეც ტელეფონში შეტყობინების კითხვით ვიყავი გართულო კოტემ მოულოდნელად ძლიერად რომ დაამუხრუჭა და თავი ძლივს შევიკავე რომ საქარე მინას არ ავწებებოდი -რაშვები ბიჭო?_გავხედე გაბრაზებულმა -მაპატიეთ ბატონო ბერდია ვიღაც გადმომიხტა ახლაც ასე დგას თავდახრილი გავიხედე და გავშტერდი ისევ ის თავხედი ბავშვი იყო და უძრავად იდგა.ამოვიოხრე და მანქანის კარი გავაღე -წავალ დაველაპარაკები_ვითარი კოტეს -თქვენ რა იცნობთ?? -მქონდა მისი გაცნობის ბედნიერება_ ირონიულად ავღნიშნე და მანქანიდან გადავედი მივუახლოვდი და ეგრევე შრტევაზე გადავედი -ისევ შენნ?ღმერთო შენ მე გადამრევ ნია..რაო გეგონა შენ სახელს ვერ გავიგებდიი??რჩევას მოგცემ როცა დადიხარ წინ იყურე თორემ პატარა უზრდელ ბავშვებთან დასაკარგი დრო არ მაქვს.ხო მართლა ამ შუაღამეს სად გარბიხარ?რატომ ხარ ჩუმად შენ რა პასუხის ღირსადაც არ მთვლი? თავი აწიე და შემომხედე.._ საშინლად გამაღზიანა მისმა ასეთმა საქციელმა იმან რომ არაფრად ჩამაგდო ამიტომ ხელი წავავლე ჩემსკენ მოვიზიდე და თავი ავაწევინე. დენდარტყმულივით შევუშვი ხელი როდესაც მისი სახე ვნახე. ზედ არანორმალური და არაადამიანური ტკივილი ეხატა თვალები საშინლად დასიებოდა სულ მთლად კაყინული იყო და თხემით ტერფამდე კანკალებდა. უეცრად დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა მისი დაცვის. ფრთხილად შევანჯღრიე რადგან დარწმუნებული არ ვიყავი რომ მისმენდა -რაგჭირს?სულ მთლად გაყინულო ხარ და კანკალებ მითხარი რამე შეგემთხვა?? არაადამიანური თვალებით შემომხედა და სამად სამი სიტყვა მითხრა"მე დედაჩემი მოვკალი"და თვალები მილულა. მოცელილივით მოწყდა და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია ასფალტზე გაიშოტებოდა. წამებში აღმოჩნდა მისი სიფრიფანა სხეული ჩემ მკლავებში. ღმერთო როგორი მსუბუქი იყო სახეზე ფერი არ ედო და გულისცემაც სუსტი ჰწონდა -კოტეეეე_დავუღრიალე მას_უკანა კარი გამოიღე სასწრაფოდ -რამოუვიდაა_იკითხა მაშინ ნიას რომ ფრთხილად ვაწვენდი უკანა სავარძელზე -ვერხედავ შე*ემა ცუდადაა დავაი მანქანაში და დროზე წავიდეთ -სად -ფუ ამის დედა შე*ეცი რამ გამოგაშტერა ბიჭო ეე აზრზე მოდი მანქანაში გულწასული ბავშვი მყავს დავაი დროზე საავადმყოფოში_მანქანაში ჩავტენე და მე ნუას მივუჯექი უკან მისი თავი მუხლებზე დავიდრ და შევეცადე პულსი გამეზომა კოტემ მანქანა დაქოქა და სწრაფად მოწყდა ადგილს. -აუ ტო რამე რო მოუვიდეს_ნიას გადმოხედა კოტემ -წინ იყურე შენ_გავუბრაზდი_არაფერი მოუვა სანამ ჩემთანააა არ დავუშვებ რამე მოუვიდეს ძალიან დიდი ბოდიში რომ დქვაგვიანე უნივერსიტეტში გამოცდები დამეწყო და აუარება სამეცადინო მაქ ვიცი ეს არ მამართლებს მაგრამ იმედია გამიგებთ. მინდა მადლობა მოგიხადოათ წინა თავზე დატოვებული თბიი კომენტარებისათვის. იმედია ახალი თავიც მოგეწონებათ და ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.