შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 5


24-10-2015, 18:39
ავტორი sopiko
ნანახია 2 551

მეორე დღეს ფეხზე დილაადრიან წამოვიჭერი და ჩემ ''მსუქან'' ჩემოდანს დავხედე. ჩანთიდან ლურჯი, სპორტული ელასტიკი და შავი ჟაკეტი ამოვიღე და ტანზე მოვირგე. სარკეში არც ჩამიხედია, ისე გავვარდი გარეთ და ლელკას კრუსუნზე მივხვდი, რომ გავაღვიძე. ნამდილად ძალიან გაუფრხილებელი ვარ.
რაც არ უნდა იყოს, მარტო მზის ამოსვლის სანახავად ღირდა აქ ჩამოსვლა. ღიმილით ჩამოვჯექი ნამიან ბალახზე და ხელი აკაკი წერეთელივით შემოვიდე. ოცნებებში გადავეშვი და აი, უკვე ვხედავ როგორ მოექანება ჩემკენ მათე, რომელსაც ხელში გვირილები უჭირავს, მეც მისკენ გავრბივარ და... ტფუი, ლაშა! რა დროს მოხვედი...
-აბა, როგორ დაიწყო შენთვის დილა?-უდარდელად მკითხა და გვერდით მომიჯდა.
ლამის დავთხარე ის თვალები, ასე უსინდისოდ რომ მიმზერდა. მთელი კოშკები დამინგრია და ახლა მეკითხება როგორ დაიწყო დღეო... არადა იქნებ რა უნდოდა მათეს... იქნებ მოვენატრე...
-მშვენივრად!-უბრად მივუგე და გვერდი ვაქციე.
ლაშამ დაეჭვებულმა გამომხედა. რამეს ხომ არ მიხვდა?
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-მხარზე ხელი დამადო და თავისკენ შემატრიალა.
-რას ამბობ? ვითომ რატომ უნდა ვიყო...-მხრები უაზროდ ავიჩეჩე და ჰორიზონტს გავუსწორე მზერა.
-არ ვიცი... ამიტომაც გეკითხები!-ჩამაჯინდა ის და მივხვდი, რომ თავს არ დამანებებდა.
-ამ სილამაზის ყურებით ვტკბებოდი, მარტო ყოფნა მინდოდა, შენ კი ხელი შემიშალე...-''ვაღიარე'' მე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე ზედამხედველს. ალბათ ეწყინა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა და რაც დათესა იმას იმკის. არადა გუშინ მოხიბლული ვიყავი მისით.
-კარგი, მაშინ წავალ...-ფეხზე წამოდგა და გარიდება დააპირა. ცდლობდა გულგრილობის ნიღაბს ამოფარებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან ეტკინა გული.
''რა სულელი ხარ, ნინე!''-დანაშაულის შეგრძნებამ არ მომასვენა, ლაშას უკან გავედევნე და საუბარი გავუბი.
-ცუდად გამომივიდა...-დავიწყე გაუბედავად და მეგობრულად დავკარი ხელი.
-დაივიწყე!
-ლაშა, ფორმას არ მოგვცემენ?
-დღეს მეთაური რომ ჩამოივლის დაგირიგებენ.-მოკლედ მომიჭრა მან. ღირსი არ იყო რომ შემომერიგებინა, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვაგრძელებდი.
-ხოო და ისევ ნერვები უნდა მომიშალოს?-მივუბრუნდი გუშინდელ თემას. უჰ, ის საძაგელი!
-ეგ როგორ?
ძვლივს! მოვახერხე მისი დაინტერესება, მაგრამ ახლა რა უნდა მეთქვა? იმ ფარშევანს მოვწონვარ და მომაშორე_მეთქი? თუ იმის ახსნა დამეწყო, მათეს რომ ვერ ვუღალატებდი. ისევ არველაძე გამახსენდა და კინაღამ უხეშად წამომცდა რამე, ალტერეგომ რომ შემაჩერა.
-რა და გადამეკიდა!
-ნინე, თავიდანვე შეგატყვე, რომ ის კი არ გადაგეკიდა, შენ გადაეკიდე. ხოდა გთხოვ, პატივი ეცი ბატონ კონსტანტინეს...
აი, უმადური უნდა ეძახო ამას! მე ტყავიდან ვძვრები, ოღონდ ჩემი შეცდომა გამოვასწორო. ის კი ბატონ კონსტანტინეს ამართლებს. თანაც როგორი ოფიციალური სახელი ჰქვია. კონსტანტინე! ვითომ ნინე მასზე უკეთესი არაა?
''ჯანდაბას შენი თავი ლაშა!''-გავიფიქრე გულში და კურტუმოს ქნევით გავუდექი, ჩემი ოთახისკენ მიმავალ გზას. კარს ფეხი ვკარი და ლამის ზედ დავიმხე ყველაფერი. ნამდვილად უხარისხოდაა ეს კოტეჯები აგებული.
ადგილს შევეყინე, როცა თავის მოწესრიგებით დაკავებული მამაკაცი დავინახე. უკან გაბრუნებას ვაპირებდი, კარის ხმაზე გაოცებული თვალები რომ მომაპყრო.
გარეთ გავედი და ისევ შემოვედი! გავედი! შემოვედი! არაფერი არ შეცვლილა! კართან განცვიფრებული მათე დგას და სავარცხელი ხელში ჩაუბღუჯია. ეს როგორ? მას აქ რა უნდა...
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი საათი მაინც ვიდექით და ნერწყვებს ვყლაპავდით. ბოლოს როგორც იქნა ხელი მივიტანე ნიკაპთან და ნელი მოძრაობით გამშრალი პირი დავხურე. მათეც გონს მოვიდა და უხერხულად მიიხედ-მოიხედა. მერე როგორც იცოდა ხოლმე, წვერზე მოისვა ხელი და უღონოდ მკითხა.
-შენ? აქ?
მივხვდი, რომ ისიც ჩემ დღეში იყო და კითხვა უმალ შევუტრიალე.
-თავად რა ქარმა გადმოგაგდო?
ისევ ჩაუვარდა ენა. ადგილი მოინაცვლა და დანებებულმა ამოიხვნეშა.
-მოვალეობრივი სამხედრო საქმიანობა! ახლა მიხვდი? შენ კი ალბათ მოხალისე ხარ...
ნუთუ ამის გამო მიმატოვა... თავი უსიტყვოდ ჩავქინდრე, მაგრამ მაშინვე იჩინა თავი სხვა, გაურკვეველმა მიზეზებმა. ჯერ ერთი! რატომ არ ამიხსნა ყველაფერი გასაგებად? თუნდაც ეთქვა:
-დამელოდები?
-სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები!
ვიცი რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის სიცრუეა და უმეტესად დიდი იმედგაცრუებით მთავრდება, მაგრამ არა მგონია ორი წელი კაცის გარეშე ვერ გამეძლო. ორი კვირა ხომ გავძელი...
-ეს როგორ დამიმალე? შეუძლებელია ჩვენი დაშორების შემდეგ მიგეღო გადაწყვეტილება!-კბილებში გამოცრა არველაძემ. შეხედე ერთი! აქეთ გადმოდის შეტევაზე!
-შესაძ...-მინდოდა სიმართლე მეთქვა, მაგრამ ისე გავცხარდი... ისე გავმწარდი, რომ ჯიქურ მივუგე.-შენ ბევრი რამ არ იცოდი ჩემ შესახებ მათე! ...იმიტომ რომ არც თავად ყოფილხარ სხვებთან მიმართებაში მართალი.
მაშინვე ვინანე... ვიცოდი ტყუილით ძველ ურთიერთობასაც დავანგრევდი, მაგრამ სიტყვების უკან წაღება არ შემეძლო. სუფთა ჰაერზე უსიტყვოდ გამოვვარდი და ავქვითინდი. გადმოვანთხიე ის ბოღმა და ტკივილი, რაც ჩემ სულში ბუდობდა. მას რომ ვყვარებოდი, საქმის გარჩევას კი არ დამიწყებდა, გულში ჩამიკრავდა და გრძნობებში კიდევ ერთხელ გამომიტყდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მართლა შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ამიტომაც დამთმო ასე ადვილად. უბრალოდ ადგა და წამოვიდა! ...და რომ არა ეს უცნაური დამთხვევა მე თბილისში დავრჩებოდი და ის კი ხევსურეთში თავისუფლად ინავარდებდა. მოვალეობა! განა ის მოვალეობა არ იყო, რომ ზრდილობის გამო მაინც აეხსნა ჩემთვის ვითარება? საშინლად მძიმე იყო იმის დაჯერება, რომ მისი ამბორი და საერთო მომავლის რწმენა მხოლოდ ილუზია იყო. ნუთუ ადამიანებს ასე შეეძლოთ ემოციების დამალვა. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ მან არ სცადა ჩემი გამოსწორება. ისეთი მიმიღო, როგორიც ვიყავი, მაგრამ ფარსი აღმოჩნდა... წარსული, რომელიც გვაკავშირებდა უკვალოდ გაქრა...

.........................................................
ჩემო ძვირფასებო!
მგონი მოთხრობა უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ განვითარებული მოვლენები, გმირები, რას ფიქრობთ მათზე და ა/შ.
სიყვარულით სოფიკო <3



№1 სტუმარი nino

kargia tavebi gazarde

 


№2  offline წევრი Firefly

ძალიან მაგარიაა
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sopiko

nino
kargia tavebi gazarde

♥მარიამი♥
ძალიან მაგარიაა

გმადლობთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent