მე შენ მიყვარხარ! (2)
ნუკა დიდხანს დარჩა,კარაოკე ჩავრთეთ და იმხელაზე გავკიოდით მგონი მთელ ქუჩას ესმოდა.ისე გავერთეთ სულ აღარ გვახსოვდა არაფერი,ნინომ ფორთოხლის წვენი და ნამცხვარი ამოგვიტანა -შეიძლება?-ოთახის კარები ფრთხილად გამოაღო -კი,კი ნინო მოდი -ეს ვინაა?-ტუჩდაპრუწულმა იკითხა ნუკამ -ჩვენი ახალი დამხმარეა-ღიმილით ვუპასუხე როგორც ყოველთვის ფეხის თითიდან თმის ღერამდე აათვალიერა ნუკამ ნინო და სულ ძალით გაუღიმა. -რა საცოდავები არიან-თავი გააქნია ნინო როცა გავიდა და წვენი მოსვა -რატომაა საცოდავი?-გაოგნებულმა გავხედე -რას ქვია რატომ? მოახლეა და იმიტომ -გოგო,ეგ რა შუაშია? რა იყო ტეხავს? -ტეხავს აბა არ ტეხავს? -ვაიმე ნუკა,გადამრევ მე შენ,მამაშენს რომ ბევრი ფული არ ქონდეს შენც მოგიწევდა მოახლედ მუშაობა ასე რომ ნუ დასცინი -ღმერთმა დამიფაროს! ყველას თავისი აზრი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით,ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი,როცა ღარიბს მხოლოდ იმიტომ ჩარავდნენ,რომ მატასავით ბრენდული ტანსაცმელი არ ეცვა. ყოველთვის მიკვირდა,როცა მატერიალიზმით ადამიანობას განსაზღვრავდნენ. კიდევ ბევრი ვიამათეთ მე და ნუკამ ამ საკიტხე,ბოლოს შენი ნერვები აღარ მაქვსო და წავიდა სამზარეულოში ჩავედი,ნინო ფუსფუსებდა -ნინიკო რასაკეთებ?-კარეჭილი ჩამოვჯექი სკამზე -ბატონმა ნიკომ ტირამისუ გამიკეთეო-გაიღიმა და საქმიანობა განაგძო -უიმე! რა ტირამისუ მოუნდა ამ შუაღამე-გამეცინა-გინდა დაგეხმარო? -არა რასამბობთ,თვითონვე გავაკეთებ არ შეწუხდეთ -კაი რა შეწუხებაა,ისედაც უსაქმოდ ვარ-თუმცა ვინ მაცადა დედაჩემი შემოვიდა -ელენე რასაკეთებ?-წარბის აწევით მკითხა -ტირამისუს-გაღიმებულმა გავხედე -რა?-გაეცინა-ახლავე გამოდი არ დაისვარო ან თითი არ გაიჭრა, ხელი არ დაგეწვას -კარგი რა დედა, 2 წლის ბავშვი ხომ არ ვარ?-თავი გავაქნიე -ელენე რასაც გეუბნები ის გააკეთე!-თვალები დამიბრიალა და ნინოს კიდევ ერთხელ მკაცრად მოავლო თვალი სხვა რა გზა მქონდა,ნინოს გავუღიმე და სამზარეულოდან გამოვედი.როგორ ვერ ვიტანდი ისევ პატარა ბავშვივით რომ მექცეოდა დედაჩემი,ხმის ამოღების უფლებასაც კი არ მაძლედა ხოლმე,რამდენჯერ მომდომებია ჩემს გემოზე რამის გაკეთება სამზარეულოში,მაგრამ თავს იგიჟებდა ხოლმე როგორ გეკადრებაო. ოთახში ავედით,უფრო სწორად მის გარდერობში შევედით,ტანსაცმლის ოთახი ცალკე ჰქონდა თავისი ოთახის გვერდით -ახალი კაბა იყიდე?-მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები და პუფში ჩავჯექი -არა, უნდა გადავარჩიო ტანსაცმელები,რაც უკვე მოდიდან გავიდა იმას ღარიბებს დავურიგებ -როგორ მოხდა?-გამეცინა და გამიკვირდა -გინდა თქვა რომ ძუნჭი ვარ? -როგორ გეკადრება-ხელები მაღლა ავწიე ამდენი ტანსაცმელი რად უნდა მაინც ვერ ვხდები,დღეში შეიძლება 10 კაბა იყიდოს და იქიდან მხოლოდ სამი ჩაიცვას,დანარჩენი კი თავისი ჩაუცმელი კაბების კოლექციას მიამატოს. ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა,ზურა და ნიკო ჩემი ნახევარძმები არიან,დედა მამას მეორე ცოლია,მათ შორის ასაკობრივი სხვაობა კი ზუსტად 15 წელია,ალბათ ამიტომაც ჩხუბობენ გაუთავებლად.დედა ჯერ მხოლოდ 35 წლისაა,15 წლის იყო მე რომ გამაჩინა,მამამ კი უკვე 55 გადააბიჯა. ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის გამუდმებული ჩხუბის მიზეზი.დედას სულ სხვა ღირებულებები ჰქონდა მამას კი სხვა. პატარაობიდან შთამაგონებდა,რომ ფული ყველაფერია და სიმდიდრის გარეშე ჩვენ ყველანი არარაობები ვიქნებოდით,მაგრამ მის მოსაზრებას 20 წელია ვებრძვი. -ეს კაბა მოგწონს? -კი დედა ლამაზია -ხანდახან მგონია,რომ საავადმყოფოში ბავშვები აერიათ და ჩემი შვილი არ ხარ-დამაკვირდა და თვალები მოჭუტა -ისე მაგაზე მეც ხშირად ვფიქრობ-გავეკრიჭე-მაგრამ მერე მამა რომ მახსენდება ვივიწყებ მაგ აზრს -შენ ჩემზე მეტად მამაშენი გიყვარს -რა სისულელეა,ორივე ერთნაირად მიყვარხართ-გავუღიმე თავი გააქნია და ისევ განაგრძო ტანსაცმლის გადარჩევა. უკვე გვიანი იყო ნინომ ამოგვაკითხა -ხომ არაფერი გჭირდებათ?უკვე 12 საათია და მე წავალ -არა ნინო,შეგიძლია წახვიდე,თუმცა ასეთ დროს რითი წახვალ? -შენი რასი გადარდებს?-გაბრაზდა დედაჩემი -რას ქვია რაში მადარდებს? წამოდი ტაქს გამოგიძახებ-ხელი მოვკიდე და დაბლა ჩავიყვანე -საჭირო არაა,ჩემი ძმა მომაკითხავს -უი მართლა? კარგი მაშინ-გავუღიმე და ტელეფონი დავდე გარეთ გავედით ორივე,შავი მანქანაც მალევე გამოჩნდა,ნინო დამემშვიდობა და წავიდა.გარეთ საშინლად ციოდა. იანვრის სუსხიანი საღამო იყო,ამსაღამოს უეჭველად მოთოვდა.როგორ მიყვარდა გადათეთრებული თბილისი,ამაზე ლამაზი სანახავი არაფერი იყო. სახლში გაყინული შევედი.დედა შემომეფეთა გაბრაზებული -რა მოხდა?-გაკვირვებულმა შევხედე -შენ ვერ ისწავლე,რომ მოახლეებს თავი არუნდა გაუყადრო?! -რასამბობ, თუ ტაქსის გამოძახება შევთავაზე ამით რა დავაშავე? ამ შუა ღამე ჩემი ტოლა გოგო რითი წავა სახლში არუნდა გაინტერესებდეს? ადამიანობა საერთოდ არ გაგაჩნია?-ყელში ამომივიდა მისი სიამაყე და თავი ვეღარ მოვთოკე -როგორ მელაპარაკები?! -მე შენნაირი არ ვარ! შენდასამწუხაროდ ადამიანებს მხოლოდ მისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე არ ვაფასებ!-კბილებში გამოვცარი და ოთახში ავვარდი. ცოტახანში ზურამ და ნიკომ ამომაკითხეს -პატარა,რასაკეთებ?-ღიმილით მკითხა ზურამ და საწოლზე ჩამოჯდა -ფილმს ვარჩევ,ვერაფერი ვნახე ნორმალური -წამო კინოთეატრში ჩავიდეთ და რამე საშიშს ვუყოროთ-ხელები გაასავსაა ნიკომ -აუ იმდღეს გახსოვს ელენე რო პანიკებში ჩაგვივარდა?-სამივეს გაგვეცინა -დედასთან იჩხუბე?-თმები უკან გადამიწა ზურამ -ვიკამათეთ ცოტა -მიზეზი? -როგორც ყოველთვის-თვალები გადავატრიალე -ოოო,ლედა ცოტა რთული თემაა-გაეცინა ნიკოს -უბრალოდ არ მესმის და ვერ ვხვდები რატომ განასხვავებს ადამიანებს -ჩემი კეთილი გოგო-მომეხვია ნიკო -რას გაიგებ,არსებობენ ადამიანები,რომლებიც სიმდიდრის იქით ვერაფერს ხედავენ,შენ ვერაფერს შეცვლი,წამო ჩავიდეთ დაბლა,ვუყუროთ რამეს პოპკორნი მოვიმარაგეთ და საშიშ ფილმს ჩავუჯექით.იმდენად საზიზღობა იყო ბოლომდე ვერც ვუყურე. დილით ადრეა ავდექი,მოვემზადე და დაბლა ჩავედი. ლედამ ამათვალიერა რა მეცვა გადაამოწმა -რამაზი ძია მოვიდა?-მძღოლზე ვკითხე -კი მოსულია და გელოდება,არ ისაუზმებ? -არმინდა-გარეთ გავედი უნივერსიტეტში ყველაფერ ჩვეულ სიტუაციაში იყო.ნუკამ ხელკავი გამომდო და აუდიტორიაში შევედით.ის დადიანიც შემოგვყვა,ეტყობა ჩვენს ჯგუფთან ჰქონდა ლექცია. -გიყურებს-იმხელაზე მიჩქმიტა ნუკამ ლამის ყვირილი ძლივვს შევიკავე -მეტკინა შე საქონელო!-თვალები დავუბრიალე -გოიმო!-ენა გამომიყო მართლაც რომ თვალს არ მაშორებდა ლუკა,მეც გავიხედებოდი ხოლმე და უცებ შემოვაბრუნებდი თავს. რამდენჯერმე დამინახა და გაეცინა,მეც გამეცინა,როგორც იქნა ლექციაც დასრულდა -ჩვენსკენ მოდის -ნუკა მოგკლავ მართლაც რომ ჩვენსკენ მოდიოდა,გაგვიღიმა,ღმერთო! ეს რა იყო რა სიმპატიურია! -მგონი უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს -აუცილებლად-გაიკრიჭა ნუკა და ჩამოდნა -ლუკა დადიანი-ომახიანად წარმოთქვა თავისი სახელი და გვარი -ელენე ახვლედიანი-გაღიმებულმა ვუპასუხე -შორიდან გიცნობდი,მართლაც რომ ძალიან გავხარ ოდრის-ჩაეცინა და ნიკაპი მოისრისა -ჰო ეს ჩვენი ოდრია-გაკრეჭილი ჩაერია ნუკა -ჰო რავიცი-არ შევიმჩნიე ვითომ -სახლში თუ მიდიხართ გაგიყვანთ -კი,კი მივდივართ,მადლობა-სიტყვის თქმაც კი არ მაცადა ნუკამ ისე აღმოვჩნდი დადიანის მანქანაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.