შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის მარიონეტი(თავი 5)


24-10-2015, 22:00
ავტორი Geek Girl
ნანახია 1 771

ბოლო დღეების აღსანიშნავად გადავწყვიტეთ რესტორანში წასვლა. სკოლის მერე მე და სოფომ სახლში 2 წუთით შევირბინეთ, რადგან გამოგვეცვალა. მან მოკლე წითელი კაბა ჩაიცვა, მე კი შავი კაბა ჩავიცვი, გრძელი თხელი მკლავებით, წელი ამოღებული ჰქონდა. თმები დავისწორე და გავიშალე სოფომ კი დაიხვია. დანიშნულების ადგილზე მალე მივედით. ადგილები დავიკავეთ, ხოლო რამდენიმე ბიჭი შეკვეთის მისაცემად წავიდა. შეკვეთა აგვიანებდა, თუმცა სასმელი დროულად მოიტანეს. ერთი-ორი ჭიქა და ყველანი კარგ ხასიათზე დადგნენ, ბიჭები მაიმუნობდნენ ჩვენ კი მათ სისულელეებზე გვეცინებოდა. ჩემს და ჩემ კლასელ ლიკას შორისნიკა იჯდა, ძალიან ცანცარა ტიპია. პირს თუ გააღებს სერიოზული არაფერი არ ამოსდის... მას ჩვენზე ხელი ჰქონდა გადახვეული. ერთ ადგილზე ჯდომით რომ დავიღალე საპირფარეშოში გავედი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე ამიტომ ვიღაცას დავეჯახე:
-უკაცრავად..-მივმართე თავბრუ დახვეულმა, ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
-არაუშავს-ნაზი, მელოდიური ხმა ჩამესმა ყურში, თითქოს ნაცნობი. გოგონას შევხედე და მისი სახელი უნებურად წარმოვთქვი:
-ელენე?-გაოცებულმა ვკითხე.
-მარი?-მანაც ვერ დამალა გაოცება.
-როგორ ხარ?-სულელური შეკითხვა მომადგა ენაზე.
-კარგად შენ როგორ ხარ? რამდენი ხანი გავიდა... სად იყავი ამ დროის განმავლობაში? რაც ზურა ძია დაიღუპა მის შემდეგ "დაიკარგე"!!!!
-გრძელია მბავია...-გავუღიმე და მის ხელს შევხედე, რომელშიც მანქანის გასაღები ეჭირა:
-ელ, უკვე მანქანაც გყავს?
-არა, ეს ჩემი შეყვარებულის მანაქანაა... მთხოვნის ხოლმე ხანდახან!!! უკვე ძალიან გვიანია თუ გინდა გაგიყვან თან გზაში ეგ შენი "გრძელი" ამბავი მომიყევი-გაეცინა:
-არა,არა აქ კლასელებთან ერთად ვარ და ჩემს დასთან ერთად-ისე ვუთხარი თითქოს იცოდა ვინ იყო ჩემი "და":
-რაა? ვინ? მოიცა... ვერ გავიგე შენი და?
-ხომ გითხარი გრძელია ამბავიათქო.. მოკლედ, რაც მამჩემი გარადაიცვალა, უპატრონო ბავშვთა სახლში გადამიყვანეს და მერე სოფოს მშობლებმა მიშვილეს ახლა უკვე 3 წელია და მყავს-გავუღიმე და ამოვისუნთქე.
-მაარ, მოდი ჩემი ნომერი ჩაიწერე და როცა მოგინდება მაშინ დამიკავშირდი. ვისაუბროდ, ბევრი ახალი გექნება და...-მითხრა და მომეხვია. ელენეს ნომერი ჩავიწერე და დავემშვიდობე ისისც ჩაჯდა მანქანაში და მოსწყდა ადგილს.
რესტორანში შებრუნება, როცა ვცადე უკნიდან უცნობი ხმა მომესმა.ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამავლო და შემატრიალა:
-შუაღამეს, პატარა ქალბატონო, მარტო რატომ ხართ?-სისხლი ძარღვებში გამეყინა. დავიბენი, ერთ ადგილზე გავქვავდი. ჩემს წინ ახალგაზრდა კაცი იდგა,ეშმაკურად მიყურებდა და სასმელის სუნი ასდიოდა.
-ვინ გითხრა რომ მარტოა?-დემეტრეს ხმა გავიგე და გულის ცემა შემიჩერდა. უცნობი მისკენ შეტრიალდა და უთხრა:
-შენ ვინ ხარ საერთოდ?-ხმაში შიშის ნოტები შეეპარა.
-თუ ხელს არ გაუშვებ განახებ ვინც ვარ!-დემეტრე გაბრაზებული ჩანდა, უცნობი კი შეშინებული. ხელი გამიშვა და ადგილიდან გაუჩინარდა.
-წამოდი სახლში წაგიყვან!-მკაცრად მითხრა მან და ხელი მკლავში ჩამავლო.
-არა არ მინდა სოფოსთან ერთად წავალ...
-აუ გოგო შენი ამბავი რომ ვიცი კიდე ვიღაცას აიკიდებ!
-არავის არ ავიკიდებ! ხელი გამიშვი... შენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ!-მაგრამ დემეტრე დანებებას არ აპირებდა. ამიტომ ბოლოს მაინც დავთანხმდი. სანამ სახლამდე მიმიყვანდა გზაში მკითხა:
-ძალიან მაინტერესებს ის ა**არი ვინ იყო ხელი რომ გადაგხვია?
-რა შენი საქმეა? ვინ ხარ რომ აჩოტები გაბარო. რა ეჭვიანობის სცენები გამართე ??? თავი დამანებე საერთოდ.- მართალია რომ ამ პასუხმა უფრო გააბრაზა მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. სახლში რომ მივედი კიბეები სწარაფად ავირბინე სა საწოლზე დავემზე გაბრაზებული .


გამარჯობათ!!! იმედია რაღაც მაინც გამოვიდა ისეთი გადატვირთული დღე მქონდა რომ წესივრად აზრებიც ვერ დავაწყე. უმორჩილესად გთხოვთ შემიფასოთ.
სიყვარულით Geek Girl.



№1  offline წევრი Geek Girl

girs gagrzeleba?

 


№2  offline წევრი blue jeans

კი გირს და ძალიან მომწონს აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent