შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (3)


26-10-2015, 00:57
ნანახია 3 399

მთელი ღამე ვერ დაიძინა.
ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა. არა იმიტომ რომ პირველი კოცნა იყო, არა ეგ როგორ არა, მაგრამ ფიქრობდა ვატოზე. უბრალოდ ვატოზე ფიქრობდა. კოცნამ დაანახა ვატოს გარეგნობა, ხასიათი, დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და ძალიან შეეშინდა.
შეეშინდა იმის, რაც უკვე მის თავს ხდებოდა და დარწმუნდა, რომ ეს ილუზია არ იყო. ვატოს გახსენებაზე გული უჩერდებოდა,ან გულისცემა უათასმაგდებოდა.
ეშინოდა. ძალიან ეშინოდა.ამ საღამოსი,ამ ღამის,მომავლის და უფრო ხვალინდელი დღის. ხვალ ხომ ნახავდა. რა უნდა ექნა? ეთამაშა და გაეგრძელებინა ის ბრძოლა რაც დაიწყო?მაგრამ უკვე შეცვლილი იყო. ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს აფრქვევდა მისი ტვინი.
დილამ ისე გაიარა ბიჭები არ გამოჩენილან სანაპიროზე. ანას დაურეკა დათუნამ ვკვდებით პახმელიაზე ვართო და საღამოს გნახავთო. შედარებით დამშვიდდა, რომ ჯერ არ ნახავდა ვატოს.
-გოგო, ცეზარი თუ ქათმის სალათი?-ინტერესით არჩევდა ნიაკო კერძს
-აუ, ვაფშე არც ერთი,-უპასუხა ელენემ
-რა უხასიათოდ ხარ დღეს მთელი დღეა. შენ მგონი გშია და ვერ ხვდები ხო?-სიცილით უთხრა ნიაკომ
-არ მაქვს მადა საერთოდ,შეიძლება გუშინ რომ დავლიე მაგან იმოქმედა,-თავი იმართლა ელენემ რა შუაში იყო მაგრამ მაინც
-დააბრალე ახლა გუშინდელ დალევას. მაგდენი საერთოდ არ დაგილევია. ოჰ, გამოჩნდნენ ლოთები, - თქვა ნიაკომ,-გაცოცხლდი ლოთო?-უთხრა მის გვერდძე დამჯდარ ვატოს
-მე რა მიჭირს ვაფშე არ ვიყავი მთვრალი. ისინი არიან მკვდრებივით დაყრილები.ნიკუშა ჩამოვა ეხლა,-უთხრა ვატომ და გახედა ელენეს,რომელიც მაგიდას მიშტერებოდა.
-ვატო, მიდი შეუკვეთე მეცეზარი მინდა და ამას არ ვიცი მადა არ აქვს რაღაც მოიწამლა.წავალ მე ხელებს დავიბან,-თქვა ნიაკომ და წამოდგა
-მეც მინდა ხელების დაბანა,-სასწრაფოდ თქვა ელენემ
-ელენე, შენ დარჩი-უთხრა ვატომ.ელენემ არ მიაქცია ყურადღება და წამოდგა,-დარჩიმეთქი!-მკაცრად უთხრა ვატომ.ნიაკომ გაოცებულმა შეხედა, ელენე კი სკამს დაეწება.როგორც კი გავიდა ნია ვატომ უთხრა ცინიკურად:
-მოგწამლა არა სასმელმა და მადა გაგიქრო?
-კი, მომწამლა-მოკლედ უპასუხა ელენემ
-თუ სხვა რაღაცებს დავაბრალოთ?-გაუღიმა ვატომ.“ვაიმე, რანაირად იღიმის“-გულში გაიფიქრა ელენემ.
-სასმლის ბრალია!-დარწმუნებით უპასუხა ელენემ
-სასმლის თუ შენი პირველი მოპარული კოცნის?-პირდაპირ უთხრა ვატომ და შეხედა ელენეს დაბნეულ თვალებში.
-გიხარია პირველი კოცნა რომ მომპარე?-წამოენთო ელენე
-რატომ არ უნდა მიხაროდეს? პირველობა ყოველთვის კარგია,-ჩართო ცინიზმი ვატომ
-პირველობა მაშინ არის კარგი როცა კარგად აგრძნობინებ თავს და მოეწონება,მაგრამ დიდი ვერაფერი,არ გცოდნია,-ნიშნის მოგებით უთხრა ელენემ
-ხო, იმიტომაც ჩამადნი ხელებში და გული ამოგივარდა,-სიცილით უპასუხა ვატომ. ელენე გაგიჟდა, აღარ იცოდა რა ეთქვა.
-იცოდე, მეორედ მსგავსი რაღაცა აღარ გაბედო!
-რა იგრძენი?-არ აცადა ვატომ
-ბატონო?-დაიბნა ელენე
-რა იგრძენი-მეთქი?
-არაფერი, რა უნდა მეგრძნო,-დაიბნა ელენე
-გოგო, რატო არ ტყდები არასოდეს და რატო მიმტკიცებ ყოველთვის საპირისპიროს? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დამეთანხმო რაღაცაში? შენც ის იგრძენი რაც მე,ვიცი! მე ეს ვიგრძენი შენგან!
-არაფერიც არ მიგრძვნია!,-არ ტყდებოდა ელენე. არადა რა არ იგრძნო! ცუნამი, ქარბორბალა,ზოოპარკი ყველაფერი მის თავს ხდებოდა. საბედნიეროდ ნიაკო მოვიდა, გულში მადლობას ეუბნებოდა ელენე.
-ვატო,შეიძლება გავიდე და ხელები დავიბანო?-ცინიკურად კითხა ელენემ და წამოდგა ისერომ არც შეუხედავს.
ცხოვრება ისეთივე ტემპით გრძელდებოდა, როგორც აქამდე. ჩამოვიდნენ თბილისში დაწყო სწავლა.უნივერსტეტი-სახლი-მეგობრები;უნივერსიტეტი-მეგობრები-სახლი და ასე ყოველდღე.იყო ვატოს დაჟინებული მზერა, ცინიკური გამოხედვა,ზოგჯერ-იგნორი,გადაკიდება ერთმანეთზე,უსიტყვოდ გაგება, თვალებით კონტაქტი,შუაღამის ზარები, ზოგჯერ უპასუხო, ორაზროვანი შეტყობინებები, საჩუქრები,არა პომპეზური-უბრალო შოკოლადი, ყვავილი,ჯელტმენური ქცევები.გიჟდებოდა, ჭკუიდან გადადიოდა, ადამიანს აღარ გავდა ელენე. ვატოს დანახვისას ხდებოდა სუსტი,სულიერად სუსტი. ყველა გრძნობა იძინებდა ან იღვიძებდა,ან უფრო მეტიც ერთად ესხმოდა თავს. იყო ბევრი ხუმრობა, გართობა,დროს ტარება. ამას ისიც დაემატა, რომ ანამ და დათუნამ გადაწყვიტეს დაქორწინება,“სანამ და-ძმურში არ გადაგვივა იქამდე ხო არ ვივლით“-ხუმრობდა დათუნა. ყველა ერთად საგურამოში წავიდა ანას აგარაკზე. მიდიოდა მამა-პაპური სმა, ღრიანცელი, დალოცვა სიძე-პატარძლის, სიმთვრალეში ერთმანეთის ქება-დიდება და სხვა, როგორც ხდება ხოლმე. ნია და ელენე ბუხართან ისხდნენ, თავს არიდებდნენ ქართულ სადღეგრძელოებს:
-აუ მაგრა დავიღალე რა! ჩვენც რომ გავთხოვდებთ ესე უნდა იყოს?-დაიწუწუნა ელენემ
-ეჭვი არ შეგეპაროს. აბა ესენი ისე გაჩერდებიან? კოტეს შეხედე, ესე მგონია მოწვეული თამდაა,-გაიცინა ნიამ. ელენემ გახედა კოტეს და გეღიმა ამ დროს ვატოს მზერა დააფიქსირა და თავი აარიდა.
-დამღალა, ძალიან დამღალა..-ხმადაბლა თქვა
-რამ დაგღალა?-ჩაეკითხა ნია
-ვატომ ნია. დავიღალე, ჭკუიდან გადავყავარ! ვერ გავიგე რა უნდა რას მერჩის, რა ვერ დაივიწყა ზაფხულის ამბავი..
-შენ თავს იშტერებ თუ მართლა გამოშტერდი?-გულწრფელად კითხა ნიამ. ელენე გაოცდა, არ მოელოდა ნიასგან,- ცოტა თვალები რომ გაახილო ცუდი არ იქნება. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვენებთ,-დააყოლა ნიამ და ადგა. დარჩა ელენე ბუხართან მარტო. გაოცებული იყო.ფიქრობდა ნიას სიტყვებზე,თითქოსხვდებოდა და არ უნდოდა ეფიქრა ამაზე, მაგრამ თან ვერ ხვდებოდა ნიამ რა იგულისხმა. ამ დროს ვატო მიუჯდა ნიას ადგილას
-სრული ბედნიერებისთვის შენ მაკლდი!-ცივად უთხრა ელენემ
-ხოდა მეც მოვედი და გეღირსა დიდი ბედნიერება,-უპასუხა ვატომ
-არ გინდა ზედმეტები, ნასვამი ხარ და ისეთი არაფერი თქვა რასაც ინანებ მერე
-არა ისეთს არაფერს არ ვიტყვი დამიჯერე. რატომ ხარ ასეთი?გაუგებარი?
-როგორ?-თვალები დაქაჩა ელენემ,- მე ვარ გაუგებარი? მგონი კარგად და გასაგებად გითხარი სანაპიროზე არავინ გაძალებს ჩემთან ურთიერთობასთქო
-ურთიერთობას არა, მეგობრობას-ო,-შეუსწორა ვატომ
-ხო რა მნიშვნელობა აქვს ერთი და იგივეა მაინც! არავინ გაძალებს ნამდვილად! პრინციპში შენც არ ხარ გასაგები. რთულზე რთული ხარ,-არ ჩამორჩა ელენე,-ყოველთვის მეკამათები,არასოდეს მეთანმხები არაფერში, შენთვის ყველანაირად მიუღებელია ჩემი ყველანაირი აზრი!
-რა საინტერესოა იგივე აზრის ვარ მეც შენზე, როგორი დამთხვევაა არა?-ღიმილით უთხრა ვატომ
-ხო არა? ეს ცინიზმი შენთვის შეინახე და მე შემეშვი უკვე. დამღალე ძალიან.შე-მე-შვი !-ამის თქმა იყო და ელენემ დაინახა ვატოს დაბერილი ძარღვები და აჭრელებული თვალები,მაგრამ არა და არ გაჩერდა,- დამღალე ძალიან დამღალე, მთრგუნავ და მანადგურებ შენი საქციელებით, ბოლოს და ბოლოს გამაგებინებ რა გინდა? რას მოითხოვ საერთოდ?
-გაინტერესებს არა?,-იღრიალა ვატომ, ყველა გაჩუმდა და მათ გამოხედეს,-გაინტერესებს ხო? მაშინ გეტყვი. შემიყვარდი ელენე, შე-მი-ყვარ-დი ! ძნელი დასაჯერებელია არა? ყველა მიხვდა შენს გარდა. მაფრთხილებდნენ ელენე სხვაა, არ გინდა გაჩერდი, მაგრამ აზრი არ ქონდა უკვე მიყვარდი და ჩემი წამალი, ნარკოტიკად ყავი ქცეული. როგორ არ მოგიდექი, საიდან არ მოვედი შენამდე, მაგრამ არასოდეს შენთან ახლოს არ მიშვებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი იგივეს გრძნობ. დაგღუპავს ეს ქალური უაზრო სიამაყე. რითი დაიმსახურე ჩემი სიყვარული ერთი თავხედი და გათამამებული გოგო ხარ,რომელმაც ადამიანთან მოქცევა არ იცის. შენს გარდა ამას ყველა მიხვდა! აბსოლუტურად ყველა დედაშენი და მამაშენიც კი!-ღრიალებდა ვატო.შემდეგ კი მიუტრიალდა სუფრას,- გაიგეთ არა დამანებე თავიო? ხოდა იყოს ეგრე.დამღალა ამის სიშტერეებმა შევეშვები საბოლოოდ და ისიც დაისვენებს და თქვენც დაგასვენებთ. ანა და დათი, ბოდიში თუ რამე ცუდად გამომივიდა არ მინდოდა ასე მომხდარიყო..,-თქვა ვატომ და გარეთ გავიდა. ელენე დარჩა გაშეშებული,გაშტერებული, უყურებდა ერთ წერტილს არ იცოდა რა ექნა. მან ხო ის სიტყვები გაიგო რაც უნდოდა გულის სიღრმეში. გაკიდებოდა და ეთქვა, რომ ისიც იგივეს გრძნობდა და მართლა სულელი იყო რო ვერ აფასებდა და ხვდებოდა ამ ყველაფერს?არა,ვატომ ამდენი ადამიანის წინაშე ხომ დაამცირა!ნია და ანა მიუახლოვდნენ ელენეს და გაიყვანეს ოთახში.ვერც ტიროდა, ვერც ემოციებს გამოხატავდა, სრული შოკი ჰქონდა მიღებული.
-ბოდიში ანა..-მხოლოდ ეს თქვა და დაიწყო ტირილი
-ხომ გეუბნებოდი არა ლენ? გაახილე თვალებითქო,-უპასუხა ნიამ და ანას მსგავსად ჩაეხუტა დაქალს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent