წვიმები. თავი 4
-დამსვი იდიოტო!!!(მე) ვფართხალებდი მის მკლავებში, მართლია მინდოდა გულზე თავი მიმედო და ჩავძირულიყავი ეიფორიაში, მაგრამ სიამაყე და სიჯიუტე არ მაძლევდა ამის საშუალებას. -ნუ ფართხალებ თორე დავეცემის, ხოდა მერე უფრო აფართხალდები იცოდე (დემე) თვალი ჩმიკრა და უფრო მიმიკრა ზედ, მისაღებში მდივანზე წამომაწვინა და ისე დამიწყო ყურება და თვალიერება თითქოს ყოველ ჩემს ნაკვთს და თითოეუს ადგილს ზედმიწევნით იმახსოვრებდა. -ვიკა, ჩემი ხომ არ გეშინია?(დემე) ნაღვლიანმა ამომხედა და ამის დანახვაზე საოცრად ამიჩუყდა გული -მე არავის არ მეშინია (მე) მე როგორც ყოველთვის ამაყად გავეცი პასუხი და იქვე დადებული ადიელა გადავიფარე, ამდროს ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, აშკარად ქალის ხმას გავდა -დაიძინე! (დემე) მკაცრი ტონით ეუბნებოდა მეორე მოსაუბრეს -(.......) -არათქო და გეყოფა! (დემე) ტელეფონი გაუთიშა და მე მომიბრუნდა -ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი, თუმცა მოვა დრო როცა მოგიყვები(დემე) ვალდებულივით მიხსნიდა სიტუაციას, მეკი თავს ვიკატუნებდი ისე თითქოს საერთოდ არც მაინტერესებდა ვინ დაურეკა ან როგორ ცხოვრობდა, ზოგადად მის შესახებ.. რამე მაინც. -შენს შეყვარებულს არ ესიამოვნება სრულიად უცხო გოგოსთან რომ მიდიხარ და ხელში აყვანილი დაგყავს ან თუნდაც ყვავილებს ჩუქნი(მე) მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი ყველაფერი და თან ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი ერთმანეთში. -შეყვარებული? ჰაჰ, რა სასაცილო ხარ ვიკა, ხომ ხედავ უკვე ეჩვიანობ კიდეც(დემე) მდივანთან დაიჩოქა და შუბლზე მაკოცა -შეყვარებული არ მყავს და არც რამე მაგის მსგავსი, თუმცა დაიცა როგორ არა მგონი უნდა მყავდეს (დემე) დამაინტრიგებლად გამცა პასუხი და თვალები მოჭუტა -ხოდა მეც მაგას ვამბობ, არ მინდა ვინმეს ურთიერთობაში მესამე პირი ვიყო და სამკუთხედი შევქმნა და თუ შეგიძლია დასერიოზულდი და ისე მელაპარაკე გეყოფა ეს ცინიკურობა(მე) თავი შევატრიალე კედლისკენ და ტანიც მივაყოლე -მე სწორედ იმას მივუტანე ყვავილები ვინც ჩემია და ის მყავდა ხელში აყვანილი ვინც მე მეკუთვნის, იმ წუთიდან როდესაც პირველად დავინახე და სხვათაშორის ეხლა აქ მყავს და კიდევ სხვათაშორის ეს შენ ხარ (დემე) ინტერესიანად ყვებოდა თუმცა ნერვიულობა მაინც ეტყობოდა თავის გაბზარულ ხმაში, მკლავში ხელი ძლიერად მომკიდა, მისკენ შემატრიალადა გაშმაგებით დაუწყო ჩემს ტუჩებს კოცნა, შემდეგ კი ისე მოხდა რომ მე მისკენ მკაფიოდ წავიწიე და ძირს დავეცემოდი რომ არა დემეტრეს სხეული, თუმცა მას მოუწია ძირს დაცემა,მეკი მასზე ვიყავი გაწოლილი, ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ნახევრად შიშველი დემეტრეზე ვიწექი რომელსაც სახეზე მღელვარე მაგრამ მაინც ‘’რაღაცნაირი’’ ღიმილი აკვროდა. წელზე ხელები შემომისრიალა და მთელს თანში პეპლებმა დაიწყეს ფრენა, მართლაც საოცარი გრძნობაა არა? როდესაც ვინც მთელი არსებით გინდა ის ადამიანი რომ გეხუტება, მინდოდა ეს წუთები არასოდეს დამთავრებულიყო, თუმცა ჩვენი უხერხული სიტუაციიდან გამოყვანა დემეტრეს ტელეფონმა შეძლო რომელიც გამწარებული რეკავდა და არ ჩერდებოდა -არ უპასუხებ?(მე) გაკვირვებულმა ვკითხე და ადგომას შევეცადე რადგან მივხვდი რომ მგონი სულაც არ ესმოდა ზარი ისეთ ეიფორიაში იყო...მის მკლავებში უფრო და უფრო მომიქცია და ერთი ხელით ტელეფონი ამოიგო, რამოდენიმე სანტიმეტრში იყო ტელეფონი და ჩემი ყური ამიტომ სამწუხაროდ ყველაფერი გავიგე -გისმენ (დემე) უპასუხა მაგრამ ჩემთვის ხელი არ შეუშვია, ერთი ხელი ჩემს წელზე ქონდა მჭიდროდ ქონდა შემოხვეული. -სადხარ? (...) აგრესიული ხმით უსვამდა კითხვებს ტელეფონში მოლაპარაკე გოგო, მე ყველანაირად ვცდილობდი მეფიქრა რომ ან დედა იყო, ან და, ან ვინმე ნათესავი... -არმცალია (დემე) დაწყნარებული ტონით უპასუხა, დემემ იცოდა რომ მესმოდა ის რასაც ლაპარაკობდა,ვიცოდი რომ იცოდა -შენი ცოლისთვის თუ ვერ იცლი აბა ვისთვის იცლი? დემეტრე სახლში მოდი ეხლავე!! (ლანა) ტელეფონიდან ქალის ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა და იმდენად ახლოს ვიყავი ტელეფონთან რომ სიტყვა სიტყვით გავიგე ყველაფერი. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, თითქოს იმედები დავამყარე და შემდეგ ერთიანად გამიქრა, თვალები ამიცრემლიანდა, ვცდილობდი არ შემემჩნია თუმცა გამიჭირდა, წამოწევა ვცადე მაგრამ ისე მაგრად მომიჭირა ხელი რომ წელი მეტკინა კიდეც. -მანდ დაასტოპე ლანა, მადლობა თქვი რომ პატივს გცემ, ეხლა შენთვის არ მცალია და საერთოდ შენთვის არც არასოდეს მეცალა და არ მეცლება ეგ კარგად დაიმახსოვრე, ეხლა კი შეგიძლია შენს საქმეს მიხედო სანამ მოთმინებიდან გამოვალ!(დემე) ტელეფონი გათიშა, ხელინიკაპქვეშ ამომიდო და თავი მისკენ ამაწევინა -ყველაფერს აგიხსნი (დემე) სევდიანი თვალები მომანათა და თვალებში ჩამაშტერდა, ანდა ჩემთვის რა იყო ასახსნელი, ცოლი ყავს მაგრამ რატო ელაპარაკა ესე?! მხოლოდ ეს მაძლევდა იმის იმედს რომ ყველაფერი ესე არ დამთავრდებოდა და რამე რეალური ახსნა ექნებოდა ამ ყველაფერს. -საჭიროა რამის ახსნა? (მე) ირონიულად ვკითხე და ნაძალედევად გავუღიმე-შემცივდა გამიშვი ხელი ავდგე... (მე) ხელი შემიშვა და მდივანზე მიმიმწყვდია, ადიელა გადამაფარა რა გვერდით მომიჯდა -ოღონდ ესე არ გინდა რა, დამაცადე აგიხსნა (დემე) -დემეტრე, მე ვინ ვარ რამე რომ ამიხსნა?(მე) ამჯერად თავი მის გულზე მიმადებინა -გესმის? როგორ ძგერს ჩემი გული... (დემე) თან ყოველ წუთას თავზე მკოცნიდა -დემეტრე მე ესე არ შემიძლია, ცოლიან ადამიანთან ვერ გავჩერდები, ცუდად ვარ ეხლაც გული მეხუთება...(მე) ხელს შუბლზე ვისვამდი და ვცდილობდი არ მეტირა -ის ჩემი ცოლია მხოლოდ საბუთებით, ჯვარიც კი არ გვაქვს დაწერილი, ეს უფრო ბიზნეს ქორწინებაა ვიკა, ის ჩემი გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა ყოფილიყო (დემე) ყველაფერს ისე გულმოდგინედ მიხსნიდა და თითქოს ისე გულწრფელად, რომ მეც უფრო და უფრო მივეკარი ზედ... შემდეგ თავი მაღლა ავწიე და მისი ტუჩების მოძრაობას ამოვხედე, რაც მთავარი იყო გავიგე ეხლა ჩემთვის მთავარი იყო რომ მისთვის მეკოცნა, მთელი ტანით ავიწიე მისკენ და მის ტუჩებს დავეწაფე, საპასუხოდ მისი ძლიერი ხელები ვიგძენი წელზე, მაიკის ქვეშ ფრთხილად შეაცურა ხელები და ნელა დაასრიალებდა ხელებს ჩემს ზურგზე...საოცრად ,სათუთად მეფერებოდა, თითქოს რამე არ მტკენოდა, თან გაშმაგებული მკოცნიდა, იმდენად ჩავიძირეთ ვნების მორევში რომ ძირსაც დავეცით, უწინდელ პოზიციაში. -დემეტრე (მე) მის ტუჩებს ძნელად მოვწყვიტე ჩემი ტუჩები და ამღვრეული თვალებით მივაშტერდით ერთმანეთს. ხმას არ იღებდა ან ვერ იღებდა,ვგრძნობდი როგორ ნერვიულობდა,შეიძლება ჩემზე მეტადაც კი, მოგეხსენებათ კაცების ესეთ სიტუაციაში ჩაგდება საკმაოდ აღელვებთ და ანერვიულებთ მათ. -ვიკა არაფრის არ შეგეშინდეს კარგი? ისეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ რასაც მერე ინანებ ან თუნდაც არ გენდომება (დემე) ხელებში ჩემი სახე მოიქცია და ფეხზე წამომაყენა. შემდეგ იქვე კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა.. -საღამოც მოსულა, მიდი ჩაიცვი გავიდეთ(დემე) თავზე მაკოცა და ხელი შემიშვა -სად?(მე) პატარა დამჯერე ბავშვივით ავხედე - ჯერ სადმე რესტორანში შევიაროთ მერე კი სადღაც მინდა წაგიყვანო, რათქმაუნდა შენ თუ გინდა (დემე) თითქოს თვალებში სიხარულის ცეცხლი აენთო. მე?... მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ ესეთი ბედნიერი ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სულიერად ძალიან მიჭირდა, ისიც კი არ ვიცოდი რა მინდოდა, როგორ მეცხოვრა.ვინმეს რომ ეკითხა რაიყო ჩემთვის მთავარი უმნიშვნელოთი ვუპასუხებდი ან საერთოდ ავირიდებდი თავიდან!! ის ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ვერ გავიგე რა უნდოდა...მერე მივხვდი მის გარეშე როგორ მაკლდა სითბო, სიმშვიდე, სიხარული... ამ ყველაფერს სიყვარული ერქვა. -დემეტრე რაღაც მინდა გკითხო(მე) მოსაწესრიგებლად წასული უკან მოვტრიალდი -მკითხე რაც გინდა (დემე) -ის საერთოდ არ გიყვარს? მასთან არაფერი არ გქონია არასდროს? არაფერს არ გრძნობ მის მიმართ?(მე) მშვიდად ვეკითხებოდი მაგრამ აღელვება ხმაზე მეტყობოდა, მომიახლოვდა და ჩამიხუტა -შენ რა ეჭვიანობ ?(დემე) ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა -ჩემო პატარა რა სულელი ყოფილხარ, მე მას სხვანაირად არასოდეს შევხედავ ის მუდამ ჩემი ძმის საცოლე იქნება, არ მინდა რამე დაგიმალო, მას როგორც თვითონ ამბობს ვუყვარვარ, მაგრამ შენ...შენ არავინ გგავს.ამიტომ გთხოვ მაგ აზრებით არ იტკინო გული. (დემე) შუბლზე მაკოცა მე გამეღიმა და ოთახისკენ გავემართე მოსაწესრიგებლად. მალევე მოვემზადე. შავი გრძელი თმა რომელიც წელამდე მწვდება გავიშალე, ჯინსის შარვალი ჩავიცვი, მაიკა, შავი კოსტუმი და შავი კეტები...და ოთახიდან გავედი. -ჩემი ანგელოზი(დემე) რომ გავედი ისეთი მომაშტერდა თითქოს ზღვის პეიზაჟის ჩამავალი მზე ვყოფილიყავი,რომლითაც ტკბებიან ხოლმე. -მე შენი ანგელოზი არ ვარ (მე) ენა გამოვუყავი და თან ვანიშნე გავსულიყავით. -აბა ვისი ანგელოზი ხარ ქალბატონო?(დემე) გაბრაზება დაეტყო მაგრამ მალევე გადაუარა. -არავისი (მე) თვალი ჩავუკარი და მანქანაში ჩავჯექი,გვერდით მომიჯდა და მანქანა დაქოქა. რესტორანში სტუმრობის შემდეგ მანქანაში ჩავჯექით, დემეტრე მომიბრუნდა და მისთვის სულელურად იცინოდა -რა გაცინებს გადაირიე?(მე) -ალბათ კი, მართლა არ ვიცი რა მაცინებს პროსტა მინდა რო ვიცინო, აი სულ გადამრიე ვიკა,მაგრამ ყველაზე მთავარია ეხლა ჩემთან ხარ და სულ ესე იქნება,გინდა გითხრა სად უნდა წაგიყვანო ეხლა?(დემე) გამომხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი აიკრა -მინდა (მე) -ხოდა არ გეტყვი, მარტო იმას გეტყვი რომ დღეს არ დავბრუნდებით (დემე) ენა გამომიყო და ორივეს გაგვეცინა, ცოტა არიყოს შემეშინდასავით როცა მითხრა დღეს აღარ წავალთ სახლშო მაგრამ მალევე გავაცნობიერე რომ დემეტრესი არ უნდა მეშინოდეს. ბევრი ვიარეთ, გზაში ჩამეძინა და დაახლოებით 2 საათში გამომეღვიძა და რასაც ჩემს წინ ვხედავდი ეს მართლაც რომ საოცრება იყო. ესეც მეოთხე თავი ჩემი მგონი ერთადერთი მკითხველისთვის ბუსა ველოდები შენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.