შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 7


26-10-2015, 17:27
ავტორი sopiko
ნანახია 2 513

მათე შესვლისთანავე საწოლზე ჩამოჯდა. მე კი კარადას ვეცი და თეთრ კოლოფს ვტაცე ხელი. ვცდილობდი დრო გამეჭინაურებინა და უკან არ შევბრუნებულიყავი. ამიტომ ტანსაცმელებს ვქექავდი, ვითომ წამლებს ვერ ვპოულობდი.
-დაგეხმარო?-სარკაზმით გაჟღენთილი ხმით მკითხა არველაძემ და ჩემკენ ისე გამოემართა, თითქოს არც არაფერი მოსვლოდა. მგონი ფეხიც აღარ სტკიოდა.
-არა! შენ ხომ აღარ გჭირდება...-დაბნეულმა ჩავილაპარაკე და გარდერობის კარი მივხურე.
-და საიდან მოიტანე რომ მჭირდებოდა? ეს უბრალოდ ინსეცირება იყო. იაფფასიანი სპექტაკლი.-უემოციოდ მომიგო და ჩვენ შორის მანძილი წამში დაარღვია.
ახლა თავი რომ ამეწია და მისთვის შემეხედა, ნამდვილად ვერ შევიკავებდი თავს და ჩემ გრძნობებს გავცემდი. დარწმუნებული ვარ მანაც იცოდა, რომ ერთ კვირაში ვერ გადავიყვარებდი და უნდოდა უფრო მეტად დავეტანჯე. ლელა მართალი იყო. ამ კრეტინს მგონი ჩემი დაბრუნებაც არ უნდა. თანაც მომატყუა... აი, უკვე მარტო დავრჩით და ძალთა ბალანსიც აღდგა. უპირატესობა მის მხარესაა, ახლა მე პატარა, მობუზულ კნუტს ვგავარ. მგონი თვალებიც მას მიგავს.
-დისტანცია, მათე! დისტანცია დაიჭირე!-უკან ვუბიძგე და გვერდის ავლა დავაპირე, მაჯებში რომ მტაცა ხელი და უკან გადამიგრიხა.
-რას აკეთებ? მგონი შენ ნორმალური არ ხარ ხომ?-ტკივილისგან ამოვიკვნესე და ისიც ოდნავ მოდუნდა. ხომ ვამბობდი ამ ბიჭს თავში უქრის მეთქი... თანაც როგორ მოკლებია ჩემი ხელი, სულ გათამამებულა! მაშინაც ზუსტად ასეთი მზერა ჰქონდა, როცა გავიცანი.
-მგონი...-თავი ერთ მხარეს გადააქნია და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია. მე მსწრაფლ გავწიე სახე.
-გამიშვი!-კბილებში გამოვცერი და მის მკლავებში ავფართხალდი.-შემოვლენ და დაგვინახავენ! თუ გგონია ისევ შენ სახლში ვართ?-უკანასკნელ იმედს ჩავებღაუჭე, თუმცა ის ვერ გავითვალისწინე, რომ მე მამაცი და ძლიერი მამაკაცები მხიბლავდა. მათეც ხომ ასეთი იყო! ...მაგრამ არა ერთგული...
-მხოლოდ ეს გადარდებს? მაშინ პრობლემაც არ არსებობს!
მივხვდი რასაც აპირებდა. ძალა მოვიკრიბე და იმ დროს როცა ჩემ ბაგეებს უნდა შეხებოდა, მის ხელებს გადაჭდობილი ჩემი თითები პირზე ავიფარე. არ ელოდა... მე კი დრო ვიხელთე და ხელი ვკარი. არც ახლა გამიმართლა... იმერციით მეც დაბლა დავეცი... უფრო სწორად მათეს სხეულზე დავეცი. ჩემი მოთმინების ფიალა გავსების პირას იყო. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვერც ეხლა მოვუხერხე რამე წელზე მოხვეულ მარწუხებს.
-როგორც ვხედავ გსიამოვნებს ცივ იატაკზე წოლა... აეთრიე დროზე!-ხმას დავუწიე, რადგან მეშინოდა ვინმე არ შემოსულიყო. ხო, კარგი, კარგი... მხოლოდ არ მეშინოდა. უბრალოდ მომწონდა, ვითომ და იძულებით რომ ვიყავი მასთან ასე ახლოს.
-გაჩუმდი!-ყურის ბიბილოზე მოწყვეტით მაკოცა და ერთი მოძრაობით ზევიდან მომექცა.-შენ ბებერ პრინცზე ღელავ?
ახლა კი მივუხვდი ეშმაკობის მიზეზს. არადა მე კი მეგონა ჩემ გამო დაშავდა. არა! რაც არ უნდა იყოს თეატრალური ნიჭი აქვს! მგონი მეც მან განმანათლა, თორემ ადრე... ადრე პატიოსანი ბაღანე ვიყავი. გულუბრყვილო, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი.
-რატომ არაფერს ამბობ?-მკითხა ღიმილით.
-იმიტომ რომ შენ მთხოვე...-იმას ხომ არ ვეტყოდი ჩემ ბიოლოგიურ ხეზე და გენებზე ვფიქრობდი_მეთქი. ისე მართლა მაინტერესებს, ვინ იყო ჩემნაირი ახტაჯანა და ვინ დამიმსგავსა. არც არავინ! ჩვენ კარის მეზობელზე ხომ არ მივიტანო ეჭვი. არა, დედაჩემს ჩემსავით კარგი გემოვნება ჰქონდა და იმ წვერგაუპარსავ კაცს ახლოსაც არ მიიკარებდა.
-და მაინც რატომ?
-მდააჰ, მიყვარხარ!-ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ, ისევ რაღაც მივახლაფორთე. რაო? მიყვარხარო? სულ შემთხვევით წამომცდა სიმართლე. ეჰ, ჩავიჭერი სამსახიობო გამოცდაზე.
მათემ ციებიანივით მომაშორა ხელები და ფეხზე წამოხტა. ასეც ვიცოდი! ჩემ სიტყვებზე ასეთი რეაქცია იმიტომ ჰქონდა, რომ აღარ ვუყვარვარ და სინდისი ქენჯნის. გონება გადამეკეტა. კისრიდან სწრაფად მოვიშორე მედალიონი და მოშორებით მოვისროლე.
-ეშმაკმა დალახვროს!-არაადამიანური ხმით დავღრიალე და თავი მუხლებში ჩავმალე.

შებინდდა. ამინდი კი არ იცვლებოდა. მეთაურმა გამოაცხადა, რომ ამ ღამით სიბნელეში მიზანში მოხვედრა უნდა გვესწავლა. შე კაი ადამიანო, ჯერ სინათლეში გვასწავლე და მერე გაართულე დავალება. მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ უკეთესი წინამძღვარი მე ვიქნებოდი. ისედაც განერვიულებულს ხელში მშვილდისარი რომ მომაჩეჩეს, ლამის ზედ გადავიმტვრიე. ენერგია სად დამეხარჯა აღარ ვიცოდი, ამიტომ პირველივე გასროლაზე ასიანში მოვარტყი. გაოცებულმა ჯარისქალებმა ტაში დამიკრეს, ზოგმა კი შურით გამომხედა. ალბათ იმიტომ რომ მე მამაკაცების თვალშიც ავმაღლდი. მწარედ ჩამეცინა. სულ არ მადარდებდა სხვების აზრი, მთავარი ხომ არველაძე იყო. როგორც ლელამ მითხრა იმ გოგოს, რომელმაც თავი არ დაიზოგა და სასუწარკვეთილმა სცადა მათეს დახმარება, ანამარია ერქვა. ახლაც თვალს არ აშორებდა მას და ტუჩებს იკვნეტდა, იქნებ მისი და მათეს არშემდგარ პირველ ღამეზე ფიქრობდა. გაბრაზებულმა ყურებიდან ლამის ბოლო გამოვუშვი. რა სულელია... ჰგონია დავუთმობ? თუ ასეა, ძალიან ცდება. მაშინვე გვერდით ამოვუდექი ანამარიას და შეპარვით ვკითხე:
-რომელი მოგწონს?
ადგილზე შეხტა. ალბათ არც მას ესიამოვნა ამ სიმპათიურ მამაკაცზე ოცნება რომ შევაწყვეტინე. მაპატიე საყვარელო, მაგრამ ნამდვილად არ ვარ ასეთი კეთილი.
-მე?
შენ! აბა, მე რომ მათე მომწონს ეგ კი ვიცი. უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, მიყვარს! მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ იმსახურებს. ხო, ამჯერად გამოვიჩენ დიდსულოვნებას. პასუხი რომ ვერ მიიღო, როგორც იქნა დათქმულივით გამიმხილა გულში ჩამარხული საიდუმლო.
-აი, იმ ბიჭს ხედავ? ყავისფერი ბოტასები რომ აცვია.-მეგობრულად გამიღიმა. არა, ნინე! მისგან თავი შორს დაიჭირე!-მათე ჰქვია.
მართლა? არ ვიცოდი! ეს ისე... ნამდვილად ვერ გავბედავდი ამის ხმამაღლა გამოცხადებას.
-რა სიმპოა, არა?-დამეკითხა კარგი ახლობელივით და თბილი მზერა მიაპყრო არველაძეს.
სიმპო! ხომ გითხარით ვერ ვერ ვიტან ასეთ დამახინჯებულ სიტყვებს. თქვი, სიმპათიური... სამი ასოს თქმა გეზარება? სკოლაში ჩემი კლასელები ს/დ-ს რომ წერდნენ სულ ვკამათობდით. სრულიად არ მეღლებოდა ხელი ერთი დამატებითი სიტყვის დაწერით, ისინი კი თავიანთ პოზიციებს მაინც იცავდნენ, სხვადასხვა არგუმენტების მოყვანით.
-ანამარია, შენი ჯერია!-მშვილდისარი გადმოაწოდა ლელკამ და მეც ისევ ჩემი ადგილი დავიკავე. იმედია ახლა მაინც ავიცილებდი თავიდან კონსტანტინეს გაფრთხილებას.
ინტერესით მივაჩერდი ანამარიას. დიდხანს აკვირდებოდა სამიზნეს, მერე კი ხელი გამოჰკრა. ისარი ხეს ასცდა. ამჯერად არ გაუმართლა ჯულიეტას. ერთით ნოლი შენ სასარგებლოდ, ნინე!

.........................................................
უკვე აზარტში შევედი. მე თვითონ ძლიერ მაინტერესებს, როგორ დასრულდება ეს ისტორია. რაც შეეხება თავების გაზრდას, თუ აკვირდებით, მე ყოველთვის ერთი ზომის ნაწილებს ვდებ და ამის შეცვლა არც შემიძლია. სამაგიეროდ ვცდილობ ერთი დღეც არ ჩავაგდო. გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. შეაფასეთ გმირები, რათა მეც არ გამიჭირდეს წერა და არ გამიქრეს მუზა. სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი Firefly

მიყვარს ნინეს ხასიათი მათესი კი ვერაფერი გავიგე.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს :*
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
მიყვარს ნინეს ხასიათი მათესი კი ვერაფერი გავიგე.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს :*

დიდი მადლობა მარიამ ♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ეს ნინე გიჟია მგონი და მე ძალიან მომწონს გიჟები... ძალიან მაგარი ისტორიაა ნინეს ფიქრები მომწონს რაღაც უაზროდ მაგრად მახალისებს... მოკლედ წარმატებები და მათე მოიყვანე ცოტა აზრზე ან გაარკვიე გრძნობებში...

 


№4  offline მოდერი sopiko

უცნობი ქ
ვაიმე ეს ნინე გიჟია მგონი და მე ძალიან მომწონს გიჟები... ძალიან მაგარი ისტორიაა ნინეს ფიქრები მომწონს რაღაც უაზროდ მაგრად მახალისებს... მოკლედ წარმატებები და მათე მოიყვანე ცოტა აზრზე ან გაარკვიე გრძნობებში...

გმადლობ ♥ გასახალისებლად ვწერ სწორედაც. იმედია მოვა თავისით :-D

 


№5  offline წევრი teddy))

რასაყვარელი გოგოაა <3 მათე თავიდან არ მიყვარდა მაგრამ ახლა შემიყვარდა ;დდ შენზე ლაპარაკი არ მაქვს როგორ მიყვარხაარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent